გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
04021001-002586881
საქმე N2/102-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.02.2019 წ. ქ. ცაგერი
შესავალი ნაწილი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი
მოსარჩელე- შ-- ,,ტ---------------”,წარმომადგენელი -თ----- მ----------
მოპასუხე -ლ-–- კ-----–----
დავის საგანი-თანხის დაკისრება
განხილვის ფორმა- ზეპირის მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე - ლ-–- კ-----–---- მოსარჩელე შ-- ,,ტ---------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 427,57 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 150 ლარი, სარგებელი 214,2 ლარი, პირგასამტეხლო 63,37 ლარი.
1.2. მოპასუხე ლ-–- კ-----–---- დაეკისროს შ-- ,,ტ---------------ს’’ მიერ სასამართლოს მიმართვისათვის გაწეული სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
მოსარჩელის პოზიცია:
2017 წლის 26 აპრილს, მოპასუხე ლ-–- კ-----–------- გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N-----, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა თანხა 150 ლარის ოდენობით. სესხი არის პროცენტიანი, რომელსაც ყოველი ათდღიან პერიოდზე ერიცხება ძირი თანხის 7%. პროცენტი სესხს ერიცხება თანხის გადაცემის მომენტიდან გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0,22%. 201- წლის 20 იანვარს, განხორციელდა ბოლო გადახდა მოსარჩელის ანგარიშზე, რის შედეგადაც დაიფარა სესხზე რიცხული დავალიანება 2017 წლის 31დეკემბრის მდგომარეობით. მას შემდეგ მოპასუხეს არ განუხორციელებია მოსარჩელის ანგარიშზე არანაირი გადახდა, შესაბამისად, მოპასუხე 201- წლის 01 იანვრიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში. მოსარჩელე ითხოვს სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილებას.
მოსარჩელე მხარე ასევე თანახმაა, სარჩელი განხილული იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.(იხ.განცხადება)
2. მოპასუხეების პოზიცია.
2.1. . მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში და განმარტა, იხდიდა სესხს, შემდეგ შეწყვიტა გადახდა, რადგან დარჩა უმუშევარი და დღემდე არ მუშაობს, აქედან გამომდინარე, არ ეთანხმება სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილებას, დამატებით კიდევ თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან შემოსავალი არაფერი აქვს, მოთხოვნა პროცენტზე არაგონივრულია, ასევე თანახმაა საქმე განხილული იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. (იხ. განცხადება)
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2017 წლის 26 აპრილს, მოპასუხე ლ-–- კ-----–------- გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N-----, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა თანხა 150 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 26 აპრილის სესხის ხელშეკრულება;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 26 აპრილს, მოპასუხე ლ-–- კ-----–------- გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N-----, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა თანხა 150 ლარის ოდენობით. სესხი არის პროცენტიანი, რომელსაც ყოველი ათდღიან პერიოდზე ერიცხება ძირი თანხის 7%. პროცენტი სესხს ერიცხება თანხის გადაცემის მომენტიდან გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0,22%.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 26 აპრილის სესხის ხელშეკრულება;
- სარჩელი
3.4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 427,57 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 150 ლარი, სარგებელი 214,2 ლარი, პირგასამტეხლო 63,37 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ
3.5. მოპასუხე ლ-–- კ-----–----- სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა ნაწილში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეებს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული სარგებელი და პირგასამტეხლო ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსს, რაზეც იქნება მსჯელობა სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ-- ,,ტ---------------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 131-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 41--ე, 420–ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 20--ე მუხლი .
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 20--ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ ძირი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 26 აპრილს შ-- ,,ტ----------------“ და ლ-–- კ-----–---- შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა წლიურ საპროცენტო განაკვეთს 252%-ს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა, კერძოდ, სარჩელით მოთხოვილი სარგებლის 214,20 ლარს და ძირითად თანხას 150 ლარს შორის აშკარა შეუსაბამობაა, მით უფრო გადახდილი თანხების გათვალისწინებით, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს.
6.5. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული(№ას-6---6---2---, 2- ივლისი, 2--- წელი).
6.6. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ამიტომ იგი წარმოადგენს ეკონომიკურად უფრო ძლიერ მხარეს და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველდღიური 0.7%. მართალია, ამ შეთავაზებას ლ-–- კ-----–---- დაეთანხმა, მაგრამ მოსარჩელემ ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება და ცალსახად არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა, რადგან ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი წლიურად სარგებლის 252%-ს არ დათანხმდებოდა. რის გამოც მოსარჩელის ქცევა შეფასებულ უნდა იქნეს იმ დროისათვის ფიზიკური პირისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხებზე დადგენილ მაქსიმალურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთისა და სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგო ქცევად (მოქმედებად): „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე 2017 წლის არპრილისათვის არ აღემატებოდა 20.6%-ს. რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული შეთანხმება წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე ასეთი დიდი ოდენობით, უნდა ჩაითვალოს ბათილ გარიგებად. სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელის განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
შესაბამისად, 2017 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებელი უნდა დადგინდეს წლიური 25%, ანუ 214,20 ლარის ნაცვლად 21.25 ლარი.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 41--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 0.05%-მდე, რაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 14.55 ლარს (დღეში - 0.075 ლარს, ხოლო 196 დღეზე = 14.55 ლარს).
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა სარჩელზე 50 ლარი.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ სარჩელი ცნო 150 (ძირის) ლარის ნაწილში შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი 25 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 15 ლარი. სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 10 ლარი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შ-- ,,ტ---------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ლ-–- კ-----–---- (პ/ნ 6----------) შ-- ,,ტ---------------ს“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 186.05 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 150 ლარი, სარგებელი – 21.25 ლარი, პირგასამტეხლო – 14.55 ლარი.
3. მოპასუხე ლ-–- კ-----–---- (პ/ნ6----------)) შ-- ,,ტ---------------ს“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 15 ლარი.
4. დაუბრუნდეს მოსარჩელე შ-- ,,ტ---------------“ 201- წლის 1- ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 3--------; მიმღების ბანკი/ ხაზინა: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი T-------, გადამხდელის დასახელება: შ-- ,,ტ---------------“, ს/კ 4--------; გადახდის თარიღი- 1-.0-.1-; გადამხდელის ბანკი- სს ბაზის ბანკი; საგადახდო დავალება #1.
5. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 10 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ნანა ჯანხოთელი
მოსამართლე