გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/13607 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2--9 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსა----თლე გი-----ი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) მა----- მჭ----–-–---–ი
წარმომადგენელი იამ-------------ე, გი-------–----–---–ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) თა---- ახ--––---–---–ი
წარმომადგენელი ქე--------------–---–ი, გუ-–-------------–--–---–ი
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
წარმომადგენელი მა------–-----ე
დავის საგანი თავადაპირველი სარჩელით არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
დავის საგანი შეგებებული სარჩელით ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით
არასრულწლოვანი ბავშვის, სა-–---ე მჭ----–-–---–ის (დაბადებული 2--- წლის 0--------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, მა----- მჭ----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი - ქ. თბილისი, ვ-–----–----–--------------------------------------
მოსარჩელე მა----- მჭ----–-–---–ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე თა---- ახ--––---–---–თან. მათ ჰყავთ საერთო შვილი, 2--- წლის 0-------- დაბადებული სა-–---ე მჭ----–-–---–ი. თავად მა----- მჭ----–-–---–ი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ამ--------–-----------–-–-------ში. ვინაიდან მოპასუხეს არ სურდა მოსარჩელის მშობლებთან ცხოვრება, მან შეიძინა ბინა მათთან სიახლოვეს მისა----თზე - თბილისი, ვა–----–----–----------------------------------. ბინა მთლიანად გარემონტდა და საყოფაცხოვრებო ნივთებით აღიჭურვა მოსარჩელის ხარჯებით. 2--- წლის გაზაფხულამდე, მოსარჩელეს არ ჰქონდა ბავშვთან ,,სკაიპით” ურთიერთობის პრობლემა, მართალია, მოპასუხის მხრიდან მუდმივად შექმნილი დაძაბულობის ფონზე, მაგრამ ბავშვთან ურთიერთობას მაინც ახერხებდა. 2--- წლის აპრილში, ბავშვის ბებია, სვ----–--- მჭ----–-–---–ი მივიდა ბავშვის სანახავად და საჩუქრების გადასაცემად, აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ბინა გაუყიდია და გადასულა სხვაგან საცხოვრებლად, ისე რომ ამის თაობაზე არ შეატყობინა მამას, მა----- მჭ----–-–---–ს. ბავშვის მამიდამ, თა---- მჭ----–-–---–მა განცხადებით მიმართა პოლიციას და ითხოვა დახმარება. 2--- წლის 10 აპრილამდე, მოსარჩელის ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ბავშვის ადგილსამყოფელი. ბავშვის მამიდა თა---- მჭ----–-–---–ი შემთხვევით იმყოფებოდა იუსტიციის სახლში, სადაც ძმისშვილი დაინახა საბავშვო სივრცეში და მივიდა მასთან. ამასობაში მოპასუხეც მოვიდა და კატეგორიულად მოსთხოვა თა---- მჭ----–-–---–ს ბავშვს მოსცილებოდა. სიტუაცია იმდენად დაძაბა მოპასუხემ, რომ იუსტიციის დაცვის თანამშრომლებმა გამოიძახეს პატრული და შედგა ოქმი. ინციდენტამდე თა---- მჭ----–-–---–ი შეეცადა გაეგო, სად ცხოვრობდა ბავშვი. მოპასუხემ მას არ უპასუხა, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენლებს სატელოფონო საუბრით აცნობა სამომავლო მისა----თი. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ შეუზღუდა მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს ბავშვთან კონტაქტი, რის მიზეზადაც ასახელებდა ბინაში გადასვლასთან დაკავშირებულ მოუცლელობას, ხან ინტერნეტის არქონას და ა.შ,. მოპასუხემ ასევე მიმართა გლ-----------–------ს პოლიციას, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოსცა შემაკავებელი ორდერი მოსარჩელის დის, თა---- მჭ----–-–---–ის და მოსარჩელის დედის, სვ----–--- მჭ----–-–---–ის მიმართ. მოსარჩელე მა----- მჭ----–-–---–ს სურს სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში, რის საშუალებასაც მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ი არ აძლევს. მოპასუხე მა----- მჭ----–-–---–ს ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით არ აყენებს საქმის კურსში. იგი გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად. ამასთან, მამას ბავშვთან კონტაქტი აქვს ძალიან იშვიათად. არასრულწლოვანი დადის ბაღში, რომლის თაობაზეც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა სოციალური ქსელის მეშვეობით. მოპასუხემ მამასთან შეუთანხმებლად მოხსნა ბავშვი სამედიცინო აღრიცხვიდან და ბავშვი აღრიცხვაზე აყვანილი იქნა ახალ პოლიკლინიკაში გლ----ში, რასაც საერთო არაფერი აქვს ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან. მოსარჩელეს გადაწყვეტილი აქვს საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად დაბრუნება და შვილის გაზრდა. ამისთვის მისი სურვილია, არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ი საცხოვრებლად მასთან იყოს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ იგი ბევრად უფრო უკეთესად იზრუნებს არასრულწლოვან შვილზე და მის სამომავლო კეთილდღეობაზე, ვიდრე მოპასუხე. თა---- ახ--––---–---–ი არასათანადოდ ექცევა მის შვილს. ამის დასტურია არაერთი ვიდეოჩანაწერი და თავად ბავშვის საუბრები, როცა იგი აცხადებს აქვს დედის შიში. ოჯახის წევრების განმარტებით, არასრულწლოვანი აგრესიას ავლენს თანატოლების და უფროსების მიმართაც, რაც საყურადღებოა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების კუთხით.
ბოლო რამდენიმე თვეა მხოლოდ თა---- ახ--––---–---–ის ჰყავს არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ი, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ბავშვს მხოლოდ იგი ზრდის, შეგნებულად არ აცმევს მამის ნაყიდ ტანსაცმელს, არ ათამაშებს მამის ნაყიდ სათამაშოებთან და იგნორს უკეთებს მამის მხრიდან ნათესავებს. ბავშვის გადამალვის პარალელურად, მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ის ინიციატივით, ბავშვის მამიდის და ბებიის მიმართ გამოიცა შემკავებელი ორდერი, რის გამოც ბავშვს ორი თვის განმავლობაში კავშირი შეწყვეტილი ჰქონდა მამის ნათესავებთან. მოპასუხეს არ აქვს მშობლის უნარები. იგი სათანადო მზრუნველობით და გულისხმიერებით არ უვლის არასრულწლოვანს. დედა ბავშვს არ ასეირნებდა და მხოლოდ ერთი წლის და სამი თვის ასაკში წაიყვანა მამამ არასრულწლოვანი სხვადასხვა გასართობ ცენტრებში. ამ ასაკამდე ბავშვი სოციალურად არ იყო ადაპტირებული. მა----- მჭ----–-–---–ი მხოლოდ ორჯერ არის ამ ბინაში ნამყოფი. ფაქტიურად მამის მხარისათვის არ არის ცნობილი რა საცხოვრებელ პირობებში იზრდება არასრულწლოვანი, დაცულია თუ არა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები საცხოვრებელში. თბილისში, ვა–----–----–-------------ე არსებული საცხოვრებლის გაყიდვა და სხვა მისა----თზე (სანზონის დასახლებაში) გადასვლა დაკავშირებული იყო იმ მიზანთან, რომ მოპასუხეს ბავშვი მოეშორებინა ბიოლოგიურ ნათესავებთან. დღეის მდგომარეობით, არასრულწლოვან სა-–---ე მჭ----–-–---–ს არ აქვს ჩვევები და უნარები, ბუნებრივი რუტინა ჩამოყალიბებული. მაგ. საკვების მიღების დროს მაგიდასთან ჯდომის წესი, წიგნთან სწორი კომუნიკაცია და ა.შ. ბავშვის ინტერესებისათვის მა----- მჭ----–-–---–მა გააფორმა ხელშეკრულება ,,გამ--------------------–---------------–-----–------თან“, რაც ძალზედ ეხმარება არასრულწლოვანს ადეკვატური ქცევის, სტრესული და რთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მართვა-დარეგულირებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია, არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს, მამის, მა----- მჭ----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი - ქ. თბილისი, ვ-–----–----–--------------------------------------
(სარჩელი, 2--0-.2--- წლის დაზუსტებული სარჩელი, სასა----თლოს სხდომის ოქმები).
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
1.2.1. მოპასუხე მა----- მჭ----–-–---–ს არასრულწლოვანი შვილის, სა-–---ე მჭ----–-–---–ის (დაბადებული 2--- წლის 0--------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 1-00 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან - 2--- წლის 25 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მხარეები, თა---- ახ--––---–---–ი და მა----- მჭ----–-–---–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0-------- შეეძინათ შვილი სა-–---ე მჭ----–-–---–ი. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მა----- მჭ----–-–---–ი ცხოვრობს და მუშაობს ამ--------–-----------–-–-------ში, ხოლო თა---- ახ--––---–---–ი თავის შვილთან, სა-–---ე მჭ----–-–---–თან ერთად ცხოვრობს საქართველოში, თბილისში. ბავშვის აღზრდაში გარკვეულ მონაწილეობას იღებდა მამა - მა----- მჭ----–-–---–ი, კერძოდ, ყოველთვიურად აგზავნიდა ძიძისათვის გადასახდელ თანხას და ბავშვისთვის აგზავნიდა საჩუქრებს. იგი გაურკვეველი მიზეზების გამო ფინანსურად აღარ ეხმარება ბავშვს, ხოლო მარტოხელა თა---- ახ--––---–---–ისათვის საკმაოდ რთულია ცალმხრივად ყველა იმ ფინანსურ ხარჯებთან გამკლავება, რაც სჭირდება ბავშვის მოვლას, მის ჯანსაღ კვებაზე ზრუნვას, ჯანმრთელობის დაცვას, სრულფასოვან განვითარებას. მოპასუხე მა----- მჭ----–-–---–ს არ ჰყავს სხვა შვილები. იგი საკმაოდ დიდი ხანია (თითქმის 13 წელია) ცხოვრობს ამ--------–-----------–-–-------ში, კერძოდ - ნი---------ში, აქვს სამუშაო და შემოსავალი, რაც სრულ საშუალებას აძლევს მას მონაწილეობა მიიღოს თავისი მცირეწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში. შვილის რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით, თუმცა ურთიერთშეთანხმებით მხარეები ვერ თანხმდებიან ხარჯების განაწილების თაობაზე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოპასუხის ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ასევე მცირეწლოვანი ბავშვის მატერიალური საჭიროებების გათვალისწინებით, მა----- მჭ----–-–---–ს შვილის - სა-–---ე მჭ----–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა 1-00 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებულია სტაბილურად ზრუნავდეს მატერიალურად არასრულწლოვან შვილზე და იღებდეს მონაწილეობას მათ აღზრდა-განვითარებაში. (იხ. შეგებებული სარჩელი, სასა----თლოს სხდომის ოქმები).
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. მა----- მჭ----–-–---–ი ცხოვრობს და მუშაობს ამერიკაში, ხოლო თა---- ახ--––---–---–ი თავის შვილთან ერთად ცხოვრობს საქართველოში. ბინა შეიძინა და გაარემონტა მხოლოდ თა---- ახ--––---–---–მა. ამ უკანასკნელს არასდროს არ უქმნიდა და არც დღეს უქმნის რაიმე პრობლემას მამას, იქონიოს შვილთან ხშირი კონტაქტი ყოველგვარი დაბრკოლების და დაძაბულობის გარეშე, ბავშვის ასაკისა და სურვილის გათვალისწინებით. თა---- ახ--––---–---–ი არის უმუშევარი, იგი ზრდის თავის მცირეწლოვან შვილს. მან ნამდვილად გაყიდა უძრავი ქონება, მდებარე მისა----თზე ქ. თბილისი, ვ-–----–----–------------------------------- და ჰქონდა ამის უფლება, ვინაიდან იგი იყო ამ უძრავი ნივთის მესაკუთრე და სხვა პირის თანხმობა არ სჭირდებოდა. როგორც მამისთვის, ასევე ბებია-პაპისთვის და მამიდისთვის 2--- წლის 0--------–- უკვე ცნობილი იყო, რომ არასრულწლოვანი ბავშვი დედას გადაყვანილი ჰყავდა სხვა ადგილას საცხოვრებლად. მოსარჩელის და, თა---- მჭ----–-–---–ი ტელეფონით დაუკავშირდა მოპასუხის რძალს (ირ-----------ს) და მისგან შეიტყო, რომ ბავშვი დროებით იმყოფებოდა თა---- ახ--––---–---–ის ძმის - გი-----ი ახ--––---–---–ის სახლში. მამა ბავშვს თითქმის ყოველდღიურად ეკონტაქტებოდა ,,სკაიპით“ და მა----- მჭ----–-–---–ი ნამყოფი არის თავისი ცოლის ძმის ოჯახში არაერთხელ, აქედან გამომდინარე, თა---- ახ--––---–---–ს რომც დაემალა ბავშვის ადგილსამყოფელი, ის ,,სკაიპით“ მაინც მიხვდებოდა, რომ ბავშვი იმყოფებოდა ბიძის ოჯახში. მოსარჩელე მა----- მჭ----–-–---–ი 2--- წლის 1--------–- იუსტიციის სახლში განვითარებული კონფლიქტურ სიტუაციაში არ მონაწილეობდა. კონფლიქტის მონაწილეები იყვნენ თა---- ახ--––---–---–ი და მისი ყოფილი მული - თა---- მჭ----–-–---–ი. ამ უკანასკნელმა თავის ყოფილ რძალს - თა---- ახ--––---–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაიწია კიდევაც მისკენ მცირეწლოვანი ძმისშვილის თანდასწრებით. ასეთ ინციდენტებს თა---- მჭ----–-–---–ის მხრიდან მომავალშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. ის საკუთარ ძმისშვილს ასწავლის, რომ არის სა-–---ეს მეორე დედა, რაც მოპასუხის - თა---- ახ--––---–---–ის გულწრფელ აღშფოთებას იწვევს. მა----- მჭ----–-–---–ს შვილის სა-–---ე მჭ----–-–---–ის აღზრდაში მონაწილეობის მიღების უფლებას არავინ უკრძალავს, მით უფრო ბავშვის დედა თა---- ახ--––---–---–ი. საქართველოში ყოფნის პერიოდში, მა----- მჭ----–-–---–ს ყოველგვარი სასა----თლო გადაწყვეტილების გარეშე მისცა თა---- ახ--––---–---–მა უფლება ყოველდღიურად წაეყვანა ბავშვი თავისთან დილიდან საღამომდე უკან დაბრუნების პირობით და მას არც ერთხელ წაყვანის პრობლემა არ შექმნია. ბებია და პაპა კვირაში ორჯერ სარგებლობენ სასა----თლოსგან მათთვის მინიჭებული უფლებით - წაიყვანონ შვილიშვილი თავისთან და ჰქონდეთ მასთან კონტაქტი. არც მათ შექმნიათ ბავშვის ნახვის პრობლემა. არასრულწლოვანი სა-–---ე დღეის მდგომარეობით დადის ბაღში, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელთან ახლოსაა. სა-–---ე მჭ----–-–---–ი რეგისტრირებულია პოლიკლინკაში საკმაოდ ცნობილ ექიმთან. კლინიკა მდებარეობს დიდუბეში, ა-----–-------–----------------–-. ჯერჯერობით გაურკვეველია, მა----- მჭ----–-–---–ი საქართველოში მუდმივად დაბრუნდება თუ არა, რადგან ის ამჟამადაც იმყოფება ამ--------–-----------–-–-------ში და საქმეში არ დევს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მოსარჩელის საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნების ფაქტს. სრულად გაუგებარია მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკეთ შეძლებს ბავშვის აღზრდას და მოვლას. არსებობს ალბათობა იმისა, რომ სა-–---ეს ასაკისა და მასსა და დედას შორის არსებული მიჯაჭვულობის გათვალისწინებით, დედისიგან მოშორება შეიძლება გახდეს ბავშვი ძლიერი შფოთვისა და დისკომფორტის გამომწვევი (ერთი დღე-ღამითაც კი, არათუ მუდმივად). გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, ბავშვს დაბადებიდან დღემდე ზრდის დედა, ყველანაირად ზრუნავს მასზე, იცის მისი ხასიათის ყველა გამოვლინება, კვებისა და ძილის რეჟიმი. ბავშვს აქვს მიჯაჭვულობა დედასთან, რის გამოც მა----- მჭ----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე შეგებებულ სარჩელით მოთხოვნას ეთანხმება ნაწილობრივ.
მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ი არ ეთანხმება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ალიმენტის დაკისრების თაობაზე. არასრულწლოვანი ბავშვის რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბრად გააჩნია. მა----- მჭ----–-–---–ი დღემდე ზრუნვას არ აკლებს შვილს. მოსარჩელეს არც კი უცდია შეთანხმებოდა მოპასუხეს ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით იმ მიზეზის გამო, რომ ამის საჭიროება არ დგას. მოპასუხე სისტემატიურად უგზავნის ბავშვს თანხას, ტანსაცმელს, სათამაშოებს. მა----- მჭ----–-–---–ის შემოსავალი შეადგენს კვირაში 478.21 აშშ დოლარს. ბავშვს ყოველთვიურად საშუალოდ უგზავნის 300 აშშ დოლარს. ალიმენტის არსიდან გამომდინარე, სასა----თლომ უნდა დაადგინოს გონივრული ოდენობა, რაც საჭიროა ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის აუცილებლობა სასა----თლოს წესით არ არსებობს, ვინაიდან მა----- მჭ----–-–---–ი სრულად უზრუნველყოფს ბავშვს და თუკი ალიმენტის ოდენობა მაინც დადგინდება, მაშინ უნდა განისაზღვროს ბავშვის ყოველთვიური საჭიროებები.
(იხ. შესაგებელი, სასა----თლოს სხდომის ოქმები).
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობელთან. ორივე მათგანს შექმნილი აქვს მეტნაკლებად ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები. ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას მას განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. დედის ოჯახში სრულად დაკმაყოფილებულია ბავშვის საჭირობები, არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია მზრუნველი, უსაფრთხო გარემოთი და მისი ზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობებით. არასრულწლოვან ბავშვი ამ ეტაპზე ორივე მშობლის მიმართ ავლენს პოზიტიურ მიჯაჭვულობას და მნიშვნელოვანია არც ერთ მშობელთან არ მოხდეს გაუცხოვება. მოცემულ საქმეზე სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნებისა თუ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა. ბავშვი ცხოვრობს და იზრდება დედასთან მისთვის მისაღებ და სასურველ გარემოში. დედის საცხოვრებელ ადგილის შეფასებისას არ გამოვლინდა რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა საფრთხისშემცველი ან ზიანის მომტანი ყოფილიყო არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ისათვის. შესაბამისად, სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით იმგვარად, რომ არასრულწლოვანს რეგულარული ურთიერთობები ჰქონდეს ორივე მშობელთან, რაც დადებითად აისახება მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მა----- მჭ----–-–---–ი და მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ ჰყავთ საერთო შვილი, 2--- წლის 0-------- დაბადებული სა-–---ე მჭ----–-–---–ი;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ტომი 1, ს.ფ. 22);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.2. მა----- მჭ----–-–---–სა და თა---- ახ--––---–---–ს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა და ერთ წელზე მეტია ისინი ერთიანი საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მა----- მჭ----–-–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობდა და მუშაობდა ამ--------–-----------–-–-------ში, ქ. ნი---------ში. ამჟამად, მხარის განმარტებით, იგი მომავალში არ აპირებს საქართველოს ფარგლებს გარეთ საცხოვრებლად ხანგრძლივი პერიოდით დარჩენას და მისი მიზანია უმეტესწილად იმყოფებოდეს საქართველოში. მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ი არასრულწლოვან შვილთან, სა-–---ე მჭ----–-–---–თან ერთად ცხოვრობს საქართველოში;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
_მოწმეების მა------------ის, მზ-------–---–---–ის ჩვენებები (სხდომის ოქმები).
3.1.3. მოსარჩელე მხარის საცხოვრებელი პირობების შემოწმების მიზნით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა მის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისა----თზე ქ. თბილისი, ა-–---------------------------–------. ვიზიტისას ბავშვს ეძინა. მა----- მჭ----–-–---–ი საქართველოში ჩამოვიდა 2--- წლის 05 ივნისს და უკან დაბრუნდა 1--------. მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში, მშობლების შეთანხმებით, არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ი დილის 10:00 საათიდან საღამოს ექვს საათამდე დროს გაატარებს მამასთან. მა----- მჭ----–-–---–ი აღნიშნავს, რომ ბავშვი მასთან თავს კარგად გრძნობს, მის მთლიან დროს უთმობს შვილს, ზრუნავს, დაჰყავს სხვადასხვა გასართობ ცენტრებში , სკვერში, რათა მოხდეს ბავშვის სოციალიზაცია, რაც სოციალური მუშაკისთვის ნაჩვენები იქნა ვიდეო მასალით. მა----- მჭ----–-–---–ი აღნიშნავს, რომ ბავშვი ხანდახან აგრესიას გამოხატავს სხვა ბავშვებისა და სათამაშოების მიმართ, ასევე გარკვეული პერიოდის წინ შეამჩნია, რომ ბავშვი დგება თავისით კუთხეში. მამის გადმოცემით, მას ბავშვი ჰყავდა ნევროპათოლოგთან, ასევე სხვა სამედიცინო კვლევებზე. იგი აღნიშნავს, რომ კარგად ერკვევა ბავშვის საჭიროებებში, მასთან ყოფნის პერიოდში უვლის დამოუკიდებლად. თუმცა ეხმარებიან მისი ოჯახის წევრებიც. სოციალური მუშაკის შეფასებით, მამას უყვარს საკუთარი შვილი, სურს იზრუნოს მასზე და შეუქმნას კეთილსაიმედო გარემო. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მას თა---- ახ--––---–---–ის მისა----თის შეცვლის შემდეგ აღარ ეძლეოდა სატელეფონო საუბრის საშუალება ბავშვთან.
სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელე მხარის მეორე ბინაშიც, მისა----თზე ქ. თბილისი, ვა–----–----–--------------------------, მე-2 სადარბაზო. მე-3 სართული, რომელიც წარმოადგენს ოროთახიან იზოლირებულ საცხოვრებელ გარემოს. ბინაში არის ძველი რემონტი, თუმცა შენარჩუნებულია სისუფთავე, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მა----- მჭ----–-–---–ი აღნიშნავს, რომ მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში იგი იმყოფება თბილისში, ყა------------------- მდებარე საცხოვრებელ ბინაში. სოციალური მუშაკის დაკვირვების საფუძველზე, მა----- მჭ----–-–---–ს უყვარს საკუთარი შვილი, აქვს ბავშვთან ურთიერთობის მზაობა და სურვილი. ასევე, იგი სოციალურ მუშაკთან საუბრისას სწორედ აფასებს ბავშვის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს განვითარების პროცესში;
უძრავი ქონება. მდებარე ქ. თბილისი, ვა–----–----–----------------------------–-------------------------------------------------------------------------) საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მა----- მჭ----–-–---–ის სახელზე;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვა--------------–--ს სერვის ცენტრის 2--- წლის1--------- დასკვნა N1---- (ტომი 1, ს.ფ. 10-);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 25.0-.2--- წელი, (ტომი 1, ს.ფ. 78-79);
3.1.4. თა---- ახ--––---–---–ს სს ,,სა---------–--------ში“ 0-.----0-6 წლიდან 24.0--2--- წლამდე პერიოდში მიღებული აქვს ფულადი გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან სხვადასხვა თანხის ოდენობით. გამომგზავნ პირად უმეტეს შემთხვევაში ფიქსირდება მა----- მჭ----–-–---–ი, ასევე თანხებს აგზავნიდნენ რ----------------- და მაია როსტომაშვილი;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,სა---------–--------ის“ მიერ----0--2--- წელს გაცემული ინფორმაცია ფულადი გზავნილების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 22--221).
3.1.5. უძრავი ქონება, მდებარე მისა----თზე ქ. თბილისი, ვ-–----–----–----------------------------------------------------------------------------------------, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა თა---- ახ--––---–---–ის სახელზე. იგი არასრულწლოვან შვილთან, სა-–---ე მჭ----–-–---–თან ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ მისა----თზე მდებარე კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ბინაში, შემდგომ გაასხვისა უძრავი ნივთი და ბავშვთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სხვა მისა----თზე. საცხოვრებელი ბინის გასხვისება მოხდა მოსარჩელე მა----- მჭ----–-–---–ის და მისი ოჯახის წევრების ინფორმირების გარეშე;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2--0-.2--- წელი (ტომი 1, ს.ფ. 224-225);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
_მოწმეების მე--------–---ს, მა------------ის, მზ-------–---–---–ის ჩვენებები (სხდომის ოქმები).
3.1.6. თა---- ახ--––---–---–ის ამჟამინდელი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისა----თია ქ. თბილისი, ქვ-–------------------------------–-----------. სოციალურმა მუშაკმა მოპასუხის ოჯახის შესწავლის მიზნით ვიზიტი განახორციელა ზემოაღნიშნულ მისა----თზე. მისი ინფორმაციით, ის ბავშვის მამასთან, მა----- მჭ----–-–---–თან იმყოფებოდა ფაქტობრივ ქორწინებაში, 2--- წლის მარტის თვიდან მათ შორის დაიწყო უთანხმოება (კრედიტის გამოტანაზე უარის თქმის გამო), ხოლო სექტემბრის თვიდან მათ შორის დაძაბული ურთიერთობა უფრო გაუარესდა და საბოლოოდ დაშორდნენ. ასევე, მისი ინფორმაციით, გასულ თვეებში ცხოვრობდა ვა–----–----–-------------ე, კეთილმოწყობილ ბინაში, რომელიც იყო მის საკუთრებაში. აღნიშნული ბინა გაყიდა იმის გამო, რომ გრძნობდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მამის ოჯახის წევრებმა დაარღვიეს კონფიდენციალობა ბავშვის მიმართ. მათი ოჯახური ცხოვრების დეტალები ცნობილი იყო მეზობლებისათვის, რაც უქმნიდა დისკომფორტს. ამის გამო მარტის თვეში ბავშვთან, სა-–---ე მჭ----–-–---–თან ერთად გადავიდა სხვა ბინაში. გადასვლის შემდგომ დღეებში მამის ოჯახის წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია მისი და ბავშვის ადგილსამყოფლის შესახებ. ასევე, მეორე, მესამე და მეოთხე დღეებში სა-–---ე მჭ----–-–---–ი დააკონტაქტა მამასთან, ,,სკაიპის“ მეშვეობით.
ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი წარმოადგენს სამ-ოთახიან იზოლირებულ ბინას, სადაც ორი საძინებელია. მცირეწლოვან სა-–---ე მჭ----–-–---–ს ბინაში აქვს საკუთარი საწოლი, პირადი და ჰიგიენის საშუალებები, საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები. აღნიშნული ბინა თა---- ახ--––---–---–ის საკუთრებაშია. საცხოვრებელი კეთილმოწყობილია, აღჭურვილია საჭირო საყოფაცხოვრებო ავეჯითა და ტექნიკით. მოწესრიგებულია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მოპასუხის ინფორმაციით, მათ სტაბილურ შემოსავალს წარმოადგენს უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული თანხა. ბავშვის მამა, მა----- მჭ----–-–---–ი და მისი ოჯახის წევრები არ დახმარებიან ფინანსურად მარტის თვის შემდგომ. მოპასუხეს ჰყავს თანადგომის ქსელი ახლო ნათესავების სახით. სოციალური მუშაკის დაკვირვებით, დედა-შვილს შორის ჩამოყალიბებულია კარგი ურთიერთობა. ბავშვი დედას მიმართავდა თბილად, ითხოვდა ყურადღებას, ხელში აყვანას. ბავშვი განვითარებულია ასაკის შესაბამისად, ინტერესდება საბავშვო წიგნებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოპასუხე არ არის წინააღმდეგი ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, ასევე, მამის ოჯახის წევრებთან, თუმცა წინააღმდეგია ღამით ბავშვის მათთან დატოვებაზე, რადგან ბავშვს ღამით მის გარეშე ყოფნა გაუჭირდება;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლ-----------–------ს სერვის ცენტრის 2--- წლის 3-------- N1---- დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 229-230);
3.1.7. თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 1--------- განჩინებით, სამოქალაქო საქმეზე N2--------- მი----– მჭ----–-–---–ისა და სვ----–--- მჭ----–-–---–ის სარჩელისა გამო, მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ის მიმართ დამტკიცდა მორიგება და მი----– მჭ----–-–---–სა და სვ----–--- მჭ----–-–---–ს არასრულწლოვან შვილიშვილთან, სა-–---ე მჭ----–-–---–თან განესაზღვრათ ურთიერთობის წესი.
არასრულწლოვანი ბავშვის ბებიამ და პაპამ, მი----– მჭ----–-–---–მა და სვ----–--- მჭ----–-–---–მა 2--9 წლის იანვრის თვეში სარჩელით მიმართეს სასა----თლოს და მოითხოვეს დადგენილი ურთიერთობის წესის შეცვლა. სასა----თლოში მიმდინარეობს დავის განხილვა;
მა----- მჭ----–-–---–ის მამის, მი----– მჭ----–-–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, მისი დიაგნოზია: ,,მიოკარდიუმის მწვავე სუბენდოკარდიული ინფარქტი“. მას აქვს მრავალწიანი არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1--------- საოქმო განჩინება, საქმე N2--------- (ტომი 1, ს.ფ. 186-189);
_შპს ,,ელ-----------–-----–-------------–ის“ მიერ 1--0--2--- წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 55-56);
3.1.8. არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ი 2--- წლის 0- ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დადის კერძო საბავშვო ბაღში ,,ნი---“, სადაც ყოველთვიურად გაწეული მომსახურეობისათვის მშობელი ბავშვს უხდის 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს. საბავშვო ბაღის აღმზრდელის ა----------- განმარტებით, არასრულწლოვანი სა-–---ე ბაღში დადის ყოველთვის მოწესრიგებული, სუფთად ჩაცმული. იგი კომუნიკაბელური, კონტაქტური და მხიარული ბავშვია;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2--- წლის 0- ოქტომბრის ხელშეკრულება საბავშვო ბაღის მომსახურეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 226-228);
3.1.9. თა---- ახ--––---–---–ი პროფესიით არის ექიმი პედიატრი. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2--- წლის 0- იანვრიდან 2--- წლის 30 აპრილის ჩათვლით, თა---- ახ--––---–---–ის მიერ მიღებული კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2--- წლის ივნისის თვეში - 494.7 ლარს, ივლისის თვეში - 2 288.2 ლარს, სექტემბრის თვეში - 1026.4 ლარს და ოქტომბრის თვეში - 956.3 ლარს და ნოემბრის თვეში - 756.5 ლარს;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_რუსეთის ფედერაციაში, ქ. ომ--ში, ომ--ის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მიერ 1998 წლის 26 ივნისს გაცემული დიპლომი (ტომი 1, ს.ფ. 233-236);
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 12.06.2--- წელს გაცემული ცნობა, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 104-107);
3.1.1-- მხარეებს, მა----- მჭ----–-–---–ს და თა---- ახ--––---–---–ს შორის არის დაძაბული ურთიერთობა. ასევე, კონფლიქტური დამოკიდებულება აქვთ მოსარჩელის ოჯახის წევრებთან (დედასთან და დასთან) მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ს. 2--- წლის 16 იანვარს, 19 იანვარს და 0--------–- თა---- მჭ----–-–---–ის (მა----- მჭ----–-–---–ის და) მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. თითოეული გამოძახების თაობაზე, პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგა რეაგირების ოქმები, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ი მას არ აძლევს ძმისშვილის, არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ის ნახვის საშუალებას, ხოლო 2--- წლის 0--------–- მოპასუხის საცხოვრებელ მისა----თზე მისულებს, თა---- ახ--––---–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა დახვდათ გაყიდული და ამასთან, მოპასუხე მათ არ ეუბნებოდათ არასრულწლოვანი ბავშვის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს;
თა---- ახ--––---–---–ის ინფორმაციით, არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ის მამიდის თა---- მჭ----–-–---–ისა და ბებიის, სვ----–--- მჭ----–-–---–ის მიმართ 2--- წლის 1--------–- გამოიცა შემაკავებელი ორდერი;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ვა--------------–--ს საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორის მიერ 2--- წლის 16 იანვარს, 19 იანვარს და 0--------–- შედგენილი რეაგირების ოქმები (ტომი 1, ს.ფ. 23-32);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.1-- თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 1------------ განჩინებით, მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლის თანახმად არასრულწლოვანი ბავშვის სა-–---ე მჭ----–-–---–ის მამასთან, მა----- მჭ----–-–---–თან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგნაირად: მა----- მჭ----–-–---–ს მიეცა ურთიერთობის უფლება არასრულწლოვან სა-–---ე მჭ----–-–---–თან ყოველი კვირის ორშაბათს და სამშაბათ დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 2-:00 საათამდე საბავშვო ბაღიდან ან დედის საცხოვრებლიდან წაყვანის და დედის, თა---- ახ--––---–---–ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.
სასა----თლოს 2--- წლის 2------------- დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ განჩინებით კი მა----- მჭ----–-–---–ს მიეცა ურთიერთობის უფლება არასრულწლოვან სა-–---ე მჭ----–-–---–თან 2--9 წლის 0- იანვარს დღის 13:00 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე დედის საცხოვრებლიდან წაყვანის და დედის, თა---- ახ--––---–---–ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 1------------- განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 311-314);
_თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 2------------- განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 24-27).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მა----- მჭ----–-–---–ი (შეგებებული სარჩელით) დასაქმებული იყო ამ--------–-----------–-–-------ში. საქმეში წარმოდგენილია საერთაშორისო კომპანია ,,პ---------------------------------“ მიერ პირადი შემოსავლის ხარჯთაღრიცხვა, სადაც ასახულია მა----- მჭ----–-–---–ის შემოსავლის ოდენობა. მისი შემოსავალი შეადგენდა კვირაში 478.21 აშშ დოლარს;
მა----- მჭ----–-–---–ს აქვს სასესხო ვალდებულება, კერძოდ, მან შეიძინა ავტომანქანა განვადებით და ყოველთვიურად იხდის დაახლოებით 800 (რვაასი) აშშ დოლარს;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საერთაშორისო კომპანია ,,პ---------------------------------“ მიერ გაცემული პირადი შემოსავლის ხარჯთაღრიცხვა (ტომი 1, ს.ფ. 98-99);
_,,ტოიოტას ფინანსური სამსახურის“ მიერ გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 100-101);
3.2.2. მა----- მჭ----–-–---–ის განმარტებით, მან მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა ,,გამ--------------------–---------------–-----–------თან“, რაც საჭიროა არასრულწლოვნისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად ცენტრის ფსიქოლოგი ეხმარება არასრულწლოვანს ადექვატური ქცევის, სტრესული და რთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მართვა-დარეგულირებაში.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2--- წლის 08 ოქტომბრის მომსახურების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 213-216);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2.3. თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 1-------- განჩინებით არასრულწლოვანი ბავშვის, სა-–---ე მჭ----–-–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, მისი მშობლებთან მიჯაჭვულობის ხარისხის დასადგენად მოცემულ საქმეზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვა--------------–--ს სოციალური მომსახურების ცენტრს, როგორც მეურვეობის და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს დაევალა ფსიქოლოგის ჩართვა.
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის ლელა პარწიკანაშვილის ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სა-–---ე მჭ----–-–---–ის ასაკში ბავშვის ემოციური მდგომარეობის, შვილი-მშობლის ურთიერთდამოკიდებულების შეფასების ძირითად მეთოდს ბავშვის ქცევაზე, მშობლებთან მის ურთიერთობაზე დაკვირვება წარმოადგენს. მშობლების გარემოში სა-–---ე თავს ემოციურად უსაფრთხოდ, დაცულად და თავისუფლად გრძნობს, თამამად გამოხატავს ემოციებს, სურვილებს. უცხო სიტუაციაში მალე ადაპტირდება. ბავშვის ლექსიკური მარაგი, ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ასაკს. სა-–---ე ხალისიანი და მხიარული ბავშვია. მას არ აღენიშნება შფოთვა და დაძაბულობა. ახლობელ ადამიანებთან პოზიტიური მიჯაჭვულობა აკავშირებს, მათთან თავს თავისუფლად და უსაფრთხოდ გრძნობს. არასრულწლოვანი დედის მიმართ გამოხატავდა ფიზიკურ და ემოციურ სითბოსა და სიახლოვეს. დედის საუბრის მანერა, ხმის ტემბრი მორგებული იყო ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებსა და იმწუთიერ ემოციურ საჭიროებებზე. ბავშვის ჭირვეულობაზე, სიჯიუტეზე რეაგირებდა მშვიდად, იყო მომთმენი. სხვადასხვა აქტივობის დროს აძლევდა მოქმედების თავისუფლებას. როდესაც დედამ ოთახიდან გასვლა დააპირა, სა-–---ემ თამაშს თავი დაანება, დედას ჩაეხუტა და უთხრა რომ ერთად გასულიყვნენ. მამასთან ერთად ვიზიტის დროს სა-–---ე ნამძინარევი მოვიდა, მას გზაში ჩაძინებია, თუმცა მალე გამოფხიზლდა და აქტიურად ჩაერთო თამაშის პროცესში. მამის მიმართაც ავლენდა ფიზიკურ და ემოციურ სიახლოვეს. ჯდებოდა მასთან კალთაში, რთავდა თამაშის პროცესში. მამის ოთახიდან გასვლის მცდელობისას, სა-–---ემ კვლავ შეწყვიტა თამაში, მამას ჩაეხუტა და მასთან ერთად მოისურვა წასვლა. მამა ასევე მომთმენი და თბილია ბავშვის მიმართ, თუმცა მისი რეაგირებები, შენიშვნები მიუთითებს, რომ აღზრდის სტილი განსხვავდება დედის აღზრდის სტილისგან. მამას მიაჩნია, რომ ბავშვის ქცევა გარკვეულ ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული. ერთობლივ ვიზიტზე ჯერ სა-–---ე მოვიდა დედასთან ერთად. არასრულწლოვანმა იცოდა, რომ მამაც უნდა მოსულიყო და მოლოდინიც ჰქონდა. ოთახთან მოსულ მამას სა-–---ემ გაუცინა, მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. ვიზიტის მანძილზე სა-–---ე მეტ სიახლოვეს გამოხატავდა დედის მიმართ. მან კვლავ ხალისით და ინტერესით ითამაშა. დედის გარეშე ოთახში არ დარჩა და მას თან გაჰყვა. დამშვიდობებისას კი მამას სთხოვა, რომ ისიც მათთან ერთად წასულიყო. ვიზიტის მანძილზე დედას ხელი არ შეუშლია მამისა და ბავშვის ინტერაქციისათვის და თავისი ჩართულობას არ იყო ბავშვისთვის თავსმოხვეული.
მშობლებისთვის განსხვავებული აღზრდის სტილია დამახასიათებელი, რაც ბავშვთან დაკავშირებით მათი უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზია. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდირებულია ამის დაბალანსება, რათა ბავშვს არ მოუწიოს ორ განსხვავებულ გარემოში ცხოვრება. შეთანხმებული და მსგავსი უნდა იყოს ბავშვის დღის რეჟიმი ორივე მშობელთან - ძილის, კვების, სეირნობის და სხვა აქტივობების დროს, ჩაძინების რიტუალები. არსებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის არათუ შეთანხმებული, საკმარისად დარეგულირებულიც არ არის ბავშვის რეჟიმი.
მშობლებს შორის დავა მეტად სპეციფიკურია და ეს სპეციფიკა სიმწვავეს მატებს. ბავშვის მამა კრიტიკული და კატეგორიულია დედის მიმართ. ორივე მხარის მიერ მოწოდებული იქნა ვიდეოჩანაწერები. ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ბავშვთან საუბარი ისეა წარმართული, რომ ბავშვის ნათქვამის სანდოობაზე მსჯელობა შეუძლებელია. მსგავსი ტიპის და თან ხშირ გამოკითხვას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია ბავშვისთვის.
ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ი კომფორტულად არის როგორც დედასთან, ისე მამასთან და მათთან თავს დაცულად გრძნობს. ბავშვი ორივე მშობელთან ერთად ყოფნის სურვილს ავლენს და ორივე მშობლის მიმართ აქვს მიჯაჭვულობა. თავის მხრივ, ორივე მშობელი თბილი და მზრუნველია. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვის რუტინის მაქსიმალურად შენარჩუნება. რისკის შემცველი და შესაბამისად დასარეგულირებელია ბავშვის ერთი მშობლისგან მეორესთან წაყვანის და უკან დაბრუნების პროცესი. როგორც ზემოთ არის მითითებული, თავიდან უნდა იქნას აცილებული ბავშვის მსგავსი ტიპის გამოკითხვებიც. ბავშვს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო მშობელთან ემოციური ურთიერთობის, თამაშის, სეირნობის, ძილის, ყოველდღიური რუტინის. ყოველივე ამას გადამწყვეტი როლი აქვს მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. არასრულწლოვნის ასაკიდან, მამა-შვილს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე, რეკომენდირებულია მამასთან ინტენსიური ურთიერთობა, მათ შორის ღამე დარჩენაც. მათი ურთიერთობა ბავშვისთვის არათუ ზიანის მომტანი, პირიქით დადებითი ემოციების წყარო იქნება, რაც დადებითად აისახება მის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ასაკთან ერთად იზრდება დროის ის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც ბავშვს შეუძლია სტრესის გარეშე გაუმკლავდეს მიჯაჭვულობის რომელიმე ობიექტისგან განშორებას. რაც შეეხება ზაფხულში წაყვანას, რეკომენდირებულია ამ პერიოდში ბავშვს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით მაინც ჰქონდეს ურთიერთობა მეორე მშობელთან;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (N0----------), 2-----2--- წელი (ტომი 2, ს.ფ. 16-18).
3.2.4. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ის ქცევა და აღზრდის მეთოდი შეუსაბამოა არასრულწლოვნის ინტერესებთან. მა----- მჭ----–-–---–მა და მისმა დამ, თა---- მჭ----–-–---–მა განცხადებით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს. აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრი სწავლობს საქმეს არასრულწლოვან სა-–---ე მჭ----–-–---–თან დაკავშირებით. ცენტრმა რამდენჯერმე მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს რეაგირების მიზნით და მოითხოვა დროული ღონისძიებების განხორციელება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისა და ყოველგვარი ძალადობის დაცვის უზრუნველსაყოფად;
1--1--2--- წლის მდგომარეობით, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლ-----------–------ს სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სა----თლის N0----------- საქმეზე, არასრულწლოვან სა-–---ე მჭ----–-–---–ის მიმართ, ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2------0-8 წლის მიმართვა N10-2------ (ტომი 1, ს.ფ. 210-211);
_შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლ-----------–------ს სამმართველოს VIII განყოფილების მიერ 1--1--2--- წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 212).
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან გამომდინარე, ასევე, სოციალური სამსახურის ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად, არ გამოიკვეთა მოსარჩელე მა----- მჭ----–-–---–თან არასრულწლოვანი ბავშვის, სა-–---ე მჭ----–-–---–თან მიმართებით ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვისათვის. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არ გამოიკვეთა მისი ამჟამინდელი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა, თუმცა ბავშვის სამომავლო კეთილდღეობისა და ინტერესების დასაცავად, მას ორივე მშობელთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. ბავშვის დამოკიდებულებიდან და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბავშვის ურთიერთობა მამასთან. ამასთან, ბავშვის ორივე მშობელი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას მცირეწლოვანს განვითარებისა და აღზრდისათვის დაცული, კეთილსაიმედო გარემო. სასა----თლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობისათვის დამადასტურებელი გარემოება არ გამოიკვეთა, რის გამოც, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი უნდა დარჩეს უცვლელი. ბავშვს დედასთან აკავშირებს ემოციური მიჯაჭვულობა, იგი ადაპირებულია დედის საცხოვრებელ ადგილას, სადაც იმყოფება დაცულ, უსაფრთხო, კეთილსაიმედო და მზრუნველ გარემოში. სოციალური სამსახურის შეფასების შედეგად დედის, თა---- ახ--––---–---–ის საცხოვრებელ ადგილას, საყოფაცხოვრებო პირობების შემოწმების შედეგად, ბავშვის ინტერესებისა და მისი ზრდა-განვითარებისათვის რაიმე საზიანო გარემოების არარსებობა არ დადასტურდა. დედის საცხოვრებელ ბინაში დამაკმაყოფილებელი და მოწესრიგებული საყოფაცხოვრებო პირობებია. საწინააღმდეგოს დამტკიცება მოსარჩელე მხარემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შესძლო. შესაბამისად, სასა----თლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს შეიცვალოს არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი, ამავდროულად, სასა----თლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშობლებს შორის არსებულმა უთანხმოებამ, დაძაბულმა ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს ბავშვის მშობლებთან ურთიერთობაზე. ამასთან, აუცილებელია ორივე მშობელთან რეგულარული ურთიერთობა, ბავშვის რუტინის მაქსიმალურად შენარჩუნება და აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა ერთიანი აზრი. არასრულწლოვანს მამის მიმართ გააჩნია პოზიტიური მიჯაჭვულობა და აუცილებელია გაუცხოვების თავიდან აცილების მიზნით, მშობელს და შვილს შორის იყოს სტაბილური ურთიერთობები, რაც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ჩვეულ რეჟიმს. ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებთან და მოსაზრებებთან ერთად, აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს შვილის მიმართ ორივე მშობლის საჭიროება და თანასწორბარუფლებიანობა;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლ-----------–------ს სერვის ცენტრის 2--- წლის 3-------- N1---- დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 229-230);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვა--------------–--ს სერვის ცენტრის 2--- წლის1--------- დასკვნა N1---- (ტომი 1, ს.ფ. 10-);
_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (N0----------), 2-----2--- წელი (ტომი 2, ს.ფ. 16-18);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2.6. სასა----თლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის ინტერესებს. საქმეში არსებული მასალებით არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად მამის მხრიდან 1-00 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის აუცილებლობა. მოსარჩელე მხარეს არც გარემოებანი მიუთითებია, რომელიც ამ ოდენობით თანხის აუცილებლობაზე იმეტყველებდა. მოპასუხე მხარე (შეგებებული სარჩელით) არ არიდებს თავს ბავშვის რჩენის ვალდებულების შესრულებას.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სა----თალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასა----თლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასა----თლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასა----თლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა
4.1. სასა----თლომ განიხილა მა----- მჭ----–-–---–ის სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სა----თლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და ამავდროულად მამას, მა----- მჭ----–-–---–ს უნდა განესაზღვროს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესი, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან და შეესაბამება მშობელთა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სა----თლებრივი ანალიზის საფუძველზე სასა----თლო მივიდა დასკვნამდე, რომ თა---- ახ--––---–---–ის შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა
სასა----თლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-5, მე-8, მე-9, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 12-2-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1230-ე; 1234-ე მუხლები.
6. სა----თლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე მა----- მჭ----–-–---–მა მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 0-------- დაბადებული სა-–---ე მჭ----–-–---–ის საცხოვრებელ ადგილად, მამის, მა----- მჭ----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილის (ქ. თბილისი, ვ-–----–----–-------------------------------------) განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 12-0-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასა----თლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასა----თლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასა----თლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ მა----- მჭ----–-–---–ი და თა---- ახ--––---–---–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ ჰყავთ საერთო შვილი, 2--- წლის 0-------- დაბადებული სა-–---ე მჭ----–-–---–ი. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა და ერთ წელზე მეტია ისინი ერთიანი საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მა----- მჭ----–-–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობდა და მუშაობდა ამ--------–-----------–-–-------ში, ქ. ნი---------ში. ამჟამად, მხარის განმარტებით, იგი მომავალში არ აპირებს საქართველოს ფარგლებს გარეთ საცხოვრებლად ხანგრძლივი პერიოდით დარჩენას და მისი მიზანია უმეტესწილად იმყოფებოდეს საქართველოში. მოსარჩელე მხარე განმარტავდა იმასაც, რომ იგი აღარ გეგმავს მუშაობის გაგრძელებას ამ--------–-----------–-–-------ში და სურს საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ი არასრულწლოვან შვილთან, სა-–---ე მჭ----–-–---–თან ერთად ცხოვრობს საქართველოში.
სამოქალაქო კოდექსის მე-2- მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.
სამოქალაქო კოდექსის 12-1-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასა----თლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასა----თლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასა----თლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ვერ შეთანხმდნენ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის, სა-–---ე მჭ----–-–---–ის საცხოვრებელ ადგილს ამჟამად წარმოადგენს დედის, თა---- ახ--––---–---–ის საცხოვრებელი ადგილი. საყოფაცხოვრებო პირობების შემოწმების მიზნით, სოციალური მუშაკის ვიზიტი განხორციელდა თა---- ახ--––---–---–ის საცხოვრებელ მისა----თზე - ქ. თბილისი, ქვ-–------------------------------–-----------. მოპასუხის ინფორმაციით, გასულ თვეებში ცხოვრობდა ვა–----–----–-------------ე, კეთილმოწყობილ ბინაში, რომელიც იყო მის საკუთრებაში. აღნიშნული ბინა გაყიდა იმის გამო, რომ გრძნობდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მამის ოჯახის წევრებმა დაარღვიეს კონფიდენციალობა ბავშვის მიმართ. მათი ოჯახური ცხოვრების დეტალები ცნობილი იყო მეზობლებისათვის, რაც უქმნიდა დისკომფორტს. ამის გამო 2--- წლის მარტის თვეში ბავშვთან, სა-–---ე მჭ----–-–---–თან ერთად გადავიდა სხვა ბინაში. ამჟამინდელი საცხოვრებელი წარმოადგენს სამ-ოთახიან იზოლირებულ ბინას, სადაც ორი საძინებელია. მცირეწლოვან სა-–---ე მჭ----–-–---–ს ბინაში აქვს საკუთარი საწოლი, პირადი და ჰიგიენის საშუალებები, საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები. აღნიშნული ბინა თა---- ახ--––---–---–ის საკუთრებაშია. საცხოვრებელი კეთილმოწყობილია, აღჭურვილია საჭირო საყოფაცხოვრებო ავეჯითა და ტექნიკით. მოწესრიგებულია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ოჯახის სტაბილურ შემოსავალს წარმოადგენს უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული თანხა. მოპასუხეს ჰყავს თანადგომის ქსელი ახლო ნათესავების სახით. სოციალური მუშაკის დაკვირვებით, დედა-შვილს შორის ჩამოყალიბებულია კარგი ურთიერთობა. ბავშვი დედას მიმართავდა თბილად, ითხოვდა ყურადღებას, ხელში აყვანას. ბავშვი განვითარებულია ასაკის შესაბამისად, ინტერესდება საბავშვო წიგნებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ძირითადად ცხოვრობს და მუშაობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამ--------–-----------–-–-------ში და არ არის ცნობილი, როდის აპირებს იგი საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას. სოციალური სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის და ასევე, მხარის განმარტებით, თა---- ახ--––---–---–ი არ არის წინააღმდეგი არასრულწლოვან სა-–---ე მჭ----–-–---–ს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან და მის ოჯახის წევრებთან (ახლო ნათესავებთან), თუმცა მოპასუხე არ არის თანახმა ბავშვის ღამით მათთან დატოვებაზე, რადგან ბავშვს ღამით მის გარეშე ყოფნა გაუჭირდება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ არასრულწლოვანს დედის მიმართ აქვს დადებითი ემოციური კავშირი და მის მიმართ ავლენს პოზიტიურ მიჯაჭვულობას, თუმცა, ბავშვს უყვარს მამას და მის მიმართ გამოხატავს სითბოს, დადებით ემოციებს. შესაბამისად, ბავშვი არ არის გაუხოვებული არც ერთ მშობელთან.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასა----თლო მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ი ცხოვრობს დედასთან ერთად, მისთვის მისაღებ, მზრუნველ გარემოში, სადაც მაქსიმალურად არის დაკმაყოფილებული მისი საჭიროებები. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შემოწმდა მამის, მა----- მჭ----–-–---–ის საცხოვრებელი პირობებიც. ზემოთ როგორც აღინიშნა, იგი ძირითადად იმყოფება საზღვარგარეთ, ამ--------–-----------–-–-------ში და პერიოდულად ჩამოდის საქართველოშიც. სოციალური მუშაკის ვიზიტი შედგა მამის საცხოვრებელ მისა----თზე ქ. თბილისი, ა-–---------------------------–------. ვიზიტისას ბავშვს ეძინა. მა----- მჭ----–-–---–ი აღნიშნავს, რომ ბავშვი მასთან თავს კარგად გრძნობს, მის მთლიან დროს უთმობს შვილს, ზრუნავს, დაჰყავს სხვადასხვა გასართობ ცენტრებში, სკვერში, რათა მოხდეს ბავშვის სოციალიზაცია, რაც სოციალური მუშაკისთვის ნაჩვენები იქნა ვიდეო მასალით. მა----- მჭ----–-–---–ი აღნიშნავს, რომ ბავშვი ხანდახან აგრესიას გამოხატავს სხვა ბავშვებისა და სათამაშოების მიმართ, ასევე გარკვეული პერიოდის წინ შეამჩნია, რომ ბავშვი დგება თავისით კუთხეში. მამის გადმოცემით, მას ბავშვი ჰყავდა ნევროპათოლოგთან, ასევე სხვა სამედიცინო კვლევებზე. იგი აღნიშნავს, რომ კარგად ერკვევა ბავშვის საჭიროებებში, მასთან ყოფნის პერიოდში უვლის დამოუკიდებლად. თუმცა ეხმარებიან მისი ოჯახის წევრებიც. სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელე მხარის მეორე ბინაშიც, მისა----თზე ქ. თბილისი, ვა–----–----–--------------------------, მე-2 სადარბაზო. მე-3 სართული, რომელიც წარმოადგენს ოროთახიან იზოლირებულ საცხოვრებელ გარემოს. ბინაში არის ძველი რემონტი, თუმცა შენარჩუნებულია სისუფთავე, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მა----- მჭ----–-–---–ი აღნიშნავს, რომ მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში იგი იმყოფება თბილისში, ყ--------------- მდებარე ბინაში. სოციალური მუშაკის შეფასებით, მა----- მჭ----–-–---–ს უყვარს საკუთარი შვილი, აქვს ბავშვთან ურთიერთობის მზაობა და სურვილი. ასევე, იგი სოციალურ მუშაკთან საუბრისას სწორედ აფასებს ბავშვის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს განვითარების პროცესში.
საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასა----თლო უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ი დადის კერძო საბავშვო ბაღში ,,ნ------ საბავშვო ბაღის აღმზრდელის ა----------- განმარტებით, არასრულწლოვანი სა-–---ე ბაღში დადის ყოველთვის მოწესრიგებული, სუფთად ჩაცმული. იგი კომუნიკაბელური, კონტაქტური და მხიარული ბავშვია.
არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროს სასა----თლომ უნდა დაიცვას ორივე მშობლის ინტერესი, მაგრამ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვების ინტერესებს. ბავშვების ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასა----თლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვების ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მოცემულ დავაზე, სასა----თლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვთა უფლებებთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება რამდენად შეესაბამება ინდივიდუალურად სა-–---ე მჭ----–-–---–ის უპირატეს ინტერესებს. მოცემული საქმის განხილვისას, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არასრულწლოვანი ბავშვის გამოკითხვა და მისი პოზიციის მოსმენა ვერ მოხდა ასაკობრივი მაჩვენებლებიდან გამომდინარე. თუმცა ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მისი ემოციური ფონის და მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების დადგენის მიზნით საქმეში ჩაბმულ იქნა სოციალური სამსახურის ფსიქოლოგი.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სა----თლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. საერთაშორისო-სა----თლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება (საქართველოს უზენაესი სასა----თლოს 2--- წლის 1- ივლისის განჩინება, საქმე Nა----------2---).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასა----თლომ განმარტა, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი, საერთაშორისო სა----თლის ჩათვლით, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასა----თლოს 2--5 წლის 2-----–---- გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 44 და 45. .
საქართველოს უზენაესი სასა----თლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადებული ნაშრომი ,,ბავშვის მეურვეობის საკითხები საქალაქო სა----თლაწარმოებაში (ზოგიერთი ფსიქოლოგიური და სა----თლებრივი ასპექტი)“ მიზნად ისახავს ფსიქოლოგიური მომენტების წარმოჩენას სამოქალაქო საქმისწარმოებაში, რომელშიც მონაწილეობს არასრულწლოვანი. ყოველი კონკრეტული საქმისწარმოების დროს, ფსიქოლოგის თვალსაზრისი უნდა ეყრდნობოდეს ობიექტურ კვლევას და მშობლებისა და ბავშვის/ბავშვების პიროვნული მახასიათებლების ანალიზს. სასა----თლო პრაქტიკიდან ცნობილია, რომ მშობლებს ერთნაირი უფლებები აქვთ შვილზე. სასა----თლო ყოევლთვის ითვალისწინებს ბავშვის ასაკსა და სქესს, მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, ბავშვი განსაკუთრებით გოგონა 7 წლამდე უნდა იზრდებოდეს დედასთან თუ მშობელს ამის სურვილი აქვს და მზად არის დედის როლის შესასრულებლად. ფსიქოლოგიური ასპექტით, ე.წ. ,,მიჯაჭვულობის“ ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვების განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების კეთილდღეობისათვის. ყველაზე მთავარია განქორწინების შემდეგ, მშობლებმა თავის ინტერესებზე, პირად წყენაზე მაღლა დააყენოს ბავშვის კეთილდღეობა და ინტერესები. მშობლების არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ-არაკეთილგანწყობამ ერთმანეთის მიმართ, არ უნდა დააზიანოს ბავშვის კეთილდღეობა.
განსახილველ შემთხვევაში, სასა----თლომ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ბავშვის, სა-–---ე მჭ----–-–---–ის ასაკი და სხვა თვისობრივი მაჩვენებლები, ასევე, ორივე მშობლის გარემო-სოციალური პირობები. სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნების მიხედვით, სასა----თლოს მიერ შეფასდა ის გარემო, სადაც არასრულწლოვან სა-–---ე მჭ----–-–---–ს მოუწევს ყოფნა. თავის მხრივ, ამ საცხოვრებელმა გარემომ როგორც ერთ ასევე მეორე მშობელთან, ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარებას, ფუნქციონირების და სოციალიზაციის პროცესს. აღნიშნული მსჯელობის ანალიზიდან გამომდინარე, სასა----თლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას, ასევე ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ი არის როგორც დედასთან, ისე მამასთან მიჯაჭვული და მათთან თავს დაცულად გრძნობს. ბავშვი ორივე მშობელთან ერთად ყოფნის სურვილს ავლენს და თავის მხრივ, ორივე მშობელი თბილი და მზრუნველია. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვის რუტინის მაქსიმალურად შენარჩუნება. რისკის შემცველი და შესაბამისად დასარეგულირებელია ბავშვის ერთი მშობლისგან მეორესთან წაყვანის და უკან დაბრუნების პროცესი. თავიდან უნდა იქნას აცილებული ბავშვის მსგავსი ტიპის გამოკითხვებიც. ბავშვს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო მშობელთან ემოციური ურთიერთობის, თამაშის, სეირნობის, ძილის, ყოველდღიური რუტინის. ყოველივე ამას გადამწყვეტი როლი აქვს მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. არასრულწლოვნის ასაკიდან, მამა-შვილს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე, რეკომენდირებულია მამასთან ინტენსიური ურთიერთობა, მათ შორის ღამე დარჩენაც. მათი ურთიერთობა ბავშვისთვის არათუ ზიანის მომტანი, პირიქით დადებითი ემოციების წყარო იქნება, რაც დადებითად აისახება მის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ასაკთან ერთად იზრდება დროის ის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც ბავშვს შეუძლია სტრესის გარეშე გაუმკლავდეს მიჯაჭვულობის რომელიმე ობიექტისგან განშორებას. რაც შეეხება ზაფხულში წაყვანას, რეკომენდირებულია ამ პერიოდში ბავშვს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით მაინც ჰქონდეს ურთიერთობა მეორე მშობელთან.
სასა----თლო დადგენილ გარემოებათა შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს არასრულწლოვანისათვის ამჟამინდელი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის შეცვლის რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ ეტაპზე სა-–---ე მჭ----–-–---–ი დედასთან ცხოვრების პირობებში მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილნი ასაკის შესაბამისი საჭიროებით და აღზრდის შესაბამისი პირობებით. შესაბამისად, დაცულია მისი უფლებები იცხოვროს და აღიზარდოს მშვიდ და ოჯახურ გარემოში, სადაც მასზე სათანადოდ იზრუნებენ. სასა----თლო მოცემულ საქმის განხილვის ფარგლებში მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ი იზრდება სიყვარულით, მზრუნველობით და სითბოთი გამოხატულ გარემოში დედასთან, რომლის მიმართაც ავლენენ პოზიტიურ მიჯაჭვულობას. ამდენად, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის რაიმე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები გარემოება, განსახილველ საქმეზე არ გამოიკვეთა. სასა----თლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის უცვლელად დატოვება (ბავშვი ცხოვრობს დედასთან), რა თქმა უნდა, არ ართმევს მეორე მშობელს, მა----- მჭ----–-–---–ს დედის მსგავსად თანაბარი უფლება ჰქონდეს მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილის აღზრდისა და ზრუნვის საკითხებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ს ქცევა და აღზრდის მეთოდი შეუსაბამოა არასრულწლოვნის ინტერესებთან, თუმცა აღნიშნული მოსაზრება არ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი უტყუარი და სათანადო მტკიცებულებებით. საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა ნ------------, მა------------ემ, მზ-------–---–---–მა და ა----------- თავიანთ ჩვენებებში მიუთითეს, რომ მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ი მზრუნველი დედაა, უვლის არასრულწლოვანს სათანადოდ და რაიმე საეჭვო გარემოება არასრულწლოვანთან მიმართებით არ შეუმჩნევიათ. რაიმე სახის ძალადობრივი კვალი არასრულწლიოვანზე არ იკვეთება. მოწმე ა-–-----------------------, რომელიც მუშაობს ე.წ. ,,ტაქსის“ მძღოლად, მიუთითა, რომ ბავშვის დედისგან ერთი-ერთი წამოყვანის დროს, ბავშვი იყო მოთენთილი და სათანადოდ არ რეაგირებდა, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი კომპეტენტური ორგანოს დასკვნა ბავშვის ჯანმრთელობისათვის რაიმე ზიანის მიყენების ან საფრთხილშემცველ გარემოში მისი ყოფნის შესახებ, რის გამოც სასა----თლო მოსარჩელე მხარის აღნიშნულ მოსაზრებას დედის მხრიდან ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ვერ გაიზიარებს. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ვიდეო მასალას, აღნიშნულთან მიმართებით სასა----თლო გაიზიარებს ფსიქოლოგის პოზიციას, რაც დაფიქსირებულია ფსიქოლოგის დასკვნაში, კერძოდ, ჩანაწერებში ბავშვის საუბარი ისეა წარმოდგენილი, რომ ბავშვის ნათქვამის სანდოობაზე მსჯელობა შეუძლებელია. მსგავსი ტიპის და თან ხშირი გამოკითხვას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ემოციური ფონისა და მისთვის მატრავმირებელი ყოველგვარი შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, სა-–---ე მჭ----–-–---–ის ამჟამინდელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი დედასთან უნდა დარჩეს უცვლელი. ამასთან, სასა----თლო მიიჩნევს, რომ მხარეთა პოზიციების, არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესად დასაცავი უფლებების გათვალისწინებით, მხარეთა შეუთანხმებლობის გამო უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ის ურთიერთობის წესი მამასთან მა----- მჭ----–-–---–თან, რაც არსობრივად არ ეწინააღმდეგება მის სასარჩელო მოთხოვნას. სასა----თლოს მიერ ურთიერთობის წესი (რაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილშია მოცემული) შეესაბამება ბავშვის ჩვეულ რეჟიმს, მის ამჟამინდელ გრაფიკს (იგი დადის ბაღში) და განისაზღვრება გარკვეული პერიოდის შემდგომ დროის ხანგრძლივობის გაზრდის პირობით. სასა----თლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია მამასთან სტაბილური ურთიერთობა და იმ პოზიტიური მიჯაჭვულობის შენარჩუნება, რასაც არასრულწლოვნი მამის მიმართ ნათლად ამღჟავნებს. დამკვიდრებული პრაქტიკით, სასა----თლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და დროის კონკრეტულ მონაკვეთს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია.
ამდენად საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ჩატარებული ფსიქოლოგის მოსაზრების გათვალისწინებით, სასა----თლოს მიაჩნია, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მა----- მჭ----–-–---–ის სარჩელი მოპასუხე თა---- ახ--––---–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც სრულად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
6.2. მოსარჩელე თა---- ახ--––---–---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2--- წლის 0-------- დაბადებული სა-–---ე მჭ----–-–---–ი.
მოცემული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (6.1. პუნქტი) მითითებულ სა----თლებრივ ნორმებს და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასა----თლო იზიარებს თა---- ახ--––---–---–ის შეგეგებული სარჩელის მოთხოვნასთან მიმართებითაც. ვინაიდან სასა----თლომ არ დააკმაყოფილა მა----- მჭ----–-–---–ის ძირითადი სარჩელის მოთხოვნა არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, თუმცა ორივე მშობელთან სტაბილური ურთიერთობების აუცილებლობიდან დაადგინა მამის ურთიერთობის წესი შვილთან, ნათელია, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად რჩება დედის, თა---- ახ--––---–---–ის საცხოვრებელი ადგილი. როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, მოსარჩელე თა---- ახ--––---–---–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ქვ-–------------------------------–-----------, სადაც არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია ნორმლაური საყოფაცხოვრებო პირობებით და მისი ზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი გარემოთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12-2-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სა----თლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასა----თლო. ალიმენტის ოდენობას სასა----თლო განსაზღვრავს გონივრული, სა----თლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასა----თლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასა----თლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სა----თლიანი შეფასების საფუძველზე.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სა----თლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. ამდენად, სასა----თლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.
მოცემულ საქმეზე, დადგენილია ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა. თა---- ახ--––---–---–ი პროფესიით არის ექიმი პედიატრი. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2--- წლის 0- იანვრიდან 2--- წლის 30 აპრილის ჩათვლით, თა---- ახ--––---–---–ის მიერ მიღებული კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2--- წლის ივნისის თვეში - 494.7 ლარს, ივლისის თვეში - 2 288.2 ლარს, სექტემბრის თვეში - 1026.4 ლარს და ოქტომბრის თვეში - 956.3 ლარს და ნოემბრის თვეში - 756.5 ლარს. სხვა სახის შემოსვლის მიღება, სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით არ ფიქსირდება, თუმცა თავად მხარე, თა---- ახ--––---–---–ი აღნიშნავს სოციალურ მუშაკთან საუბრისას, რომ მისი ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს საცხოვრებელი ბინის გაქირავების შედეგად მიღებული თანხა. რაც შეეხება მოპასუხე მა----- მჭ----–-–---–ის მატერიალურ მდგომარეობას და მის შემოსავლებს. როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, მოპასუხე მა----- მჭ----–-–---–ი (შეგებებული სარჩელით) მუშაობდა ამ--------–-----------–-–-------ში. საქმეში წარმოდგენილია საერთაშორისო კომპანია ,,პ---------------------------------“ მიერ პირადი შემოსავლის ხარჯთაღრიცხვა, სადაც ასახულია მა----- მჭ----–-–---–ის შემოსავლის ოდენობა. მისი შემოსავალი შეადგენს კვირაში 478.21 აშშ დოლარს. გარდა ამისა, მოპასუხე მხარე მიუთითებს სასესხო ვალდებულებაზე, კერძოდ, მას განვადებით შეიძინა ავტომანქანა და ყოველთვიურად იხდის დაახლოებით 800 (რვაასი) აშშ დოლარს.
მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მა----- მჭ----–-–---–ი მატერიალურად ეხმარებოდა არასრულწლოვან შვილს, ყიდულობდა მისთვის სამოსს და საჭირო ნივთებს. ასევე, უზრუნველყოფდა ძიძის გადასახადის გადახდას. აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა განმარტებაც. საქმის მასალებით, თა---- ახ--––---–---–ს სს ,,სა---------–--------ში“ 0-.----0-6 წლიდან 24.0--2--- წლამდე პერიოდში მიღებული აქვს ფულადი გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან სხვადასხვა თანხის ოდენობით. გამომგზავნ პირად უმეტეს შემთხვევაში ფიქსირდება მა----- მჭ----–-–---–ი, ასევე თანხებს აგზავნიდნენ რ----------------- და მ---------------–---–-- მოსარჩელე მხარის მითითებით, მხარეთა შორის კონფლიქტის წარმოშობის შემდგომ, მოპასუხემ უარი განაცხადა ფინანსურ დახმარებაზე, რასაც არ ეთანხმება მა----- მჭ----–-–---–ი და განმარტავს, რომ იგი ბავშვის დაბადებიდან ზრუნავს არასრულწლოვაზე და მომავალშიც გააგრძელებს მისთვის მატერიალური კუთხით დახმარებას.
ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. მოპასუხე მა----- მჭ----–-–---–ი თავისი ძირითადი სარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე არ ეთანხმება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ალიმენტის დაკისრების თაობაზე, თუმცა ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოპასუხე თავს არ არიდებს ბავშვის კანონით დადგენილ რჩენის ვალდებულების შესრულებას. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც ყოველთვიურად არასრულწლოვანისათვის სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით თანხის საჭიროებას დაადასტურებდა. ამასთან, სასა----თლო განუმარტავს მხარეებს, რომ მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის. ალიმენტის, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ხოლო ალიმენტის ოდენობის განსზღვრა კი უნდა მოხდეს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ი დროის გარკვეულ მონაკვეთს გაატარებს მამასთან, რა პერიოდშიც, ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მისთვის აუცილებელ საჭიროებებს. ასაკის ზრდასთან ერთად კი იზრდება ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. სასა----თლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას მისი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, თუმცა ამავდროულად, მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალის და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სასა----თლო ითვალისწინებს მოპასუხე მა----- მჭ----–-–---–ის მატერიალურ მდგომარეობას, მის შემოსავალს და არასრულწლოვანი ბავშვის რეალურ საჭიროებებს, ასევე იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს კმაყოფაზე სხვა პირი არ ჰყავს. შესაბამისად, ოჯახური და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სა----თლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
ამდენად, თა---- ახ--––---–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე მა----- მჭ----–-–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასა----თლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასა----თლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
მა----- მჭ----–-–---–ის თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რა ნაწილშიც მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. თა---- ახ--––---–---–ის შეგებებული სარჩელი ასევე დაკმაყოფილებულ იქნა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების შესაბამისად, მა----- მჭ----–-–---–ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 194 (ას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით.
ამასთან, მოცემულ საქმეზე 2---------- არსებული ყველა დროებითი განკარგულება უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა----- მჭ----–-–---–ის (პირადი N0----------) თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
1.1. მა----- მჭ----–-–---–ს (პირადი N0----------) არასრულწლოვან შვილთან სა-–---ე მჭ----–-–---–თან (დაბადებული 2--- წლის 0--------) ურთიერთობა განესაზღვროს შემდეგი სახით: თავდაპირველ ეტაპზე სამი თვის განმავლობაში ყოველი კვირის ორშაბათი დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 2-:00 საათამდე, სამშაბათი დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 2-:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის საბავშვო ბაღიდან ან დედის, თა---- ახ--––---–---–ის (პირადი N0----------) საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის და უკან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. იმ შემთხევაში თუ ორშაბათი ან სამშაბათი დღეს სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი არ იქნება სა-–---ე მჭ----–-–---–ის საცხოვრებელი ბინიდან (უკან დაბრუნების ვალდებულებით) წაყვანა განხორციელდეს დღის 11:00 საათიდან;
1.2. თავდაპირველი ურთიერთობის (იხ. 1.1 პუნქტი) შემდგომი ურთიერთობა მამა-შვილს (მა----- მჭ----–-–---–სა და სა-–---ე მჭ----–-–---–ს) შორის განისაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი კვირის კვირა დღის 19:00 საათიდან ორშაბათი დღის 2-:00 საათამდე, სამშაბათი დღის 16:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან იმავე დღის 2-:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის დედის საცხოვრებელი ადგილიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან წაყვანის და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. იმ შემთხვევაში თუ სამშაბათ დღეს სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი არ იქნება სა-–---ე მჭ----–-–---–ის საცხოვრებელი ბინიდან წაყვანა განხორციელდეს დღის 11:00 საათიდან უკან დაბრუნების ვალდებულებით;
1.3. მა----- მჭ----–-–---–ს და სა-–---ე მჭ----–-–---–ს შემდგომი ურთიერთობა (იხ. 1.2. პუნქტი) 2-2- წლის 0- მარტიდან განისაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი კვირა დღის 19:00 საათიდან სამშაბათი დღის 2-:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
1.4. არასრულწლოვანი სა-–---ე მჭ----–-–---–ის საცხოვრებელი ბინიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან წაყვანა/დაბრუნება განხორციელდეს მშობლის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის მეშვეობით;
1.5. არასრულწლოვანი ბავშვის სა-–---ე მჭ----–-–---–ის მშობელთან ყოფნისას ამ უკანასკნელს ჩართული ჰქონდეს საკომუნიკაციო საშუალება (ტელეფონი ან სხვა რამ მხარეთა შეთანხმებით) შვილზე ინფორმაციის მიღების მიზნით დღის 18:00 საათიდან იმავე დღის 2-:00 საათამდე;
2. თა---- ახ--––---–---–ის (პირადი N0----------) შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
დაეკისროს მა----- მჭ----–-–---–ს (პირადი N0----------)) არასრულწლოვანი შვილის - სა-–---ე მჭ----–-–---–ის (დაბადებული 2--- წლის 0--------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან - 2--- წლის 25 მაისიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
3. დაეკისროს მა----- მჭ----–-–---–ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 194 (ას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით.
4. გაუქმდეს მოცემულ 2/------18 საქმეზე არსებული დროებითი განკარგულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასა----თლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასა----თლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსა----თლე: გიორგი მაისურაძე