განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1----17
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივნები - ეკატერინა მანჯგალაძე, თამთა გაჩეჩილაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----– ს-------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ო----- პ------–ი, დაბადებული 1--- წლის 1--------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული თბ--–--–------–----------------------------------ში, ფაქტობრივად თ---–--–--------------–----------ში მცხოვრები.
ადვოკატები - კ------- ყ------ი, მ--–---- ს--–----ა, ა-----– შ---–---–ი, ი----- ხ-------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ო----- პ------–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ორგანიზება, გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 3 ივლისს შპს ,,ვ---------–-----ის“ (ს/კ 2--------) დირექტორს ო----- პ------–ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა ბრალდება, რომლის თანახმად 2008 წლის მარტიდან, ლ---- ჩ-------ემ კომპანიაში მისი კუთვნილი 10% გაასხვისა ზ----- მ-----–--ეზე. საზოგადოების დირექტორმა ო----- პ------–მა, ისარგებლა იმ გარემოებით, რომ 29 800 აშშ დოლარი სესხის სახით გაცემული იყო ლ---- ჩ-------ეზე და ახალი დამფუძნებლის - ზ----- მ-----–--ის ნების საწინააღმდეგოდ, აღნიშნული ფულადი თანხა ბუღალტრულად ასახა ამ უკანასკნელის მიერ საზოგადოებისგან სესხის სახით აღებულ თანხად. მანვე, ზ----- მ-----–--ეს, როგორც კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელს, 2009-2012 წლებში დივიდენდის სახით გამოუყო ფულადი თანხა - 49 903 ლარის ოდენობით, რომლის ნაწილიც - 22 021 ლარი განზრახ არ გასცა დამფუძნებელ ზ----- მ-----–--ეზე, თავად განკარგა და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ გაუქვითა სხვისი - ლ---- ჩ-------ის მიერ მიღებული სესხის სანაცვლოდ, რითაც დივიდენდის მესაკუთრეს მიუღებელი შემოსავლის სახით, მიაყენა ზიანი 22 021 ლარის ოდენობით.
მიუხედავად ბრალდების წარდგენისა, შპს ,,ვ---------–-----ის“ დირექტორის ო----- პ------–ის ორგანიზებით, კომპანიის ბუღალტერმა განაგრძო არასწორი ინფორმაციის შემცველი საბუღალტრო მონაცემების შეტანა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში და ფიქტიურად გაწერილი სესხის - 29 800 აშშ დოლარის თითქოსდა მიმღების - ზ----- მ-----–--ის სახელზე, უპროცენტო სესხის მიღების სანაცვლო სარგებლის ბუღალტრული ასახვა, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ზ----- მ-----–--ეს, რაც გამოიხატა საგადასახადო ორგანოებში ზ----- მ-----–--ის სახელზე არარსებული სარგებლის შესახებ ოფიციალური ჩანაწერების შექმნაში.
მხარეთა მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევისა და გაანალიზების შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში, კერძოდ ო----- პ------–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----- მ-----–--ემ განმარტა, რომ 2008 წელს ლ---- ჩ-------ისგან შეიძინა შპს „ვ---------–-----ის“ წილი და გახდა 10% წილის მფლობელი, რომელსაც ფლობდა 2017 წლამდე. წილის შეძენისთვის საჭირო იყო პარტნიორთა თანხმობა, უმრავლესობამ კრების ოქმში თანხმობა დააფიქსირა და სანოტარო ბიუროშიც მოაწერეს ხელი შესაბამის დოკუმენტს. ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეთანხმების პირობები სრულად იყო ასახული, მის მიერ შეძენილი 10% წილი, იყო უფლებრივად უნაკლო, ანუ არანაირი ვალდებულება არ იყო გადადიოდა შემძენზე. კომპანიაში დამფუძნებლები ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილები, ხშირად იყო სიტყვიერი დავა მიზნობრივად აღებულ კრედიტთან დაკავშირებით, რომელიც არამიზნობრივად იყო დახარჯული. კომპანიაში შეუძლებელი იყო რაიმე სახის ფინანსური დოკუმენტის აღება, რაც ბადებდა ეჭვს. უმრავლესობაში იყვნენ - თ------ პ------–ი, პ----- ნ--–-----ე, გ------ ქ-–---–---–ი, გ------ ხ-------ი, უმცირესობაში კი იყვნენ - ვ-–- ქ-–---–---–ი, ნ-------- კ----ე, ი-------- ქ---------ე და ნ------ თ------ა. უმცირესობის წევრებს უნდოდათ თავიანთი ქონება შპს-დან გამოეტანათ ნატურით. 2009 წელს კომპანიაში დირექტორად დაინიშნა ო----- პ------–ი, რომელმაც ასევე დაიწყო უმცირესობის შევიწროვება, ვეღარ იღებდნენ დივიდენდს. 2009-2011 წლებში დივიდენდის სახით მიიღო 16 000 ლარი, 2011-2017 წლებში კი საერთოდ ვერაფერი. ფინანსურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ბიუჯეტისთვის და პარტნიორებისთვის დამალული იყო თანხები. იმის მაგივრად, რომ ო----- პ------–ს წინა დირექტორებისთვის დაეკავებინა თანხა, მან პარტნიორებს დაუკავა 2 თვის გასაცემი დივიდენდიდან თანხა, ასევე გამოიტანა კრედიტი და გადაუხადა დირექტორებს. მოწმემ განმარტა, რომ 2009 წლის მაისში ნახა ცხრილი, სადაც ასახული იყო სესხის გადახდის წესი, ლ---- ჩ-------ეს 2005 წელს ქონდა აღებულ სესხი, თუმცა იხდიდნენ პარტნიორები. ცხრილის ნახვისთანავე მიწერა ო----- პ------–ს და მოსთხოვა დოკუმენტი თუ რის საფუძველზე იხდიდა აღნიშნულ თანხას. პირველად საგადასახადო დოკუმენტს ვერანაირ იღებდნენ შპს-გან, აღნიშნული შესაძლებელი გახდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. როდესაც დოკუმენტს თხოვდა ბუღალტერს, ეს უკანასკნელი პასუხობდა, რომ დირექტორის ნებართვის გარეშე ვერ გასცემდა, ხოლო დირექტორი ეუბნებოდა, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებით დოკუმენტი ვერ გაიცემოდა. მოწმემ განმარტა, რომ არ არსებობდა კრების ოქმი, რომლითაც განისაზღვრებოდა დივიდენდის დაკავებას, ადრე აღებული სესხის გამო. 2011 წელს, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დივიდენდი წელიწადში ერთხელ განაწილდებოდა, მიმართა ო----- პ------–ს, რომ დაესაქმებინა კომპანიაში, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ დათმეს წილები. გარვეული პერიოდის შემდეგ შემოსავლების სამსახურში აღმოაჩინა, რომ შპს-ში წლების განმავლობაში ერიცხებოდა 361 ლარი, თუმცა ამის შესახებ მისთვის უცნობი იყო და ეს მაშინ, როცა შპს-თან არანაირი ვალდებულება არ ქონია. 2009 წლიდან გაიზარდა შპს ქონება და შესაბამისად გაიზარდა მისი წილის ოდენობა, მაგრამ ეს მასზე ფინანსურად არ აისახა. მოწმე განმარტა, რომ როდესაც კომპანიამ აიღო სესხი იცოდა, რომ ის გარკვეულწილად ვალდებულების სახით გადადიოდა პარტნიორებზე, თუმცა წილის ყიდვის დროს მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ქონდა რაიმე ვალდებულება, მას არავინ აცნობა ამის შესახებ, ენდო საჯარო რეესტრის ამონაწერს. 3-4 თვის შემდეგ გაერკვა სიტუაციაში და აღმოჩნდა უმცირესობაში. სწორედ 2009 წელს გაიგო, რომ დივიდენდების ხარჯზე ხდებოდა სესხის დაფარვა. მოწმემ განმარტა, რომ სესხებზე და მის დაფარვაზე ყოველთვის იყო საუბარი, თუმცა დოკუმენტი არ არსებობდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლ---- ჩ-------ეს აღებული ქონდა სესხი, მაშინ როდესაც 10 პროცენტიან წილს ფლობდა. პარტნიორებისთვის ცნობილი იყო, რომ ლ---- ჩ-------ე იყო ფორმალური წილის მფლობელი და მას ქონდა შეთანხმება ზ----- მ-----–--ის ოჯახთან, კერძოდ 1996-1997 წლებში მისმა ოჯახმა შეიძინა შპს-ში 10 პროცენტიანი წილი, 13 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ. ლ---- ჩ-------ე იყო ბუღალტერი და მისი ოჯახის ახლობელი, ამიტომ გაფორმდა ოჯახის წილი მასზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე პ----- ნ--–-----ემ განმარტა, რომ არის შპს ,,ვ---------–-----ის“ დამფუძნებელი. ყოფილ პარტნიორ - ზ----- მ-----–--ეს და მამამისს ზ------ მ-----–--ეს იცნობს. ეს უკანასკნელი გაიცნო შსს მ--------------–--აში მის სამუშაო კაბინეტში, როდესაც თავისთან დაიბარა, საუბრისას უთხრა, რომ ბაზრობაზე ედგა ჯიხურები - კონტეინერები და თხოვდნენ გადასახადს, მანვე განუმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბევრს მოთხოვდნენ განყოფილების სარდაფში დაუპირისპირდებოდა. პ----- ნ--–-----ემ ვერაფერი მოთხოვა. აღნიშნულის შემდეგ კიდევ შედგა 2-3 შეხვედრა, რა დროსაც ბაზრობაზე მოითხოვა წილი, პ----- ნ--–-----ემ უთხრა, რომ შეეძლო წილის დათმობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ზ------ მ-----–--ე შეპირდა, რომ ფულს მისცემდა, თუმცა ამ უკანასკნელს დღემდე არ მიუცია და არც მას გადაუცია წილი. 2000 წელს ზ------ მ-----–--ემ წილის ნაწილი წაიღო ს------ისგან, ნაწილი ა-----–--ისგან და აღირიცხა ლ---- ჩ-------ის სახელზე, გარდა ამისა 1999 წელს უთხრა, რომ კომპანიაში ლ---- ჩ-------ე იქნებოდა ბუღალტერი. შესაბამისად მოქმედი ბუღალტერი - გ------ ქ-–---–---–ი გაათავისუფლეს. ფაქტიურად ჯერ დამფუძნებელიც არ იყო, როდესაც ლ---- ჩ-------ე შპს ,,ვ---------–-----ის“ მთავარ ბუღალტრად დანიშნა. ზ------მა განუცხადა, რომ ლ---- იყო მისი ნდობით აღჭურვილი პირი, შპს-ში მის წილს უპატრონებდა და საქმის კურსში ჩააყენებდა მას. 2005 წელს შპს-მ აიღო სესხი - ნახევრ მილიონზე ცოტა მეტი, ბაზრის განვითარებისა და მშენებლობისთვის, დაახლოებით 1 თვეში ზ------ მ-----–--ემ დაურეკა დირექტორ გ------ ქ-–---–---–ს და თანხის ნაწილი წაიღო. 2006 წლიდან პ----- ნ--–-----ე იყო შპს-ს დირექტორი, რა დროსაც ზ------ მ-----–--ემ ასევე წაიღო თანხა, დაახლოებით 15 000 ან 18 000 აშშ დოლარი, აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით უშუალოდ მას დაუკავშირდა და კითხა ყველას ქონდა თუ არა გატანილი თანხა და შეეძლო თუ არა კიდევ აღება. პარალელურად მიმდინარეობდა მშენებლობა, დაფარვა ხდებოდა დივიდენდებიდან, ამიტომ დასთანხმდნენ თანხის მიღებაზე. ზ------ მ-----–--ის თანხა უშუალოდ მან მისცა. საერთო ჯამში ზ------ მ-----–--ეს წაღებული აქვს - 29 800 აშშ დოლარი. ასევე პარტნიორებმა მიიღეს სხვადასხვა ოდენობის თანხები. პ----- ნ--–-----ეს პირადი სარგებლობისთვის აღებული აქვს დაახლოებით 28000-29000 აშშ დოლარი. მშენებლობა ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო, ამიტომ მოწილეებმა გადაწყვიტეს თანხები მოეხმარათ და შემდგომ დაეფარათ ყოველთვიურად, თუნდაც იმ ვალდებულებით რა ვალდებულებაც აღებული ქონდათ ბანკიდან, რათა ბაზარი არ გაჩერებულიყო. პარტნიორების მიერ კრედიტის გატანზე წერილობით დოკუმენტი არ შემდგარა და ზეპირი ფორმით მოხდა შეთანხმება, ჩანაწერები ქონდა თითოეულ პარტნიორს, ყველამ იცოდა ვის რამდენი უნდა დაეტოვებინა კრედიტისთვის, ჩამოჭრა ხდებოდა დივიდენდებიდან. 2008 წელს ზ------ მ-----–--ე პ----- ნ--–-----ეს და თ------ პ------–ს შეხვდა ვ-–-–-------ში მდებარე მის სახლთან და განუცხადა, რომ პარტნიორებიდან მისი ნდობით აღჭურვილი პირი - ლ---- ჩ-------ე გადიოდა და შედიოდა თავად, ანუ 10% ლ----ს ნაცვლად გადავიდოდა მის ქალიშვილზე, ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან ყველა ვალდებულებას შეასრულებდა, კერძოდ კრედიტი რაც მასზე იყო და რომელსაც ყოველთვიურად იხდიდა, ასევე თანხას, რომელიც მოწმესთან ქონდა და შეადგენდა 10 000 ლარს ნელ-ნელა გადაიხდიდა. 2008 წელს ზ------ მ-----–--ემ მართლაც გადაიფორმა 10% წილი 100 აშშ დოლარად, თუმცა როგორც კი ქალიშვილი ჩასვეს წესდებაში, რამდენიმე თვეში პოლიცია შეიყვანა. სესხთან დაკავებასთან დაკავშირებით ჩატარდა ფინანსური შემოწმება და კომპანია დაჯარიმდა, რადგან პირადი კრედიტებიდან სარგებელს არ იხდიდნენ. 2009 წლის აპრილში დირექტორად დაინიშნა ო----- პ------–ი, რადგან არ იხდიდნენ გადასახადებს და ბიუჯეტთან დაკავშირებით იყო პრობლემა, ის კი შეძლებდა სიტუაციის დალაგებას, მართლაც მისი დანიშვნისთანავე კომპანია წინ წავიდა, ქონება გაიზარდა, შეიძინეს ჯიხურები და პავილიონები, მიწის ნაკვეთები, ბინები, გაოთხმაგდა შემოსავალი. თუ წინა წლებში ბიუჯეტში გადახდილი იყო - 100 000 ლარი, ო----- პ------–ის პერიოდში გადახდილი იქნა 500 000 ლარზე მეტი, ბიუჯეტის სასარგებლოდ. მისი დანიშვნისთანავე ჩატარდა კრება და ო----- პ------–ი ჩააყენეს საქმის კურსში ვის რა რაოდენობის თანხა ქონდა გატანილი კრედიტის სახით და ვის რამდენი უნდა დაქვითვოდა ყოველთვიურად დივიდენდებიდან. ო----- პ------–ს თვითნებურად არავისთვის არაფერი არ დაუწერია. 2009 წლამდე საერთოდ არაფერი იცოდა ო----- პ------–მა და ეს მაშინ როცა 2005 წლიდან ხდებოდა კრედიტების დაქვითვა. 2009 წელს როდესაც ო----- პ------–ი გახდა შპს ,,ვ---------–-----ის“ დირექტორი, პარტნიორებს და მათ შორის ზ----- მ-----–--ეს კომპანიის დოკუმენტაციასთან, მათ შორის საბუღალტრო დოკუმენტებთან წვდომა თავისუფლად ქონდა. საზოგადოების ყველა წვერი იწერდა თანხის შეტანას, თვის ბოლოს დივიდენდების გაცემამდე იკრიბებოდნენ და ყველამ იცოდა ვის რა ნაწილი უნდა გაეტანა, თითოეული მათგანი შავი ჩანაწერით აკონტროლებდა შემოსავალ-გასავალს. ზ-----მ მ-----–--ესაც ქონდა ასეთი ჩანაწერები, რადგან ზ------ის წარმომადგენელი იყო. ზ------ი პ----- ნ--–-----ესაც უკავშირდებოდა და იღებდა ინფორმაციას. 2017 წელს საზოგადოების დირექტორი იყო პ----- ნ--–-----ე, ზ------ მ-----–--ეზე გაცემულ სესხზე სარგებელი არ ირიცხებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს----–-- გ-----მა განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,ვ---------–-----ში“. დაახლოებით 1998 წელს საზოგადოების ტერიტორიაზე მოწყობილი ბაზრობის შემოვლის დროს მან და პ----- ნ--–-----ემ აღმოაჩინეს კონტეინერები, რომლებიც არ იხდიდნენ გადასახადს. როდესაც შეეცადნენ საკითხის გარკვევას, მათთან მივიდა დ----- კ----–-–---–ი და წაიყვანა შსს მ--------------–--ის უფროს ზ------ მ-----–--ესთან, მისსავე სამუშაო ოთახში. ზ------ მ-----–--ემ განუმარტა, რომ სადავო კონტეინერები იყო მისი, დაინტერესებული იყო საზოგადოების წილის მიღებით, რისთვისაც გადაიხდიდა საფასურს, ამასთან უთხრა, რომ კომპანიას გაუწევდა მფარველობას. იყიდა ერთ-ერთი მეწილის წილი - 5%, პ------– ეტაპზე აღნიშნული წილი ორგანიზაციის სახელზე იყო, თუმცა შემდეგ შეიძინა კიდევ 5% და მისი კუთვნილი 10% გააფომრა მის მიერ მიყვანილ ბუღალტერ ლ---- ჩ-------ის სახელზე, რომელიც იყო მისი წარმომადგენელი. კომპანიაში მიმდინარე მოვლენებზე საქმის კურსში იყო ზ------ მ-----–--ე, როგორც ლ---- ჩ-------ისაგან, ისე სხვა პარტნიორებისაგან. ზ------ მ-----–--ისგან გაიცნეს ზ----- მ-----–--ეც, ეს უკანასკნელი მიდიოდა კომპანიაში. 2005 წელს შპს ,,ვ---------–-----მა“ ბანკიდან აიღო სესხი დაახლოებით ნახევარი მილიონი აშშ დოლარი, რაც ჭირდებოდა მშენებლობისათვის, თუმცა თანხის გარკვეული ნაწილი პარტნიორებმა გაიტანეს პირადი მოხმარებისთვის, მათ შორის ს----–-- გ-----მა ჯამში აიღო 12 000 აშშ დოლარი. მოწმემ განმარტა, რომ თანხის გასატანად ზ------ მ-----–--ემ დაურეკა დირექტორ გ------ ქ-–---–---–ს და უთხრა, რომ სჭირდებოდა თანხა, თუმცა ფიზიკურად ვინ წაიღო მისთვის უცნობია. მ-----–--ეებმა ჯამში დაახლოებით - 30 000 აშშ დოლარი აიღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობდა არაოფიციალური ჩანაწერები და თითოეულმა პარტნიორმა იცოდა ვის რამდენი ქონდა გატანილი. პარტნიორის მიერ აღებული თანხა იფარებოდა მათ მიერ მიღებული დივიდენდებიდან. მოწმემ დაადასტურა, რომ თანხის გასატანად ოფიციალურად არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ შუედგენიათ, აღრიცხავდნენ ფურცელზე და ყველამ ყველაფერი იცოდა. 2008 წელს ზ------ მ-----–--ემ ს----–-- გ-----ს და პ----- ნ--–-----ეს უთხრა, რომ ფორმალურად ლ---- ჩ-------ეზე რეგისტრირებული წილის მისი 10% უნდა გადაეფორმებინა მის შვილზე - ზ----- მ-----–--ის სახელზე. ამასთან ზ------მა თქვა, რომ მის მიერ აღებულ თანხებს ჩვეულებისამებრ დაფარავდა. პარტნიორების თანხმობისა და გადაფორმებიდან მალევე საზოგადოებაში შევიდა ფინანსური პოლიცია, პროკურატურა და სხვადასხვა უწყებები, დაიწყო მათ მიმართ მუქარა, რომ წაართმევდნენ ყველაფერს და დაიჭერდნენ. რა მიზეზით მოხდა აღნიშნული მისთვის უცნობია. 2009 წელს პარტნიორთა თხოვნით კომპანიის დირექტორად დაინიშნა თ------ პ------–ის ძმა – ო----- პ------–ი, რადგან ეს უკანასკნელი იყო საგადასახო ინსპექციაში ნამუშევარი. მისი მისვლისთანავე ჩატარდა პარტნიორთა კრება და შედგა ოქმი. აღნიშნულ შეხვედრაზე მას აცნობებს არსებული სესხის და აღებული თანხების შესახებ. ო----- პ------–ის დირექტორობის პერიოდში შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა. თითოეული თანამშრომელი ფურცელზე აფიქსირებდა მის მიერ აღებული თანხის ოდენობას, რასაც აწვდიდნენ ბუღალტერს, რომელიც აღრიცხავდა. ჩანაწერებში ლ---- ჩ-------ეზე იყო დაფიქსირებული სესხი - დაახლოებით 30 000 აშშ დოლარი. გადახდა ხდებოდა დივიდენდიდან, თუმცა არ იცის ამის შესახებ წერილობითი დოკუმენტი შედგა თუ არა. იმ შემთხვევაში თუ თანხის დაბრუნება არ მოხდებოდა, ანაზღაურდებოდა ქონებით ანუ წილით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ ქ-–---–---–მა განმარტა, რომ 1996 წლის 13 თებერვალს დააფუძნეს შპს ,,ვ---------–-----ი“. გაიცნო ზ------ მ-----–--ე, შემდეგ კი მისი შვილი ზ----- მ-----–--ე, 1998-1999 წლებში. ერთ დღეს სამსახურში მისვლისას მის დის ნაცვლად, რომელიც კომპანიის ბუღალტერი იყო, დახვდა ახალი ბუღალტერი - ლ---- ჩ-------ე, გაარკვია, რომ ეს უკანასკნელი შსს მ--------------–--ის უფროსმა ზ------ მ-----–--ემ მიიყვანა და იმ შემთხვევაში თუ მის დის ნაცვლად არ ამუშავებდნენ ბუღალტრად, დაიჭერდნენ. ზ------ მ-----–--ე უშუალოდ პარტნიორი საზოგადოებაში გახდა 2001 წელს, აღნიშნული წილი ლ---- ჩ-------ის სახელზე იყო გაფორმებული, ზ------მა წილი თავიდანვე მის სახელზე არ დაარეგისტრირა, რადგან თანამდებობის პირი იყო და არ ქონდა უფლება. 2005 წელს შპს-მ აიღო კრედიტი მაღაზიების ასაშენებლად, მოწილეებმა ნაწილი თანხების გაიტანეს პირადი მოხმარებისთვის, თუმცა ძირითადად თანხა მოხმარდა მაღაზიის მშენებლობას. გ------ ქ-–---–---–მა აიღო დაახლოებით 35 000 აშშ დოლარი, ზ------ მ-----–--ემ კი დაახლოებით 29 000 აშშ დოლარი, ამ უკანასკნელის მიერ თანხის ნაწილის გატანისას კომპანიის დირექტორი თავად - გ------ ქ-–---–---–ი იყო, ნაწილის გატანისას კი პ----- ნ--–-----ე. თანხების გაცემაზე და შემდეგ დივიდენდიდან თანხის დაკავებასთან დაკავშირებით არანირი წერილობითი დოკუმენტი არ შემდგარა. აღნიშნულზე მხარეები სიტყვიერად თანხმდებოდნენ. შპს იყო მსესხებელი ბანკიდან, შესაბამისად თანხები, რომლებიც მეწილეებმა აიღეს, ისევ შპს-ს ანგარიშზე ჯდებოდა, სარგებელი კი ბანკს ერიცხებოდა. ზ-----მ მ-----–--ის ჩანაწერები თანხებთან დაკავშირებით ნანახი არ აქვს, თუმცა იცის, რომ ასეთ ჩანაწერებს ლ---- ჩ-------ე აწარმოებდა. ზ------ მ-----–--ემ თანხის ნაწილი პირადად წაიღო, ნაწილი კი ლ----ს საშუალებით. მოწმემ განმარტა, რომ თანხის გატანის და დაბრუნების შესახებ პარტნიორები სიტყვიერად შეთანხმება და არავინ ელოდა, რომ ვინმე გავიდოდა საზოგადოებიდან და იჩივლებდნენ. ამასთან, დივიდენდების გადახდისას ყველამ იცოდა, ვის რამდენი ქონდა დაკავებული და ვის რამდენი ქონდა გადასახდელი. გატანილ და შეტანილ თანხებთან დაკავშირებით აკეთებდნენ ჩანაწერებს და არ არსებობდა ვინმეს 1 ლარი ზედმეტი აეღო და წაეღო. დივიდენდიდან ყველას უკავებდნენ გადასახადს. 2008 წელს დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ზ----- მ-----–--ემ ლ---- ჩ-------ისაგან 100 აშშ დოლარად იყიდა წილი. აღნიშნულის შემდეგ 2009 წელს საზოგადოების წევრების ინიციატივით დირექტორად დაინიშნა ერთ-ერთი მეწილის ძმა, ფინანსისტი - ო----- პ------–ი. მისი დირექტორობის დროს საზოგადოების შემოსავლები გაიზარდა და ბევრი საკითხი მოწესრიგა, ო-----მა აკრძალა ფულის გატანა, ასევე ზ----- მ-----–--ის მიერ მაღაზიებიდან თანხების აკრეფა. მოწმემ განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიის დირექტორი არის თავად, ბუღალტერიის კუთხით კი დაქირავებული ყავთ აუდიტორული კომპანია, შესაბამისად აუდიტორული კომპანია კეთებს აუდიტორულ მომსახურებას და პასუხისმგებლებიც ის არის. მოწმემ განმარტა, რომ შპს-მ კრედიტის სახით გამოიტანა - 524 000 ან 530 000 აშშ დოლარი ო----- პ------–ის დირექტორობამდე და ამის შესახებ ყველა პარტნიორმა იცოდა, მათ შორის მოხდა სიტყვიერი შეთანხმება. დღეის მდგომარეობით ზ-----მ მ-----–--ე არ ითვლება მეწილედ, მან 200 000 აშშ დოლარად გაყიდა თავისი წილი მ--------- ხ-------ზე. მოწმემ განმარტა, რომ მას ნებისმიერ დროს შეეძლო დოკუმენტის ნახვა, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ბუღალტერს არ ქონდა უფლება მოწილისათვის დაემალა რაიმე დოკუმენტი. სასამართლო გადაწყვეტილებებით დოკუმენტაციის ნახვის უფლების განსაზღვრა მოხდა იმიტომ, რომ მეწილეებს სურდათ დოკუმენტების წაღება, დოკუმენტაციის გატანა კი არ ხდებოდა. 2005 წელს პ----- ნ--–-----ის მიერ 2,5% წილის 45 ლარად შეძენის შესახებ არაფერი სმენია, ისევე როგორც 50 აშშ დოლარად ნ------ თ------ას მიერ შეძენილი 5%-ის შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებით ო----- პ------–ი დამნაშავე არ არის, წილი უზრუნველყოფილი იყო სესხით. ზ-----მ მ-----–--ის წილს გაყიდვის შემდეგ სავარაუდოდ გადაყვებოდა სესხის უზრუნველყოფა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ ხ-------მა განმარტა, რომ დაახლოებით 2000 წელს ბაზრობაზე გაიცნო ზ----- მ-----–--ე, რომელსაც კომპანიიდან პარტნიორების მსგავსად აღებული ჰქონდა სესხი, დაახლოებით 30 000 აშშ დოლარი, რასაც შემდგომ ფარავდნენ მიღებული დივიდენდებიდან - პირადი შემოსავლებიდან. ლ---- ჩ-------ე იყო ზ----- მ-----–--ის წარმომადგენელი. სესხი აიღეს როგორც ფიზიკურმა პირებმა და უნდა გადაეხადათ მიუხედავათ იმისა აიღებდნენ თუ არა დივიდენდს, მათი წილი არანაირ კავშირში არ იყო სესხის აღებასთან, ამასთან სესხის აღებისას ხელშეკრულება არ შემდგარა. პარტნიორებმა კომპანიის დირექტორიად მოიწვიეს ო----- პ------–ი და კრების დროს გადასცეს სიები, სადაც ეწერა ვის რა რაოდენობის სესხი ქონდა, რათა შემდგომ დაქვითულიყო მათი შემოსავლებიდან. ო----- პ------–ის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ბაზრის შემოსავლები გაიზარდა. მოწმემ განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით ფლობს წილს, თუმცა 2005 წელს გაყიდა მისი წილის 7.5%.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------- კ----ემ განმარტა, რომ 1996 წლიდან მუშაობდა შპს ,,ვ---------–-----ში“, 2000 წელს დარეგისტრირდა, როგორც დამფუძვნებელი და მისი წილი შეადგენს 15%-ს. 1998 წელს 5-8 თვით იყო კომპანიის დირექტორი. 1998 წლიდან სავარაუდოდ 2005-2006 წლებამდე ლ---- ჩ-------ე იყო ბუღალტერი, 2000 წელს ასევე გახდა დამფუძვნებელი 10%-ით, როგორც დამფუძვნებელი ის იღებდა კრებებში მონაწილეობას, შემდეგ კი თავისი წილი გადააწერა ზ----- მ-----–--ეს. კომპანია პირველ ეტაპზე, მათ შორის მისი დირექტორბის დროს იყო ზარალზე და ქონდათ დავალიანება, მოგებაზე გავიდა 2004-2005 წლებიდან. ერთჯერადად ყველაზე მეტი დივიდენდი აიღო 2009 წელს ო----- პ------–ის დირექტორობის პერიოდში, დაახლოებით 24 000 თუ 28 000 ლარი წლიურად, შემდეგ ხარჯებმა იმატა და 2010-2011 აიღო მხოლოდ 8000 ლარი წლიური. დივიდენდის აღებისას დგებოდა დოკუმენტი, სადაც ასახული იყო რამდენს იღებდა. დღეის მდგომარეობით არ იღებენ დივიდენდს, რადგან როგორც უთრეს აქვთ ხარჯები, დეტალები არ გაურკვევია, რადგან ენდობა კოლექტივს. კომპანიის საქმიანობაში ჩარევის და დოკუმენტის გაცნობის უფლება აქვს, თუმცა ამის მცდელობა პირადად არასდროს ქონია, მისი ადვოკატი ესწრება კრებებს და შეიძლება ეცნობა მასალებს. კოლექტივის გადაწყვეტილებით კომპანიამ 2005 წელს სს ,,პ------------- ბანკიდან“ ეტაპობრივად აიღო მიზნობრივი სესხი მაღაზიების ასაშენებლად, აღნიშნული სესხის თანხიდან მას პირადად არ აუღია თანხა, სესხის სახით, თუმცა გაიგო, რომ პარტნიორები იღებდნენ, მათ შორის იყო ლ---- ჩ-------ემ, რაოდენობები მისთვის არ არის ცნობილი. საქვეანგარიშოდ თანხა არ გაუტანია. მოწმემ განმარტა, რომ სალარო გასავლის ორდერები, რომელზეც მითითებულია, რომ 2005 წლის 29 აპრილს მის სახელზე გაცემული იქნა - 10 000 ლარი, 2006 წლის 30 დეკემბერს - 3000 ლარი, 2005 წლის 31 მარში - 5020 ლარი, 2005 წლის 31 იანვარს - 9000 ლარი და სხვა, არ შეესაბამება სინამდვილეს, მას არ აუღია თანხები და ხელის არ მოუწერია მითითებულ დოკუმენტებზე. აღნიშნული სალარო გასავლის ორდერები მისცა ზ----- მ-----–--ემ და კითხა ქონდა თუ არა აღნიშნული თანხები აღებული, თუმცა ისინი ასახავს 2005-2007 წლის მონაცემებს, ამ პერიოდში კი ო----- პ------–ი მათ კომპანიაში არ მუშაობდა. 2017 წელს 31 მარტს ჩატარდა შპს ,,ვ---------–-----ის“ პარტნიორთა კრება, ერთ-ერთი საკითხი იყო წლიური შედეგების განხილვა, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია ადვოკატთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---- ბ------ამ განმარტა, რომ ის არის გ------------–-------------როს თანამშრომელი. 2009-2011 წლებში მუშაობდა შპს „ვ---------–-----ში“ ბუღალტერის თანამდებობაზე, სადაც ასევე ბუღალტრად მუშაობდა ნ-----–- ქ-–---–---–ი. ამ უკანასკნელს მისთვის არანაირი პირველადი ბუღალტრული დოკუმენტი არ გადაუცია, რადგან შპს-ს ამოწმებდა საფინანსო საგამოძიებო სამსახური და დოკუმენტები ქონდათ წაღებული, მათ დოკუმენტები დააბრუნეს მოგვიანებით, რა დროსაც ქონდა მცდელობა გაცნობოდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა. კომპანიის დირექტორი იყო ო----- პ------–ი. საბუღალტრო საქმიანობას ახორციელებდა თავად, რადგან ელექტრონული პროგრამაში მუშაობა არ იცოდა ნ-----–- ქ-–---–---–მა. ო----- პ------–ის უნდოდა მოეწესრიგებინათ სიტუაცია, შეიძინეს კომპიუტერები, ჩაწერა საბუღალტრო პროგრამა - ,,SuperFin-?“ და ა.შ. კომპანიის ნაშთებთან, შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს იღებდა დირექტორისგან. კომპანიას ქონდა სესხი სს ,,პ------------- ბანკში“, რაც საბუღალტრო ამონაწერშიც ჩანდა, როგორც დირექტორისგან იცის აღნიშნული თანხიდან დამფუძნებლებზე გაცემული იყო სხვდასხვა რაოდენობის თანხები, თუმცა ამის დამდასტურებელი სესხის ხელშეკრულება საბუღალტრო საქმიანობის განხორციელების პროცესში არ უნახავს. თითოეული პარტნიორის სესხის ოდენობებთან დაკვშირებით დირექტორმა მისცა არაოფიციალური დოკუმენტი, რომელზეც ასახული იყო სესხის ოდენობები, შესაბამისად ასახა ბუღალტრულ პროგრამაში, გარდა ამისა შეიმუშავეს სესხის დაბრუნების გრაფიკი. შესაბამისად ყოველთვიურად ხდებოდა დივიდენდიდან დამფუძნებლების მიერ აღებული სესხის პროცენტულად ჩამოჭრა, რაც მათ გრაფიკში ქონდა განსაზღვრული. დოკუმენტურად ჯერ გაიცემოდა დივიდენდი და შემდეგ ხდებოდა სესხის ჩამოჭრა, რის შემდეგაც დარჩენილ თანხას იღებდა დამფუძნებელი დივიდენდის სახით. მოწმემ განმარტა, რომ ის დირექტივებს იღებდა დირექტორისგან და შესაბამისად მოქმედებდა, მას რაიმეს სახის დოკუმენტი, რომელიც იყო მიღებული პარტნიორთა საერთო კრებიდან არ უნახავს. დირექტორი აწვდიდა ინფორმაციას თუ რა გადაწყვეტილებას იღებდა პარტნიორთა საერთო კრება. მოწმემ განმარტა, რომ დივიდენდის მიმღებმა პირებმა იცოდნენ, რომ სესხის გამო გარკვეული რაოდენობის თანხა უკავდებოდათ, მათთვის ცნობილი იყო დაკავებული თანხის ოდენობაც. კომპანიაში ხშირადა მიდიოდნენ დამფუძნებლები, მაგრამ კონკრეტულად მათი საქმიანობის შესახებ არ არის მისთვის ცნობილი. ისინი ინტერესდებოდნენ მათი სესხით და ხშირად კითხულობდნენ ბუღალტერიაში სესხის გრაფიკს და დარჩენილი სესხის რაოდენობას. არ გაუგია დამფუძნებლების პრეტენზია და ან ნათქვამი, რომ მათ არ ქონდათ არანაირი სესხი. კომპანიის დამფუძნებლებზე სესხის გაცემა მოხდა დაახლოვებით იმ დროს, როდესაც შპს ,,ვ---------–-----მა“ აიღო სესხი სს ,,პ------------- ბანკიდან“, ამ პერიოდში კი ო----- პ------–ი არ იყო დირექტორი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---- ბ---------ამ განმარტა, რომ არის აუდიტორულ კომპანიის ბუღალტერი. 2011 წლიდან ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ვ---------–-----ს“ უწევს აუდიტორულ მომსახურეობას, საგადასახადო კუთხით. კომპანიას ყავდა ბუღალტერი ნ-----–- ქ-–---–---–ი. მანამდე კომპანიის ბუღალტერი იყო ი---- ბ------ა, რომელიც სარგებლობდა პროგრამა ,,SuperFin-??“ , თავად იყენებდა პროგრამა - ,,ორისს“, შესაბამისად ნაშთები რაც არსებობდა ,,SuperFin-??“ , ის გადაიტანა ,,ორისში“. ფიზიკურად საბუთების გადაბარება არ მომხდარა, საბუთები იყო პროგრამაში. სესხის ხელშეკრულება ნანახი არ აქვს და დღეის მდგომარეობით დივიდენდის გაცემა არ ხდება, მისი მუშაობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ მოხდა დივიდენდის გაცემა. დივიდენდის გაცემისას ავტომატურად იჭრება საშემოსავლო გადასახადი და სესხი, აღნიშნული პროცედურა შეეხო ყველას ვისაც ქონდა დავალიანება. პროგრამა ,,SuperFin-??“ ჩანდა დივიდენდების სესხი და სასესხო დაკავებები. პარტნიორებს ყოველთვიურად ეჭრებოდათ დივიდენდი, პრეტენზია არავის გამოუთქვას. საგადასახადო კოდექსის თანახმად დეკლარაციაზე პასუხისმგებლობა გააჩნია შპს-ს აუდიტორულ კომპანიას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ გ------–--ემ განმარტა, რომ 1994 წლიდან არის ნოტარიუსი, ამჟამად არის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავჯდომარე. 2008 წლის 27 მარტს მიმართეს ზ----- მ-----–--ემ და შპს „ვ---------–-----ის“ პარტნიორმა ლ---- ჩ-------ემ, მოითხოვეს 10 პროცენტიანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ 2008 წლის 27 მარტს შეადგინა სანოტარო აქტი რეესტრის ნომრით 1-5140. გამყიდველი იყო - ლ---- ჩ-------ე, ხოლო მყიდველი - ზ----- მ-----–--ე. მხარეებს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია, იმ სამართლებრივი შედეგების დაკავშირებით, რაც წილის გასხვისებას შეიძლება მოყოლოდა. სანოტარო აქტის ხმამაღლა წაუკითხა, რის შემდეგაც მხარეებმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია ნასყიდობის ფასი და წილის ოდენობა, დანართს თან ახლავს პარტნიორთა კრების ოქმი და რეესტრიდან ამონაწერი წილის თაობაზე, რომლითაც წილი არ არის სამართლებრივად დატვირთული რამე ვალდებულებით. სესხი წილთან დაკავშირებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც პირი სესხის თანხის უზრუნველსაყოფად დებს ქონებას. ამ შემთხვევაში წილი არ იყო დატვირთული, ამას ადასტურებდა შესაბამისი დოკუმენტითაც, ამასთან გამყიდველს არ განუმარტავს, რომ წილს ქონდა რაიმე ვალდებულება. ვალდებულების არსებობის შემთხვევაში ამონაწერში ასახული იქნებოდა ვალდებულება, რაც ამ შემთხვევაში არ იყო. სანოტარო აქტის მეორე მუხლის მეორე პუნქტში მხარეთა თხოვნის საფუძველზე მიეთითა, რომ იმ შემთხვევაში თუ ნასყიდობის საგანი უფლებრივად აღმოჩნდება ნაკლის მქონე, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს აუნაზღაუროს ზიანი, მოწმემ წილი ისეთი იყიდა, როგორიც იყო - ვალდებულებებისაგან თავისუფალი, უნაკლო, რაც დასტურდებოდა ამონაწერითა და ცნობით, რომელიც დევს საქმეში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–--- ა-–--------–---–მა განმარტა, რომ არის ს----------–------------------------------------------------–-----–----–------- სამმართველოს გამომძიებელი. 2017 წლის 5 იანვარს შპს ,,ვ---------–-----ის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის - ზ----- მ-----–--ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება განსახილველ საქმეზე და ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა ელექტრონული ვებგვერდები, ბრალი წაუყენა ბრალდებულს და სხვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- მ------ემ განმარტა, რომ არის ფი------------------------------------------------- უფროსი გამომძიებელი. მოწმემ განმარტა, რომ განსახილველ საქმის გამომძიებელ იყო - ე-–--- ა-–--------–---–ი და მასთან ინახებოდა. მის მიერ კი ჩატარებული იქნა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, რასთან დაკავშირებითაც შეადგინა შესაბამისი ოქმები.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ო----- პ------–მა არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2009 წლის აპრილიდან დაინიშნა შპს ,,ვ---------–-----ის“ დირექტორად, დამფუძნებელ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების თანახმად. კომპანიაში მისვლისას ფინანსურ პოლიციას რამდენიმე კვირით ადრე დაწყებული ქონდა შემოწმება და წაღებული ქონდა დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, შესაბამისად მატერიალურად არანაირი მონაცემები არ ქონდა. მოწილეებმა აცნობეს არსებული ვითარება, მათ შორის უთხრეს, რომ კომპანიას ქონდა სესხი, საიდანაც აიღეს კრედიტები, მისი თხოვნით ჩამოუწერეს თოთოეული პარტნიორის მიერ აღებული თანხის ოდენობა. 2009 წლის 14 აპრილს შეკრიბა დამფუძვნებელი პარტნიორები და ჩატარა კრება, რა დროსაც გააცნო მათ მიერ მიწოდებული მონაცემები და განუმართა თითოეულ მათგანს რამდენი და როდის ქონდა გატანილი, არცერთ წევრს არ გამოუთქვამს პრეტენზია, მან ასევე აუხსნა, როგორ მოხდებოდა თანხების დაკავება, რომ ჯერ ხელფასი გამოიწერებოდა, საიდანაც ჯერ მოხდებოდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, შემდეგ ბანკთან და ამის შემდეგ დარჩენილი თანხა დივიდენდის სახით გადაეცემოდათ მათ. აღნიშნული კრება იყო 100 % დასწრებით და არავის პრეტენზია არ განუცხადებიათ, კრებას ესწრებოდა ასევე ზ----- მ-----–--ე. შესაბამისად დაიწყეს მუშაობა მის მიერ შეთავაზებული მეთოდით, მას სურდა აღნიშნულის დაოქმება, შესაბამისად 2009 წლის 12 ოქტომბერს კვლავ მოიწვია კრება, სადაც უნდა განხილულიყო საკითხი - მოწილეების მიერ წილების შეუსაბამო თანხების გატანის განხილვა, თუმცა ყველა პარტნიორმა უარი განაცხადა და დღის წესრიგიდან მოხსნეს საკითხი. საგადასახადო კანონი უპროცენტოდ გაცემულ განიხილავს, როგორც ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს, შესაბამისად რადგან მოცემულ შემთხვევაში კრედიტები გაცემული იყო უპროცენტოდ 2009-2010 წელს დაერიცხათ ჯარიმა. აღნიშნულის შემდეგ აუდიტორულ კომპანიასთან გააფორმეს ხელშეკრულება და დღემდე ეს უკანასკნელი აწარმოებს საქმიანობას, მათ შორის ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშსწორებას. დივიდენდზე სარგებლის დარიცხვა არის საგადასახდო კოდექსის მოთხოვნა. დასკვნის თანახმად, შპს ,,ვ---------–-----ი“ ვალდებული იყო 2011 წლის 1 იანვრამდე 2017 წლის 21 იანვრამდე პარტნიორ ფიზიკურ პირზე უპროცენტოდ გაცემულ სესხზე დარიცხულ სარგებელზე მოეხდინა ყოველთვიური ანგარიშგება, რომელიც საწარმოს მიერ განხორციელებულია საქართველოს საგადასახდო კოდექსისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტის შესაბამისად. გარდა ამისა იმის დაშვების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ვ---------–-----მა“ პარტნიორ ფიზიკურ პირებზე გასცა უპროცენტო სესხი, საგადასახო ნორმათა გათვალისწინებით ფიზიკურმა პირმა მიიღო უსასყიდლო მომსახურება, რომელიც გათანაბრებულია ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალთან, შესაბამისად სესხის გამცემი ვალდებულია სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადით, სწორედ აღნიშნული იქნა გაკეთებული მის მიერ. ამასთან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2012 წლის შემდეგ საგადასახდო აუდიტმა შეამოწმა კომპანია და დარღვევა აღარ გამოვლენილა. 2009-2015 წლებში შემოწმებებისას, მათ შორის ექსპერტიზა, აუდიტორული ფირმა, ფინანსურის პოლიცია სარგებლობდა პარტნიორთა ჩანაწერებით. სარგებლის დარიცხვასთან დაკავშირებით პრეტენზია არცერთ პარტნიორს არასდროს დაუფიქსირებია. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას არაფერი გაუყალბებია. ბანკიდან აღებული მიზნობრივი სესხიდან პარტნიორებმა აიღეს თანხები, თუმცა ოფიციალური დოკუმენტაცია ამის შესახებ არ არსებობდა და პარტნიორები ზეპირად შეთანხმდნენ. დოკუმენტად მიიღო ის რაც დაუწერეს დამფუძნებელმა პარტნიორებმა, რაც დაადასტურეს მოწმეებმა ჩვენების მიცემისას. კონკრეტული დასარიცხი თანხა ადუტორულმა ფირმამ დაიანგარიშა.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდებისა მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის:
შპს ,,ვ---------–-----ის“ სარეგისტრაციო დოკუმენტების თანახმად, შპს ,,ვ---------–----“ (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია 1996 წლის 13 თებერვალს, მისი დამფუძნებლები და საწესდებო კაპიტალში წილის მფლობელები არიან: ნ-------- კ----ე -15%, გ------ ქ-–---–---–ი - 17,5%, ი-------- ქ---------ე - 5%, თ------ი პ------–ი - 20%, ლ---- ჩ-------ე - 10%, პ----- ნ--–-----ე - 7,5%, ა------ ლ-----ე - 2,5%, ნ------ თ------ა - 5%, ვ-–- ქ-–---–---–ი - 10%, გ------ ხ-------ი - 2,5% და მ--------- ხ-------ი - 5%. 2009 წლის 2 აპრილის ბრძანებით, საზოგადოების დირექტორი გ------ ქ-–---–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შპს ვ---------–-----ის დირექტორად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებით დაინიშნა ო----- პ------–ი.
2008 წლის 27 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად , შპს ,,ვ---------–-----ის“ პარტნიორმა ლ---- ჩ-------ემ, საწესდებო კაპიტალში მისი კუთვნილი წილი 10% მიყიდა ზ----- მ-----–--ეს და ხელშეკრულების დადების მომენტისათვის სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი - 100 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველზე გადავიდა ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობა, მათ შორის საზოგადოებიდან მოგების მიღების უფლება; 2.1. პუნქტის თანახმად, გამყიდველი ადასტურებს, რომ ნასყიდობის საგანი არის უფლებრივად უნაკლო: ა) ამ ხელშეკრულების დადებამდე ნასყიდობის საგანი არ გაუსხვისებია, არ დაუგირავებია და მესამე პირებს არ შეიძლება რაიმე პრეტენზია ჰქონდეთ დათმობილი წილის მიმართ, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2---------წ გაცემული №0----------- ცნობით; 2.2. პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ ნასყიდობის საგანი აღმოჩნდება უფლებრივად ნაკლის მქონე, გამყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მყიდველს მიყენებული ზიანი; 4.1. პუნქტის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
2009 წლის 14 აპრილის შპს ,,ვ---------–-----ის“ პარტნიორთა კრების №4 ოქმის თანახმად, კრების დღის წესრიგი შედგებოდა სხვადასხვა საკითხისაგან, მათ შორის საკითხი N4 - სავარაუდო დივიდენდების ყოველთვიური განაწილების პოლიტიკის განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე კი გადაწყდა: კრებაზე დამსწრე პარტნიორებმა (პ.ნ--–-----ე, თ.პ------–ი, მ.ხ-------ის წარმომადგენელი ს------ი, გ.ქ-–---–---–ი, ვ.ქ-–---–---–ი, ი.ქ---------ის, ნ.თ------ას, ნ.კ----ისა და ზ.მ-----–--ის წარმომადგენელი გ-------–--ე) ერთხმად გადაწყვიტეს, რომ დივიდენდების განაწილება პარტნიორებზე მოხდეს ყოველთვიურად, შპს ,,ვ---------–-----ის“ შემოსავლებიდან ხარჯების გამოქვითვით წარმოქმნილი წმინდა მოგების ნაწილიდან 60%-ის ოდენობით, ბიუჯეტთან და ბანკთან ანგარიშსწორების შემდეგ თვის მომდევნო თვის 10 რიცხვში, ხოლო წლიური დივიდენდების განაწილება მოხდეს წლის მომდევნო წლის აპრილის 10-15 რიცხვებში.
2009 წლის 12 ოქტომბრის შპს ,,ვ---------–-----ის“ პარტნიორთა კრების №6 ოქმის თანახმად, კრების დღის წესრიგი შედგებოდა სხვადასხვა საკითხისაგან, მათ შორის საკითხი N4 – N4 საკითხია - 200-2009 წლებში მონაწილეების მიერ წილების შეუსაბამო თანხების გატანის საკითხის განხილვა. პარტნიორებმა მოითხოვეს დღის წესრიგის მე-4 საკითხი არ ყოფილიყო განხილული კრებაზე და დაზუსტებულიყო კრების გარეშე. ამდენად დღის წესრიგის მე-4 საკითხი კრებაზე არ განხილულა. კრებას გაურკვეველი მიზეზით არ დაესწრნენ ზ.მ-----–--ე და შ.თ------ა, თუმცა კრება გდაწყვეტილებაუნარიანია, რადგან ესწრებოდა პარტნიორთა ხმათა 85%.
2009 წლის 7 ივლისის დოკუმენტური რევიზიის აქტის თანახმად შპს ,,ვ---------–-----ში“ 2004-2009 წლის თებერვლამდე პერიოდის საფინანსო სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზიის შედეგებით, შპს-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაეკისრა სულ 173 772 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 108 181 ლარი და ჯარიმა 65 591 ლარი.
2012 წლის 5 აპრილის დოკუმენტური რევიზიის აქტის თანახმად, შპს ,,ვ---------–-----ში“ 2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდის დოკუმენტური რევიზიის შედეგებით, შპს ,,ვ---------–-----ს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაეკისრა სულ 35 227 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 23 484 ლარი და ჯარიმა 11 743 ლარი.
2015 წლის 2 ივლისის საქართველოს ფი------------------------------------------------- სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული შპს ,,ვ---------–-----ის“ მიმართ ჩატარებული თემატური შემოწმების აქტისა და მისი დანართი დოკუმენტების თანახმად, გამოძიების მიერ წარდგენილი საბუღალტრო დოკუმენტების თანახმად, დგინდება, რომ შპს-ს მიერ დივიდენდების გაცემა აღრიცხულია 2009 წლის თებერვლიდან 2012 წლამდე პერიოდში.
აღნიშნულ პერიოდში, შპს ,,ვ---------–-----ის“ 10% წილის მფლობელ ზ----- მ-----–--ეზე დივიდენდის სახით დარიცხულია 49 903 ლარი, საიდანაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი შეადგენს 2495 ლარს. შესაბამისად, ზ----- მ-----–--ის მიერ, დარიცხული დივიდენდებიდან საბიუჯეტი გადასახადების გამოქვითვის შემდგომ, მისაღებმა თანხამ შეადგინა 47 408 (49903-2495) ლარი. იმავე საანგარიშო პერიოდში შპს ,,ვ---------–-----ის“ მიერ, დარიცხული დივიდენდიდან საბიუჯეტო გადასახადების გამოქვითვის შემდგომ დარჩენილი მისაღები თანხიდან კომპანიის მიმართ დაფიქსირებული სესხის დაფარვის მიზნით, გამოქვითულია 12 923 აშშ დოლარის ექვივალენტი - 22 021 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზ----- მ-----–--ეზე გაცემულად არის აღრიცხული 25 387 ლარი, მათ შორის ბანკით 16 881 ლარი. შესაბამისად, ზ----- მ-----–--ეზე დარიცხული დივიდენდებიდან საბიუჯეტო გადასახადების გამოქვითვის შემდგომ დარჩენილ მისაღებ თანხასა (47 408 ლარი) და გაცემულად აღრიცხულ თანხას (25 387 ლარი) შორის სხვაობა შეადგენს 22 021 (47 408-25 387) ლარს.
2009 წლის 23 სექტემბრის საკომისიო ექსპერტიზის №-- დასკვნის თანახმად, შპს ,,ვ---------–-----ს“ სს „პ------------- ბანკიდან“ მშენებლობისათვის გამოტანილი აქვს 496 593 აშშ დოლარი, თანხა ძირითადად გახარჯულია მიზნობრივად. საინჟინრო ექსპერტიზით მშენებლობაზე დახარჯული თანხა იმ პერიოდისათვის არის 532 860 აშშ დოლარი.
იმავე დასკვნის თანახმად, რომ მთავარ ბუღალტერს ლ---- ჩ-------ეს ბანკიდან გამოტანილი აქვს - 496 593 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში 838 185 ლარი. ბანკიდან გამოტანილი 496 593 აშშ დოლარიდან 2007 წელს დამფუძნებლებზეა გაცემული 136 477 დოლარი, უკან დაბრუნებულია 77 425 აშშ დოლარი, დამფუძნებლებზე ირიცხება 59 052 აშშ დოლარი, რაც იფარება გასაცემი დივიდენდებიდან. დამფუძნებლებზე ნაშთად დარჩენილი 59 052 აშშ დოლარის გარდა (496 593-59052) 437 541 აშშ დოლარი დახარჯულია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე.
საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2009 წლის 7 სექტემბრის №2--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ვ---------–-----ის“ კუთვნილი ბაზრობის ტერიტორიაზე 2005-2008 წლებში შესრულებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა საორიენტაციოდ 886 679.8 ლარით, რაც იმ პერიოდისათვის (ლარის კურსის დოლართან მიმართებაში 1.664) შეადგენს 532 860 აშშ დოლარს. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, გარდა სამშენებლო სამუშაოებისათვის აღებული სესხისა, 95 319 აშშ დოლარისა (532 860-437 541) ეროვნულ ვალუტაში 158 611 ლარის სამუშაოები შესრულებულია დამფუძნებელთა გაუნაწილებელი წმინდა მოგებიდან.
2009 წლის 18 სექტემბრის შპს ,,ვ---------–-----ის“ დირექტორის წერილის თანახმად, შპს ,,ვ---------–-----ის“ სახელით სს „პ------------- ბანკიდან“ გამოტანილი სესხიდან უშუალოდ დამფუძნებლების მიერ გატანილია 136 477 აშშ დოლარი (კაპიტალი), რომელიც იფარება ყოველთვიურად პარტნიორთა კუთვნილი დივიდენდებიდან. აღნიშნული თანხები თითოეულ მოწილეზე განაწილებულია შემდეგნაირად: ზ----- მ-----–--ე - 29 800 აშშ დოლარი, გ------ ხ-------ი - 16 135 აშშ დოლარი, ი-------- ქ---------ე - 6500 აშშ დოლარი, პ----- ნ--–-----ე - 20 959 აშშ დოლარი, თ------ პ------–ი - 19 000 აშშ დოლარი, ვ-–- ქ-–---–---–ი - 5366 აშშ დოლარი, ნ------ თ------ა - 1--- აშშ დოლარი, ნ------ კ----ე - 2125 აშშ დოლარი, ს-----------ი - 12 807 აშშ დოლარი, გ------ ქ-–---–---–ი - 22 785 აშშ დოლარი.
2017 წლის 7 მარტის `ფ----------------------------ის~ აუდიტორული დასკვნის თანახმად `იმ დაშვების გათვალისწინებით, რომ შპს „ვ---------–----“-მა პარტნიორ ფიზიკურ პირზე გასცა უპროცენტო სესხი, წინამდებარე დასკვნაში მოყვანილი საგადასახადო კოდექსის დებულებების გათვალისწინებით, ფიზიკურმა პირმა მიიღო უსასყიდლო მომსახურება, რომელიც გათანაბრებულია „სხვა სახის“ (იხილეთ დასკვნის მე-3 ნაწილი) შემოსავალთან, შესაბამისად სესხის გამცემი ვალდებულია სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, დაბეგროს საშემოსავლო გადასახადით, იმავე დასკვნის თანახმად: აღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით, შპს „ვ---------–----“ ვალდებული იყო, 2011 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 იანვრამდე პარტნიორ ფიზიკურ პირზე უპროცენტოდ გაცემულ სესხზე დარიცხულ სარგებელზე მოეხდინა ყოველთვიური ანგარიშგება, რომელიც საწარმოს მიერ განხორციელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2018 წლის 15 ივნისის თბილსის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად ო----- პ------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. იმავე განაჩენით ლ---- ჩ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთას 4 (ოთხი) წლის ვადით.
2018 წლის 10 დეკემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თანახმად ო----- პ------–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა, ხოლო მსჯავრდებულ ლ---- ჩ-------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ბრალდებულ ო----- პ------–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ო----- პ------–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს, რომ ო----- პ------–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ორგანიზება, გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შესაბამისად მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----- პ------–ი საქართველოს სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
წარდგენილი ბრალით ო----- პ------–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ: მისი როგორც დირექტორის ორგანიზებით, კომპანიის ბუღალტერმა (2015 წლის 3 ივლისს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების მიუხედავად) განაგრძო არასწორი ინფორმაციის შემცველი საბუღალტრო მონაცემების შეტანა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში და ფიქტიურად გაწერილი სესხის - 29 800 აშშ დოლარის თითქოსდა მიმღების - ზ----- მ-----–--ის სახელზე, უპროცენტო სესხის მიღების სანაცვლო სარგებლის ბუღალტრული ასახვა, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ზ----- მ-----–--ეს, რაც გამოიხატა საგადასახადო ორგანოებში ზ----- მ-----–--ის სახელზე არარსებული სარგებლის შესახებ ოფიციალური ჩანაწერის შექმნაში.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს ზ----- მ-----–--ის ჩვენებას, რომლის თანახმადაც 1996-1997 წლებში მამამისმა - ზ------ მ-----–--ემ შეიძინა შპს ,,ვ---------–-----ის“ წილის 10%, რომელიც გააფორმა ოჯახის ახლობელ ლ---- ჩ-------ის სახელზე, რომელიც იმავდროულად კომპანიაში მუშაობდა ბუღალტრად. 2008 წლის 27 მარტიდან კი თავად გახდა ხსენებული შპს-ს პარტნიორი და ლ---- ჩ-------ეზე გაფორმებული 10% წილის მფლობელი. მოწმემ განმარტა, რომ მის მიერ შეძენილი 10%-იანი წილი იყო უფლებრივად უნაკლო, ანუ არანაირი ვალდებულება არ მოყვებოდა. 2009 წლის მაისში ნახა ცხრილი, სადაც ასახული იყო სესხის გადახდის წესი, შესაბამისად გაიგო, რომ ლ---- ჩ-------ეს 2005 წელს აღებულ ჰქონდა სესხი, თუმცა იხდიდნენ პარტნიორები, ანუ დივიდენდების ხარჯზე ხდებოდა სესხის დაფარვა. მოწმემ განმარტა, რომ სესხებზე და მის დაფარვაზე ყოველთვის იყო საუბარი, თუმცა დოკუმენტი არ არსებობდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლ---- ჩ-------ეს აღებული ჰქონდა სესხი, მაშინ როდესაც 10 პროცენტიან წილს ფლობდა. მოწმემ დაადასტურა, რომ პარტნიორებისთვის ცნობილი იყო, რომ ლ---- ჩ-------ე იყო ფორმალური წილის მფლობელი და მას ჰქონდა შეთანხმება ზ----- მ-----–--ის ოჯახთან.
მოწმის სახით დაკითხულმა ყველა პარტნიორმა დაადასტურა ის გარემოება, რომ ყველა პარტნიორის მოთხოვნით მოხდა სესხების დაფარვის წესზე შეთანხმება, პარტნიორებმა დირექტორს გადასცეს მათ მიერვე შედგენილი სესხების ამსახველი ე.წ. შავი ჩანაწერები, ამის საფუძველზე მოხდა სესხების ბუღალტრულად ასახვა და არც ერთ პარტნიორს არ გამოუთქვამს პრეტენზია დივიდენდებიდან სესხის თანხის დაქვითვასთან დაკავშირებით. აქვე ხაზი უნდა გაესვას უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ 2009, 2012 და 2015 წლების რევიზიის აქტებში მითითებულია, რომ მათი მომზადებისას მისი შემდგენები დაეყრდნენ საწარმოს პარტნიორების და დირექტორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ანუ რევიზორებს რაიმე სხვა დოკუმენტი გარდა იმისა, რაც სიტყვიერად და ე.წ. `შავი ჩანაწერების~ საშუალებით მიაწოდეს პარტნიორებმა, არ გააჩნდათ.
სასამართლო დეტალურად განიხილავს მოწმეთა ჩვენებებს ამ მიმართულებით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე - პ----- ნ--–-----ემ დაადასტურა, რომ ზ------ მ-----–--ემ 2000 წელს შეიძინა გარკვეული წილი და აღირიცხა ლ---- ჩ-------ის სახელზე, რომელიც 1999 წლიდან კომპანიაში მისივე ბრძანებით ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობდა. ზ------მა განუცხადა, რომ ლ---- იყო მისი ნდობით აღჭურვილი პირი, შესაბამისად 1. შპს-ში მის წილს უპატრონებდა და 2. საქმის კურსში იქნებოდა. 2005 წელს კომპანიამ ბაკისგან აიღო დაახლოებით ნახევარი მილიონი აშშ დოლარი სესხის სახით, დაახლოებით 1 თვეში ზ------ მ-----–--ემ დაურეკა დირექტორ გ------ ქ-–---–---–ს და თანხის ნაწილი წაიღო, გარდა ამისა 2006 წელს, როდესაც თავად პ----- ნ--–-----ე იყო შპს-ს დირექტორი, ზ------ მ-----–--ემ უშუალოდ მასთან იკითხა და შემდგომ უშუალოდ მისგან წაიღოს ბანკიდან აღებული სესხის თანხიდან სესხის სახით - დაახლოებით 15 000 ან 18 000 აშშ დოლარი. საერთო ჯამში ზ------ მ-----–--ეს წაღებული აქვს - 29 800 აშშ დოლარი. მოწმემ დაადასტურა, რომ მის მსგავსად სესხი აღებული ჰქონდა სხვა პარტნიორებსაც და მისი დაფარვა ხდებოდა დივიდენდებიდან. პარალელურად ეტაპობრივად მიმდინარეობდა მშენებლობა, ამიტომ მოწილეებმა გადაწყვიტეს თანხები დაეფარათ ყოველთვიურად, თუნდაც იმ ვალდებულებით რა ვალდებულებაც აღებული ჰქონდათ ბანკიდან. პარტნიორების მიერ თანხის აღებასთან დაკავშირებით და შემდგომ დივიდენდებიდან დაფარვასთან დაკავშირებით წერილობით დოკუმენტი არ შემდგარა, ზეპირი ფორმით მოხდა შეთანხმება, ე.წ. ,,შავი ჩანაწერები“ ჰქონდა თითოეულ პარტნიორს. 2008 წელს ზ------ მ-----–--ე პ----- ნ--–-----ეს და თ------ პ------–ს განუცხადა, რომ პარტნიორებიდან მისი ნდობით აღჭურვილი პირი - ლ---- ჩ-------ე გადიოდა და შედიოდა თავად, ანუ ლ----ს სახელზე დარეგისტრირებულ 10%-ს უფორმებდა ქალიშვილს, თუმცა იქვე განაცხადა, რომ ამით არაფერი შეიცვლებოდა, ყველა ვალდებულებას, რაც მასზე იყო, მათ შორის სესხსაც გადაიხდიდა.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2009 წლის აპრილში დირექტორად დაინიშნა ო----- პ------–ი, ვინაიდან მატერიალურად არ ჰქონდათ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი რაც ასახავდა პარტნიორების მიერ აღებულ სესხს, მოიწვიეს კრება და ეს უკანასკნელი ჩააყენეს საქმის კურსში, ვის რა რაოდენობის თანხა ჰქონდა გატანილი კრედიტის სახით და ვის რამდენი უნდა დაქვითვოდა ყოველთვიურად დივიდენდებიდან. შესაბამისად ო----- პ------–ს თვითნებურად არავისთვის არაფერი დაუწერია. ამასთან, 2009 წლამდე საერთოდ არაფერი იცოდა ო----- პ------–მა და ეს მაშინ როცა 2005 წლიდან ხდებოდა კრედიტების დაქვითვა.
თავის მხრივ მოწმე გ------ ქ-–---–---–მა დაადასტურა, რომ 1998-1999 წლებში მის დის ნაცვლად კომპანიაში დახვდა ბუღალტერი ლ---- ჩ-------ე, გაარკვია, რომ ეს უკანასკნელი შსს მ--------------–--ის უფროსმა ზ------ მ-----–--ემ მიიყვანა. მოწმემ განმარტა, რომ ზ------ მ-----–--ე საზოგადოების უშუალო პარტნიორი გახდა 2001 წელს, მისი კუთვნილი წილი ლ---- ჩ-------ის სახელზე იყო გაფორმებული, რადგან თანამდებობის პირი იყო და არ ჰქონდა უფლება მის სახელზე დაერეგისტრირებინა. 2005 წელს შპს-მ ბანკში აიღო კრედიტი მაღაზიების ასაშენებლად, თუმცა პარტნიორებმა თანხის ნაწილი პირადი მოხმარებისთვის გაიტანეს, მიუხედავად ამისა ძირითადი თანხა მოხმარდა მაღაზიის მშენებლობას. პირადი მოხმარებისთვის ზ------ მ-----–--ეს დაახლოებით 29 000 აშშ დოლარი აიღო, თანხის ნაწილის გატანისას კომპანიის დირექტორი თავად - გ------ ქ-–---–---–ი იყო, ნაწილის გატანისას კი პ----- ნ--–-----ე. თანხების გაცემაზე და შემდეგ დივიდენდიდან თანხის დაკავებასთან დაკავშირებით არანირი წერილობითი დოკუმენტი არ შემდგარა, აღნიშნულზე პარტნიორები სიტყვიერად შეთანხმდნენ. შპს იყო მსესხებელი ბანკიდან, შესაბამისად თანხები, რომლებიც მეწილეებმა აიღეს, ისევ შპს-ს ანგარიშზე ჯდებოდა, სარგებელი კი ბანკს ერიცხებოდა. მოწმემ განმარტა, რომ ზ------ მ-----–--ემ თანხის ნაწილი პირადად წაიღო, ნაწილი კი ლ----ს საშუალებით. დივიდენდების გადახდისას ყველამ იცოდა, ვის რამდენი ჰქონდა დაკავებული და ვის რამდენი ჰქონდა გადასახდელი. გატანილ და შეტანილ თანხებთან დაკავშირებით აკეთებდნენ ჩანაწერებს და არ არსებობდა ვინმეს 1 ლარი ზედმეტი წაეღო. დივიდენდიდან ყველას უკავებდნენ გადასახადს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ 2008 წელს დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ზ----- მ-----–--ემ ლ---- ჩ-------ისაგან 100 აშშ დოლარად იყიდა წილი, რაც შემდგომ 200 000 აშშ დოლარად გაყიდა მ--------- ხ-------ზე.
2009 წელს საზოგადოების წევრების ინიციატივით დირექტორად დაინიშნა ერთ-ერთი მეწილის ძმა, ფინანსისტი - ო----- პ------–ი. მისი დირექტორობის დროს საზოგადოების შემოსავლები გაიზარდა და ბევრი საკითხი მოაწესრიგა, ო-----მა აკრძალა ფულის გატანა, ასევე ზ----- მ-----–--ის მიერ მაღაზიებიდან თანხების აკრეფა. მოწმემ განმარტა, რომ დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებით ო----- პ------–ი დამნაშავე არ არის, რადგან წილი უზრუნველყოფილი იყო სესხით, ამასთან როდესაც ზ-----მ მ-----–--ემ წილი გაყიდა, ახალ მყიდველს მ--------- ხ-------ს, სავარაუდოდ გადაყვებოდა სესხის უზრუნველყოფა.
ასევე, მოწმე ს----–-- გ-----მა განმარტა, რომ დაახლოებით 1998 წელს შსს მ--------------–--აში შეხვდნენ ზ------ მ-----–--ეს, რომელმაც განუმარტა, რომ კონტეინერები, რომლისთვისაც არ იხდიდნენ გადასახად იყო მისი, დაინტერესებული იყო საზოგადოების წილის მიღებით, ამასთან უთხრა, რომ კომპანიას გაუწევდა მფარველობას. იყიდა წილის 5%, რომელიც პირველ ეტაპზე ორგანიზაციის სახელზე იყო, შემდეგ იყიდა კიდევ 5% და მისი კუთვნილი ჯამში - 10% გააფორმა მის მიერვე მიყვანილ ბუღალტერ ლ---- ჩ-------ის სახელზე, შესაბამისად კომპანიაში მიმდინარე მოვლენებზე საქმის კურსში იყო ზ------ მ-----–--ე, როგორც ლ---- ჩ-------ისაგან, ისე სხვა პარტნიორებისაგან. 2005 წელს შპს ,,ვ---------–-----მა“ ბანკიდან აიღო სესხი, დაახლოებით ნახევარი მილიონი აშშ დოლარი, რაც ჭირდებოდა მშენებლობისათვის, თუმცა თანხის გარკვეული ნაწილი პარტნიორებმა აიღეს, მ-----–--ეებმა ჯამში აიღეს - 30 000 აშშ დოლარი. მოწმემ განმარტა, რომ აღებულ თანხებთან დაკავშირებით არსებობდა მხოლოდ ,,შავი“ ჩანაწერები, თითოეულმა პარტნიორმა იცოდა ვის რამდენი ქონდა გატანილი, ამასთან აღებული თანხა იფარებოდა დივიდენდებიდან. 2008 წელს ზ------ მ-----–--ემ ს----–-- გ-----ს და პ----- ნ--–-----ეს უთხრა, რომ ლ---- ჩ-------ეზე რეგისტრირებული 10% უნდა გადაეფორმებინა მის შვილზე - ზ----- მ-----–--ის სახელზე. ამასთან ზ------მა თქვა, რომ მის მიერ აღებულ თანხებს ჩვეულებისამებრ დაფარავდა.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2009 წელს პარტნიორთა თხოვნით დაინიშნა კომპანიის დირექტორად თ------ პ------–ის ძმა – ო----- პ------–ი, რადგან ეს უკანასკნელი იყო საგადასახო ინსპექციაში ნამუშევარი. მისი მისვლისთანავე ჩატარდა პარტნიორთა კრება და შედგა ოქმი, შეხვედრაზე მას აცნობებს არსებული სესხის და აღებული თანხების შესახებ. ო----- პ------–ის დირექტორობის პერიოდში შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა. თითოეული თანამშრომელი ფურცელზე აფიქსირებდა მის მიერ აღებულ თანხებს, რასაც აწვდიდნენ ბუღალტერს, რომელიც აღრიცხავდა. ჩანაწერებში ლ---- ჩ-------ეზე დაფიქსირებული იყო სესხი - დაახლოებით 30 000 აშშ დოლარი. იმ შემთხვევაში თუ თანხის დაბრუნება არ მოხდებოდა, ანაზღაურდებოდა ქონებით - წილით.
ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ------ ხ-------მა განმარტა, რომ დაახლოებით 2000 წელს ბაზრობაზე გაიცნო ზ----- მ-----–--ე, რომელსაც კომპანიიდან პარტნიორების მსგავსად აღებული ჰქონდა სესხი, დაახლოებით 30 000 აშშ დოლარი, რასაც შემდგომ ფარავდნენ მიღებული დივიდენდებიდან - პირადი შემოსავლებიდან. ლ---- ჩ-------ე იყო ზ----- მ-----–--ის წარმომადგენელი. სესხი აიღეს როგორც ფიზიკურმა პირებმა და უნდა გადაეხადათ მიუხედავათ იმისა აიღებდნენ თუ არა დივიდენდს. სესხის აღებისას ხელშეკრულება არ შემდგარა.
პარტნიორებმა კომპანიის დირექტორიად მოიწვიეს ო----- პ------–ი და კრების დროს გადასცეს სიები, სადაც ეწერა ვის რა რაოდენობის სესხი ჰქონდა, რათა შემდგომ დაქვითულიყო მათი შემოსავლებიდან. ო----- პ------–ის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ბაზრის შემოსავლები გაიზარდა.
აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების ანალიზის შემდეგ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ------ მ-----–--ემ შეიძინა შპს ,,ვ---------–-----ის“ 10% წილი, რომელიც პ------– ეტაპზე გარკვეული მიზეზის გამო დაარეგისტრირა ლ---- ჩ-------ეზე, შემდგომ კი - 2008 წლის 27 მარტს შესაბამისი სანოტარო აქტის - ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაარეგისტრირა მისი შვილის ზ----- მ-----–--ის სახელზე. ასევე მას შემდეგ რაც 2005 წელს კომპანიამ სს ,,პ------------- ბანკში“ აიღო მიზნობრივი სესხი, პარტნიორებმა აღნიშნული თანხიდან პირადი სარგებლობისთვის გაიტანეს გარკვეული რაოდენობის - სხვადასხვა ოდენობით თანხები. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მათ შორის იყო, არაფორმალური პარტნიორი ლ---- ჩ-------ის სახელით წარმოდგენილი ზ------ მ-----–--ე, რომელმაც საერთო ჯამში აიღო სესხი - 29 800 აშშ დოლარი, მათ შორის პ----- ნ--–-----ემ დაადასტურა ზ------ მ-----–--ეს უშუალოდ გადასცა თანხის ნაწილი, კერძოდ 16 000-18000 აშშ დოლარი, გ------ ქ-–---–---–მა კი დაადასტურა, რომ თანხის ნაწილი ზ------ მ-----–--ემ პირადად წაიღო, ნაწილი კი ლ----ს საშუალებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის ეჭვებს აღნიშნული სესხის არსებობასთან დაკავშირებით, მითუფრო იმაზე მითითებით, რომ სესხი ასეთის არსებობის შემთხვევაში აღებული იქნა 2009 წლამდე, ანუ მაშინ, როცა ჯერ კომპანიაში ო----- პ------–ი არ მუშაობდა, რაც იმას ადასტურებს, რომ ბრალდებული უშუალო შემსწრე და მაშასადამე აღნიშნული ფაქტის მცოდნე პირი ვერ იქნება, თავად ლ---- ჩ-------ე - სასამართლო სხდომაზე ვერ იკითხება და უცნობია მისი პოზიცია, ზ----- მ-----–--ე უარყოფს ფაქტს, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად შეძენილი წილი არის უფლებრივად უნაკლო.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. რაიმე ფაქტის მტკიცე მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ კონკრეტულს მოწმე არ ეთანხმება, მითუფრო დაინტერესებული მოწმე, ვერ იქნება ეჭვგარეშე გარემოება, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულს აქვს სხვა პოზიცია.
გარდა ამისა მნიშვნელოვანია ბრალდებულის ჩვენება, რომელიც თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული შპს ,,ვ---------–-----ის“ პარტნიორთა მიერ მიცემულ ჩვენებებთან, რომლის თანახმადაც კომპანიის ფინანსური მდგომარების გამოსასწორებლად კომპანიის დირექტორად დანიშნეს სწორედ ო----- პ------–ი, რომელსაც მიაწოდეს შავი ჩანაწერები, მათ მიერ აღებულ და დაბრუნებულ თანხებთან დაკავშირებით, ვინაიდან რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნდათ.
აღნიშნული პარტნიორები სასამართლო სხდომაზე ადასტურებენ ზ------ მ-----–--ის მიერ, როგორც პირადად ისე ლ---- ჩ-------ის საშუალებით კომპანიიდან სესხის სახით თანხების - ჯამში დაახლოებით 30 000 აშშ დოლარის აღებას. გარდა ამისა მოწმეებმა პ----- ნ--–-----ემ და ს----–-- გ-----მა დაადასტურეს, რომ თავის წარმომადგენელ ლ---- ჩ-------ისგან მის შვილ ზ----- მ-----–--ისათვის წილის გადაფორმებისას ზ------ მ-----–--ემ განუცხადა, რომ ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან ყველა ვალდებულებას, რაც მასზე იყო, მათ შორის სესხს გადაიხდიდა.
აღნიშნულს ადასტურებს, ასევე 2009-2011 წლებში კომპანიის ბუღალტერმა ი---- ბ------ამ, რომელმაც განმარტა, რომ ო----- პ------–ის უნდოდა მოეწესრიგებინათ სიტუაცია, კომპანიას ქონდა სესხი სს ,,პ------------- ბანკში“, რაც საბუღალტრო ამონაწერშიც ჩანდა, დირექტორისგან ასევე იცოდა, რომ აღნიშნული თანხიდან დამფუძნებლებზე გაცემული იყო სხვდასხვა რაოდენობის თანხები, თითოეული პარტნიორის სესხის ოდენობებთან დაკვშირებით დირექტორმა მისცა არაოფიციალური დოკუმენტი, რომელზეც ასახული იყო სესხის ოდენობები, რაც შემდგომში აისახა ბუღალტრულ პროგრამაში, გარდა ამისა შეიმუშავეს სესხის დაბრუნების გრაფიკი. შესაბამისად ყოველთვიურად ხდებოდა დივიდენდიდან დამფუძნებლების მიერ აღებული სესხის პროცენტულად ჩამოჭრა, რაც მათ გრაფიკში ქონდა განსაზღვრული. დოკუმენტურად ჯერ გაიცემოდა დივიდენდი და შემდეგ ხდებოდა სესხის ჩამოჭრა, რის შემდეგაც დარჩენილ თანხას იღებდა დამფუძნებელი დივიდენდის სახით.
მოწმემ განმარტა, რომ დივიდენდის მიმღებმა პირებმა იცოდნენ, რომ სესხის გამო გარკვეული რაოდენობის თანხა უკავდებოდათ, მათთვის ცნობილი იყო დაკავებული თანხის ოდენობაც. კომპანიაში ხშირადა მიდიოდნენ დამფუძნებლები, ისინი ინტერესდებოდნენ მათი სესხით და ხშირად კითხულობდნენ ბუღალტერიაში სესხის გრაფიკს და დარჩენილი სესხის რაოდენობას. არ გაუგია დამფუძნებლების პრეტენზია ან ნათქვამი, რომ მათ არ ჰქონდათ არანაირი სესხი.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმასაც, რომ 2009 წლის 14 აპრილის N4 პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, რომელსაც ესწრებოდა ზ----- მ-----–--ის წარმომადგენელი გ---–----- ე-----–--ე, პარტნიორები შეთანხმდენენ დივიდენდების განაწილების წესზე, კერძოდ, ჯერ უნდა დაფარულიყო ბიუჯეტისა და ბანკის ვალდებულებები და დარჩენილი თანხიდან მომხდარიყო დივიდენდის გაცემა. ამ საკითხთან დაკავშირებით ო----- პ------–მა დამატებით წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა ი-------- ქ---------ეს. მართალია, ამ კრების ოქმში არ არის საუბარი პარტნიორებისათვის გამოყოფილი დივიდენდებიდან თანხის გაქვითვის თაობაზე, მაგრამ 2009 წლის 12 ოქტომბრის კრების ოქმის თანახმად, დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად გათვალისწინებული იყო მოწილეების მიერ წილების შეუსაბამო თანხების გატანის საკითხის განხილვა, რაზეც ყველა პარტნიორმა მოითხოვა აღნიშნული საკითხი არ განხილულიყო კრებაზე და დაზუსტებულიყო კრების გარეშე.
სასამართლო ასევე არ ტოვებს ყურადღების გარეშე მოწმე ზ----- მ-----–--ის ჩვენებაში არსებულ მნიშვნელოვან ურთიერთ გამომრიცხავ უზუსტობებს, კერძოდ ერთის მხრივ მოწმე ადასტურებს, რომ მისი ოჯახი იმთავითვე იყო ლ---- ჩ-------ის სახელზე რეგისტრირებული წილის არაფორმალური მფლობელი და ის 1996-1997 წელს შეიძინეს 13 000 აშშ დოლარად, ასეთ შემთხვევაში კი წილის რეალური მფლობელი თავს ვერ აარიდებდა საზოგადოების წინაშე წარმოშობილ ვალდებულებას, მითუფრო მაშინ, როცა კონკრეტულმა პირმა არაფორმალური მფლობელის სასარგებლოდ აიღო თანხები, თუმცა მეორეს მხრივ ლ---- ჩ-------ისგან 100 აშშ დოლარად შეიძინა აღნიშნული წილი, რასაც ადასტურებს ასევე 2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც 10%-იანი წილის ფასად მითითებულია 100 აშშ დოლარი.
თავის მხრივ მნიშვნელოვანია აღნიშნული მოწმის განმარტებები, რომ 2009 წელს მისთვის უკვე ცნობილ იყო ის ფაქტი, რომ დივიდენდის ხარჯზე ხდებოდა სესხის დაფარვა, ამასთან პარტნიორებისთვის ცნობილი იყო, რომ ლ---- ჩ-------ე წილის მხოლოდ ფორმალური მფლობელი იყო და მას ქონდა შეთანხმება ზ----- მ-----–--ის ოჯახთან.
შესაბამისად სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ ო----- პ------–ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ორგანიზება, გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ო----- პ------–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. შესაბამისად ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ო----- პ------–ის ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა და შესაბამისად ის ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო----- პ------–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
2. ო----- პ------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი