განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100119002878862
1/14-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გურამ ჭყონიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული ზ------- კ----ის ძე გ-----------ი (დაბადებული 197--–-–---------------ს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 3----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ნინოწმინდის რაიონი სოფელი მ--------);
ადვოკატი: ტარიელ ბალაბანიშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ზ------- გ-----------მა მეუღლეს კ------ გ-----------ს ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილის - ა----- გ-----------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ უყვიროდა, ხელებით დაიჭირა თმებიდან და გაათრია, რის შედეგადაც კ------ გ-----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.1.2. 2019 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ზ------- გ-----------მა მეუღლეს კ------ გ-----------ს ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილების - ს------ გ-----------ის, ა----- გ-----------ის და კ---- გ-----------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ უყვიროდა, ხელებით დაიჭირა თმებიდან და მოქაჩა, ასევე ჩამოკაწრა შუბლზე, რის შედეგადაც კ------ გ-----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება შუბლზე.
1.1.3. კ------ გ-----------ი და ზ------- გ-----------ი 2004 წლიდან იმყოფებიან ქორწინებაში. ზ------- გ-----------ი 2014 წლიდან მოყოლებული სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს და მეუღლეს კ------ გ-----------ს მათივე საცხოვრებელ სახლში სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა და ლანძღავდა მას, მათივე არასრულწლოვანი შვილების - ს------ გ-----------ის, ა----- გ-----------ის და კ---- გ-----------ის თანდასწრებით. ზ------- გ-----------ის ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად კ------ გ-----------ი განიცდიდა ტანჯვას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. კ------ გ-----------ი და ზ------- გ-----------ი 2004 წლიდან იმყოფებიან ქორწინებაში, აღნიშნული ქორწინებიდან შეეძინათ არასრულწლოვანი შვილები - ს------ გ-----------ი, ა----- გ-----------ი და კ---- გ-----------ი;
მტკიცებულებები: დაზარალებულის, ბრალდებულის და მოწმეთა ჩვენებები. დაბადების მოწმობები (ს.ფ. 28, 69, 75)
2.1.2. 2019 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ზ------- გ-----------მა მეუღლეს კ------ გ-----------ს ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილის - ა----- გ-----------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ უყვიროდა, ხელებით დაიჭირა თმებიდან და გაათრია,მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმე ა----- გ-----------ის ჩვენება; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.
2.1.3. 2019 წლის 24 იანვრის აღნიშნული ცემის/ძალადობის შედეგადაც კ------ გ-----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, კ------ გ-----------ის სამედიცინო ბარათი, ექსპერტის დასკვნა N70/05/9-4 კ------ გ-----------ის მიმართ.
2.1.4. ასევე, 2019 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ზ------- გ-----------მა მეუღლეს კ------ გ-----------ს ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილების - ს------ გ-----------ის, ა----- გ-----------ის და კ---- გ-----------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ უყვიროდა, ხელებით დაიჭირა თმებიდან და მოქაჩა, ასევე ჩამოკაწრა შუბლზე,მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა ს------ გ-----------ის, ა----- გ-----------ის და კ---- გ-----------ის ჩვენებები; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.
2.1.5. 2019 წლის 25 იანვრის აღნიშნული ცემის/ძალადობის შედეგადაც კ------ გ-----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება შუბლზე.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, კ------ გ-----------ის სამედიცინო ბარათი, ექსპერტის დასკვნა N70/05/9-4 კ------ გ-----------ის მიმართ.
2.1.6. ასევე, ზ------- გ-----------ი 2014 წლიდან მოყოლებული სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს და მეუღლეს კ------ გ-----------ს მათივე საცხოვრებელ სახლში სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა და ლანძღავდა მას, მათივე არასრულწლოვანი შვილების - ს------ გ-----------ის, ა----- გ-----------ის და კ---- გ-----------ის თანდასწრებით.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა ს------ გ-----------ის, ა----- გ-----------ის, კ---- გ-----------ის და ლ-------- გ-----------ის ჩვენებები, შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 133); ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.
2.1.7. 2.1.6.-ში აღნიშნული ზ------- გ-----------ის ქმედებების შედეგად კ------ გ-----------ი განიცდიდა ტანჯვას.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება.
2.1.8. ბრალდებული თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ინანიებს, ითხოვა პატიება.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------- გ-----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: კ------ გ-----------ის, ა----- გ-----------ის, კ---- გ-----------ის, ს------ გ-----------ის და ლ-------- გ-----------ის ჩვენებები, ბავშვების დაბადების მოწმობები, კ------ გ-----------ის სამედიცინო ბარათი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N70/05/9-4 კ------ გ-----------ის მიმართ მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ------- გ-----------ის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------- გ-----------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
დადგენილია, რომ ოჯახის ერთი წევრის - ზ------- გ-----------ის მიერ ოჯახის სხვა წევრის - კ------ გ-----------ის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, სამი ეპიზოდით - რის შედეგადაც კ------ გ-----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი (იხ. 2.1.3. და 2.1.5.) და ტანჯვა (იხ. 2.1.7.).
შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ზ------- გ-----------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს, ინანიებს და ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;
4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ მან ქმედება ჩაიდინა ნასვამ მდგომარეობაში;
4.3. დაზარალებული ბრალდებულთან შერიგებულია და ბრალდებულის მიმართ არანაირი საჩივარი და პრეტენზია არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
გამომდინარე მოცემული განაჩენის მე-4 პუნქტიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია ბრალდებულს ზ------- გ-----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 2019 წლის 24 იანვრის და 2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდები, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით, ხოლო სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდისათვის - და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს დანარჩენი ეპიზოდებით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ზ------- გ-----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათით;
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს რეპრესიის, პრევენციის და რესოციალიზაციის პრინციპებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.
მოცემულ შემთხვევაში ზ------- გ----------- პატიმრობაში იმყოფებოდა 2019 წლის 26 იანვრიდან - 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით და ვინაიდან მას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ამიტომ პატიმრობაში ყოფნის დრო უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში, კერძოდ 2019 წლის 26 იანვრიდან - 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით (4 დღე), რაც თანაბარია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20 (ოცი) საათისა;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 200-ე, 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277- 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------- გ-----------ი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
ზ------- გ-----------ი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
ზ------- გ-----------ი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 იანვრის და 25 იანვრის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ზ------- გ-----------ს (პ/ნ 3----------) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათით;
2. ზ------- გ-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
3. ზ------- გ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 26 იანვრიდან - 2019 წლის 29 იანვრის ჩათვლით (რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20 (ოცი) საათისა;
4. მსჯავრდებულ ზ------- გ-----------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით;
5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - დათვალიერების დროს ამოღებული მინის დამტვრეული დოქი და ნამსხვრევები (ინახება შსს ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს დადგენილი წესით;
6. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან