გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.03.2019
საქმის ნომერი
330310018002748342
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7605-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 მარტი, 2--9 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თ---–---- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დ----- წ--------–-

სხდომის მდივანი თ----–- ა---–-------

 

მოსარჩელე - იზ---–--- გრ---–-–---–-

წარმომადგენლები - შო----- გა--------, ზუ---- ჯო--------

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.ბათილად იქნეს ცნობილი მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 1- ნ--------- N0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

2.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს 2--- წლის 0- ია--------- 2--- წლის 0- ი--–------- მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური გადასახდელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხა თვეში 5--.0- ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 6----.-- ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე. სხდომის დრო და ადგილი ცნობილი იყო მისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოსარჩელე იზ---–--- გრ---–-–---–მა, 2--- წლის 2- ნ---------- განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ძ---–- თ---–---- მომსახურების ცენტრს და ითხოვა ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იზ---–--- გრ---–-–---–ს 2--- წლის 0- დ------------ დაენიშნა ასაკის პენსია თვეში 1-- ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე იზ---–--- გრ---–-–---–მა 2--- წლის 1- ი----- N2--- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ---–----- რაიონულ განყოფილებას, ძ---–- თ---–---- სერვის-ცენტრში დანიშნული პენსიის საქმის გამოთხოვისა და მისი შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ---–----- რაიონულმა განყოფილებამ 2--- წლის 0-----–------- შეუწყვიტა მოსარჩელეს პენსია და 2--- წლის 1- ი------ N2--- განცხადების საფუძველზე მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, 2--- წლის 1 ი--–------- დაუნიშნა სახელმწიფო კომპენსაცია პ------------------ სისტემის ხაზით - 5--.0- ლარის ოდენობით.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 1- ნ--------- N0------- წერილით იზ---–--- გრ---–-–---–ს უარი ეთქვა 2--- წლის 0- ია---------, 2--- წლის 0- ი--–------- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაზე.

 

2--- წლის 2- ნ------------, მოსარჩელე იზ---–--- გრ---–-–---–ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, სახელმწიფო პენსიის ან კომპენსაციის დანიშვნის მიზნით არ მიუმართავს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- იზ---–--- გრ---–-–---–-ს 2--- წლის 2- ნ--------- განცხადება (ს.ფ. 33);

- იზ---–--- გრ---–-–---–-ს2--- წლის 1- ი------ N2--- განცხადება (ს.ფ. 34);

- იზ---–--- გრ---–-–---–-ს2--- წლის 1- ი------ N2--- განცხადება (ს.ფ. 24);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ---–----- რაიონული განყოფილების 2--- წლის 0-----–---- გადაწყვეტილება (ს.ფ. 29);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 1- ნ--------- N0------- ადმინისტრაციული აქტი (ს.ფ. 22-23);

- მხარის ახსნა-განმარტება.

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ იზ---–--- გრ---–-–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ,,მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 1- ნ--------- N0------- აქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს შეიცავს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ამასთან, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელე იზ---–--- გრ---–-–---–-ს მოთხოვნა, 2--- წლის 0- ია--------- 2--- წლის 0- ი--–------- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის, მის სასარგებლოდ ანაზღაურების თაობაზე, ჯამში 6----.-- ლარის ოდენობით.

 

6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2-05 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მათ შორის, პ------------------ ს----------- დათხოვნისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ "სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.

 

"სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (2--- წლის 2- ნ------------ მოქმედი რედაქცია), პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძ---–-ა საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით. აღნიშნული კანონის მე-1- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა, ამასთან, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე იზ---–--- გრ---–-–---–მა 2--- წლის 2- ნ--------- სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ძ---–- თ---–---- განყოფილებას/მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა და ითხოვა ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იზ---–--- გრ---–-–---–ს 2--- წლის 0- დ------------ დაენიშნა ასაკის პენსია თვეში 1-- ლარის ოდენობით. ასევე, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არ ყოფილა სადავოდ გამხდარი და ის წლების განმავლობაში იღებდა კანონით დადგენილი წესით მისთვის დარიცხულ პენსიას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. იმავე კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

 

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2-06 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №2-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დანართის მე-1- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, პირისათვის დანიშვნის ერთ-ერთი ძირითადი საფუძ---–- და პირობა, სააგენტოსათვის შესაბამისი განცხადებით, სათანადო წარდგინებითა და სხვა საჭირო დოკუმენტებით მიმართვაა. მითითებულმა კანონმა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა იმპერატიულად დაუკავშირა უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისი განცხადებით მიმართვის დროს მიუხედავად იმისა, თუ როდის არის წარმოშობილი სახელმწიფო კომპენსაციის საფუძ---–-. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონმა გაითვალისწინა პ------------------ ს----------- დათხოვნილი თანამშრომლის უფლება, მოიპოვოს საკუთრება აღნიშნული საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციაზე. უფლების განხორციელება დამოკიდებულია მისი მფლობელის ნებაზე. შესაბამისად, პირის საკუთრების უფლება სახელმწიფო კომპენსაციაზე წარმოიშობა, პირის მიერ შესაბამისი განცხადებით და საჭირო დოკუმენტებით, კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვისა და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დღიდან და სწორედ ამ პერიოდიდან არის პირის მოთხოვნის უფლება ლეგიტიმური - კანონიერი, რომელიც საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ მოსარჩელე იზ---–--- გრ---–-–---–მა მისი კანონიერი უფლების, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მოთხოვნის რეალიზაციის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს მიმართ 2--- წლის 1- ი------ N2--- განცხადებით, რასაც შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა და მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით 2--- წლის 1 ი--–------- დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია პ------------------ სისტემის ხაზით - 5--.0- ლარის ოდენობით. ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე იზ---–--- გრ---–-–---–მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით პირველად 2--- წელს მიმართა. ამასთან, მის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა 2--- წლის 0- დ------------ დანიშნული ასაკის მიხედვით პენსიის მიღების შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისად მითითებული გადაწყვეტილა სადავოდ არ გამხდარა. მოსარჩელე მხარის განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ მას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძ---–- ჯერ კიდევ 2--- წლის 0- ი--------- წარმოეშვა მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გაზიარებული, რადგან, როგორც აღინიშნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობასთან ერთად იმპერატიულად არის განსაზღვრული უფლების მქონე პირის ნების გამოვლენა ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც მხარის მიერ არ განხორციელებულა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

ამრიგად, მოსარჩელე იზ---–--- გრ---–-–---–ს ზემოთ აღნიშნული აქტებით, გარანტირებული ჰქონდა უფლება, კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართა სასამართლოსათვის და იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოეთხოვა, რომლითაც მას დაენიშნა სახელმწიფო პენსია, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს კანონიერებაზე და იგი ბათილად არ არის ცნობილი, არ არსებობს სამართლებრივი წინაპირობა, მის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები სასამართლომ, მოცემული დავის განხილვის ფარგლებში ცნოს უკანონოდ და დაავალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს 2--- წლის 0- ია---------, 2--- წლის 0- ი--–------- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება, რამდენადაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2-7-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე იზ---–--- გრ---–-–---–-სთვის 2--- წლის 0- ია---------, 2--- წლის 0- ი--–------- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის, როგორც ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს, რადგან მას მითითებული პერიოდიდან არ განუხორციელებია კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და 2--- წლის 1 ი--–-------, ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მის მიერ სადავოდ არ გამხდარა, რის გამოც, მისი ზიანი - მიუღებელ სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებით, არ არის განპირობებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებით. შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი, 2--- წლის 0- ია---------, 2--- წლის 0- ი--–------- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება კანონს.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60- მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე იზ---–--- გრ---–-–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი არ აქვს ზემოთ არნიშნული კანონების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60- მუხლით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობის საფუძ---–-.

 

მითითებული კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2--- წლის 0- ია---------, 2--- წლის 0- ი--–------- მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური გადასახდელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხა თვეში 5--.0- ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 6----.-- ლარს მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებით დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელე იზ---–--- გრ---–-–---–-ს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 1-- ლარის ოდენობით. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეს კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მოსარჩელე იზ---–--- გრ---–-–---–-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი 1-- ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე 24-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. იზ---–--- გრ---–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. მოსარჩელე იზ---–--- გრ---–-–---–ს დაუბრუნდეს გიორგი ხოსიტაშვილის მიერ, 2--- წლის 05 დეკემბრის №0 საგადახდო დავალებების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1-- (ა-----------) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - T-------; სახაზინო კოდი: 3---------.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თ---–---- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თ---–---- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დ----- წ--------–-