გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002345796 (2-136/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი - თამარ ქართველიშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ჩვ--------ი“
წარმომადგენელი - ზა--------ძე
მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი ლე-----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ჩვ--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოებისთვის ასანაზღაურებელი თანხა 31 897 ლარის ოდენობით.
1.2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს ,,ჩვ--------ი“-ს “ სასარგებლოდ დაეკისროს საპრეოცესო ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის 956.91 ლარის, ადვოკატის მომსახურების 500 ლარის, აუდიტის მომსახურების 200 ლარის ანაზღაურება
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს;
2017 წლის 05 ივნის შპს ,,ჩვ--------ი“-სა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N134, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა შპს ,,ჩვ--------ი“-მა აიღო ვალდებულება შეესრულებინა ხელვაჩაურის რაიონის ახ--––--ის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა თანახმად, ხარჯთააღრიცხვისა, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 70216 ლარს.
ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელი სამუშაოები გაყოფილი იყო ორ ეტაპად და პირველ ეტაპზე ერთი თვის ვადაში უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების ღირებულების 50%, რაც შეადგენდა 35 108 ლარს. მოსარჩელემ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა განსაზღვრულ დროში, რის გამოც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 30 აგვისტოს N1--- ბრძანებით შეწყდა ხელშეკრულება, თუმცა შესრულებულია 31 897 ლარის სამუშაოები, რაც დასტურდება აუდიტის დასკვნით. მოპასუხეს ამ დრომდე არ დაურიცხავს შესრულებული სამუშაოს თანხა, რის გამოც მომართა სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
შპს ,,ჩვ--------ი“-თან 2017 წლის 05 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N134, რის საფუძველზეც კომპანიამ აიღო ვალდებულება შეესრულებინა ახ--––--ის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ღირებულებით 70 216 ლარის ოდენობით. შპს ,,ჩვ--------ი“-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა შესრულებული, კერძოდ დარღვეულია ეტაპების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადები, როგორც პირველი ეტაპის შესრულების ვადა, ასევე მეორე ეტაპის შესრულების ვადაც. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად კომპანიას უნდა შეესრულებინა პირველი ეტაპის არანაკლებ 50%-ი სამუშაოები 2017 წლის 05 ივლისის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპი 05 აგვიტოს ჩათვლით. ვინაიდან გამგეობაში არ შემოსულა პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების შესახებ რაიმე სახის შეტყობინება ან/და დოკუმენტაცია და კომპანიის მიერ დაირღვა პირველი ატაპით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები ჩვენს მიერ 2017 წლის 03 აგვისტოს 05/4620 წერილით კომპანიას ეცნობა, რომ ხელშეკრულების მე-8-ე მუხლის თანახმად შპს ,,ჩვ--------ი“-ის მიმართ მიმდინარეობდა საჯარიმო სანქციების დარიცხვა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა იტოვებდა უფლებას კომპანიაზე აღნიშნული მომართვის ჩაბარებიდან ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად შეეწყვიტა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ჩვ--------ი“-ს შორის 2017 წლის 05 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N134 ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე 2017 წლის 30 აგვისტოს მიღებული იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებაN1--- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ჩვ--------ი“-ს შორის 2017 წლის 05 ივნისს გაფორმებული N134 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.“ ზემოთ აღნიშნული პროცესები განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 05 ივნისს შპს ,,ჩვ--------ი“-სა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N134, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა შპს ,,ჩვ--------ი“-მა აიღო ვალდებულება შეესრულებინა ხელვაჩაურის რაიონის ახ--––--ის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 70216 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელი სამუშაოები გაყოფილი იყო ორ ეტაპად და პირველ ეტაპზე ერთი თვის ვადაში, 2017 წლის 05 ივლისამდე უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების ღირებულების 50%, რაც შეადგენდა 35 108 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 05 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N134 ხელშეკრულება.
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.2. შპს ,,ჩვ--------ის“ მიერ ვერ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები, რაზეც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 3 აგვისტოს წერილით ეცნობა მიმწოდებელს, რომ მიმდინარე პერიოდამდე გამგეობაში არ შემოსულა პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების შესახებ რაიმე სახის შეტყობინება ან დოკუმენტაცია. არ არის შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 30 აგვისტოს N1--- ბრძანებით შეწყდა ხელშეკრულება, განისაზღვრა პირგასამტეხლო 3610 ლარისა და 80 თეთრის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გამგეობის 2017 წლის 3 აგვისტოს წერილი.
-გამგებლის 2017 წლის 30 აგვისტოს N1--- ბრძანება.
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.3. შპს ,, ჩვ--------ის“ მიერ შესრულებული იქნა გარკვეული სამუშაოები, თუმცა მას გამგეობისათვის არ წარუდგენია შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების დოკუმენტაცია, არ შემდგარა მიღება ჩაბარების აქტი და არ მოუთხოვია თანხის ანაზღაურება და ამჟამადაც არ აქვს მიღებული არავითარი ანაზღაურება, გადახდილი აქვს პირგასამტეხლო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ამავე ობიექტზე (ახ--––--ის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა) გამოაცხადა ახალი ტენდერი, რომლის ღირებულება შეადგენდა 65,534.98 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
-მოწმეთა ჩვენებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა შპს ,,ჩვ--------ის“ მიერ 2017 წლის 05 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N134 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოთა ღირებულობის ოდენობა.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მართალია მის მიერ ვერ იქნა სრულად შესრულებული პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, თუმცა შესრულებულია 31 897 ლარის ღირებულების სამუსაოები, რის გადახდაზეც უარს აცხადებს მოპასუხე.
მოპასუხე მხარე საპირისპიროს ამტკიცებს და განმარტავს, რომ მოსარჩელე შპს ,,ჩვ--------ის „ მიერ არ იქნა შესრულებული პირველი ეტაპის სამუშაოები და შესრულება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მიმწოდებელს არც კი წარმოუდგენია მოთხოვნა ანაზღაურებაზე და უპრეტენზიოდ გადაიხადა პირგასამტეხლო.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. მხარეთა მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა სრულად შესრულებისა და მისი ღირებულების აუანაზღაუარებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
მოსარჩელის წარმომადგენელმა, გარდა თავისი ზეპირი განმარტებისა, თავისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა შპს ,,ეკ------------------ის“ მიერ 2018 წლის 12 მარტს გაცემული აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შპს ,,ჩვ--------ის“ მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვებს ( ელექტრონული ვაჭრობა - NAT 170003182 და NAT170011359) შორის სხვაობის მოკვლევა, დადგენა გაანგარიშებით აუდიტორული მომსახურება, დადგინდა 31 897 ლარი. ასევე მოსარჩელის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხული იქნა ნუ-------–----–იძე, რომელმაც აჩვენა, რომ 2017 წლის ივნისი თვეში შპს ,,ჩვ--------ი შეუთანხმდა ახ--––--ის მეურნეობაში უნდა მოეწყო საფეხბურთო მოედანი და მოეწყო მიმდებარე ტერიტორია. შეუთანხმდა დღიურ ანაზღაურებაზე, იმუშავებდა ბრიგადა 6 კაცის შემადგენლობით დღეში 50 ლარის ანაზღაურებით. მათ დაიწყეს სამუშაოები, მოშალეს ბეტონის კედელი, მოახდინეს ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟი, ტერიტორია იყო ჭაობიანი და შემოზიდეს ბალასტი, დაასუფთავეს ტერიტორია და დაიწყეს საძირკვლის მოწყობა. ჩამოასხეს კოლონები 60 ცალამდე, დააყენეს 40 ბოძი, თუმცა სამუშაოთა სრულად შესრულება ვერ შეძლეს, იმუშავეს ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ სრული დატვირთვით 6 კაცი მუშაობდა 20- 22 დღის განმავლობაში, სამუშაოს მხოლოდ თვითონ ასრულებდნენ და სხვა ვინმეს რაიმე სახის სამუშაო არ შეუსრულებია, საბოლოოდ ამ სამუშაოთა შესრულების გამო შპს ,,ჩვ--------ისაგან მისაღები აქვთ 7000 ლარი.
მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მიუთითა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 3 აგვისტოს წერილზე, რომლითაც შპს ,,ჩვ--------ი“-ს ეცნობა რომ მიმდინარე პერიოდამდე გამგეობაში არ შემოსულა პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების შესახებ რაიმე სახის შეტყობინება ან დოკუმენტაცია. ასევე მოპასუხის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხული იქნა გი-------------ძე, რომლემაც აჩვენა, რომ ხელვაჩაურის რაიონის ახ--––--ის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე იყო ტექნიკური ზედამხედველი და ევალებოდა ხარისხისა და მოცულობების შემოწმება. სამუშაოთა შესრულება იმ თავითვე ნელი ტემპით დაიწყო. მუშაობდა 2-3 კაცი, პირველ ეტაპზე უნდა შესრულებულიყო 50 % სამუშაოები, თუმცა მთლიანობაში შესრულებული არ იქნებოდა 20 %-იც. როცა აშკარა გახდა რომ სამუშაო ვერ შესრულდებოდა მისი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შეწყდა ხელშეკრულება, მართალია მცირე ნაწილი სამუშაოებისა იყო შესრულებული, მაგრამ მიმწოდებელს მისი ანაზღაურება არ მოუთხოვია.
მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა იმ საკითხში, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს აუდიტის დასკვნაში აღნიშნულსა სარჩელში მოთხოვნილ თანხას.
ამასთანავე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს ანაზღაურებული მოსარჩელეზე ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოების ღირებულება, რისი დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ჩამოყალიბებული იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
-მოწმეთა ჩვენებები.
-აუდიტორული დასკვნა
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, წარმოდგენილი მასალების გამოკვლევის, მხარეთა განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ჩვ--------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მან შეასრულა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან 2017 წლის 05 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N134 ხელშეკრულების პირველი ეტაპით გათვალისწინებული 31 897 ლარის სამუშაო, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული თანხის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. სწორედ ამ საკითხის მოგვარების მიზნით წარმოადგინა სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელის წარდგენის გზით მოითხოვოს იმ თანხის დაკისრებით დარღვეული უფლების აღდგენა, რომელიც მას ერგებოდა ხელშეკრულების შესრულებით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადაო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ამჟამად მერია) ადმინისტრაციული ორგანოა, მაგრამ ის ხშირად გამოდის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში. თუ მისი მიზანია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, ასეთი მიზნით მის მიერ დადებული ყველა გარიგება სამოქალაქო გარიგებაა და მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოთხოვნები. სამოქალაქო გარიგების დადებისას მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, 2017 წლის 05 ივნისს შპს ,,ჩვ--------ი“-სა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N134, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა შპს ,,ჩვ--------ი“-მა აიღო ვალდებულება შეესრულებინა ხელვაჩაურის რაიონის ახ--––--ის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 70216 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელი სამუშაოები გაყოფილი იყო ორ ეტაპად და პირველ ეტაპზე ერთი თვის ვადაში, 2017 წლის 05 ივლისამდე უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების ღირებულების 50%, რაც შეადგენდა 35 108 ლარს.
ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები შპს ,,ჩვ--------ის“ მიერ ვერ იქნა შესრულებული, რის გამოც შეწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა პირგასამტეხლო.
6.4. სახელმწიფო შესყიდვების შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია არის შემსყიდველი (დამკვეთი). შპს ჩვ--------ი“ მიმწოდებელია (შემსრულებელი). ანუ შპს ,, ჩვ--------ი“-მ უნდა განხორციელოს ახ--––--ის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობა რეგულირდება ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”.
აღნიშნული კოდექსის 636-ე მუხლით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებულია პირველი ეტაპის გარკვეული სამუშაოები.
მოსარჩელე 31897 ლარის ანაზღაურებას ითხოვს აუდიტორული დასკვნიდან გამომდინარე. დასკვნაში არ არის აღნიშნული კონკრეტულად რა სამუშაოები იქნა შესრულებული და დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ შპს ,,ჩვ--------ის“ მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვებს ( ელექტრონული ვაჭრობა - NAT 170003182 და NAT170011359) შორის სხვაობის მოკვლევა, დადგენა გაანგარიშებით აუდიტორული მომსახურება, დადგინდა 31 897 ლარი.“ ანუ დასკვნა მხოლოდ ორი ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შესრულებულ სამუშაოთა სხვაობაზე მიუთითებს და არ განმარტავს კონკრეტულად რა სამუშაოები და რამდენი ღირებულების სამუშაოებია შესრულებული შპს ,,ჩვ--------ის“ მიერ. შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს აუდიტის დასკვნას და მასში აღნიშნულ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ოდენობას, რაც მოთხოვნილია სარჩელით.
ამასთანავე, როგორც აღინიშნა, შპს ,,ჩვ--------ის“ მიერ შესრულებულია ხელშეკრულებიდან გამოდინარე პირველი ეტაპის გარკვეული სამუშაოები. მართალია ზუსტად ვერ დგინდება რა სახისა და ღირებულების სამუშაოები შესრულდა, მაგრამ სამუშაოთა შესრულებას ადასტურებს ფაქტი, რომ თავდაპირველად შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 70216 ლარს, ხოლო მეორე ტენდერი გამოცხადდა 65,534.98 ლარის ღირებულების სამუშაოებზე. ის ფაქტი, რომ გარკვეული სამუშაოები შესრულდა, მოსწორდა მოედნის ზედაპირი, მოისალა ძველი კედელი, განხორცილდა ლიტონის კონსტრუქციების დემონტაჟი, შემოიზიდა ბალასტი ზედაპირის მოსასწორებლად, დგინდება ტექნიკური ზედამხედველის ჩვენებითაც.
სასამართლო შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებას განსაზღვრავს სამუშაოთა უშუალო შემსრულებლის ნუ-------–----–იძის ჩვენებიდან გამომდინარე. მართალია ის აცხადებს, რომ მისაღები აქვს 7000 ლარი, მაგრამ მისი ჩვენებიდან გამომდინარე ბრიგადაში მუშაობდა 6 კაცი და დღიური ანაზღაურება უნდა ყოფილიყო თითოეულზე 50 ლარი. მისივე განმარტებით სრულად მუშაობდნენ 22 დღის განმავლობაში. ამ დაანგარიშებით, ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 6600 ლარს, რისი გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების დაცვით ახ--––--ის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების თაობაზე. ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა ახ--––--ის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განეხორცილებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები და პირიქით მოვალეობის გარდა მეორე მხარის მიმართ გააჩნია მოთხოვნის უფლება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა უფლება მოეთხოვა სამუშაოთა დროული და ხარისხიანი შესრულება. ასევე ჰქონდა უფლება პირობების დარღვევის შემთხვევაში შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა პირგასამტეხლო, რაც იქნა რეალიზებული. ამასთანავე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ევალებოდა სრულყოფილად გადაეხადა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება.
სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო. თანხის გადაუხდელობა ასევე ეწინააღმდეგება მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების პირობებს. მოპასუხე მოვალეა ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადაუხდელი თანხა 6600 ლარის ოდენობით.
6.6. რაც შეეხება მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც შუამდგომლობა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37--ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში –განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოსარჩელე შპს ,,ჩვ--------ი“-ს სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 956.91 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის ანაზღაურება იმ პროპორციით, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული 198 ლარი. (6600 ლარის 3% = 198)
მოსარჩელე შ-------------–-’- გადახდილი აქვს ადვოკატის მომსახურების თანხა 500 ლარის ოდენობით, რაც დადგენილია სს ,,საქართველოს ბანკში“ საგადასახადო დავალება N1 ქვითრით, რის დაკისრებასაც ითხოვს მოპასუხეზე. კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულობის გათვალისწინებით, ასევე, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ მოპასუხეს დააკისროს დაკისრებული თანხის 200 ლარის ანაზღაურება
რაც შეეხება აუდიტის მომსახურებისათვის მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებას, ამ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რამდენადაც აუდიტის დასკვნა სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე შპს ,,ჩვ--------ი“-ს სარჩელი მოპასუხე ხელვაჩარის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ხელვაჩარის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს ,,ჩვ--------ი“-ს (საიდენ.N 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოს თანხა 6600 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხე ხელვაჩარის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს ,,ჩვ--------ი“-ს (საიდენ.N 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების მოსარცელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილის 198 ლარისა და საადვოკატო მომსახურების თანხის 200 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელის სხვა მოთხოვნები, მათ შორის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი,ნიუ-პორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომელზეც გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე