გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2019
საქმის ნომერი
030210118002332085
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210118002332085

N 2/257-2018

დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 თებერვალი 2019 წელი ქ.ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

 

მოსარჩელე სს ,,თ----- ბ-----' (სს „ბ---ი რ-------–---ს“უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი ნ--- გ----–--

 

მოპასუხე მ--–---- ბ-----

წარმომადგენელი ნ--–- ლ---–---

 

დავის საგანი თანხის დაკისრება,მოსარჩელის (განმცხადებლის) მოთხოვნა:

1.1. დაეკისროს მოპასუხე მ--–---- ბ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარი.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

განმცხადებლის პოზიცია:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ სარჩელზე, სს ,,თ----- ბ---ის“ სარჩელისა გამო მოპასუხე მ--–---- ბ-----ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, 2018 წლის 02 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო დავალიანების, სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული ხარჯის გადახდა.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარისა და გამოყენებული უზრუნველყოფის - უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის დაკისრება. სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით არ უმსჯელია აღნიშნული ხარჯების დაკისრების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე გამოაქვს დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს ხარჯების გადაწყვეტის მიზნით.

 

შესაბამისად, მოპასუხე მ--–---- ბ-----ს დაეკისროს უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარისა და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის გადახდა.

 

მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. 2018 წლის 27 თებერვალს სს ,,თ----- ბ---ის“ მიერ გადახდილი იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი.

 

3.2.2. 2018 წლის 07 მარტის N121923270 საგადახდო დავალების შესაბამისად, სს ,,თ----- ბ---ის“ მიერ გადახდილ იქნა აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის საფასური 20 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენლის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხე მ--–---- ბ-----ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ სხვა სასამართლო ხარჯებთან ერთად უნდა დაეკისროს საჯარო რეესტრის აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

2018 წლის 02 მარტს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენელმა მოპასუხე მ--–---- ბ-----ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2018 წლის 27 თებერვალს სს ,,თ----- ბ---ის“ მიერ გადახდილი იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი.

 

2018 წლის 07 მარტის N121923270 საგადახდო დავალების შესაბამისად, სს ,,თ----- ბ---ის“ მიერ გადახდილ იქნა აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის საფასური 20 ლარი.

 

სს ,,თ----- ბ---მა“ მოითხოვა დაეკისროს მოპასუხე მ--–---- ბ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარი.

 

2018 წლის 28 სექტემბრის ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, სს „თ----- ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ--–---- ბ-----ს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა: 2016 წლის 14 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხა 336, 32 ლარი და ჯარიმა 100 ლარი, სულ 436, 32 ლარი. 2016 წლის 26 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხა 183,73 ლარი და ჯარიმა 80 ლარი, სულ 263,73 ლარი. 2016 წლის 20 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხა 2 999,16 ლარი, პროცენტი 626,28 ლარი და ჯარიმა 200 ლარი, სულ 3825,44 ლარი. 2016 წლის 30 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხა 1521,84 ლარი და პროცენტი 199,08 ლარი, სულ 1720.92 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები შედგება სახელმწიფო ბაჟისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯისაგან.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების განაწილების წესს. აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით მოსარჩელეს უფლება აქვს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვოს მოპასუხეზე მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენლის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მ--–---- ბ-----ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ სხვა სასამართლო ხარჯებთან ერთად უნდა დაეკისროს საჯარო რეესტრის აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ----- ბ---ის“ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე მ--–---- ბ-----ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ სხვა სასამართლო ხარჯებთან ერთად დაეკისროს საჯარო რეესტრის აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე