განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-255-18
(№012250318003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი - ანი ხუბეჯაშვილი
დაცვის მხარე: ადვოკატი - დავით მუმლაძე
ბრალდებული: ლ-------------–---–ი
დაბადებული: 14.05.1--- წ.
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, ბ------------------------ში
რეგისტრირებული: ქ. რუსთავი, ბ------------------ში.
კვალიფიკაცია ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
საქართველო სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ანუ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 23 საათზე, ლ-------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ნ----------–--------სთან ერთად იმყოფებოდა სტუმრად ქ. რუსთავში, ბ------------------ში, მეზობლად, გ---–--------ას საცხოვრებელ სახლში. ნ----------–--------მ და ლ-------------–---–მა დაიწყეს კამათი, რის შემდეგაც ლ-------------–---–მა მეუღლეს, ნ----------–--------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ამასთანავე, ნ----------–--------ს ყელზე ძლიერად მოუჭირა ხელი და ორჯერ დაარტყა სახის არეში. მას შემდეგ რაც ნ----------–--------მ უთხრა, რომ პატრულს გამოიძახებდა, თმაში მოკიდა ხელი და მოქაჩა. აღნიშნული ქმედებებით ნ----------–--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 25 მარტს, დაახლოებით 12 საათზე, ლ-------------–---–ი დაბრუნდა ქ. რუსთავში, ბ------------------ში საცხოვრებელ სახლში. მეუღლის დაბრუნების გამო ნ----------–-------- გავიდა სადარბაზოში და გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რადგან ეშინოდა წინა დღეს მასზე განხორციელებული ძალადობა მეუღლეს არ გაეგრძელებინა. აღნიშნული გამო ლ-------------–---–ი გახდა აგრესიული და არასრულწლოვანი ს-----------------–---–ის თანდასწრებით ნ----------–--------ს თავში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 23 საათზე, ლ-------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ნ----------–--------სთან ერთად იმყოფებოდა სტუმრად ქ. რუსთავში, ბ------------------ში, მეზობლის გ---–--------ას საცხოვრებელ სახლში. ნ----------–--------მ და ლ-------------–---–მა დაიწყეს კამათი, რის შემდეგაც ლ-------------–---–მა მეუღლეს, ნ----------–--------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ამასთანავე, ნ----------–--------ს ყელზე ძლიერად მოუჭირა ხელი და ორჯერ დაარტყა სახის არეში. მას შემდეგ რაც ნ----------–--------მ უთხრა, რომ პატრულს გამოიძახებდა, თმაში მოკიდა ხელი და მოქაჩა. აღნიშნული ქმედებებით ნ----------–--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 25 მარტს, დაახლოებით 12 საათზე, ლ-------------–---–ი დაბრუნდა ქ. რუსთავში, ბ------------------ში საცხოვრებელ სახლში. მეუღლის დაბრუნების გამო ნ----------–-------- გავიდა სადარბაზოში და გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რადგან ეშინოდა წინა დღეს მასზე განხორციელებული ძალადობა მეუღლეს არ გაეგრძელებინა. აღნიშნული გამო ლ-------------–---–ი გახდა აგრესიული და მეუღლეს, ნ----------–--------ს თავში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებული ნ----------–--------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 24 მარტს მეუღლესთან, ლ-------------–---–თან ერთად იყვნენ დედასთან, ბ------------------შიში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი ძმის ცოლი გ---–--------ა და დის ქმარი დ------------–---–ი. სუფრაზე ლ-------------–---–ი მესიჯობდა, რაზეც იეჭვიანა და დაუწყო კამათი. კამათისას მეუღლემ ლოყაზე დაარტყა. სილურჯეც ჰქონდა ლოყაზე. ამის შემდეგ შევიდა სახლში შევიდა. იმ ღამეს მისი მეუღლე სახლში აღარ მისულა. მეორე დღეს, როცა დაბრუნდა, კონფლიქტი ჰქონდათ, მაგრამ მეუღლეს არ დაურტყავს მისთვის. მის დანახვაზე გაღიზიანდა და დარეკა 112-ზე. ამ დროისათვის შვილები სახლში არ იყვნენ. მისივე განმარტებით, გამომძიებელს უთხრა, რომ 25 მარტსაც იძალადა მეუღლემ ბავშვის თანდასწრებით, რაც არასწორია, გაღიზიანებული იყო და ამიტომ მიაწოდა გამოძიებას ასეთი ინფორმაცია. ამჟამად შერიგებულია მეუღლესთან და პრეტენზია არ აქვს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---–--------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 24 მარტს დაახლოებით 24 საათზე მისი მული ნ----------–-------- მეუღლესთან, ლ-------------–---–თან ერთად იმყოფებოდა მათთან ოჯახში სავახშმოდ. მათთან იყო მათი სიძე დ------------–---–იც. სუფრაზე ლ----ი ტელეფონით მესიჯობდა. ნ----------–-------- აიძულებდა ეთქვა, ვის სწერდა. ლ----ი თავს იკავებდა, სთხოვდა სახლში წასულიყვნენ. კამათისას ლ-------------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ----------–--------ს, ხელი გაარტყა სახეში. მათი დაპირისპირება დაახლოებით ხუთი წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც ლ----ი დერეფანში გავარდა, რომელსაც გაჰყვა ნ----------–--------ც. დერეფანში მან დაინახა, რომ ლ-------------–---–მა თმა მოქაჩა ნ----------–--------ს. მეორე დღეს, 2018 წლის 25 მარტს, ლ-------------–---–ი დაბრუნდა სახლში მანქანით, რა დროსაც ნ-----მ ბარგი ჩაუგდო აივნიდან. სახლში ასულ ლ----ს ნ----- უყვიროდა წასულიყო, ემუქრებოდა პოლიციის გამოძახებით. კიბეზე ჩასვლისას, ნ----- მაისურზე სწვდა ლ----ს, მან კი სახეზე შემოარტყა ნ-----ს ხელი, რის შედეგადაც ნ----- კედელს მიენარცხა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ბრალდებულის ქვისლი. 2018 წლის 24 მარტს დაახლოებით 24 საათზე იმყოფებოდა მისი სიდედრის სახლში, ბ---------------ში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი ცოლის ძმის ცოლი გ---–--------ა, ცოლის და - ნ----------–-------- მეუღლესთან, ლ-------------–---–თან ერთად. სუფრაზე ნ----------–--------ს და ლ-------------–---–ის ხმამაღალ საუბარს შეესწრო. იგი გამოვიდა ოთახიდან, ლ----ს მოჰკიდა ხელი და გავიდნენ გარეთ. ძალადობა არ უნახავს. 25 მარტს დილის საათებში ლ----ი მარტო მივიდა სახლში, რომ თავის მეუღლეს დალაპარაკებოდა. ისევ ხმამაღალი საუბარი ისმოდა მათი სახლიდან და ნ-----ს უკვე დარეკილი ჰქონდა პოლიციაში(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების გ-------–-------ის და ბ--------------ის განმარტებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 25 მარტს 112-ის შეტყობინების საფუძველზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოცხადდნენ ბ---------------ში. ადგილზე დახვდათ ნ----------–--------, რომელიც ტიროდა და განუცხადათ რომ მისმა მეუღლემ, ლ-------------–---–მა 24 მარტს და 25 მარტს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ქალბატონს თვალთან აღენიშნებოდა ჩალურჯებები, ეტყობოდა რომ იყო ნაცემი. ლ-------------–---–ი ადგილზე არ იმყოფებოდა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე საქმე გადასცეს გადასცეს კრიმინალურ პოლიციას(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
გამოქვეყნდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები. საქმეში არსებული ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებები უდავოდ გახადეს მხარეებმა, დაეთანხმნენ საქმეში აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამ დანაშაულის ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია და მსხვერპლი - ერთი ოჯახის წევრები არიან.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა-სისტემატურ შეურაცხყოფა-შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური კუთხით.
სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკურ ძალადობას წარმოადგენს ცემა და სხვაგვარი ძალადობა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულის ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ცემის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობრივი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით, ოჯახში ძალადობა, როგორი ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს, მის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ძალადობის უშუალო მსხვერპლს არ წარმოადგენს, ძალადობის მოწმედ ყოფნა, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ადამიანებს შორის, როგორიც მშობლებია, უარყოფითად აისახება მის კეთილდღეობაზე და მოწყვლადს (განსაკუთრებული ზრუნვისა და საჭიროების მქონეს) ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”.
მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 26 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №001971218 დასკვნის თანახმად, ნ----------–--------ს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლჩაქცევა მარჯვენა ყვრიმალის და ქვედა ქუთუთოს არეში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ადგილი ჰქონდა თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით დაკვალიფიცირებისთვის - უნდა დადგინდეს ჩადენილი იყო თუ არა ეს ქმედება არასრულწლოვანის თანდასწრებით.
5.1. საქმეზე წარმოდგენილ სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ 2018 წლის 25 მარტს, ლ-------------–---–მა არასრულწლოვანი ს-----------------–---–ის თანდასწრებით ნ----------–--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, კერძოდ:
ბრალდებულმა ლ-------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 25 მარტს, ნ----------–--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ არასრულწლოვანი ს-----------------–---–ი არ ესწრებოდა. აღნიშნული დადასტურებული იქნა დაზარალებული ნ----------–--------ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით. მისი განმარტებით, გამოძიებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომ 2018 წლის 25 მარტს მასზე იძალადა მეუღლემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები (გ---–----------ს და დ------------–---–ის ჩვენებები) და ის მტკიცებულება, რომელიც დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს, რომ ნ----------–--------მ, როგორც ძალადობის ობიექტმა, განიცადა მეუღლის მიერ ძალადობა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
გამოძიების ეტაპზე ნ----------–--------მ გამოკითხვისას, მართალია, მისცა ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება, რომ 2018 წლის 25 მარტს განიცადა ძალადობა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მაგრამ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აღნიშნული არ შეიძლება აღნიშნული კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი გახდეს; სასამართლოში არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ლ-------------–---–ის მიერ 2018 წლის 25 მარტს, ნ----------–--------ს მიმართ ჩადენილ ძალადობას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებების შეფასებისას თვლის, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ ბრალდებულმა ლ-------------–---–მა 2018 წლის 25 მარტს ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ლ-------------–---–ის ბრალეულობა მის მიმართ ბრალად 2018 წლის 25 მარტის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით შერაცხულ ქმედებაში და არ გამომდინარეობს საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან და მსგავსი ფაქტებიდან. მტკიცების სტანდარტი, რომ 2018 წლის 25 მარტის ეპიზოდში ლ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არ არის საკმარისი აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს, არ ტოვებს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობის (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „Tenisi v. Turkey”).
5.2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ნ----------–--------ს განმარტებას, რომ 2018 წლის 25 მარტს, მეუღლესთან კონფლიქტისას, ლ-------------–---–ს მასზე არ უძალადია. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---–--------ას ჩვენებით, რომლის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს, დადასტურებულია, რომ 2018 წლის 25 მარტს, ლ-------------–---–ს, კიბეზე ჩასვლისას, ნ----- ჯ--–-------ა მაისურზე სწვდა, ლ-------------–---–მა სახეზე შემოარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ----- ჯ--–-------ა კედელს მიენარცხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ამ ეპიზოდში დადასტურებულია ბრალდება ლ-------------–---–ის მიერ ნ----------–--------ს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რასაც ასევე არ უარყოფს ბრალდებული.
6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ლ-------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება 2018 წლის 24 მარტის ეპიზოდში სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 2018 წლის 25 მარტის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ლ-------------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში ორ ეპიზოდში(2018 წლის 24 მარტის და 2018 წლის 25 მარტის ეპიზოდებში).
7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ლ-------------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებისა და ხასიათის, მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკურ პირობების, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, რომ შეურიგდა ბრალდებულს, მიაჩნევს, რომ ლ-------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ლ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის(ორ ეპიზოდში) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 24 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ-------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად.
ლ-------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.
2. ლ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ლ-------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 მარტიდან 2018 წლის 03 ივლისის ჩათვლით.
4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი