გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3656-18
080210018002598981
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20.03. 2019 წელი ქ. ქუთაისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე - მ------ გ-------
წარმომადგენელი - ბ--–- ბ-----ე
მოპასუხე - შპს ,,ქ--------–----------–---------”
წარმომადგენელი -კ--- კ-----–-–---–ი
დავის საგანი: საგვარეულო სასაფლაოს მფლობელობის დადგენა და პასპორტის გაცემის დავალდებულება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ------ გ------- მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდეს საფლავის იდენტიფიცირება, დადგინდეს, რომ კერძოდ, 1963 წლის 25 მაისს გარდაცვლილი ე---------- ჩ--------ე ნამდვილად დაკრძალულია ქუთაისში ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე და შპს ,,ქ--------–----------–--------’’-ის მიერ გაიცეს არსებულ საოჯახო საფლავზე საოჯახო საფლავების პასპორტი მ------ გ-------ს სახელზე.
მოსარჩელის განმარტებით, მისი ბებია (დედის მხრიდან) ე---------- ჩ--------ე გარდაიცვალა 1963 წლის 25 მაისს, ხოლო ბაბუა ყ------- ჩ--------ე 1960 წელს. მათ ჰყავდათ ერთადერთი შვილი ნ--- ჩ--------ე. ისინი ყველანი დაკრძალული არიან ქ.ქუთაისში ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე. ნ--- ჩ--------ე არის დედამისი, რომელიც არ ყოფილა სხვა ქორწინებაში და არც სხვა შვილები ჰყოლია. შესაბამისად მოსარჩელე წარმოადგენს გარდაცვლილი ე---------- ჩ--------ის ერთადერთ მემკვიდრეს, რადგან პირველი რიგის მემკვიდრეები გარდაცვლილები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ქ--------–----------–---ის’’ მიერ გაცემულია დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ე---------- ჩ--------ე რეგისტრირებულია გარდაცვლილთა რეგისტრაციის ჟურნალში #375, ქვითრის #380, დასაფლავებული 1963 წლის 30 ივნისს ო---------ის სასაფლაოზე, მოპასუხემ უარი უთხრა მოსარჩელეს ბებიის და ბაბუის საფლავის იდენტიფიცირებასა და საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ვერ ახერხებდა საფლავის იდენტიფიკაციას.
მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნულ საფლავებზე ვერ ხერხდება გასვენებულ პირთა იდენტიფიცირება. ის სადაოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია მითითებულ ადგილას მოსარჩელის წინაპრები იყოს დასაფლავებული, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს ფაქტი დადგენილად მიიჩნიონ. პასპორტის გაცემისთვის აუცილებელია მოხდეს განსვენებულ პირთა იდენტიფიცირება, იდენტიფიცირება კი ხდება საფლავზე არსებული ქვების და ნახაზების მიხედვით, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში არც ქვა არსებობს, არც პასპორტი და არც ნახაზები, რის გამოც მათ არ აქვთ სამართლებრივი მექანიზმი ,მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების, ამიტომ თვლის, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ე---------- ჩ--------ე გარდაიცვალა 1963 წლის 25 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. ).
3.1.2. ყ------- ჩ--------ე გარდაიცვალა 1960 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი ).
3.1.3. 1945 წელს დაბადებული მ------ გ-------–ის ასული ს-----ე და 1939 წელს დაბადებული დ------- გ------- დაქორწინდნენ 1965 წლის 06 თებერვალს და ქორწინების შედეგად მიეკუთვნათ გვარები: ქმარს-გ-------, ცოლს-გ-------.
3.1.4. მ------ ს-----ის (გ-------) მშობლები იყვნენ ნ--- ყ-------ის ასული ჩ--------ე და გ-------– ს---------ის ძე ს-----ე (ს/ფ 14).
3.1.5. ნ--- ჩ--------ემ ქორწინების შედეგად შეიცვალა გვარი და გახდა ს-----ე, რომელიც გარდაიცვალა 1997 წლის 16 მაისს და დაკრძალულია ქ.ქუთაისში ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე (ს/ფ 16).
3.1.6. ნ--- ს-----ე ყ-------ის ასული რეგისტრირებული იყო . ქუთაისში ი--------–---–ის ქ. #--. ამ მისამართზე ცხოვრობს მოსარჩელე მ------ გ-------. (ს/ფ 17-18).
3.1.7. ე---------- ჩ--------ე იყო მ------ გ-------ს (ს-----ე) ბებია, დედის დედა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოწმეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.8. შპს ,,ქ--------–----------–---------’’-ის მიერ 2018 წლის 20 აპრილს გაცემული #80 წერილის მიხედვით, შპს ,,ქ--------–----------–---------’’-ის საარქივო მონაცემების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილი ე---------- ჩ--------ე რეგისტრირებულია საზოგადოების გარდაცვლილთა რეგისტრაციის ჟურნალში #375, ქვითრის #380, დასაფლავებულია ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე 1963 წლის 30 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის და მოწმეთა ახსნა-განმარტებები(სასამართლო სხდომის ოქმი),- 2018 წლის 20 აპრილის წერილი (ს.ფ. 27).
3.1.9. მ------ გ-------ს მეუღლემ დ------- გ-------მ განცხადებით მიმართა შპს ,,ქ--------–----------–---------”-ს და სასაფლაოს პასპორტის გაცემა მოითხოვა. 2018 წლის 12 აპრილს შპს ,,ქ--------–----------–---------”-ის დირექტორმა ი-----–- ს----–---–მა უარი უთხრა სასაფლაოს პასპორტის გაცემაზე, რადგან მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მითითებულ საფლავზე არ იდგა ქვა და არც სხვაგვარად ხდებოდა საფლავების იდენტიფიკაცია და შესაბამისად არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ნამდვილად მითითებულ საფლავებზე არის დასაფლავებული ე---------- ჩ--------ე და მისი მეუღლე ყ------- ჩ--------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ქ--------–----------–---------’’-ს დირექტორის წერილი (ს.ფ. 26).
-ფოტოსურათები (ს/ფ 14-15)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ------ გ------- თვლის, რომ საოჯახო სასაფლაოს პასპორტის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის თქმით დაირღვა მისი უფლება, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდეს საფლავის იდენტიფიცირება, კერძოდ: მისი ბებია ე---------- ჩ--------ე ნამდვილად დაკრძალულია ქ.ქუთაისში ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე და გაიცეს აღნიშნულ სასაფლაოზე არსებულ საოჯახო საფლავზე საოჯახო საფლავების პასპორტი მ------ გ-------ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-13).
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სადაო საკითხია მ------ გ-------ს ბებია და ბაბუა ე---------- და ყ------- ჩ--------ეები ნამდვილად დაკრძალულია თუ არა ქ.ქუთაისში ო---------ის სასაფლაოზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ იქ ნამდვილად მისი წინაპრებია დასაფლავებული.
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის არგუმენტებს და განმარტავს, რომ მართალია მოპასუხე ამბობს, რომ იქ მისი წინაპრებია დასაფლავებული, მაგრამ არ აქვს შესაბამისი მტკიცებულება იმისა, რითაც დადასტურდება, რომ აღნიშნულ სასაფლაოზე ნამდვილად მისი ბებია და ბაბუაა დასაფლავებული, წინააღმდეგ შემთხვევაში დავა სასამართლომდე არ მოვიდოდა.
3.2.3. მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–- მ-----მ განმარტა, რომ არის მ------ გ-------ს მეზობელი. იცის, რომ ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე დაკრძალულია მისი ბებია და ბაბუა, რადგან სხვადასხვა დღეებში და აღდგომასაც დადიან საფლავებზე. უშუალოდ თავადაც გაჰყოლია ხოლმე მ------ს საფლავზე. ამავე სასაფლაოზე არიან ასევე დაკრძალული მ------ს მშობლებიც, ოღონდ მათი საფლავი ცალკე შემოღობილშია. ბებია-ბაბუის საფლავს ბეტონის საძირკველი აქვს, თუმცა არაა ზემოდან შემოღობილი. იცის, რომ იქ სხვა პირები არ არიან დაკრძალული.
3.2.4. მოწმის სახით დაკითხულმა ა---------– ქ-–------მ განმარტა, რომ ნამდვილად იცის, რომ მ------ გ-------ს ბებია-ბაბუა დაკრძალული არიან ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე და იქ დადიოდნენ მ------ გ------- და მისი ოჯახის წევრები, დაახლოებით 7-8 წელია. მ------ს შვილი მ--–----- უვლიდა კიდეც ძირითადად საფლავს და ამბობდა, რომ იქ დედამისის ბებია და ბაბუა იყო დაკრძალული. მ------ გ-------ს მშობლებიც დაკრძალული არიან ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე, ცალკე საფლავზე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5. დავის გადაწყვეტისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს, ნამდვილად არიან თუ არა აღნიშნულ სასაფლაოზე მოსარჩელე მ------ გ-------ს ბებია და ბაბუა ე---------- და ყ------- ჩ--------ეები დაკრძალული.
მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე დაკრძალული არიან მ------ გ-------ს ბებია და ბაბუა. სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა ზემოაღნიშნული არგუმენტების ანალიზით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს და ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად.
სსკ-ის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.2.6. სასამართლო განმარტავს შემდეგს: როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე (ამ შემთხვევაზე მისი ბებიის და ბაბუის დასაფლავების ფაქტზე), ასეთ შემთხვევაში აღნიშნულის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. ზოგადად მხარეების ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შეუქმნის თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.
მოსარჩელემ თავისი არგუმენტის დასადასტურებლად წარმოადგინა ზეპირი განმარტება, რომ ის სისტემატურად ახორციელებს ბებია-ბაბუის საფლავის მოვლა-პატრონობას, წელიწადში რამდენჯერმე და ასევე ყოველ აღდგომის დღესასწაულზე მიდის მის ოჯახის წევრებთან ერთად და ასრულებს დადგენილ ტრადიციულ წესებს. თუ მოპასუხე თვლის, რომ ამ საფლავზე სხვა პირია დასაფლავებული, მაშინ მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, სადაც მითითებული იქნება, რომ აღნიშნულ სასაფლაოზე დასაფლავებულია არა მ------ გ-------ს ბებია და ბაბუა, არამედ სხვა პირები.
მოსარჩელემ წარმოადგინა მოწმეები ლ--–- მ----- და ა---------– ქ-–------, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სადავო საფლავების მოვლა-პატრონობას წლების განმავლობაში ეწეოდა მ------ გ------- და მისი ოჯახი და რომ იქ ნამდვილად მისი ბებია და ბაბუაა დასაფლავებული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად რიგი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადასტურდეს გარკვეული მტკიცებულებებით და ამ გარემოებათა დადასტურება სხვა მტკიცებულებებით არ დაიშვება. დასახელებულ შემთხვევაში მოწმის განმარტება და წერილობითი დოკუმენტი წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომლითაც დადგენილად ჩაითვლება, რომ ო---------ის სასაფლაოზე ნამდვილად არიან დასაფლავებულები მ------ გ-------ს ბებია და ბაბუა ე---------- ჩ--------ე და ყ------- ჩ--------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მ------ გ-------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი,-ქ. ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №141 ,,ქ. ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ’’.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელი აღიარებითია, რადგანაც მოსარჩელე მოითხოვს აღიარებულ იქნეს, რომ მისი წინაპრები დაკრძალული არიან ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე. ამ ტიპის სარჩელები თავისი შინაარსით განეკუთვნებიან აღიარებით სარჩელებს და მათზე ვერცელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას.
კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის აღიარებითი სარჩელი დასაშვებია თუ მასში გამოკვეთილია იურიდიული ინეტერესი, რაც უფლებასა თუ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებულ დავასთანაა დაკავშირებული. მოპასუხე მოსარჩელეს უნდა ეცილებოდეს უფლებაში და ასეთი დავა მომავალში უნდა ქმნიდეს დარღვეული უფლების აღდგენის ან უფლების დარღვევის თავიდან აცილების წინაპირობას. ამასთან აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის გარკვეული სარგებელის მოტანა უნდა შეეძლოს.
აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ისიც, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის უნდა დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღსდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. ეს ინტერესი უნდა იყოს კანონისმიერი. იურიდიულ ინტერესში დარღვეული უფლების აღდგენის კანონისმიერი გზა იგულისხმება, ამასთან აღიარებითი სარჩელი უფლების დაცვის გამონაკლისი და ერთადერთი გზა უნდა იყოს.
დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესში შედის აღიარებული იქნეს, რომ ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე მისი ბებია ე---------- ჩ--------ეა დაკრძალული. მსგავსი აღიარების შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იქნება მასზე გასცეს შესაბამისი პასპორტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თავის ინტერესს სხვა გზით ვერ მიაღწევს და, ამიტომ ასეთ სიტუაციაში აღიარებითი სარჩელია გამოსავალი.
სასამართლო თვლის, რომ სამართლებრივი შეფასების დროს, გამოყენებული უნდა იქნეს ქ. ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №141 ,,ქ.ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ’’.
სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საოჯახო საფლავი არის დადგენილი წესით გაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან/და ოჯახის წევრების თანხმობით ახლო ნათესავების ნეშტის დასაკრძალავად.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესების თანახმად, სასაფლაოების მმართველობას, მოვლა-პატრონობასა და მომსახურებას შეიძლება ახორციელებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან ფიზიკური პირი. განსახილველ შემთხვევაში ასეთ პირს წარმოადგენს შპს ,,ქ--------–----------–---------’’.
ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დაკრძალვა არის გარდაცვლილის ნეშტის მიწის მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წესების, ადათებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად, ხოლო ,,შ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახის წევრები არიან სამოქალაქო კოდექსით დადგენილი პირველი რიგის მემკვიდრეები, ,,ჩ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ წესების მიზნებისათვის ახლო ნათესავები არიან სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე რიგის მემკვიდრეები.
დადგენილია, რომ ე---------- ჩ--------ის პირველი რიგის მემკვიდრეები-მეუღლე და შვილი-გარდაცვლილნი არიან, მოსარჩელე მ------ გ------- კი წარმოადგენს გარდაცვლილი ე---------- ჩ--------ის მეორე რიგის ერთადერთ მემკვიდრეს.
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაციის არქივში დაცულია მონაცემი (დოკუმენტი) ე---------- ჩ--------ის გარდაცვალებისა და ქ. ქუთაისში ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე დასაფლავების თაობაზე.
აღნიშნული წესების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ც’’ ქვეპუნქტის თანახმად, საფლავის პასპორტი არის მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სასაფლაოზე საფლავის არსებობას, მის ზუსტ ადგილმდებარეობას, მფლობელს, საფლავში განთავსებული სამარეების ოდენობასა და დაკრძალული ცხედრების ვინაობას. საფლავზე მემკვიდრეობის უფლება რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1332-ე მუხლის შესაბამისად.
მოსარჩელე მხარის განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სასაფლაოზე მოსარჩელის ოჯახიდან, მისი ახლო ნათესავი, ბოლო მიცვალებული, ე---------- ჩ--------ე, დაიკრძალა 1963 წლის 25 მაისს. სასამართლო თვლის, რომ საქმის განხილვის დროს უტყუარად იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელის ახლო ნათესავების ბებიის და ბაბუის საფლავები არსებობდა და არსებობს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც პასპორტის გაცემას მოითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული ფაქტის დადგენა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.
7. საპროცესო ხარჯები
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ------ გ-------ს (წარმომადგენელი ბ--–- ბ-----ე) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. აღიარებულ იქნეს, რომ 1963 წლის 25 მაისს გარდაცვლილი ე---------- ჩ--------ე ნამდვილად დაკრძალულია ქ. ქუთაისში ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე.
1.2. შპს ‘’ქ--------–----------–---------’’-ს დაევალოს გასცეს მ------ გ-------ს სახელზე ქ. ქუთაისში ,,ო---------ის’’ სასაფლაოზე არსებული ამ საოჯახო საფლავის პასპორტი;
2. შპს ,,ქ--------–----------–---------’’-ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარის ოდენობით და სახბაჟი 20 ლარის ოდენობით სახბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე