განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2019
საქმის ნომერი
010100118002634313
დავის ტიპი
151 , 126
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002634313

საქმე N1-841/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06.03. 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გი------------–--ლი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ირ---–-----–---ძე

მამის სახელი: ვ-–-

დაბადებული: 1--05.1987 წელი

პირადი ნომერი: 5---------9

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: წყალტუბოს რაიონი სოფელი მა---–--ი

 

ადვოკატი - რო-–-----–----ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171010818002

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად:

 

1.1 2018 წლის 01 აგვისტოს, დაახლოებით 01:15 საათზე, ქ. ბათუმში, ლ. ასა------ს და ალ. პუ–---ის ქუჩების კვეთაში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირ---–-----–---ძემ არასრუწლოვანი მა---------------ძის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სახის არეში დარტყმითა და წაქცევით, მეუღლეს სო----------------ეს (ოჯახის წევრს), მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც სო----------------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1.2 2018 წლის 01 აგვისტოს, დაახლოებით 03:05 საათზე, ირ---–-----–---ძე სააბონენტო ნომრიდან - 5-------- დაუკავშირდა, ქ. ბათუმში, ლ. ასა------ს ქუჩა N6- სახლში მყოფ, თავის მეუღლეს სო----------------ეს (ოჯახის წევრს), ნომერზე 5--------, რა დროსაც მისი მხრიდან სო----------------ის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამაც სო----------------ე გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის

მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა

მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით

 

1.1.სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკიხულმა რა----------ემ განმარტა, რომ მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 01 აგვისტოს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ოპერატიულმა მორიგემ აცნობა, რომ გული დიასამიძე იტყობინებოდა, რომ მისი შვილი სო----------------ე ცემა მისმა მეუღლემ ირ---–-----–---ძემ. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ გავიდა უბნის ინსპექტორ გამოძიებლების მალ-----–-–--–-------------------------–-ძის თანხლებით. ადგილზე მისულს სო----------------ე დახვდათ მწოლიარე მდომარეობაში და აცხადებდა, რომ თავს გრძნობდა ცუდად და არ შეეძლო საუბარი. ადგილზე იმყოფებოდნენ სამედიცინო ბრიგადის წარმომადგენლები, რომლებიც უწევდნენ სამედიცინო დახმარებას. ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები, შუბლის არეში ქონდა შესიებული, თვალის მიდამო ჩალურჯებული და ხელზე ქონდა ჩალურჯებები. შევსებული იქნა შემაკავებელი ორდერი.

 

2.2. არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარის სადავო მტკიცებულებებზე მხარეები შეთანხმდნენ, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია; (იხ ოქმი)

2.3 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.4. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 03.09.2018წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით სო----------------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე კრივი ბლაგვი საგნის (საგნების) გამოყენებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; (იხ. ს.ფ.110-112);

 

2.5. ტრასოლოგიური ექსპერტიზის №ტ----, 22.08.2018წ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მაისურზე აღენიშნება დაზიანებები ხევის სახით, წარმოქმნილი მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად; (იხ. ს.ფ.132-133);

 

2.6. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.7 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით ( მოწმეების- სო----------------ის, გუ-–-------------------------------------------------------------------------–-----–--–--ის გამოკითხვის ოქმები, სო----------------ის და ირ---–-----–---ძის ქორწინების აქტის ჩანაწერი, შემაკავებელი ორდერი და ორდერი ოქმი, დაკავების ოქმი, მობილური ტელეფონის და დოკუმენტის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–-----–---ძემ, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ---–-----–---ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ირ---–-----–---ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედებების აღიარება;

 

4.2. ირ---–-----–---ძის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ირ---–-----–---ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციათა ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

5.5 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა ირ---–-----–---ძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულთან ურთიერთობას ადვოკატის განმარტებით დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან, ისინი კვლავ ერთად ცხოვრობენ; ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ირ---–-----–---ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ შესაძლებელია განისაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, სანქციით გათვალისწინებული ზომით. ირ---–-----–---ძის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; სასამართლო ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო რო-–-----–----ას (პ/ნ 0---------8) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების (მისამართი: სენაკი, სოფელი ფო–---, დაზუსტებული ფართობი 5 000 კვ.მ, საკადასტრო კოდი N 44. 08. 30. 0-- ) 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და ყადაღა უნდა მოეხსნას ზ/აღნიშნულ უძრავ ქონებას;

 

ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი - გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი112-დან მოპოვებული აუდიო ფაილები ერთ ცალ CD-R კომპაქტდისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულებად ცნობილი - მობილური ტელეფონის დათვალიერების ფოტოცხრილი 1 ცალ DVD-დისკი, დალუქული მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 26--ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ირ---–-----–---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასრომოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 320 (სამასოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ირ---–-----–---ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 320 (სამასოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ირ---–-----–---ძეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 07 აგვისტოდან 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით (14 დღე), გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 70 (სამოცდაათი) საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ირ---–-----–---ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს N10ა-244/18 განჩინებით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას - რო-–-----–----ას (პ/ნ 0---------8) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მისამართი: სენაკი, სოფელი ფო–---, დაზუსტებული ფართობი 5 000 კვ.მ, საკადასტრო კოდი N 44. 08. 30. 0-- ) 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება - გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი112-დან მოპოვებული აუდიო ფაილები ერთ ცალ CD-R კომპაქტდისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონის დათვალიერების ფოტოცხრილი 1 ცალ DVD-დისკი, დალუქული მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს და შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე