გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2019
საქმის ნომერი
190210018002708700
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2/2980-18

(საქმე N190210018002708700)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე ნ---- ქ------ა

წარმომადგენელი ლ---- გ--–-–---–-

მოპასუხე ზ------- ყ---–--–---–ი

წარმომადგენელი დ-------- ბ--–--------, თ----- ჯ--–--–---–-

დავის საგანი ბინის თანამესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ზ------- ყ---–--–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. რუსთავი, მე-20 მკ.რ, #1-37, ½ წილის თანამესაკუთრედ ცნობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ზ------- ყ---–--–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ---- ქ------ და ზ------ ყ---–--–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1991 წლის 14 სექტემბრიდან. 2017 წლის გაზაფხულიდან მათ შეწყვიტეს თანაცხოვრება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 17).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.3. მხარეებმა თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. რუსთავი, მე-20 მკ.რ, #1-37, რომელიც აღირიცხა ზ------ ყ---–--–---–ის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა -დახასიათება მიღებული საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18);

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 20).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეა ვალდებული დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ეყრდნობა სასარჩელო მოთხოვნა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეძლო მოსარჩელემ. კერძოდ, დადასტურებულია, რომ სადავო ქონება შეძენილია მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1161-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

განსახილველი მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მიიჩნევა მეუღლეთა საერთო თანაზიარ საკუთრებად. ამასთან, ქონებაში აუცილებელია ვიგულისხმოთ არა მარტო ის ნივთი, რომელიც შეძენილ იქნა რეგისტრირებული ქორწინების დროს, არამედ ის სახსრებიც, რომლითაც შეძენილია ეს ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

სადავო ბინა შეძენილია მხარეთა ქორწინების პერიოდში და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღურება უნდა დაეკისროს სრულად 1250 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ზ------ ყ---–--–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. რუსთავი, მე-20 მკ.რ, #1-37 უფლებრივად დატვირთვა და მისი რეალიზება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე, 1991-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ნ---- ქ------ს სარჩელი მოპასუხე ზ------ ყ---–--–---–ის მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

 

2. ნ---- ქ------ ცნობილი იქნეს მოპასუხე ზ------- ყ---–--–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. რუსთავი, მე-20 მკ.რ, #1-37, ½ წილის თანამესაკუთრედ.

 

3. მოპასუხე ზ------ ყ---–--–---–ს დაეკისროს მოსარჩელისათვის ნ---- ქ------ს სასარგებლოდ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება (1200+50) 1250 ლარის ოდენობით.

 

4. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ზ------ ყ---–--–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. რუსთავი, მე-20 მკ.რ, #1-37 უფლებრივად დატვირთვა და მისი რეალიზება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი