განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 თ--------–--------–--–- თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------–---–-------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ--------–--–---
ბრალდებული - ვ----–---------–---–- (პ/ნ 0----------), დაბადებული 1-----------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ.კა--–-----–---------------------------ში, ამჟამად პატიმარი
კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სსკ-ის 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2----–-–----- ივლისს, ღამის საათებში, თ---–--–-----------------–------–----------------------------------------------ში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ--------–-------ს მეუღლე ვ----–---------–---–მა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, მწებავი ლენტის გამოყენებით, დაუბა ხელები და არ მისცა გადაადგილების შესაძლებლობა. მწებავი ლენტით დაბმულ თ--------–-------ს ვ----–---------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელებითა და ფეხებით სცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც თ--------–-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
დაზარალებულ თ--------–------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2012 წელს გაიცნო ვ----–---------–---–-, რომელმაც შესთავაზა ოჯახის შექმნა. ამ დროს ვ----–- ჰყავდა ცოლი და ორი შვილი. 2014 წელს კ-------- თ---–--–ი წამოვიდნენ საცხოვრებლად. ერთად იცხოვრეს დაახლოებით ორი თვე, რის შემდეგაც დაეწყოთ გაუგებრობები. ვ----–-- დაიწყო ეჭვიანობა, ძალადობა და დაშორდნენ ერთმანეთს. მოხდა ისიც, რომ ვ----–-- აიძულა, ორსულობა ხელოვნურად შეეწყვიტა, რის შემდეგაც მან ვეღარ შეძლო ბავშვის გაჩენა. 2--- წლის დეკემბერში ვ----–---------–---–მა ისე დაიწყო მასთან ურთიერთობა, თავს აცოდებდა, რომ მამა დაეღუპა, დედა ავად ჰყავდა, თან ებოდიშებოდა წინა წლებში დაშვებული შეცდომების გამო, სთხოვდა, კიდევ ერთი შანსი მიეცა და შესთავაზა ერთად ცხოვრება. 2--- წლის 10 მაისს გადაწყვიტეს ისევ შეექმნათ ოჯახი, ისევ წამოვიდნენ კ-------- თ---–--–ი, ჯერ დღიურად ქირაობდნენ ბინას, შემდეგ ბინა იქირავეს დ------------–-, რომლის ქირასაც ვ----–- იხდიდა. ერთად დადიოდნენ მეგობრებთან, რომლებსაც ვ----–- აცნობდა, როგორც მეუღლეს, თვითონ ვ----–-ც მის ახლობლებს აცნობდა მას, როგორც მეუღლეს. მშობლების სახლშიც დადიოდნენ და ვ----–- ჰპირდებოდა მის მშობლებს, რომ აღარ გაიმეორებდა 2014 წლის შეცდომებს და ბედნიერ ქალად აქცევდა. ასევე, ჰპირდებოდა, რომ ამერიკაში წაიყვანდა და უმკურნალებდა, რომ ბავშვი ჰყოლოდათ. ვ----–-- კ---–- სამსახურისთვის თავი დაანებებინა, არ აძლევდა სუნთქვის საშუალებას, ეჭვიანობდა, ძალადობდა და გადაწყვიტა სახლიდან წასვლა. ამის გამო 9 ივლისს ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოუხდათ, ყელზე დაზიანებაც ჰქონდა. სახლი დატოვა და მეგობართან - ბ-----–-----------–---–---- გადავიდა. ქმარს მისწერა, რომ სახლიდან მიდიოდა. ამ პერიოდში ვ----–- სისტემატურად უკავშირდებოდა და ემუქრებოდა, შეხვედრას სთხოვდა. არ უნდოდა სახლში მისვლა, რადგან იცოდა, კარგი არაფერი ელოდა. ვ----–- სთხოვდა, სალაპარაკოდ გარეთ შეხვდებოდა, ის კი უარზე იყო, ბოლოს მაინც დაითანხმა შეხვედრაზე.
დაზარალებულის განმარტებით, 2--- წლის 11 ივლისს, დაახლოებით 21 საათისთვის, მივიდა დ------------–-, მათი კორპუსის ეზოში, ნახევარი საათის შემდეგ მივიდა ვ----–-, რომელიც არ გადადიოდა მანქანიდან. ისეთი გაბრაზებული სახე ჰქონდა, არც თვითონ გადასულა თავისი მანქანიდან. მან მანქანიდანვე გადმოუყარა ,,BMW-ს‘‘ მანქანის გასაღები და ,,სამსუნგის‘‘ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც წაართვა რამდენიმე დღის წინ და წავიდა. თვითონაც დაბრუნდა მეგობრის სახლში. ვ----–- ისევ სწერდა და ემუქრებოდა, რომ, თუ სახლში არ მივიდოდა, კარგი არაფერი დაემართებოდა. ამის გამო, იძულებული გახდა, კვლავ წასულიყო დ------------–-. უკვე 12 რიცხვი იყო დაწყებული, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ან პირველის ნახევარზე, ვ----–- დახვდა მათი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მანქანით. უკანა მხრიდან ჩაუყენა მანქანა, ისე, რომ გასასვლელი ჩაუკეტა და გადავიდნენ. ვ----–- ხელში პარკი ეჭირა, გაეხუმრა კიდეც, ჰკითხა, რა მიყიდეო, თან ხელი წაატანა, მაგრამ ვ----–-- გაიწია და უთხრა, რომ არაფერი იყო. სახლში შევიდნენ თუ არა, ვ----–-- გადაკეტა კარი და სინათლე გამორთო. ეგონა, მისაღებ ოთახში მაინც აანთებდა, მაგრამ ის მაშინვე ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდა. გამწარებულმა დაარტყა ხელი სახის არეში, პირველივე დარტყმაზე დავარდა, დაცემულს ხელებს და ფეხებს ურტყამდა, რის გამოც გრძნობდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. თან უყვიროდა, როგორ გაბედა სახლიდან წასვლა. ურტყამდა ბეჭებში, ფეხებში, თმებში წაავლო ხელი და მეტლახზე არტყმევინებდა თავს, თან ემუქრებოდა: ,,ხმა არ ამოიღო, მეზობლებმა არ გაიგონ, პატრული არ დაგვადგეს თავზე, თორემ აივნის კარის გაღებას და გადაგდებას წინ არაფერი უდგას, მზად ვარ იმისთვის, რომ წავიდე სროკზე და შენ არ გაცოცხლოო‘‘. მწებავი ლენტით შეუკრა ხელები და პირი და ასე შებოჭილ ხელებში ურტყამდა, ეგონა, ძარღვები დაუსკდებოდა. ურტყამდა გამთენიამდე, ვიდრე არ დაიღალა.
დაზარალებულ თ--------–------ის მიერ გაცხადებული გარემოება მის მიმართ ვ----–---------–---–-ს მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით არ უარყვია თავად ბრალდებულსაც, რომელმაც წუხილი გამოთქვა ჩადენილის გამო, თუმცა განაცხადა, რომ ის თ--------–-------სთან ქორწინებაში არ იმყოფებოდა, ამასთან, დაზარალებულის მიერ მითითებულ გარემოებებს სრულად არ დაეთანხმა და სხვაგვარად აღწერა.
ბრალდებულ ვ----–---------–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2009 წელს იქორწინა თ-----------------თან, რომელთან ერთადაც ცხოვრობს კ---–-, ჰყავთ ორი შვილი. თ--------–------- გაიცნო 2012 წელს და ჩამოუყალიბდათ ახლო ურთიერთობა. ამ დროს მისი მეუღლე მეორე ბავშვზე იყო ორსულად. მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ იცოდა თ-------ც. 2014 წელს გაიგო, რომ თ------ და დედამისი მივარდნილან მასთან ოჯახში და მომხდარა ჩხუბი. თ------ უნდოდა, ცოლ-შვილი გაეგდო სახლიდან, მაგრამ ის ამას ვერ აკეთებდა, რადგან მის მეტი პატრონი არ ჰყავდათ. ამის შემდეგ თ------ დაშორდა. 2--- წელს ისევ დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შერიგდნენ, თ------ ისევ ცოლთან დაშორებას ითხოვდა მისგან, რის გამოც ხან შორდებოდნენ, ხან რიგდებოდნენ. ბოლო შერიგების დროს კ---–- შეხვდნენ ერთმანეთს, თ------- უთხრა, სახლში ვეღარ დავბრუნდებიო და წამოვიდნენ თ---–--–ი. თ------ თავისი ,,ტიდას‘‘ მარკის მანქანით იყო, თვითონ კი - ,,BMW-ს‘‘ მანქანით. ნერვიულობის გამო, გზად რაღაცას დაეჯახა და იძულებული გახდა, კ---–- დაბრუნებულიყო. თ---–--–ი ბიძაშვილს დაურეკა, თ------ დახვედროდა. მანვე უქირავა ბინა დღიურად, ამასობაში თვითონაც ჩამოვიდა. ამის შემდეგ სახლი იქირავა დიღომში 700 ლარად, გამქირავებელს თ------- თავი ახალშეუღლებულებად გააცნო, თვითონ ამ საუბარში არ ჩარეულა, არ უარყვია. იმ ბინაში ცხოვრობდა თ------, თვითონაც ხშირად მიდიოდა, კვირაში ხან 5-ჯერ რჩებოდა. ისეთი სამსახური ჰქონდა, ხან კ---–- იყო, ხან - თ---–--–ი. ბინასთან დაკავშირებულს ყველაფერს თვითონ იხდიდა, თ------აც არაფერს აკლებდა. ყოველთვის ყურადღებიანი იყო მის მიმართ, პირად და სამსახურის საქმეებს აფუჭებდა მის დევნაში. დაბადების დღეც გადაუხადა რესტორანში და მეგობრებიც დაუპატიჟა. თ------- ერთობლივი სურათიც დადო ,,ფეისბუქზე‘‘, მილოცვის კომენტარებსაც მოჰკრა თვალი, მაგრამ არ ჩაუთვლია, რომ დაქორწინებას ულოცავდნენ, ეგონა, დაბადების დღის მისალოცი იყო. ნაქირავებ ბინაში თ--------- თითქმის 2 თვე ცხოვრობდა. ამ ხნის მანძილზე მუდამ ჰქონდა ეჭვიანობის საფუძველი. ამასთან, თ------ მისგან სულ ითხოვდა ოჯახის მიტოვებას, რაზეც დავა და უთანხმოება ჰქონდათ. ბოლოს თ------ ორი დღე სახლში არ მივიდა, ურეკავდა, ეკითხებოდა, სად იყო, ის კი პასუხობდა, რომ მისი საქმე არ იყო. მის ძმასაც დაურეკა, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ. შეტყობინებებს უგზავნიდა თ------, სთხოვდა, მისულიყო და გაერკვიათ, ეჭვიანობდა, მის სახლში ცხოვრობდა და ორი ღამე მის გვერდით არ იყო. შემთხვევის დღეს, ღამით, გაბრაზებული და განერვიულებული იყო, სახლში რომ შევიდნენ, ჰკითხა, სად იყო, თ------ კი პასუხობდა: ,,ბოლოს და ბოლოს, გაყრი თუ არა ცოლ-შვილს სახლიდანო?‘‘ ვეღარ მოითმინა და ხელი შემოარტყა, რის გამოც დივანზე დავარდა. ისეთ მდგომარეობაში იყო, თავს ვეღარ აკონტროლებდა, წიხლის ქვეშ არ გაუგდია, ბევრჯერ არ დაურტყამს, ორჯერ ან სამჯერ დაარტყა, თუმცა არც მთელი ძალით და არც მსუბუქად. დიდად დაზიანება არ ეტყობოდა, მაგრამ ლოყა და თვალი ჰქონდა გასიებული, შეეცოდა და ანალგინის ინექცია გაუკეთა, თავისი ხელით მოახსნევინა მწებავი ლენტი, რომელიც, სიფრთხილის გამო, მეზობლებს რომ არ გაეგოთ, ხელებზე და პირზე გაუკეთა ჩხუბის დროს. თენდებოდა უკვე, რომ დაიძინეს, დილას გამომძიებელმა გააღვიძა და უთხრა, რომ დაკავებული იყო. მიხვდა, რის გამოც აკავებდნენ და წინააღმდეგობა არ გაუწევია. ნანობს თ--------–------ის მიმართ ჩადენილს, ცუდად მოიქცა, ხელით შეხებას სჯობდა, ნორმალურად დალაპარაკებოდა.
ვ----–---------–---–-ს მხრიდან თ--------–------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, 2----–-–----- ივლისს თ--------–-------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები, სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნა, ისევე, როგორც დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ განცხადებაზე დართული ფოტოსურათები, რომლებიც ასახავს თ--------–------ის იმჟამინდელ გარეგნულ მდგომარეობას, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
თ--------–-------ზე განხორციელებული ძალადობის დამადასტურებელია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლითაც გამოკვლეულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები, მათ შორის, მწებავი ლენტები, რომლებზე არსებულ მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევებზეც დაფიქსირებულია ადამიანის სისხლი. არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და არც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე, არ გამხდარა სადავო დაცვის მხარის მიერ. შესაბამისად, მათში გადმოცემულ ინფორმაციას და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
თ--------–------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის კვალის არსებობაზე უთითებს თავის ჩვენებაში ბინის გამქირავებელი მ------------–---–-ც. კერძოდ, მოწმე მ------------–---–-ს ჩვენების მიხედვით, ბინის გაქირავების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით დაუკავშირდა გოგონა. ადგილზე მივიდა მეუღლესთან ერთად. ვ----–---------–---–ს და იმ გოგონას შეხვდნენ კორპუსთან, ბინა მოეწონათ და რამდენიმე თვით იქირავეს, მანამდე არცერთს არ იცნობდა, ორივემ დაუდასტურა, რომ ახალდაქორწინებულები იყვნენ. მიულოცა კიდეც მეუღლესთან ერთად. გადასცა ერთი ცალი რკინის გასაღები. კარის საკეტი აცდენილი იყო, თუ გასაღებით არ დაიკეტებოდა, ავტომატურად, მიხურვით არ იკეტებოდა. თავდაპირველი თანხა იმ დღესვე გადაუხადა ვ----–--, შემდეგი თვის თანხა სახლში მიუტანეს, მესამე თავის გადასახადზე ურეკავდა, მაგრამ არ უპასუხეს, ამიტომ ბინაში მიაკითხა, კარი თ------- გაუღო, რომ შეხედა, სახეზე არ მოეწონა, აშკარად ნაცემი იყო.
თ--------–------ის მიმართ ვ----–---------–---–-ს მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზეა მითითებული დაზარალებულის ძმის - გ----------–-------ს გამოკითხვის ოქმშიც, რომელიც მხარეთა მიერ, ასევე, უდავოდ იქნა ცნობილი. მართალია, გ----------–------- არ ყოფილა შემთხვევის თვითმხილველი და შემსწრე, თუმცა დისგან - თ--------–------ისგან შეიტყო, რომ მეუღლე ვ----–---------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აღუკვეთა თავისუფლება და ორი საათის განმავლობაში ჰყავდა დასკოჩილი. ამავეს ადასტურებს მოწმე ბ-----–-----------–---–-ს გამოკითხვის ოქმიც.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მხარეები ფაქტობრივად თანხმდებიან კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს ენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც უდავო მტკიცებულებებით, ასევე, გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და არ არსებობს მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2----–-–----- ივლისს, ღამის საათებში, თ---–--–ი, მე-–------------------------------------------------ში, ვ----–---------–---–მა თ--------–-------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და იძალადა მასზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აქვე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის პოზიციას, რომ ვ----–---------–---–-ს მიერ ჩადენილი ძალადობა, რასაც იგი აღიარებს და ინანიებს, არ არის ოჯახური დანაშაული, რამდენადაც ბრალდებული არ იმყოფებოდა თ--------–-------სთან არც რეგისტრირებულ და არც არარეგისტრირებულ ქორწინებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ, გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, ასევე, გამოიკვლია დაცვის სხვა მოწმეთა ჩვენებები.
მოწმე თ----------------ს ჩვენების თანახმად, 10 წელია, ვ----–---------–---–-ს მეუღლეა. დაქორწინების შემდეგ მასთან ცხოვრობს კ---–-, ყ---------------ში, ჰყავთ ორი შვილი. 2013 წელს თ------------------–---------ან შეიტყო, რომ ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ვ----–----, ის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა ტელეფონით, ასევე, ინტერნეტით, უნდოდა, რომ სახლიდან წასულიყო და თვითონ ყოფილიყო მისი ცოლი. 2014 წელს, როდესაც ბაღიდან შინ მიჰყავდა ბავშვი, დაინახა მისკენ, დედასთან ერთად, მიმავალი თ------------------–-------, რომელმაც ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი, ხელი ჰკრა, დაბლა დააგდო და ეუბნებოდა, წასულიყო სახლიდან. ბავშვის ტირილზე დასახმარებლად გავიდნენ დედამთილი, მული და ძლივს დააღწია თავი. ამის შემდეგ ქმარი დაპირდა, რომ ეს ქალი აღარ გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში. 2--- წლის ივლისამდე მასზე აღარაფერი გაუგია. ვ----–- ავტომობილების იმპორტს და რეალიზაციას ახდენდა. ამერიკიდან ჩამოჰყავდა დაზიანებული ავტომობილები და შეკეთების შემდეგ ყიდდა. ამის გამო, ხშირად უწევდა ღამის სამსახურში გათევა. პარალელურად, თვითონ ისევ იღებდა შეტყობინებებს, რომ თავმოყვარეობა არ ჰქონდა და ქმარს კისერზე ეკონწიალებოდა, ამ დროს სახლში იყო ვ----–-ც და შეტყობინება წაიკითხა. ქმარმა უთხრა, რომ ამ ადამიანთან პრობლემა ჰქონდა და მოაგვარებდა. როგორც გაიგო ,,BMW-ს‘‘ მარკის საკმაოდ ძვირადღირებული მანქანა, რომელიც თავიდან ვ----–-------------- იყო გაფორმებული, განბაჟებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გაფორმდა თ--------–-------ზე და ამ საბუთებით აშანტაჟებდა ის. ვ----–- ბოლოს 9 ივლისს ნახა, 10-ში თ---–--–ი გამოაცილა, დაჰპირდა, რომ ყველაფერი მალე მოგვარდებოდა. რამდენიმე დღეში გაიგო, რომ ის ნაქირავებ ბინაში დააპატიმრეს.
2014 წელს კ---–-, საბავშვო ბაღის მიმდებარედ, თ--------–-------სა და თ----------------- შორის ინციდენტი დაადასტურა მოწმე მ--------------–---–--ც, ასევე, ბრალდებულის დამ - მოწმე თ-----------–---–--, რომელმაც განმარტა, რომ თ---------------- და მისი ძმა არასდროს დაშორებულან ერთმანეთს. ასევე, ძმისგან იცის, რომ ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა თ--------–-------სთან, ის ფეხმძიმედაც იყო და სთხოვდა ცოლად მოყვანას, მაგრამ, რადგან მისი ძმა არ გაშორდა ცოლს, ხელოვნურად შეწყვიტა ორსულობა და მერე გაწყვიტეს ურთიერთობაც. 2--- წლის გაზაფხულზე მათ აღუდგენიათ ურთიერთობა. ძმასთან ჰქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია და ერთად ცხოვრობდნენ სახლში, თუმცა ხანდახან სახლში არ იყო ხოლმე, ხშირად აუქციონები იმართებოდა და სამსახურში რჩებოდა, ხან ფ----–- მიდიოდა მანქანის ჩამოსაყვანად. ძმის თ---–--–ი ცხოვრების შესახებ გაიგო, როდესაც ვ----–-ს დაკავებამდე 2-3 კვირით ადრე რძალს შეტყობინება მიუვიდა, სადაც თ--------–------- წერდა, როდემდე უნდა იყო შენს ქმარზე გადაკიდებული, ხომ ხედავ, რომ სხვა ქალთან დადისო. მაგ პერიოდში ერთად ცხოვრობდნენ თუ არა, არ იცის.
ავტომანქანა ,,BMW-სთან‘‘ დაკავშირებით სასამართლომ, ასევე, მოისმინა მოწმე ვ----–-----------ს ჩვენება, რომლის თანახმადაც, ვ----–--, მას შემდეგ, რაც თვითონ ბანკში პრობლემები შეექმნა, ვერავინ ნახა ბიჭებიდან, ვისზეც გადააფორმებდა მანქანას და ბოლოს მეგობარ თ--------–-------ზე გადააფორმა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, ასევე, თ-----------------თან, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს იმას, რომ ვ----–---------–---–ს თანაცხოვრება ჰქონოდა სხვასთანაც, კერძოდ, თ--------–-------სთან, რამდენადაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია პარალელურად ორ რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა და არა - არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა, რომლის სახელმწიფოს მხრიდან გაკონტროლებაც შეუძლებელია. მოქალაქეები ამ მხრივ სახელმწიფოს მხრიდან არანაირ შეზღუდვებს არ განიცდიან და მათი ცხოვრების წესი მთლიანად მათ მორალურ ღირებულებებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ თ---------------- ბრალდებულის სახლში ცხოვრობდა, არ წარმოადგენს ვ----–---------–---–-ს თ--------–-------სთან ცოლქმრული თანაცხოვრების გამომრიცხველ გარემოებას. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ვ----–---------–---–მა ავტომანქანა ,,BMW‘‘ თ--------–------ის სახელზე გადააფორმა და არა - თ----------------ს სახელზე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ვ----–---------–---–მა თვითონ მისცა (მანქანიდან გადაუგდო) ამ ავტომანქანის გასაღები თ--------–-------ს, მაშინ, როდესაც თ------ მასთან ურთიერთობის გაწყვეტა ჰქონდა გადაწყვეტილი, რის თაობაზეც იცოდა ვ----–---------–---–მა.
ის გარემოება, რომ თ--------–-------სთან კვირაში ხუთ დღესაც კი ატარებდა თ---–--–ი, მ--–------------------ში მდებარე, მისსავე ნაქირავებ ბინაში, დაადასტურა თავად ბრალდებულმა, რომელმაც, ასევე, განაცხადა, რომ ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს და ყველა საჭირო ხარჯებს თვითონ იხდიდა. ამასთან, ზემოხსენებული ბინის გამქირავებელმა მ------------–---–-- დაადასტურა, რომ ბინა ახალშეუღლებულ წყვილზე გააქირავა, რაც მიულოცა კიდეც მეუღლესთან ერთად. საგულისხმოა, რომ ვ----–---------–---–ს არც თვითონ გამოუთქვამს საწინააღმდეგო აზრი მ------------–---–თან მოლაპარაკების დროს. თავად ბრალდებულმა თავის ჩვენებაში, ასევე, განმარტა, რომ ხალხი ეკითხებოდა - ცოლს დაშორდი და თ--------–------- მოიყვანეო? ასევე, მის ცოლს ეკითხებოდნენ, შენმა ქმარმა ცოლი მოიყვანაო, რადგან ხალხმა გაიგო, რომ მასთან ერთად ცხოვრობდა. აღნიშნული გარემოება უტყუარად ადასტურებს, რომ მას ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა და თანაცხოვრება თ--------–-------სთან, რაც ხალხის მხრიდან სწორედ ცოლქმრულ ურთიერთობად იქნა აღქმული. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ბრალდებულისვე განაცხადება, რომ ის თ--------–------ის ორი ღამით სახლში მიუსვლელობის გამო ეჭვიანობდა და ეძებდა მას, რაც, დაზარალებულის განმარტებით, გახდა კიდეც ვ----–---------–---–-ს მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გაანალიზების საფუძველზე, სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებულ ვ----–---------–---–-სა და დაზარალებულ თ--------–------ის ცოლქმრული თანაცხოვრება. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და სანდო, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2----–-–----- ივლისს, ღამის საათებში, თ---–--–ი, მე-–------------------------------------------------ში, ვ----–---------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ--------–-------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და იძალადა მასზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ
თავისუფლების უკანონო აღკვეთა
დაზარალებულ თ--------–------ის ჩვენების თანახმად, სახლში, ცემის პარალელურად, ვ----–---------–---–მა პარკიდან, რომელიც მისვლისას ხელში ეჭირა, ამოიღო მწებავი ლენტი და შეუკრა ხელები, ასევე, დაახვია პირზე, თან სახვევის ქვეშ ნაჭერი ჩაუდო, რომ არ ეყვირა. დიდი ხნის განმავლობაში იყო შეკრული, ფიქრობდა, რომ ხელებზე სისხლძარღვები დაუსკდებოდა, შეკრულ ხელებშიც კი ურტყამდა. შემდეგ მარცხენა ხელის კუნთში ნემსი გაუკეთა. დივანზე იჯდა, მობილურით ვერსად დარეკავდა, სახლს ვერ დატოვებდა, რადგან დაკეტილი იყო, თან ვ----–- გასვლის საშუალებას არ მისცემდა, თავზე ედგა და ურტყამდა. ემუქრებოდა, დღეიდან შენი ცხოვრება დასრულდა და თუ სადმე გავალ, სკამზე დაბმულს დაგტოვებ, რომ აივანზე არ გახვიდე და მეზობლებს არ სთხოვო დახმარება, რომ გშიოდეს და კვდებოდეო, შენი ცხოვრება სკამზე დაბმული დასრულდა და მორჩაო. ყველაფერი გამთენიისას დამთავრდა, როცა ვ----–-ც დაიღალა. ელაპარაკებოდა, პატიებას სთხოვდა, უნდოდა, დამშვიდებულიყო, არადა, საბოდიშო არაფერი ჰქონდა. ბოლოს ვ----–- დამშვიდდა და დაიძინა, ამ დროს თვითონაც მასთან იყო საძინებელ ოთახში. მოახერხა და შეკრული ხელებით ჩამოიწია მწებავი ლენტი, ნაჭერიც გადააგდო. გაანალიზა მომხდარი, მოძებნა გასაღები, რითაც სახლი ჰქონდა დაკეტილი ვ----–- და პოლიციაში წავიდა.
ბრალდებულს არ უარყვია მის მიერ თ--------–------ისთვის, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ხელებისა და პირის მწებავი ლენტით შეკვრის ფაქტი, თუმცა, მისი განმარტებით, აღნიშნული მიმართული იყო იმისკენ, რომ დაზარალებულის ყვირილის ხმა ღამით მეზობლებს არ გაეგოთ და მისი მიზანი არ ყოფილა დაზარალებულისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. კერძოდ, ბრალდებულმა ვ----–---------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ბინაში არსებული მწებავი ლენტი თ------ ხელებზე, პირსა და თავზე მოახვია, რათა მეზობლებს არ გაეგო მისი ყვირილის ხმა. როდესაც აზრზე მოვიდა და დაინახა, რომ თ------ ისევ სახეზე ჰქონდა ლენტი, არადა შეეძლო, თვითონაც აეხსნა, თავისი ხელით მოახსნევინა. დაზიანება დიდად არ ეტყობოდა, მაგრამ ლოყა და თვალი ჰქონდა გასიებული, შეეცოდა და ანალგინის ინექცია გაუკეთა. დაწყნარდნენ და შეთანხმდნენ, დაეძინათ და საკითხი დაწყნარებულ გულზე გაერკვიათ. დილას კი გამომძიებელმა გააღვიძა და უთხრა, რომ დაკავებული იყო.
მოწმე თ-----------------–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ვ----–---------–---–- დააკავეს დ------------–- მდებარე ბინაში. კარი გასაღებით არ იყო დაკეტილი, ხელით იღებოდა. მათი მისვლისას ვ----–---------–---–- მწოლიარე და, სავარაუდოდ, ჩაძინებული იყო, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. თქვა, რომ იქ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა, ცოლ-შვილი მიატოვა და კ-------- მასთან საცხოვრებლად წამოვიდა. ბინა არეული იყო, ეყარა წებოვანი ლენტები, ნემსი და სხვა ნივთები. დაკავების შემდეგ ვ----–---------–---–- გადაიყვანეს განყოფილებაში.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ვ----–---------–---–მა თ--------–-------ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მწებავი ლენტის გამოყენებით, შეუკრა ხელები, ასევე, აუკრა პირი. დაზარალებულის განცხადებით, იგი ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვიდრე ვ----–---------–---–ს ემოციისგან და ფიზიკური ენერგიის ხარჯვისგან ძალა არ გამოელია. ბრალდებულის მტკიცება, რომ თ--------–-------ს ჰქონდა ლენტის მოხსნისა და თავისუფალი მოქმედების საშუალება, წინააღმდეგობაშია როგორც დაზარალებულის, ისე, პირადად მის ჩვენებაში მითითებულ გარემოებებთან, რამდენადაც თავად ბრალდებულიც არ უარყოფს თ--------–------ისთვის ხელების შეკვრის ფაქტს. მართალია, დაზარალებულს ფეხები არ ჰქონია შებორკილი, თუმცა ხელების შეკვრით მას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა, კერძოდ, მთელი კონფლიქტის დროს, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში, მას თავზე ედგა ბრალდებული და ხელებშებორკილს და პირახვეულს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც წარმოუდგენელი იყო, მას მოეხერხებინა ბრალდებულისგან თავის დაღწევა გაქცევით, მით უფრო, მოეხერხებინა ხელებშეკრულს კარის გაღება, მიუხედავად იმისა, ეკეთა თუ არა გასაღები კარს. ასეთ ვითარებაში, ვ----–---------–---–-ს ყურადღების მიღმა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, დაზარალებულის მხრიდან რაიმე აქტივობა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქმედების თავისუფლების უკანონო აღკვეთით კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა დროის განმავლობაში ჰქონდა პირს შეზღუდული თავისუფალი მოქმედებისა და გადაადგილების შესაძლებლობა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, ასევე, ბრალდებულის ჩვენებაზე, თითქოს, მან დაზარალებულს პირსა და ხელებზე მწებავი ლენტი დაახვია იმ მიზნით, რომ მისი ყვირილის ხმა არ გაეგოთ მეზობლებს, საინტერესოა, ხმის ჩახშობა როგორ უნდა მომხდარიყო ხელების შეკვრით და რატომ არ იყო ამისთვის საკმარისი მხოლოდ პირის აკვრა აღნიშნული ლენტით.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომელიც უდავო მტკიცებულებას წარმოადგენს, დადგენილია, რომ მწებავ ლენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, მწებავი ლენტებიდან ამოღებული თმის ღერების გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ--------–-------ს. ამასთან, მწებავ ლენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის თ--------–-------ს, ხოლო მინორული წილი - ვ----–---------–---–ს. ასევე, შერეული პროფილის არსებობა დადგინდა მწებავი ლენტის ხვიაზეც.
განხილული მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობაში შეფასებით, სასამართლოს მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი და დამაჯარებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ ვ----–---------–---–მა 2----–-–----- ივლისს, ღამით, თ---–--–ი, მ--–--------------------------------ში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ--------–-------ს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01, ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული‘‘.
სასამართლომ, ასევე, საქმეზე Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , §56, ECHR 09/02/2016) განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , §114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , §87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ასევე, უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ვ----–---------–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 22 სექტემბრის #561 დადგენილებით, მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის ყველა საკითხში, მათ შორის, იმ საკითხებში, რომლებიც ეხება ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობას, და მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე, განქორწინების დროს.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგსა და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დადასტურდა 2----–-–----- ივლისს, ღამით, ვ----–---------–---–-ს მიერ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თ--------–------ის მიმართ, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ძალადობის ჩადენა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ვ----–---------–---–- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
როგორც დაზარალებულისა და ბრალდებულის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულის ფოტოსურათებთან ერთობლიობაში, ნათლად ადასტურებს, რომ ის დაზიანებები, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, მიზეზობრივ კავშირშია მხოლოდ და მხოლოდ ვ----–---------–---–-ს აგრესიულ ქცევასთან. ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, დაზიანებებს და ფიზიკურ ტკივილს, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.
სასამართლომ ქმედების სამართლებრივი აღწერისას მიმოიხილა ვ----–---------–---–-ს და თ--------–------ის თანაცხოვრების ის ფაქტობრივი საფუძვლები, რაც არ იძლევა დაცვის პოზიციის გაზიარების საშუალებას, რომ ბრალდებული და დაზარალებული არ იყვნენ ოჯახის წევრები. უტყუარად დგინდება მათი სხვადასხვა დროს ერთ ოჯახად ცხოვრება, მათ შორის, ბოლოს - შემთხვევის დროს ისინი თანაცხოვრებას ეწეოდნენ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში. აღნიშნულის გამო, ვ----–---------–---–-ს ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს მისი ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით კვალიფიკაციას.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური ძალადობა ლატენტურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და უმეტეს შემთხვევაში იგი დახურულ სივრცეშია ჩადენილი. ამ დანაშაულის თვითმხილველები, როგორც წესი, არიან მხოლოდ დაზარალებული და ბრალდებული. ამდენად, სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება ოჯახური ძალადობის საქმეებში, რომლის უგულვებელყოფა, მისი სამართლებრივი ფასის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ პირდაპირ მტკიცებულებათა არითმეტიკული დაჯამებით, იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრულობა და ამ ტიპის დანაშაულების წახალისება.
თ--------–------ის მიმართ 2----–-–----- ივლისს ჩადენილ დანაშაულთა შეფასებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც, თავის მხრივ, არის ძალიან თანმიმდევრული და დამაჯერებელი ფაქტებთან მიმართებით, დიდწილად თანხვედრაშია ბრალდებულ ვ----–---------–---–-ს ჩვენებასთან და შემთხვევის ადგილის - ბინის დათვალიერებისას ამოღებულ საგნებთან და ჩატარებულ ექსპერტიზების დასკვნებთან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ----–---------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
რაც შეეხება ვ----–---------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო, ასევე, დადასტურებულად მიიჩნევს იმ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებისა და უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც გამოკვლეულ იქნა სასამართლოში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ამ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რაც შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ასევე, უმოქმედობით. ამასთან, მისი დამთავრებულად ცნობისთვის არ არის საჭირო, ამ ქმედებას მოჰყვეს რაიმე მძიმე შედეგი. დანაშაული დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან, შესაბამისად, სახეზეა ფორმალური შემადგენლობა. ამასთან, დანაშაული დენადია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს ფაქტობრივად წაართვეს გადაადგილების უფლება და შემდეგ უწყვეტად მიედინება, ვიდრე არ მოხდება მსხვერპლის გათავისუფლება. თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება განხორციელდეს ისეთი ძალადობის ან მუქარის გამოყენებით, რომელიც არაა საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის (მაგალითად, გათოკვით, ხელის გადაგრეხით). სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია, დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როდესაც მას ფაქტობრივად (ობიექტურად) აქვს წართმეული თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ამასთან, ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ასევე, მისი ჩადენის ხერხსა და საშუალებას (გარდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა).
ზემოხსენებული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 2----–-–----- ივლისს, ღამის საათებში, ვ----–---------–---–მა თ--------–-------ს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, საგანგებოდ მომზადებული მწებავი ლენტით შეუკრა ხელები, ასევე, აუკრა პირი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ აძლევდა მას როგორც შეზღუდვისგან გათავისუფლების, ისე, გადაადგილების საშუალებას.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილია არაერთი პირდაპირი მტკიცებულება. კერძოდ, დაზარალებულ თ--------–------ის ჩვენება, რომელმაც დეტალურად აღწერა, მწებავი ლენტის გამოყენებით, მისი შებორკვის ფაქტი, რა დროსაც ვ----–---------–---–- ძალადობდა მასზე. იგივე ფაქტობრივი გარემოება არ უარყვია არც ბრალდებულს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ მეზობლებს არ გაეგოთ დაზარალებულის ხმა. გარდა მითითებული ჩვენებებისა, აღნიშნული დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ საგნებზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, სააბაზანო ოთახიდან ამოღებულ მწებავ ლენტებსა და მწებავი ლენტის ხვიაზე არსებული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის დაზარალებულ თ--------–-------ს, ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ვ----–---------–---–ს, ისევე, როგორც მწებავ ლენტებზე არსებული თმები არის თ--------–------ის გენეტიკური პროფილის შესაბამისი.
სასამართლო კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას დაცვის მტკიცებაზე, რომ ვინაიდან ვ----–---------–---–ს არ შეუკრავს ფეხები თ--------–------ისთვის და არც კარის გასაღები ყოფილა დამალული (ბრალდებულის ჩვენების მიხედვით), არ არსებობს ქმედების თავისუფლების აღკვეთით კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ნიშანი, თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, შემდეგ გარემოებათა გამო: ის, რომ თ--------–-------ს არ შეეძლო შეწინააღმდეგებოდა ვ----–---------–---–-ს მოქმედებას და მისი ნება სრულად კონტროლდებოდა ბრალდებულის მიერ, უტყუარადაა დადასტურებული დადგენილი ფაქტით, რომ ბრალდებული ძალადობდა მასზე ფიზიკურად, ვ----–---------–---–- თავზე ედგა ხელებშეკრულ თ--------–-------ს და ფიზიკურად უსწორდებოდა მას. დაზარალებულს ცალსახად წართმეული ჰქონდა გადაადგილების და ბრალდებულის ნების საწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შესაძლებლობა. შესაბამისად, ობიექტურად სრულიად შეუძლებელი იყო მისთვის, ხელებშეკრულს გაეღო ბინის კარი და გასცლოდა იქაურობას. აღნიშნული წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან ელემენტს, ურომლისოდაც ხსენებული დანაშაული შემადგენლობა არ იარსებებდა. ამასთან, იმას, თუ როდის მოხდა თ--------–------ის გათავისუფლება, კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ისევე, როგორც დანაშაულის კვალიფიკაციისთვის განმსაზღვრელი არ არის, დაზარალებულმა თვითონ მოიხსნა წებოვანი ლენტი თუ ბრალდებულმა მოხსნა. ზემოთ განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ვ----–---------–---–მა ჩაიდინა თ--------–------ის უკანონო თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, არ დგინდება მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ----–---------–---–მა ჩაიდინა მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი თ--------–------ის მიმართ ძალადობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ვ----–---------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის ქმედებების შედეგად განიცადა როგორც ფიზიკური ტკივილი, ასევე, შეელახა თავისუფალი გადაადგილების უფლება. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, რომ არ არის ნასამართლევი, არის ოჯახის მარჩენალი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და ავადმყოფი დედა, მხედველობაში იღებს, აგრეთვე, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომ აქვს პრობლემები ნევროლოგიური კუთხით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის კონვენცია) მკაფიოდ ესმევა ხაზი, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე, პირიქით, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსში 2--- წლის 30 ნოემბერს შეტანილი ცვლილებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გამკაცრდა თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის ზომა, კერძოდ, განისაზღვრა ორი წლით, ხოლო კანონის ძალაში შესვლამდე მაქსიმალური ზღვარი იყო ერთი წელი. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს რა სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს, ვ----–---------–---–ს ამ კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელს დაუნიშნავს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში 2--- წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.
რაც შეეხება სსკ-ის 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შესაბამისად, ვ----–---------–---–ს სასჯელები უნდა განესაზღვროს მითითებული სანქციების ფარგლებში.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული პირადი ნივთები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ თ--------–-------ს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საგნები და ბიოლოგიური ნიმუშები უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ----–---------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2--- წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და 111143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
სსკ-ის 111143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ----–---------–---–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვ----–---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2----–-–----- ივლისიდან.
ვ----–---------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ,,სამსუნგისა‘‘ და ,,აიფონის‘‘ ფირმის მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს მათ კანონერ მფლობელს; ერთი ცალი მწებავი ლენტი; ერთი ცალი შპრიცი, მცირეოდენი სითხით; ერთი ცალი შპრიცის ნემსის დამცავი; ერთი ცალი ამპულა, მცირეოდენი სითხით; მწებავი ლენტი, თმის მსგავსი ღერებით; სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე