გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2019
საქმის ნომერი
130210018002757706
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-1281-18

(1302100-8002757706)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 მარტი 20-9 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე - ს--------------კი"

წარმომადგენელი - რ--------–-----ძე

მოპასუხეები - ვ-–----------------–--ლი და ზ-------------–--ლი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს ვ-–----------------–--ლს და ზ-------------–--ლს სს ,,თ-------ანკის" სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ N2-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების თანხის 15 807.5- ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 13 0-8.58 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1076.66 ლარს, ხოლო ჯარიმაა 1712.31 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ვ-–----------------–--ლს ს--------------კის" სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით და საბანკო მომსახურებით სარგებლობის N1----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის 3698.16 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1629.24 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 620.92 ლარს, ხოლო ჯარიმაა - 1448 ლარი.

 

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ს--------------კის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ვ-–----------------–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქალაქ გ----–-, შინდისის გზატკეცილი N1, სართული მეოთხე, ბინა N12, ფართი 5- კვ. მეტრი, ს/კ: 6--0-.0-.0---0-.0--.

 

თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს ვ-–----------------–--ლის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

20-5 წლის 06 ივლისს ს--------------კსა" და ვ-–----------------–--ლს შორის დაიდო N0-5-.2------.-0- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე და მოპასუხე ვ-–----------------–--ლი შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე.

 

20-5 წლის 06 ივლისს ს--------------კსა" და ვ-–----------------–--ლს შორის დაიდო N1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც N0-5-.2------.-0- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ-–----------------–--ლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქალაქ გ----–-, შინდისის გზატკეცილი N1, სართული მეოთხე, ბინა N12, ფართი 5- კვ. მეტრი, ს/კ: 6--0-.0-.0---0-.0--.

 

20-5 წლის 06 ივლისს ს--------------კსა" და ვ-–----------------–--ლს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2-------8------, რომლითაც ბანკმა მსესხებელზე გასცა 25 000 ლარის ოდენობის სესხი, წლიური 20%-ის სარგებლის დარიცხვით 60 თვის ვადით.

 

20-5 წლის 06 ივლისს ზ-------------–--ლმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ვ-–----------------–--ლის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, რომელიც გამომდინარეობს N2-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან თავდებობის ზღვრული თანხის 33 600 ლარის ფარგლებში.

 

20-6 წლის 16 ივნისს ს--------------კსა" და ვ-–----------------–--ლს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით და საბანკო მომსახურებით სარგებლობის ხელშეკრულება N1-----, რომლითაც მსესხებელს ბანკმა გაუხსნა საკრედიტო ლიმიტი 2 000 ლარის ფარგლებში და ჩაურიცხა თანხა 1629.24 ლარის ოდენობით ანგარიშზე, ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 0-.10.2039 წლამდე, ხოლო წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით.

 

საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად. მოსარჩელის მიერ წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე მხარის მიერ სესხის დაფარვის ვალდებულება არ იქნა სრულად და ჯეროვნად შესრულებული.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე ჯარიმის სახით მოპასუხისათვის მოითხოვა 1000 ლარის დაკისრება, ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა მოპასუხისათვის 248 ლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილ შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. კერძოდ სარჩელი ცნეს ძირი თანხის გადახდის ნაწილში. ამასთან აღნიშნეს რომ თუ ს--------------კთან" მიაღწევენ მორიგებას, ადვილად შეძლებენ დავალიანების გადახდას უძრავი ქონების დაკარგვის გარეშე.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 20-5 წლის 06 ივლისს ს--------------კსა" და ვ-–----------------–--ლს შორის დაიდო N0-5-.2------.-0- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე და მოპასუხე ვ-–----------------–--ლი შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.1. 20-5 წლის 06 ივლისს ს--------------კსა" და ვ-–----------------–--ლს შორის დაიდო N1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც N0-5-.2------.-0- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ-–----------------–--ლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქალაქ გ----–-, შინდისის გზატკეცილი N1, სართული მეოთხე, ბინა N12, ფართი 5- კვ. მეტრი, ს/კ: 6--0-.0-.0---0-.0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. 20-5 წლის 06 ივლისს ს--------------კსა" და ვ-–----------------–--ლს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2-------8------, რომლითაც ბანკმა მსესხებელზე გასცა 25 000 ლარის ოდენობის სესხი, წლიური 20%-ის სარგებლის დარიცხვით 60 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. 20-5 წლის 06 ივლისს ზ-------------–--ლმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ვ-–----------------–--ლის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, რომელიც გამომდინარეობს N2-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან თავდებობის ზღვრული თანხის 33 600 ლარის ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.4. 20-6 წლის 16 ივნისს ს--------------კსა" და ვ-–----------------–--ლს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით და საბანკო მომსახურებით სარგებლობის ხელშეკრულება N1-----, რომლითაც მსესხებელს ბანკმა გაუხსნა საკრედიტო ლიმიტი 2 000 ლარის ფარგლებში და ჩაურიცხა თანხა 1629.24 ლარის ოდენობით ანგარიშზე, ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 0-.10.2039 წლამდე, ხოლო წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საკრედიტო ბარათით და საბნკო მომსახურებით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ სს ,,თ-------ანკის" სარჩელი საფუძვლიანია და იგი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 30--ე, 867-ე, 868-ე, 403-ე, 891-ე, 898-1, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898.1-ე მუხლით თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

დადგენილია, რომ ვ-–----------------–--ლმა სოლიდარულად ზ-------------–--ლთან ერთად იკისრა მოსარჩელისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, ის ზ-------------–--ლთან ერთად წარმოადგენს ვალდებულ პირს და უნდა დაეკისროს თავდებობის ფარგლებში თანხის გადახდა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია ვახტანგ გულიკაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავალიანების გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ვ-–----------------–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 8.8. მუხლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ, ამდენად სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დასაბუთებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. შესაბამისად, მოპასუხეებს ვ-–----------------–--ლს და ზ-------------–--ლს ს--------------კის" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახლემწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 585.17 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ს--------------კის" დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს .

 

2. მოპასუხებს: ვ-–----------------–--ლს (პ/ნ 4----------) და ზ-------------–--ლს (პ/ნ 4----------) სს "თიბისი ბ-----" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N 0-5-.2------.-0- საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შემცირებული დავალიანების თანხის 15095 ლარის 24 თეთრის გადახდა.

 

3. მოპასუხე ვ-–----------------–--ლს (პ/ნ 4----------) სს "თიბისი ბ-----" სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით და საბანკო მომსახურებით სარგებლობი N1----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის 2498 ლარის 16 თეთრის გადახდა.

 

4. იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ვ-–----------------–--ლის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.გ----–-, შინდისის გზატკეცილი N1, მე-4 სართული, ბინა 12, 5- კვ.მ , რომლის საკადასტრო კოდია: 6--0-.0-.0---0-.0--.

 

5. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს ვ-–----------------–--ლის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. მოპასუხებს: ვ-–----------------–--ლს (პ/ნ 4----------) და ზ-------------–--ლს (პ/ნ 4----------) სს "თიბისი ბ-----" სასარგებლოდ სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 585,17 ლარის გადახდა.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი