გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/19----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი - თეკლა გრიგალაშვილი
მოსარჩელე - შ-----------------------
წარმომადგენელი - თა------–----------ა, ცი-–-----------–ი.
მოპასუხე - ს-------------------------------–------------.
წარმომადგენელი - ლა--------–--ე, შო-----------–-–--ლი.
მესამე პირი - სს ,,ე-----------------------ა“
წარმომადგენელი - შალ------------ე.
მესამე პირი - შპს ,,გ---------------’’
წარმომადგენელი - ნი------–---–ი, რო-------------–ი.
დავის საგანი - პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, რეესტრში ცვლილების განხორციელება.
მოსარჩელე - შპს ,,გ---------------“
წარმომადგენელი - ნი------–---–ი, რო-------------–ი.
მოსარჩელე - შ-----------------------
წარმომადგენელი - თა------–----------ა, ცი-–-----------–ი.
დავის საგანი - პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, რეესტრში ცვლილების განხორციელება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (მოსარჩელე შ-----------------------)
1.1. გაუქმდეს ს--------------------------------------------- 201--–-–--------------რის №1--------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
1.2. გაუქმდეს ს--------------------------------------------- 20---–-–---------------რის №1--------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
1.3. დაევალოს ს--------------------------------------------- მოახდინოს შ------------------------ს 201--–-–---------------ის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების რეგისტრაცია შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ -ინფორმაციის ასახვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 200--–-–-------------რს სს ,,ე-----------------------ა’’-ს და შპს ,,გ---------------’’-ს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შ------------------------ს დაარსების შესახებ. კომპანიის რეგისტრაცია მოხდა 20---–-–---------------ს, რომლის სამართლებრივ ფორმად განისაზღვრა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ხოლო პარტნიორებად დარეგისტრირდნენ სს „ე-----------------------ა“ (9---–--–ი) და შპს „გ---------------“ (5% წილი). შპს ,,ზ--------------ს’’ დაფუძნების მიზანი იყო მოგების მიღება, ხოლო დაგეგმილი საქმიანობის საგანი ელექტროენერგიის წარმოება და რეალიზაცია. აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო მიზნების განხორციელება, პარტნიორებს შენატანის ვალდებულებაც კი არ შეუსრულებიათ, კომპანიას არ გააჩნია ქონება, არ უფიქსირდება საბუღალტრო ბრუნვა, ვერ აწარმოებს ელექტროენერგიას და ამასთან ჰიდროელექტროსადგური ,,ზო---’’-ს მშენებლობის უფლება სხვა პირმა მოიპოვა. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს "ზ--------------’’-ს შემდგომი არსებობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ ემსახურება არავის კანონიერ ინტერესს. შესაბამისად დღის წესრიგში მართლზომიერად დადგა საკითხი კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რასაც სრულად იზიარებს 9---–--–ის მფლობელი პარტნიორი და მან სწორედ ამ მიზნით არაერთგზის მოიწვია პარტნიორთა კრება.
20---–-–----------------ის პარტნიორთა კრებაზე მოსაწვევი ს------------------------------ მეორე პარტნიორს შპს "------------------ გაუგზავნა სა---------–------------ს საშუალებით 9 სექტემბერს რეგისტრაციის მისამართზე ჩო--------------------, სო----–---------–--ი, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ადრესატი ვერ მოიძებნა. ს-------------------------------- მიერ სამეწარმეო რეესტრის ბაზაში მოძიებულ იქნა შპს ,,გ---------------ს’’ რეგისტრირებული მისამართის დაზუსტება (ჰამ-–---------–-----ის საცხოვრებელი სახლი), სადაც იმავე წესით 18 ოქტომბერს გაეგზავნა მოწვევა 26-------------- პარტნიორთა კრებაზე. საქართველოს ფოსტამ გზავნილის ჩაბარების მიზნით, განახორციელა ორი ვიზიტი, მაგრამ გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ მისამართზე სახლი იყო დაკეტილი. იგივე მოწვევა 2018 წლის 26-------------- პარტნიორთა კრებაზე საჯაროდ გამოქვეყნდა გაზეთ ,,გუ-----------ს’’ 20---–-–-----------------ის ნომერში.
20---–-–--------------რს შპს ,,ზ--------------ს’’ დამფუძნებელმა მოიწვია პარტნიორთა კრება და დაგეგმილ კრებაში მონაწილეობის მოსაწვევი, რომელშიც მითითებული იყო დღის წესრიგი და კრების თარიღი, 201--–-–-------------ოს გაუგზავნა შპს ,,გ---------------ს’’ სა---------–------------ს საშუალებით შემდეგ მისამართებზე: 1. რეგისტრირებულ მისამართზე; 2. დირექტორს, გუ-------------ს - სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ა-–----------------, ბ-------; 3. დირექტორს, გრ-----–--------–---ს: ა) სამსახურის მისამართზე - ქ. თბილისი, დი-------------------------------- (ს---–---–-----------–--“ ოფისი); ბ) სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ მისამართზე - ჩო-------------------–-----------; გ) ქ. თბილისი, მ------------–-------------------------------; და დ) ქ. თბილისი, ნი---------–---–------------, ბინა №--. მას შემდეგ რაც მოძიებული იქნა შპს ,,გ---------------ს’’ დირექტორის მისამართი, კომპანიამ დაუყოვნებლივ შეცვალა დირექტორი, თუმცა დაგეგმილი კრების შესახებ ასევე ეცნობა შპს "გ---------------ს" იურისტს 20---–-–---------------ს ვიზიტის დროს.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ შპს ,,სა---------–------------ს’’ საფოსტო-საკურიერო მომსახურება, რომლის საშუალებითაც კრებაზე მოსაწვევები გაეგზავნა შპს ,,გ---------------ს’’ ყველა ხელმისაწვდომ და რეგისტრირებულ მისამართებზე, უდავოდ უზრუნველყოფს გზავნილის მოძრაობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, როგორც ელექტრონული პროგრამის საშუალებით, ისე შპს ,,სა---------–------------ს’’ ვებ-გვერდზე, ,,გზავნილის ძიების’’ სერვისის გამოყენებით. კომუნიკაციის ეს საშუალება საქართველოში (და საერთაშორისო გზავნილებშიც) საყოველთაოდ მიღებული ფორმაა, გამოიყენება ოფიციალურ ურთიერთობებში, სასამართლოსა და საჯარო დაწესებულებების მიერ და უდავოდ იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, ცხადყოფს, რომ კრების მოწვევა მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
201--–-–---------------ის კრებას ესწრებოდა შ------------------------ს 9---–--–ის მფლობელი პარტნიორი სს ,,ენ------------------------ა’’ და შესაბამისად კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იყო. კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შ------------------------ს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ და განისაზღვრა შესაბამისი პროცედურების შესრულებაზე უფლებამოსილი პირი, რომელმაც 20---–-–---------------რს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სარეგისტრაციო სამსახურის 15-----------ის №1--------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ: ,,მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ რეგისტრაციის პირობებს, კერძოდ, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების მიზნით წარმოდგენილია შპს ,,ზ--------------ს’’ 201--–-–---------------ის პარტნიორთა საერთო კრების ოქმი, რომელსაც ესწრებოდა 9---–--–ის მესაკუთრე, პარტნიორი სს ,,ენ------------------------ა’’. აღნიშნულ კრებაზე, მიღებულია გადაწყვეტილება შპს ,,ზ--------------ს’’ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე. თუმცა, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ დაცული არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული კრების მოწვევის წესი და პროცედურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების საფუძველად ვერ იქნება მიჩნეული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესისა და პროცედურის დარღვევით ჩატარებულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება.
სარეგისტრაციო სამსახურის 15-----------ის №1--------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტი, კერძოდ, სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესისა და პროცედურის დაცვით ჩატარებულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება (კრების ოქმი) ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე.
მოსარჩელე განმარტავს, რომ შპს ,,გ---------------’’ რეგისტრირებული ფორმის მიხედვით, არის მეწარმე სუბიექტი და მისი რეგისტრირებული მისამართია ჩო--------------------. ამასთან ცხადია, რომ აღნიშნულ მისამართზე გზავნილის ჩაბარება კომპანიისათვის შეუძლებელია, თუნდაც სარეგისტრაციო განაცხადში მითითებული დაზუსტების (ჰამ-–---------–-----ის საცხოვრებელი სახლი) გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული არაიდენტიფიცირებული მისამართი საჯარო რეესტრის ბაზიდან ხელმისაწვდომი ერთადერთი ოფიციალური მისამართია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ საჯარო რეესტრის 20---–-–----------------ის გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ შპს ,,გ---------------’’-ს დირექტორსაც კი არ გააჩნია იდენტიფიცირებადი მისამართი, სადაც ობიექტურად შესაძლებელი იქნებოდა გზავნილის ჩაბარება.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე ს--------------------------------------------- წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით მოცემულ შემთხვევაში, სადაოდ გამხდარი სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე დაინტერესებულმა პირმა მოითხოვა ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია 201--–-–---------------ის კრების ოქმის საფუძველზე. შესაბამისად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა შეემოწმებინა იძლეოდა თუ არა №B-------- განცხადებაზე წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის განხორცილების საფუძველს. აღნიშნული მიზნით მნიშვნელოვანია დადგინდეს 6 სექტემბრის პარტნიორთა კრება იყო თუ არა გადაწყვეტილებაუნარიანი, კრების მოწვევის პროცედურული წესების დაცულობის თვალსაზრისით.
მოპასუხემ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9 (1) მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულაციების შინაარსიდან გამომდინარე, პარტნიორთა საერთო კრების, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად მოწვეულად და ჩატარებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს, რომ კრების ჩატარების თაობაზე ინფორმირებული იყო ყველა პარტნიორი და ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კრებაში. პარტნიორის ინფორმირებისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ შეტყობინების გაგზავნა, რამდენადაც მის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სათანადო შეტყობინების ჩაბარების შემთხვევაში. კრების მოწვევის შესახებ პროცედურების დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ კრების მოწვევის - სუბიექტის მოვალეობით, შეტყობინება გაუგზავნოს ადრესატს. პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურის მოწესრიგება ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ მოხდეს პარტნიორთა მიერ თავიანთი უფლების კრებაზე რეალიზების უზრუნველყოფა, რომ პარტნიორს არ წაერთვას კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. კანონმდებლობით უზრუნველყოფილია საზოგადოების ყველა რეგისტრირებული პარტნიორის შესაძლებლობა, მონაწილეობდეს პარტნიორთა კრებებზე ხმის უფლებით, საზოგადოების კაპიტალში მისი კუთვნილი წილს ოდენობის მიუხედავად. ამასთან პარტნიორებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მოემზადონ. კანონმდებლობის შესაბამისად თანაბრად არის უზრუნველყოფილი კრებაზე დასწრების უფლებამოსილება როგორც საზოგადოების დომინანტი პარტნიორების, ისე მცირე ოდენობის წილის მესაკუთრე პარტნიორთათვის. ხმათა უმრავლესობის ქონას მნიშვნელობა ენიჭება გადაწყვეტილებათა მიღების ეტაპზე, ხოლო პარტნიორს წილის მცირე ოდენობის მესაკუთრედ ყოფნა, არ შეიძლება გახდეს კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მისი მოსაზრების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოება. საზოგადოების პარტნიორს, შპს „გ---------------ს” არ ჩაბარდა შეტყობინება, შესაბამისად, იგი არ იყო ინფორმირებული კრების მოწვევის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ზ--------------ს” 201--–-–---------------ის პარტნიორთა კრება ვერ ჩაითვლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესისა და პროცედურის მოთხოვნათა დაცვით მოწვეულად.
3. მესამე პირის პოზიცია.
3.1. მესამე პირის სს ,,ე-----------------------ა“-ს წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით გარდაუვალია შპს „ზ--------------ს” ლიკვიდაციის პროცესის დაწყება. სს ,,ე-----------------------ა“-სათვის, როგორც მისი პარტნიორისათვის, სრულადაა ცნობილი შპს „ზ--------------ს” არსებობის ფორმალური ხასიათი. სს ,,ე-----------------------ა“ მაქსიმალური ძალისხმევით თავადაც წლების მანძილზე ცდილობს შპს „ზ--------------ს” მეორე 5%-იანი მფლობელი პარტნიორის, შპს ,,გ---------------ს“ ჩართვას საწარმოს საქმიანობაში, თუმცა უშედეგოდ. განსახილველ შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურს არ ჰქონდა წარმოების შეჩერების და არც რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. სამეწარმეო სამართლის პრინციპები გამორიცხავს მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმის იმგვარ განმარტებას, რომ ისინი ლეგალურ საშუალებას აძლევდეს მეწარმე იურიდიულ პირს რეალური მისამართის არქონით ხელოვნურად შეაფერხოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.
3.2. მესამე პირის შპს „გ---------------“-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი თქვას შპს „ზ--------------ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. სასარჩელო მოთოხვნა (მოსარჩელე შპს „გ---------------“)
4.1. ბათილად იქნას ცნობილი შ------------------------ს 201--–-–---------------ის პარტნიორთა საერთო კრების ოქმი.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ზ--------------ს“ დაფუძნების მიზანი იყო ჰიდრო-ელექტრო სადგურის აშენება და აღნიშნული მიზნით, შპს „გ----------------“ გაიღო მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ინვესტიციის კონკრეტული მიზანი იყო შპს „გ---------------ს“ მიერ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება, თუმცა იმის გამო, რომ სს ,,ე---------------------------’’ არ შეასრულა მისი კუთვნილი ვალდებულებები, შეუძლებელი გახდა პროექტის ბოლომდე მიყვანა.
201--–-–-----------------ს შპს ,,ზ--------------ს’’ პარტნიორმა სს ,,ე-----------------------ამ’’ წესდების და კანონის უხეში დარღვევით ჩაატარა შპს ,,ზ--------------ს’’ პარტნიორთა საერთო კრება, სადაც მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,ზ--------------ს’’ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სცილდებოდა საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, რაც საჭიროებს ყველა პარტნიორის მონაწილეობით პარტნიორთა კრების ჩატარებას. აღნიშნულის მიუხედავად, სს ,,ე-----------------------ამ’’ კანონის უხეში დარღვევით ჩაატარა კრება და მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მნიშვნელოვნად შეილახა შპს ,,გ---------------ს’’, როგორც პარტნიორის უფლება. სს ,,ე-----------------------ამ" გადაწყვიტა კრების ოქმით შპს „ზ--------------ს“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო დამოუკიდებლად. გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომ შპს „გ---------------სთან“ არ იყო შეთანხმებული. შესაბამისად 5 % წილის მქონე პარტნიორს არ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი ინტერესი გამოეხატა და აზრი დაეფიქსირებინა ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.
შპს ,,გ---------------ს’’ შპს "ზ----------------–-“ გააჩნია 5% წილი (საკუთრება), რომელიც მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციის შემთხვევაში აღარ იარსებებს. შესაბამისად შპს გ---------------ს“ ინტერესია, რომ გააგრძელოს არსებობა შპს „ზ--------------მ“ და არ მოხდეს მისი ლიკვიდაცია.
5. მოპასუხის პოზიცია (შ-----------------------).
5.1. მოპასუხე შპს ,,ზ--------------ს“ წარმომადგენელმა სარჩელის არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას შ----------------------’’ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით შპს "ზ--------------", ასევე მისი 9---–--–ის მფლობელი პარტნიორი სს ,,ე-----------------------ა’’ წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობს უზრუნველყოს შპს "გ---------------ს" ჩართულობა შპს "ზ--------------ს"-თან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ქმედებებში. 201--–-–---------------ის კრების მოწვევის დროსაც და მანამდეც არაერთგზის, ისევე როგორც კრების შემდგომაც, შპს ,,ზ--------------მ’’ და სს ,,ე-----------------------ამ’’ ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით უზრუნველყვეს შპს ,,გ---------------ს’’ მოწვევა პარტნიორთა საერთო კრებებზე, თუმცა, ნაცვლად კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისა და ამ გზით მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზებისა, მხარე თავს არიდებს კრებაზე დასწრებას და სწორედ ამ მიზნით, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევას. შპს ,,გ---------------’’ თავად მაქსიმალური ძალისხმევითა და დაუფარავი არაკეთილსინდისიერებით არიდებს თავს პარტნიორული უფლება-მოვალეობების განხორციელებას. ნაცვლად კრებაზე გამოცხადებისა და თავისი, როგორც შპს ,,ზ--------------ს’’ პარტნიორის უფლება-მოვალეობების განხორციელებისა, კრებაზე მოწვევის ჩაბარებას პასუხად მოჰყვა მხოლოდ შპს ,,გ---------------ს’’ დირექტორის ცვლილება. ამასთან, კრების შესახებ ეცნობა შპს ,,გ---------------ს’’ იურისტს 20---–-–---------------ს ვიზიტის დროს.
შპს ,,გ---------------’’ არა მხოლოდ არ მოქმედებს შპს ,,ზ--------------ს’’ ინტერესებიდან გამომდინარე, ის განზრახ უშლის ხელს კომპანიის ფუნქციონირებას, მართლსაწინააღმდეგოდ ზღუდავს თავის ხელმისაწვდომობას. მოსარჩელე რეგისტრირებული ფორმის მიხედვით, არის მეწარმე სუბიექტი და კანონით ვალდებულია გააჩნდეს ხელმისაწვდომი, რეგისტრირებული მისამართი. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად მისი რეგისტრირებული მისამართია ჩო--------------------, სო----–---------–--ი, სადაც გზავნილის ჩაბარება შეუძლებელია. ამასთან, სარეგისტრაციო განაცხადში მითითებული მისამართის დაზუსტების (ჰამ-–---------–-----ის საცხოვრებელი სახლი) გათვალისწინებით შპს ,,გ---------------’’ არ ფუნქციონირებს, არა აქვს ოფისი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მასთან კომუნიკაცია. ზემოაღნიშნული არაიდენტიფიცირებული მისამართი კი საჯარო რეესტრის ბაზიდან ხელმისაწვდომი ერთადერთი ოფიციალური მისამართია. ასევე, საჯარო რეესტრის 20---–-–----------------ის გადაწყვეტილებით რეგისტრირებული შპს ,,გ---------------ს’’ დირექტორი, არ ცხოვრობს მის მიერ მითითებულ მისამართზე და არ გააჩნია იდენტიფიცირებადი მისამართი, სადაც ობიექტურად შესაძლებელი იქნებოდა გზავნილის ჩაბარება, საზოგადოების პარტნიორები და ადვოკატი კი უარს ამბობენ კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე.
6. ფაქტობრივი გარემოებები
6.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
6.1.1. დადგენილია, რომ 20---–-–---------------ს რეგისტრირებულია შპს „ზ--------------“, საიდენტიფიკაციო კოდი 20-------, კომპანიის პარტნიორები არიან: სს ,,ენ------------------------ა’’ - 9---–--–ის მქონე პარტნიორი და შპს ,,გ---------------’’ – 5% წილის მქონე პარტნიორი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 49-50);
6.1.2. დადგენილია, რომ 200--–-–------------–ს რეგისტრირებულია შპს „გ---------------“, საიდენტიფიკაციო კოდი 2--------, კომპანიის პარტნიორები არიან: ა---------–---------–---–ი - 35% წილის მქონე პარტნიორი, გრ-----–--------–--- - 15% წილის მქონე პარტნიორი და შპს ,,ბა--------------------–-----------------–-------–--------------------------–--------ი’’ – 50% წილის მქონე პარტნიორი. კომპანიის იურიდიული მისამართი არის - ჩო---------------------–--ი. კომპანიის დირექტორები არიან - გრ-----–--------–--- და გუ-------------.
შპს „გ---------------“-ს პარტნიორთა კრების 20---–-–-----------–-ს გადაწყვეტილებით დამტკიცდა კომპანიის წესდება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საზოგადოების იურიდიულ მისამართად განისაზღვრა - ჩო--------------------, სო----–---------–--ი (ჰამ-–---------–-----ის საცხოვრებელი სახლი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 58-59);
- შპს „გ---------------“-ს წესდება (ტ.1. ს.ფ. 73-86);
6.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 9 სექტემბერს ს-------------------------------- გენერალური დირექტორის მიერ შ----------------------’’ სა---------–------------ს მეშვეობით, მისამართზე ჩოხ---------------------–-ვი, გაეგზავნა მოწვევა შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრებაზე, რომელიც ჩანიშნული იყო 20---–-–-----------------ს. წერილით შ----------------------’’ ეცნობა კრების ჩატარების ადგილი და დრო - ქ. თბილისი, ს------–------------------ საათი და დღის წესრიგი: ა) შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება; ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის უზრუნველყოფის, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე (მათ შორის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე) ხელის მოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი მისამართზე - ჩოხ---------------------–-ვი, ვერ მოიძებნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-------------------------------- 201--–-–---------------ის წერილი (ტ.1. ს.ფ. 60);
- საფოსტო გზავნილი (ტ.1. ს.ფ. 61-63);
6.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ოქტომბერს ს-------------------------------- გენერალური დირექტორის მიერ შ----------------------’’ სა---------–------------ს მეშვეობით, მისამართზე ჩოხ---------------------–-ვი (ჰამ-–---------–-----ის საცხოვრებელი სახლი), გაეგზავნა მოწვევა შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრებაზე, რომელიც ჩანიშნული იყო 20---–-–----------------რს. წერილით შ----------------------’’ ეცნობა კრების ჩატარების ადგილი და დრო - ქ. თბილისი, ს. ე---–----------1, 1---- საათი და დღის წესრიგი: ა) შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის უზრუნველყოფის, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე (მათ შორის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე) ხელის მოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
სა---------–------------ს წარმომადგენლის მიერ მისამართზე - ჩოხ---------------------–-ვი (ჰამ-–---------–-----ის საცხოვრებელი სახლი), ვიზიტი განხორციელდა ორჯერ - 20 ოქტომბერს და 25 ოქტომბერს, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ აღნიშულ მისამართზე სახლი დაკეტილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-------------------------------- 201--–-–---------------ის წერილი (ტ.1. ს.ფ. 64);
- საფოსტო გზავნილი (ტ.1. ს.ფ. 65-66);
6.1.5. დადგენილია, რომ შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრების 20---–-–----------------რს მოწვევის თაობაზე შეტყობინება გამოქვეყნდა პრესის საშუალებით გაზეთ ,,გურ------S’’-ის 20---–-–-----------------ის ნომერში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაზეთ ,,გურ------S’’-ის 20---–-–-----------------ის ნომერი (ტ.1. ს.ფ. 68);
6.1.6. დადგენილია, რომ 201--–-–-------------ოს ს-------------------------------- გენერალური დირექტორის მიერ შ----------------------’’ სა---------–------------ს მეშვეობით, მისამართზე ჩოხ---------------------–-ვი (ჰამ-–---------–-----ის საცხოვრებელი სახლი), გაეგზავნა მოწვევა შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრებაზე, რომელიც ჩანიშნული იყო 20---–-–--------------რს. წერილით შ----------------------’’ ეცნობა კრების ჩატარების ადგილი და დრო - ქ. თბილისი, ზუ----------------------------- (ს-------------------------------- ოფისი, პირველი სართული, შე------------------ი), 1---- საათი და დღის წესრიგი: ა) შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის უზრუნველყოფის, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე (მათ შორის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე) ხელის მოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი მისამართზე - ჩოხ---------------------–-ვი (ჰამ-–---------–-----ის საცხოვრებელი სახლი), არ იმყოფება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------------------------------- 201--–-–-------------ოს წერილი (ტ.1. ს.ფ. 87);
- საფოსტო გზავნილი (ტ.1. ს.ფ. 88-89);
6.1.7. დადგენილია, რომ 201--–-–-------------ოს ს-------------------------------- გენერალური დირექტორის მიერ შ----------------------’’ დირექტორს გრ-----–--------–---ს სა---------–------------ს მეშვეობით, მისამართზე ქ. თბილისი, მ------------–-------------------------------, გაეგზავნა მოწვევა შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრებაზე, რომელიც ჩანიშნული იყო 20---–-–--------------რს. წერილით შ----------------------’’ დირექტორს ეცნობა კრების ჩატარების ადგილი და დრო - ქ. თბილისი, ზუ----------------------------- (ს-------------------------------- ოფისი, პირველი სართული, შე------------------ი), 1---- საათი და დღის წესრიგი: ა) შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის უზრუნველყოფის, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე (მათ შორის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე) ხელის მოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი მისამართზე - ქ. თბილისი, მ------------–-------------------------------, არ ცხოვრობს (არ იმყოფება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-------------------------------- 201--–-–-------------ოს წერილი (ტ.1. ს.ფ. 90);
- საფოსტო გზავნილი (ტ.1. ს.ფ. 91-92);
6.1.8. დადგენილია, რომ 201--–-–-------------ოს ს-------------------------------- გენერალური დირექტორის მიერ შ----------------------’’ დირექტორს გრ-----–--------–---ს სა---------–------------ს მეშვეობით, მისამართზე ქ. თბილისი, ნ----------–---–-------ა (ყოფილი ილ----------------–--.) №2-----, ბ------, გაეგზავნა მოწვევა შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრებაზე, რომელიც ჩანიშნული იყო 20---–-–--------------რს. წერილით შ----------------------’’ დირექტორს ეცნობა კრების ჩატარების ადგილი და დრო - ქ. თბილისი, ზუ----------------------------- (ს-------------------------------- ოფისი, პირველი სართული, შე------------------ი), 1---- საათი და დღის წესრიგი: ა) შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება; ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის უზრუნველყოფის, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე (მათ შორის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე) ხელის მოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი მისამართზე - ქ. თბილისი, ნ----------–---–-------ა (ყოფილი ილ----------------–--.) №2-----, ბ------, არ იმყოფება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------------------------------- 201--–-–-------------ოს წერილი (ტ.1. ს.ფ. 93);
- საფოსტო გზავნილი (ტ.1. ს.ფ. 94-95);
6.1.9. დადგენილია, რომ 201--–-–-------------ოს ს-------------------------------- გენერალური დირექტორის მიერ შ----------------------’’ დირექტორს გრ-----–--------–---ს სა---------–------------ს მეშვეობით, სამუშაო ადგილის მისამართზე ქ. თბილისი, დი-------------------------------, გაეგზავნა მოწვევა შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრებაზე, რომელიც ჩანიშნული იყო 20---–-–--------------რს. წერილით შ----------------------’’ დირექტორს ეცნობა კრების ჩატარების ადგილი და დრო - ქ. თბილისი, ზუ----------------------------- (ს-------------------------------- ოფისი, პირველი სართული, შე------------------ი), 1---- საათი და დღის წესრიგი: ა) შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება; ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის უზრუნველყოფის, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე (მათ შორის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე) ხელის მოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციის იურისტმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-------------------------------- 201--–-–-------------ოს წერილი (ტ.1. ს.ფ. 96);
- საფოსტო გზავნილი (ტ.1. ს.ფ. 97-98);
- მოსარჩელის ახსნა განმარტება;
6.1.9. დადგენილია, რომ 201--–-–-------------ოს ს-------------------------------- გენერალური დირექტორის მიერ შ----------------------’’ დირექტორს გრ-----–--------–---ს სა---------–------------ს მეშვეობით, მისამართზე ჩო------------------–--------------, გაეგზავნა მოწვევა შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრებაზე, რომელიც ჩანიშნული იყო 20---–-–--------------რს. წერილით შ----------------------’’ დირექტორს ეცნობა კრების ჩატარების ადგილი და დრო - ქ. თბილისი, ზუ----------------------------- (ს-------------------------------- ოფისი, პირველი სართული, შე------------------ი), 1---- საათი და დღის წესრიგი: ა) შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება; ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის უზრუნველყოფის, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე (მათ შორის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე) ხელის მოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი მისამართზე ჩო------------------–--------------, არ იმყოფება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------------------------------- 201--–-–-------------ოს წერილი (ტ.1. ს.ფ. 99);
- საფოსტო გზავნილი (ტ.1. ს.ფ. 100-101);
6.1.10. დადგენილია, რომ 201--–-–-------------ოს ს-------------------------------- გენერალური დირექტორის მიერ შ----------------------’’ დირექტორს გუ-------------ს სა---------–------------ს მეშვეობით, მისამართზე ქ. თბილისი, ალ-------------------------ა, ბ-------, გაეგზავნა მოწვევა შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრებაზე, რომელიც ჩანიშნული იყო 20---–-–--------------რს. წერილით შ----------------------’’ დირექტორს ეცნობა კრების ჩატარების ადგილი და დრო - ქ. თბილისი, ზუ----------------------------- (ს-------------------------------- ოფისი, პირველი სართული, შე------------------ი), 1---- საათი და დღის წესრიგი: ა) შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება; ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის უზრუნველყოფის, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე (მათ შორის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე) ხელის მოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ მისამართზე არავინ იმყოფებოდა და ადრესატმა გზავნილს არ მიაკითხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-------------------------------- 201--–-–-------------ოს წერილი (ტ.1. ს.ფ. 102);
- საფოსტო გზავნილი (ტ.1. ს.ფ. 103-104);
6.1.11. დადგენილია, რომ შ----------------------’’ 20---–-–---------------ის პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდნენ გუ-------------, ასევე გრ-----–--------–--- და შ----------------------’’ დირექტორად დაინიშნა თე-----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შ----------------------’’ პარტნიორთა კრების ოქმი №01-1 (ტ.1. ს.ფ. 109-110);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 113-115);
6.1.12. დადგენილია, რომ 20---–-–--------------რს გაიმართა შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდა ს-------------------------------- წარმომადგენელი. პარტნიორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება - ა) დაიწყოს შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესი; ბ) ალ---------------------–ს მიენიჭოს უფლებამოსილება განახორციელოს შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება, ხელი მოაწეროს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე (მათ შორის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე), გადაიხადოს სარეგისტრაციო მოსაკრებელი და ა. შ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.1. ს.ფ. 156-159);
6.1.13. დადგენილია, რომ ს--------------------------------------------- 201--–-–--------------რის №B1--------- გადაწყვეტილებით შპს „ზ--------------“-ს განცხადებაზე, რომლითაც კომპანია ითხოვდა ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციას, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. მარეგისტრირებელმა ორგანომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ: წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ რეგისტრაციის პირობებს. კერძოდ, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების მიზნით წარმოდგენილია შპს ,,ზ--------------ს' (ს/ნ 20-------) 20---–-–----------------ის პარტნიორთა საერთო კრების ოქმი, რომელსაც ესწრებოდა 9---–--–ის მესაკუთრე, პარტნიორი სს ,,ენ------------------------ა’’ (ს/ნ 2--------). აღნიშნულ კრებაზე, მიღებულია გადაწყვეტილება შპს ,,ზ--------------ს’’ (ს/ნ 20-------) ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე. თუმცა, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ დაცული არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული კრების მოწვევის წესი და პროცედურა. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების საფუძველად ვერ იქნება მიჩნეული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესისა და პროცედურის დარღვევით ჩატარებულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია საფოსტო გზავნილები ასლის სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს--------------------------------------------- 201--–-–--------------რის №B1--------- გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 118-120);
6.1.14. დადგენილია, რომ ს--------------------------------------------- 20---–-–---------------რის №B---------- გადაწყვეტილებით შპს „ზ--------------“-ს განცხადებაზე -ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის დაწყების შესახებ, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტი, კერძოდ, სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესისა და პროცედურის დაცვით ჩატარებულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება (კრების ოქმი) ლიკვიდაციის პროცესის დაწყვების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს--------------------------------------------- 20---–-–---------------რის №B---------- გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 132);
6.1.15. დადგენილია, რომ ს--------------------------------------------- 201--–-–-----------რის №4----- გადაწყვეტილებით შპს „ზ--------------“-ს ადმინისტრაციული საჩივრები ს--------------------------------------------- 201--–-–--------------რის №B1--------- გადაწყვეტილების და ამავე სააგენტოს 20---–-–---------------რის №B---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს--------------------------------------------- 201--–-–-----------რის №4----- გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 139-145);
- შპს „ზ--------------“-ს ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1. ს.ფ. 121-125);
- შპს „ზ--------------“-ს ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1. ს.ფ. 133-138);
6.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს საკითხი, იყო თუ არა კანონის დადგენილი წესით მოწვეული შპს ,,ზ--------------ს“ 201--–-–---------------ის პარტნიორთა საერთო კრება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების დროს.
სამო---ვაციო ნაწილი
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შ------------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,გ---------------’’-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის, მე-4, მე-5, 51, მე-91, 47-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლი;
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 და 201 მუხლები;
9. სამართლებრივი შეფასება
9.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
დადგენილია, რომ 20---–-–--------------რს გაიმართა შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდა ს-------------------------------- წარმომადგენელი. პარტნიორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება - ა) დაიწყოს შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესი; ბ) ალ---------------------–ს მიენიჭოს უფლებამოსილება განახორციელოს შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება, ხელი მოაწეროს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე (მათ შორის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე), გადაიხადოს სარეგისტრაციო მოსაკრებელი და ა. შ.
ასევე დადგენილია, რომ 20---–-–---------------რს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა შ------------------------ს წარმომადგენელმა ალ---------------------–მა და მოითხოვა ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურის 201--–-–--------------რის №B1--------- გადაწყვეტილებით შპს „ზ--------------“-ს განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების საფუძველად ვერ იქნება მიჩნეული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესისა და პროცედურის დარღვევით ჩატარებულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება.
ამასთან სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კრების ჩატარებისათვის დადგენილი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევად მიჩნეული იქნა ის გარემოება, რომ შპს „ზ--------------“-ს პარტნიორი შპს ,,გ---------------’’-სათვის არ იყო ცნობილი კრების ჩატარების თაობაზე და შესაბამისად მას არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კრების მუშაობაში.
9.2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით.
ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
საქმეში წარმოდგენილია შ------------------------ს წესდება, რომლის 7.3. პუნქტის მიხედვით პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მიანც. საზოგადოების ყოველ პარტნიორს ან/და გენერალურ დირექტორს შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დამატებათა შეტანა დღის წესრიგში.
წესდების 7.4. პუნქტის შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 51% მფლობელი პარტნიორი (პარტნიორები). თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც, კი თუ მასზე არ გამოცხადდება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორები.
წესდების 7.10. პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით პარტნიორთა საერთო კრებს იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოების რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ შ------------------------ს წესდება არ ადგენს რაიმე განსხვავებულ წესს და პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარებისა და მისი კომპეტენციის განსაზღვრის შესახებ შეიცავს იგივე დათქმებს, რასაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლი.
9.3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს საწარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაციის შესახებ.
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 20---–-–-----------------ს ჩანიშნული შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრებაზე, მოსაწვევი შ----------------------’’ სა---------–------------ს მეშვეობით, რეგისტრაციის მისამართზე ჩოხ---------------------–-ვი, გაეგზავნა 2016 წლის 9 სექტემბერს, მაგრამ გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი მისამართზე - ჩოხ---------------------–-ვი, ვერ მოიძებნა.
ასევე დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრებაზე, რომელიც ჩანიშნული იყო 20---–-–----------------რს, შ----------------------’’ სა---------–------------ს მეშვეობით, გაეგზავნა მოსაწვევი მისამართზე ჩოხ---------------------–-ვი (ჰამ-–---------–-----ის საცხოვრებელი სახლი), თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ აღნიშულ მისამართზე სახლი დაკეტილია.
შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრების ჩატარების შესახებ, რომელიც დანიშნული იყო 20---–-–--------------რს, შ----------------------’’ სა---------–------------ს მეშვეობით, წერილი გაეგზავნა რეგისტრაციის მისამართზე ჩოხ---------------------–-ვი (ჰამ-–---------–-----ის საცხოვრებელი სახლი), კომპანიის დირექტორს - გრ-----–--------–---ს მისამართებზე - ა) ქ. თბილისი, მ------------–-------------------------------; ბ) ქ. თბილისი, ნ----------–---–-------ა (ყოფილი ილ----------------–--.) №2-----, ბ------; გ) სამუშაო ადგილის მიხედვით ქ. თბილისი, დი-------------------------------; დ) ჩო------------------–--------------;
201--–-–---------------ის პარტნიორთა კრებაზე მოსაწვევები გაგზავნილი იქნა კომპანიის კიდევ ერთი დირექტორის გ---------------ს მისამართზე ქ. თბილისი, ალ-------------------------ა, ბ-------. მიუხედავად აღნიშნულისა არცერთი ზემოაღნიშნული გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა და ამასთან საყურადღებოა, რომ ჩაუბარებლობის მიზეზი არის მისამართზე არ ყოფნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იურიდიული პირის ადგილსამყოფლად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „გ---------------“ რეგისტრირებულია 200--–-–------------–ს და კომპანიის იურიდიული მისამართი არის - ჩო---------------------–--ი. კომპანიის დირექტორები არიან - გრ-----–--------–--- და გუ-------------.
საქმეში წარმოდგენილია შპს „გ---------------“-ს წესდება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საზოგადოების იურიდიულ მისამართად განისაზღვრა - ჩო--------------------, სო----–---------–--ი (ჰამ-–---------–-----ის საცხოვრებელი სახლი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შპს „გ---------------“-ს ადგილსამყოფელი არის არა რეგისტრაციის ადგილი ჩო--------------------, სო----–---------–--ი (ჰამ-–---------–-----ის საცხოვრებელი სახლი), არამედ სხვა მისამართი. ამასთან შპს „გ---------------“-ს წარმომადგენელს, ისევე როგორც მოპასუხე სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელს სადაოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ გზავნილების გაგზავნა ხდებოდა არასწორ მისამართზე. შესაბამისად ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლი) და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ შპს „გ---------------“-ს ადგილსამყოფელი და იურიდიული მისამართად შეიძლება მიჩნეული იქნა მხოლოდ ერთი მისამართი - ჩო--------------------, სო----–---------–--ი (ჰამ-–---------–-----ის საცხოვრებელი სახლი), სადაც შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა კრების მოწვევის თაობაზე რეგულარულად ხდებოდა გზავნილების გაგზავნა.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად).
ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილების ვადა.
ამავე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად თუ საწარმოს პარტნიორის, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), წილის მმართველის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი განსხვავდება მისი რეგისტრაციის ადგილის მისამართისაგან, სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მითითება სავალდებულოა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრების ჩატარების შესახებ, რომელიც დანიშნული იყო 20---–-–--------------რს, მოსაწვევები გაგზავნილი იყო არა მხოლოდ შპს „გ---------------“-ს იურიდიული მისამართების მიხედვით, არამედ კომპანიის დირექტორების მისამართებზე, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ ხერხდებოდა ადრესატების მისამართზე არ ყოფნის გამო.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურების დაცვა აუცილებელია, რადგან არ წაერთვას პარტნიორს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კრებაში, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ შპს „გ---------------“-ს წარმომადგენლებთან დაკავშირება შეუძლებელია აღმოჩდა მიუხედავად იმისა, რომ კრების ორგანიზატორმა გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შ----------------------’’ 20---–-–---------------ის პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდნენ გუ-------------, ასევე გრ-----–--------–--- და შ----------------------’’ დირექტორად დაინიშნა თე-----------------ე, თუმცა რეგისტრაციის დროს კომპანიის მისამართს რაიმე ცვლილება არ განუცდია. ამ მხრივ საყურადღებოა სასამართლოში შ----------------------’’ მიერ წარმოდგენილი სარჩელი, სადაც კომპანიის მისამართად მითითებულია ჩო--------------------, ს. ნა-----–--ი. კომპანიის (შ----------------------’’) წარმომადგენელთა და მოპასუხე ს--------------------------------------------- წარმომადგენელთა მიერ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა არათუ მტკიცებულება წარმოდგენილი, არამედ მითითებაც კი არ განხორციელებულა იმ ფაქტის შესახებ, რომ პარტნიორთა კრების ორგანიზატორს ჰქონდა შესაძლებლობა დაკავშირებოდა შ----------------------’’ წარმომადგენლებს და მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. ის გარემოება, რომ შ--------------------ი’’ განზრახ თავს არიდებდა პარტნიორთა კრებაში მიეღო მონაწილეობა დასტურდება სასამართლო სხდომაზე კომპანიის წარმომადგენლის განმარტებითაც, კერძოდ, 2019 წლის 7 თებერვლის სასამართლო სხდომაზე შ------------------------ს წარმომადგენლის შეკითხვაზე თუ სად არის შ--------------------ი’’-ს რეალური ადგილსამყოფელი, კომპანიის წარმომადგენელმა არ უპასუხა (იხ. სხდომის ოქმი 7.2.19 – 14:18:30-14:19:50).
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს საწარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაციის შესახებ.
დადგენილია, რომ 20---–-–---------------ს რეგისტრირებულია შპს „ზ--------------“, საიდენტიფიკაციო კოდი 20-------, კომპანიის პარტნიორები არიან: სს ,,ენ------------------------ა’’ - 9---–--–ის მქონე პარტნიორი და შპს ,,გ---------------’’ – 5% წილის მქონე პარტნიორი.
ასევე დადგენილია, რომ 20---–-–--------------რს გაიმართა შპს „ზ--------------“-ს პარტნიორთა საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდა ს-------------------------------- წარმომადგენელი. პარტნიორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება - ა) დაიწყოს შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესი; ბ) ალ---------------------–ს მიენიჭოს უფლებამოსილება განახორციელოს შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება, ხელი მოაწეროს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე (მათ შორის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე), გადაიხადოს სარეგისტრაციო მოსაკრებელი და ა. შ.
ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ზ--------------“-ს 201--–-–---------------ის პარტნიორთა კრება მოწვეული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და ამასთან იგი იყო გადაწყვეტილებაუნარიანი.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრაცია არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
ამავე კანაონის 201 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინი „დაინტერესებული პირი“ ამ კანონში გამოიყენება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
შესაბამისად შპს ,,ზ--------------ს’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - უნდა გაუქმდეს ს--------------------------------------------- 201--–-–--------------რის №1--------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ასევე უნდა გაუქმდეს ს--------------------------------------------- 20---–-–---------------რის №1--------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და დაევალოს ს--------------------------------------------- მოახდინოს შ------------------------ს 201--–-–---------------ის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების რეგისტრაცია შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ - ინფორმაციის ასახვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. რაც შეეხება შპს ,,გ---------------’’-ს - უარი უნდა ეთქვას სარჩელის და კმაყოფილებაზე.
10. საპროცესო ხარჯები
10.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ზ--------------“ მოითხოვს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების გაუქმებას და კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ პარტნიორთა კრების ოქმის რეგისტრაციას. შესაბამისად სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. მოსარჩელის (შპს ,,ზ--------------“) მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 196-197). გათვალისწინებით იმისა, რომ შპს ,,ზ--------------“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისროს შპს ,,ზ--------------“ -ს სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით, ხოლო 200 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთან ვინაიდან შპს ,,გ---------------’’-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს არ დაეკისრება შპს ,,გ---------------ს’’ სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
11. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ზ--------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. გაუქმდეს ს--------------------------------------------- 201--–-–--------------რის №1--------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
1.2. გაუქმდეს ს--------------------------------------------- 20---–-–---------------რის №1--------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
1.3. დაევალოს ს--------------------------------------------- მოახდინოს შ------------------------ს 201--–-–---------------ის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების რეგისტრაცია შ------------------------ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ - ინფორმაციის ასახვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
2. შპს ,,გ---------------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3. სსიპ ს--------------------------------------------- შპს ,,ზ--------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4. შპს ,,ზ--------------“-ს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახ. ბაჟი 200 (ორასი) ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება 4-------, გადახდის თარიღი 2018 წლის 29 ივნისი, გადახდილი თანხა 200 ლარი, გადამხდელი სს ,,ე-----------------------ა’’, გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი’’, სახაზინო კოდი 300773150).
5. შპს ,,გ---------------ს“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გენადი მაკარიძე