განაჩენი

სისხლის სამართლის 25.03.2019
საქმის ნომერი
330100115001087671
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ი--------------–--–- თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შ------------–---

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ე-------------- და ჯ----–--–-------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ი------------–---

 

ბრალდებული - კ---------------------, დაბადებული 1------------------------, პირადი #6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ.ქ-------–--------------–--------–------------------ში, ამჟამად ძებნილი

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (ოთხი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

საქართველოს შს მინისტრის 2008 წლის 2---------------- პ/შ ბრძანების საფუძველზე, კ--------------------- დანიშნული იყო საქართველოს შ---------------- კ-----------–------------------------------------------ დ-----–----------------–----------------------------–--- უ-------ის თანამდებობაზე და, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

 

ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის დროს, 2008 წლის აგვისტოს თვეში, კ---------------------მ მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელ კ-----------------–---–ს, რომელიც, საქართველოს შს მინისტრის 2008 წლის 1-----------–------- პ/შ ბრძანების საფუძველზე, იკავებდა საქართველოს შ---------------- კ-----------–------------------------------------------ დ-----–----- რ--------–------------------–--- 1-ლი გ---------–---- უ----------------------–- თანამშრომლის-გამომძიებლის თანამდებობას და, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, მისცა უკანონო დავალება, რომ დაკავშირებოდა შ-- ,,ლ------‘‘ წარმომადგენელს და მოეთხოვა 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდა. დავალების შესრულების მიზნით, კ-----------------–---–ი დაუკავშირდა შ-- ,,ლ------‘‘ წარმომადგენელ ზ-------–-----ს და დაიბარა ქ.ქ--------- კ-----------–------------------------------------------ რ--------–------------------–--- შენობაში, სადაც იმავე დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც, კ-----------------–---–ის გარდა, ესწრებოდა ზ-------–-----სთვის უცნობი ორი პიროვნება, ზ-------–-----ს მოსთხოვეს 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდა. მოგვიანებით, ზ-------–-----მ და შ-- ,,ლ------‘‘ პარტნიორებმა, კომპანიისთვის კ-----------–------------------------------------------გან მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გადაწყვიტეს აღნიშნული თანხის გადახდა. თანხის გადაცემის მიზნით, შეთანხმებისამებრ, ზ-------–----- მივიდა კ-----------------–---–ის სამსახურში და ხელზე გადასცა 100 000 (ასი ათასი) ლარი, რაც კ-----------------–---–მა, დავალებისამებრ, გადასცა მის ხელმძღვანელს - კ---------------------ს.

 

2----–-–-- აგვისტოს თვეში, კ---------------------მ მის დაქვემდებარებაში მყოფ, კ-----------–------------------------------------------ დ-----–----- რ--------–------------------–--- მ--- გ---------–---- უ-------ს - მ--–-------------------ს მისცა უკანონო დავალება, რომ იგი დაკავშირებოდა შ-- ,,ლ------‘‘ ერთ-ერთ დამფუძნებელს - გ----------------–---–- და, თითქოსდა, სახელმწიფო საჭიროებისათვის მოეთხოვა 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადაცემა.

 

კ---------------------ს უკანონო დავალების შესრულების მიზნით, 2----–-–-- აგვისტოს თვეში, მ--–------------------- დაუკავშირდა შ-- ,,ლ------‘‘ პარტნიორ გ----------------–---–- და გადასცა მისი უ-------ის - კ---------------------ს მოთხოვნა, თითქოსდა, სახელმწიფო საჭიროებისათვის 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდის თაობაზე. მ--–------------------ის მიერ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობის თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გ----------------–---–-ა ინფორმაცია მიაწოდა შ-- ,,ლ------‘‘ პარტნიორ ზ-------–-----ს, რომელიც, თავის მხრივ, დაუკავშირდა კ-----------–------------------------------------------ დ-----–----- რ--------–------------------–--- თანამშრომელ კ-----------------–---–ს, კ-----------–------------------------------------------ თანამშრომლებისგან მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, დათანხმდა ფულადი თანხის გადახდას, თუმცა ითხოვა მოთხოვნილი თანხის 10 000 (ათი ათას) ლარამდე შემცირება.

 

თანხის მოთხოვნიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც კ-----------------–---–მა თავის უ-------თან - კ---------------------სთან თანხის დაკლების საკითხი შეათანხმა, პირობის შესრულების მიზნით, ზ-------–----- მივიდა ქ.ქ-------–- მდებარე, კ-----------–------------------------------------------ რ--------–------------------–--- შენობასთან, სადაც მას შეხვდა მ--–-------------------, რომელსაც გადასცა ფულადი თანხა, 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. გადაცემული თანხა მ--–-------------------მ, დავალებისამებრ, მის ხელმძღვანელს - კ---------------------ს მიუტანა და ხელზე გადასცა.

 

ზემოაღნიშნული ქმედებებით კ---------------------მ გადაამეტა მისი, როგორც შ---------------- კ-----------–------------------------------------------ დ-----–----------------–----------------------------–--- უ-------ის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც შ-- ,,ლ------‘‘ უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

2008 წლის აგვისტოს თვეში, კ---------------------მ მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელ კ-----------------–---–ს მისცა უკანონო დავალება, რომ ესაჭიროებოდა ფულადი სახსრები და უნდა მოეძიათ კონკრეტული მეწარმეები, რომლებიც შეძლებდნენ აღნიშნული თანხების გადახდას. დავალების შესრულების მიზნით, კ-----------------–---–ი დაუკავშირდა შ-- ,,ლ----‘‘ დირექტორ ლ-–------------ს და მოსთხოვა, თითქოსდა, ს----–-–----------- შეეწირა ფულადი თანხა, 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. თავდაპირველად ლ-–------------მ უარი განაცხადა აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე, თუმცა მას შემდეგ, რაც კ-----------------–---–მა უთხრა, რომ სამომავლოდ პრობლემები შეექმნებოდა, იგი იძულებული გახდა, დათანხმებოდა მოთხოვნას, რადგან გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ მას და მის ბიზნესს საფრთხე დაემუქრებოდა.

 

გარკვეული ხნის შემდეგ ლ-–------------მ კ-----------------–---–ს განუცხადა თანხმობა და საბოლოოდ 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდაზე შეუთანხმდა. კ-----------------–---–მა ლ-–------------ს მიაწოდა მასთან დაახლოებული პირის - გ---------------ს სახელზე ,,თ----------–-‘‘ არსებული ანგარიშის ნომერი, რომელზეც ლ-–------------მ 2008 წლის 18 აგვისტოს, 2008 წლის 2 სექტემბერსა და 9 სექტემბერს მთლიანობაში შეიტანა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი. აღნიშნული თანხა გ---------------მ, კ-----------------–---–თან ერთად, გამოიტანა ბანკიდან, რაც კ-----------------–---–მა, დავალებისამებრ, გადასცა მის ხელმძღვანელ კ---------------------ს.

 

კ---------------------მ ზემოაღნიშნული ქმედებით გადაამეტა მისი, როგორც შ---------------- კ-----------–------------------------------------------ დ-----–----------------–----------------------------–--- უ-------ის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც შ-- ,,ლ----‘‘ უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

2008 წლის აგვისტოს თვეში, კ---------------------მ მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელ კ-----------------–---–ს მისცა უკანონო დავალება, რომ იგი უნდა დაკავშირებოდა ქ.ქ-------–- მოღვაწე ბიზნესმენ დ---------------ს და მისგან მოეთხოვა ფულადი თანხა, 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. უკანონო დავალების შესრულებისათვის კ-----------------–---–ი დაუკავშირდა და შეხვდა ბიზნესმენ დ---------------ს ქ.ქ-------–-, ტ------ ქ.#---ში განათავსებულ, კ-----------–------------------------------------------ დ-----–----- რ--------–------------------–--- 1-ლი გ---------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, რა დროსაც კ-----------------–---–მა დ---------------ს მოსთხოვა, სახელმწიფოსათვის შეეწირა ფულადი თანხა, 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ წინადადებაზე დ---------------მ, თანხის არქონის გამო, განაცხადა უარი და მოსაფიქრებლად ითხოვა დრო. რამდენიმე დღეში კ-----------------–---–ი კვლავ დაუკავშირდა დ---------------ს და შეხვდა იმავე ადგილას, მისი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა დ---------------მ მას შესთავაზა, 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ, მისი ოჯახის კუთვნილი ავტომობილების - ,,ლ--------‘‘, სახ.-----9--, და ,,მ-–----–- პ---------‘‘, სახ.#A------, ს----–-–----------- უსასყიდლოდ გადაცემა.

 

დ---------------ს ალტერნატიული წინადადება კ-----------------–---–მა შეათანხმა მის ხელმძღვანელ კ---------------------სთან, რის შემდგომაც დ---------------ს თანხმობა განუცხადა, მოთხოვილი თანხის სანაცვლოდ, ს----–-–----------- გადაეცა აღნიშნული ავტომობილები. შეთანხმების თანახმად, დ---------------ს კ-----------------–---–ისთვის უნდა გადაეცა ავტომობილები, ხოლო შემდგომ უნდა გაფორმებულიყო ავტომობილების ს----–-–----------- ჩუქების ხელშეკრულებები.

 

შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში, კ---------------------ს უკანონო დავალების შესრულების მიზნით, კ-----------------–---–ი და მისი ერთ-ერთი თანამშრომელი გამოცხადდნენ დ---------------ს საცხოვრებელი ბინის მისამართზე, ქ.ქ-------–-, მ-----–------.#---ში, და წაიყვანეს ზემოაღნიშნული ავტომობილები სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2----–-–-- ივლისის თვეში დ---------------ს მეუღლემ - ნ-----------–---–-- ქ.თ---–--–-, ე----------- ს------------–-, დაწერა განცხადება, რომლის თანახმადაც, მის საკუთრებაში არსებული, ,,მ-–----–- პ---------‘‘ მარკის ავტომობილი, სახ.#A------, უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, ხოლო ,,ლ--------‘‘ მარკის ავტომობილის, სახ.-----9--, სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირება არ მომხდარა. ორივე ავტომანქანით სარგებლობდნენ კ---------------------ს დაქვემდებარებაში მყოფი კ-----------–------------------------------------------ თანამშრომლები.

 

კ---------------------მ ზემოაღნიშნული ქმედებით გადაამეტა მისი, როგორც შ---------------- კ-----------–------------------------------------------ დ-----–-----------------–----------- ს-----------–--- უ-------ის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც დ---------------ს და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ, ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.

 

შ-- ,,ლ------‘‘ 2008 წლის აგვისტოს ეპიზოდი:

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, შ-- ,,ლ-----‘‘ დარეგისტრირდა 2004 წლის 5 აპრილს. იურიდიული მისამართია: ს--------------------------- ქ.#--. პარტნიორები არიან: ზ-------–-----, ქ--------------------------------–---------------------–-------–--–----–-----–---–-----------–-–------------------–--–---–-----------------------------------------–---–---------------–------–---–------------------–----.

 

დაზარალებულის წარმომადგენლის - ზ-------–-----ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2011 წლამდე იყო კომპანია ,,ლ------‘‘ დირექტორი და მეწილე. კომპანია დაკავებული იყო სასუქის შესყიდვა-რეალიზაციით. 2008 წელს, საომარი მდგომარეობის პერიოდში, დაუკავშირდა უცხო ადამიანი, გაეცნო, რომ იყო კ-----------------–---–ი და დაიბარა კ-----------–------------------------------------------ ქ--------- რ--------–---- ოფისში. მისი სახელი და გვარი გაგონილი ჰქონდა, რადგან ადრე საგადასახდო სამსახურში მუშაობდა და ამ ორგანოსთან მასაც ჰქონდა შეხება. დათქმულ დროს მივიდა, დახვდა კ-----------------–---–ი, რომელმაც შეიყვანა ს--------–-- მასალებით აღჭურვილ ოთახში, მოეჩვენა, რომ ზეწოლა აქედანვე დაიწყო. ოთახში, მისი და კ-----------------–---–ის გარდა, იყო ორი უცნობი პიროვნება, რომლებიც არ გაცნობიან მას. მათგან ერთ-ერთმა, რომელიც რანგით უ-------ი ჩანდა და, შესაძლოა, კ--------------------- იყო, დაუწყო ლაპარაკი. უთხრა, რომ ქვეყანას ძალიან უჭირდა, სჭირდებოდა გვერდში დგომა, მით უფრო, ბიზნესის მხრიდან, დასაბინავებელი იყვნენ ლტოლვილები და თუ ეს არ აღემატებოდა მათ ძალებს, უნდა დახმარებოდნენ ფულადი სახით, კერძოდ, 100 000 ლარი უნდა მიეტანათ ხელზე. მან დაუწყო ახსნა, რომ მათ შ---ში ტარდებოდა დოკუმენტური რევიზია, შესაძლო იყო, დაკისრებოდათ სოლიდური თანხები, რის გამოც ვერ შეძლებდნენ მათ მიერ მოთხოვილი თანხის გადახდას. ამის მოსმენის შემდეგ, იმ ადამიანმა ტონი შეიცვალა და კატეგორიულად უთხრა, რომ ეს მათი კომპანიისთვის სასიკეთოდ არ დამთავრდებოდა, შესაძლო იყო, კომპანიის მოღვაწეობა დასრულებულიყო. ეტყობოდათ, რომ იქ მყოფები მათ ფირმაში მიმდინარე რევიზიის შესახებ საქმის კურსში იყვნენ. დრო ითხოვა საბოლოო პასუხისთვის, თან ჰკითხა, თუკი გადაიხდიდნენ, იქნებოდა თუ არა მათი კომპანიისთვის ეს რაიმე შეღავათის მიმცემი, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. შეხვდა პარტნიორებს - გ----------------–---–---------------–------–---–------------------–--------------------–-------–--–----–-----–---–----------------–--–---–-----------–-–---- და გადასცა იმ დავალების შესახებ, რაც მიიღო კ-----------–----------------------------------------–-. თხოვნა, როგორც ასეთი, ჰუმანური იყო, ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მოთხოვნა იყო აბსოლუტურად მიუღებელი. გააცნობიერეს, რომ თანხის გადაუხდელობა საფრთხის შემცველი იქნებოდა კომპანიისთვის და თითოეული მათგანისათვის, რის გამოც ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება თანხის გადახდის თაობაზე. მოიძიეს თანხები, რაც ჰქონდათ, ნაწილი ისესხეს, ლომბარდით დატვირთეს საკუთრებები და მოუყარეს თავი. ამის შემდეგ დაურეკა კ-----------------–---–ს და აცნობა, რომ თანახმა იყვნენ თანხის გადახდაზე. პარტნიორ ზ-------------–----ის მანქანით ქ-------–-, კ-----ის შენობაში, ჩაიტანა თანხა - 100 000 ლარი, რაც საკმაოდ დიდი ფუთით ხელზე გადასცა კ-----------------–---–ს.

 

მოწმე გ----------------–---–-ს ჩვენების მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს თვეში ფირმის დირექტორი ზ-------–----- დაიბარეს კ-----------–------------------------------------------ ქ--------- ოფისში. ანერვიულდა, ამ დროს ფირმაში ფ---------- პოლიცია ჰყავდათ. ზ---- ჩავიდა ქ-------–- და დაბრუნებულმა უამბო მათ, რომ შეხვდა კ-----------------–---–ს, რომელთან ერთად კიდევ ორი პიროვნება იყო, ეტყობოდათ, რომ უ-------ები იყვნენ და კატეგორიულად მოითხოვეს 100 000 ლარის გადახდა, თუ არადა, სხვანაირად მოგხედავთო. ამასთან, ფული ე.წ. ქეშად უნდა მოვიდესო. იკვეთებოდა მუქარა, რის გამოც დაიწყეს თანხების მოძიება. შეაგროვეს თანხა, 100 000 ლარი ზ----მ, ზ-------------–----ესთან ერთად, წაიღო ქ-------–- და გადასცა კ-----------------–---–ს. თავის მხრივ, ფიქრობდა, ეს ყველაფერი მისი ა-------------------ის ოჯახთან ნაცნობობის გამო ხომ არ ხდებოდა. ამის გამო, თავის ნათესავ მ--------------–---–- სთხოვა კ---------------------სთან მიყოლა, რომელიც მას იცნობდა. კ---------------------ს, მ--------- ერთად, შეხვდა კაბინეტში, სადაც, მათ გარდა, მ--–-------------------ც იყო. აუხსნა, რომ იყო შ-- ,,ლ------‘‘ წარმომადგენელი, არანაირი პოლიტიკა მას არ აინტერესებდა და ბ-------------ის ოჯახთან უბრალო ნაცნობობა აკავშირებდა. შთაბეჭდილება დარჩა, რომ კ---------------------მ ეს ყველაფერი იცოდა, რადგან არაფერი გაკვირვებია, უთხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ის არ ერეოდა პოლიტიკაში.

 

მოწმე შ--–----–-----–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში ზ-------–-----მ შეკრიბა დამფუძნებლები და გამოუცხადა მათ, რომ ქ-------–- კ-----------–------------------------------------------ ი--------- რ-------- ხელმძღვანელი კ--------------------- იბარებდა. სხვა გზა არ იყო, ზ---- გაემგზავრა ქ-------–-, საიდანაც ჩაიტანა ამბავი, რომ, საომარი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებული იყვნენ, 100 000 ლარი მიეტანათ, თუ არადა, შეექმნებოდათ დიდი პრობლემები. ამ საკითხზე ითათბირეს დამფუძნებლებმა, გაითვალისწინეს, რომ ფ---------- პოლიცია ჰყავდათ კომპანიაში, თან ცნობილი იყო, რომ იმ დროს ბიზნესზე დიდი ზეწოლა ხდებოდა, ციხეში მოხვედრას, ან ბიზნესის წართმევას, ისევ თანხების მოძიება ამჯობინეს, დამფუძნებლების წილობრივი რაოდენობის მიხედვით, და 100 000 ლარი ჩაიტანეს ქ-------–-, კ---------------------ს დაწესებულებაში.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ზ-------------–----ემ, ამასთან, დამატებით განმარტა, რომ ზ-------–-----მ 2008 წელს 100 000 ლარის მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეხვდა კ-----------–------------------------------------------ ორ ან სამ თანამშრომელს, რა დროსაც არ მალავდნენ, რომ კატეგორიული მოთხოვნა კ---------------------სგან მოდიოდა. თანხა - 100 000 ლარი, ზ----სთან ერთად, თავისი კუთვნილი ,,გ---–----‘‘ მარკის ავტომანქანით ჩაიტანა ქ-------–-, ზ----მ გადაიტანა და დაბრუნდა დაახლობით 7-10 წუთში.

 

ასევე, ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა - ზ-----------–--–---–მა და მ-----------–------–---–მა. ზ-----------–--–---–მა თავის ჩვენებაში განმარტა, რომ 100 000 ლარი ნაღდი ფულის მოთხოვნისას ზ-------–-----ს უთხრეს, რომ არ აინტერესებდათ, საიდან გადაიხდიდნენ თანხას, იმ დროს ფირმაში ფ---------- პოლიცია ჰყავდათ და თუ არ გადაიხდით, ჩვენ პასუხს არ ვაგებთო. მოწმე მ-----------–------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ კ-----------------–---–ი ასრულებდა კ---------------------ს მითითებებს, ის იყო შუამავალი და თანხა კ---------------------სთვის უნდა გადაცემულიყო.

 

მოწმე კ-----------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2008 წელს მუშაობდა ი--------- კ-----------–------------------------------------------ 1---- განყოფილებაში, უ------- ოპერატიულ თანამშრომლად. აგვისტოს ომის პერიოდში სამსახურის უ-------მა კ---------------------მ დაავალა, დაებარებინა შ-- ,,ლ------‘‘ წარმომადგენელი და მოეთხოვა 100 000 ლარის გადახდა. ფირმის ოფისი ს-----------–- მდებარეობდა, დირექტორი იყო ზ-------–-----, რომელიც დაიბარა ქ-------–-, თავისთან სამსახურში. აუხსნა, რომ სახელმწიფოს დახმარება სჭირდებოდა და კ---------------------ს დავალებით უნდა გაეღოთ თანხები, კერძოდ, უნდა გადაეხადა 100 000 ლარი. ზ-------–-----მ აღნიშნული მოთხოვნა შეასრულა და მიუტანა 100 000 ლარი, რაც მან პირადად გადასცა ხელმძღვანელ კ---------------------ს. მოწმის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ არ გადაიხდიდნენ, მოახსენებდა ხელმძღვანელს, რის შემდგომაც როგორ იმოქმედებდა, არ იცის, რადგან ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

 

მოწმე მ--–------------------ის ჩვენების მიხედვით, მუშაობდა კ-----------–------------------------------------------ დ-----–----------------–----------------------------–--- მესამე განყოფილებაში, მის სამოქმედო ტერიტორიაში შედიოდა ს------------------------------------. ხელმძღვანელი იყო კ---------------------. 2----–-–-- გაზაფხულზე დაიბარა სამსახურში კ---------------------მ, მასთან კაბინეტში დახვდნენ გ----------------–---–- და მერაბ ბ-------–---–-, რომელთაც შორიდან იცნობდა, იცოდა, რომ გ------- შ-- ,,ლ------‘‘ წარმომადგენელი იყო, მ------ მისი ლექტორი იყო, ასევე, საკრებულოს წევრი. შესვლისას კ---------------------მ გააცნო ერთმანეთს და გააგრძელეს საუბარი. გ----------------–---–- ეუბნებოდა კ-------------ს, რომ ის არ არის ბურჯანაძის პარტიის მომხრე, არ ერევა პოლიტიკაში და არ აფინანსებს, გულისხმობდა თავის კომპანიას. კ---------------------მ უთხრა, რომ ეს არაფერ შუაში იყო. მისი მისვლიდან 4-5 წუთში დაიშალნენ.

 

საქართველოს შს მინისტრის 2008 წლის 2---------------- პ/შ ბრძანებით, კ--------------------- დანიშნული იყო საქართველოს შ---------------- კ-----------–------------------------------------------ დ-----–----------------–----------------------------–--- უ-------ის თანამდებობაზე. აღნიშნული თანამდებობიდან კ--------------------- გათავისუფლდა 2010 წლის 5 ივნისის ბრძანების საფუძველზე.

 

საქართველოს შს მინისტრის 2008 წლის 1-----------–------- პ/შ ბრძანებით, კ-----------------–---–ი დანიშნული იყო საქართველოს შ---------------- კ-----------–------------------------------------------ დ-----–----- რ--------–------------------–--- 1--–------------–----------------------------– თანამშრომელ-გამომძიებლად.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის წარმომადგენელ ზ-------–-----ს ჩვენება სრულ თანხვედრაშია შ-- ,,ლ------‘‘ თანადამფუძნებლების ჩვენებებთან. მან დეტალურად გადმოსცა, როგორ დაიბარა კ-----------–------------------------------------------ ი--------- რ--------–------------------–--- თანამშრომელმა კ-----------------–---–მა ს-----------–--- შენობაში, რა დროსაც, ამ უკანასკნელთან ერთად, კიდევ ორი ადამიანი იყო, რომელთაგან განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ რანგით უ-------ი იყო. საუბარი შეეხო ბიზნესმენების ვალდებულებას, ქვეყანას გვერდში დადგომოდნენ საომარი ვითარების გამო და გაეღოთ თანხები ლტოლვილთა დასახმარებლად. ამასთან, ზ-------–-----მ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ოთახი, სადაც შეხვედრა შედგა, აღჭურვილი იყო იარაღებით და მიიჩნია, რომ ეს ოთახი სპეციალურად იყო შერჩეული ზეწოლის მოსახდენად.

 

როგორც ზ-------–-----მ, ასევე, მოწმეებმა - გ----------------–---–-ა, შ--–----–-----–---–მა, ზ-----------–--–---–მა, მ-----------–------–---–მა და ზ-------------–----ემ სასამართლოს განუმარტეს, რომ მათ მიერ სახელწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის აღქმასთან მიმართებით მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ მათთვის ცნობილი იყო იმ დროს არსებული დამოკიდებულება ბიზნესმენების მიმართ თანხების დაკისრებასთან დაკავშირებით. ამასთან, რადგან ფირმაში მიმდინარეობდა ფ---------- რევიზია, ფრთხილობდნენ, თანხის გადაუხდელობას ცუდი შედეგი არ გამოეღო. სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს თანხის გადახდა.

 

თანხის გადაცემასთან და ამ საკითხის ირგვლივ არსებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზ-------–-----ს კავშირი ჰქონდა კო---------–--------------------------------–----- რ--------–------------------–--- 1--–------------–----------------------------– თანამშრომელ კ-----------------–---–თან, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში ის იყო ს-----------–--- უ-------ის - კ---------------------ს დავალების შემსრულებელი. ზ-------–----- მოლაპარაკებებს აწარმოებდა კ-----------------–---–თან და თანხაც სწორედ მას გადასცა.

 

იგივე დაადასტურა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში კ-----------------–---–მა, რომ შ-- ,,ლ------‘‘ წარმომადგენლისთვის თანხის მოთხოვნისას ის ასრულებდა კ---------------------ს დავალებას. ზ-------–-----სა და კ-----------------–---–ს შორის ურთიერთკავშირი, გარდა მათი ჩვენებებისა, დადასტურებულია მათ შორის არსებული სატელეფონო კომუნიკაციით.

 

2015 წლის 9 მარტის დათვალიერების ოქმით დგინდება სატელეფონო კავშირი კ-----------------–---–სა და ზ-------–-----ს შორის. კერძოდ: 2008 წლის 13 აგვისტოს, 21:00:19 საათზე, კ-----------------–---–ის ნომრიდან 5----------- განხორციელებულია სატელეფონო ზარი ზ-------–-----ს ნომერზე 5-----------; იმავე დღეს, 21:5-:31 საათზე და 2------- საათზე, ზ-------–----- უკავშირდება კ-----------------–---–ს; 2008 წლის 14 აგვისტოს, 17:19:06 საათზე კ-----------------–---–ი უკავშირდება ზ-------–-----ს, ხოლო 17:50:36 საათზე კ-----------------–---–ის ნომერზე ხორციელდება ზარი ზ-------–-----ს ნომრიდან.

 

მართალია, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება უშუალო და პირადი კავშირი ზ-------–-----სა და კ---------------------ს შორის, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გ----------------–---–-ს ჩვენებას, რომლის თანახმადაც, ის ნერვიულობდა, ფირმაზე განხორციელებული ზეწოლა კ-----------–------------------------------------------ მხრიდან ხომ არ უკავშირდებოდა მის ნაცნობობას ხელისუფლებასთან ოპოზიციაში მყოფი ბ-------------ის ოჯახთან. ამ საკითხის გასარკვევად, მისი ნათესავის - მ--------------–---–-- შუამავლობით, ის პირადად შეხვდა კ---------------------ს ს-----------–--- შენობაში და აუხსნა მას, რომ მისი ნაცნობობა ბ-------------ის ოჯახთან არაფერს ნიშნავდა და ის არ იყო პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულების მქონე. აღნიშნული ფაქტი საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა, ასევე, მოწმე მ--–-------------------მაც, რომელმაც განმარტა, რომ გ----------------–---–- კ---------------------ს ეუბნებოდა, რომ მისი კავშირი ხსენებულ ოჯახთან ნაცნობობით შემოიფარგლებოდა, ის არ აფინანსებდა და არ ერეოდა პოლიტიკაში, რაზეც ა------- უპასუხა, რომ ეს არაფერ შუაში იყო. კ---------------------ს პასუხიდან გამომდინარე, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა, რომ კ--------------------- სრულად ფლობდა ინფორმაციას შ-- ,,ლ------‘‘ წარმომადგენლებისგან თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით და სწორედ მისი დავალების საფუძველზე ხორციელდებოდა მათგან თანხების მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაინტერესდებოდა, რაზე საუბრობდა გ----------------–---–-, კ---------------------მ კი, პირიქით, დაამშვიდა გ----------------–---–-, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ის არ ერეოდა პოლიტიკაში და მისი ნაცნობობა ბ-------------ის ოჯახთან არაფერ შუაში იყო აღნიშნულთან.

 

შ-- ,,ლ------‘‘ 2----–-–-- აგვისტოს ეპიზოდი:

 

მოწმე გ----------------–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2009 წელს ტელეფონის ნომერზე 59---------- დაუკავშირდა ს---------------–-–-------------------------------- მ--–------------------- და მოსთხოვა ქ-------–- შეხვედრა. შეხვდა, რა დროსაც ვ-------------მ უთხრა, რომ დაიბარა უ-------ის - კო-----------ს უშუალო დავალებით, რომელიც 20 000 ლარის გადახდას ითხოვდა, საჭიროებიდან გამომდინარე. გაახსენა, რომ 100 000 ლარი უკვე გადახდილი ჰქონდათ და უთხრა, რომ არ შეეძლოთ ამ თანხის გადახდა. მ--–------ ურჩია, პარტნიორებს გასაუბრებოდა, ამასთან, შეახსენა, რომ ამ თანხის გადახდა აუცილებელი იყო. ვინაიდან ზ-------–-----ს, თანხის გადახდის წინა ეპიზოდიდან გამომდინარე, შეხება ჰქონდა კ-----------------–---–თან, გადაწყვიტეს, ამ საკითხთან დაკავშირებით მას დალაპარაკებოდა ზ----. ზ-------–----- შეხვდა კ-----------------–---–ს ქ-------–-, რა დროსაც მოთხოვილი თანხა 10 000 ლარამდე შეამცირეს, ალბათ, უ-------თან შეთანხმებით. იშოვეს ეს თანხაც, რადგან სხვა შემთხვევაში კარგს არაფერს ელოდნენ, და ეს 10 000 ლარი, როგორც იცის, კ-----------------–---–ს და მ--–-------------------ს გადასცა ზ-------–-----მ.

 

დაზარალებულის წარმომადგენელ ზ-------–-----ს ჩვენების მიხედვით, 2008 წელს 100 000 ლარის გადახდიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ან უფრო ადრე, მის პარტნიორ გ----------------–---–- დაუკავშირდა კ-----------–------------------------------------------ ს------------ გ---------–---- უ-------ი მ--–------------------- და კატეგორიულად მოითხოვა მათი კომპანიისგან თანხის გადახდა. გ----------------–---–-ა მაშინვე ჩააყენა საქმის კურსში პარტნიორები. რადგან ის იცნობდა კ-----------------–---–ს, პარტნიორებმა სთხოვეს, დალაპარაკებოდა მას და აეხსნა მათი ფ---------- მდგომარეობა. იმავე დღეს დაურეკა კ-----------------–---–ს, რომელმაც ისევ ქ-------–- მდებარე კ-----ის შენობაში დაიბარა. დახვდა, აიყვანა სამუშაო ოთახში და, ბევრი ახსნის გარეშე, უთხრა, რომ 20 000 ლარი იყო საჭირო ს----–-–----------- და ეს დავალება ზემდგომისგან მოდიოდა. სთხოვა თანხის შემცირება, რაზეც ჭ--–---–მა მიუგო, რომ გადაუხდელობა არ გამოვიდოდა, რის შემდეგაც ცოტა ხნით გავიდა ოთახიდან, როცა დაბრუნდა, უთხრა, რომ 10 000 ლარი მაინც უნდა გადაეხადათ. რამდენიმე დღეში, როდესაც თანხა უკვე ჰქონდათ, დაუკავშირდა კ-----------------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ არ იყო სამსახურში, შეხვდებოდა მ--–------------------- და მისთვის გადაეცა თანხა. ქ-------–- ისევ ზ-------------–----ესთან ერთად ჩავიდა, კ-----ის შენობაში არ შესულა, ქუჩაში იდგა პიროვნება, რომელიც მისი დანახვისთანავე დაიძრა და წამოვიდა მისკენ, მან ზედმეტი კითხვების გარეშე გადასცა მიტანილი ფულადი თანხა კონვერტით.

 

მოწმე შ--–----–-----–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ კ-----------–----------------------------------------–- 100 000 ლარის გადახდის შემდეგ ისევ მოითხოვეს 20 000 ლარის გადაცემა. ამჯერად თანხა გ----------------–---–- მოსთხოვეს. მათ უარი განუცხადეს თანხის გადახდაზე, მაგრამ გადაუხდელობა არ ივარგებდა და, გარკვეული ვაჭრობის შემდეგ, მოთხოვილ თანხაზე 10 000 ლარამდე დააკლებინეს. 10 000 ლარი ზ-------–-----მ ჩაიტანა იმავე ორგანიზაციაში. თანხის გადახდა ამჯერადაც ხელზე მოხდა.

 

მოწმე ზ-------------–----ის ჩვენების თანახმად, თანხის მეორე ეტაპად მოთხოვნა მოხდა გ----------------–---–-სთვის. ვინაიდან არც თუ დიდი ხნის წინ დიდი თანხა ჰქონდათ გადახდილი, რომელიც ჯერ ისევ ვალად ედოთ, იძულებითი ფორმით ამჯერად მხოლოდ 10 000 ლარი გადაიხადეს, ნაცვლად მოთხოვილი 20 000 ლარისა, რადგან მეტს ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ. ფული ისევ მისი მანქანით ჩაიტანეს ქ-------–-, კ-----------–----------------------------------------–-, და ისევ ზ----მ გადაიტანა. ამასთან, მეორედ თანხის მოთხოვნის დროს, ქვეყანა რომ გასაჭირში იყო, არ ხსენებულა, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ვერავისთან გააპროტესტებდნენ, რადგან გადამოწმების ორგანო არ არსებობდა, ჩაკეტილი წრე იყო.

 

მოწმე ზ-----------–--–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 100 000 ლარის გადახდიდან ერთი წლის შემდეგ 20 000 ლარის მოთხოვნას შეეწინააღმდეგა გ----------------–---–-, თუმცა საბოლოოდ 10 000 ლარი მაინც გადაიხადეს. იხდიდნენ, რადგან მუდმივად ესმოდათ, რომ ვიღაცას ქონება წაართვეს და სხვაზე გადააფორმეს. ამასთან, მოთხოვნა ორივეჯერ იყო კ-----------–------------------------------------------ ქ--------- ს-----------–--- უ-------ის დავალებით. პირველივე ჯერზე გამოიკვეთა კ---------------------ს სახელი და გვარი.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მ-----------–------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ თანხების მოთხოვნისას კ-----------------–---–ი ასრულებდა კ---------------------ს მითითებებს, ის იყო შუამავალი და თანხა კ---------------------სთვის უნდა გადაცემულიყო. ასე იყო როგორც 100 000 ლარის მოთხოვნისას, ასევე, 20 000 ლარის მოთხოვნისას. ამბობდნენ, რომ თანხები სახელმწიფოს სჭირდებოდა. ორივეჯერ ფულის გადახდა ხელზე მოითხოვეს.

 

მოწმე მ--–-------------------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2----–-–-- ზაფხულში, ს-----------–- მიმავალს, დაურეკა კ---------------------მ და დაავალა, დაერეკა გ----------------------–---–--თვის და ეთქვა, რომ სახელმწიფო გეგმავდა რაღაც ღონისძიებას, რომელიც მას უნდა დაეფინანსებინა, დაესახელებინა, რა თანხას გაიღებდა ამისთვის. თან კ---------------------ს პასუხი უმოკლეს დროში სჭირდებოდა, რამდენს გადაიხდიდა გ-----------–---–ი. ეს არ იყო შეკითხვა/თხოვნა, იქნებ დახმარებოდნენ, არამედ იყო პირდაპირი დავალება ბიზნესმენისთვის. დაურეკა გ-----------–---–ს, რომელსაც გადასცა კ---------------------ს დანაბარები, ის შეყოვნდა და უთხრა, რომ მარტო ვერ გადაწყვეტდა, პარტნიორებს უნდა გასაუბრებოდა. მასთან საუბარი დასრულებული არ ჰქონდა, ისევ დაურეკა ა-------, აინტერესებდა, ესაუბრა თუ არა ბ-------–---–-. გადასცა, რაც უთხრა გ--მ. ვიდრე ბ-------–---–- პასუხს გააგებინებდა, კიდევ რამდენჯერმე დაურეკა უ-------მა, ერთხელ მოატყუა კიდეც, უთხრა, რომ ხელახლა ესაუბრა, მაგრამ გ--- ჯერ არ ჰყავდა ნანახი პარტნიორები. 2-3 საათში დაურეკა გ-----------–---–მა და უთხრა, რომ 10 000 დოლარს გადაიხდიდნენ. მაშინვე დაურეკა კ---------------------ს და აცნობა აღნიშნული. დაახლოებით ორი დღის შემდეგ დაურეკა ქ--------- გ---------–---- ო-----------–-- თანამშრომელმა კ-----------------–---–მა, რომელიც კ---------------------ს ბავშვობის მეგობარი იყო, და უთხრა, რომ გ-----------–---–ი და მისი ფირმა გადაიხდიდა 10 000 ლარს, რაზეც უპასუხა, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამაზე ჭ--–---–მა უთხრა: ,,არა, უბრალოდ რომ იცოდე, ეს თემა შეთანხებული და გავლილია კო-----------სთანო‘‘. ორ დღეში ისევ დაურეკა კ-----------------–---–მა, ჰკითხა, სად იყო. რომ გაიგო, მალე სამსახურთან იქნებოდა, უთხრა, რომ იქ მივიდოდა გ-----------–---–ის ბიზნეს-პარტნიორი ზ-------–-----, რომელიც გადასცემდა 10 000 ლარს და ეს ფული მიეტანა კო-----------სთვის. ზ-------–-----, რომელთანაც მანამდე არანაირი შეხება არ ჰქონია, მივიდა ,,გოლფის‘‘ მარკის ავტომანქანით და გადასცა კონვერტი. მის მიერ მიცემული კონვერტი აუტანა კ---------------------ს, რომელიც იმ მომენტში ტელეფონზე საუბრობდა, უთხრა, რომ ეს კონვერტი ზ-------–-----მ მიუტანა და იყო გ-----------–---–ისგან. კო-----------მ ხელით ანიშნა, კარგიო, გავიდა და შეინახა ცეცლხლგამძლე სეიფში, ისე, რომ არ გაუხსნია. უკვე მანქანაში ჯდებოდა, როდესაც კო-----------მ დაურეკა და უთხრა, რომ იქ უნდა ყოფილიყო 10 000 დოლარი, და არა 10 000 ლარი, რაზეც უპასუხა, რომ, როგორც კ-----------------–---–მა უთხრა, საქმის კურში უნდა ყოფილიყო და ეს მასთან იყო შეთანხმებული. კ---------------------მ გაიხსენა სიტუაცია - ,,ა, ხო, ხო, კარგიო‘‘ და დაასრულა ლაპარაკი. იმ პერიოდში ის სარგებლობდა ტელეფონის ნომრებით: 5----------------------------, ხოლო კ---------------------ს ნომერი იყო 5----------.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–-- 6----–---------- პ/შ ბრძანებით, მ--–------------------- დანიშნული იყო შ---------------- კ-----------–------------------------------------------ დ-----–----- რ--------–----ი მ-------- ს-----------–--- მ--- გ---------–---- უ------- გამომძიებლად.

 

მოწმე კ-----------------–---–ის ჩვენების თანახმად, 100 000 ლარის გადაცემის შემდეგ ზ-------–-----სთან კიდევ ჰქონდა შეხება, როდესაც კ-----------–------------------------------------------ ს------------ გ---------–---- უ-------მა მ--–-------------------მ მის ფირმას მოსთხოვა 20 000 ლარის გადახდა. ზ-------–-----მ დაურეკა და უთხრა ამის შესახებ, გაახსენა, რომ 100 000 ლარი ჰქონდა გადახდილი და ეშუამავლა, იქნებ, შეღავათი გაეწიათ. დაპირდა, რომ უ-------ს დაელაპარაკებოდა, რადგან თვითონ არ იყო უფლებამოსილი პირი. მართლაც, შევიდა კ---------------------სთან და გაახსენა ზ-------–-----, ჰკითხა, იყო თუ არა საქმის კურსში, რომ მას ამჯერად 20 000 ლარი უნდა გადაეხადა. კ---------------------მ დაუდასტურა, რომ იცოდა ამ მოთხოვნის შესახებ. მისი დავალებით მოქმედებდა მ--–-------------------. ა------- უთხრა, რომ არ იყო პრობლემა, შეღავათს გაუკეთებდა და, 20 000 ლარის ნაცვლად, მიეტანა 10 000 ლარი. მოწმის განმარტებით, ბიზნესმენები ქონებას სახელწიფოს ისე აძლევდნენ, მათი მოთხოვნის საფუძველზე, რომ მუქარა არ სჭირდებოდათ, ისედაც ნათელი იყო, რომ როდესაც კ-----ის თანამშრომელი ურეკავდათ, ეს რაღაცისთვის იყო საჭირო. თავის მხრივ, მაშინ თვლიდა, რომ ყველაფერი ეს სჭირდებოდა სახელმწიფოს და ვალდებულიყო იყო, შეესრულებინა. მისი აზრით, ასეთი საკითხების მოსაგვარებლად კ---------------------ს მიერ ის იმიტომ იყო შერჩეული, რომ წარსულში საგადასახადოში მუშაობდა და, შესაბამისად, შეხება ჰქონდა ფინანსურ საკითხებთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2----–-–-- აგვისტოში, კ---------------------ს მხრიდან მისი უკანონო დავალების შესრულება დაევალა მ--–-------------------ს. კერძოდ, კ---------------------მ მას დაავალა გ----------------–---–---- დარეკვა და სახელმწიფო ღონისძიების დასაფინანსებლად თანხის გაღება. ამასთან, გაახსენა, გარკვეული პერიოდის წინ მის ოთახში რომ შეახვედრა გ----------------–---–-. როგორც მ--–-------------------მ აღნიშნა, ეს არ იყო შეკითხვა/თხოვნა ბიზნესმენთან, არამედ იყო პირდაპირი დავალება, რაც მოდიოდა კ---------------------სგან. მას შემდეგ, რაც მ--–------------------- იღებს დავალებას კ---------------------სგან, უკავშირდება გ----------------–---–-, იბარებს მას და გადასცემს უ-------ის დავალებას, საჭიროებიდან გამომდინარე, თანხის გადახდის აუცილებლობაზე. ამასთან, როგორც გ----------------–---–-ა განაცხადა, რადგან წინა ეპიზოდში კ------------–-------------------------------------------- მოლაპარაკებებში ზ-------–----- მონაწილეობდა, ფირმის თანადამფუძნებლების გადაწყვეტილებით ის კვლავ ჩართეს პროცესში კ-----------------–---–თან დასალაპარაკებლად. ამდენად, მ--–------------------ის მხრიდან გ----------------–---–---- დაკავშირების და კ---------------------ს დანაბარების გადაცემის შემდეგ კ-----------------–---–თან მოლაპარაკებას აწარმოებს ზ-------–-----. აღნიშნული, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, დასტურდება სატელეფონო კომუნიკაციით გ----------------–---–-, მ--–-------------------ს, კ---------------------ს, კ-----------------–---–სა და ზ-------–-----ს შორის.

 

შ---------------- კადრების ს-----------–--- უ-------ის 2013 წლის 16 აპრილის #1----------- წერილის თანახმად, კ--------------------- სარგებლობდა 5----------- ტელეფონის ნომრით, ხოლო მ--–------------------- - 5----------- ტელეფონის ნომრით.

 

გ----------------–---–-ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრის 59---------- ამონაწერით დგინდება მისი კავშირი მ--–-------------------სთან. კერძოდ, 2----–-–-- 9 აგვისტოს, 17:53:12 საათზე, და იმავე დღეს, 20:49:43 საათზე, დაფიქსირებულია კავშირი ნომერთან 5-----------, რომლითაც, ასევე, სარგებლობდა მ--–-------------------.

 

2015 წლის 2 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2----–-–-- 9 აგვისტოს, 17:53:12 საათზე, გ----------------–---–-ს სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე 59---------- განხორციელდა შემავალი ზარი მ--–------------------ის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრიდან 5-----------; იმავე დღეს, 20:49:43 საათზე, გ----------------–---–-ს სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომრიდან 59---------- განხორციელდა ზარი მ--–------------------ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე.

 

2015 წლის 8 სექტემბრის კომპაქტ დისკზე არსებული ინფორმაციის დათვალიერების ოქმის თანახმად, ფიქსირდება სატელეფონო კავშირები კ---------------------სა და მ--–-------------------ს შორის - 2----–-–-- 9 აგვისტოს, 17:39:07 საათზე, 18:30:56 საათზე და 2----:32 საათზე, ხოლო კ-----------------–---–სა და მ--–-------------------ს შორის - 2----–-–-- 10 აგვისტოს, 23:58:55 საათზე, და 11 აგვისტოს, 12:21:19 საათზე.

 

2015 წლის 9 მარტის დათვალიერების ოქმით დგინდება კ-----------------–---–ის სატელეფონო კავშირები ზ-------–-----სთან და მ--–-------------------სთან. კერძოდ, 2----–-–-- 10 აგვისტოს, 21:40:14 საათზე, კ-----------------–---–ის ნომრიდან 5----------- განხორციელებულია სატელეფონო ზარი ზ-------–-----ს ნომერზე 5-----------; იმავე დღეს, 22:32:38 საათზე, კ-----------------–---–ის ნომერზე ზარი განხორციელებულია ზ-------–-----ს ნომრიდან; იმავე დღეს, 23:56:06 საათზე, კ-----------------–---–ის ნომრიდან სატელეფონო ზარი განხორციელებულია ზ-------–-----ს ნომერზე, ხოლო 23:58:55 საათზე კ-----------------–---–ის ნომრიდან ზარი განხორციელებულია მ--–------------------ის ნომერზე 5-----------; 2----–-–-- 11 აგვისტოს, 12:21:19 საათზე, კ-----------------–---–ის ნომერზე ზარი განხორციელდა უკვე მ--–------------------ის ნომრიდან.

 

აღნიშნული სატელეფონო კავშირები თანხევდრაშია როგორც მოწმეთა ჩვენებებთან, ასევე, დროში ემთხვევა მათ მიერ ჩვენებებში გადმოცემულ ინფორმაციებს და მიუთითებს მათ შორის კავშირზე მითითებულ დროს კ---------------------ს დავალების შესრულების მიზნით.

 

კ-----------------–---–ის ინიციატივა ზარის წამოწყებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც კავშირი ხდება ზ-------–-----სა და მას შორის, თავსებადია გ----------------–---–-სა და სხვა თანადამფუძნებლების ჩვენებებთან, კ---------------------სთან შუამავლობის გაწევაში, რაც კ-----------------–---–ის მეშვეობით განხორციელდა.

 

კ-----------------–---–ის და ზ-------–-----ს ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ორივე მათგანი აფიქსირებს ერთმანეთთან კომუნიკაციას, რა დროსაც ზ-------–-----მ კ-----------------–---–ს უთხრა, რომ შ-- ,,ლ-----‘‘ არ შეეძლო 10 000 ლარზე მეტის გადახდა, რაც ამ უკანასკნელის მიერ შეთანხმებულ იქნა კ---------------------სთან, რომლისგანაც მიიღო თანხმობა. ამის შემდგომ კი ზ-------–-----ს მიერ გადაცემული 10 000 ლარი კ---------------------ს მიუტანა მ--–-------------------მ.

 

მ--–------------------ის მიერ კ---------------------სთვის ზ-------–-----ს მიერ გადაცემული კონვერტის (მასში მოთავსებული ფულადი თანხით) გადაცემის დეტალური აღწერილობა ნათელს ჰფენს კ---------------------ს სრულ ზედამხედველობას და კონტროლს სიტუაციაზე. მ--–-------------------მ მიუტანა რა ზ-------–-----ს მიერ გადაცემული კონვერტი კ---------------------ს, უთხრა, რომ გ-----------–---–ისგან იყო. მას არ გაუხსნია კონვერტი, ისე შეინახა სეიფში, რადგან ტელეფონზე საუბრობდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, დაურეკა მ--–-----------------ს და ჰკითხა, რატომ იყო იქ 10 000 ლარი, როდესაც მეტი უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც მ--–-------------------მ უთხრა, რომ კ-----------------–---–ისგან მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი შეთანხმებული იყო მასთან, გაახსენდა და უთხრა: ,,ა, ხო, ხო კარგიო‘‘. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ რჩება არანაირი ეჭვი, რომ შ-- ,,ლ------‘‘ მიმართ 2009 წელს განხორციელებული ფ---------- ზეწოლა მოდიოდა კ---------------------სგან და სცდებოდა მისი სამსახურებრივი საქმიანობის სფეროს.

 

შ-- ,,ლ----‘‘ ეპიზოდი:

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიის ამონაწერის თანახმად, შ-- ,,ლ---‘‘ დარეგისტრირდა 2004 წლის 3-----------. იურიდიული მისამართია: ს------------------------–--------. პარტნიორები არინ ლ-–------------ - 60 %-იანი წილით და გ------------------- - 40 %-იანი წილით.

 

დაზარალებულის წარმომადგენლის - ლ-–------------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2004 წელს, გ-------------------სთან ერთად, დააფუძნა შ-- ,,ლ---‘‘, რომელიც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. 2008 წლის აგვისტოში, დაახლოებით იყო ომის პერიოდი, წყნეთში მყოფს, დაურეკა ბიძაშვილმა ა------------მ და აცნობა, რომ კ-----------–------------------------------------------ თანამშრომელი კ-----------------–---–ი ითხოვდა მისგან გარკვეულ თანხას, სავარაუდოდ, 50 000 ლარს. ასევე, უთხრა, რომ ამასთან დაკავშირებით პირადად იყო მისული ქ-------–-, კ-----ის შენობაში, სადაც კ----- ჭ--–---–მა მისცა ტელეფონის ნომერი მისთვის გადასაცემად. ჩაეძია, საიდან მიაგნეს, რაზეც ა----- უპასუხა, რომ ს-----------–- არის ერთი პიროვნება - ღ-------–---, რომელიც ქ--------- საგადასახადოში მუშაობდა, ის მივიდა მის პარტნიორ გ-------------------სთან და უთხრა: ,,ლ-–-- იბარებენ თანხის გადასახდელად, ჯობია მივიდეს, გაიგოს, რაზეა საუბარი, რომ დროზე მოგვარდეს, რადგან რა მოჰყვება ამას, არავინ იცის, შეიძლება გააათმაგონ, გააასმაგონ თანხაო‘‘. დაურეკა კ-----------------–---–ს და ჰკითხა, რაში სჭირდებოდათ თანხა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ომისთვის იყო საჭირო. უთხრა, რომ ვერ გადაიხდიდა, რაზეც ჭ--–---–მა მიუგო: ,,რას ჰქვია, არ გადაიხდი, შენ ხომ იცი, ჩვენ ვინა ვართ, პრობლემები რად გინდაო‘‘, პარალელურად, მის ჩასვლას ითხოვდა ქ-------–-. ტონს აუწია და საუბარი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც თვითონ, პირიქით, თ---–--–- იბარებდა ჭ--–---–ს. ბოლოს მიხვდა, აზრი არ ჰქონდა და დაჰპირდა, რომ თ---–--–- თვითონ გაარკვევდა, თან იმისთვის, რომ შემდგომში ვაჭრობა შეძლებოდა, კ-----------–------------------------------------------ ერთ-ერთი ჩინოსანი უხსენა, რომელსაც სინამდვილეში არც იცნობდა. საბოლოოდ რომ აწონ-დაწონა ყველაფერი, გადაწყვიტა თანხის გადახდა, პირველ რიგში, 5 000 ლარს გადაიხდიდა. დაურეკა კ-----------------–---–ს, ისიც დათანხმდა 5 000 ლარის გადახდაზე, შემდეგ, რისი საშუალებაც ექნებოდა, თანდათან გადაიხდიდა. ამასთან, კ-----------------–---–მა მესიჯად გაუგზავნა ვინმე გ---------------ს ანგარიშის ნომერი ბანკში. აქ უკვე ეჭვი შეეპარა, რომ მისი გადახდილი თანხები ომს არ მოხმარდებოდა და არც არაფერს მსგავსს, რადგან ბიუჯეტის ანგარიში არ იყო. ჩარიცხა 5 000 ლარი, რის შემდეგაც კიდევ ორჯერ შეიტანა 5 000-5 000 ლარი იმავე ანგარიშზე. ამასობაში ომის გამო გადაკეტილი ტრასაც გაიხსნა და ჩავიდა ქ-------–-. კ-----------–------------------------------------------ ქ--------- შენობაში, კაბინეტში ნახა კ-----------------–---–ი და განუცხადა, რომ 15 000 ლარი გადაიხადა, მეტს ვერ იხდიდა, მაქსიმუმ შეეძლო, ერთი თვის თავზე კიდევ ერთი 5 000 ლარის გადახდა, თუმცა მეტი არ გადაუხდია და აღარც შეხმიანებიან. მოწმის ჩვენებით, კ-----------–------------------------------------------ ნებისმიერი თანამშრომლის ზარი უბრალოდ დისკომფორტს კი არ იწვევდა, არამედ იწვევდა შიშს ყველა ადამიანში, მით უმეტეს, თუ ამ ადამიანს თანხებთან ჰქონდა შეხება.

 

მოწმე გ-------------------- ჩვენების თანახმად, 2008 წლის ომის შემდეგ მასთან მივიდა ს---------------------–--- თანამშრომელი გ--------) ღ-------–--- და უთხრა, რომ ლ-–------------ს უ–-–-------–- იბარებდნენ, მისულიყვნენ და გარკვეულიყვნენ. რადგან ლ-–- ადგილზე არ იყო და ვერც ჩასვლას ახერხებდა, დაურეკეს და ეს ამბავი ა------------- აცნობეს, რომელიც მათთან მუშაობდა, თან ლ-–-- ნათესავი იყო. ლ-–--გან იცის, რომ ქ-------–- კ-----------–----------------------------------------–- მივიდა ა------------, იკითხა, რაზე იბარებდნენ, მიიპატიჟეს ოთახში და აუხსნეს, რომ სახელმწიფოს უჭირდა და უნდა დახმარებოდნენ. ამ ამბავზე ლ-–- ძალიან განერვიულებული იყო, საიდან გადავიხადო, ან რატომო, ამბობდა. ამის შემდეგ ლ-–--თან სატელეფონო საუბრით შეიტყო, რომ მოაგვარა და 15 000 ლარი გადაიხადა.

 

მოწმე გ-------------–---- ჩვენებით დგინდება, რომ 2008 წელს მუშაობდა შ--------–---- სამსახურის ქ--------- რ--------–----ი ცენტრის კონტროლის ს-----------–--- მთავარ ოფიცრად. კ----- (კ-------------) ჭ--–---–ს იცნობს, რამდენადაც 2006 წელს იყო მისი პირადი ხელმძღვანელი ქ--------- რ--------–---- ცენტრში. გ-------------------ს იცნობს ს---------------, თუმცა მასთან ხშირი ურთიერთობა არ აქვს. პ--------- ნახა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც კ----- ჭ--–---–მა დაურეკა და სთხოვა, ენახა შ-- ,,ლ----‘‘ წარმომადგენელი და ეთხოვა ქ-------–- მასთან სამსახურში მისულიყო. ნახა გ------------------- და გადასცა კ----- ჭ--–---–ის დანაბარები.

 

მოწმე ა------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაუკავშირდა მამიდაშვილი ლ-–------------, რომელიც, გ-------------------სთან ერთად, შ-- ,,ლ----‘‘ დამფუძნებელი იყო, და უთხრა, რომ მის ნაცვლად მისულიყო ქ-------–-, კ-----------–----------------------------------------–-, სადაც მას იბარებდნენ. მანვე უთხრა, რომ იქ უნდა ენახა კ-----------------–---–ი და გაეგო, რაში იყო საქმე. ეს ინფორმაცია პარალელურად გ--------------------განაც მიიღო. ადგილზე მივიდა ღამით, შენობაში შესვლისთანავე, მარჯვნივ, პირველივე ოთახში, ელოდებოდა კ-----------------–---–ი. მან დაუწყო საუბარი, რომ საქართველოს ძალიან უჭირდა, ომის შემდგომმა მოვლენებმა დააზარალა და ქვეყანას თანხები ესაჭიროებოდა, რის გამოც ფული უნდა გადაეხადათ. მის ნათქვამს არ ჰქონდა თხოვნის სახე. უპასუხა, რომ თვითონ არ იყო ლ-–------------ და არ იყო უფლებამოსილი, ეს საკითხი განეხილა. ამის შემდგომ კ------------- ჭ--–---–მა მისცა თავისი ნომერი და დაავალა, ლ-–- დაკავშირებოდა მას. როგორც კი გამოვიდა, დაურეკა ლ-–------------ს და საქმის კურსში ჩააყენა. შემდგომში, როგორც ლ-–------------სგან გაიგო, მან თანხა გადაიხადა, ხოლო თუ რა თანხაზე იყო საუბარი, არ იცის. ლ-–-- თანხა საკუთარი სურვილით ნამდვილად არ გადაუხდია, როგორც იცის, მოხდა დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე.

 

მოწმე კ-----------------–---–ის ჩვენების თანახმად, კ---------------------მ უთხრა, რომ დაკავშირებოდა სამშენებლო კომპანია ,,ლ----‘‘ წარმომადგენელს და მოეთხოვა ფულის გადაცემა. ამ მიზნით დაუკავშირდა მეგობარ გ-- ღ-------–---ს, რომელიც საგადასახადო ინსპექციაში მუშაობდა და დაავალა, ხსენებული ფირმიდან ვინმე პასუხისმგებელი დაკავშირებოდა კუთვნილ ნომერზე. ამის შემდეგ დაურეკა ლ-–------------მ, რომელიც თავისთან სამსახურში დაიბარა. ლ-–------------საც იგივენაირად აუხსნა, რომ სახელწიფოს დახმარება სჭირდებოდა და ამისთვის უნდა გადაეხადათ 20 000 ლარი. ლ-–------------მ სთხოვა ანგარიშის ნომერი, სადაც თანხის ჩარიცხვა უნდა მომხდარიყო. მოკლე ტექსტური შეტყობინებით მისწერა გ---------------ს ანგარიშის ნომერი, რომლითაც სარგებლობდნენ და რომელიც წინასწარ გაახსნევინეს. როდესაც თანხა ჩაირიცხებოდა, გ--------------- აგებინებდა, მიჰყავდა ის ბანკში და იღებდა ჩარიცხულ თანხას. ეს თანხა შემდგომ კ---------------------სთან მიჰქონდა პირადად. ლ-–------------მ გ---------------ს ანგარიშზე ნაწილ-ნაწილ სამჯერ ჩარიცხა 5 000-5 000 ლარი, სულ 15 000 ლარი. სამივეჯერ აღებული თანხა კ---------------------ს მიუტანა. მეტი თანხა ლ-–------------ს არ გადაურიცხავს, აღარც მოუთხოვიათ.

 

შ-- ,,ლ------‘‘ მიმართებით სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია დაზარალებულის წარმომადგენლის - ლ-–------------ს მიერ 15 000 ლარის გადახდა კ-----------------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, საბანკო ოპერაციების გზით. მოწმე გ--- ღ-------–--- იყო პირველი, ვისაც კ-----------------–---–მა დაავალა ხსენებული შ---ს წარმომადგენელთან დაკავშირება. იგივე დაადასტურა გ-------------------მ, რომელიც ამ ფირმის თანადამფუძნებელი იყო, ლ-–------------სთან ერთად. მას შემდეგ, რაც გ--- ღ-------–---მ დაავალა ლ-–------------სთან დაკავშირება, ის დაუკავშირდა ამ უკანასკნელის ნათესავ ა-------------, რომლისგანაც ლ-–------------მ პირველად შეიტყო, რა სურდათ მისგან კ-----------–------------------------------------------ თანამშრომლებს. შემდგომში კი ლ-–------------ს მხრიდან კომუნიკაცია ამ თემაზე გაგრძელდა კ-----------------–---–თან, რომლის ტელეფონის ნომერიც ლ-–-- ა------------მ მისცა. იგივეზე მიუთითა კ-----------------–---–მა თავის ჩვენებაში, რომ უ-------ის - კ---------------------ს დავალება იყო, მოეძებნა შ-- ,,ლ----“ პასუხისმგებელი პირები და მოეთხოვა თანხები მათგან. ამ მიზნით გავიდა ის ლ-–------------სთან კონტაქტზე, რა დროსაც მათ შორის შედგა მოლაპარაკება. ის ფაქტი, რომ ლ-–------------ დაუკაშირდა კ-----------------–---–ს და მათ შორის მიმდინარეობდა საუბრები მრავალჯერადად, დადასტურებულია სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერებითაც.

 

2015 წლის 25 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, დეტალური ამონაწერის მიხედვით, ლ-–------------სა და კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ სააბონენტო ნომრებს შორის 2008 წლის 1-------------------------------- დროის მონაკვეთში კავშირი შედგა თექვსმეტჯერ. კავშირი 8----------- და 8----------- ნომრებს შორის დაფიქსირებულია ოთხჯერ, ხოლო 8----------- და 8----------- ნომრებს შორის - თორმეტჯერ. კერძოდ:

2008 წლის 15 აგვისტოს, 2---- საათზე, ფიქსირდება გამავალი ზარი ლ-–------------ს სარგებლობაში არსებულ ნომრიდან 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 8-----------;

2008 წლის 16 აგვისტოს, 0---- საათზე, ფიქსირდება გამავალი ზარი ნომრიდან 8----------- კ-----------------–---–ის ნომერზე 8-----------;

იმავე დღეს, 2---- საათზე, ფიქსირდება გამავალი ზარი ნომრიდან 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 8-----------;

იმავე დღეს; 2---- საათზე, ფიქსირდება შემავალი ზარი ნომერზე 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებული ნომრიდან 8-----------;

იმავე დღეს, 2---- საათზე, ფიქსირდება მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებული ნომრიდან 8-----------;

იმავე დღეს, 2---- საათზე, ფიქსირდება გამავალი ზარი ნომრიდან 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 8-----------;

2008 წლის 18 აგვისტოს, 1---- საათზე, ფიქსირდება გამავალი ზარი ნომრიდან 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 8-----------;

2008 წლის 20 აგვისტოს, 1---- საათზე, ფიქსირდება გამავალი ზარი ნომრიდან 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 8-----------;

2008 წლის 23 აგვისტოს, 1---- საათზე, ფიქსირდება გამავალი ზარი ნომრიდან 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 8-----------;

2008 წლის 27 აგვისტოს, 1---- საათზე, ფიქსირდება გამავალი ზარი ნომრიდან 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 8-----------;

2008 წლის 29 აგვისტოს, 2---- საათზე, ფიქსირდება შემომავალი ზარი ნომერზე 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებული ნომრიდან 8-----------;

2008 წლის 1 სექტემბერს, 2---- საათზე, ფიქსირდება გამავალი ზარი ნომრიდან 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 8-----------;

2008 წლის 2 სექტემბერს, 1---- საათზე, ფიქსირდება გამავალი ზარი ნომრიდან 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 8-----------;

იმავე დღეს, 1---- საათზე, ფიქსირდება გამავალი ზარი ნომრიდან 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 8-----------;

2008 წლის 8 სექტემბერს, 1---- საათზე, ფიქსირდება შემომავალი ზარი ნომერზე 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებული ნომრიდან 8-----------;

2008 წლის 9 სექტემბერს, 1---- საათზე, ფიქსირდება გამავალი ზარი ნომრიდან 8----------- კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 8-----------.

 

2015 წლის 8 სექტემბრის კომპაქტ დისკზე არსებული ინფორმაციის დათვალიერების ოქმით დგინდება სატელეფონო კავშირი კ-----------------–---–სა და ლ-–------------ს შორის 2008 წლის 16 აგვისტოს. კერძოდ, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა სამჯერ, ხოლო ერთხელ განხორციელდა მოკლე ტექსტური შეტყობინება.

 

ამდენად, უტყუარადაა დადასტურებული კ-----------------–---–ის პირადაპირი კავშირი ლ-–------------სთან, რა დროსაც ის ასრულებდა კ---------------------ს უკანონო მითითებას შ-- ,,ლ----თვის‘‘ თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მოწმე გ-------–-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2007 წლიდან მუშაობდა კ-----------–----------------------------------------–-. 2010 წლის ივნისის თვემდე სამსახურის უ-------ი იყო კ---------------------. გ--------------- არის ბავშვობის მეგობარი. ყოფილა შემთხვევები, რომდესაც გ---------------ს, მისი თანდასწრებით, ბანკიდან გამოუტანია თანხა და გადაუცია კ-----------------–---–ისთვის. თუ რა მიზნობრიობა ჰქონდა თანხებს და საიდან იყო, მისთვის უცნობია.

 

საქართველოს შსს მინისტრის 2008 წლის 2---------------/პშ ბრძანებით, გ-------–----------- დანიშნული იყო შსს კ-----------–------------------------------------------ დ-----–----- რ--------–----ი მ-------- ს-----------–--- 1--–------------–------------------– თანამშრომელ-გამომძიებლად.

 

მოწმე გ---------------ს ჩვენებით დგინდება, რომ იყო შ-- ,,ი------‘‘ თანადამფუძნებელი, ახდენდა საწვავის რეალიზაციას. 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში დაუკავშირდა მისი მეგობარი გ--------------–------------ და დაელაპარაკა საბანკო ანგარიშზე. როგორც გაიგო, გ----- მეგობარ კ-----------------–---–ს ჩასარიცხი ჰქონდა რაღაც თანხები. გ-----განვე გაიცნო კ-----------------–---–ი და მისცა ანგარიშის ნომერი. რამდენიმე დღეში დაურეკა გ----მ, უთხრა, რომ რაღაც თანხა იყო გადმორიცხული და უნდა გამოეტანათ. ერთმანეთს შეხვდნენ ,,თ----------–-‘‘, რა დროსაც გამოიტანა თანხა. ასეთი ფაქტი რამდენჯერმე მოხდა. მათ შორის, 2008 წლის 18 აგვისტოს, 2 სექტემბერს და 9 სექტემბერს მის ანგარიშზე ლ-–------------მ დარიცხა 5 000-5 000 ლარი, ბანკში შედიოდა კ-----------------–---–თან ერთად და ანგარიშიდან გამოტანილ თანხას გადასცემდა მას.

 

ლ-–------------ს ჩვენების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა თანხები, კ-----------------–---–ის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მაინც გადაწყვიტა ფულის გადახდა, რაც განაპირობა ჭ--–---–ის მუქარის შემცველი ტონით ნათქვამმა სიტყვებმა: ,,რას ჰქვია, არ გადაიხდი, შენ ხომ იცი, ჩვენ ვინა ვართ, პრობლემები რად გინდაო‘‘. მის მიერ თანხების ნაწილ-ნაწილ გადახდა განხორციელდა, საბანკო ოპერაციების გზით, კ-----------------–---–ის მიერ მიცემულ ანგარიშის ნომერზე, რომლის მფლობელი იყო გ---------------.

 

ამასთან, როგორც ლ-–------------მ განმარტა, კ-----------------–---–ს კ-----------–----------------------------------------–- რომ არ ემუშავა, რა თქმა უნდა, არავითარ თანხას მისი მოთხოვნის საფუძველზე არ გადარიცხავდა, აქ მოქმედებდა სამსახურის ფაქტორი შექმნილი ვითარების გამო. მისი განცხადებით, კ-----ის ნებისმიერი თანამშრომლის ზარი უბრალოდ დისკომფორტს კი არ იწვევდა, არამედ იწვევდა შიშს ყველა ადამიანში, მით უმეტეს, თუ ამ ადამიანს თანხებთან ჰქონდა შეხება. შესაბამისად, ნათელია, რომ ლ-–------------ს მიერ თანხის გადახდა განხორციელდა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

საბანკო ოპერაციების გზით თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტაცია სრული დასტურია თითოეული ზემოთ ხსენებული მოწმის ჩვენების.

,,თ------------‘‘ ოპერაციების მენეჯერის წერილით ირკვევა, რომ გ---------------ს მიერ 2008 წლის 23 მაისს და 2008 წლის 15 აგვისტოს გახსნილია ანგარიშები ლარში.

 

საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით კ-----------------–---–მა თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ გ---------------ს ანგარიში წინასწარ გაახსნევინეს. მართალია, ამის თაობაზე თავად გ---------------ს არაფერი განუცხადებია, თუმცა მისი საბანკო ანგარიშის გახსნის თარიღი და კ-----------------–---–სა და ლ-–------------ს შორის სატელეფონო კომუნიკაციის თარიღი (რომელიც ფიქსირდება 2008 წლის 15 აგვისტოს), სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ ეს სწორედ მიზანმიმართულად და დაგეგმილად განხორციელებული აქტი იყო კ---------------------ს მხრიდან, რასაც ასრულებდა კ-----------------–---–ი.

 

ლ-–------------ს ჩვენებით დგინდება, რომ თანხა - 15 000 ლარი გ---------------ს ანგარიშზე შეიტანა სამჯერადად, 5 000-5 000 ლარის ოდენობით. გ---------------ს ჩვენების თანახმად, ყოველ ჯერზე მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები გამოტანისას მასთან ერთად მყოფ კ-----------------–---–ს მიჰქონდა. ასევე, მოწმე გ-------–-----------მაც დაადასტურა, რომ რამდენჯერმე შეესწრო გ---------------ს მიერ ანგარიშიდან თანხების გამოტანას, რა დროსაც კ------მ თანხები კ-----------------–---–ს გადასცა. აღნიშნულის დასტურია გ---------------ს საბანკო ანგარიშის დათვალიერების ოქმი და ,,თ------------‘‘ სალაროს შემოსავლის ორდერები.

 

გ---------------ს ანგარიშის ამონაწერით ,,თ---------------‘‘, რომელიც მოიცავს 2008 წლის 15 აგვისტოდან 2012 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდს, გ---------------ს ანგარიშზე ლ-–------------ს მიერ შეტანილია 5 000 ლარი - 2008 წლის 18 აგვისტოს, 5 000 ლარი - 2008 წლის 2 სექტემბერს, 5 000 ლარი - 2008 წლის 9 სექტემბერს.

 

,,თ------------‘‘ სალაროს შემოსვალის ორდერებით, ლ-–------------ს მიერ გ---------------ს საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 5 000-5 000 ლარი 2008 წლის 18 აგვისტოს, 2008 წლის 2 სექტემბერს და 2008 წლის 9 სექტემბერს.

 

2015 წლის 27 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,თ----------–-‘‘ გ---------------ს სახელზე 2008 წლის 15 აგვისტოს გახსნილია შემნახველი ანგარიში. გ---------------ს ანგარიშზე ლ-–------------ს მიერ 2008 წლის 18 აგვისტოს შეტანილია 5 000 ლარი. დანიშნულებაში მითითებულია: ,,შენატანები მოქალაქეთა ანაბრებზე‘‘. აღნიშნული თანხა იმავე დღესაა გატანილი გ---------------ს მიერ. 2008 წლის 2 სექტემბერს ანგარიშზე ლ-–------------ს მიერ შეტანილია 5 000 ლარი. დანიშნულებაში მითითებულია: ,,დახმარება‘‘. იმავე დღეს ანგარიშიდან გ---------------ს მიერ გატანილია 14 975 ლარი, 19,94 ლარი წარმოადგენს საკასო მომსახურებას. 2008 წლის 9 სექტემბერს ანგარიშზე ლ-–------------ს მიერ შეტანილია 5 000 ლარი. დანიშნულებაში მითითებულია: ,,დახმარება‘‘. აღნიშნული თანხა გ---------------ს მიერ გატანილია 2008 წლის 10 სექტემბერს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, გ-------–-----------ს არ დაუდასტურებია თანხების მიზნობრიობა და განაცხადა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა ლ-–------------სგან გადმოგზავნილი ფული, რომელიც კ-----------------–---–ს მიჰქონდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს დამარწმუნებელი ჩვენება მისცა კ-----------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ ყოველ ჯერზე გ---------------სგან აღებული 5 000 ლარი, რასაც ლ-–------------ აგზავნიდა, მიჰქონდა კ-----------–------------------------------------------ ქ--------- ორგანიზაციაში უ-------თან - კ---------------------სთან.

 

დ---------------ს ეპიზოდი:

 

დაზარალებულ დ---------------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2008-2009 წლებში იყო შ-- #- პოლიკლინიკის დირექტორი, ასევე, იყო რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და დაკავებული იყო დეველოპერული საქმიანობით ქ---------------------–---–-. 2008 წლის ზაფხულში, აგვისტოს ომის შემდეგ, ქ------–---–- აგარაკზე მიემგზავრებოდა ოჯახთან, როდესაც, თითქმის ქ------–---–- შესულს, ტელეფონზე დაურეკა კ----- ჭ--–---–მა და უთხრა, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო ქ-------–-, რადგან გადაუდებელი საქმე ჰქონდა მის უ-------ს - კო-----------ს. უპასუხა, რომ რამდენიმე დღე ვერ ჩავიდოდა, თუმცა ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დარეკა კ----- ჭ--–---–მა და ყოველ ჯერზე მოთხოვნა მისი დაბრუნების შესახებ კატეგორიული ხდებოდა, ეუბნებოდა, რომ უნდა გამოცხადებულიყო კ-----------–------------------------------------------ შენობაში ქ-------–-. კითხვაზე, თუ რაში იყო საქმე, პასუხობდა, რომ გადაუდებელი საქმე იყო. იძულებული გახდა, ქ-------–- დაბრუნებულიყო. მივიდა ტ------ ქუჩაზე მდებარე კ-----ის შენობაში, გააფორმეს მისი შენობაში შესვლა, ჩავიდა კ----- ჭ--–---–ი და შეიყვანა იქვე მდებარე ოთახში. ეს არ იყო ჩვეულებრივი სამუშაო ოთახი, მაგიდა კი იდგა, მაგრამ, ასევე, თავი ჰქონდა ახდილი კიბით დაბლა ჩამავალ სარდაფს. მიხვდა, ფსიქოლოგიურად მოქმედებდნენ. კ-----------------–---–მა უთხრა, რომ, მისი უ-------ობასთან ურთიერთობიდან გამომდინარე, იაფიან სიაში მოახვედრეს. სიები ედოთ, ვის რამდენი თანხა უნდა მიეტანა. ,,ხალხი 100-150-ს იხდის, ზოგმაც უნდა გადაიხადოს, შენ კი 50 000 დოლარიან სიაში მოხვდიო‘‘ - უთხრა. მოთხოვნა თითქოს არ იყო კატეგორიული, თუმცა უთხრა: ,,დ-----, ხომ იცი, შეგექმნება პრობლემები, სერიოზული პრობლემები სამართალდამცველებთან‘‘. ოთახიდან გამომდინარე, თან რადგან იცოდა, რა ხდებოდა ქვეყანაში, ყოველივე აღიქვა მუქარად, მიხვდა, შეიძლებოდა, რეპრესიული ღონისძიებები განხორციელებულიყო მის წინააღმდეგ. კ----- ჭ--–---–ს უთხრა, რომ ყველაფერს კ--------------------- გაარკვევდა, რომელსაც ქ------------ იცნობდა, მაგრამ ჭ--–---–მა აუხსნა: ,,ჩათვალე, კ-------- გელაპარაკებაო‘‘. პირდაპირ უთითებდა კ---------------------ზე, მოლაპარაკებებს კი თვითონ აწარმოებდა. მოთხოვნა უალტერნატივო და კატეგორიული იყო. უთხრა, რომ ამხელა თავისუფალი თანხა არ ჰქონდა, თუმცა მოთხოვნა არ იცვლებოდა, როგორც კი მიიღებდნენ 50 000 დოლარს, დაჯერდებოდნენ, მეტს არ მოსთხოვდნენ, თუ არადა, ,,დ-----, მე მგონი, იცი, ამას რაც მოჰყვება და არ გჭირდება გართულებებიო‘‘, ეუბნებოდა. კ-----------------–---–ს მოსაფიქრებლად დრო სთხოვა და საბოლოოდ შესთავაზა, რომ ორ მანქანას - ,,ლ--------‘‘ ჯიპს და ,,მ-–----–- პ---------‘‘ გადასცემდა. ამასთან, ორივე მანქანა გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე მათ მიერ მოთხოვილი თანხა იყო. ,,ლ-------‘‘ 50 000-ზე მეტი ღირდა, ხოლო ,,პ--------‘‘ - 30 000. შეთავაზებაზე ჭ--–---–მა პასუხი ვერ უთხრა, რადგან უნდა შეეთანხმებინა უ-------თან. ის მეორე სართულზე ავიდა, 10 წუთში დაბრუნდა და უთხრა: ,,შენგან, როგორც კაი ქ---------–-----, მანქანებს მივიღებთო‘‘. პირადად კო-----------სთან შეხება არ ჰქონია. უნდოდა, დრო გაეწელა, თან ქ-------–- დიდ ინვესტიციას ახორციელებდა, ფიქრობდა, იქნებ, გაეთვალისწინებინათ. ამავდროულად, კონსულტაციები გაიარა სხვადასხვა პირებთან, რა დროსაც გაიგო, რომ თუ დაპირდა, უნდა მიეცა, თუ არადა, დაიჭერდნენ. ამასობაში დაურეკეს: ,,თუ გვაძლევ, მოგვეცი, თუ არადა, არ წავა შენი საქმე კარგადო‘‘. მივიდნენ მასთან სახლში, როგორც ახსოვს, სამნი, ავტოფარეხიდან გამოიყვანეს ორივე მანქანა, ერთის საჭესთან კ-----------------–---–ი დაჯდა, მეორის საჭესთან - სხვა პირი და წაიყვანეს მანქანები. ეგონა, მანქანებს გაატანდა და მორჩებოდა, თუმცა უკავშირდებოდნენ გადაფორმებასთან დაკავშირებით. 2----–-–-- მარტში დაიჭირეს, პარალელურად, სთხოვდნენ მანქანების გადაფორმებას. ,,ლ-------‘‘ არ ჰყავდა თავის სახელზე, გენერალური მინდობილობით ფლობდა და უთხრეს, რომ მის გადაფორებას არ სთხოვდნენ, სურდათ ,,მ-–----–- პ---------‘‘ გადაფორმება. როგორც შემდგომ გაარკვია, ,,ლ-------‘‘ დაუმტვრევიათ. იძულებული გახდა, მეუღლისთვის ეთქვა, რომ გამგზავრებულიყო თ---–--–-, მისულიყო ე----------- ს------------–- და მანქანა ს----–-–----------- გადაეფორებინა.

 

მოწმე ნ-----------–---–-- ჩვენებით ირკვევა, რომ 2008 წლის ზაფხულში, ქ------–---–- დასვენების დროს, ჩააკითხა მეუღლემ - დ---------------მ. ჩასვლისთანავე დაურეკეს რამდენჯერმე, ბოლოს, სადილობისას, კიდევ რომ დარეკეს, ძალიან გამწარებულმა უთხრა, რომ ქ-------–- უნდა წასულიყვნენ. ქ-------–- ჩავიდნენ, თვითონ სახლში დარჩა, დ----- კი კ-----------–----------------------------------------–- წავიდა. იქიდან უხასიათოდ დაბრუნდა და თქვა, რომ 50 000 დოლარი უნდა მიეტანა. ვინაიდან მძიმე დრო იყო, ომი ახალი მომხდარი იყო და ბიზნესმენებს თანხებს აწერდნენ, შეეშინდათ. იცოდნენ, თუ არ გადაიხდიდა, შეავიწროვებდნენ, დაჭერითაც ემუქარებოდნენ. იცოდნენ, რომ 50 000 დოლარს თავს ვერ მოუყრიდნენ, რის გამოც დ-----მ გადაწყვიტა, მათთვის, ფულის სანაცვლოდ, ავტომანქანები - ,,ლ-------‘‘ და ,,მ-–----–- პ--------‘‘ შეეთავაზებინა. ,,ლექსუსს‘‘ დ----- გენერალური მინდობილობით ფლობდა, ,,პ--------‘‘ კი მის სახელზე იყო. ერთ დღესაც მივიდნენ კ-----------–------------------------------------------ თანამშრომლები, ავტოფარეხიდან გამოიყვანეს მანქანები და წაიყვანეს. ამის შემდეგ მუდმივად ხედავდნენ მათ მანქანებს ქალაქში, ხედავდნენ, როგორ დადიოდნენ კ-----ის თანამშრომლების ცოლები. არ უნდოდათ მანქანების გადაფორმება, დ-----ს კი ურეკავდნენ და ავიწროებდნენ. ერთი წლის შემდეგ წაიყვანეს ე----------- ს------------–- და ,,პ--------‘‘, რომელიც ერთი წლის წაყვანილი ჰყავდათ, გადააფორმებინეს ს----–-–-----------. ს------------–- მესამე სართულზე ელოდა ოფიციალური პირი, ვინც შეიყვანა და მოხდა მანქანის გადაფორმება. ტექსტი, რასაც ხელი მოაწერა, დაახლოებით იყო, რომ მანქანას თავისი ნებით ჩუქნიდა სახელმწიფოს. ზეწოლის შესახებ ვერავის მიმართავდნენ, რადგან ამას კ-----------–------------------------ დეპარტამენტი ახორციელებდა, შესაბამისად, ვერსად გააპროტესტებდნენ.

 

მოწმე ო---------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2008 წლის აგვისტოში ქ------–---–- ისვენებდა ოჯახთან ერთად, როდესაც მამასთან კ-----------–------------------------ დეპარტამენტიდან დარეკეს. ამის გამო, მამა წავიდა ქ-------–-. როგორც მან თქვა, კ-----------------–---–ი მოითხოვდა მისგან 50 000 დოლარის ოდენობით თანხის გადაცემას. მამა ამბობდა, თუ თანხას არ მიიტანდა, შეიძლება დაეკავებინათ და ძალიან ნერვიულობდა. ამის გამო, მათ მიერ მოთხოვილი თანხის სანაცვლოდ, ორი ავტომობილი შესთავაზა, რისი წინააღმდეგიც იყო თვითონ, დედასთან ერთად, რადგან გაცილებით ძვირი ღირდა ეს ავტომობილები, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. სახლში მათთან მივიდნენ შავ შარვალში, პერანგსა და პიჯაკში გამოწყობილი კ-----ის თანამშრომლები. ,,მ-–----–-‘‘ თვითონ დააქოქინა, რადგან განსაკუთრებული სისტემა ჰქონდა და წაიყვანეს მანქანები. ამის შემდეგ, 2----–-–-- 3 მარტს, მამა დააკავეს. როგორც იცის, რადგან მანქანები ჯერ კიდევ დედის და მამის საკუთრებაში ირიცხებოდა, ვერ ახერხებდნენ საბურავების შეცვლას, ზეთის გამოცვლას და მანქანის სახელმწიფოს ხარჯზე აყვანას.

 

მოწმე გ-------–-----------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ქუთაისი პატარა ქალაქია და ერთმანეთს იცნობენ, ასევე, იცნობდა ბიზნესმენ დ---------------საც, თუმცა შეხება არ ჰქონია. მისი მანქანების შესახებ ფლობს ინფორმაციას, რომ ორი ახალი ავტომობილი - ,,ლ--------‘‘ შავი ფერი ჯიპი და მწვანე ფერის ,,პ--------‘‘ მიიყვანეს ს-----------–--- შენობაში. იცის, რომ კ--------მ ეს ავტომობილები უსასყიდლოდ გადასცა მათ სამსახურს.

 

მოწმე კ-----------------–---–ის ჩვენების თანახმად, კ---------------------მ სთხოვა, ბიზნესმენ დ---------------სთვის მოეთხოვა ფულადი დახმარება. ამის გამო, თავისთან სამსახურში დაიბარა კ--------, აუხსნა სიტუაცია და მოსთხოვა თანხის - 50 000 დოლარის გადახდა, რაც კ---------------------მ დაავალა. ამაზე დ---------------მ უთხრა, რომ დაფიქრდებოდა. შემდეგ უთხრა, რომ ეკონომიურად ცუდ დღეში იყო, ფულს ვერ გადაიხდიდა, ჯიპის ტიპის ორი მანქანა ჰყავდა, ,,ლ-------‘‘ და ,,მ-–----–-‘‘, და შეეძლო, ეს მანქანები გადაეცა. ამის თაობაზე დაეკითხა უ-------ს - კ---------------------ს, რასაც ის დათანხმდა. დაურეკა დ---------------ს, მივიდნენ მის სახლთან და წამოიყვანეს ორივე მანქანა. უნდა მომხდარიყო ამ მანქანების სახელმწიფო ბალანსზე აყვანა, ამ მანქანებით დადიოდნენ მათი თანამშრომლები. ,,მ-–----–-‘‘ დ---------------ს ცოლმა, ე----------- სამინისტროს მეშვეობით, საჩუქრად გადასცა სახელმწიფოს, მეორე მანქანა კი სხვა ადამიანის სახელზე იყო და ვერ გადააფორმეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შემდეგ რა მოხდა, არ იცის.

 

დ---------------ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრის 5----------- ამონაწრით დგინდება მისი სატელეფონო კავშირი კ-----------------–---–თან. კერძოდ, 2008 წლის 22 აგვისტოს, 0------- საათზე, 1------- საათზე, 1------- საათზე და 1----:36 საათზე, 25 აგვისტოს, 1------- საათზე და 1------- საათზე, 2008 წლის 5 სექტემბერს, 2------7 საათზე, 6 სექტემბერს, 1------- საათზე, დაფიქსირებულია შემავალი და გამავალი ზარები კ-----------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 5-----------.

 

2015 წლის 7 სექტემბრის კომპაქტ დისკზე არსებული ინფიორმაციის დათვალიერების ოქმით დგინდება კ-----------------–---–სა და დ---------------ს შორის სატელეფონო საუბრები 2008 წლის 22 აგვისტოს, 1------- საათზე, 1------- საათზე და 1----:36 საათზე, 2008 წლის 25 აგვისტოს - 1------- საათზე და 1------- საათზე, 2008 წლის 6 სექტემბერს - 1------- საათზე.

2015 წლის 8 სექტემბრის კომპაქტ დისკზე არსებული ინფორმაციის დათვალიერების ოქმით დგინდება კ-----------------–---–სა და დ---------------ს შორის სატელეფონო საუბრები 2008 წლის 5 სექტემბერს, 2----–-–-- 13 თებერვლის და 28 მარტს.

 

დაზარალებულ დ---------------სა და მოწმეების - ნ-----------–---–--ა და ო---------------- ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. თითოეულმა მათგანმა განაცხადა, რომ დ---------------ს ქ------–---–- ურეკავდა კ-----------–------------------------ დეპარატამენტიდან კ-----------------–---–ი და ითხოვდა მის ქ-------–- ჩასვლას. აღნიშნულის თანმხვედრია დ---------------ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრის ამონაწრი, რომლითაც დგინდება კ-----------------–---–ის სატელეფონო კავშირი 2008 წლის 22 აგვისტოს დილის საათებიდანვე დ---------------სთან, კერძოდ, 0------- საათიდან მოყოლებული კ-----------------–---–ი რამდენჯერმე ურეკავს დ---------------ს და თითოეულ შემთხვევაში ისაა ზარის წამომწყები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დ---------------ს ჩვენებას, რომელმაც განაცხადა, რომ, ს-----------–--- შენობაში, ოთახიდანვე დაიწყო მასზე ფსიქოლოგოური ზემოქმედება, ოთახიდან, სადაც შეიყვანა კ-----------------–---–მა, სადაც კიბით ჩამავალ სარდაფს ჰქონდა თავი ახდილი. საუბარში მან 50 000 დოლარის გადახდა მოითხოვა, თან გარკვეული სახის მუქარასაც, ზეწოლასაც ახდენდა იმ კუთხით, რომ, გადაუხდელობის შემთხვევაში, მიანიშნებდა სამართალდამცავებთან ურთიერთობის დაძაბვაზე. მას შემდეგ, რაც დ---------------მ საკითხის კ-------- (კ-------------) ა------სთან გარკვევაზე მიუთითა, კ-----------------–---–ის მხრიდან გაჟღერდა სიტყვები: ,,ჩათვალე, კ-------- გელაპარაკება‘‘. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დ--------------- პირადად იცნობდა კ---------------------ს, რის შესახებაც იცოდა კ-----------------–---–მა, მისი მხრიდან კ---------------------ზე მითითება ადასტურებს ამ უკანასკნელის უშუალო ჩართულობას დ---------------სთვის თანხის მოთხოვნის საკითხში, რამდენადაც დ---------------ს ჰქონდა აღნიშნული საკითხის პირადად კ---------------------სთან გარკვევის შესაძლებლობა.

 

დ---------------ს ოჯახის წევრების - ნ-----------–---–--ა და ო---------------- ჩვენებებით დგინდება, რომ დ--------------- სახლში განერვიულებული და დაძაბული მივიდა, რა დროსაც შეიტყვეს მისგან, რომ კ-----------–------------------------ დეპარატამენტში იმ რაოდენობის ფულად თანხას ითხოვდნენ, რაც მათ ოჯახს არ ჰქონდა. ამასთან, თითოეულმა მათგანმა, ისევე, როგორც დ---------------მ, განაცხადა, რომ, გადაუხდელობის შემთხვევაში, საფრთხეების შეფასებისას ითვალისწინებდნენ, როგორც საერთო მდგომარეობას, ისე, კ-----------–------------------------ დეპარტამენტიდან წამოსულ მუქარის შემცველ მესიჯებს, რომ დააკავებდნენ.

 

იმის გამო, რომ კ----------- ოჯახს არ ჰქონდა კ---------------------ს მხრიდან კ-----------------–---–ის პირით მოთხოვილი 50 000 აშშ დოლარი, ოჯახმა მის მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული მანქანა შესთავაზა. დ---------------ს განცხადებით, აღნიშნული ავტომანქანების ფულის სანაცვლოდ მიღება ჭ--–---–მა ვერ გადაწყვიტა, გავიდა ოთახიდან და როდესაც რამდენიმე წუთში დაბრუნდა, დათანხმდა, რომ მისგან, როგორც კარგი ქ---------–-----, მანქანებს მიიღებდნენ.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით კ-----------------–---–მა განმარტა, რომ მანქანების ფულის სანაცვლოდ მიღებაზე უ-------ს - კ---------------------ს დაეკითხა და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ დათანხმდა დ---------------ს შეთავაზებას. ამის შემდგომ, თანამშრომლებთან ერთად, კ----------- ოჯახიდან წამოიყვანა ,,ლ--------ა‘‘ და ,,მ-–----–- პ---------‘‘ მარკის ჯიპის ტიპის ორი ავტომანქანა. აღნიშნული მანქანებიდან ,,ლ-------‘‘ არ იყო რეგისტრირებული დ---------------ს სახელზე, ჰყავდა გენერალური მინდობილობით, რის გამოც აღნიშნული ავტომანქანის გაფორმება სახელმწიფოს სახელზე არ მომხდარა.

 

ამასთან, წარმოდგენილი წერილობითი მასალით დგინდება, რომ მითითებული ავტომანქანა დაზიანდა ნ---------------–---–-- მიერ მისი მართვის დროს, იმ პერიოდში, როდესაც ის უკვე კ-----------–------------------------------------------ ფაქტობრივ მფლობელობაში იყო.

 

შ------------------------------------------–-------–-–-------------------------------------------- ს-----------–--- უ-------ის 2015 წლის 21 აპრილის წერილის თანახმად, ავტომანქანაზე ,,ტოიოტა ლ-------‘‘, სახ.-----9--, შედგენილია საჯარიმო ქვითრები: 2007 წლის 21 მაისს და 2008 წლის 17 თებერვალს - დ---------------ს მიმართ, 2010 წლის 20 იანვარს - დ-----------–---–-- მიმართ, 2012 წლის 18 მარტს - ნ---------------–---–-- მიმართ, 2012 წლის 12 ივლისს - ვ-–------------------- მიმართ; ავტომანქანაზე ,,მ-–----–- პ--------‘‘, სახ.#A------, საჯარიმო ქვითარი შედგენილია მ-----------------–---- მიმართ 2007 წლის 5 იანვარს.

 

2012 წლის 17 მარტს საქართველოს შსს ს----------–-------–-–--ს დ------------------------------------ ს-----------–--- სახელზე შედგენილი, ნ---------------–---–-- ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ იმავე დღეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ტოიოტა ლ-------თ‘‘, სახ.-----9--, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა მისი ავტომანქანა.

 

2015 წლის 21 აპრილის შსს სსიპ მომსახურების სააგენტოდან მიღებული წერილით, სატრანსპორტო საშუალება ,,T---------------------‘‘, სანომრე ნიშნით A---9--, 2003 წლის 17 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ო---------იას სახელზე; სატრანსპორტო საშუალება ,,M----------------------------‘‘, სანომრე ნიშნით A------, 2004 წლის 11 სექტემბრიდან 2----–-–-- 1 ივლისამდე რეგისტრირებულია ნ-----------–---–-- სახელზე, ხოლო 2----–-–-- 1 ივლისიდან რეგისტრირებულია საქართველოს შ------------------------------ სახელზე.

 

დაზარალებულ დ---------------ს ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც ის დააკავეს, პარალელურად, ჟღერდა მოთხოვნა კ-----------–------------------------ დეპარტამენტიდან, რომ გადაეფორმებინა მანქანა ს----–-–-----------. შესაბამისად, დ--------------- იძულებული გახდა, განეხორციელებინა მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედება, ეჩუქებინა ნივთი ს----–-–-----------, რისი სურვილიც მას არ ჰქონდა. მოწმე ნ-----------–---–-- სასამართლოში განაცხადა, რომ მანქანების წაყვანიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ქმარმა უთხრა, რომ წასულიყო თ---–--–-, ე----------- ს------------–-, და მოეხდინა ს----–-–----------- აღნიშნული ავტომანქანის გადაფორმება. მანვე თავის ჩვენებაში აღწერა, როგორ ჩამოვიდა თ---–--–-, მივიდა ე----------- ს------------–-, სადაც მას დახვდა თანამშრომელი და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ავტომანქანა ,,მ-–----–- პ---------‘‘ სახელწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2----–-–-- 19 ივნისის #-------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებობის ვადით გადაეცა სამსახურებრივი საჭიროებისთვის 20 000 ლარის ღირებულების ერთი ერთეული ავტომანქანა ,,M----------------------------‘‘, სანომრე ნიშნით სახ.#A------.

 

2015 წლის 4 სექტემბრის შ---------------- საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წერილით, ,,M----------------------------‘‘, სანომრე ნიშნით სახ.#A------, შსს-ს გადაეცა ე----------- სამინისტროს 2----–-–-- 19 ივნისის #-------- ბრძანების საფუძველზე. ავტომანქანა 2009 წლიდან ერიცხებოდა შსს კ-----------–------------------------------------------ დ-----–----- რ--------–---- ს-----------–---. შსს მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის #-50 ბრძანებით ავტომანქანა გადაეცა შსს საფინანსო სამეურნეო დეპარტამენტს. გადაცემის დროიდან მანქანა იმყოფება დაცულ ტერიტორიაზე.

 

ზემოთ განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ კ---------------------ს უკანონო მითითების საფუძველზე, რომელიც სისრულეში იქნა მოყვანილი კ-----------------–---–ის მიერ, არსებითად დაირღვა დ---------------ს კანონიერი ინტერესი და მან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს გადასცა მისი კუთვნილი ორი ძვირადღირებული ავტომანქანა.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს შს მინისტრის 2008 წლის 2---------------- პ/შ ბრძანების თანახმად, კ--------------------- დანიშნული იყო საქართველოს შ---------------- კ-----------–------------------------------------------ დ-----–----------------–----------------------------–--- უ-------ის თანამდებობაზე და ქმედებების განხორციელების დროს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

 

გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის, საქართველოს შსს კადრების მ-------- ს-----------–--- უ-------ის 2013 წლის 4 მარტის წერილით ირკვევა, რომ 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში კ-----------–------------------------------------------ დ-----–----- რ--------–---- სამმართველოში კ-----------–------------------------------------------ დ-----–----------------–----------------------------–--- უ-------ის თანამდებობაზე დანიშნული იყო რა კ---------------------, ამავე პერიოდში გ-------–----------- იყო ამავე ს-----------–--- 1--–------------–------------------–ი თანამშრომელი-გამომძიებელი; კ-----------------–---–ი - ამავე გ---------–---- უ----------------------–- თანამშრომელი-გამომძიებელი, ხოლო მ--–------------------- ამავე ს-----------–--- მ--- გ---------–---- უ-------ის/გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა.

 

ამდენად, კ---------------------, წარმოადგენდა რა საჯარო მოხელეს, მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების - კ-----------------–---–ისა და მ--–------------------ის, აგრეთვე, გ-------–-----------ს მეშვეობითა და დახმარებით, რომლებიც, ასევე, წარმოადგენდნენ საქართველოს შ---------------- კ-----------–------------------------------------------ დ-----–----- რ--------–------------------–--- თანამშრომლებს, ს----–-–----------- დახმარების სახელით, ახორციელებდა ფულადი თანხების მოთხოვნას კონკრეტული ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, რაც სცილდებოდა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს და იწვევდა როგორც ფიზიკური და იურიდიული პირების, ისე, სახელწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას. კერძოდ, მისი დანაშაულებრივი ქმედებით შეილახა შ-- ,,ლ------‘‘, შ-- ,,ლ----‘‘ და ფიზიკურ პირ დ---------------ს კანონიერი ინტერესები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საზღვრის კვეთის შესახებ, კ---------------------ს საქართველოს ტერიტორია დატოვებული აქვს 2013 წლის 2------------, ს------- გამტარი პუნქტის გავლით, მას შემდეგ, რაც საქმეზე დაიწყო გამოძიება და იგი დაკითხულ იქნა მოწმის სახით.

 

ამდენად, სასამართლოს, ზემოთ განხილული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ--------------------- წარმოადგენდა უფლებამოსილ თანამდებობის პირს, რომლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებამ გამოწივია ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ--- მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე Grădinar v. Moldova, #7170/02, 08/04/2008, §107, განმარტავს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა. ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, #21522/93, 29/05/1997, §43). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, #184/02, 11/01/2007, §84).

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, #10590/83, §68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, #24086/04, §32).

 

მტკიცებულებათა შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, რაც მიეკუთვნება სამოხელეო დანაშაულს, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ხელყოფს სახელმწიფოს ნორმალურ საქმიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების პრესტიჟს და ავტორიტეტს, ამასთან, ზიანს აყენებს ან საფრთხეს უქმნის კონკრეტული პიროვნების უფლებებს, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია და ეს არის როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი, ისე - მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი.

 

პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება შეიძლება გამოიხატოს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების პროცესში ისეთი მოქმედების ჩადენაში, რომელიც: ა) სხვა მოხელის ან სხვა უწყების უფლებამოსილებაში შედის; ბ) შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას, კანონში ან სხვა ნორმატიულ აქტში მითითებული საფუძვლით; გ) კანონის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ კოლეგიურად; დ) არავითარ გარემოებაში და არც ერთი თანამდებობის პირმა და არც ერთმა სამსახურებრივმა ინსტანციამ არ შეიძლება განახორციელოს. სწორედ ამ ბოლო შემთხვევას აქვს ადგილი კ---------------------ს ქმედებაში, რომელიც ზეწოლის გზით ახდევინებდა თანხებს შ---ებს და ფიზიკურ პირს, ამასთან, დ---------------ს შემთხვევაში გადახდა განხორციელდა, ფულის ნაცვლად, ქონების, კერძოდ, ავტომანქანების ჩანაცვლებით.

 

ამ დანაშაულის საშიშროება განპირობებულია იმით, რომ თანამდებობის მქონე პირი განზრახ ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელიც აშკარად სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და იწვევს მოქალაქეთა უფლებების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ბრალად აქვს შერაცხული კ---------------------ს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა მონაწილეობით დაკითხულ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები არის უტყუარი მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რამდენადაც ისინი სრულ თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, აგრეთვე, იმ წერილობით მტკიცებულებებთან, რომლებიც, ასევე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე.

 

სასამართლომ აღნიშნულ პირთა ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეაფასა და მიაჩნია, რომ არ არსებობს მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი, რამდენადაც მათ მიერ მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან.

 

სასამართლო მტკიცებულებას აფასებს იმის მიხედვით, თუ რამდენად ადასტურებს თითოეული მტკიცებულება, როგორც ცალ-ცალკე, ისე მთლიანობაში, ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რიგ გარემოებებთან მიმართებით არის ირიბი, თუმცა ჩვენებები, საქმისთვის მნიშვნელოვან და ბრალის დამადასტურებელ გარემოებებთან მიმართებით პირდაპირია, რადგან მოწმეები გადმოსცემენ ინფორმაციებს, რისი შემსწრე და მონაწილენი თავად იყვნენ. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კ-----------------–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, რომელიც კ---------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების სამ ეპიზოდში, შ-- ,,ლ------‘‘ 2008 წლის, შ-- ,,ლ----‘‘ და დ---------------ს ეპიზოდებში წარმოადგენს უშუალო შემსრულებელს იმ უკანონო დავალებებისა, რასაც გასცემდა მისი უ-------ი კ--------------------- მის მიმართ და რაც მოიცავდა თანხების მოზიდვას შესაბამისი იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა თუ ფიზიკური პირებისგან, რასაც კ--------------------- აძლევდა ს----–-–----------- აუცილებელი დახმარების სახეს. რაც შეეხება შ-- ,,ლ------‘‘ 2----–-–-- ეპიზოდს, აქ მოქმედი პირი, რომელსაც უშუალოდ მისცა დავალება კ---------------------მ, არის მ--–-------------------, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, თანხებთან დაკავშირებით მოლაპარაკება კ---------------------სთან ისევ კ-----------------–---–მა აწარმოა. ორივე მოწმე, როგორც კ-----------------–---–ი, ისე - მ--–------------------- არიან ის პირდაპირი მოწმეები, რომლებიც სამსახურებრივად უშუალო დაქვემდებარებაში იყვნენ ს-----------–--- უ-------თან - კ---------------------სთან და ასრულებდნენ მის უკანონო დავალებებს. ამასთან, როგორც მოწმე მ--–------------------ის ჩვენებით ირკვევა, კ-----------------–---–ი, ამავდროულად, იყო კ---------------------ს ბავშვობის მეგობარი. შესაბამისად, მათი ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, რამდენადაც საქმის არსებითი განხილვისას მათი მხრიდან კ---------------------ს მიმართ რაიმე პირადი ინტერესის არსებობა არ გამოკვეთილა.

 

გარდა ამისა, სასამართლოში დაკითხულ იქნენ დაზარალებული ორგანიზაციების დამფუძნებლები და თანადამფუძნებლები, ასევე, დაზარალებული დ---------------, რომლებიც უშუალოდ მიუთითებენ, რომ კ-----------–------------------------------------------ თანამშრომლების მიერ მათთვის თანხების მოთხოვნა და ზეწოლა ხორციელდებოდა მათი ხელმძღვანელი პირისგან. დ---------------მ სიტყვა-სიტყვით გადმოსცა, რომ მას შემდეგ, რაც კ-----------------–---–ს უთხრა, რომ კ--------ს (იგულისხმება კ---------------------) დაელაპარაკებოდა, კ-----------------–---–ის მხრიდან პასუხად მიიღო სიტყვები: ,,ჩათვალე, კ-------- გელაპარაკება‘‘. აღნიშნულის სისწორეში სასამართლოს არ აქვს ეჭვის შეტანის საფუძველი, ისევე, როგორც არ აქვს არანაირი გონივრული საფუძველი, იფიქროს, რომ უ----------------------–- თანამშრომელი და ს-----------–--- ერთ-ერთი რიგითი გ---------–---- უ-------ი, ხელმძღვანელისგან ფარულად, მინიმუმ ოთხგზის, განახორციელებდნენ ამგვარ დანაშაულებრივ ქმედებებს და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ მივიდოდა რ--------–------------------–--- უ------- კ---------------------მდე. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია როგორც ქალაქ ქ---------ა და ს------------ მასშტაბები, სადაც მრავლად არიან ერთმანეთის ნაცნობები და მეგობრები, ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კ--------------------- წარმოადგენდა ისეთი სამსახურის უ-------ს, სადაც ინფორმაციის მოძიება და დამუშავება სირთულეს არ წარმოადგენს.

 

მნიშვნელოვანია, რომ შ-- ,,ლ------‘‘ დირექტორ ზ-------–-----სა და დაზარალებულ დ---------------სთან კ-----------–------------------------------------------ თანამშრომელთა შეხვედრები შედგა აღნიშნული სამსახურის შენობაში, ნებართვის საფუძველზე. ზ-------–-----მ და დ---------------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში, ასევე, აღწერეს ის ოთახები, სადაც კ-----------–------------------------------------------ თანამშრომლები ახორციელებდნენ მათთგან თანხების მოთხოვნას. მათი განმარტებით, ერთ შემთხვევაში, ს--------–-- მასალებით აღჭურვილი ოთახი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ოთახში არსებული კიბით დაბლა ჩამავალი სარდაფი, წარმოადგენდა მათზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღს. მოწმე კ-----------------–---–ის ჩვენების თანახმად, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოთხოვილი თანხა ვინმეს არ გადაეხადა, რაც ადასტურებს მოწმეთა მიერ ჩვენებებში მითითებულ გარემოებას, რომ იმ პერიოდში თანხის გადაუხდელობა საფრთხის შემცველი იყო როგორც თითოეული მათგანისთვის, ასევე, მათი ბიზნესისთვის.

 

საქმის არსებითი განხილვისას თითოეულმა მოწმემ, რომელმაც მატერიალური ხასიათის ზიანი განიცადა, დააფიქსირა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდნენ მოთხოვნის უკანონობას, არსად უჩივლიათ, რადგან მოთხოვნა კ-----------–------------------------ დეპარტამენტიდან მოდიოდა და გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა. შესაბამისად, დაცვის პოზიცია, თუ რატომ თავის დროზე არსად განაცხადეს დაზარალებულებმა მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე თანხების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის ვერ გახდება მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, რამდენადაც წარმოადგენს ამ პირთა სუბიექტურ აღქმასა და შეფასებას და არ გამორიცხავს კ---------------------ს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ დამოუკიდებელ ოთხ ეპიზოდთან მიმართებით, რაც მას ბრალად აქვს შერაცხული.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დ---------------ს საკუთრებაში არსებული და მის მეუღლეზე რეგისტრირებული ავტომანქანა ,,M----------------------------‘‘, სახ.#A------, 2009 წლიდან ერიცხებოდა შსს კ-----------–------------------------------------------ დ-----–----- რ--------–---- ს-----------–---, რაც შეუძლებელია განხორციელებულიყო კ---------------------ს უშუალო ჩართულობის გარეშე. ყურადსაღებია, ასევე, სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერები, რომლებითაც უტყუარად მტკიცდება კ---------------------ს კავშირი და მისი ბრალეულობა შ-- ,,ლ------‘‘, შ-- ,,ლ----‘‘ და დ---------------ს მიმართ ჩადენილ დანაშაულებში, რაც განხორციელებულია მის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფარგლებში და რასაც არ ექნებოდა ადგილი, რომ არა კ---------------------ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის აპელირება იმაზე, რომ კ-----------------–---–ისა და მ--–------------------ის მხრიდან სასამართლოსთვის მსგავსი შინაარსის ჩვენებების მიცემა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ, აღნიშნულის სანაცვლოდ, ბრალდების მხარე მათ გაურიგდა, რომ შეუნარჩუნდებათ მხოლოდ მოწმის სტატუსი და არ გახდებიან ბრალდებულები, სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული, რამდენადაც მათი ჩვენებები სრულ თანხვედრაშია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლოში და არ იძლევა მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს, რაზეც ზემოთ იქნა მსჯელობა განვითარებული.

 

ამასთან, ნათელია როგორც დანაშაულის - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მოტივი, მიეღო შემოსავალი სახელმწიფოს სახელითა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოყენებით, ისე - შესრულების ფორმა. ხსენებული დანაშაულის საშიშროება განპირობებულია იმით, რომ მოხელე განზრახ ასრულებს მოქმედებას, რაც სცილდება მის უფლებამოსილებას, იწვევს მოქალაქეთა უფლებების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას. კონკრეტულ შემთხვევაში, კ---------------------ს მიერ დანაშაული ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მიერ უკანონო და დანაშაულებრივი დავალება ოთხივე შემთხვევაში გაიცა დაქვემდებარებული პირების - კ-----------------–---–ისა და მ--–------------------ის მიმართ, რომელთაც უწყების სახელითა და სპეციალური ზემოქმედების გზით შეასრულეს დავალება ოთხივე შემთხვევაში.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, უტყუარად დგინდება, რომ კ---------------------ს მიერ ჩადენილ იქნა სრულიად გააზრებული და დაგეგმილი დანაშაული, რაც გასცდა მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გამოიწვია არა მარტო კონკრეტული ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის უფლების უხეში დარღვევა, არამედ - გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარის ყველა მოწმე დაიკითხა მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმეთა ჯვარედინად დაკითხვის, მათთვის შეკითხვების პირადად დასმისა და პასუხების მიღების შესაძლებლობა, რითაც დაუბრკოლებლად ისარგებლა დაცვის მხარემ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის სასამართლოში განხილვისას სრულად იქნა დაცული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი და მხარეები უზრუნველყოფილ იქნენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

 

სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებები შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ--- მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ კ---------------------მ, რომელიც მოხელეს წარმოადგენდა, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება შ-- ,,ლ------‘‘ (ორ ეპიზოდად), შ-- ,,ლ----‘‘ და დ---------------ს მიმართ, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას. შესაბამისად, მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული დანაშაულისათვის ოთხ ეპიზოდში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ---------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს დამნაშავის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ამასთან, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ ინდივიდუალურად განსაზღვრული სასჯელი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის მიზნებს: სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, კუმულაციურად, ერთობლიობაში უნდა უზრუნველყოფდეს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

კ---------------------ს მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, საჯარო მოხელის - თანამდებობის პირის მიერ დანაშაულის ჩადენას სახელმწიფოს სახელით და მისი ინტერესის საწინააღმდეგოდ; ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, რაც გამოიხატა როგორც იურიდიული პირების, ასევე, ფიზიკური პირის მიმართ ზემოქმედებაში; მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, რაც გამოიხატა თანამდებობის პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში, რაც მეტად საშიში ხასიათის მატარებელია; ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, რაც გამოიხატა კ-----------–------------------------------------------ თანამშრომლების მონაწილეობით სხვათა ქონების მოთხოვნასა და მიღებაში; და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დაზარალებულებმა განიცადეს მნიშვნელოვანი, არსებითი ხასიათის ზიანი.

 

სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის წარსულ ცხოვრებას. კ---------------------მ, იყო რა კ-----------–------------------------------------------ მაღალი თანამდებობის პირი, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და უხეშად დაარღვია როგორც იურიდიული პირებისა და კერძო ფიზიკური პირის, ასევე, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ---------------------ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, რაც ნიშნავს, აეკრძალოს სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, აგრეთვე, კ---------------------ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების აუცილებლობაზე, რამდენადაც აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა, კ---------------------ს მიერ კი დანაშაულები ჩადენილია 2008-2009 წლებში.

 

ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, კ---------------------ს მიმართ დანიშნულ ყველა სახის სასჯელზე უნდა გავრცელდეს ამ კანონის მე-16 მუხლის მოქმედება, რომლის თანახმადაც, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელები.

 

ამასთან, სასამართლო კ---------------------ს მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების სახით სასამართლოში წარმოდგენილია დისკები, რომლებიც შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

კ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხ ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შ-- ,,ლ------‘‘ 2008 წლის აგვისტოს ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; მასვე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით;

 

სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შ-- ,,ლ------‘‘ 2----–-–-- აგვისტოს ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; მასვე, 2 (ორი) წლით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შ-- ,,ლ----‘‘ ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; მასვე, 2 (ორი) წლით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დ---------------ს ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; მასვე, 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ კ---------------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, მასვე, სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

კ---------------------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

 

კ---------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - 3 (სამი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე შ------------–---