განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/8--
გამოძიების N0-----------
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და-----–---------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ვა-–-------------–---ი
ბრალდებული ლა–---------ა
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 2---------წ.
მამის სახელი: ელ------
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: მქონე
საცხოვრებელი ადგილი: ხე-–---------, დ. მა-----------, მ. კო-–--–---ს ქ. N-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილი (03 ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდებულ ლა–---------ას წარედგინა ბრალდება, დანაშაულისათვის, რაც, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (სამი ეპიზოდი)
სასამართლომ დაადგინა:
1. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა ლა–---------ამ, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განაჩენით გასამართლებული იყო ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, 2017 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ბათუმში, თე----------------–-ს ქუჩა N---ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულების N--- დეესკალაციის ოთახში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელბორკილის მოხსნის მიზნით, მასთან დეესკალაციის ოთახში შესულ ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს მუ----------------ს, კერძოდ, სახის არეში დაარტყა ხელი, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. განსაკუთრებით მძიმე დანაშულისათვის მსჯავრდებულმა ლა–---------ამ, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განაჩენით გასამართლებული იყო ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ქ. ბათუმში თე----------------–-ს ქუჩა N---ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულების N--- დეესკალაციის ოთახში, 2017 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 19:04 საათზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ექიმთან ერთად მასთან დეესკალაციის ოთახში შესულ, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს მი------------–---ს, კერძოდ, მარჯვენა ფერდის არეში ორჯერ დაარტყა ფეხი, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. განსაკუთრებით მძიმე დანაშულისათვის მსჯავრდებულმა ლა–---------ამ, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განაჩენით გასამართლებული იყო ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, 2017 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 03:36 საათზე, ქ. ბათუმში თე----------------–-ს ქუჩა N---ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულების N--- დეესკალაციის ოთახში, ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ხელბორკილის მოხსნის მიზნით მასთან დეესკალაციის ოთახში შესულ ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს მი------------–---ს, კერძოდ, მარჯვენა მხარეს ბარძაყის, წელის და ორივე ხელის მიდამოებში რამოდენიმეჯერ დაარტყა ფეხი, რითაც, ამ უკანასკნელს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ლა–---------ამ ჩაიდინა 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული განზრახი ქმედება, რაც ბრალდებულის მიერ გამოხატული იქნა წინასწარი განზრახვით აქტიური მოქმედებაში.
აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მუ----------------მ განმარტა, რომ მუშაობს სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის მთავრ ინსპექტორად და ყოველ მესამე დღეს უწევს მორიგეობა. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 12 ივლისს ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას და თანამშრომლებთან ზ-----–------თან, ავ--------–--–--------თან და და--------------სთან ერთად იმყოფებოდა დაწესებულების მეორე სართულზე. ამ დროს, N----ე დეესკალაციის ოთახში წესრიგის დარღვევისათვის მოთავსებული იყო მსჯავრდებული ლა–---------ა, რომელიც ამ ოთახში მოთავსებული იქნა იმის გამო, რომ იმუქრებოდა თვითდაზიანებით, ,,აბრახუნებდა“ საკნის კარებზე და ხმაურობდა, რის გამოც, მის მიმართ, გამოყენებული იქნა ხელბორკილი და შინაგანი წესის თანახმად, მოთავსებული იყო დეესკალაციის ოთახში, სადაც, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ორი საათის გასვლის შემდეგ დაწესებულების ექიმ ი----–-–--–----თან ერთად შევიდა მასთან ხელბორკილის მოხსნის მიზნით, რა დროსაც, ლა–---------ამ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზნით გაიწია ექიმ ი----–-–--–----აკენ, მაგრამ მან არ მიცა მას ამის შესაძლებლობა და როგორც იგი, ასევე, მასთან ერთად მყოფი დაწესებულების თანამშრომლები მოუწოდებდნენ ლა–---------ას დაწყნარებულიყო. ამ დროს მსჯავრდებულმა ლა–---------ამ აგინა მას და მარჯვენა ხელის მუშტი მოუქნია და დაარტყა სახის მარცხენა მხარეს, რის გამოც, ლა–---------ას ისევ თავიდან დაადეს ხელბორკილი. განმარტავს, რომ დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. დარტყმის შემდეგ დატოვა საკანი. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც ჩაიხედა სარკეში ნახა, რომ სახეზე მიღებული ქონდა დაზიანება რის გამოც, მას შემთხვევიდან მეორე დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა. განმარტავს, რომ დადგენილი შინაგანი წესის თანახმად, როდესაც მსჯავრდებულს დადებული აქვს ხელბორკილი მის მოხსნას უნდა ესწრებოდეს დაწესებულების ექიმი, ამის გამო იქნა მის მიერ შეყვანილი ექიმი ი--- ც-–--–--ე მსჯავრდებულ ლა–---------ასთან საკანში, რომელზედაც ფიზიკური დაზიანების მიყენება სცადა მსჯავრდებულმა. ადასტურებს, რომ ექიმთან ერთად საკანში შესული იყო მხოლოდ თვითონ, ხოლო დაწესებულების თანამშრომელი ზ-----–----ე ამ დროს იდგა კარებთან და როდესაც მსჯავრდებულმა დაარტყა მას ხელი სახის არესი, ეს უკანასკნელი შევიდა მასთან დასახმარებლად. განმარტავს, რომ ხელბორკილი მსჯავრდებულს დადებული უნდა ქონდეს ორი საათის განმავლობაში, აღნიშნული ვადა მათ მიერ დარღვეული არ ყოფილა. მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის საკანი აღჭურვილი იყო ვიდეოკამერით.
ანალოგიურად დაადასტურა, მოწმის სახით დაკითხულმა, N--ე სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორმა და--------------მ და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2017 წლის 12 ივლისს იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იყო მორიგე დაწესებულების თანამშრომლებთან ზ-----–------თან, ავ--------–--–--------თან და მუ----------------სთან ერთად, რა დროსაც, ამავე სართულზე განთავსებულ N----ე დეესკალაციის საკანში მოთავსებული იყო მსჯავრდებული ლა–---------ა, რომელსაც ხელბორკილი ქონდა დადებული წესრიგის დარღვევისათვის. იმისათვის, რომ მოეხსნათ მისთვის ხელბორკილი, მასთან მივიდნენ ექიმ ი----–-–--–----თან ერთად და შევიდნენ ხელბორკილის მოსახსნელად, რა დროსაც, მსჯავრდებულმა ხელის დარტყმის მიზნით გაიწია ექიმ ი----–-–--–----აკენ, მათ შეაჩერეს ბრალდებული და მოუწოდეს დამშვიდებულიყო, ეს უკანასკნელი კი იგინებოდა და ,,იფურთხებოდა“. ამ დროს მსჯავრდებულმა ლა–---------ამ მარჯვენა ხელი დაარტყა სახის მარცხენა მხარეს იქვე მყოფ დაწესებულების თანამშრომელს მუ----------------ს, ამის შემდეგ, მსჯავრდებულ ლა–---------ას ისევ დაადეს ხელბორკილი და დატოვეს დეესკალაციის ოთახში. განმარტავს, რომ მათი მხრიდან დეესკალაციის ოთახში მყოფ მსჯავრდებულ ლა–---------ას მიმართ, რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. განმარტავს, რომ უშუალოდ მისთვის ლა–---------ას ხელი არ დაურტყამს, მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა. ადასტურებს, რომ დეესკალაციის საკანი აღჭურვილია ვიდეოკამერით. თუ რის გამო იყო აღელვებული მსჯავრდებული და რატომ გამოხატა მათ მიმართ აგრესია მისთვის უცნობია.
მოწმის სახით დაკითხულმა, N--ე პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორმა ავ--------– მჟ-------მ, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ 2017 წლის 12 ივლისს იმყოფებოდა N--ე დაწესებულებაში და ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას. დღის განმავლობაში ახორციელებდა პატიმრებზე მეთვალყურეობას, რა დროსაც, მსჯავრდებული ლა–---------ა იმყოფებოდა N----ე დეესკალაციის საკანში, სადაც იგი იგინებოდა ადმინისტრაციის უფროსის მისამართით, ამტვრევდა კარებს, რის გამოც, მას დაადეს ხელბორკილი. ხელბორკილის დადებით ლა–---------ა დამშვიდდა. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 20:00 საათისათვის დაწესებულების თანამშრომლებთან და ექიმ ი----–-–--–----თან ერთად, მივიდა დეესკალაციის საკანთან, რათა ხელბორკილი მოეხსნათ მისთვის, რა დროსაც, მსჯავრდებული ლა–---------ა გაიწია ექიმისკენ ხელის დასარტყმელად, რომლის საშუალებაც არ მისცეს მას და დაუწყეს დაწყნარება. ამ დროს ლა–---------ამ საკანში მყოფ მუ----------------ს სახის მარცხენა მხარეს დაარტყა ხელი. რის შემდეგაც, ექიმი გამოყვანილი იქნა საკნიდან და ნახა, რომ მუ----------------ს მარცხენა სახე ქონდა ,,შეწითლებული“. განმარტავს, რომ მისი მორიგეობის დროს ლა–---------აზე, რაიმე სახის ზეწოლას დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ადგილი არ ქონია. მისთვის არავის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ლა–---------ა მოითხოვდა ექიმის თავის დროზე მიყვანას, რასაც ასრულებდნენ კიდეც. განმარტავს, რომ ლა–---------ას ხელბორკილი დაადეს 18:00 საათზე იმიტომ, რომ იგი ილანძღებოდა და იგინებოდა. მისთვის უცნობია, თუ რატომ იყო იგი აღელვებული. ადასტურებს, რომ დეესკალაციის ოთახში განთავსებულია ვიდეოკამერები. განმარტავს, რომ ამ შემთხვევამდეც ლა–---------ა მოთავსებული იყო დეესკალაციის ოთახში დაწესებულების შინაგანი წესრიგის დარღვევისათვის.
მოწმის სახით დაკითხულმა, N--ე დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორმა ზ-----–----ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 12 ივლისს იმყოფებოდა დაწესებულების მეორე სართულზე და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, ამავე სართულზე განთავსებულ N----ე დეესკალაციის ოთახიდან მოესმა ,,ბრახუნის“ ხმა, სადაც, მოთავსებული იყო მსჯავრდებული ლა–---------ა. მოუწოდეს მას სიმშივიდისაკენ, მაგრამ ეს უკანასკნელი კვლავ აგრძელებდა ხმაურს, რის გამოც, დაწესებულების თანამშრომელთან ერთად შევიდა საკანში და ლა–---------ას დაადეს ხელბორკილი. იმის გამო, რომ ხელბორკილის მოსახსნელად საჭიროა ექიმის დასწრება ექიმთან და დაწესებულების თანამშრომელთან მუ----------------სთან, და--------------სთან და ავ--------–--–--------თან ერთად მივიდნენ საკანთან ხელბორკილის მოსახსნელად. საკანში შევიდნენ ირ-----, დ------ე და მჟ-------, ხოლო თვითონ კი დადგა საკნის შესასვლელ კარებთან, მოწმის განმარტებით, როდესაც ლა–---------ას მოხსნეს ხელბორკილი იგი გაიწია ექიმისკენ და ცდილობდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რისი საშუალებაც არ მისცეს მას. ექიმი გამოვიდა საკნიდან, ამ დროს ლა–---------ა მუ----------------ს აფურთხებდა სახეში და ასევე მოუქნია ხელი და დაარტყა მუ----------------ს თვალის არეში, რა დროსაც, თვითონაც შევიდა საკანში და ისევ დაადეს ხელბორკილი ლა–---------ას. გარეთ გამოსვლის შემდეგ შენიშნა, რომ მუ----------------ს სახის არეში აღენიშნებოდა სიწითლე, განმარტავს, რომ ხელბორკილის მოსახსნელად ყველა შესვლაზე თან ახლავთ ექიმი, ლა–---------ა ექიმის მიმართ იყო აგრესიული. განმარტავს, რადგანაც მას არ მისცეს საშუალება ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა ექიმისათვის ლა–---------ა მათ მიმართ გახდა აგრესიული და ამ დროს მიაყენა ფიზიკური დაზიანება საკანში მყოფ მუ----------------ს. ლა–---------ა ხშირად იმუქრებოდა სხეულის დაზიანებით, ადასტურებს, რომ დეესკალაციის საკანში განთავსებულია ვიდეოკამერები.
მოწმის სახით დაკითხულმა, ქალაქ ქობულეთის სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა ი--- ც-–--–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 12 ივლისს მუშაობდა N--ე პენიტენციური დაწესებულების მორიგე ექიმად. მორიგეობა უწევდა დილის 10 საათიდან მეორე დღის 10 საათამდე. შემთხვევის დღეს 12 ივლისს ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაწესებულების თანამშრომლებთან ავ--------–--–--------თან, მუ----------------სთან, და--------------სთან და ზ-----–------თან ერთად, ხელბორკილის მოხსნის მიზნით მივიდა დაწესებულების დეესკალაციის ოთახში, სადაც, მოთავსებული იყო მსჯავრდებული ლა–---------ა. მოწმის განმარტებით, იგი ესწრებოდა მსჯავრდებულზე ხელბორკილი მოხსნას იმის გამო, რომ შეემოწმებინა მისი ჯანმრთელობა. როდესაც შევიდა საკანში, ლა–---------ამ უწმაწური სიტყვებით გამოხატა მის მიმართ აგრესია, წაიწია მისკენ რათა ხელი დაერტყა მისთვის, რის გამოც, მან უკან გადადგა ნაბიჯი და ლა–---------ა შეაჩერეს იქვე მყოფმა დაწესებულების თანამშრომლებმა, რა დროსაც, ლა–---------ამ მუშტი დაარტყა სახის არეში მუ----------------ს, რომელსაც ამ დარტყმის შემდგომ სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე. განმარტავს, რომ მისთვის უცნობია, თუ რატომ გამოხატავდა აგრესიას ლა–---------ა მის მიმართ, მათი მხრიდან რაიმე შეურაცხყოფას ლა–---------ას მიმართ ადგილი არ ჰქონია. ადასტურებს, რომ ლა–---------ას უწევდა სამედიცინო დახმარებას დროულად საჭიროების შემთხვევაში, ხოლო თუ იქნებოდა სხვა საკანში მაშინ შეიძლება დაგვიანებით მისულიყო მასთან. განმარტავს, რომ დაწესებულებაში მისვლისთანავე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ლა–---------ა იმყოფებოდა დეესკალაციის საკანში. ხელბორკილის მოსახსნელად დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად მივიდა 20:00 საათზე. ადასტურებს, რომ იგი ყოველთვის შედიოდა საკანში ლა–---------ასთან, როდესაც ეს უკანასკნელი ითხოვდა მასთან შეხვედრას და სამედიცინო დახმარებას, აძლევდა მას შესაბამის წამალს, გადაჰყავდა გეგმიურ გამოკვლევაზე. განმარტავს, რომ მუ----------------ს ლა–---------ას მიერ დარტყმის შემდეგ ქონდა შეშუპება და სიწითლე სახეზე.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა, N--ე პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა მი------------–---მ, საქმის სასამართლო განხილვის დროს აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს, 2017 წლის 13 ივლისს დილის 10 საათიდან ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას და იყო მორიგე. ამ დროს დაწესებულების N----ე დეესკალაციის საკანში იმყოფებოდა მსჯავრდებული ლა–---------ა, რომელიც იყო აგრესიული, რის გამოც, დადებული ქონდა ხელბორკილი. რომლის მოხსნის მიზნით დაწესებულების ექიმ ს------ ცო-----თან და თანამშრომლებთან ერთად ხელბორკილის მოხსნის მიზნით შევიდა დეესკალაციის ოთახში. რა დროსაც, მსჯავრდებულმა ლა–---------ამ დ----- ვა--–-----ს შეაფურთხა და ემუქრებოდა მათ, რის გამოც, ისევ დაადეს ხელბორკილი და გარეთ გამოსვლის დროს ლა–---------ამ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა მას ფეხი წელის არეში მარჯვენა მხარეს, რის გამოც, განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები. ასევე, დაზარალებული განმარტავს, რომ 2017 წლის 14 ივლისს ხელბორკილის მოხსნის მიზნით დაწესებულების ექიმთან, დაწესებულების თანამშრომლებთან ბ------ კო-–--–----თან, დ----- ვა--–-----სთან, რ----- კო-–--–----თან და დ----- ბე--------ან ერთად შესული იყო N----ე დეესკალაციის ოთახში, რა დროსაც, მსჯავრდებულმა ლა–---------ამ რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მარჯვენა მხარეს ბარძაყის წელისა და ორივე ხელის მიდამოში, რის გამოც, განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური ზიანი, რაც დადასტურებული იქნა ექსპერტიზის მიერ. განმარტავს, რომ დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული თავსდება მისი უსაფრთხოების მიზნით. განმარტავს, რომ ლა–---------ა გამოირჩეოდა აგრესიულობით და ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც მასთან შესული ექიმისათვის გაუტეხავს თერმომეტრი. არ ითხოვს რაიმე სახის ზიანის ანაზღაურებას.
მოწმე ლ---- კა--------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 13 ივლისს იმყოფებოდა მე-3 დაწესებულებაში და დაწესებულების მეორე სართულზე იყო მორიგედ. მის მოვალეობაში შედიოდა დაწესებულებაში დაეცვა სიმშვიდე. დაახლეობით საღამოს 19:00 საათზე დაწესებულების თანამშრომლებთან რ----- კო-–--–----თან, დ----- ვა--–-----სთან, მი------------–---სთან და დაწესებულების ექიმ ფსიქიატრთან ს------ ცო-----თან ერთად მისული იყო დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ ლა–---------ასთან. მისი თანმხლები პირები შევიდნენ საკანში, ხოლო თვითონ კი დადგა საკნის კარებთან. საკანში მყოფმა ლა–---------ამ უარი განაცხადა მასთან შესულ ექიმთან კონსულტაციაზე. მას სიმშვიდისკენ მოუწოდა საკანში მყოფმა მი------------–---მ, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლა–---------ამ და სხეულის არეში ორჯერ დაარტყა ფეხი. განმარტავს, რომ ლა–---------ა N----ე დეესკალაციის საკანში მოთავსებული იყო იმის გამო, რომ იგი იყო აგრესიული. ხოლო რაც შეეხება დაწესებულების ექიმს იგი თვითონ წყვეტს თუ ვისთან შევიდეს საკანში შემოწმების მიზნით. განმარტავს, რომ როდესაც ლა–---------ა რამდენჯერმე დაარტყა ფეხი საკანში შესულ მი------------–---ს, ამ დროს იდგა საკნის შესასვლელ კარებთან და საკანში ყველაფერს კარგად ხედავდა. ადასტურებს, რომ ლა–---------ას მოთხოვნაზე მასთან ხშირად მიუყვანიათ დაწესებულების ექიმი მისი ჯანმრთელობის შემოწმების მიზნით.
მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ვა--–-----მ განმარტა, რომ N--ე დაწესებულებაში მუშაობს უსაფრთხოების უფროს ინსპექტორად და პერიოდულად უწევს მორიგეობა. ერთ-ერთი მორიგეობის დროს კორპუსიდან ისმოდა ხმაური, როდესაც მივიდა ერთ-ერთ საკანთან ნახა, რომ მსჯავრდებულ ლა–---------ას მოტეხილი ქონდა საკანში არსებული წყლის ონკანი და ფეხებს ურტყამდა საკნის კარებს. მოწმის განმარტებით, იგი შევიდა საკანში, ამოიღო დაზიანებული ონკანი და დალუქა იგი. რადგანაც, ლა–---------ა აგრძელებდა ხმაურს, იგი გადაყვანილი იქნა დეესკალაციის ოთახში, სადაც დააზიანა საწოლის ლეიბი, რომელიც მის მიერ იქნა ამოღებული და დალუქული. მას მისცეს მეორე ლეიბი, მაგრამ ლა–---------ა არ დაწყნარდა და ისიც დააზიანა, რომელიც, ასევე მის მიერ იქნა ამოღებული და დალუქული. 2017 წლის 13 ივლისს მსჯავრდებულ ლა–---------ასთან მისი მოთხოვნის საფუძველზე მიყვანილი იქნა ექიმი, მაგრამ ექიმის მოთხოვნაზე განაცხადა უარი. დაწესებულების თანამშრომელი მი------------–--- მოუწოდებდა ლა–---------ას დაწყნარებულიყო. რა დროსაც, საკნიდან გამოსვლის დროს, მ------ ბრ---–-------ის ლა–---------ას დაურტყამს ფეხი. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ 13 ივლისის ფაქტს არ შესწრებია. ხოლო რაც შეეხება 14 ივლისის ფაქტს იგი დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად შესული იყო ლა–---------ას საკანში ხელბორკილის მოსახსნელად, რა დროსაც, ლა–---------ამ შეაფურთხა სახეში და კვლავ აგრძელებდა მათ მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, ისევ დაადეს ხელბორკილი და როდესაც საკნიდან გამოდიოდნენ ლა–---------ა მი------------–---ს რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მარჯვენა ბარძაყისა და ხელის არეში. ამ ფაქტს შეესწრნენ მასთან ერთად მყოფი თანამშრომლები. რ----- კო-–--–--ე, ბ------- კო-–--–--ე და ასევე დაწესებულების ექიმი დ----- ბ------. განმარტავს, რომ ლა–---------ამ მას სახეში შეაფურთხა იმ დროს, როდესაც ხელზე შეუხსნა ხელბორკილი, რის შემდეგაც იგი აგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას. რის გამოც, ისევ დაადეს ხელბორკილი და ამ დროს რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მი------------–---ს. 14 ივლისის ფაქტს ადგილი ქონდა დაახლოებით გამთენიისას 03:30 საათზე. მოწმის განმარტებით, მან აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს. შემთხვევამდე ლა–---------ას მოთხოვნით იმ დღეს მასთან ნამყოფი იყო ექიმი. თუ რაზე იყო გაღიზიანებული ლა–---------ა მისთვის უცნობია. ლა–---------ას ხელბორკილი დადებული ქონდა მისი უსაფრთხოების მიზნით. იგი კონკრეტულად რომელიმე მათგანს არ აგინებდა, იგი საერთოდ იგინებოდა ყველას მისამართით.
ანალოგიურად განმარტავს, მოწმის სახით დაკითხული მე-3 დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორმა რ----- კო-–--–--ე და მიუთითებს, რომ 2017 წლის 13 ივლისს იმყოფებოდა N--ე დაწესებულებაში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით დილის 11 საათისათვის სამსახურში მივიდა დაწესებულების ექიმი ს------ ც-----ა. რომელიც დაწესებულების თანამშრომელთან ერთად შეიყვანა მსჯავრდებულ ლა–---------ასთან კონსულტაციის მიზნით. მსჯავრდებულმა საკანში შესვლისთანავე დაუწყო მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ხოლო საკნიდან გამოსვლის დროს, რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მი------------–---ს. ისინი ამშვიდებდნენ მას, მაგრამ ლა–---------ა არ მშვიდდებოდა. ამ დროს ლა–---------ას ედო ხელბორკილი. მოწმის განმარტებით, მეორე დღეს, 14 ივლისს დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ ლა–---------ასთან მივიდა დაწესებულების თანამშრომლებთან დ----- ვა--–-----სთან, მი------------–---სთან, ბ------ კო-–--–----თან და დაწესებულების ექიმ დ----- ბე--------ან ერთად, ხელბორკილის მოსახსნელად. რა დროსაც, ლა–---------ამ დ----- ვა--–-----ს შეაფურთხა სახეში, რითაც მიაყენა ამ უკანასკნელს შეურაცხყოფა. რის გამოც, ისევ დაადეს ხელბორკილი. იმავე დღეს, 14 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, როდესაც შევიდნენ ხელბორკილის მოსახსნელად ლა–---------ასთან, ამ უკანასკნელმა ისევ გააგრძელა მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, შეაფურთხა დ----- ვა--–-----ს. მას კვლავ დაადეს ხელბორკილი, საკნიდან გამოსვლის დროს ლა–---------ა მი------------–---ს ფეხი დაარტყა სამჯერ წელის არეში. განმარტავს, რომ მან მორიგეობა გადაიბარა 2017 წლის 13 ივლისს 10 საათზე, სიაში ეწერა, რომ 231-ე დეესკალაციის საკანში მოთავსებული იყო ლა–---------ა. თუ რისთვის იყო იგი ამ ოთახში მოთავსებული მისთვის უცნობია. განმარტავს, რომ დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულს ათავსებენ იმ შემთხვევაში, როდესაც არის აგრესიული მისი დამშვიდების მიზნით.
მოწმემ ბ------ კო-–--–--ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 13 ივლისს იმყოფებოდა N--ე დაწესებულებაში და როგორც ინსპექტორ-კონტროლიორი ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას. ამ დროს მსჯავრდებული ლა–---------ა იმყოფებოდა დეესკალაციის საკანში, იყო აღელვებული და ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაწესებულების თანამშრომლების მისამართით. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ შეესწრო 2017 წლის 14 ივლისის დაახლოებით 03:30 საათზე მომხდარ ფაქტს. რა დროსაც, ხელბორკილის მოხსნის მიზნით საკანში შესულ დ----- ვა--–-----ს ლა–---------ამ შეაფურთხა სახის არეში, რის გამოც, მას ისევ დაადეს ხელბორკილი, ხოლო საკნიდან გამოსვლის დროს ლა–---------ამ დაწესებულების თანამშრომელს მი------------–---ს რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი წელისა და ხელის არეში. განმარტავს, რომ მათი მხრიდან შემთხვევამდე ლა–---------ას მიმართ, რაიმე სახის შეურაცხყოფას ადგილი არ ქონია. იგი მთლიანად ადასტურებს მის მიერ გამოძიებაში მიცემულ განმარტებას და მიუთითებს, რომ დაწესებულების ექიმი ესწრებოდა ლა–---------აზე ხელბორკილის მოხსნას. ექიმი საკნიდან გამოდიოდა, როდესაც ლა–---------ა იგინებოდა მათი მისამართით. ხელბორკილის მოხსნის შემდგომ ლა–---------ამ, ისევ გააგრძელა მათი მისამართით გინება. რის გამოც, მას ისევ დაადეს ხელბორკილი. მოწმის განმარტებით, პირადად მისთვის ლა–---------ას არასოდეს შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამ უკანასკნელს აქვს ფეთქებადი ხასიათი და ხშირად აყენებს შეურაცხყოფას დაწესებულების თანამშრომლებს. ლა–---------ა ხშირად ითხოვდა ექიმთან შეხვედრას, რის გამოც, მასთან მიყავდათ ექიმი. იგი ხელბორკილის დადების ფაქტს არ შესწრებია. იგი მხოლოდ მისი მოხსნის ფაქტს შეესწრო. მისთვის უცნობია თუ ვის გამო შეაფურთხა ლა–---------ამ მასთან საკანში შესულს დ----- ვა--–-----ს და რატომ ამოარტყა ორჯერ ფეხი მასთან საკანში მყოფ დაწესებულების თანამშრომელ მი------------–---ს.
მოწმე ს------ ც-----ამ განმარტავს, რომ 2017 წლის 13 ივლისს მუშაობდა N--ე დაწესებულებაში ექიმ-ფსიქიატრად და მის მოვალეობაში შედიოდა ამბულატორიული დახმარების გაწევა მსჯავრდებულებთან. იგი დაწესებულებაში შედის კვირაში ერთხელ. რა დროსაც, მას ხვდება პაციენტების სია და ამოწმებს მათ ჯანმრთელობას. ამ სიაში შეყვანილი იყო მსჯავრდებული ლა–---------ა, რის გამოც, 2017 წლის 13 ივლისს დაახლოებით 19:00 საათზე კონსულტაციის მიზნით ინახულა მსჯავრდებული ლა–---------ა. მასთან საკანში შევიდა დაწესებულების ორ თანამშრომელთან ერთად. ამ დროს ლა–---------ას ედო ხელბორკილი, წელს ზევით იყო შიშველ მდგომარეობაში და შესთავაზა მას კონსულტაციის გაწევა. ლა–---------ამ საკანში ყოფნის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, ხოლო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს მი------------–---ს, შეაფურთხა მას და ორჯერ დაარტყა ფეხი. ლა–---------ას წინააღმდეგობის გამო მათ გაუჭირდათ საკნის დაკეტვა, მაგრამ მაინც მოახერხეს მისი დაკეტვა. მოწმის განმარტებით, მან სრულად განუმარტა გამომძიებელს მომხდარი ფაქტი. მისთვის ცნობილია, რომ საკანი აღჭურვილი იყო ვიდეოკამერით. ადასტურებს, რომ ლა–---------ამ მას უარი განუცხადა კონსულტაციის გაწევაზე, ხოლო საკნიდან გამოსვლის დროს დაწესებულების თანამშრომელს მი------------–---ს ფეხი დაარტყა მარჯვენა მხარეს, ფერდის არეში. ლა–---------ას დაუდგინდა დიაგნოზი ნერვიული აშლილობა, მიდრეკილება არასათანადო ქმედებისაკენ. განმარტავს, რომ მისი ვიზიტი ლა–---------ასთან იყო გეგმიური.
მოწმე დ----- ბ------მ დაადასტურა, რომ 2017 წლის ივლისის თვეში მუშაობდა მესამე დაწესებულების მორიგე ექიმად. რის გამოც, ყოველ მე-4 დღეს იყო მორიგედ. 2017 წლის 13 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით იყო დაწესებულები მორიგე. იგი გამოძახებული იქნა მსჯავრდებულზე ხელბორკილის მოსახსნელად N----ე საკანში. მასთან ერთად საკანში შევიდნენ დაწესებულების თანამშრომლები მი------------–---, დ----- ვა--–-----, ბ------ კო-–--–--ე და რ----- კო-–--–--ე. რომელთაც უთხრეს, რომ მსჯავრდებულ ლა–---------აზე უნდა მოეხსნათ ხელბორკილი. საკანში ყოფნის დროს, მსჯავრდებულმა ლა–---------ამ გამოხატა აგრესია თანამშრომლების მიმართ და ასევე დ----- ვა--–-----ს შეაფურთხა, რის გამოც, იქვე მყოფმა დაწესებულების თანამშრომელმა მი------------–---მ ისევ დაადო ხელბორკილი მას. ამ დროს აღელვებულმა ლა–---------ამ მი------------–---ს რამდენჯერმე ამოარტყა ფეხი, რომელიც ამ უკანასკნელს მოხვდა ხელზე და ბარძაყზე. მოწმის განმარტებით, იგი ნახევრად ღია კარებში ადევნებდა მსჯავრდებულის მოქმედებას თვალს. როდესაც თანამშრომლები შევიდნენ საკანში გააფრთხილეს ლა–---------ა და მოუწოდეს დაწყნარებულიყო. ლა–---------ამ ხელბორკილის მოხსნის შემდგომ გამოხატა თავისი აგრესია. განმარტავს, რომ იმ მომენტში მი------------–---ს ხელზე დაზიანება არ აღენიშნებოდა. ადასტურებს, რომ ხშირად ხვდებოდა ლა–---------ას კონსულტაციის მიზნით. ადასტურებს, რომ ამ უკანასკნელს ხერხემალზე აქვს ტრავმები და აქვს ჯამრთელობის პრობლემები, უჩივის ტკივილებს, ესაჭიროება ნერვოლოგის კონსულტაცია. განმარტავს, რომ იგი გაყავთ სამედიცინო დაწესებულებაში გაუსაძლისი ტკივილების დროს, მაგრამ ამჟამად საჭიროდ არ ჩათვალეს მისი ოპერაცია. მას ჯამრთელობის ფორმა N100-ის შედგენის უფლება არა აქვს, აკეთებს მხოლოდ ჩანაწერებს. ადასტურებს, რომ მსჯავრდებული ლა–---------ა არის სამკურნალო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
მოწმის სახით დაკითხულმა, #3 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების ინსპექტორმა კ--------------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ მსჯავრდებულმა ლა–---------ამ რამდენჯერმე დააზიანა დაწესებულების ინვენტარი, კერძოდ, ლეიბები, რის გამოც, მასთან შევიდნენ დაწესებულების თანამშრომლები, რომელთაც ლა–---------ამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ლა–---------ამ 2017 წლის 24 მაისს დაწესებულების #231 დეესკალაციის ოთახში ყოფნის დროს, ისევ დააზიანა დაწესებულების ლეიბი, რის გამოც, მასთან შევიდნენ დაწესებულების თანამშრომლები. იგი ისევ გამოხატავდა აგრესიას მათ მიმართ, იგინებოდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რის გამოც, მის მიმართ კვლავ გამოყენებული იქნა ხელბორკილი. განმარტავს, რომ მის მიერ იქნან შედგენილი დაზიანებული ლეიბების ამოღების და დალუქვის ოქმი, რომლის ხელმოწერაზე ლა–---------ამ უარი განაცხადა. განმარტავს, რომ დეესკალაციის ოთახში მყოფი ლა–---------ა იყო აღელვებული, იგინებოდა და აზიანებდა ინვენტარს. დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსება ხდება დაწესებულების დირექტორის, ან მისი მოადგილის თანხმობის საფუძველზე. მსჯავრდებული თავსდება არაუმეტეს 72 საათისა, რომლის გაგრძელებაც შეუძლია მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელს. განმარტავს, რომ დეესკალაციის ოთახი არის დამშვიდების ოთახი. მიუთითებს, რომ იგი #3 დაწესებულების არ შესწრებია მსჯავრდებულ ლა–---------ას ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.
მოწმის სახით დაკითხულმა, პენიტენციური დეპარტამენტის გამომძიებელმა გ--- ფუ--–------ემ განმარტა, რომ მის მიერ იქნა ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებები #3 დაწესებულების მსჯავრდებულ ლა–---------ას მიმართ, კერძოდ, მის მიერ 2017 წლის 12 ივნისს დაწყებული იქნა გამოძიება ლა–---------ას მიმართ. გამოძიების დაწყებას საფუძველად დაედო ლა–---------ას მხრიდან #3 დაწესებულების რეჟიმის თანამშრომლის მუ----------------ზე ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი, კერძოდ, ლა–---------ამ რეჟიმის თანამშრომელს მუჭი დაარტყა სახის არეში. მიუთითებს, რომ მის მიერ იქნა დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზები, როგორც დაზარალებულების, ასევე, ბრალდებულ ლა–---------ას მიმართ. ასევე, #3 დაწესებულებიდან მის მიერ გამოთხოვილი იქნა დეესკალაციის ოთახის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და რომლებშიც ყველაფერი ნათლად ჩანს. ადასტურებს, რომ ლა–---------ას მხრიდან, ასევე, ადგილი ჰქონდა დაწესებულების ინვენტარის კერძოდ, წყლის ონკანის, ლეიბების დაზიანების ფაქტებს. ასევე, მას წარედგინა ბრალი დაწესებულების თანამშრომლ მი------------–---ზე ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტზე. თითოეულ ფაქტზე მის მიერ ამოღებული იქნა ვიდეოჩანაწერი. ასევე, დანიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა ლა–---------ას მიმართ. ადასტურებს, რომ #3 დაწესებულების მსჯავრდებული ლა–---------ა დაწესებულებაში იმყოფებოდა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და იღებდა წამლებს. მის მიერ იქნა ამოღებული და დალუქული ლა–---------ას მიერ დაზიანებული ,,მატრასები“ და წლის ონკანი, რაზეც დანიშნა ექსპერტიზა. ამ ფაქტზე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე, რადგან, ზიანი არ სცილდებოდა 150 ლარს. ლა–---------ას მიმართ წარდგენილი ბრალდებების ამსახველი ვიდეოჩანაწერები DVD და CD დისკზე ამოღებული და დალუქული იქნა მის მიერ, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი. განმარტავს, რომ მის მიერ ამოღებული ვიდეოჩანაწერის დისკები დაზიანებული არ ყოფილა და არც წყვეტა არ ქონიათ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.
საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქმეში არსებული, 2017 წლის 26 ივლისს შედგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ,, პირადი შემოწმების მონაცემებისა (13.0717წ. 11:10სთ) მუ----------------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი სახის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.
საქმეში არსებული, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნაში, რომელიც შედგენილია 2017 წლის 24 ივლისს, მითითებულია, რომ ,, პირადი შემოწმების (14.07.2017წ.) მონაცემებით მი------------–---ს აღენიშნებოდა ნაჭდევები (ლოკაცია და ხასიათი იხილეთ აღწერილობით ნაწილში) რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის(საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.
საქმეში არსებული, 2017 წლის 24 ივლისს შედგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ,,პირადი შემოწმების (14.07.2017) მონაცემებით ლა–---------ას აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები. რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის-საგნების ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.
საქმეში არსებული სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად ,, ლა–---------ას აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა- ემოციურად არამდგრადი პერსონალური აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, კერძოდ 2017 წლის 23 მაისს დაახლოებით 16:57 საათზე; 2017 წლის 23 მაისს დაახლოებით 20:45 საათზე; 2017 წლის 24 მაისს დაახლოებით 05:54 საათზე; 2017 წლის 24 მაისს 11:57 საათზე; 2017 წლის 24 მაისს დაახლოებით 19:41 საათზე; 2017 წლის 12 ივლისს დაახლოებით 20:00 საათზე; 2017 წლის 13 ივლისს დაახლოებით 19:04 საათზე; 2017 წლის 14 ივლისს დაახლოებით 03:37 საათზე; მას აღენიშნებოდა ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადია). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ლა–---------ას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ლა–---------ა იმგვარი ფსიქიკური აშლილობით რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ლა–---------ას აქვს ფსიქიკური ნაკლი. რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. ლა–---------ა არანებაყოფილობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს“.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა მ---------------–--ემ, ვა-------–----–---–---მა, დ----- მა-------მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებული გარემოებები და განმარტეს, რომ იგი შედგენილი იქნა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნათა შესაბამისად.
დაცვის მხარის მტკიცებულებების აღწერა:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ლა–---------ამ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ სასჯელს იხდის N 3-ე პენიტენციურ დაწესებულებაში და იმყოფებოდა ციხის N2-- საკანში ნ-------- ბუ----------ან ერთად და სვამდა ჩაის და ეწეოდა სიგარეტს, (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) რა დროსაც, საკანში მათთან შევიდა ციხის თანამშრომელი ი-----–- ხა-–--–-, რომელმაც შეუზღუდა ტელეფოზე დარეკვა და ,,ჩაუკეტა” ტელეფონი. რის გამოც, იკითხა ტელეფონის ,,ჩაკეტვის“ მიზეზი, ანერვიულდა და მოითხოვა ექიმი, თუმცა ექიმი არ მოუყვანეს. უთხრეს, რომ უნდა გადაეყვანათ ,,ვანდალურში“ იმის გამო, რომ იყო ანერვიულებული და ჰქონდათ ასეთი ბრძანება. ბრალდებულის განმარტებით, აღნიშნულზე უპასუხა რომ ჩაის დალევდა, სიგარეტს მოწევდა და გაყვებოდა, რაზეც ი-----–- ხა-–--–- დაეთანხმა და გავიდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ იგი დაბრუნდა და ისევ სთხოვა გაჰყოლოდა ,,ვანდალურში“, რის გამოც, ჩაის დალევა მიატოვა და გაჰყვა. აღნიშნულის შესახებ მიწერილი ჰქონდა პროკურორ და-----–---------ისთვის, რომ ამოეღოთ ამ მომენტის კადრები, რადგან ყველაფერი ჩანს კამერებზე, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყვა. განმარტავს, რომ ეს ყველაფერი მან მოუწყო ციხის უფროსის პირველმა მოადგილემ ბ--- გა-----მ. განმარტავს, რომ როდესაც ვანდალურში გადაიყვანეს, რადგან ძალიან ბევრი ავადმყოფობა აწუხებს, მოითხოვა ექიმი, რაზედაც დედის მიმართულებით აგინებდნენ, შემდეგ შევიდნენ დაადეს ხელბორკილი და სცემეს, რის გამოც, 10 წუთი იწვა ძირს. ხელბორკილი ბოლომდე ჰქონდა მოჭერილი, ხოლო როდესაც მოხსნეს სიმწრისგან ხელი მოიქნია, რომელიც შემთხვევით მოხვდა ციხის თანამშრომელს, მას არც ფეხი ამოურტყამს თანამშრომლისთვის და არც ხელი დაურტყამს განზრახ მისთვის. კვლავ განმარტავს, რომ აწუხებს ძალიან მძიმე დაავადებები, ვერ წვება კარგად, განიცდის არა ადამიანურ მოპყრობას და ასეთ დღეში იყო სულ, მთელი ციხეში ყოფნის მანძილზე. განმარტავს, რომ მის მიმართ მიცემული აქვთ ყველა მოწმეს ცრუ ჩვენებები, მათი ჩვენებები და ვიდეო მასალაზე ასახული კადრები არ ემთხვევა ერთმანეთს, ასევე, არ მოხდა მის მიერ მოთხოვილი ვიდეო ჩანაწერების ამოღება და გამოქვეყნება, რის გამოც, ითხოვს აღნიშნული ფაქტის სწორ შეფასებას. მიუთითებს, რომ მოწმეების ჩვენებებზე ზეგავლენას ახდენდა ციხის უფროსის პირველი მოადგილე ბ--- გა-----, რომელიც ეუბნებოდა მათ, რომ ,,ამას ასე თუ არ დაწერთ სამსახურიდან გაგათავისუფლებთო“. განმარტავს, რომ ი-----–- ხა-–--–-, რომელმაც მან პირველად გადაიყვანა ,,ვანდალურში“ საქმეზე საერთოდ არ არის დაკითხული, რომელიც შემდეგ სამსახურიდანაც წავიდა. ასევე, არ კითხავენ ნ-------- ბუ--------ს, რომელიც ამ ყველაფრის შემსწრეა და რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა საკანში. ასევე, არ დაუკითხავთ ზ-----------------ე, რომელიც მის გვერდით იყო კამერაში, რომელსაც მისი წამების ხმა ესმოდა, როცა ამბობდა ,,ბიჭებო მიშველეთ ხელები მწყდებაო“. ითხოვს, რომ მოხდეს ყველა იმ ადამიანის დასჯა ვინც ცრუ ჩვენება მისცა მის მიმართ სასამართლო პროცესზე. განმარტავს, რომ მის მიმართ განხორციელდა სადისტური წამებები, სიკვდილამდეც კი მიაყვანინეს თავი, 13 კოვზი გადააყლაპეს და 14 დღის მერე გაჭრეს ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც მხოლოდ 3 ცალის ამოღება მოხერხდა. განმარტავს, რომ არიან პიროვნებები ვისაც შეუძლიათ დაადასტურონ, როგორც მოხდა მისი წამებები, მისი არასწორი გზით ,,ვანდალურში“ გადაყვანა, როგორ ექცევა ბ--- გა----- მას. განმარტავს, რომ არ მოხდა იმ ადგილების კამერების ჩანაწერების ამოღება, რასაც თვითონ ითხოვდა და ამოღებული იქნა მხოლოდ ის ნაწილი, რაც ბრალდების მხარეს აწყობდა, თუმცა იმაზეც არ ჩანს კადრები, რასაც იქ მყოფი მოწმეები აღწერენ ჩვენების მიცემის დროს. განმარტავს, რომ სავარაუდოდ ზ-----–----ემ ზუსტად ვერ ხედავს იმიტომ, რომ კადრი იყო დაბნელებული მას როდესაც მიუახლოვდა ისე დაარტყა ხელი, რომ ძალიან დიდ მანძილზე გადავარდა ხელბორკილდადებული და ამასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, თუმცა მასთან ექიმი არ შეჰყავდათ. ადასტურებს, რომ მასთან ნამდვილად იყვნენ შესული საოლქო პროკურატურის გამომძიებლები, მათ შორის იმ------------ე, თუმცა მათი მხრიდან მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე, მას შეხვდა გენერალური ინსპექციიდან წარმომადგენელი, რომელმაც შეაგინა ,,ამას რას უსმენთო“ და 5 დღიან ,,ვანდალურში“ ჩასვეს, ამბობდნენ ,,ჩვენ ერთნი ვართ აქო“ აღნიშნულის შესახებ ხშირად წერს პარლამენტის წარმომადგენლებს, პროკურორს, სახალხო დამცველს, თუმცა რაიმე რეაგირება ამას არასოდეს არ მოჰყოლია. განმარტავს, რომ ისევ ითხოვს ნ--------ი ბუ--------ის დაკითხვას, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა საკანში, როდესაც ,,ვანდალურში“ გადაიყვანეს. არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და მოითხოვს სასამართლოს მხრიდან იმ დეტალების სწორად შეფასებას, რაც რეალურად არის საქმესთან დაკავშირებული, ითხოვს გამართლებას.
სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულ ლა–---------ას ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, მთლიანად გამორიცხავს ამ უკანასკნელის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც, ბრალდებულის ჩვენებაში ახსნილი გარემოებები სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგანაც, ისინი არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით და ეწინააღმდეგება მათ.
მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებებს:
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ ლა–---------ას მიერ ბრალდებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტებს. მტკიცებულებები წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა მხარეთა მონაწილეობით.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა №1-ით დადასტურდა, რომ 12.07.2017 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ ლა–---------ას მიერ იმავე დაწესებულების თანამშრომლის მუ---------------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო, N- პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის მუ---------------ის პატაკი. სადაც მითითებული, რომ 2017 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, N----ე დეესკალაციის ოთახში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ლა–---------ამ, ხელბორკილის მოხსნის შემდეგ, მოულოდნელად გამოხატა აგრესია საკანში შესული მორიგე ექიმის მიმართ და გაიწია მისკენ, რაც პატაკის თანახმად, აღკვეთილი იქნა საკანში მყოფი მორიგე ჯგუფის წევრების მიერ. რა დროსაც, მსჯავრდებულმა ლა–---------ამ სახის არეში, მარცხენა მხარეს მუჭი დაარტყა პატაკის ავტორს მუ----------------ს.
2017 წლის 12 ივლისის MOC 017 00534278 წერილის თანახმად, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე გამოძიების მიერ მოთხოვნილ იქნა 12.07.2017 წლის №3 პენიტენციური დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახის ვიდეოჩანაწერის დაარქივება - 19:50 საათიდან 20:20 საათამდე დროის პერიოდის.
2017 წლის 14 ივლისის MOC 017 00541748 წერილით დადასტურდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ დაარქივებული იქნა 12.07.2017 წლის №534278 წერილში მითითებული ვიდეო მასალის ჩანაწერი.
აღნიშნულ ფაქტზე, 2017 წლის 12 ივლისს პენიტენციური დეპარტამენტის N--ე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის გ------- შა-------ს მიერ, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორის მუ---------------ის, ამავე განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის დ----- დ------ის, საექიმო სამედიცინო პუნქტის მორიგე ექიმის ი----–-–--–---- მონაწილეობით, შედგენილი იქნა ოქმი, იმის შესახებ, რომ 2017 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, დაწესებულების მეორე კორპუსის N----ე დეესკალაციის ოთახში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ლა–---------ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს მუ----------------. კერძოდ, მუჭი დაარტყა სახის მარცხენა მხარეს ყვრიმალის არეში, რის გამოც, მუ----------------ს აღენიშნებოდა დაზიანება, ჰიპერემია და შეშუპება. ოქმის თანახმად, მორიგე ექიმის მიერ, დათვალიერებული იქნა მუ---------------- და გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. ასევე, ოქმში მითითებულია, რომ მსჯავრდებული ლა–---------ა არ განმარტავს ზემოთ აღნიშნული ქმედების მიზეზს და ოქმზე ხელის მოწერაზე აცხადებს უარს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, მოწმის - №3 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის გ------- შა-------ს გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, დადგენილია, რომ 12.07.2017 წელს, დაახლოებით 20:00 საათზე, №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ მსჯავრდებულ ლა–---------ას მიერ იმავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარი ინსპექტორის მუ----------------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, კერძოდ, სახის არეში მუშტის დარტყმის ფაქტთან დაკავშირებით შეადგინა ოქმი, რომელის სისწორე დადასტურებულია ხელის მოწერით მის შედგენაში მონაწილე პირების მიერ.
საქმეში არსებული კომპაქტ დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად, (შედგენილი 2017 წლის 15 სექტემბერს... ვიდეო გამოსახულებაზე დატანილია თარიღი: 2017-13-07 სთ),,.. ,,19:04 საათზე საკანში შედის მი------------–--- და ექიმი ფსიქიატრი ს------ ც-----ა. ლა–---------ა ამ დროს იატაკზეა, იგი დგება იატაკიდან და იწევს წიხლების დასარტყმელად საკნის საკნებთან მდგარ ინსპექტორ-კონტროლიორ რ----- კო-–--–---საკენ. მი------------–--- აკავებს მას და ცდილობს არ მიუშვას კარებთან. ექიმი და მი------------–--- გადიან საკნიდან. რა დროსაც, ლა–---------ა მარცხენა ფეხს ურტყამს ორჯერ მარჯვენა ფერდში მი------------–---ს და არ აძლევს მას საკნის კარების დაკეტვის საშუალებას, მაგრამ მი------------–--- მაინც ახერხებს საკნის კარების დაკეტვას. ლა–---------ა მარტო რჩება საკანში. ვიდეო გამოსახულება სრულდება 19:30:00 საათზე და მასზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი ასახული არ არის. დათვალიერების შემდეგ ზემოთაღნიშნული DVD-R დისკზე მოთავსებული ინფორმაცია ასლის სახით გადატანილი იქნა სხვა დისკზე. ხოლო, ორიგინალი დისკი მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ერთ პაკეტად. საგამოძიებო დეპარტამენტის ლუქით ,,პაკეტებისათვის“. ლუქზე განთავსდა ხელმოწერების სისხლის სამართლის საქმის N0----------- და თარიღი: 15:09:2017 წელი“. ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებაში პირთა მხრიდან შენიშვნები და განცხადებები არ შესულა. დათვალიერება ჩაატარა და ოქმი შეადგინა გამომძიებელმა გ--- ფუ--–------ემ.
საქმეში არსებული 2017 წლის 15 სექტემბერს შედგენილი კომპაქტ დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად ,, ..ვიდეო გამოსახულებაზე დატანილია თარიღი: 2017.14.07. ვიდეო გამოსახულება იწყება 02:30:00 საათზე და მასზე ასახული პ-დ N--ე დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის მეორე სართულის დერეფანი. ვიდეო გამოსახულების დაწყებისას 02:30:00 საათზე ჩანს ნომერ 231-ე საკნის მიმდებარე დერეფანი. სადაც, დგას დაწესებულების თანამშრომელი მი------------–---, რომელიც მიყრდნობილია კედელზე და დაწესებულების მუშა-პატიმარი, რომელიც ხვეტავს დერეფნის იატაკს. მი------------–--- პერიოდულად მოძრაობს დერეფანში, 03:34 საათზე N----ე საკანთან მიდის ისევ მი------------–---. ინსპექტორ-კონტროლიორები ბ------ კო-–--–--ე, რ----- კო-–--–--ე და დაწესებულების მორიგი ექიმი დ----- ბ------. რომლებიც საუბრობენ ერთმანეთში. მათთან მიდის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი დ----- ვა--–-----. 03:34 საათზე ბ------- კო-–--–--ე აღებს N----ე საკნის კარს და საკანში შედის მი------------–---, რ----- კო-–--–--ე და დ----- ვა--–-----. ხოლო, საკნის კარებთან დგას ექიმი დ----- ბ------ და ბ------ კო-–--–--ე. 03:34 საათზე ისინი სწრაფად გამოდიან საკნიდან და ხურავენ საკნის კარებს და ყველა ერთად ტოვებს დერეფან.
ვიდეო გამოსახულება სრულდება 04:30 საათზე და მასზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი ასახული არ არის.
მეორე ვიდეო გამოსახულებაზე დატანილია თარიღი: 2017.14.07 საათით. წამზომით და წარწერა N----ე საკანი. ვიდეო გამოსახულება იწყება 02:30:00 საათზე და მასზე ასახულის პ-დ-ის N- დაწესებულების N----ე დეესკალაციის საკანი. რომელშიც მოთავსებულია მსჯავრდებული ლა–---------ა. რომელსაც ხელი მიაქვს უკან და დადებული აქვს ხელბორკილი. ის დგას საკნის კარებთან და პერიოდულად ჯდება საკნის იატაკზე, დგება ისევ და მოძრაობს საკანში. 03:35 საათზე მასთან საკანში შედიან მი------------–---, რ----- კო-–--–--ე და დ----- ვა--–-----. მი------------–--- ხსნის ლა–---------ას ხელბორკილს, რა დროსაც, იგი აფურთხებს სახეში დ----- ვა--–-----ს და ისევ ადებენ ხელბორკილს. რა დროსაც, ლა–---------ა უწევს მას წინააღმდეგობას. მისდევს საკნის კარებამდე და მარჯვენა ფეხს ურტყამს რამდენჯერმე მი------------–---ს და თვითონ ეცემა იატაკზე. ცოტა ხნის შემდეგ ის დგება ფეხზე და მოძრაობს საკანში.
ვიდეო გამოსახულება სრულდება 04:30:00 საათზე და მასზე გარდა ზემოთაღნიშნულისა რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი ასახული არ არის“.
ოქმის თანახმად, დათვალიერების შემდეგ ზემოთ აღნიშნული DVD-R დისკზე მოთავსებული ინფორმაცია ასლის სახით გადატანილი იქნა სხვა დისკზე. ხოლო ორიგინალი დისკი მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ერთ პაკეტად. საგამოძიებო დეპარტამენტის ლუქით ,,პაკეტებისათვის“. ლუქზე განთავსდა ხელმოწერები სისხლის სამართლის საქმის N0----------- და თარიღი: 15.09.2017 წელი. ოქმი ხელმოწერილია დათვალიერებაში მონაწილე პირების მიერ და მასზე რაიმე სახის შენიშვნა ან განცხადება მითითებული არ არის.
საქმეში არსებული, 2017 წლის 16 სექტემბერს შედგენილი კომპაქტ დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,, ვიდეო გამოსახულებაზე დატანილია თარიღი 2017-12-07 საათი წამზომი და წარწერა N----ე საკანი. ვიდეო გამოსახულება იწყება 19:50:00 საათზე და მასზე ასახულია პ/დ-ის N- დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის მეორე სართულის N----ე დეესკალაციის საკანი. ვიდეოგამოსახულების დაწყებისას 19:50:00 საათზე, მასზე ჩანს მსჯავრდებული ლა–---------ა, რომელიც ზის საკნის სარკმელის ქვემოთ იატაკზე და დადებული აქვს ხელბორკილი. 19:50 საათზე ის დგება ფეხზე და მიდის სარკმელთან და ეყრდნობა გათბობის მილს. 20:00 საათზე მასთან საკანში შედიან დაწესებულების თანამშრომლები მუ----------------, და--------------, ავ--------– მჟ------- და დაწესებულების მორიგე ექიმი ი--- ც-–--–--ე. მუ---------------- ხსნის ლა–---------ას ხელბორკილს და ექიმი მიდის ახლოს ლა–---------ასთან და უთვალიერებს მარჯვენა ხელზე ხელბორკილის დადების ადგილს, რა დროსაც, ლა–---------ა იწევს ექიმისაკენ და ცდილობს მას მიაყენოს ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ თანამშრომლები არ აძლევენ მას ამის საშუალებას. ექიმი ი--- ც-–--–--ე გადის საკნიდან. და-------------- აკავებს ლა–---------ას. რა დროსაც, იგი აფურთხებს სახეში მუ----------------ს. თანამშრომლები ნელ-ნელა გადიან საკნიდან, ხოლო ლა–---------ა მიყვება მათ უკან და ისევ აფურთხებს სახეში მუ----------------ს. თანამშრომლები ბრუნდებიან უკან და ცდილობენ ლა–---------ას დაწყნარებას. რა დროსაც, 20:00 საათზე ის მარჯვენა ხელის მუჭს ურტყამს სახეში მარცხენა მხარეს მუ----------------ს. თანამშრომლები ცდილობენ მის გაკავებას. რა დროსაც, ლა–---------ა რამდენიმეჯერ აფურთხებს სახეში მუ----------------ს. საკანში შედის ინსპექტორ-კონტროლიორი ზ-----–----ე, რომელიც ეხმარება მათ ლა–---------ას გაკავებაში და მუ---------------- ადებს ლა–---------ას ხელბორკილს. 20:02 საათზე თანამშრომლები გადიან საკნიდან და საკანში მარტო ტოვებენ ლა–---------ას.
ვიდეოგამოსახულება სრულდება 20:20:00 საათზე და მასზე გარდა ზემოთაღნიშნულისა რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი ასახული არ არის.”
დათვალიერების შემდეგ ზემოთაღნიშნული CD-R დისკზე მოთავსებული ინფორმაცია ასლის სახით გადატანილი იქნა სხვა დისკზე. ხოლო ორიგინალი დისკი მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ერთ პაკეტად საგამოძიებო დეპარტამენტის ლუქით ,,პაკეტებისათვის“. ლუქზე განთავსდა ხელმოწერები სისხლის სამართლის საქმის N0----------- და თარიღი 16.09.2017 წელი“. ოქმის სისწორე დადასტურებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ხელის მოწერით. ოქმის შედგენის დროს რაიმე სახის შენიშვნა მითითებული არ არის.
დაზარალებულ მუ---------------ის, მოწმეების - იმავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორ-კონტროლიორების: ზ-----–----ის, ავ--------– მ–--------, დ----- დ------ის, ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ხელბორკილის მოხსნის მიზნით, მორიგე ექიმთან ი----–-–--–----თან ერთად შევიდნენ №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ მსჯავრდებულ ლა–---------ასთან, რომელმაც ხელბორკილის მოხსნის შემდეგ გაიწია მორიგე ექიმისკენ და შეეცადა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რისი საშუალებაც არ მისცეს და შეაჩერეს იგი, რის გამოც, ლა–---------ამ აგრესია გამოხატა მათ მიმართ. მოწოდების მიუხედავად დაწყანარებულიყო ეს უკანასკნელი კვლავ განაგრძობდა აგრესიულ ქმედებას, რა დროსაც, შეაფურთხა სახის არეში მუ----------------ს, ხოლო შემდეგ კი ამ უკანასკნელს მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სახის არეში მარცხენა მხარეს, რის გამოც, მუ---------------ის განმარტებით, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ მოახერხეს ლა–---------ას გაკავება და მისთვის ხელბორკილის დადება. განმარტავენ, რომ მათი მხრიდან ლა–---------ას მიმართ, ცემას, წამებას, მუქარას, ძალადობას, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არასდროს არ ჰქონია.
პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების მორიგე ექიმის ი----–-–--–---- სასამართლოში მიცემული ჩვენებით, ასევე, დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, იმავე დაწესებულების თანამშრომლებთან მუ----------------სთან, ავ--------–--–--------თან და და--------------სთან ერთად შევიდა №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ მსჯავრდებულ ლა–---------ასთან, რათა დასწრებოდა ამ უკანასკნელისთვის ხელბორკილის მოხსნას. ხელბორკილის მოხსნის შემდეგ ლა–---------ას ხელბორკილის დადების ადგილზე ორივე ხელზე აღენიშნებოდა სიწითლე და ნაჭდევი. იმავდროულად ლა–---------ა ხელით გაიწია მისკენ და ცდილობდა მისთვის ფიზიკური შურაცხყოფის მიყენებას, რისი საშუალებაც არ მისცეს დაწესებულების თანამშრომლებმა და მოახერხეს მისი შეჩერება. მოწმის განმარტებით ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვა საკანი და დაბრუნდა სამედიცინო ნაწილში, სადაც რამდენიმე წუთში მასთან მივიდა დაწესებულების თანამშრომელი მუ----------------, რომელსაც სახის არეში, მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა შეწითლება და შეშუპება, რაც მისივე განმარტებით დეესკალაციის ოთახში ყოფნის დროს ხელის დარტყმის შედეგად მიაყენა ლა–---------ამ.
საქმეში არსებული, 2017 წლის 25 მარტს შედგენილი ოქმით დადგენილია, რომ მსჯავრდებული ლა–---------ას პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულებაში, ამავე დაწესებულების ოპერატიულმა მორიგემ ო----- შა-----–---–მა გააცნო მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები, მათ შორის მოვალეობა იმის შესახებ, რომ ვალდებულია დაიცვას, დაემორჩილოს და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები.
საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოქვეყნებული მოწმის - №3 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ისპექტორის ო----- შა-----–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 25.03.2017 წელს, როდესაც ოპერატიულ მორიგედ იმყოფებოდა №3 დაწესებულებაში, №6 დაწესებულებიდან შეყვანილი იქნა მსჯავრდებული ლა–---------ა, რომელსაც გააცნო მისი უფლება-მოვალეობები, მათ შორის ვალდებულება დაემორჩილოს და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები, ასევე ისიც, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცყოფა და მის მიმართ ძალადობა გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმებისას მუ----------------ს სახის არეში მარცხენა ქვედა ქუთუთოზე და ყვრიმალის საზღვარზე აღენიშნებოდა მოწითალო, ოდნავ მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანების მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, რაც ხანდაზმულობით შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, კერძოდ, 12.07.2017 წელის 12 ივლისს. აღნიშნული დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, დასკვნის შემდგენმა სამედიცინო ექსპერტმა ლ---- ფუ---------მ, რა დროსაც, ასევე მიუთითა, რომ მუ---------------ის სახის არეში არსებული დაზიანება შეიძლება განვითარებულიყო მუშტის დარტყმის შედეგად.
სამედიცინო ექსპერტიზის №0------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმებისას ლა–---------ას მარჯვენა და მარცხენა მტევნის, ორივე სხივ-მაჯის მიდამოებში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთბი და ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, რაც ხანდაზმულობით შეესაბამება 12.07.2017 წელს, აღნიშნული ასევე დაადასტურა, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემულ ჩვენებაში სამედიცინო ექსპერტმა ღ----------------–---–მა, რა დროსაც, აგრეთვე მიუთითა, რომ ლა–---------ას ხელის არეში არსებული დაზიანებები შეიძლება განვითარებული ყოფილიყო ხელბორკილის დადებით.
პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულებიდან შემოსული 13.07.2017 წლის MOC 01700537923 შეტყობინებით, პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ისპექტორის მ------ ბ-----–--ის 13.07.2017 წლის MOC 217 00537880 პატაკით და 13.07.2017 წლის ოქმით დადასტურდა, რომ 13.07.2017 წელს, დაახლოებით 19:04 საათზე, №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ლა–---------ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ექიმ-ფსიქიატრთან ს------ ცო-----თან ერთად მასთან დეესკალაციის ოთახში შესულ იმავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს მი------------–---ს, კერძოდ მარჯვენა ფერდის არეში ორჯერ დაარტყა ფეხი.
2017 წლის 13 ივლისის MOC 817 00537967 წერილით დადასტურდა, რომ სისხლის სამართლის №073130717001 საქმეზე გამოძიების მიერ მოთხოვნილ იქნა 13.07.2017 წლის №3 პენიტენციური დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახის ვიდეოჩანაწერის დაარქივება - 18:30 საათიდან 19:30 საათამდე დროის პერიოდის.
2017 წლის 20 ივლისის MOC 717 00559115 წერილით დადასტურდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ დაარქივებული იქნა 13.07.2017 წლის №537967 წერილში მითითებული ვიდეო მასალის ჩანაწერი.
დაზარალებულ მ------ ბ-----–--ის, მოწმეების - იმავე დაწესებულების ექიმ ფსიქიატრის ს------ ცო----- და სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორ-კონტროლიორების: რ----- კო-–--–---ს და ლ---- კა--------ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 19:04 საათზე, №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ მსჯავრდებულ ლა–---------ასთან კონსულტაციის გაწევის მიზნით შეყვანილი იქნა ექიმ-ფსიქიატრი ს------ ც-----ა, რაზედაც ლა–---------ამ გამოხატა უკმაყოფილება, რის გამოც, დაწყნარებისკენ მოუწოდა მი------------–---მ, რაზედაც ლა–---------ამ გამოხატა აგრესია, რა დროსაც, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მი------------–---ს, ხოლო შემდეგ კი გამიზნულად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ფერდის არეში ორჯერ დაარტყა ფეხი, რის გამოც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მათივე ჩვენებებით ლა–---------ას მიმართ ცემას, წამებას, მუქარას, ძალადობას, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არასდროს არ ჰქონია.
პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის დ----- ვა--–----ის მოწმის სახით დაკითხისას მიცემული ჩვენებებით დადასტურდა, რომ 13.07.2017 წელს, დაახლოებით 19:04 საათზე, №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ მსჯავრდებულ ლა–---------ას მიერ იმავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარი ინსპექტორის მ------ ბ-----–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, კერძოდ მარჯვენა ფერდის არეში ფეხის ორჯერ დარტყმის, აგრეთვე 14.07.2017 წელს, დაახლოებით 03:36 საათზე, №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ მსჯავრდებულ ლა–---------ას მიერ იმავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარი ინსპექტორის მ------ ბ-----–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, კერძოდ, მარჯვენა ბარძაყის, წელის და ხელის მიდამოებში ფეხის დარტყმის ფაქტებთან დაკავშირებით შედგენილი იქნა სათანადო ოქმები, რომელიც ხელმოწერილი იქნა დამსწრე პირების მიერ.
პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულებიდან შემოსული 14.07.2017 წლის MOC 917 00538129 შეტყობინებით, პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ისპექტორის მ------ ბ-----–--ის 14.07.2017 წლის MOC 117 00538121 პატაკით და 14.07.2017 წლის ოქმით დადასტურდა, რომ 14.07.2017 წელს, დაახლოებით 03:36 საათზე, №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ლ-–- ქ-------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელბორკილის მოხსნის მიზნით, მასთან დეესკალაციის ოთახში შესულ იმავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს მი------------–---ს, კერძოდ მარჯვენა ბარძაყის, წელის და ხელის მიდამოებში დაარტყა ფეხი.
2017 წლის 14 ივლისის MOC 317 00538763 წერილით დადასტურდა, რომ სისხლის სამართლის №073140717001 საქმეზე გამოძიების მიერ მოთხოვნილ იქნა 14.07.2017 წლის №3 პენიტენციური დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახის და მიმდებარე დერეფნის ვიდეოჩანაწერების დაარქივება - 02:30 საათიდან 04:30 საათამდე დროის პერიოდის.
2017 წლის 20 ივლისის MOC 817 00559116 წერილით დადასტურდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ დაარქივებული იქნა 14.07.2017 წლის №538763 წერილში მითითებული ვიდეო მასალის ჩანაწერები.
დაზარალებულ მ------ ბ-----–--ის, მოწმეების - იმავე დაწესებულების მორიგე ექიმის დ----- ბე-----ს და სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორ-კონტროლიორების: რ----- კო-–--–---ს, ბ------ კო-–--–---ს და დ----- ვა--–----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 03:36 საათზე, ხელბორკილის მოხსნის მიზნით შევიდნენ №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ მსჯავრდებულ ლა–---------ასთან, რომელმაც ხელბორკილის ერთ ხელზე მოხსნის შემდეგ გამოხატა აგრესია და სახეში შეაფურთხა დ----- ვა--–-----ს, ხოლო შემდეგ მი------------–---ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაუწია წინააღმდეგობა, რის გამოც, ლა–---------ას დაადეს ხელბორკილი და როდესაც დააპირეს საკნიდან გასვლა, ლა–---------ა დაედევნა მათ უკან, რა დროსაც, მი------------–---ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარჯვენა ფეხი რამდენიმეჯერ დაარტყა მარჯვენა მხარეს ბარძაყის, წელის და ორივე ხელის მიდამოებში, რის გამოც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მარცხენა და მარჯვენა იდაყვის მიდამოებში მიიღო დაზიანებები. მათივე ჩვენებებით ლა–---------ას მიმართ ცემას, წამებას, მუქარას, ძალადობას, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არასდროს არ ჰქონია.
2017 წლის 24 ივლისს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმებისას მი------------–---ს მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა და მარცხენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირებზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, რაც ხანდაზმულობით შეესაბამება 14.07.2017 წელს, აღნიშნული დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემულ ჩვენებაში სამედიცინო ექსპერტმა ღ----------------–---–მა.
2017 წლის 11 ივლისს შედგენილი ოქმით დადასტურდა, რომ 11.07.2017 წელს პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებული მსჯავრდებული ლა–---------ა გაფრთხილებული იქნა ვიზუალურ-ელექტრონული მეთვალყურეობის შესახებ.
2017 წლის 02 სექტემბერს შედგენილი ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ 24.08.2017 წლის მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ.თბილისში, სანდროელის ქუჩა №3-ში მდებარე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოდან - 2 (ორი) CD დისკზე და 6 (ექვსი) DVD დისკზე გამომძიებლის დ----- გრ---–-–---–ის მიერ გადმოწერილ იქნა - 23.05.2017, 24.05.2017, 12.07.2017, 13.07.2017 და 14.07.2017 წლის №3 პენიტენციური დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში, სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერი, კერძოდ, მსჯავრდებულ ლა–---------ას მიერ ინვენტარის დაზიანების, ასევე მსჯავრდებულ ლა–---------ას მიერ იმავე დაწესებულების თანამშრომლების: მუ---------------ის და მ------ ბ-----–--ის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახის სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალის დათვალიერების ოქმი (ჩაწერილი - CD დისკზე), სადაც 2017 წლის 12 ივლისის 19:50 საათიდან 20:20 საათამდე დროის მონაკვეთში, სხვა გარემოებებთან ერთად ჩანს, რომ იმავე დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებული მსჯავრდებული ლა–---------ა დაახლოებით 20:00 საათზე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს იმავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს მუ----------------ს, კერძოდ, ამ უკანასკნელს მარჯვენა ხელის მუშტს ურტყამს სახის არეში მარცხენა მხარეს.
2017 წლის 15 სექტემბერს პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახის სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალის დათვალიერების ოქმი (ჩაწერილი - DVD დისკზე), საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული იქნა მხარეთა მონაწილეობით, რითაც დასტურდება, რომ 13.07.2017 წლის, 18:30 საათიდან 19:30 საათამდე დროის მონაკვეთში დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებული მსჯავრდებული ლა–---------ა დაახლოებით 19:04 საათზე, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს იმავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს მი------------–---ს, კერძოდ, ამ უკანასკნელს მარცხენა ფეხს ურტყამს ორჯერ მარჯვენა ფერდის არეში.
პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახის და მიმდებარე დერეფნის სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით (ჩაწერილი - DVD დისკზე), რაც გამოკვლეული იქნა სასამართლოზე, დადასტურდა, რომ 14.07.2017 წლის, 02:30 საათიდან 04:30 საათამდე დროის მონაკვეთში, იმავე დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებული მსჯავრდებული ლა–---------ა დაახლოებით 03:36 საათზე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს იმავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს მი------------–---ს, კერძოდ, ამ უკანასკნელს მარჯვენა ფეხს ურტყამს რამდენიმეჯერ მარჯვენა მხარეს ბარძაყის, წელის და ორივე ხელის მიდამოებში.
2017 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით ლა–---------ას მიმართ, დაინიშნა სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, დასადგენად იმისა თუ როგორი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს.
2017 წლის 01 სექტემბრის სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიულის ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ლა–---------ას ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს, კერძოდ: 12.07.2017, 13.07.2017, 14.07.2017 წელს ლა–---------ას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა და შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა), თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში, იგი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ლა–---------ას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. ლა–---------ა არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს. დასკვნაში მითითებული გარემოებები დაადასტურეს თავიანთ ჩვენებებში სასამართლოში დისტანციური წესით მოწმის სახით დაკითხვისას ფსიქიატრიულმა ექსპერტებმა დ----- მა-------მ, მ---------------–--ემ და ვა-------–----–---–---მა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლებმა: გ--- ფუ--–------ის, ე---–--- გო--–----ის და დ----- გრ---–-–---–მა თავიანთ ჩვენებებში დადასტურდა, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება, საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები და საქმეში არსებული რიგი დოკუმენტები შედგენილი და ხელმოწერილია მათ მიერ, საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით.
საქმეზე დასადგენი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დადასტურდა საქმის სასამართლო განხილვისას, მხარეთა მონაწილეობით გამოქვეყნებული და გამოკვლეული სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ზემოთაღნიშნული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ლა–---------ას ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფა (3 ეპიზოდი), ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ლა–---------ას მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია, მის მიმართ, წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პენიტენციური და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებათა ნორმალური საქმიანობა, ხოლო ამ შემადგენლობის დამატებითი ობიექტს წარმოადგენს ამ დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლთა პირადი ხელშეუხებლობა და ჯანმრთელობა. ხოლო, ამ შემადგენლობის ქმედების სუბიექტები, უმეტეს წილად მსჯავრდებული პირებია, რომლებიც მოთავსებულნი არიან და სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში და სწორედ ამ დაწესებულებაშივე ყოფნის დროს აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.
განსახილველ შემთხვევაში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა ლა–---------ამ, რომელიც სასჯელს იხდიდა პენიტენციური დეპარტამენტის N მე-3 დაწესებულებაში, ამავე დაწესებულების N--- დეესკალაციის ოთახში ყოფნის დროს, წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ სამივე ეპიზოდში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელბორკილის მოხსნის მიზნით მასთან დეესკალაციის ოთახში შესულ ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის თანამშრომლებს: პირველ ეპიზოდში-მუ----------------ს, ხოლო ორ შემთხვევაში-მი------------–---ს, რაც, საქმის სასამართლო განხილვის დროს დადგენილი და დადასტურებული იქნა, როგორც მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულების მუ---------------ის, მ------ ბ-----–--ის, ასევე, მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით და მხარეთა მონაწილეობით საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერებით, საიდანაც ნათლად იკვეთება, ბრალდებულის მხრიდან- სამივე ეპიზოდში, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.
ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გარკვევის მიზნით მნიშვნელოვანია ერთობლიობაში შეფასდეს, როგორც სასამართლო განხილვით გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, თავად ბრალდებულის ჩვენების შინაარსი, სადაც ბრალდებული მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის მგომარეობის გამო, მისი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლები უარს უცხადებდნენ ჯანმრთელობის შემოწმების მიზნით, მასთან დაწესებულების ექიმის მიყვანაზე, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. შინაარსობრივი თვალსაზრისით, ბრალდებული მოთხოვნა, მასთან ჯამრთელობის შემოწმების მიზნით ექიმის მიყვანის თაობაზე, სრულიად აკმაყოფილებს ამ უკანასკნელის ლეგიტიმურ უფლებას დაცული ყოფილიყო პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მისი ჯანმრთელობა, მაგრამ ბრალდებულის მხრიდან ფიზიკური შეურაცყოფის მიყენება დაწესებულების თანამშრომლებზე ძალადობრივი ხასიათის ქმედებაა და იძლევა წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობას და დაკავშირებული არ არის აღნიშნულ მოთხოვნასთან, აქვე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, დაწესებულების შინაგანი წესით, ისედაც ევალებოდათ დეესკალაციის ოთახში მყოფ მსჯავრდებულთან, ხელბორკილის დადების მომენტიდან ორ საათში მიეყვანათ ექიმი და ამ უკანასკნელის თანდასწრებით განეხორციელებინათ მასზე ხელბორკილის მოხსნა. საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულება და დეესკალაციის ოთახში მყოფ ბრალდებულთან მივიდნენ დაწესებულების ექიმთან ერთდ ხელბორკილის მოხსნის მიზნით. მაგრამ ბრალდებულმა ლა–---------ამ სწორედ ექიმის თანდასწრებით იძალადა და ხელი გაარტყა პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებს. ბრალად წარდგენილ სამივე ეპიზოდში, ბრალდებულის მხრიდან, პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებზე ფიზიკური შეურაცყოფის ფაქტი ნათლად აისახა დეესკალაციის ოთახში განთავსებულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოქვეყნებული და გამოკვლეული საქმის სასამართლო განხილვის დროს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულ ლა–---------ას ქმედება ობიექტური მხრივ გამოიხატა ისეთ მოქმედებაში რომელიც თავისი შინაარსით ძალადობრივი ხასიათისაა და ასეთ შემთხვევაში ქმედების სუბიექტურ ელემენტს-მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ გააჩნია. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულ ლა–---------ას ქმედება, სრულად შეიცავს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების შემადგენლობისათვის (სამივე ეპიზოდში) დამახასიათებელ ყველა აუცილებელ ნიშანს და იძლევა შესაძლებლობას ბრალდებულის ქმედება შეფასდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებად.
ამდენად, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით: შეტყობინების ოქმებით დანაშაულის შესახებ (12.07.2017; 13.07.2017;14.07.2017) დაწესებულების თანამშრომლების მუ---------------ის (12.07.2017); მ------ ბ-----–--ის (13.07.2017); მ------ ბ-----–--ის (14.07.2017) პატაკებით მსჯავრდებულ ლა–---------ას მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ; მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულების, მუ---------------ის, მ------ ბ-----–--ის, მოწმეების: ზ-----–----ის, დ----- დ------ის, ავ--------– მ–--------, ი----–-–--–----, დ----- ვა--–----ის, კ--------------ის, ლ---- კა--------ის, ლ---- კო-–--–---ს, ს------ ცო-----, ბ------- კო-–--–---ს, დ----- ბე-----ს, გ------- შა-------ს(გამოქვეყნდა), ო----- შა-----–---–ის(გამოქვეყნდა), მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების: ღ----------------–---–ის, ლ---- ფ----------ის, მ---------------–--ის, ვა-------–----–---–---ის, დ----- მაღრაძის, სისხლის სამართლის საქმის მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების: გ--- ფუ--–------ის, ე---–--- გო--–----ის, დ----- გრ---–-–---–ის ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით. ლა–---------ას ნასამართლობის ცნობით (17.07.2017). ბრალდებულ ლ-–- დაწესებულების მსჯავრდებულ უფლება-ვალდებულებების და მატერიალური პასუხისმგებლობის გაცნობის ოქმებით (25.03.2017). ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით (02.09.2017). პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულების სამეთვალყურეო კამერის ვიდეო მასალის დათვალიერების ოქმებით (15.09.2017; 16.09.017). დაზარალებულ მუ---------------ის სამსახურში დანიშვნის ბრძანებით. დაზარალებულ მ------ ბ-----–--ის სამსახურში დანიშვნის ბრძანებით (07.10.2016); 24.07.2017 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით ლა–---------ას მიმართ; მუ---------------ის მიმართ 26.07.2017 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ლა–---------ას მიმართ 01.09.2017 წლის სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; მ------ ბ-----–--ის მიმართ 24.07.2017 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; 24.08.2017 წლის, 02.09.2017 წლის განჩინებებით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულების სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეო მასალის დათვალიერების ოქმებით (16.09.2017; 15.09.2017); ინფორმაციით მსჯავრდებულ ლა–---------ას პირადი საქმიდან; ასევე, სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მონაწილეობით გამოქვეყნებული სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერებით და საქმის სხვა მასალებით მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ლა–---------ამ ჩაიდინა, საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 12 ივლისის ეპიზოდი); სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) და სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 14 ივლისის ეპიზოდით) გათვალისწინებული დანაშაული.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ლა–---------ას შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს.
სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციურ დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, წარმოადგენს მომეტებულ საზოგადოებრივად საშიშ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ამ დროს პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით და მისთვის იმთავითვე ცნობილია, რომ ზიანს აყენებს სხვა პირის ჯამრთელობას და კანონით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს და სურს ასეთი შედეგის დადგომა, სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა დაწესებულების თანამშრომლებს, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვარის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულს წარდგენილი ბრალდებებით გათვალისიწინებული თავისუფლების სახით დასანიშნი სასჯელი მოცემულ შემთხვევაში უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმუმს.
ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ლა–---------ას მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული ლა–---------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ, სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 12 ივლისის ეპიზოდი), სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) და სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
2. სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 12 ივლისის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულისათვის 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 13 ივლისის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულისათვის 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 14 ივლისის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულისათვის 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ბრალდებულ ლა–---------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. გაუქმდეს ლა–---------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, მსჯავრდებულ ლა–---------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პატიმრობის შეფარდების დღიდან - 2018 წლის 10 მაისიდან.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი დაზიანებული ონკანი (ინახება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში) - განადგურდეს კანონის შესაბამისად. ოთხი ცალი დაზიანებული ტყავის ლეიბი (ინახება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში) - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. ხოლო სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული (23.07.2017; 23.04.2017; 24.05.2016; 24.05.2017; 24.05.2017;) ვიდეო მასალები - 3 (სამი) ცალი DVD დისკი და 1 (ერთი) ცალი CD დიკი, დალუქული 01 პაკეტად, ასევე, სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული (23.05.2017; 23.04.2017; 24.05.2016; 24.05.2017; 24.05.2017; 12.07.2017; 13.07.2017; 14.070.2017;) ვიდეო მასალები - 2 (ორი) ცალი CD დისკი და 6 (ექვსი) ცალი DVD დისკი, დალუქული 01 პაკეტად, რომლებიც ერთვის სს საქმეს - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე