გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
160210019002817306
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210019002817306

საქმე N2/51-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 მარტი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - სს ,,საქ--------–--------ი”

წარმომადგენელი - გიო-------------ე

მოპასუხეები - რენ---------------–---ი, ვალ--------------–---ი, ელ---------------–---ი

მოპასუხე რენ---------------–---ის წარმომადგენელი - ელგ----------–--–ი

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს რენ---------------–---ს, ვალ--------------–---ს და ელ---------------–---ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,საქ--------–--------ი“-ს სასარგებლოდ 115 459.93 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის შირი თანხაა 100 213.15 ლარი, პროცენტი 5246.78 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 10 000 ლარი.

 

1.2. მოპასუხეებს რენ---------------–---ს, ვალ--------------–---ს და ელ---------------–---ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,საქ--------–--------ი“-ს სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 28.82 ლარის გადახდა.

 

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,საქ--------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ვალ--------------–---ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ.მარნეული, ჯ-----–---–-------------, ს/კ 83.02.01.9--. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. (სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა უარი განაცხადა აღნიშნულ მოთხოვნაზე).

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2016 წლის 28 ნოემბერს სს ,,საქ--------–--------ს“ და რენ---------------–---ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტის მოცულობამ შეადგინა 1000000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 240 თვით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში სს ,,საქ--------–--------ს“ და რენ---------------–---ს შორის 2016 წლის 28 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად რენ---------------–---ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 160 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 10.5 % სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.

 

2016 წლის 28 ნოემბერს გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,საქ--------–--------ს“ და ვალ--------------–---ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს ,,საქ--------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ვალ--------------–---ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: მარნეული, ჯ-----–---–-------------, ს/კ 83.02.01.9--.

 

2016 წლის 28 ნოემბერს გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,საქ--------–--------ს“ და ვალ--------------–---ს და ელ---------------–---ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სოლიდარული თავდებების პასუხისმგებლობა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში განისაზღვრა 100 000 ლარის ფარგლებში.

 

სს ,,საქ--------–--------ი“-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. მოპასუხეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სს ,,საქ--------–--------ი“-ს სასარგებლოდ ჯეროვნად არ შეუსრულებიათ, მსესხებლის მიერ 2018 წლის 23 ივლისის შემდეგ არ განხორციელებულა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა და მანამდეც სისტემატურად ხდებოდა გრაფიკის დარღვევა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა რენ---------------–---მა, ვალ--------------–---მა და ელ---------------–---მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. სასამართლო სახდომაზე მოპასუხეებმა დააზუსტეს პოზიცია და განაცხადეს, რომ სარჩელს სცნობენ სრულად ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში სრულად, ასევე მიუღებელი შემოსავლის და იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში, ხოლო სარჩელს ნაწილობრივ სცნობენ პირგასამტეხლოს სახით 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში, მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მოცემული ოდენობით პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს 4000 ლარამდე.

(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი და შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 28 ნოემბერს სს ,,საქ--------–--------ს“ და რენ---------------–---ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტის მოცულობამ შეადგინა 1000000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 240 თვით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში სს ,,საქ--------–--------ს“ და რენ---------------–---ს შორის 2016 წლის 28 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად რენ---------------–---ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 160 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 10.5 % სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18);

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21).

 

3.1.2. 2016 წლის 28 ნოემბერს გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,საქ--------–--------ს“ და ვალ--------------–---ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს ,,საქ--------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ვალ--------------–---ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: მარნეული, ჯ-----–---–-------------, ს/კ 83.02.01.9--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.22-28)

 

3.1.3. 2016 წლის 28 ნოემბერს გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,საქ--------–--------ს“ და ვალ--------------–---ს და ელ---------------–---ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სოლიდარული თავდებების პასუხისმგებლობა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში განისაზღვრა 100 000 ლარის ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები (ს.ფ. 31-42).

 

3.1.4. სს ,,საქ--------–--------ი“-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. მოპასუხეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სს ,,საქ--------–--------ი“-ს სასარგებლოდ ჯეროვნად არ შეუსრულებიათ, მსესხებლის მიერ 2018 წლის 23 ივლისის შემდეგ არ განხორციელებულა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა და მანამდეც სისტემატურად ხდებოდა გრაფიკის დარღვევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 21)

 

3.1.5. მოსარჩელე ითხოვს რომ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის გადახდა 115 459.93 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 100 213.15 ლარი, პროცენტი 5246.78 ლარი, პირგასამტეხლო 10 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.53)

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის, სარგებლის, მიუღებელი შემოსავლის და უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 319-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

წამოდგენილ შემთხვევაში სს ,,საქ--------–--------ს“ და მოპასუხე რენ---------------–---ს შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2016 წლის 28 ნოემბერს სს ,,საქ--------–--------ს“ და რენ---------------–---ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტის მოცულობამ შეადგინა 1000000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 240 თვით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში სს ,,საქ--------–--------ს“ და რენ---------------–---ს შორის 2016 წლის 28 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად რენ---------------–---ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 160 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 10.5 % სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.

 

2016 წლის 28 ნოემბერს გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,საქ--------–--------ს“ და ვალ--------------–---ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს ,,საქ--------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ვალ--------------–---ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: მარნეული, ჯ-----–---–-------------, ს/კ 83.02.01.9--.

 

2016 წლის 28 ნოემბერს გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,საქ--------–--------ს“ და ვალ--------------–---ს და ელ---------------–---ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სოლიდარული თავდებების პასუხისმგებლობა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში განისაზღვრა 100 000 ლარის ფარგლებში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოპასუხეების განმარტებით დგინდება, რომ მოპასუხეებს სს ,,საქ--------–--------ის“ მიმართ არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებები არ აქვთ სრულად და ჯეროვნად შესრულებული.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სრულად ცნეს, კერძოდ, 2016 წლის 28 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 100 213.15 ლარის, პროცენტის - 5246.78 ლარის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 28.82 ლარის დაკისრების ნაწილში და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მითითებულ ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ორივე ხელშეკრულებით წერილობითი ფორმით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და მათი დარიცხვის წესი. ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად, აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის გონივრულ შესაბამისობაში, შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო; კერძოდ, მოპასუხე ზვიად დიხამინჯიას სს ,,საქ--------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან განომდინარე 10 000 ლარის ნაცვლად შემცირებული პირგასამტეხლო - 4000 ლარის ოდენობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელი დავალიანების ძირი თანხის, პროცენტის, პირგასამტეხლოს 4000 ლარის ოდენობით ნაწილში, ასევე მიუღებელი შემოსავლის და უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის ნაწილში სრულად ცნეს. სარჩელის ცნობის ნაწილში პროპორციული სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს, კერძოდ, 4415 ლარიდან 4198,67 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,საქ--------–--------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს რენ---------------–---ს, ვალ--------------–---ს და ელ---------------–---ს სს ,,საქ--------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 109 459.93 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 100 213.15 ლარი, პროცენტი 5246.78 ლარი, პირგასამტეხლო 4 000 ლარი.

 

3. მოპასუხეებს რენ---------------–---ს, ვალ--------------–---ს და ელ---------------–---ს სს ,,საქ--------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 23 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 28.82 ლარის გადახდა.

 

4. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,საქ--------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ვალ--------------–---ის (პნ 2----------) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ.მარნეული, ჯ-----–---–-------------, ს/კ 83.02.01.9--.

 

5. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

 

6. სს ,,საქ--------–--------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2019 წლის 22 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4198.67 ლარი, თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE 22, სახაზინო კოდი 300093150, საგადასახადო დავალება N 3----;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე