გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2604104-2/674-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 მარტი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი: ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - მი-------------------ძე
წარმომადგენელი - ლა------–--–---ძე, ვა-–-----------------ძე, ვა----------------ე.
მოპასუხე - ნი----–------ა
წარმომადგენელი - ხა--------------–--ე
მესამე პირი - ბ----------- მუ--–----–------ის მე----
წარმომადგენელი - თე------ძე
დავის საგანი - აუცილებელი გზის დათმობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხე ნი----–------ას პ/ნ 0----------- ითმინოს და გაათავისუფლოს თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 6-----------) 1 (ერთი) მეტრი სიგანისა და 30 მეტრის სიგრძის ფართი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაურეგისტირებელი სივრცის გასწვრივ, რათა მი-------------------ძის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის ჰქონდეს აუცილებელი კავშირი (საავტომობილო გზა) საჯარო გზასთან.
მოსარჩელე სარჩელს ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
დ----------------, სპეც.ტექნიკის მიმდებარედ საკუთრების უფლებით მი-------------------ძე ფლობს 7029 კვმ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რეგისტრირებული საჯარო რეესტრში ს/კ 6-----------, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს სურს გააშენოს შენობა ნაგებობები, რომელთანაც მისასვლელი საავტომობილო გზა ფაქტობრივად არ აქვს, 2013 წლის 28 ნოემბერს განცხადებით მიმართა ბ----------- მუ--–----–------ის გამგეობას და მოითხოვა დაედგინათ ზემოთ აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა, პასუხად ეცნობა, რომ დ---------------- მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან გათვალისწინებულია მისასვლელი საავტომობილო გზა, წერილს თან ერთვის რუკა.
2018 წლის 04 ივნისს მ---------------------- განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და სთხოვა დაედგინა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზის არსებობა მიწის საკადასტრო კოდით 6----------- აღნიშნული ბიუროს 2----–-–---------–---- N004------ დასკვნის შესაბამისად ბ-------------------–- დ----------------, სპ--------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დაურეგისტრირებელი სივრცისა ან/და N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (მესაკუთრე: ნი----–------ა) ან N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (მესაკუთრე: გი---------ა).
ექსპერტიზაზე კვლევისათვის წარმოდგენილი ბ----------- მუ--–----–------ის მიერ 2018 წლის 1----------–-----–--------96 წერილისა და მასზე თანდართული დანართის (სიტუაციური ნახაზის) მიხედვით, მი-------------------ძის კუთვნილ მიწის ნაკვეთს (ს/კ6-----------) დ---------------- მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მისასვლელი მისასვლელი გზა უფიქსირდება სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აღნიშნული გზის ადგილმდებარეობა შეესაბამება დასკვნით ნაწილში განსაზღვრული მოსაწყობი გზის ადგილმდებარეობას. დასკვნის მიხედვით აღნიშნული მიწის ნაკვეთებს შორის დაურეგისტრირებელი სივრცის მინიმალური სიგანე შეადგენს 1.12 მეტრს, ხოლო სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად სოფლის მეორეხარისხოვანი გასასვლელებში ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისათვის მინიმალური სიგანე შეადგენს 3.00 მეტრს.
მი-------------------ძის მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის საჭიროა აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, რაც არ გააჩნია, ამიტომ მოპასუხე ნი----–------ამ უნდა ითმინოს და მოსარჩელეს გაუთავისუფლოს თავის ნაკვეთიდან 1 მეტრის სიგანისა და 30 მეტრის სიგრძის ფართები ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაურეგისტრირებელი სივრცის გასწვრივ, რათა მოსარჩელის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის ჰქონდეს აუცილებელი კავშირი, საავტომობილო გზა საჯარო გზასთან.
მოსარჩელემ მოპასუხეს რამდენჯერმე მიმართა, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, რომ გაეთავისუფლებინა მის ნაკვეთთან დაკავშირებული საავტომობილო მისასვლელი გზა, რომელიც რეალურად არსებობდა და დატანილია დ---------------- მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე, თუმცა უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნი----–------ამ მხარემ სარჩელი არ ცნო.
2.2. მესამე პირის პოზიცია
2.2.1. მესამე პირის ბ----------- მუ--–----–------ის მე----- სარჩელი ცნო განმარტა, რომ აღნიშნულ სადავო ტერიტორიაზე 2013 წელში არსებობდა საავტომობილო გზა. გზაზე კი არანაირი მრავალწლოვანი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები არ იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონება მდებარე ბ----------- რ------------------------- ს/კ 6----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მი-------------------ძის (პ/ნ 1----------) სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 31.05.2018წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.2. უძრავი ქონება მდებარე ბ----------- რ------------------------- ს/კ 6----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნი----–------ას (პ/ნ 0----------) სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.12.2015წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ბ----------- მუ--–----–------ის დ---------------- ს/კ 6----------- რეგისტრირებული მი-------------------ძის მიწის ნაკვეთს არა აქვს კავშირი (საავტომობილო გზა) საჯარო გზასთან.
3.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------–---- საინჟინრო ექსპერტიზის N004------ დასკვნის თანახმად:
ბ-------------------–-, დ----------------, სპ--------- მდებარე N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დაურეგისტრირებელი სივრცისა ან/და N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით ან N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით.
აღნიშნული ვარიანტით მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებულ იქნება (პროექტი მოიცავს გზის ფართის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ასევე საჭირო იქნებოდა სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება (მისასვლელი გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო სამუშაოები), აღნიშნული სამუშაოების დასაზუსტებლად საჭიროა შედგენილ იქნას შესაძლო გზის მოწყობის პროექტი და მიღებულ იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან.
3.2.3. მი-------------------ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან კავშირის უზრუნველსაყოფად, გასასვლელის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს, მოპასუხე ნი----–------ას კუთვნილ მიწის ნაკვეთის გავლით მისი მოწყობა.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე უთითებს, რომ მი-------------------ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა გამოიწვევს ტყის მასივის გაკაფვას, მრავალწლოვანი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების მოჭრას, ვინაიდან მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება და ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაადასტურებდა მის განმარტება.
ამდენად, მი-------------------ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან მისასვლელად საავტომობილო გზის მოწყობის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს გასასვლელის (საავტომობილო გზის) მოწყობა ნი----–------ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, აუცილებელი გზის დადგენის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 115-ე, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 170-ე მუხლის პირველი ნაწილი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, ნივთით ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა - შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება დაეკისროს მისი საკუთრებით სარგებლობის თმენის ვალდებულება.
სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლება წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის კანონისმიერ (არასახელშეკრულებო) უფლებას მეზობელი მესაკუთრის თანხმობის მიუხედავად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მი-------------------ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან. მიწის ნაკვეთთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ სხვისი, მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე გამავალი გზის საშუალებით. დადგენილია, რომ მოსარჩელის ნაკვეთთან დაკავშირების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გულისხმობს მოპასუხე ნი----–------ას მიწის ნაკვეთიდან (ს/კ6-----------) შესაბამისი ფართით სარგებლობას.
ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ბ-------------------–-, დ----------------, სპ--------- მდებარე N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დაურეგისტრირებელი სივრცისა ან/და N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით ან N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით.
აღნიშნული ვარიანტით მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებულ იქნება (პროექტი მოიცავს გზის ფართის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ასევე საჭირო იქნებოდა სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება (მისასვლელი გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო სამუშაოები), აღნიშნული სამუშაოების დასაზუსტებლად საჭიროა შედგენილ იქნას შესაძლო გზის მოწყობის პროექტი და მიღებულ იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------------------------ უნდა მიეცეს მისი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ განთავსებული, მოპასუხე ნი----–------ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადაადგილების შესაძლებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დგება იმ შემთხვევაში, თუ იგი იზოლირებულია საჯარო გზების, ელექტრო, ნავთობის, გაზის ან წყალმომარაგების ქსელისაგან და ასეთი კავშირი მხოლოდ მეზობელი უძრავი ქონების სარგებლობით არის შესაძლებელი. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების საჯარო გზასთან დაკავშირება შეუძლებელია ისე, რომ არ მოხდეს მოპასუხე ნი----–------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა. ამდენად დადგენილი გარემოებების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ვალდებულია, ითმინოს მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობა. ასეთ პირობებში მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოეშობა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული თმენის ვალდებულება.
საქმეზე დადგენილი გარემოებები იძლევა სამოქალაქო კანონმდებლობის დასახელებული ნორმის შესაბამისად გათვალისწინებულ აუცილებელ გზის დადგენას, რადგან სახეზე გვაქვს მწვავე ობიექტური საჭიროება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჯეროვანი გამოყენება ვერ ხერხდება მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის გარეშე. ამდენად სასამართლო ასკვნის, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით დადგენილი აუცილებელი გზის დადგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.
ამდენად დადგენილია, რომ მი-------------------ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. ნი----–------ას კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ სხვისი, მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე გამავალი გზის საშუალებით. ამდენად, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი საავტომობილო გზის უზრუნველსაყოფად წარმოადგენს სწორედ მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გავლით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს, სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე ნი----–------ას მი-------------------ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მი-------------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს
2.მი-------------------ძეს (პ.ნ 1----------) ბ----------- რაიონი, დ---------------- სპ--------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ს/კ 6----------- მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან კავშირის მიზნით მიეცეს 1 მეტრი სიგანის და 30 მეტრი სიგრძის აუცილებელი გზის (საავტომობილო გზა) მოწყობის და სარგებლობის უფლება, მოპასუხე ნი----–------ას (პ/ნ 0-----------), საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ 6-----------, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2----–-–---------–---- ექსპერტიზის N004------ დასკვნის შესაბამისად.
3. მოპასუხე ნი----–------ას (პ/ნ 0-----------) მი-------------------ძის (პ.ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე