გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.10.2018
საქმის ნომერი
330310118002413451
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/2----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი, 20-- წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ნათია ტოგონიძე

სხდომის მდივანი: თეა აფციაური

მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: ნ----------–---–ი, ლ-–--------–---–ი

მოპასუხე: შპს ,,ტ-----------’’, შპს ,,ტ-----------’’, შპს ,,ტ-----------’’, რ----------–------ი, ნ---------------ა, ე-–------------, ლ--------------–---–ი

წარმომადგენელი: თ-------------ე, თ-------–-----–---–ი

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,ტ-----------’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ტ-----------’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,ტ-----------’’ (ს/ნ 4--------), რ----------–------ი (პ/ნ 0----------), ნ---------------ა (პ/ნ 6----------), ე-–------------ (პ/ნ 5----------), ლ--------------–---–ი (პ/ნ 4----------) აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხეების - შპს ,,ტ-----------’’-ს (ს/ნ 2--------), შპს ,,ტ-----------’’-ს (ს/ნ 4--------), შპს ,,ტ-----------’’-ს (ს/ნ 4--------), რ----------–------ის (პ/ნ 0----------), ნ---------------ას (პ/ნ 6----------), ე-–------------ს (პ/ნ 5----------); ლ--------------–---–ის (პ/ნ 4----------) წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ტ-----------“-ის (ს/კ 2--------) 50%-იანი წილის მესაკუთრეა რ----------–------ი, ხოლო 50%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი - ლე--------------–---–ი.

 

შპს ,,ტ-----------“-ის (ს/კ 4--------) 10-%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია ლე--------------–---–ი, ხოლო შპს ,,ტ-----------“ (ს/კ 4--------) 10-%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია ასევე ლე--------------–---–ი.

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ა(ა)იპ სა---------–------–---------------–-------------–--–-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია რ----------–------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ. 1, ს /ფ 32-33);

- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი - (ტ.1, ს/ფ 85-88)

- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი - (ტ.1, ს/ფ 145-14-)

 

3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, 2016 წლის 06 დეკემბრის N3---- ბრძანებით ჩატარდა შპს ,,ტ-----------’’-ის (ს/კ 2--------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შპს ,,ტ-----------’’-ის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 6 დეკემბრიდან 2017 წლის 6 იანვრის ჩათვლით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 06 იანვრის N172 ბრძანებით, ცვლილება იქნა შეტანილი 2016 წლის 06 დეკემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N3---- ბრძანების მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - ,,ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 6 დეკემბრიდან 2017 წლის 06 თებერვლის ჩათვლით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 06 თებერვლის N2--- ბრძანებით, ცვლილება შევიდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 06 დეკემბრის N3---- ბრძანებაში, აღნიშნული ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების ვადა განისაზღვროს 2016 წლის 06 დეკემბრიდან 2017 წლის 06 მარტის ჩათვლით’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 06 დეკემბრის N3---- ბრძანება - (ტ. 1, ს/ფ 36);

- 2017 წლის 01 იანვრის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N172 ბრძანება - (ტ. 1, ს/ფ 37);

- 2017 წლის 06 თებერვლის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N2--- ბრძანება - (ტ. 1, ს/ფ 38);

 

3.3. შედარების აქტის თანახმად, შპს ,,ტ-----------“-ს (ს/კ 2--------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება: ძირითადი - 5-4-5,26 ლარი, ჯარიმა - 26786,62 ლარი, საურავი - 11540,21 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შედარების აქტი (ტ. 1, ს/ფ 31);

 

3.4. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 21 თებერვლის N CB 7----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, შპს ,,ტ-----------’’ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით და დაჯარიმდა 20- ლარით. აღნიშნული ოქმის თანახმად შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 06 დეკემბრის N3---- ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 931,2 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 21 თებერვლის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N CB 7----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი - (ტ.1, ს/ფ 34)

 

3.5. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 21 თებერვლის N CB 7----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შპს ,,ტ-----------’’ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და დაჯარიმდა 25 686,62 ლარით. აღნიშნული ოქმის თანახმად შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 06 დეკემბრის N3---- ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 25-866,17 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 21 თებერვლის N CB 7----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი - (ტ.1, ს/ფ 35)

 

3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 04 მაისის N0------- ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს ,,ტ-----------’’-ის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. აღნიშნული ბრძანება ჩაიბარა შპს ,,ტ-----------’-ის’ დირექტორმა ლ--------------–---–მა 2017 წლის 04 მაისს.

ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 01 აგვისტოს, შედგა შპს ,,ტ-----------’’-ის ქონებაზე ყადაღის დადების აქტი, რასაც ესწრებოდა შპს ,,ტ-----------’’-ის დირექტორი ლ--------------–---–ი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, გაიგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 02 აგვისტოს N2----------- წერილი, საგადასახადო დავალიანების მქონე შპს ,,ტ-----------’’-ის ქონებაზე, ყადაღის დადების შესახებ აქტის რეგისტრაციის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 04 მაისის N0------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ - (ტ.1, ს/ფ 40)

- ქონებაზე ყადაღის დადების აქტი (ტ.1, ს/ფ 41-49)

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 02 აგვისტოს N2----------- წერილი (ტ.1, ს/ფ 52)

 

3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის, 2017 წლის 15 აგვისტოს N AA 7----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, შპს ,,ტ-----------’’ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2-9-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაჯარიმდა 40- ლარით. აღნიშნული ოქმით დგინდება, რომ შპს ,,ტ-----------’’-ის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი, კერძოდ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის, 2017 წლის 04 მაისის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------- ბრძანების შესაბამისად, მითითებულ ვადაში არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 15 აგვისტოს N AA 7----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი - (ტ.1, ს/ფ 5-)

 

3.8. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2017 წლის 21 ნოემბრის N4---------- დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზა ჩატარდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილებაში 2017 წლის 04 აგვისტოს შესული ადმინისტრირების დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე. შპს ,,ტ-----------’’ -ის დაყადაღებული ქონება შეფასებული იქნა 6694,40 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2017 წლის 21 ნოემბრის N4---------- დასკვნა - (ტ.1, ს/ფ 54-65)

 

3.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის 20-- წლის 16 მარტის N5--- ბრძანებით, გაუქმდა ყადაღა შპს ,,ტ-----------’’-ის ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის 20-- წლის 16 მარტის N5--- ბრძანება - (ტ.1, ს/ფ 50)

 

3.10. 2017 წლის 2- მარტს, შპს ,,ტ-----------’’-ის მიერ წარდგენილი იქნა მოგების წლიური დეკლარაცია 2016 წლის საანგარიშგებო პერიოდზე. ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 3620-8 ლარს. ერთობლივი შემოსავალის გადამეტება გამოქვითვაზე 85-0- ლარი, კუთვნილი მოგების გადასახადი 12 85- ლარი.

შპს ,,ტ-----------’’-ს, 2017 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების თანხამ შეადგინა 6407-.25 ლარი.

 

დასაქმებული პირების საძიებო (მიღებული შემოსავალი) პროგრამის თანახმად, შპს ,,ტ----------’’-ს 2017 წელს გაცემული აქვს ხელფასის სახით ჯამში 10-0 ლარი ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოგების წლიური დეკლარაცია - (ტ.1, ს/ფ 66-67)

- სალარო აპარატის მონაცემები - (ტ.1, ს/ფ. 69)

- განაცემთა შესახებ ინფორმაცია - (ტ.1, ს/ფ 70)

 

3.11. 2017 წლის 02 ივნისს, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს, განცხადებით მიმართა (რეგისტრაციის N1----------1) შპს ,,ტ-----------’’-ის დირექტორმა. აღნიშნული განცხადებით დგინდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს, 2017 წლის 04 მაისის N0------- ბრძანების შესაბამისად ეცნობა, რომ შპს ,,ტ-----------’’-ს საკუთრებაში აქვს საკონტროლო-სალარო აპარატი NDY 0------- და 6107,90 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. გარდა ამისა, საზოგადოებას, საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული სხვა ქონება, ფულადი საშუალებები და მოთხოვნები არ გააჩნია. დანართი სახით წარდგენილი იქნა ნაშთად არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალი.

2017 წლის 21 ივნისს, შპს ,,ტ-----------’’-ის დირექტორმა, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს განცხადებით მიმართა (რეგისტრაციის N1-----------). აღნიშნული განცხადებით დგინდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს 2017 წლის 06 ივნისის N2---------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ კომპანიაში ნაღდი ფულის მიღება ხდებოდა საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკის საფუძველზე, ხოლო მიღებული ნაღდი ფულის გასვლა ხდებოდა ძირითადად მომწოდებლის მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარავად, ხელფასების გასაცემად და ასევე ნაწილის ბანკში შესატანად. გამომდინარე იქიდან, რომ ბუღალტრული აღრიცხვა არ ჰქონდა შპს ,,ტ-----------’’-ს ნაწარმოები სათანადო ფორმით, ვერ ხერხდებოდა ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაციის წარდგენა დადგენილი ფორმის შესაბამისად. რაც შეეხებოდა ანგარიშების შესახებ ინფორმაციას, იგი შპს ,,ტ-----------’’-ის მიერ წარდგენილი იქნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადებები - (ტ.1, ს/ფ 77-84)

 

3.12 . სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზაში არსებული მონაცემების თანახმად, შპს ,,ტ-----------’’-ის კუთვნილი სალარო აპარატები რეგისტრირებულია ქ. თბილისი, მ----–---–----------ში, შპს ,,ტ-----------’’-ის - ქ. თბილისი, მ----–---–----------ში და ა--–-----------ში, ხოლო შპს ,,ტ-----------’’-ის- ქ. თბილისი, ა--–-----------------–---–------ კუთხე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები - (ტ.1, ს/ფ 89-93)

 

3.13. 2011 წლის 1- დეკემბერს, შპს ,,ტ-----------’’-ის დირექტორმა ლ--------------–---–მა, განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შპს ,,ტ-----------’’-სათვის ერთი ცალი GPRS ახალი სალარო აპარატის რეგისტრაცია ქ. თბილისში ი--------------ში და ქ. თბილისში მ----–---–----------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადებები - (ტ.2, ს/ფ 14-17)

 

3.14. 2012 წლის 25 ივნისს, შპს ,,ტ-----------’’-ის დირექტორმა ლ--------------–---–მა, განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა GPRS საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნა და სხვა პირზე რეგისტრაცია. რეგისტრაციის მისამართად მითითებული იქნა ქ. თბილისი, ა--–---------- მ----–---–------ კუთხე.

 

2014 წლის 13 ნოემბერს, შპს ,,ტ-----------’’-ის დირექტორმა ლ--------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა GPRS საკონტროლო-სალარო აპარატის მისამართების ცვლილების რეგისტრაცია. ქ. თბილისი, ი--------------დან რეგისტრაციის მისამართად მითითებული იქნა ქ. თბილისი, ქ. წ-------–-------------- ბ-------------.

 

2015 წლის 21 აპრილს, შპს ,,ტ-----------’’-ის დირექტორმა ლ--------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა GPRS საკონტროლო-სალარო აპარატის მისამართების ცვლილების რეგისტრაცია, თბილისი, ქ. წ-------–-------------- ბ--------------დან რეგისტრაციის მისამართად მითითებული იქნა ქ. თბილისი, კ----–-----------.

 

2016 წლის 03 სექტემბერს, შპს ,,ტ-----------’’-ის დირექტორმა ლ--------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა GPRS საკონტროლო-სალარო აპარატის მისამართების ცვლილების რეგისტრაცია, თბილისი, კ----–------------დან რეგისტრაციის მისამართად მითითებული იქნა ქ. თბილისი, მა-----–---–---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- განცხადებები - (ტ.2, ს/ფ 18-22)

 

3.15. 2012 წლის 31 ივლისს, შპს ,,ტ-----------’’-ის დირექტორმა ლ--------------–---–მა, განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა რეგისტრაციიდან მოხსნილი GPRS საკონტროლო-სალარო აპარატის სხვა პირზე რეგისტრაცია. DY0------- საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია მისამართზე, ქ. თბილისი, ა--–----------, მ----–---–------ კუთხე.

 

2012 წლის 31 ივლისს შპს ,,ტ-----------’’-ის დირექტორმა ლ--------------–---–მა, განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა რეგისტრაციიდან მოხსნილი GPRS საკონტროლო-სალარო აპარატის სხვა პირზე რეგისტრაცია. DY0------- საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია მისამართზე, ქ. თბილისი მ----–---–---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადებები (ტ.2, ს/ფ 23-25)

 

3.16. 2015 წლის 1- თებერვალს, შპს ,,ტ-----------’’ დირექტორმა ლ--------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა რეგისტრაციიდან მოხსნილი PGRS საკონტროლო-სალარო აპარატის სხვა პირზე რეგისტრაცია. DY0------- საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია მისამართზე, ქ. თბილისი, ა--–----------, მ----–---–------ კუთხე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ტ.2, ს/ფ 26)

 

3.17. 20-- წლის 29 იანვარს, შპს ,,ტ-----------’’ დირექტორმა ლ--------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ახალი საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია მისამართზე ქ. თბილისი, ა--–-------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ტ.2, ს/ფ 2--28)

 

3.18. საქმეში წარმოდგენილი, სასაქონლო ზედნადებებით დგინდება, რომ შპს ,,ტ-----------’’, 20-- წლის 23 თებერვლამდე პერიოდში ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადებები - (ტ.3, ს/ფ 10-230)

 

3.1-. სსიპ შემოსავლების სამსახურის 20-- წლის 03 მაისის ცნობით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ.ა.’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, რ----------–------ის მიერ, 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის პერიოდში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 5- 0-8,7 ლარს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 20-- წლის 03 მაისის ცნობით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ.ა.’’ ქვეპუნქტების საფუძველზე შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით რ----------–------ის მიერ 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის პერიოდში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 641-0,48 ლარს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 20-- წლის 02 მაისის ცნობის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ.ა.’’ ქვეპუნქტების საფუძველზე შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ნ---------------ას მიერ, 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის პერიოდში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 16261,9 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ცნობები - (ტ. 3, ს/ფ 237-243)

 

3.20. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება (მომზადების თარიღი: 07.06.2017 წელი), რომ ე-–------------ს საკუთრებაშია 51,33 კვ.მ უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ა--–------------–---–------------, საკადასტრო კოდით: 01.17.01.0--.0--.01.5--, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეკრულების გაუქმება და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N1--------, დამოწმებული 2017 წლის 7 ივნისი.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება (მომზადების თარიღი: 22.09.2017 წელი), რომ ე-–------------ს საკუთრებაშია 62,62 კვ.მ. უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ავლაბრის-მ----–---–-------------, საკადასტრო კოდი: 01.17.01.0--.0--.01.5--. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-------------’’ კრების ოქმი N------------- დამოწმების თარიღი 22.09.2017 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან - (ტ.1, ს/ფ 93-96)

 

3.21. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი: 18.01.2017 წელი), რ----------–------ის საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე დ--–----------------------------------------------–--------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება- სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი- 1--.0- კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1; საკადასტრო კოდი: 7-.5-.0-.5--, უფლების დამდგენი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 18 იანვარს.

 

უძრავი ქონების 2017 წლის 18 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, რ----------–------მა იყიდა უძრავი ქონება მდებარე დ--–----------------------------------------------–--------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; ფართობი: 1--.0- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 7-.5-.0-.5--; ნასყიდობის საგნის ღირებულება არის 1150- აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - (ტ.1, ს/ფ 97-98)

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. 3, ს/ფ 254-255)

 

3.22. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება (მომზადების თარიღი: 11.0-.2017 წელი), რომ ნ---------------ას საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე დ--–-------------ი ს------–--------–----; ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება-სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი-1---.0- კვ.მ, სხვა ფართი N1, ნაკვეთის წინა ნომერი-7-.2-.0-.1--; საკადასტრო კოდი- 7-.5-.0-.7--; უფლების დამდგენი დოკუმენტი- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 11 მაისს.

 

უძრავი ქონების 2017 წლის 11 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ნ---------------ამ იყიდა უძრავი ქონება მდებარე დ--–-------------ი ს------–--------–----, საკადასტრო კოდით- 7-.5-.0-.7--; ნასყიდობის საგნის ღირებულება არის 50-0 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - (ტ.1, ს/ფ 99-10-)

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. 3, ს/ფ 252-25-)

 

3.23. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ნ---------------ა არის რ----------–------ის მეუღლე, ხოლო ე-–------------ - ლე--------------–---–ის მეუღლე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინფორმაცია პიროვნების შესახებ (ტ.1, ს/ფ 101-102)

 

3.24. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 20-- წლის 10 აპრილის MIA 3------------ წერილის მიხედვით, ლ--------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია ცეცხლსასროლი, ხრახნლულიანი იარაღი ,,M---------, ნომრით O------, ნებართვის თარიღია-17.01.2012წ. მის სახელზე ასევე რეგისტრირებულია ავტომანქანა L---- G----- (VIN J----------------), სახელმწიფო ნომრით R--------. VIN:J---------------- და ავტომანქანა V----------------- 1.8., სახელმწიფო ნომრით M------, რეგისტრაციის თარიღი: 11.01.200-.

 

ამავე წერილით ირკვევა, რომ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული მონაცემებით შპს ,,ტ-----------’’-ის, შპს ,,ტ-----------’’-ის, შპს ,,ტ-----------’’-ის, ნ---------------ას და ე-–------------ს სახელზე ავტოსატრასნპორტო საშუალება ან/და ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.

 

საქმის მასალებს ერთვის ლ--------------–---–ისა და ლე-------------ს 2015 წლის 7 დეკემბრის ერთობლივი განცხადება N0-------(დამოწმებული სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ), რომლის მიხედვითაც ლე-------------მ გაასხვისა, ხოლო ლ--------------–---–მა იყიდა ავტომანქანა L---- G-----, სახელმწიფო ნომრით I-------I, VIN J----------------.

 

2017 წლის 1- ივნისის N0------- განცხადების მიხედვით, ლ--------------–---–მა მიმართა სსიპ მომსახურების სააგენტოს მის საკუთრებაში არსებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე -L---- G-----, სახელმწიფო ნომრით R-------- VIN J----------------- სახელმწიფო ნომრის შეცვლის მოთხოვნით. აღნიშნულ განაცხადში მითითებულია, რომ ,,მივიღე: L--------; გავეცი: R--------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 20-- წლის 10 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს MIA 3------------ წერილი დანართით - (ტ.1, ს/ფ 110-114)

- 2015 წლის 7 დეკემბრის ერთობლივი განცხადება N0-------(ტ.2 ს/ფ 29)

-2017 წლის 1- ივნისის N0------- განცხადება (ტ. 2, ს/ფ 30)

 

3.25. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 18 აპრილის N1----- წერილით დგინდება, რომ ნ---------------ას (პირადი ნომერი: 6----------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია: 1) უძრავ ქონებაზე მდებარე: ქალაქი თბილისი, დასახლება ვ---------–------------------------–------------------3; საკადასტრო კოდი: 01.1-.20.----01-.01.0--, ბინა №21, საცხოვრებელი ფართი 16.0-/1---.0- წილი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება №2-------, დამოწმების თარიღი: 25/07/1-98.

 

ე-–------------ს (პირადი ნომერი: 5----------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე მდებარე: 1) ქალაქი თბილისი, ქუჩა ა--–------------–---–--, N 2------ ფართი: 51.33 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 01.17.01.0--.0--.01.5--. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეკრულების გაუქმება და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N1--------, დამოწმების თარიღი:07/06/2017, ნოტარიუსი ქ. მ------–---–-. 2) ქალაქი თბილისი, ქუჩა ა--–------------–---–--, N 2------ სარდაფი, ფართი: 43.86 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 01.17.01.0--.0--.01.50-, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 20-4 წლის 4 ოქტომბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N2-----კ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:04/06/2013, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:04/01/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 3) ქალაქი თბილისი, ქუჩა ა--–------------–---–--, N 2------ სარდაფი, ფართი: 36.80 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 01.17.01.0--.0--.01.5--- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება N1--------, დამოწმების თარიღი:30/04/2013, ნოტარიუსი ნ. ბარაბაძე. 4) ქალაქი თბილისი, ქუჩა ა--–------------–---–--, N 2------ სხვენი, ფართი: 62.62 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 01.17.01.0--.0--.01.5--, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა------------ს“ კრების ოქმი N------------- დამოწმების თარიღი:22/09/2017, ნოტარიუსი მ. კ---------–----------–---–-. 5) რაიონი ხ-------------–------------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება , ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2880.0- კვ.მ. საკადასტრო კოდი: 45.0-.03.5--. მესაკუთრეები: ე-–------------ (პირადი ნომერი: 5----------), ნი----–---------------–---–ი, ნი-------------–---–ი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N5--, დამოწმების თარიღი:02/07/1-98. ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთებზე აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები რეგისტრირებული არ არის.

 

ლ--------------–---–ის (პირადი ნომერი: 4----------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე მდებარე: 1) ქალაქი თბილისი, ქუჩა ბ----–----, N 17, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2-8.0- კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი:4-.01.17.02.04-.0-7; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N1, საცხოვრებელი ფართი 173.5 კვ.მ; საზაფხულო ფართი 23.2 კვ.მ; მანსარდის ფართი 94.6 კვ.მ; სარდაფის ფართი 99 კვ.მ; ავტოსადგომის ფართი 17.8 კვ.მ; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:40-.10, საკადასტრო კოდი: 01.17.02.04-.0--, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბრძანება Nბ-1--------, დამოწმების თარიღი:25/12/2015, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:16/0-/2011, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება, უფლების რეგისტრაცია : ნომერი 882011--305-; თარიღი 06/12/2011 17:28:55. იპოთეკარი: სააქციო საზოგადოება "თიბისი ბანკი"; მესაკუთრე: ლე--------------–---–ი (პირადი ნომერი: 4----------); 2) ქალაქი თბილისი, ქუჩა გ--–-----------, (ნაკვ.41/1-), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 109.0- კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი:01.17.02.0--.0-9; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N1, საკადასტრო კოდი: 01.17.02.0--.01-, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ურთიერთშეთანხმება, დამოწმების თარიღი: 30/09/20--, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური; გადახდის განვადებით ნასყიდობისა და გამიჯვნის ხელშეკრულება N1-5-8, დამოწმების თარიღი:07/0-/20-7, ნოტარიუსი კ. ჯაფარიძე. უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება, უფლების რეგისტრაცია : ნომერი 8-----------; თარიღი 2-/09/2011 12:29:41. იპოთეკარი: სააქციო საზოგადოება "თიბისი ბანკი"; მესაკუთრე: ლე--------------–---–ი (პირადი ნომერი: 4----------); საგანი: მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 109.0- კვ.მ. და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა იპოთეკის ხელშეკრულება N 1--------, დამოწმების თარიღი2-/09/2011, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 3) რაიონი ყ------–-, სოფელი ა---–-------–-, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 3250.0- კვ.მ. საკადასტრო კოდი: 5-.02.52.0--, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ცნობა N2---, დამოწმების თარიღი:2-/12/2012, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ახალსოფლის რწმუნებულის სამსახური. 4) რაიონი ყ------–-, სოფელი ა---–-------–-, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 2415.0- კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-.02.04.0--; საკადასტრო კოდი: 5-.02.54.1-- . მესაკუთრეები: ლე--------------–---–ი (პირადი ნომერი: 4----------), მ---------------–---–ი (პირადი ნომერი: 4----------), რო----------------–---–ი (პირადი ნომერი: 4----------). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღება- ჩაბარების აქტის N7--, საკომლო წიგნის ჩანაწერები. ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთებზე აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-- წლის 18 აპრილის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული N1----- წერილი - (ტ.1, ს.ფ. 115-117)

- საყოფაცხოვრებო სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება - (ტ.3, ს.ფ. 25-)

 

3.26. 2011 წლის 2- სექტემბრის საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით N10----- დგინდება, რომ ლ--------------–---–მა აიღო საბანკო კრედიტი 50- 0-0 აშშ დოლარი. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 9/21/2011-9/2-/20-1 წელი. სარგებლის მაქსიმალური ოდენობა 48% (წლიური პროცენტი).

 

საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 28 სექტემბერს, სს,,თიბისი ბანკსა“ და ლ--------------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1--------------, რომლის მიხედვითაც, ლ--------------–---–მა საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში აიღო საბანკო კრედიტი 35 0-0 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 10/1/2014 წლამდე.

2013 წლის 29 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით N2-------------- დგინდება, რომ ლ--------------–---–მა ბანკისგან მიიღო სესხის სახით 3630- აშშ დოლარი. კრედიტის ვადად განისაზღვრა 1099 დღე. 11% წლიური საპროცენტო განაკვეთით. სესხის მიზანს წარმოადგენდა სხვა (სს ,,თი ბი სიბანკში’’ არსებული იპოთეკური სესხის რეფინანსირება, მშენებლობის ხარჯების დაფინანსება).

 

2015 წლის 07 დეკემბრის გირავნობის ხელშეკრულებით N1----------- დგინდება, რომ ლ--------------–---–სა და სს ,,თიბისი ბანკს’’ შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება. გირავნობის საგანს წარმოადგენდა ლექსუს G----- სახელმწიფო ნომრით L--------. VIV:J----------------.

 

2015 წლის 31 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით N2-------------- დგინდება, რომ საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ლ--------------–---–მა აიღო საბანკო კრედიტი 3630- აშშ დოლარის ოდნეობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 1099 დღე. 11% წლიური საპროცენტო განაკვეთით. სესხის მიზანს წარმოადგენდა: კომერციული ფართის შეძენა.

 

2017 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულების მიხედვით, ლ--------------–---–მა კვლავ მიიღო სესხის სახით 520-0 აშშ დოლარი. კრედიტის ვადად განისაზღვრა 31-7 დღე. 7,3 % წლიური საპროცენტო განაკვეთით. სესხის მიზანს წარმოადგენდა: საცხოვრებელი ბინის შეძენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 2- სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - (ტ.2, ს/ფ 72-83)

- 2011 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - (ტ.2, ს/ფ 84-91)

- 2013 წლის 29 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - (ტ.2, ს/ფ 31-51)

- 2015 წლის 31 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - (ტ.2, ს/ფ 52-63)

- 2017 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - (ტ.2, ს/ფ 96-109)

- 2015 წლის 07 დეკემბრის გირავნობის ხელშეკრულება - (ტ.2, ს/ფ 121-126)

- ერთობლივი განცხადება - (ტ.2, ს/ფ 29)

 

3.2-. N1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართით დგინდება, რომ რ----------–------მა სს ,,თიბისი ბანკიდან’’ აიღო კრედიტი 20 0-0 ლარის ოდენობით. სესხის გადახდის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 0- მაისიდან 201- წლის 17 მაისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი (ტ. 3, ს.ფ. 244-245)

 

3.28. 20-- წლის 18 ოქტომბერს, მოწმის სახით დაკითხული იქნა მზ--------------ე, რომელმაც განმარტა რომ იგი არის რ----------–------ის ახლობელი. 2017 წლის დასაწყისში დაახლოებით ახალი წლის პერიოდში, მასთან მივიდა რ----------–------ი და სესხად სთხოვა ფული 50-0 აშშ დოლარის ოდენობით. რ----------–------მა განუმარტა, რომ დ--–-------------ში იყიდებოდა სასწრაფოდ უძრავი ქონება და ამ მიზნით ესაჭიროებოდა თანხა. გაზაფხულზევე, სავარაუდოდ მაისი თვეში, მას უკან დაუბრუნა რ----------–------მა აღნიშნული თანხა სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლო სხდომის ოქმი - (ტ.3, ს.ფ. 267-2-6)

 

3.29. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს შპს ,,ტ-----------’-ის’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე, ხოლო 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, ხოლო მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტების თანახმად: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა. ხოლო, ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის.

 

6.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველის ნაწილის თანახმად ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

ამ ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები. ამავე ნორმის მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ტ-----------“-ს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება: ძირითადი - 5-4-5,26 ლარი, ჯარიმა - 26786,62 ლარი, საურავი - 11540,21 ლარი.

 

დადგენილია ასევე , რომ შპს ,,ტ-----------’’-ის (ს/ნ 2--------), დამფუძნებლები არიან რ----------–------ი და ლ--------------–---–ი, ამასთან თითოეული 50% წლის მესაკუთრეა და დირექტორი არის ლ--------------–---–ი.

 

შპს ,,ტ-----------’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,ტ-----------’’ (ს/ნ 4--------) 10-%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია ლე--------------–---–ი.

 

წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ე-–------------ არის ლ--------------–---–ის მეუღლე, ხოლო ნ---------------ა (პ/ნ 6----------) - რ----------–------ის (პ/ნ 0----------) მეუღლე.

 

6.5. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მოგების გადასახადის გადამხდელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით. ასეთი ქონებრივი ავტონომია გულისხმობს პარტნიორების, ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირებისა და საზოგადოების მკაცრ გამიჯვნას, რადგან ასეთი იურიდიული პირებს სრულფასოვნად შეუძლიათ იქონიონ ქონება, როგორც ნებისმიერ უფლებაუნარიან ფიზიკურ პირს, შესაბამისად, არ საჭიროებენ, რომ მისი ქონება რეალურად ან წევრთა ქონებად ითვლებოდეს და ან თავად იყოს მუდმივად დამოკიდებული საკუთარ წევრებზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს დირექტორი/პარტნიორი, როგორც ფიზიკური პირი უფლებამოსილია დადოს სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხეები ე-–------------ და ნა---------------ა არიან ლ--------------–---–ისა და რ----------–------ის მეუღლეები, ასევე ლ--------------–---–ი და რ----------–------ი იურიდიული პირის დამფუძნებლები, ვერ ადასტურებს მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობებას, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებას ემსახურება.

 

6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

მითითებული მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, კერძოდ, პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პიროებებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის №ბს-103-96(კ-13) გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: ,,საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 24-–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება“. „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-- წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-154--1476 (კ-09)).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24--ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).

 

ამდენად, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული, ასევე, დაკავშირებული არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24--ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიებს არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები გამოიყენება სხვა საწარმოს, დირექტორის ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებლობის ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ტ-----------“ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. 2017 წლის 02 აგვისტოდან რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება შპს ,,ტ-----------“ ქონებაზე, ხოლო 2017 წლის 04 მაისს გამოიცა ბრძანება N0------- შპს ,,ტ-----------“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად შპს ,,ტ-----------“ ქონება არ გააჩნია.

 

მოსარჩელე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ 2017 წლის ივნისის თვეში, შპს ,,ტ-----------’’-ის დირექტორმა/დამფუძნებელმა ლ--------------–---–მა მიღებული შემოსავალი საგადასახადო დავალიანების დაფარვის ნაცვლად, მიმართა პირადი მიზნებისათვის, კერძოდ, შეიძინა ავტომანქანა L---- G----- სახელმწიფო ნომრით R--------, ასევე ლ--------------–---–მა, მეუღლის - ე-–------------ს სახელით, 2017 წლის 12 ივნისს საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ----–---–------------- ფართი 51.33 კვ.მ. ხოლო 2017 წლის 2- სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე დაიმტკიცა უძრავი ქონება (სხვენი) მდებარე: ქ. თბილისი, მ----–---–------------- 62.62 კვ.მ. ანალოგიურად შპს ,,ტ-----------’’-ის დამფუძნებელმა რ----------–------მა მიღებული შემოსავლები ნაცვლად საგადასახადო დავალიანების დაფარვისა, მიმართა პირადი მიზნებისაკენ, კერძოდ, 2017 წლის 23 იანვარს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა უძრავი ქონება მდებარე: დ--–-----------------------------------------------–------------ ქ. N8, სასოფლო-სამეურნეო ფართობი 1-- კვ.მ. ხოლო მეუღლის- ნ---------------ას სახელით, 2017 წლის 16 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ასევე უძრავი ქონება მდებარე: დ--–-------------ი, ს------–--------–----, სასოფლო-სამეურნეო ფართობი 1--- კვ.მ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დააარსოს იურიდიული პირი და დამოუკიდებლად განსაზღვროს იურიდიული პირის საქმიანობის სფერო. მხოლოდ ის ფაქტი, რომ საწარმოს დირექტორი და ამავდროულად წილის მფლობელები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, არ გულისხმობს ავტომატურად აღნიშნულ პირთა პრაქტიკულად გამიჯვნის შეუძლებლობას. კანონის ამგვარად გაგება გამოიწვევდა თავისუფალი მეწარმეობის უფლებაში ჩარევას, რომელიც, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ უკრძალავს პირს, რომ დააარსოს რამდენიმე იურიდიული პირი, იყოს საწარმოს დირექტორი. ამდენად, რამდენიმე იურიდიული პირის დამფუძნებელთა/დირექტორთა ნათესაურ კავშირში ყოფნა, დამოუკიდებლად, საკანონმდებლო ნორმით დადგენილი მიზნის დამამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის გარეშე, არ ქმნის საწარმოთა ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საფუძველს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ წინამდებარე სარჩელში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ შპს ,,ტ-----------’’ დამფუძნებლებმა ლ--------------–---–მა და რ----------–------მა, მიღებული შემოსავალი ნაცვლად საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა მიმართეს პირად საკუთრებაში ქონების შესაძენად. საქმის მასალებით არ დასტურდება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს ,,ტ-----------’’, შპს ,,ტ-----------’’, შპს ,,ტ-----------’’, რ----------–------ი, ნ---------------ა, ე-–------------, ლ--------------–---–ი მოქმედებდნენ საერთო მიზნით - მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ მათ მიერ ქონების შეძენა განხორციელდა შპს ,,ტ-----------“-ის სახსრებით საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების მიზნით, მითუმეტეს, რომ ნაწილი ქონებისა შეძენილია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობამდე. ამასთან, წარმოდგენილია ლ--------------–---–სა და სს ,,თიბისი ბანკს“ შორის დადებული 2011 წლის 2- სექტემბრის საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N10-----, რომლის საკრედიტო ლიმიტი შეადგენს 50- 0-0 აშშ დოლარს. საქმის მასალებს ერთვის ლ--------------–---–ისა და ლე-------------ს 2015 წლის 7 დეკემბრის ერთობლივი განცხადება N0-------(დამოწმებული სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ), რომლის მიხედვითაც ლე-------------მ გაასხვისა, ხოლო ლ--------------–---–მა იყიდა ავტომანქანა L---- G-----, სახელმწიფო ნომრით I-------I, VIN J----------------, ხოლო 2017 წლის 1- ივნისს განხორციელდა მხოლოდ სახელმწიფო ნომრის ცვლილება. საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ ე-–------------ს საკუთრებაში არსებული, 62,62 კვ.მ. უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 01.17.01.0--.0--.01.5--) უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-------------’’ კრების ოქმი N------------- შესაბამისად შპს ,,ტ------------ის სახსრების მითითებული უძრავი ქონების შესაძენად მიმართვა ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. მოპასუხის წარმომადგენელმა სხდომაზე განმარტა, რომ შპს ,,ტ-----------“-ში შემოსული თანხებით ხდებოდა მომწოდებლების დავალიანების დაფარვა, რის დამადასტურებლადაც მის მიერ წარმოდგენილი იქნა სასაქონლო ზედნადებები. საქმეში წარმოდგენილია ასევე N1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი, რომლითაც დგინდება, რომ რ----------–------მა სს ,,თიბისი ბანკიდან’’ აიღო კრედიტი 20 0-0 ლარის ოდენობით, სესხის გადახდის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 0- მაისიდან 201- წლის 17 მაისამდე. მოწმედ დაკითხულმა მზ--------------ემ, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ უძრავი ქონების შესაძენად რ----------–------ს ასესხა 50-0 აშშ დოლარი, რომელიც დაუბრუნეს 2017 წლის მაისში. შემოსავლების სამსხურის მიერ გაცემული ცნობების მიხედვით, რ----------–------სა და ნ---------------ას გააჩნდათ შემოსავალი მითითებულ პერიოდში. ამდენად არ დასტურდება, რომ რომ შპს ,,ტ-----------’’, შპს ,,ტ-----------’’, შპს ,,ტ-----------’’, რ----------–------ი, ნ---------------ა, ე-–------------, ლ--------------–---–ი წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 10--ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამდენად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ერთობლიობა არ ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24--ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის და საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ერთობლიობა და უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც გააჩენდა გონივრულ ეჭვს კონკრეტული ოპერაციის გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო გამოყენებისაგან ქონების გარიდების მიზნით განხორციელების შესახებ, ასევე, არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე. ამრიგად, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.

 

6.7. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხე იურიდიული და ფიზიკური პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს ,,ტ-----------’’-ის (ს/ნ 2--------), შპს ,,ტ-----------’’-ის (ს/ნ 4--------), შპს ,,ტ-----------’’-ის (ს/ნ 4--------), რ----------–------ის (პ/ნ 0----------), ნ---------------ას (პ/ნ 6----------), ე-–------------ს (პ/ნ 5----------), ლ--------------–---–ის (პ/ნ 4----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24--ე მუხლის შესაბამისად, ერთი მეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ" ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 261.3.; 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25--ე; მე-8; 55-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

 

მოსამართლე: ნათია ტოგონიძე