განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/6---18 (№0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 იანვარი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ------------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ-------- გუ-----ს ძე ბ------–-–---–ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრაციის მისამართი: ქ. ქუთაისი, ი. ჭ--------- გამზ. N5----; ფაქტობრივად მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი ქვედა ს---------;
ადვოკატი - გ------- დ---–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2003 წლის 10 აპრილს დ-------- ბ------–-–---–ი გასამართლებულ იქნა ყაჩაღობისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამნისტიის აქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼ -ით და გათავისუფლდა 2013 წლის 7 თებერვალს. 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით დ-------- ბ------–-–---–ს კვლავ დაედო მსჯავრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, რაც შეეცვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
წარსულში ორჯერ, საკუთრების წინაღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის ნასამართლევმა, ამჟამად პირობით მსჯავრდებულმა დ-------- ბ------–-–--–მა გადაწყვიტა ყაჩაღურად დაუფლებოდა სხვის მოძრავ ქონებას. ამ მიზნით, იგი დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს. ხელყოფის ობიექტად შეარჩიეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-–-------–ი მცხოვრები ა--------------- ოჯახი.
2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 20:15 საათზე, დ-------- ბ------–-–--–ი, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მივიდა ზემოხსენებულ მისამართზე, დანით და ელექტრო-შოკით აღჭურვილები, შევიდნენ ა--------------- საცხოვრებელ სახლში. ამ დროს, ოჯახში იმყოფებოდნენ ა-----------------------------. დ-------- ბ------–-–---–მა, თანმხლებ პირთან ერთად ცემა დაუწყო ა------ ჩ-----ეს, მოკვლის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა, წებოვანი ლენტით აუკრეს პირი და შეუკრეს ხელ-ფეხი. ამის შემდეგ, დ-------- ბ-----–-–---–მა თანნაქონი ელექტროშიკი სხეულის სხვადასხვა ადგილებზე მიადო თ----- ჩ-----ეს და დანაშაულებრივი განზრახვის სასურველ შედეგამდე მიყვანის მიზნით, აიძულებდნენ ცოლ-ქმარს მათთვის გადაეცათ ძვირფასეულობა, ასევე ფულადი თანხა, დ-------- ბ------–-–---–ი ვენახის საჭრელი მაკრატლის გამოყენებით დაემუქრა თ----- ჩ-----ეს თითის მოჭრით, რა დროსაც თ----- ჩ-----ეს გაუჭრა მარცხენა ხელის თითი.
აღნიშნულით, დათრგუნული და შეშინებული თ----- ჩ-----ე იძულებული გახდა მიეთითებინა ბოროტმოქმედთათვის ფულადი თანხის ადგილსამყოფელი. დ-------- ბ------–-–---–ი და მისი თანმხლები პირი დაეუფლნენ 430 ლარს და 700 ლარის ღირებულების ა--------------- კუთვნილი „იჟ - 43- მ“ მოდელის ორლულიან სანადირო თოფს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ დ-------- ბ------–-–---–ის აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების ???? ბუცხრიკიძის, დ----------------- შ--–---------–----- ნიკოლოზ ???????, ვ---------------–---ს, მინდია ???????????, ????? ???????????, თ-----------–--–-–---–--, გ--–-----------ს, ე----------------ს, ა---------–-------–---–-ს, დ--------------–----, მ------–-----–--ს, გ------- ქ----------ს, ო------------------ს ნ-----------–---–-- ჩვენებები, კ---------------------------------------------------------- გ------- მ-------ს, ბესიკი ????????, ალიოშა ???????, მერაბი ???????? ის, დავით კლდიაშვილის, დაზარალებულების: თ----- ჩ-----ის, ა--------------- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, შ--–-- გურეშიძის ინფორმაციული პატაკები დანაშაულის შესახებ, თოფის პასპორტის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმე ვ---------------–---ს ფეისბუკ გვერდის დათვალიერების ოქმი, დ-------- ბ------–-–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, თ----- ჩ-----ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა დ-------- ბ------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები მხარეებმა არ გახადეს სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-------- ბ------–-–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ-------- ბ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას დ-------- ბ------–-–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი იქნება სასჯელის მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------- ბ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებს, რომ დ-------- ბ------–-–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით დ-------- ბ------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამასორმოცდაათი) საათის ვადით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------- ბ------–-–---–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ-------- ბ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, დ-------- ბ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
დ-------- ბ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 მაისიდან.
დ-------- ბ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა, წებოვანი ლენტები, ერთჯერადი პოლიეთილენის პაკეტი, ქაღალდის ფურცელი მოწითალო ფერის ლაქებით, ზეწრის ნაჭრები, თეთრი ფერის მილის ნაჭრები, ვენახის მაკრატელი, საოჯახო დანა და სამლიტრიანი მინის ქილა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფეხის კვლები ტვიფარის სახით, ,,ფანტის'' 1,5 ლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლი, კედლიდან ამოღებული ანაწმენდები, ხელის კვლები, შლანგის ნაჭრები, პოლიეთილენის ტომარა, ა---------------აგან და თ----- ჩ-----ისაგან აღებული ნიმუშები, დ-------- ბ------–-–---–ისგან აღებული ნიმუშები (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - განადგურდეს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი N9037037 - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ელექტროშოკერი - გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
დ-------- ბ------–-–---–ისგან ამოღებული "ნოკია"-ს მარკის, 3110c მოდელის მობილური ტელეფონი, შპს "მაგთიკომის" ქსელში ჩართული 599 17 95 88 სააბონენტო ნომრის სიმბარათით (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - დაუბრუნდეს მსჯავრდებულს, ან მის ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის ფოტომასალა 1 DVD დისკზე; შპს „მ--------------- გამოთხოვილი ინფორმაცია 1 CD დისკზე; 5---------------------------- სააბონენტო ნომრებზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო კრებსები 2 CD დისკზე; დ-------- ბ------–-–---–თან განხორციელებული ფარული ვიდეო ჩანაწერი 1 DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური