გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.02.2019
საქმის ნომერი
330310018002725817
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/ 7199-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - გ---–-----–-------ა

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თ---------------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის M---------------- ბრძანება;

 

1.2. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ---–-----–-------ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2018 წლის 3 აგვისტოს, 20:50 საათზე წ--–-------- რ--------–--------------–---, ლ--- პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადდა უკრაინის მოქალაქე მ---------------ო, რომელმაც განაცხადა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სოფელ ლ--–- მცხოვრებმა ბაბუამ - ა--------–------იამ და ბიძამ - წ--–-------- რაიონული ს-----------–------------------------------------–მა გ---–-----–-------ამ.

 

შემაკავებელი ორდერის ოქმში აღნიშნულია, რომ გ---–-----–-------ამ მ---------------ოს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მ---------------ოს წ--–-------- რ--------–--------------–--- შენობაში გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. გ---–-----–-------ას იარაღი არ გამოუყენებია. მ---------------ოს მიაჩნია, რომ გ---–-----–-------ამ შეიძლება სერიოზული ზიანი მოაყენოს ან მოკლას იგი. მ---------------ო ითხოვს კანონით გათვალისწინებულ დაცვას. გ---–-----–-------ა უარყოფს ძალადობის ფაქტს.

 

წ--–-------- რ--------–--------------–--- პო-–-–--------------–------------------------------------–ის, პოლიციის კაპიტნის ლ-----–--–-ას მიერ 2018 წლის 4 აგვიტოს გამოცემულ იქნა №------ შემაკავებელი ორდერი მოძალადე გ---–-----–-------ას მიმართ, მსხვერპლი მ-------------------. შემაკავებელი ორდერის თანახმად ძალადობის ფორმად მითითებულია - ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი შედგენილ იქნა შემდეგი პირობებით: 1. მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2. მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდება და მისი თავსაფარში მოთავსება; 3. მოძალადისათვის, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება; 4. პირად საკუთრებაში არსებული იარაღის (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო) ჩამორთმევა და შენახვა; 5. მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსება; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.

 

გ---–-----–-------ას 2018 წლის 4 აგვისტოს ჩამოერთვა სამსახურებრივი-საშტატო და პირად საკუთრებაში არსებული იარაღი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 3 აგვისტოს ზეპირი შეტყობინების ოქმი (იხ.ს.ფ. 57);

- შემაკავებელი ორდერის ოქმი N------ (იხ.ს.ფ. 67-68);

- შემაკავებელი ორდერი №------ (იხ.ს.ფ. 66);

- სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის 2018 წლის 4 აგვისტოს ოქმი (იხ.ს.ფ. 69);

- 2018 წლის 4 აგვისტოს იარაღის ჩამორთმევის ოქმი (იხ.ს.ფ. 70).

 

3.2. 2018 წლის 4 აგვისტოს ს--------–------------------- პ---–-–--------------------ს, წ--–-------- რაიონული ს-----------–---------------, პოლიციის ვიცე პოლკოვნიკმა - რ------------ემ პატაკით მიმართა შსს ს--------–------------------- პოლიციის დ------------------------------ და განმარტა, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს წ--–-------- რ--------–--------------–--- ლ--- პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადდა უკრაინის მოქალაქე მ---------------ო, რომელმაც განაცხადა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს წ--–-------- რაიონის სოფელი ლ--–- მცხოვრებმა ბაბუამ და ბიძამ, ეს უკანასკნელი არის წ--–-------- რაიონული ს-----------–------------------------------------–ი გ---–-----–-------ა. აღნიშნულზე შეტყობინება მიღებულ იქნა 112-დან, სადაც მოქალაქე ლ----------–---ამ განაცხადა, რომ მ---------------ოს მიმართ, გ---–-----–-------ას მხრიდან განხორციელდა ფიზიკური, მორალური და სიტყვიერი ძალადობას. ზემოაღნიშნული შეტყობინებები ქვემდებარეობით გადაიგზავნა ზ---------- რაიონულ პროკურატურაში.

 

ზემოაღნიშნული პატაკი 2018 წლის 4 აგვისტოს, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უ--------.

 

ს--------–------------------- საოლქო პროკურატურის 2018 წლის 5 აგვისტოს N----------- წერილობითი ინფორმაციით გენერალური ინსპექციის ო-----------–--------------–------------------------------–-----------------–--------------–------------------------–--------------- მიმართ ირკვევა, რომ ს--------–------------------- საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება გ---–---ი და ა--------–------იების მიერ მ---------------ოს მიმართ ჯგუფურად ძალადობის, იძულების და მუქარის განხორციელების ფაქტზე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, წ--–-------- რაიონის სოფელ ლ--–-, გ---–---ი და ა--------–------იების ოჯახში სტუმრად მყოფი მ---------------ო, კონფლიქტის წარმოშობის გამო ცდილობდა უკრაინაში დაუყოვნებლივ გამგზავრებას, რის საშუალებასაც მას არ აძლევდნენ ბიძა - გ---–-----–-------ა და ბაბუა - ა--------–------ია. ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით მ---------------ოს აიძულებდნენ სახლში დარჩენას. აღნიშნული კონფლიქტის ნიადაგზე, იმავე დღეს, 2018 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, მათ საცხოვრებელ სახლში, გ---–---ი და ა--------–------იებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მ---------------ოს. აღნიშნულს თან ახლდა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რამაც მ---------------ოს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

2018 წლის 11 სექტემბერს, ს--------–------------------- პ---–-–--------------------ს, წ--–-------- რაიონული ს-----------–--------------- პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა რ------------ემ M---------------- პატაკით მიმართა შსს ს--------–------------------- პოლიციის დ------------------------------ და შსს გენერალური ინსპექციის ინფორმირების მიზნით აცნობა შემდეგი: 2018 წლის 03 აგვისტოს წ--–-------- რაიონულ სამმართველოში მიღებული იყო N------- შეტყობინება მ---------------ოს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირების განხორციელების დროს დადგინდა, რომ წ--–-------- რაიონი სოფელ ლ--–- მ---------------ოს მიმართ ძალადობა განახორციელეს ა------- და გ---–--- ც---------მა, ასევე დადგინდა, რომ გ---–---ი ა-------------–------ია, დაბ. 1----–--–-, მუშაობს შსს წ--–-------- რ--------–--------------–--–----------------------------------–-----------------ზე, წოდებით პ---–-–------------ი. შეტყობინება შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილ იქნა ს--------–------------------- საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, რაზეც დაწყებულ იქნა გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, გ---–-----–-------ას და ა--------–------იას მიერ მ---------------ოს მიმართ ჯგუფურად ძალადობის, იძულების და მუქარის განხორციელების ფაქტზე. 2018 წლის 4 აგვისტოს მ---------------ოს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი მოძალადეების - ა--------–------იას მიმართ N------ და გ---–-----–-------ას მიმართ N------. გ---–--- ც------იას ჩამოერთვა საშტატო სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი და საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს სიტყვიერად ეცნობა შსს გენერალურ ინსპექციას, ხოლო მეორე დღეს - 04 აგვისტოს წ--–-------- რ--------–--------------–--- უფროსის მიერ N------- პატაკით ეცნობა ს--------–------------------- პოლიციის დ------------------------------, ხოლო სამსახურებრივი ბარათით N------- ეცნობა შსს გენერალურ ინსპექციას. ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება ს--------–------------------- საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.

 

ზემოაღნიშნული პატაკი 2018 წლის 12 სექტემბერს, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უ--------.

 

წ--–-------- რ--------–--------------–--- ლ--- პო-–-–--------------–------------------------------------–ის, პ---–-–------------ის - ლ-----–--–-ას 2018 წლის 29 სექტემბრის ახსნა-განმარტების თანახმად, 2018 წლის 4 აგვიტოს განსახილველად გადაეცა უკრაინის მოქალაქე მ---------------ოს განცხადება. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სოფელ ლ--–- მცხოვრებმა ბაბუამ და ბიძამ - გ---–-----–-------ამ. მ---------------ომ ლ--- პოლიციის განყოფილებას პირადად მიმართ 2018 წლის 3 აგვისტოს 20:50 საათზე, რაზეც განყოფილების მორიგემ შეადგენა ზეპირი შეტყობინების ოქმი, ასევე მასალებს დაერთო მოქალაქე ლ----------–---ას მიერ უკრაინის ქ--–---------------- სსიპ 112-ზე დაფიქსირებული შეტყობინება N-------, რომლის თანახმად მ---------------ოს მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, მორალურ და სიტყვიერ ძალადობას. ზემოაღნიშნული შეტყობინებებიდან გამომდინარე, 2018 წლის 4 აგვისტოს შეადგინა შემაკავებელი ორდერი N------, მსხვერპლი - მ---------------ო, ხოლო მოძალადე - გ---–-----–-------ა. ძალადობის ფორმად განისაზღვრა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. გ---–-----–-------ამ უარყო მისი მხრიდან ძალადობის ფაქტი, მიუხედავად ამისა მან ნებაყოფლობით და ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე მოაწერა ხელი შემაკავებელ ორდერს და ოქმს. მ---------------ოს და გ---–-----–-------ას შემაკავებელი ორდერი გადაეცათ ხელზე, ორდერი მათ არ გაუსაჩივრებიათ კანონით დადგენილ ვადაში. გ---–-----–-------ას შემაკავებელი ორდერის შედგენისთანავე ჩამოერთვა სამსახურებრივი-საშტატო და პირად საკუთრებაში არსებული იარაღი.

 

2018 წლის 29 სექტემბერს, ს--------–------------------- პ---–-–--------------------ს წ--–-------- რ--------–--------------–--- უ------------------------------–ს, პ---–-–------------ს გ---–-----–-------ას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, 2018 წლის 31 ივლისს წ--–-------- რაიონის სოფელ ლ--–- მასთან უკრაინიდან სტუმრად ჩავიდა დისშვილი მ---------------ო. 3 აგვისტოს მ---------------ო იყო ნასვამი და ამბობდა, რომ არ სურდა მათთან ყოფნა, რაზეც გ. ც------იამ განუმარტა, რომ შეეძლო წასულიყო უკრაინაში. ამის შემდეგ, მ---------------ომ განაცხადა, რომ დღესვე წავიდოდა უკრაინაში, გავიდა ქუჩაში, უვარდებოდა ავტომანქანებს შეძახილით - წამიყვანეთ უკრაინაში. აღნიშნულის გამო, მამამისი, რომელიც არის ხანდაზმული ცდილობდა მ---------------ოს სახლში შეყვანას, თვითონაც შეეცადა დახმარებოდა მამას, თუმცა მ---------------ომ მოახერხა გაქცევა, მივიდა პოლიციის შენობაში. 2018 წლის 4 აგვისტოს, მას დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი ლ-----–--–-ა, რომელმაც დაიბარა პოლიციაში, შეადგინეს შემაკავებელი ორდერი, შემაკავებელ ორდერს ნებაყოფლობით მოაწერა ხელი და არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილ ვადაში. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სადაც განაცხადა, რომ მისი მხრიდან მ---------------ოს მიმართ ადგილი არ ჰქონია იძულებას, შეურაცხყოფას, ცემას. გ---–-----–-------ამ განმარტა, რომ იცნობს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის 7- და N----- ბრძანებებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პ---–-–------------ გ---–-----–-------ას მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა დასკვნა.

 

აღნიშნული დასკვნის თანახმად, 2018 წლის 6 აგვისტოს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, შს სამინისტროს ს--------–------------------- პ---–-–--------------------დან მიღებულ იქნა N------- სამსახურებრივი ბარათი, შს სამინისტროს მოსამსახურის გ---–-----–-------ას მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე.

 

შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 03 აგვისტოს, შს სამინისტროს ს--------–------------------- პ---–-–--------------------ს, წ--–-------- რ--------–--------------–--- ლ--- განყოფილებას განცხადებით მიმართა მოქალაქე მ---------------ომ, რომელმაც მიუთითა, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, სოფელ ლ--–- ბიძამ, შს სამინისტროს მოსამსახურე გ---–-----–-------ამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის N----------- საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა, 126-ე პირველი პრიმა, 150-ე, 11 პრიმა 150-ე, 151-ე, 11 პრიმა 151-ე მუხლებით. გამოძიების დაწყებისთანავე შს სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოცემულ იქნა N------ შემაკავებელი ორდერი, სადაც ძალადობის ფორმად განისაზღვრა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და გ---–-----–-------ა ცნობილ იქნა მოძალადედ, ხოლო მ---------------ო - მსხვერპლად. გ---–-----–-------ას მიერ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადებში არ გაუსაჩივრებია მის მიმართ შედგენილი შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია N------- სამსახურებრივი ბარათით, N------ შემაკავებელი ორდერით და შს სამინისტროს მოსამსახურე ლ-----–--–-ას ახსნა-განმარტებით. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხულმა შს სამინისტროს მოსამსახურე გ---–-----–-------ამ უარყო ზემოაღნიშნული გარემოებები და განმარტა, რომ მისი მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ან მუქარას მ---------------ოს მიმართ ადგილი არ ჰქონია, რაც ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მოგონილია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. ამდენად, პ---–-–------------მა გ---–-----–-------ამ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს“) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა დისშვილის - მ---------------ოს მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში. შს სამინისტროს მოსამსახურე გ---–-----–-------ას მხრიდან მსგავსი ქმედების ჩადენა საზოგადოებაში იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. შს სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, რის გამოც შს სამინისტროს მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიაჩნია პ---–-–------------ გ---–-----–-------ასათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინარული სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის’’ შეფარდება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის M---------------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------- პ---–-–--------------------ს წ--–-------- რ--------–--------------–--- უ--------------------------------–-------------------------------------–ი, პ---–-–------------ი გ---–---ი ა-------------–------ია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 4 აგვისტოს M---------------- პატაკი (იხ.ს.ფ. 56);

- 2018 წლის 4 აგვისტოს M---------------- მიმართვა (იხ.ს.ფ. 55);

- 2018 წლის 10 აგვისტოს M---------------- მიმართვა (იხ.ს.ფ. 59);

- ს--------–------------------- საოლქო პროკურატურის 2018 წლის 5 აგვისტოს N----------- წერილი (იხ.ს.ფ. 60);

- 2018 წლის 11 სექტემბრის M---------------- პატაკი (იხ.ს.ფ. 62-63);

- 2018 წლის 12 სექტემბრის M---------------- მიმართვა (იხ.ს.ფ. 61);

- ლ-----–--–-ას 2018 წლის 29 სექტემბრის ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ. 64-65);

- გ---–-----–-------ას 2018 წლის 29 სექტემბრის ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ. 71-72);

- დასკვნა (იხ.ს.ფ. 53-54);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის M---------------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 50-51).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ---–-----–-------ას სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის M---------------- ბრძანება გ---–-----–-------ას დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს კანონშესაბამისია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

დადგენილია, რომ გ---–-----–-------ა, წოდებით პ---–-–------------ი, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------- პ---–-–--------------------ს წ--–-------- რ--------–--------------–--- უ--------------------------------–------------------------------------–-ს თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. აღნიშნულ დებულებას ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

სასამართლო, მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------- პ---–-–--------------------ს წ--–-------- რ--------–--------------–--- უ--------------------------------–------------------------------------–-ს თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გ---–-----–-------ა, რომელიც მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------- პ---–-–--------------------ს წ--–-------- რ--------–--------------–--- უ--------------------------------–------------------------------------–-ს თანამდებობაზე, სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის M---------------- ბრძანების საფუძველზე და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ ქვეპუნქტის (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ ქვეპუნქტის (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) შესაბამისად. ბრძანების საფუძველია შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა, ელ. ვერსია N-------, 06.10.2018წ.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლწესრიგი განიმარტება, როგორც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.

 

მითითებული წესდების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის N----- ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ შეუფერებელი ქმედების ჩადენისას, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, კერძოდ - მოსამსახურის მიმართ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის გამო შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებული იქნება სამსახურიდან დათხოვნა. ამავე ბრძანების მეორე პუნქტის მიხედვით, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შემაკავებელი/დამცავი ორდერის ძალაში დატოვებისას.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-41 და მე-42 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გ---–-----–-------ას მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების განხორციელების შედეგად დაადგინა, რომ 2018 წლის 03 აგვისტოს, შს სამინისტროს ს--------–------------------- პ---–-–--------------------ს, წ--–-------- რ--------–--------------–--- ლ--- განყოფილებას განცხადებით მიმართა მოქალაქე მ---------------ომ, რომელმაც მიუთითა, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, სოფელ ლ--–-, ბიძამ, შს სამინისტროს მოსამსახურე გ---–-----–-------ამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის N----------- საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა, 126-ე პირველი პრიმა, 150-ე, 11 პრიმა 150-ე, 151-ე, 11 პრიმა 151-ე მუხლებით. გამოძიების დაწყებისთანავე შს სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოცემულ იქნა N------ შემაკავებელი ორდერი, სადაც ძალადობის ფორმად განისაზღვრა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და გ---–-----–-------ა ცნობილ იქნა მოძალადედ, ხოლო მ---------------ო - მსხვერპლად. გ---–-----–-------ას მიერ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადებში არ გაუსაჩივრებია მის მიმართ შედგენილი შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია N------- სამსახურებრივი ბარათით, N------ შემაკავებელი ორდერით და შს სამინისტროს მოსამსახურე ლ-----–--–-ას ახსნა-განმარტებით. ამდენად, შემოწმების მასალების შეფასების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასკვნა, რომ გ---–-----–-------ამ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ ქვეპუნქტით (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს“) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა დისშვილ მ---------------ოს მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში.

 

სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 59-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 70-ე მუხლზე, ზემოაღნიშნული წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული აქტები განსაზღვრავენ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოსაყენებელ სახდელთა სახეებს მათი სიმძიმის მიხედვით, მაშასადამე კანონმდებლობა ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის M---------------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------- პ---–-–--------------------ს წ--–-------- რ--------–--------------–--- უ--------------------------------–-------------------------------------–ი, პ---–-–------------ი გ---–---ი ა-------------–------ია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სარჩელში დაფიქსირებული განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მოპასუხე მხარის -ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სადავო აქტის დასაბუთების იმ ნაწილს, სადაც საუბარია მოსარჩელის, როგორც პოლიციელის ქმედების შედეგებზე - გ---–-----–-------ას მხრიდან მსგავსი ქმედების ჩადენა იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. შს სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, რის გამოც შს სამინისტროს მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისგებლობის გრძნობა. სასამართლო იზიარებს სამინისტროს დასაბუთებას, რომ ამგვარი ქმედებისათვის ადეკვატური ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან არის სწორედ პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლება, რადგან სადავო ქმედების ჩამდენ მოსამსახურესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეუწონელია სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის N----- ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ შეუფერებელი ქმედების ჩადენისას, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, კერძოდ - მოსამსახურის მიმართ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის გამო შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებული იქნება სამსახურიდან დათხოვნა. ამავე ბრძანების მეორე ნაწილით, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შემაკავებელი/დამცავი ორდერის ძალაში დატოვებისას. დადგენილია, რომ შს სამინისტროს მოსამსახურის - გ---–-----–-------ა მიმართ გამოცემულ იქნა N------ შემაკავებელი ორდერი, სადაც ძალადობის ფორმად განისაზღვრა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ასევე დადგენილია, რომ გ---–-----–-------ას მიერ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადებში არ გაუსაჩივრებია მის მიმართ შედგენილი შემაკავებელი ორდერი.

 

ამდენად, პ---–-–------------ გ---–-----–-------ას მიერ ჩადენილი ქმედება ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს და ეთიკის ნორმებს, რაც მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის M---------------- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ბათილად არ ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება. ამასთან, მოსარჩელეს სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ---–-----–-------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე