გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210017001878817
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9403-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2019 წელი თ---–--ი

 

შესავალი ნაწილი

 

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - დ----- უ------------ე

წარმომადგენელი - ე-----–- დ---–--ე

 

მოპასუხე - ი--------- ზ--------–---–ი

წარმომადგენელი - თ------- გ--------–--ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი--------- ზ--------–---–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 9 000,00 ლარისა და 341,00 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს დ----- უ------------ე მოძრაობდა კუთვნილი მ---------ის მარკის ავტომობილით, თ---–--ი-წ-----–ი ხ---ის საავტომობილო გზაზე, რ-------ის მიმდებარედ, რა დროსაც მოხდა ავტოავარია, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეული იქნა ი--------- ზ--------–---–ი.

 

ავარიის შედეგად ავტომანქანები გადაიყვანეს ექსპერტიზაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილებამ დ----- უ------------ისათვის მიყენებული ზიანი შეაფასა 9 000,00 ლარით. ასევე, მოსარჩელემ გადაიხადა ავტოსადგომზე მანქანის გამოსაყვანად 341,00 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი 6 000,00 ლარის ნაწილში (იხ, 2019 წლის 28 თებერვლის სასამრთლო სხდომის ოქმი, 11:11:24).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 30 სექტემბერს თ---–--ში, წ-----–იხ---ის გზის 21 კმ 350 მ შემთხვევის ადგილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, დამრღვევად მიჩნეული იქნა ი--------- ზ--------–---–ი, რომელიც მართავდა ავტომანქანას „მ---------ს“ სახელმწიფო ნომრით - Z--- 9--.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი № ე- 5----- (ს.ფ. 20).

სქემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმთან დანართი (ს,ფ, 14).

საპატრულო პოლიციის სამმართველოსათვის მიცემული ი--------- ზ--------–---–ისა და დ----- უ------------ის ახსნა-განმარტები (ს.ფ. 14-17).

 

3.1.2. 2015 წლის 30 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა „მ---------ის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: V- – 1-- - G-, რომელსაც მართავდა დ----- უ------------ე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი № ე- 5----- (ს.ფ. 20).

სქემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმთან დანართი (ს,ფ, 14).

საპატრულო პოლიციის სამმართველოსათვის მიცემული ი--------- ზ--------–---–ისა და დ----- უ------------ის ახსნა-განმარტები (ს.ფ. 14-17).

 

3.1.3. ავტომანქანის “M------------”, სახელმწიფო ნომერი V--1---G- სატრანსპორტო საშუალების სპეცავტოსადგომზე დგომა/გაჩერებისათვის (3---------------------) დ----- უ------------ემ გადაიხადა საფასური 341,00 ლარი.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

სატრანსპორტო საშუალების სპეცავტოსადგომზე გაჩერების აქტის (№---)

სალაროს შემოსავლის ორდერი №----------, 2--------- (ს.ფ. 28).

შპს „ტ-------ი ლ----------ის“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 29).

 

3.1.4. მოპასუხემ ცნო სარჩელი 6 000,00 ლარის ნაწილში (იხ, 2019 წლის 28 თებერვლის სასამრთლო სხდომის ოქმი, 11:11:24).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ი--------- ზ--------–---–ის მიერ დ----- უ------------ისათვის 2016 წლის 30 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანისათვის მიყენებული, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 9 000,00 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შე-ძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შე-ძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი კი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების პრინციპებს. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის 2016 წლის 18 ნოემბრის №------ დასკვნის თანახმად, ავტომანქანის “M------------”, სახელმწიფო ნომერი V--1---G-, მიყენებული დაზიანებების ავარიული ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით, ავტომანქანის აღდგენა მიზანშეუწონელია; საავტომობილო ბაზრობებზე ანალოგიური მარკის ავტომანქანის საცალო სარეალიზაციო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 15 000 ლარს, ხოლო ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საორიენტაციოდ შეადგენს 6 000,00 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 9 000,00 ლარს (ს.ფ. 24-26).

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი 6 000,00 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სადავოდ გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა, თუმცა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წამოუდგენია.

 

შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებითა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- უ------------ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 9 000,00 ლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 992-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით მოწესრიგებას ექვემდებარება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინაააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი - დადგენილია, რომ დ----- უ------------ეს მიადგა ზიანი, მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 9 000,00 ლარს; 2. სახეზეა მართლწინააღმდეგობა - დადგენილია, რომ ი--------- ზ--------–---–მა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რაც გამოიხატა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენაში; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა ი--------- ზ--------–---–ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა მოსარჩელის ქონება და შესაბამისად, დ----- უ------------ეს არ მიადგებოდა ზიანი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხის მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შე-ძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად: მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 9 000,00 ლარის ოდენობის ზიანი, რაც მიადგა მოპასუხის ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.

 

მოსარჩელემ განიცადა, ასევე, ქონებრივი დანაკლისი 341,00 ლარის ოდენობით, რაც მან გასწია სატრანსპორტო საშუალების სპეცავტოსადგომზე დგომა/გაჩერებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შინაარსიდან ჩანს, რომ უნდა არსებობდეს ზიანი როგორც შედეგი, დამდგარი ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებისა, როგორც ქმედებისა და უნდა იკვეთებოდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემული მუხლის შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, რომ არ ჩაედინა მოპასუხეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მოსარჩელეს არც 341,00 ლარის ოდენობით განიცდიდა ქონებრივი დანაკლისს. სასამართლო მოპასუხეთა მიერ ჩადენილ დანაშაულსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადგენისას სარგებლობს „რომ არა“ ტესტით. c------- s--- q-- n-- -ძირითადი, შეუცვლელი პირობა, მოქმედება, შემადგენელი ნაწილი რომლის გარეშეც რაღაც არ მოხდებოდა.

 

სასამართლო თვლის, რომ რომ არა მოპასუხის ქმედება, მოსარჩელეს არ დასჭირდებოდა სატრანსპორტო საშუალების სპეცავტოსადგომზე დგომა/გაჩერებისათვის ხარჯის (341,00 ლარის) გაწევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მიერ ჩადენილ ქმედებასა და მოსარჩელის მიერ 341,00 ლარის ოდენობით ხარჯების გაწევას შორის.

 

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის ყველა წინაპირობა. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ი--------- ზ--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 9341,00 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 280,23 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----- უ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ი--------- ზ--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 9341,00 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 280,23 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შე-ძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თ---–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თ---–--ი, დ. აღმაშენებლის ხე-ვანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე