გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7593-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ლ-----------–---
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ---------------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის M---------------- ბრძანება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ----------------–-------–------------------------------------------–-------–-----------------------–-----–-----------------------------–--------–----–----------–-------------------–-–-----–----------- ლ----------–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან;
1.2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემა, რომლითაც ლ----------–--ე აღდგენილ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ----------------–-------–------------------------------------------–-------–-----------------------–-----–-----------------------------–--------–----–----------–-------------- თანამდებობაზე;
1.3. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ----------–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 9 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის, ყოველთვიურად 1------ ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. გენერალური ინსპექციის ო-----------–--------------–------------------------------–-----------------–--------------–----------------------–-------------------------–----–-------------- ინსპექტორმა 2018 წლის 13 სექტემბერს M---------------- პატაკით მიმართა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ო-----------–--------------–------------------------------–-------------- და განმარტა, რომ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შსს გ----------------–-------–-------------------------------------------–-------–--------------------------–------–----------------------------------–-------------–----–----------–------------- ლ------------------–--ე არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი. განმარტა, რომ ლ----------–--ეს, ამჟამად, მოხმარებული უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. პატაკის ავტორმა მოითხოვა შესაბამისი მითითების გაცემა.
2018 წლის 13 სექტემბერს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ლ----------–--ე და შედგენილ იქნა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №-------------. ოქმის თანახმად, ლ----------–--ის ადმინისტრაციული დაკავების მოტივად განისაზღვრა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების ფაქტი (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილი).
2018 წლის 13 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ლ----------–--ემ მიუთითა, რომ დაახლოებით სამი დღის წინ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელიც ნახა მის საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ეზოში, ქაღალდში გახვეული. მან განმარტა, რომ ადრე რამდენიმეჯერ ჰქონდა მოხმარებული მარიხუანა, შესაბამისად, იცოდა, რომ ქაღალდში გახვეული ნივთიერება მარიხუანა იყო. ამ დროს მასთან სახლში სტუმრად მივიდა თანამშრომელი და მასთან ერთად მოწია აღნიშნული ნივთიერება. სხვა ნარკოტიკი არასოდეს მოუხმარია და გამოთქვა მზაობა საკუთარი ნებით ბიოლოგიური მასალის გამოსაკვლევად ჩაბარებასტან დაკავშირებით.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მ-----------------–---- მიერ, 2018 წლის 14 სექტემბერს შედგენილი №------- დასკვნის თანახმად, ლ----------–--ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.
გენერალური ინსპექციის ო-----------–--------------–------------------------------–-----------------–--------------–-----------------------–----------------------------------------–----–-------------- ინსპექტორმა 2018 წლის 20 სექტემბერს M---------------- პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს და განმარტა, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გ----------------–-------–------------------------------------------–-------–--------------------------–-----–----------------------------------–-------------–----–----------–------------- ლ----------–--ეს ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, პირველადი და ლაბორატორიული გამოკვლევის დროს ლ----------–--ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვა მითითების გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური ინსპექციის ო-----------–--------------–------------------------------–-----------------–--------------–----------------------–-------------------------–----–-------------- ინსპექტორის 2018 წლის 13 სექტემბრის M---------------- პატაკი (იხ.ს.ფ. 42);
- 2018 წლის 13 სექტემბრის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №------------- (იხ.ს.ფ. 43);
- ლ----------–--ის 2018 წლის 13 სექტემბრის ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ. 44);
- საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მ-----------------–---- 2018 წლის 14 სექტემბრის №------- დასკვნა (იხ.ს.ფ. 50);
- გენერალური ინსპექციის ო-----------–--------------–------------------------------–-----------------–--------------–-----------------------–----------------------------------------–----–-------------- ინსპექტორის 2018 წლის 20 სექტემბრის M---------------- პატაკი (იხ.ს.ფ. 41).
3.2. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შს სამინისტროს მოსამსახურე ლ----------–--ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა დასკვნა.
აღნიშნული დასკვნის თანახმად, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დ--–---–--------------- სამმართველოში ო-----------–--------------–------------------------------–-----------------–--------------–---------- სამმართველოდან მიღებულ იქნა N------- სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალებთან ერთად შს სამინისტროს მოსამსახურის ლ----------–--ის მიერ მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ფაქტზე.
შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა შს სამინისტროს მოსამსახურე ლ----------–--ე, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაყვანილი იქნა შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში, სადაც მას N------- დასკვნის თანახმად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოპოვებული შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების N------- დასკვნით და შს სამინისტროს მოსამსახურე ლ----------–--ის ახსნა-განმარტებით. ამდენად, პოლიციის ლ------------ ლ----------–--ემ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარებაში, რითაც დაარღვია შს მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანება (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე). შს სამინისტროს მოსამსახურე ლ----------–--ის მხრიდან მსგავსი ქმედებების ჩადენა საზოგადოებაში იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. შს სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, რის გამოც შს სამინისტროს მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიაჩნია პოლიციის ლ---------- ლ----------–--ისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინარული სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის’’ შეფარდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის M---------------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ----------------–-------–------------------------------------------–-------–-----------------------–-----–---------------------------------------------–--------–----–----------–-------------------–-–-----–----------- ლ------------------–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა (იხ.ს.ფ. 19-21);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის M---------------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 22).
3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 ნოემბრის M---------------- წერილით დგინდება, რომ ლ----------–--ის სრული ერთი თვის შრომის ანაზღაურება შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისაგან: თანამდებობრივი სარგო - 1----- ლარი, წოდებრივი სარგო - 2---- ლარი, წელთა ნამსახურეობის დანამატი - 1----- ლარი, სულ -1------ ლარი, დასაკავებელი საშემოსავლო: 3----- ლარი, ხელზე მისაღები: 1------ ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 ნოემბრის M---------------- წერილი (იხ.ს.ფ. 17).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ----------–--ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის M---------------- ბრძანება ლ----------–--ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს კანონშესაბამისია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
დადგენილია, რომ ლ----------–--ე, წოდებით პ---–-–-----–-----------, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ----------------–-------–------------------------------------------–-------–-----------------------–-----–-----------------------------–---------------------------------–----–----------–-------------- თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
6.3. სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. აღნიშნულ დებულებას ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
სასამართლო, მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ----------------–-------–------------------------------------------–-------–-----------------------–-----–-----------------------------–--------------------------------–----–----------–-------------- თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ლ----------–--ე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ----------------–-------–------------------------------------------–-------–-----------------------–-----–-----------------------------–--------–----–-----------–-------------- თანამდებობაზე, სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის M---------------- ბრძანების საფუძველზე და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და შს მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანების (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე) საფუძველზე. ბრძანების საფუძველი შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა, ელ. ვერსია N-------, 29.09.2018 წ.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლწესრიგი განიმარტება, როგორც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის MIA 4 18 00001/73 ბრძანების პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე. ამავე ბრძანების მეორე ნაწილით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.
მითითებული წესდების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-41 და მე-42 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ლ----------–--ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების განხორციელების შედეგად დაადგინა, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ შს სამინისტროს მოსამსახურე ლ----------–--ეს, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაყვანილი იქნა შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში, N------- დასკვნის თანახმად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. ამდენად, შემოწმების მასალების შეფასების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასკვნა, რომ ლ----------–--ემ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარებაში, აღნიშნულით დაირღვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანება (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე).
სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 59-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 70-ე მუხლზე, ზემოაღნიშნული წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული აქტები განსაზღვრავენ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოსაყენებელ სახდელთა სახეებს მათი სიმძიმის მიხედვით, მაშასადამე კანონმდებლობა ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის M---------------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ----------------–-------–------------------------------------------–-------–----------------------------------------------------–-----–-----------------------------–--------–----–----------–-------------, პ---–-–-----–----------- ლ------------------–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სარჩელში დაფიქსირებული განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მოპასუხე მხარის -ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სადავო აქტის დასაბუთების იმ ნაწილს, სადაც საუბარია მოსარჩელის, როგორც პოლიციელის ქმედების შედეგებზე - ლ----------–--ის მხრიდან მსგავსი ქმედების ჩადენა იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. შს სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, რის გამოც შს სამინისტროს მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისგებლობის გრძნობა. სასამართლო იზიარებს სამინისტროს დასაბუთებას, რომ ამგვარი ქმედებისათვის ადეკვატური ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან არის სწორედ პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლება, რადგან სადავო ქმედების ჩამდენ მოსამსახურესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეუწონელია სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის MIA 4 18 00001/73 ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე; ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა.
ამდენად, პოლიციის ლ---------- ლ----------–--ის მიერ ჩადენილი ქმედება ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს და ეთიკის ნორმებს, რაც მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის M---------------- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ-----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე