განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002750455
საქმე N1-1057/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19.02.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ვლ-------------------ძე
ბრალდებული: ვე------------–-–--ლი
მამის სახელი: ქი-----
დაბადებული: 2--07.1956 წელი
პირადი ნომერი: 3---------0
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
მისამართი: მცხეთის რაიონი სოფელი წი-–---ი.
ადვოკატი - მა-----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N075030818001
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ვე------------–-–--ლმა, 2016 წლის მაისის თვეში, დაუდგენელ ზუსტ დღეს, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ს-----ის’’ გავლით, სასაზღვრო კონტროლისაგან მალულად, თურქული ნომრის მქონე ავტობუსში მოწყობილი სამალავში დამალვით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში, საიდანაც საქართველოში დაბრუნდა 2018 წლის 3 აგვისტოს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა
2.1 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას რო------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 03 აგვისტოს იმყოფებოდა მორიგ ცვლაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ს-----ის საკონტროლო გამტარ პუნქტში ქვეითების თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლის მიმართულებით და ახორციელებდა მგზავრების საპასპორტო კონტროლს; დრო ზუსტად არ ახსოვს, საპასპორტო კონტროლის გასავლელად თურქეთის რესპუბლიკიდან მასთან მივიდა მოქალაქე ვე------------–-–--ლი მცხოვრები მცხეთის რაიონი სოფელი წილკაში; წარუდგინა მის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, მონაცემების ბაზაში შეყვანისას დადგინდა, რომ მოქალაქეს არ უფისირდებოდა საქართველოდან გასვლა არცერთ სასაზღვრო გამტარ პუნქტში; გასაუბრების მიზნით შეიყვანა ცვლის უფროსის კაბინეტში; ვე------------–-–--ლმა განაცხადა, რომ დაახლოებით ორი წლის წინა ის სამგზავრო ავტობუსით მალულად გადავიდა საზღვარზე, რადგან თურქეთში ჰქონდა დეპორტი; გადასვლა კი ესაჭიროებოდა სამუშაოდ; სავარაუდო იყო, რომ ვე------------–-–--ლმა უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და აღნიშულის თაობაზე ცვლის უფროსმა და---------ძემ შეატყობინა სამმართველოს მორიგეს შემდგომი რეაგირებისათვის; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 19.02.2019წ )
მოწმის სახით დაკითხვისას და---------ძემ განაცხადა, რომ 2018 წლის 03 აგვისტოს დილით ზუსტი დრო არ ახსოვს, მესაზღვრე კონტროლიორმა რო------------მ აცნობა, რომ თურქეთიდან საპასპორტო კონტროლის გასავლელად მივიდა მასთან მოქალაქე ვე------------–-–--ლი მ--------ძე; მან წარმოადგინა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, გაცემული მის სახელზე ; თავად ვე------------–-–--ლის განმარტებით, მან ორი წლის წინ გადაკვეთა მალულად საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, რადგან თურქეთის რესპუბლიკაში ჰქონდა დეპორტი იძულებული გახდა საპასპორტო კონტროლისაგან გვერდის ავლით გადაეკვეთა; შემდგომი რეაგირებისათვის აღნიშნულზე ინფორმაცია მიაწოდეს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მორიგეს; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 19.02.2019წ );
საქმის განხილივისას მოწმის სახით დაკითხვისას ნათ-----------–--ემ და თო------------–--ლმა დადასტურეს მოცემულ საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება; (იხ სხდომის ოქმი 07.02.2019წ)
საქმის განხილივისას მოწმის სახით დაკითხვისას და--------------ძემ დადასტურა მოცემულ საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება; (იხ სხდომის ოქმი 19.02.2019წ)
დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს გამომძიებლის და--------------ძის მიერ, 2018 წლის 03 აგვისტოს, 11:50 საათიდან 12:10 საათამდე პერიოდში, ჩაატარა დათვალიერება. დათვალიერება მიმდინარეობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს-----ში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საზღვრის მართვისა და კორდინირების მთავარი სამმართველოს, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის ს-----ის ადმინისტრაციულ ოთახში, დღისით, ხელოვნური განათების პირობებში, დახურულ შენობაში, მშვიდ სამუშაო გარემოში. მოწმე რომან ქაძანაის მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც არის მუყაოსაგან დამზადებული, წითელი ფერის, გარედან აქვს წარწერა საქართველო პასპორტი, მონაცემთა გვერდზე შესვლისას მასზე დატანილია ვენერა მ--------ძის ფოტოსურათი და მონაცემები. 13/01/2011 წელს გაცემულია აღნიშნული პასპორტი ვენერა ქი-----ს ასული მ--------ძის დაბ:26/07/1956 წელს სახელზე, მოქმედების ვადა აქვს 13/01/2021 წლამდე 4,5,6 გვერდზე აქვს თურქეთის საზღვრის კვეთის სხვადასხვა ფერის ბეჭდები, 46, 47, 48-ე გვერდებზე აქვს, საქართველოს ს-----ის საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი ბეჭდები, რომლითაც ირკვევა, რომ ვე------------–-–--ლი მ--------ძე საქართველოში შემოვიდა 2013 წლის 16 ივნისს, მას შემდეგ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი აღარ გადაუკვეთია.
ოქმი ხელმოწერილია დამსწრე და მონაწილე პირების მიერ; ოქმს ხელს აწერს ასევე (იხ ს.ფ.18-19)
საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 10 აგვისტოს წერილით დადასტურებულია, რომ კომპიუტერული მონაცემების მიხედვით - მოქალაქე ვე------------–-–--ლის (მ--------ძე) (პ/ნ 3---------0) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2006 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 10 აგვისტომდე დაფიქსირდა ს.ს.გ.გ ,,ს-----ის’’ გავლით. (იხ ს.ფ.25-26);
საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული და ეწვის გამომრიცხავი მტკიცებულებებით ( მოწმეთა ჩვენებები, დათვალიერების ოქმი, საზღვრის კვეთის მონაცემები) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვე------------–-–--ლმა 2015 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით და თურქეთის რესპუბლიკში გადასვლით ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა;
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები და დაუდგენელია ბრალდებულის მხრიდან საზღვრის კვეთის ზუსტი დრო, რადგან გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისია იმ ფაქტის და გარემოების დასადასტურებლად, რომ ვე------------–-–--ლმა არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მის მიერვე წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქის პასპორტის მონაცემების მიხედვით საზღვრის კვეთის მონაცემთა ბაზის შესწავლით მას საზღვრის კანონიერი კვეთა არ უფიქსირდებოდა საქართველოში არსებულ არცერთ სასაზღვრო გამტარ პუნქტზე; ამასთან ერთად ბრალდებული თავად განმარტავდა და უთითებდა იმ დროს, როცა მან მოახდინასაზღვრის არალეგალური კვეთა; უტყუარად დადასტურებულია, რომ ვე------------–-–--ლმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა უკანონოდ;
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლოს მიაჩნია, რომ დადასტურებულია ვე------------–-–--ლის მიერ დანაჩაულებრივი ქმედების ჩადენა - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ის ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ვე------------–-–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. ვე------------–-–--ლს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ბრალდებული არ გამოცხადდა საქმის განხილვისას; ოჯახის წევრების განმარტებით ის კვლავ არ იმყოფება საქართველოში;
მიუხედავად ზემოთაღნიშნული გარემოებებისა სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს ვე------------–-–--ლის ასაკისა, მისი მატერიალური მდგომარეობის და მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების დანასაულიტ მიყენებული შედეგის გათვალისწინებით, საპატიმრო სასჯელის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის და სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულს უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნებს.
6. ნივთიერი მტკიცებულების ბედი:
ნივთიერი მტკიცებულების სახით არსებული - ვე------------–-–--ლის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 158-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 274-277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ვე------------–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ვე------------–-–--ლის მიმართ 2018 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ვე------------–-–--ლის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე