განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2019
საქმის ნომერი
330100118002543907
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3------

(გამოძიების #0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და---------------–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - კუ-–----------ი (დაბადებული - 19---–-–-----------------------–----------–------------------------------–-------------------------------------------აში),ადვოკატები - ინ-------–---------ი, მა---------ე,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (8 ეპიზოდი); 2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (7 ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა (8 ეპიზოდი); 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (7 ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2017 წლის 8 ნოემბრის ეპიზოდი: კუ-–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0357 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 8 ნოემბერს ქ. თბილისი, სო----–-----------–ა, რუ----------------–--–ზე მდებარე სა---------- „კო-----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 80 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ან----------------ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფო-----–ა, რუ----------------–--–ი ბენზოგასამართ სადგურ „ევ--------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე თანხმობის საფუძველზე, ან----------------ისაგან იქნა ამოღებული;

 

1.2. 2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი: კუ-–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0351 გრამი - ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 9 ნოემბერს ქ. თბილისი, სო----–-----------–ა, გა----------ა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ან----------------ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფო-----–ა, გა----------ა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე თანხმობის საფუძველზე, ან----------------ისაგან იქნა ამოღებული;

 

1.3. 2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი: კუ-–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,103 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 31 იანვარს, ქ. თბილისი, სო----–-----------–ა, გი-----ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მი-----------–-–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფო-----–ა, რუ----------------–--–ი, კორპუსი #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მი-----------–-–---–ისგან იქნა ამოღებული;

 

1.4. 2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი: კუ-–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0761 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 2 თებერვალს ქ. თბილისი, სო----–-----------–ა, გი-----ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მი-----------–-–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღესვე შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფო-----–ა, რუ----------------–--–ი, კორპუსი #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მი-----------–-–---–ისგან იქნა ამოღებული;

 

1.5. 2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი: კუ-–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0638 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", რომელიც 2018 წლის 13 თებერვალს ქ. თბილისი, სო----–-----------–ა, გი-----ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მი-----------–-–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფო-----–ა, რუ----------------–--–ი კორპ #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მი-----------–-–---–ისაგან იქნა ამოღებული;

 

1.6. 2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი: კუ-–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,1086 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 11 აპრილს ქ. თბილისი, სო----– ფო-----–ში, 240 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ლა---------------ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი ჩი-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლა---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული;

 

1.7. 2018 წლის 12 აპრილის ეპიზოდი: კუ-–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0712 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 12 აპრილს ქ. თბილისში, სო----– ფო-----–აში მდებარე ტყეპარკში 240 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ლა---------------ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ცე-------–---------------–----------–-–იის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფო-----–ის დასახლება, რუ----------------–--–ი #28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ლა---------------ისგან იქნა ამოღებული;

 

1.8. 2018 წლის 8 მაისის ეპიზოდი: კუ-–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინანა 0,078 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 8 მაისს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. რუ-----------------------------–- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი: კუ-–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0351 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 9 ნოემბერს ქ. თბილისი, სო----–-----------–ა, გა----------ა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ან----------------ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფო-----–ა, გა----------ა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე თანხმობის საფუძველზე, ან----------------ისაგან იქნა ამოღებული;

 

2.2. 2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი: კუ-–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0.103 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 31 იანვარს, ქ. თბილისი, სო----–-----------–ა, გი-----ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მი-----------–-–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფო-----–ა, რუ----------------–--–ი, კორპუსი #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მი-----------–-–---–ისგან იქნა ამოღებული;

 

2.3. 2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი: კუ-–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0.0761 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 2 თებერვალს ქ. თბილისი, სო----–-----------–ა, გი-----ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მი-----------–-–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფო-----–ა, რუ----------------–--–ი, კორპუსი #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მი-----------–-–---–ისგან იქნა ამოღებული;

 

2.4. 2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი: კუ-–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0638 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", რომელიც 2018 წლის 13 თებერვალს ქ. თბილისი, სო----–-----------–ა, გი-----ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მი-----------–-–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფო-----–ა, რუ----------------–--–ი კორპ #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მი-----------–-–---–ისაგან იქნა ამოღებული;

 

2.5. 2018 წლის 8 მაისის ეპიზოდი: კუ-–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,078 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 8 მაისს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ. რუ-----------------------------–- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული;

 

2.6. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა კუ-–----------ის მიერ 2017 წლის 8 ნოემბერს, 2018 წლის 11 აპრილსა და 2018 წლის 12 აპრილს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტები.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფა---- მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

3.4. კუ-–----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და უკანონო გასაღების ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - ან----------------ის, მი-----------–-–---–ის, ლა---------------ის, ვა-–---------–-----ოვას, გი-------------ის, ალ--------------ის, ელ-------–---–---ის, ზუ-----------–-–---–ის, ვა-–--------------–---–ის, არ---–---–--–-–---–ის, ზა------------ის, გრ-----–------–----ის, თა----------–--ას, თა-----------–იას, ინ----------ას, ნა------------------ის, ნა----------–---–ის, გუ-----------------–--ის, ოთ----------–ის, ოლ------------–--ის, პე------–--–---–--ის, ჯა-----------ის, თა------------–---–ის, სო------–-------ას და ქე-------–--–------ის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმები, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, ფარული ვიდეო ჩანაწერები გაშიფრული ტექსტით, ფულადი თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმები, ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმები, რომლებზეც სასამართლო დეტალურად შეაჩერებს ყურადღებას.

 

2018 წლის 8 მაისის ეპიზოდი:

 

3.5. კუ-–----------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 8 მაისს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ-გამომძიებელ ზუ-----------–-–---–ის მიერ გაჩხრეკილ იქნა კუ-–----------ი, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, რა დროსაც ამოღებულ იქნა ოთხი ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი თითოეულში ცალ-ცალკე არსებული ფხვნილისებრი მასებით. ოქმზე ბრალდებულის მიერ გაკეთებულია შენიშვნა, რომლის თანახმადაც, ,,გავეცანი ჩხრეკის ოქმს პირადად, მისი არსი ჩემთვის სრულად არის გასაგები და მის სისწორეს ვადასტურებ ხელმოწერით. ჩემი პირადი ჩხრეკისას, ჩემი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული ოთხი ცალი წონაკი არის ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც არის ჩემი საკუთრება და მინდოდა პირადი მოხმარებისთვის“.

 

3.6. გამომძიებლებმა - ზუ-----------–-–---–მა, ვა-–--------------–---–მა და გი-------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე. გამომძიებლების განმარტებით საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში, საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობდა. კუ-–----------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირადი ჩხრეკის შედეგად ბრალდებულისგან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკში გახვეული 4 წონაკი. მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებულისგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას. ადგილზე შედგა საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, რის შემდეგაც ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. მოწმეთა განმარტებით, პარალელურ რეჟიმში გაიჩხრიკა ბრალდებულის თანმხლები სა--------------ა, რომელსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა შპრიცები და ქილები.

 

3.7. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2----–-–----------ს #1------------ქრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ყვითელი ფერის მილღობილ თავიან პოლიეთილენის ნაჭრებში ოთხ ცალად დაფასოებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება საერთო წონით 0.18 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო რაოდენობაა 0.078 გრამი (ექსპერტები ინ----------ა და გრ-----–------–----ე).

 

3.8. ამდენად, სასამართლოს კუ-–----------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების - ზუ-----------–-–---–ის, ვა-–--------------–---–ისა და გი-------------ის ჩვენებების საფუძველზე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ კუ-–----------ის პირადი ჩხრეკისას 2018 წლის 8 მაისს ამოღებული იქნა ოთხ ცალ პოლიეთილენის პაკეტში დაფასოებული ნივთიერება, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ (წონა 0.078 გრამი). მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადასტურებულია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა. დაკავებისას ბრალდებულს რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების წარმომავლობასთან დაკავშირებით ჩხრეკის ოქმზე დააფიქსირა, რომ ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს მის კუთვნილ ნარკოტიკულ საშუალებას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია კუ-–----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტები (2018 წლის 8 მაისის ეპიზოდი). რაც შეეხება ბრალდებულის ჩვენებასა და დაცვის მხარის ვერსიას ბრალდების ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლო მოგვიანებით შეაჩერებს ყურადღებას.

 

2017 წლის 8 და 9 ნოემბრის ეპიზოდები:

 

3.9. ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ გუ-----------------–--ის მიერ, ან----------------ეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 120 ლარის ოდენობით, შემდეგი კუპიურებით: ორი 50 ლარიანი კუპიურა ნომრებით: A---------; ორი 20 ლარიანი კუპიურა ნომრებით: E--------; E--------; სამი 10 ლარიანი კუპიურა ნომრებით: D--------; D--------; D--------.

 

3.10. 2017 წლის 8 ნოემბრის ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების #--2 შუალედური ოქმის თანახმად, ან----------------ის მიერ, სპეციალური კომუფლირებული CCD კამერისა და მიკროფონის მეშვეობით, სპეციალური მინიატურული ვიდეო/აუდიო ჩამწერი ,,OC---S-ის“ მეშვეობით განხორციელებულ იქნა კუ-–----------თან მისი შეხვედრის და საუბრის ჩაწერა 2017 წლის 8 ნოემბრის 13:43:21 საათიდან 2017 წლის 8 ნოემბრის 13:44:43 საათამდე, 2017 წლის 8 ნოემბრის 14:01:43 საათიდან 2017 წლის 8 ნოემბრის 14:03:43 საათამდე.

 

3.11. 2017 წლის 8 ნოემბრის ფარული ვიდეო ჩანაწერის (Rec_0001) თანახმად, კადრში ჩანს ქუჩის პირას არსებული პატარა სკვერი, ხის კოტეჯებით. მამაკაცი გამოდის აღნიშნული სკვერიდან და უახლოვდება იქვე გაჩერებულ მომლოდინე ავტომანქანას და ესალმება იქ მსხდომ ბიჭებს: ,,- ფა----, გაუმარჯოს, ფა----! ბიჭებს სალამი! რავა ხართ? მამაკაცი ფულს იღებს და აწვდის. - ოციანია? ეს ორმოცდაათი ძმა, ეს ოცი. აა, ძამია ათი. აქ დაგელოდო თუ ისი? აქ დეგელოდო? აგერ ვიქნები უკან რა, აქანა არ დავდგები არ მინდა. და რო მოხვალ, ზარი მამეცი და გამოვალ რა. -კაი“. მამაკაცი ისევ უკან ბრუნდება სკვერში, სწრაფი კვების ობიექტის “LA----A-ს” გავლით.

 

2017 წლის 8 ნოემბრის ფარული ვიდეო ჩანაწერის (Rec1_0002) თანახმად, მამაკაცი ტელეფონით იტყობს, რომ კიდევ ცოტა ხნით მოუწევს ლოდინი. ცოტა ხანში ისევ იმ ადგილზე ხვდება ავტომანქანას. ავტომანქანაში მსხდომი ბიჭები ნაცნობს ესალმებიან. მამაკაცი დაინტერესდა: ,,- ვინ არიან? მანქანაში მსხდომთ პასუხი არ გაუციათ ისე გაშორდნენ იქაურობას. როგორც ჩანს შეპირებული მიიღო მამაკაცმა, რომელიც კადრში არ ჩანს. -ასე არ ჯობია? იგივეა ბიჭო ესე?“ ამ ლაპარაკით იგი ისევ უკან ბრუნდება სკვერში.

 

3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერის დაბალი ხარისხის გამო შეუძლებელია მოსაუბრეთა იერსახის გარჩევა, გაურკვეველია ვინ სხედან აღნიშნულ ავტომანქანაში და გადასცემენ თუ არა ან----------------ეს ნარკოტიკულ საშუალებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საუბარში ნახსენებია მხოლოდ ფულადი თანხა, მაგრამ არ არის ნახსენები კომუნიკაციაში მონაწილე პირების სახელები და ნარკოტიკული საშუალება, შესაბამისად, ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით არ დგინდება ვისგან და რა შეიძინა ან----------------ემ 2017 წლის 8 ნოემბერს.

 

3.13. მოწმე ან----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ კუ-–----------ისაგან ორჯერ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, 2017 წლის 8 ნოემბერს და 2017 წლის 9 ნოემბერს. პირველ შემთხვევაში გადაიხადა 80 ლარი, ხოლო მეორედ 70 ლარი. ნარკოტიკული საშუალების შესაძენი თანხა გამომძიებელმა გადასცა. შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ორივე შემთხვევაში გადასცა გამომძიებელს, რომელიც მისგან დაახლოებით 50 მეტრში იმყოფებოდა და თვალყურს ადევნებდა საკონტროლო შესყიდვას. ნარკოტიკული საშუალების შეძენისას აღჭურვილი იყო ფარული ვიდეო კამერით. მოწმის განმარტებით, კუ-–----------ი გაიცნო ფო-----–აში, „ბირჟაზე“ და მასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა (ერთხელ საზამთროც კი გაყიდეს ერთად). საუბრისას კუ-–----------მა თვითონ შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მის მიერ შეძენილი წონაკები შეხვეული იყო პოლიეთილენის პარკში (პირველ შემთხვევაში წითელი ფერის და მეორე შემთხვევაში იასამნისფერი პარკი). საკონტროლო შესყიდვამდე კუ-–----------თან ერთად მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ხან თვითონ ყიდულობდა, ხანაც ბრალდებული. მისთვის ჩვენების მიცემა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილოება არავის დაუძალებია.

 

3.14. ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ გუ-----------------–--ის მიერ, ან----------------ისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მოწითალო პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი წონაკი, რომელშიც მოთავსებულია მოყავისფრო ნივთიერება.

 

3.15. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 9 ნოემბრის #1--------------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 8 ნოემბერს ან----------------ისგან ამოღებული კუ-–----------ისგან შეძენილი, თავმილღობილ ნარინჯისფერ პოლიეთილენის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით 0.0785 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ წონაა 0.0357 გრამი (ექსპერტები - ნი---------–---–ი და სო------–-------ა).

 

3.16. გამომძიებელმა გუ-----------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით/მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2017 წლის 6 ნოემბერს, ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება კუ-–----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე, მოქალაქე ან----------------ის განცხადების საფუძველზე. ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა ფულადი თანხა 400 ლარის ოდენობით, საიდანაც 2017 წლის 8 ნოემბერს 120 ლარი გადასცა მოწმე ან----------------ეს, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. ან----------------ემ აღნიშნული თანხიდან 100 ლარით მოახდინა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა (კუ-–----------ისგან შეიძინა „ჰეროინი“), დარჩენილი 20 ლარი უკან დაუბრუნა. იმავე დღეს ამოიღო ან----------------ისგან აღნიშნული ნივთიერება და შეადგინა შესაბამისი ოქმი, ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა. ასევე დაათვალიერა ფარულად გადაღებული ვიდეომასალა, რის შემდეგაც გამოკითხა ან----------------ე. მის მიერ დათვალიერებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს პიროვნება, რომელსაც თანხა გადასცა ან----------------ემ. მისთვის ცნობილია, რომ ან----------------ემ ორი საკონტროლო შესყიდვა განახორციელა. ან----------------ისთვის მეორე საკონტროლო შესყიდვისას თანხა არ გადაუცია. ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შეძენა მისი თვალთახედვის არეში არ განხორციელებულა.

 

3.17. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ფულადი თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმით, ფულადი თანხის გადაცემის ოქმით, მოწმეების - ან----------------ისა და გუ-----------------–--ის ჩვენებებით, ფარული ვიდეო ჩანაწერებით), უტყუარად ვერ დადასტურდა 2017 წლის 8 ნოემბერს კუ-–----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტები (2017 წლის 8 ნოემბრის ეპიზოდი). გამოკვლეული მტკიცებულებებით მხოლოდ დგინდება ის გარემოება, რომ ან----------------ეს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად 2017 წლის 8 ნოემბერს გადაეცა 120 ლარი. საკონტროლო შესყიდვის კონკრეტული დეტალების თაობაზე ინფორმაცია სასამართლოს მიაწოდა მხოლოდ მოწმე ან----------------ემ, რომელიც არ დასტურდება არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით. კუ-–----------ის მიერ 2017 წლის 8 ნოემბერს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს ვერ ადასტურებს გამომძიებელი - გუ-----------------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს, კუ-–----------ის მიერ ან----------------ისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემა მისი თვალთახედვის არეში არ მომხდარა, უშუალოდ არ დაუნახავს ვისგან შეიძინა ან----------------ემ ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება 2017 წლის 8 ნოემბრის ფარულ ვიდეო ჩანაწერს, იგი დაბალი ხარისხისაა და შეუძლებელია პირის გარჩევა, რომელიც სავარაუდოდ ასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას. ვიდეოჩანაწერში ჩანს მხოლოდ შავი ფერის მანქანა, თუმცა არ ჩანს მისი სერია და ნომერი. ამდენად, ბრალდების მხარემ 2017 წლის 8 ნოემბერს კუ-–----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტების დასადასტურებლად წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის ჩვენება (მოწმე ან----------------ის ჩვენება), რომელიც არ არის გამყარებული არცერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულებით, რაც საკმარისი არ არის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტების უტყუარად დასადგენად.

 

3.18. 2017 წლის 9 ნოემბერის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ ოთ----------–ის მიერ, ან----------------ეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, შემდეგი კუპიურებით: ერთი 50 ლარიანი კუპიურა ნომრებით: A---------; ორი 20 ლარიანი კუპიურა ნომრებით: E--------; E--------; ერთი 10 ლარიანი კუპიურა ნომრით: D--------.

 

3.19. ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ ოთ----------–ის მიერ, ან----------------ისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი იასამნისფერი პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი წონაკი, რომელშიც მოთავსებულია ფხვნილისებრი ნივთიერება.

 

3.20. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2----–-–--------------ის #1--------------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 9 ნოემბერს ან----------------ისგან ამოღებული კუ-–----------ისგან შეძენილი, პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება წონით 0.0612 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ წონა შეადგენს 0.0351 გრამს (ექსპერტები თა----------–--ა და სო------–-------ა).

 

3.21. 2017 წლის 9 ნოემბრის ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების #--4 შუალედური ოქმის თანახმად, ან----------------ის მიერ, სპეციალური კომუფლირებული CCD კამერისა და მიკროფონის მეშვეობით, სპეციალური მინიატურული ვიდეო/აუდიო ჩამწერი ,,OC---S-ის“ მეშვეობით განხორციელებულ იქნა კუ-–----------თან მისი შეხვედრის და საუბრის ჩაწერა 2017 წლის 9 ნოემბრის 17:56:25 საათიდან 2017 წლის 9 ნოემბრის 18:32:4- საათამდე.

 

3.22. 2017 წლის 9 ნოემბრის, ვიდეო ჩანაწერის თანახმად, ან----------------ე რომელიც ესაუბრება მანქანაში მჯდომ მამაკაცს - კუ-–----------ს, რომელსაც ავტომანქანის მინა აქვს ჩამოწეული. ან----------------ე: „ხო ძმა, ხომ არ წამოგიღია?“; კუ-–----------ი: „არ მაძლევენ უფულოდ, გასულია ის ბიჭი“; ან----------------ე: „რამდენში უნდა მომცე?“; კუ-–----------ი: „15 წუთში მოვა. რამდენი გინდა?“; ან----------------ე: „ერთი მინდა“.

 

ან----------------ეს ხელში უჭირავს 10, 20 და 50 ლარიანი კუპიურები. კუ-–----------ი: „მომე რა 70 ლარი“; ან----------------ე: „ეს 50 ძმაო და ესეც 20“. ან----------------ემ მიაწოდა ფული ჩაწეული მინიდან. კუ-–----------მა გამოართვა ფული, ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში.

 

ან----------------ე: „გეიხარე და აბა კაი ამირჩიე ძმურად გთხოვ რა“; კუ-–----------ი: „ხო დამელოდე“; ან----------------ე: „რამდენი ხანი?“; კუ-–----------ი: „აი 15 წუთი. გასულია ის ბიჭი“; ან----------------ე: „15 წუთი დაგელოდები კაცო. 15 წუთი რა არი“; კუ-–----------ი: „დამელოდე“. ან----------------ე: „კაი. კაი“.

 

კუ-–----------მა დაძრა მანქანა და წავიდა. ან----------------ე ელოდება ნახევარი საათის განმავლობაში. დაღამდა, მოვიდა ავტომანქანა. მანქანაში მსხდომი პირების იდენტიფიცირება შეუძლებელია.

 

ან----------------ე: „სადა ხართ აქამდე ბიჭო“; მ1: ,,რა ვუყო არ იყო“. მ2: ,,ეს უკეთესია“; ან----------------ე: „ეს უკეთესია?“. მ2: ,,კი“; ან----------------ე: „დამანახე. დეიცა ბიჭო“; მ2: ,,უკეთესია“; ან----------------ე: ,,კაი ხარისხიანია ბიჭო?; მ2: ,,ხო“; ან----------------ე: „კაი ძმა, მადლობა“. მანქანა დაძრეს და წავიდნენ.

 

3.23. გამომძიებელმა ოთ----------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით (მის მიერ) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ან----------------ეს გადასცა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის განკუთვნილი ფულადი თანხა, რომლითაც ამ უკანასკნელმა 2017 წლის 9 ნოემბერს მოახდინა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შეძენა. მოცემულ შემთხვევაში ან----------------ე იმყოფებოდა ვიზუალური კონტროლის ქვეშ. მის მიერ შეძენილ ნივთიერებაზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ ის წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა სო----– ფო-----–აში, გა----------აზე. ბრალდებული შეხვედრაზე ავტომანქანა „ჰო----------ით“ მივიდა თანხლებ პიროვნებასთან ერთად. ან----------------ე მიუახლოვდა ავტომანქანას, გადასცა კუ-–----------ს 70 ლარი და სანაცვლოდ მიიღო ნარკოტიკული საშუალება. საკონტროლო შესყიდვას დაახლოებით 40 მეტრის მანძილიდან უყურებდა. იქვე, გა----------აზე მოხდა ან----------------ისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება. ან----------------ე იმავე დღეს გამოკითხა მოწმის სახით.

 

3.24. ამდენად, სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის ფარული ვიდეო ჩანაწერით, 2017 წლის 9 ნოემბრის ამოღების ოქმით, მოწმეების - ან----------------ისა და ოთ----------–ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ კუ-–----------მა, ფო-----–აში, გა----------აზე, ან----------------ეს 70 ლარის სანაცვლოდ გადასცა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–--------------ის #1--------------- დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველს ფხვნილს (0.0351 გრამი). ფარულ ვიდეო ჩანაწერში ცალსახად ფიქსირდება, რომ ან----------------ე უახლოვდება ავტომანქანას, კუ-–----------ს გადასცემს ფულად თანხას და ბრალდებული ჰპირდება, რომ 15 წუთში მიუტანს ნარკოტიკულ საშუალებას. დაახლოებით ნახევარ საათში იგივე ავტომანქანა ბრუნდება შეხვედრის ადგილზე, რომლის სალონში მჯდომი პიროვნება ან----------------ეს გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. გარდა აღნიშნულისა, მოწმე ოთ----------–მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს განხორციელებულ საკონტროლო შესყიდვაზე კუ-–----------ი მივიდა „ჰო----------ის“ მარკის ავტომანქანით (საჭესთან ბრალდებული იჯდა), ან----------------ე მიუახლოვდა მას და ნარკოტიკული საშუალების შეძენის მიზნით გადასცა ფულადი თანხა. საკონტროლო შესყიდვა მისი ვიზუალური კონტროლის ფარგლებში განხორციელდა. ან----------------ემ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა კუ-–----------ისგან. 2017 წლის 9 ნოემბერს ფულადი თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტი ასევე დაადასტურა ან----------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ კუ-–----------ის მიერ 2017 წლის 9 ნოემბრის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტების დასადასტურებლად სახეზეა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის ფარული ვიდეო ჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა და სანდოობაც დადასტურდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით (ვიდეოჩანაწერს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება).

 

3.25. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში როდესაც ბრალდებული კუ-–----------ი პირადად ხვდება ან----------------ეს, ართმევს ფულად თანხას და ჰპირდება, რომ თხუთმეტ წუთში მიაწვდის ნარკოტიკულ საშუალებას, შემდეგ ბრუნდება კუ-–----------ი (,,სადა ხართ ბიჭო აქამდე“, ,,რა ვუყო არ იყო“, ,,ეს უკეთესია?“, ,,კი“) თანმხლებ პირთან ერთად და ან----------------ე იღებს დაპირებულ ნარკოტიკულ საშუალებას, ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კუ-–----------ი არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ამსრულებელი და მის პასუხისმგებლობას სამართლებრივად ვერ გამორიცხავს ის ფაქტი, რომ ნარკოტიკული საშუალება კუ-–----------ის ავტომანქანის ფანჯრიდან შესაძლოა მიაწოდა სხვა პირმა ან----------------ეს, კუ-–----------ისათვის რამდენიმე წუთით ადრე უშუალოდ გადაცემული ფულადი თანხის სანაცვლოდ. ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებაზე სასამართლო დეტალურად იმსჯელებს განაჩენის სამართლებრივი შეფასების ნაწილში.

 

3.26. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ბრალდების ამ და სხვა ეპიზოდებში, რომლებშიც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ამავდროულად უტყუარად სახეზეა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც უპირობო წინაპირობაა შემდგომში ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის. ობიექტურად შეუძლებელია, თუ პირმა არ შეიძინა და უკანონოდ არ შეინახა ნარკოტიკული საშუალება, შემდგომში უკანონოდ გაასაღოს იგი, რომლის საპირწონედ საქმის არსებითად განხილვის დროს არ ყოფილა გაჟღერებული რაიმე წონადი არგუმენტი, რაც გააბათილებდა უტყუარად დადგენილ ამ ფაქტობრივ გარემოებას. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ყველა იმ ეპიზოდთან მიმართებით, სადაც ასევე დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღება, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია და თითოეულ შემთხვევაში ცალკე არ იმსჯელებს.

 

2018 წლის 31 იანვრის, 2 და 13 თებერვლის ეპიზოდები:

 

3.27. 2018 წლის 31 იანვარის ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ ოლ------------–--ის მიერ, მი-----------–-–---–ს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით, შემდეგი კუპიურებით: ოთხი 50 ლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით: A----------------------------------------------

 

3.28. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 31 იანვარს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ ოლ------------–--ის მიერ, მი-----------–-–---–ისგან ამოღებულ იქნა, კუ-–----------ისგან შეძენილი, ორი ცალი წონაკი, კერძოდ: ორი ცალი ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკები, თითოეულში ცალ-ცალკე არსებული ფხვნილისებრი მასით.

 

3.29. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 2 თებერვლის #1------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, საერთო წონით 0.18 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით მიღებულ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო რაოდენობაა 0,103 გრამი (ექსპერტები - ინ----------ა და პე------–--–---–--ე).

 

3.30. 2018 წლის 31 იანვრის ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების #4- შუალედური ოქმის თანახმად, მი-----------–-–---–ის მიერ, სპეციალური კომუფლირებული CCD კამერისა და მიკროფონის მეშვეობით, სპეციალური მინიატურული ვიდეო/აუდიო ჩამწერი ,,OC---S-ის“ მეშვეობით განხორციელებულ იქნა კუ-–----------თან მისი შეხვედრისა და საუბრის ჩაწერა 2018 წლის 31 იანვრის 15:06:01 საათიდან 2018 წლის 31 იანვრის 15:19:19 საათამდე.

 

3.31. 2018 წლის 31 იანვრის ვიდეო ჩანაწერის თანახმად, კადრში ჩანს, დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომობილი, რომელშიც ზის მამაკაცი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რეკავს ტელეფონი, რომელსაც პასუხობს. შემდეგ თვითონ რეკავს ტელეფონზე და პარალელურად გადადის ავტომობილიდან, მიდის მუქი ფერის ავტომობილთან, სანომრე ნიშნით ,,N--------“, რომელშიც ზის ორი მამაკაცი... მი-----------–-–---–ი: „სალამი ..“; გადასცემს კუ-–----------ს თანხას სავარაუდოდ 50 ლარიანი კუპიურებით. კუ-–----------ი: „რამდენია?“; მი-----------–-–---–ი: „ორასია კაცო“; „რამდენი მომეცი? ორი ცალი არ მინდა. აიღე ა!“. კადრში ზუსტად არ ჩანს რას იღებს მი-----------–-–---–ი. მამაკაცი სირბილით დაბრუნდა თავის ავტომობილთან, დაძრა და წავიდა.

 

3.32. მოწმე მი-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა კუ-–----------ისგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტები და დამატებით განმარტა, რომ ბრალდებული 2017 წლის დეკემბრის ბოლოს გაიცნო „გი-----ის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე („ვულკანიზაციაში“). გაესაუბრა კუ-–----------ს და უთხრა, რომ ფო-----–აში ნარკოტიკული საშუალების შესაძენად იყო ჩასული. ბრალდებული დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში და მობილური ტელეფონის ნომერი გადასცა. რამდენიმე დღეში დაურეკა კუ-–----------ს, შეუთანხმდა შეხვედრაზე და მისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შესახებ განაცხადა პოლიციაში, აღიჭურვა ჩამწერი აპარატურით და ბრალდებულისგან სამჯერ განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შეძენა. ბრალდებული შავი ფერის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა მას, უთანხმდებოდა შეხვედრაზე და ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას. ისინი ფო-----–აში, „გი-----ის“ დასახლების ასახვევთან ხვდებოდნენ ერთმანეთს. პოლიციის თანამშრომლები მისგან დაახლოებით 50 მეტრში იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ საკონტროლო შეძენის მიმდინარეობას. შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას იქვე მყოფ გამომძიებელს გადასცემდა. ნარკოტიკების შეძენისას ბრალდებულს მისთვის უცნობი პიროვნება ახლდა. ნარკოტიკული ნივთიერების გამომძიებლისთვის გადაცემა და ოქმის შედგენა იქვე, გამომძიებლის ავტომანქანაში ხდებოდა. როგორც ახსოვს ერთხელ 100 ლარი, ხოლო ორჯერ 200-200 ლარი გადასცა მას გამომძიებელმა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად.

 

3.33. გამომძიებელმა ოლ------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილოებით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 24 იანვარს მი-----------–-–---–მა განცხადებით მიმართა გამოძიებას, სადაც განმარტა, რომ მისმა ნაცნობმა კუ-–----------მა შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება (ერთი წონაკი 100 ლარად). გამოიკითხა მი-----------–-–---–ი, რის შემდეგაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა კუ-–----------თან მისი შეხვედრების ვიდეო გადაღება. საკონტროლო შესყიდვა მისი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა.

 

3.34. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 31 იანვრის ამოღების ოქმით, ფარული ვიდეო ჩანაწერით, მოწმე მი-----------–-–---–ისა და გამომძიებელ ოლ------------–--ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება კუ-–----------ის მიერ (დაუდგენელ პირთან ერთად) 2018 წლის 31 იანვარს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტი. 2018 წლის 31 იანვრის ფარული ვიდეო ჩანაწერის თანახმად, მი-----------–-–---–ი უახლოვდება ავტომანქანას, გადასცემს კუ-–----------ს ფულად თანხას და საეჭვო არ არის, რომ კუ-–----------ის ავტომანქანაში (N------) მი-----------–-–---–ი იძენს ნარკოტიკულ საშუალებას. მი-----------–-–---–მა დაადასტურა, რომ კომუნიკაცია ნარკოტიკული საშუალების შეძენასთან დაკავშირებით ჰქონდა კუ-–----------თან, ხოლო უშუალოდ შეძენის დროს ბრალდებული თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 2 თებერვლის #1------------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 31 იანვარს მი-----------–-–---–ისგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს.

 

3.35. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში როდესაც ბრალდებული კუ-–----------ი თანმხლებ პირთან ერთად, საკუთარი მანქანით, პირადად ხვდება მი-----------–-–---–ს, ართმევს ფულად თანხას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ნარკოტიკულ საშუალებას ვინ აწვდის მი-----------–-–---–ს. ვიდეო ჩანაწერში ასახული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კუ-–----------ი არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ამსრულებელი (მ. ჭი---–-–---–ს ნარკოტიკის შეძენასთან დაკავშირებით კომუნიკაცია აქვს კუ-–----------თან, კუ-–----------ი კუთვნილი ავტომანქანით მიდის შეხვედრაზე, ფულს იღებს კუ-–----------ი) და ამ ფაქტობრივი გარემოების გასაქარწყლებლად საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულება, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია წონადი არგუმენტი, რაც სასამართლოს მისცემდა მყარ სამართლებრივ საფუძველს გაეზიარებინა პოზიცია ბრალდების ამ ნაწილში კუ-–----------ის უდანაშაულობის შესახებ. ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებაზე სასამართლო დეტალურად იმსჯელებს განაჩენის სამართლებრივი შეფასების ნაწილში.

 

3.36. ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 2 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ ოლ------------–--ის მიერ, მი-----------–-–---–ს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით, შემდეგი კუპიურებით: ოთხი 50 ლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით: A----------------------------------------------

 

3.37. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 2 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ ოლ------------–--ის მიერ, მი-----------–-–---–ისგან ამოღებულ იქნა, კუ-–----------ისგან შეძენილი, ორი ცალი მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკები, თითოეულში ცალ-ცალკე არსებული ფხვნილისებრი მასებით.

 

3.38. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2----–-–--------------–ის #1------------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 2 თებერვალს მი-----------–-–---–ისგან ამოღებული, კუ-–----------ისგან შეძენილი, თერმულად დამუშავებულ, მილღობილ მომწვანო ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერებები, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონებით: 0.0715 გრამი და 0.0611 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, საერთო წონით 0.1326 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო წონაა 0.0761 გრამი (ექსპერტები - ნი---------–---–ი და სო------–-------ა).

 

3.39. 2018 წლის 2 თებერვლის ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების #4- შუალედური ოქმის თანახმად, მი-----------–-–---–ის მიერ, სპეციალური კომუფლირებული CCD კამერისა და მიკროფონის მეშვეობით, სპეციალური მინიატურული ვიდეო/აუდიო ჩამწერი ,,OC---S-ის“ მეშვეობით განხორციელებულ იქნა კუ-–----------თან მისი შეხვედრის და საუბრის ჩაწერა 2018 წლის 2 თებერვლის 16:57:09 საათიდან 2018 წლის 2 თებერვლის 17:04:00 საათამდე.

 

3.40. 2018 წლის 2 თებერვლის ვიდეო ჩანაწერის თანახმად, მი-----------–-–---–ი დგას ქუჩაში. გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდა მარჯვენა საჭიანი შავი ფერის ავტომობილი, სადაც ზის ორი მამაკაცი. მი-----------–-–---–ი მიუახლოვდა მათ და ფანჯრიდან მიაწოდა გარკვეული თანხა. მი-----------–-–---–ი: „აჰა“; (აწვდის თანხას). მამაკაცი იღებს თანხას, დებს ავტომანქანაში და მი-----------–-–---–ს აძლევს გაურკვეველ ნივთიერებას, ბაშებად დაფასოებულს, მი-----------–-–---–ი: „ორია მაინც?“; მამაკაცი: „ჰო“. ავტომანქანა სწრაფად ეცლება ამ ადგილს.

 

3.41. სასამართლოს მოწმე მი-----------–-–---–ის, გამომძიებელ ოლ------------–--ის ჩვენებებით, 2018 წლის 2 თებერვლის ამოღების ოქმითა და ფარული ვიდეო ჩანაწერით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, 2018 წლის 2 თებერვალს, კუ-–----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტი. ფარულ ვიდეო ჩანაწერში ცალსახად ჩანს კუ-–----------ი, რომელსაც საკუთარი ავტომანქანით მიჰყავს გამოძიებით დაუდგენელი პირი მი-----------–-–---–თან შესახვედრად, რომელიც ფულადი თანხის სანაცვლოდ მი-----------–-–---–ს გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენასთან დაკავშირებით მი-----------–-–---–ს კომუნიკაცია აქვს სწორედ კუ-–----------თან. კუ-–----------მა მის ჩვენებაში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ იცოდა რა მიზნით მიჰყავდა ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი მი-----------–-–---–თან შესახვედრად. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2----–-–--------------–ის #1------------- დასკვნის თანახმად, მი-----------–-–---–ისგან ამოღებული, ნივთიერება წარმოდგენს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდთან მიმართებით სახეზეა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დასტურდება კუ-–----------ის მიერ გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში უშუალოდ მონაწილეობის ფაქტი (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი).

 

3.4-. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში როდესაც ბრალდებულ კუ-–----------ს ნარკოტიკული საშუალების გასაღების საკითხზე აქვს უშუალო კომუნიკაცია მი-----------–-–---–თან (მათ შორის რამდენიმე დღით ადრე 31 იანვარს შეხვდნენ ერთმანეთს და ნარკოტიკული საშუალების სანაცვლოდ თანხა აიღო კუ-–----------მა), მი-----------–-–---–ი მიდის სწორედ კუ-–----------თან შესახვედრად ნარკოტიკების შეძენის საკითხზე, ხოლო კუ-–----------ს საკუთარი ავტომანქანით მიჰყავს გამოძიებით დაუდგენელი პირი მი-----------–-–---–თან, იცის რა მიზნით მიჰყავს შეხვედრაზე მისი თანმხლები პირი, აღნიშნული მოქმედებებით კუ-–----------ი უშუალო მონაწილეობას იღებს დანაშაულის განხორციელების (ასრულების) პროცესში გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ნარკოტიკულ საშუალებას უშუალოდ ვინ აწვდის მი-----------–-–---–ს. ვიდეო ჩანაწერში ასახული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კუ-–----------ი არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ამსრულებელი, რომლის თაობაზეც სასამართლო დეტალურად იმსჯელებს განაჩენის სამართლებრივი შეფასების ნაწილში.

 

3.43. ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ ოლ------------–--ის მიერ, მი-----------–-–---–ს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით. ოთხი 50 ლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით: A----------------------------------------------

 

3.44. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ ოლ------------–--ის მიერ, მი-----------–-–---–ისგან ამოღებულ იქნა, კუ-–----------ისგან შეძენილი, ორი ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკები, თითოეულში ცალ-ცალკე არსებული ფხვნილისებრი მასებით.

 

3.45. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2----–-–---------------–ის #2------------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 13 თებერვალს მი-----------–-–---–ისგან ამოღებული, კუ-–----------ისგან შეძენილი, ორ ცალად დაფასოებული მოყვითალო ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში, მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით 0.1475 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინს“ საერთო წონით 0.0638 გრამს (ექსპერტები - ნა------------------ე და პე------–--–---–--ე).

 

3.4-. 2018 წლის 13 თებერვლის ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების #6- შუალედური ოქმის თანახმად, მი-----------–-–---–ის მიერ, სპეციალური კომუფლირებული CCD კამერისა და მიკროფონის მეშვეობით, სპეციალური მინიატურული ვიდეო/აუდიო ჩამწერი ,,OC---S-ის“ მეშვეობით განხორციელებულ იქნა კუ-–----------თან მისი შეხვედრისა და საუბრის ჩაწერა 2018 წლის 13 თებერვლის 15:07:21 საათიდან 2018 წლის 13 თებერვლის 15:08:15 საათამდე.

 

3.47. 2018 წლის 13 თებერვლის ვიდეო ჩანაწერის თანახმად, მი-----------–-–---–ი მიემართება გაჩერებული მანქანისკენ, ნომრით ,,N--------“. მი-----------–-–---–ი უახლოვდება ავტომანქანას, ხელში უჭირავს ფული, ამ დროს ისმის მამაკაცის ხმა. კუ-–----------ი: „მომე, დაჯექი, მანქანაში მომეცი“. მი-----------–-–---–ი ჯდება მანქანაში, სადაც წინ ზის ორი მამაკაცი“... კუ-–----------ი: „რამდენი გინდა?“; მი-----------–-–---–ი: „ორი, ორი“. კუ-–----------ი: „მომე დროზე, დროზე“. მი-----------–-–---–ი აძლევს ფულს კუ-–----------ს, თანხის რაოდენობა გაურკვეველია, გვერდით მჯდომი მამაკაცი კი მი-----------–-–---–ს აძლევს მცირე ზომის, მუქი ფერის შეკვრას. მი-----------–-–---–ი ართმევს შეკვრას. მი-----------–-–---–ი: „კაი, აბა, კარგებია, ხო?“. მი-----------–-–---–ი გადადის ავტომანქანიდან.

 

3.48. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმებით, ამოღების ოქმით, ფარული ვიდეო ჩანაწერით, ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეების-მი-----------–-–---–ისა და ოლ------------–--ის ჩვენებებით ცალსახად დასტურდება კუ-–----------ის მიერ 2018 წლის 13 თებერვალს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტები, კერძოდ: მოწმე მი-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ ნებაყოფლობით ჩაერთო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში და მის მიმართ რაიმე იძულებას ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, კუ-–----------ისგან სამჯერ განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შეძენა, მათ შორის 2018 წლის 13 თებერვალსაც. მი-----------–-–---–ის აღნიშნული განმარტებები უტყუარად დასტურდება ფარული ვიდეო ჩანაწერებით. 2018 წლის 13 თებერვლის ფარულ ვიდეოჩანაწერში ცალსახად ჩანს, რომ მი-----------–-–---–ი მიდის შავი ფერის ავტომანქანასთან, რომელშიც ზის კუ-–----------ი, ამ უკანასკნელის მოთხოვნით ჯდება ავტომანქანაში, გადასცემს ბრალდებულს ფულად თანხას და სანაცვლოდ ბრალდებულის თანმხლები პირისგან იღებს პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერებას, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2----–-–---------------–ის #2------------- დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს.

 

3.49. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში როდესაც, მი-----------–-–---–ს ნარკოტიკების შეძენასთან დაკავშირებით უშუალო კომუნიკაცია აქვს კუ-–----------თან (მათ შორის აღნიშნული წინა 31 იანვრისა და 2 თებერვლის ეპიზოდებიდანაც ირკვევა), სწორედ კუ-–----------თან შესახვედრად მიდის ვიდეო აპარატურით აღჭურვილი მი-----------–-–---–ი, ხოლო ბრალდებული კუ-–----------ი თანმხლებ პირთან ერთად, საკუთარი მანქანით, პირადად ხვდება მი-----------–-–---–ს, ართმევს ფულად თანხას და თანმხლები პირი მი-----------–-–---–ს გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას, დანაშაულის კვალიფიკაციისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს ნარკოტიკულ საშუალებას უშუალოდ ვინ აწვდის მი-----------–-–---–ს, ვინაიდან კუ-–----------ი უშუალო იღებს მონაწილეობას დანაშაულის განხორციელების პროცესში და იგი ვიდეო ჩანაწერში ასახული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ამსრულებელს. ამ ფაქტობრივი გარემოების გასაქარწყლებლად საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულება, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია წონადი არგუმენტი, რაც სასამართლოს მისცემდა მყარ სამართლებრივ საფუძველს გაეზიარებინა პოზიცია ბრალდების ამ ნაწილში კუ-–----------ის უდანაშაულობის შესახებ. ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებაზე სასამართლო დეტალურად იმსჯელებს განაჩენის სამართლებრივი შეფასების ნაწილში.

 

2018 წლის 11 და 12 აპრილის ეპიზოდები:

 

3.50. 2018 წლის 11 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ ჯა-----------ის მიერ გაჩხრეკის იქნა ლა---------------ი რა დროსაც ამოღებულ იქნა სამი ცალი ყვითელის ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკები სამივეში ცალ-ცალკე არსებული ფხვნილისებრი მასებით.

 

3.51. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 12 აპრილის #8-------------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 11 აპრილს ლა---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, სამ ცალად დაფასოებული, ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში შეხვეული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, წონებით: 0.0719, 0.0453 და 0.0561 გრამი, საერთო წონით 0.1733 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ საერთო წონით 0.1086 გრამს (ექსპერტები - თა------------–---–ი და გრ-----–------–----ე).

 

3.52. 2018 წლის 12 აპრილის ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ ჯა-----------ის მიერ, ლა---------------ს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა 240 ლარის ოდენობით, 2 ცალი 100 ლარიანი და 2 ცალი 20 ლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით: A-------------------------------------------.

 

3.53. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 12 აპრილს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს გამომძიებელ ჯა-----------ის მიერ, ლა---------------ისგან ამოღებულ იქნა, ყვითელი ფერის პოლიეთილენის პარკის სამი ცალი წონაკი, თითოეულში ცალ-ცალკე არსებული ფხვნილისებრი მასებით.

 

3.54. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2----–-–------------–ის #8-------------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 12 აპრილს ლა---------------ისგან ამოღებული, სამ ცალ ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, წონებით: 0.0865 გრამი, 0.0761 გრამი და 0.0671 გრამი, საერთო წონით 0.2297 გრამი წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინს“ და მისი საერთო წონა შეადგენს 0.0712 გრამს (ექსპერტები - თა------------–---–ი და გრ-----–------–----ე).

 

3.55. გამომძიებელმა ჯა-----------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ლა---------------ის მიმართ, რომელმაც დაასახელა პიროვნება ვისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება და ნებაყოფლობით გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი (გადაწყვიტა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღების ფაქტზე კუ-–----------ის მხილება). ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა კუ-–----------ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. სპეციალური სამსახურის მიერ გამოყოფილი ფულადი თანხა გადაეცა ლა-------------იანს, რომელმაც კუ-–----------ისგან შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება და წარუდგინა გამოძიებას. ლა---------------ისთვის გადაცემული თანხის ოდენობა არ ახსოვს. ლა---------------მა კუ-–----------ისგან სამი „ჩეკი“ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა. მოწმე ვერ გაიხსენა თუ როდის განხორციელდა ლა---------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. ჯა-----------ის განმარტებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ვიზუალურ კონტროლს ახორციელებდა, თუმცა მოწმემ ვერ გაიხსენა რა მანძილიდან უყურებდა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვას და მასთან ერთად ოპერაციაზე ვინ იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, ლა---------------ის მიერ საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემდეგ, მისი ნებაყოფლობითი თანხმობით ამოიღო კუ-–----------ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.

 

3.56. მოწმე ლა---------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ კუ-–----------ს დაახლოებით ექვსი თვეა იცნობს. ნაცნობმა მისცა მისი მობილურის ტელეფონი, დაუკავშირდა და უთხრა, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა უნდოდა. ბრალდებულმა თანხმობა განუცხადა და მისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შეძენამდე დააკავეს მის საცხოვრებელ კორპუსთან. იზოლატორში ყოფნისას მიხვდა, რომ კუ-–----------ი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებდა. გამოიძახა გამომძიებელი ჯა-----------ე და განუცხადა, რომ თანამშრომლობა სურდა. მეორე დღეს, დაახლოებით 4 საათზე ჯა-----------ემ ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადასცა 240 ლარი. ფო-----–აში, „ბ---ს“ მარკეტთან შეხვდა კუ-–----------ს, ჩაუჯდა ავტომანქანაში და წავიდნენ იქვე მდებარე ტყე პარკისკენ. ბრალდებული ავტომანქანიდან გადავიდა, მალევე დაბრუნდა და გადასცა 3 შეკვრა „ჰეროინი“. შემდეგ ფო-----–აში, გზატკეცილამდე მიიყვანა, ხოლო თვითონ წავიდა. კუ-–----------ის წასვლის შემდეგ შეხვდა გამომძიებელ ჯა-----------ეს და გადასცა ბრალდებულისგან შეძენილი სამი შეკვრა „ჰეროინი“. კუ-–----------ისგან საკონტროლო შესყიდვა ორჯერ განახორციელა. შეხვედრის ვიდეო გადაღება არ მომხდარა, რადგან კუ-–----------ი ფრთხილობდა. ბოლო შესყიდვის შემდეგ, კუ-–----------ი შეხვედრაზე უარს ეუბნებოდა გაუგებარი მიზეზების გამო. პირველი შეძენა 2018 წლის 12 აპრილს განახორციელა, ხოლო მეორე 2018 წლის 14 ან 15 აპრილს. ნარკოტიკული საშუალება კუ-–-----------მა პირადად გადასცა. ავტომანქანაში მასთან ერთდ კიდევ ორი პიროვნება იმყოფებოდა. სამი შეკვრა „ჰეროინი“ მიუტანა გამომძიებელს, რომელიც მის თვალწინ დაილუქა. როდესაც კუ-–----------ი წავიდა, მოფარებული ადგილიდან დაურეკა ჯა--- და უთხრა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეძენილი ჰქონდა.

 

3.57. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ კუ-–----------ის მიერ 2018 წლის 11 აპრილს და 2018 წლის 12 აპრილს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ ლა---------------ის ჩვენება, პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები და ჯა-----------ის ჩვენება. მოწმე ლა---------------მა დაადასტურა, რომ მან ორჯერ შეიძინა კუ-–----------ისგან ნარკოტიკული საშუალება. ლა---------------ის ჩვენება არ არის გამყარებული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით. ჯა-----------ის ჩვენებით არ დასტურდება, რომ მან დაინახა კუ-–----------ისგან, როგორ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ლა---------------მა. ის ფაქტი, რომ ლა---------------ისგან ორჯერ იქნა ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ დასტურდება პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნით, თუმცა ვისგან შეიძინა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ლა---------------მა, დასტურდება მხოლოდ მისი პირდაპირი ჩვენებით, რაც არ არის საკმარისი ნარკოტიკული საშუალების კუ-–----------ის მიერ მასზე გასაღების ფაქტების დასადასტურებლად და არ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ ლა---------------ის განთქმითი ჩვენება კუ-–----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების (2018 წლის 11 აპრილისა და 2018 წლის 12 აპრილის ეპიზოდები) დადასტურების თვალსაზრისით სასამართლოს არასაკმარისად მიაჩნია.

 

3.58. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ანალოგიური მიდგომა ჩამოყალიბებულია რამდენიმე გადაწყვეტილებაში (მათ შორის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის N99აპ-12 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი), სადაც უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ერთი ჩვენება საკმარისი არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტების უტყუარად დასადგენად. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ლა---------------ის ეპიზოდებში სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

 

3.59. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 20---–-–-----------ის #1------- ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტი გი--------------–---–ი):

 

3.60. სს #0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს, სახელწოდებებით-„Rec1_0001.avi” (ვიდეოგრამა N1), „Rec1_0002.avi”(ვიდეოგრამა N2), „Rec1_0001.avi” (ვიდეოგრამა N3), „Recl_0001.avi” (3------------), „Recl_0001.avi” (-------------) os „Recl_0001.a---------------------) არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები;

 

3.61. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N1 ლაზერულ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან, სახელწოდებებით-„Rec1_0001.avi” (ვიდეოგრამა N1), „Rec1_0002.avi”(ვიდეოგრამა N2) ამოღებულ No7 და N8 ფოტოსურათებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირის იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

 

3.62. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N2-N5 ლაზერულ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან, სახელწოდებებით- „Rec1_0001.avi” (ვიდეოგრამა N3), „Rec1_0001.avi” (ვიდეოგრამა N4), „Rec1_0001.avi” (ვიდეოგრამა N5) და „Rec1_0001.avi (ვიდეოგრამა N6) ამოღებულ N9-13 ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

 

გამოკვლევაზე წარდგენილ #6 ლაზერულ დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო #14 და #15) დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

 

3.63. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N2-N5 ვიდეოგრამებიდან, ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო +9-13) და N6 ლაზერულ დისკზე არსებულ კუ-–----------ის ფოტოსურათებზე, სახელწოდებით-31.jpg” და „იზოლატორი“ (ფოტო No14 და No15) გამოსახულია „ერთიდაიგივე პიროვნება.

 

3.64. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 20---–-–-----------ის #1------- ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის ამსახველ ფარულ ვიდეო ჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. ისინი (გარდა 2017 წლის 8 ნოემბრის ვიდეო ჩანაწერისა) ვარგისია გამოკვლევისთვის და მათში აღბეჭდილია კუ-–----------ი.

 

3.65. ექსპერტებმა - სო------–-------ამ, ნა------------------ემ, პე------–--–---–--ემ, ნი---------–---–მა, გრ-----–------–----ემ, თა------------–---–მა, თა----------–--ამ და ინ----------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული/მათი მონაწილეობით ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. მხარეთა მიერ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები ეჭვქვეშ არ დამდგარა, არ წარმოშობილა დამატებითი კითხვები მათ სანდოობასთან დაკავშირებით და სასამართლო მათზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

3.66. 2018 წლის 8 მაისის ნარკოლოგიური გამოკვლევის #7----- დასკვნის თანახმად, კუ-–----------ს დაუდგინდა „ოპიუმის ჯგუფი“ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

3.67. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–იის დეპარტამენტის თანამშრომლებმა - არ---–---–--–-–---–მა, ქე-------–--–------ემ, ზა------------ემ, ვა-–---------–-----ოვამ, ალ--------------ემ, ელ-------–---–---ემ და თა-----------–იამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილოებით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების (საქართველოს ვებ. გვერდის დათვალიერების, ლა---------------ის პირადი და ბინის ჩხრეკის, სა--------------ას პირადი და ბინის ჩხრეკის, ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების) კანონიერება/სისწორე. უშუალოდ კუ-–-----------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების უარყოფის/დადასტურების თვალსაზრისით, მათი ჩვენებები არ შეიცავს ინფორმაციას და არ იძლევა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას.

 

3.68. ბრალდებულმა კუ-–----------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 8 მაისს დაურეკა სა--------------ამ და მასთან მისვლა სთხოვა. სა----მ იცოდა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება სჭირდებოდა. კორპუსის ეზოში შეხვდა სა--------------ას, ავიდნენ მის ბინაში, სადაც შეიძინა ოთხ ბაშად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება და მოიხმარა. თან ბავშვი ახლდა, რომელიც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისას სა----ს მიაბარა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ბავშვთან და სა--------------ასთან ერთად გამოვიდა კორპუსიდან, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ბრალდებულის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია და მისგან ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღიათ. მის მიერ შეძენილი ოთხი „ბაში“ ნარკოტიკი მთლიანად მოიხმარა. ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერა მისია, თუმცა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და არ იცოდა ხელს რაზე აწერდა. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მას ლა---------------ისთვის ნარკოტიკული საშუალება არ მიუყიდია და საერთოდ ნარკოტიკები არასდროს გაუსაღებია. პოლიციამ გამოძიებასთან თანამშრომლობა შესთავაზა, რაზედაც უარი განაცხადა. არ გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლებთან ერთად ავტომანქანაში ყოფნის ფაქტს, რის გამოც მოხვდა ფარულ ვიდეო ჩანაწერებში. შესაძლოა ამ დროს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სხვისთვის განკუთვნილი თანხა გადააწოდეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვისას, მან კი გადასცა ადრესატს ავტომანქანაში. მი-----------–-–---–ს არ იცნობს. მას თანხა ნამდვილად გამოართვა და გადასცა ავტომანქანაში მასთან ერთად მჯდომ ვინმე ახ-------ს, რომელიც სა--------------ას ახლობელია. ამ უკანასკნელისგან გაიცნო ან----------------ეც. ბრალდებულის განმარტებით, ფო-----–აში, გადასახვევთან შეხვდა ახ-------ას, რომელმაც შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების ერთად მოხმარება. სასაფლაოზე მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება. წამოსვლისას ახ-------ამ უთხრა, რომ ორი წუთის საქმე ჰქონდა. სწორედ ამ დროს გაყიდა მან ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში ან----------------ემ ჩაითრია. მასთან ერთად ყიდულობდა და მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას. სახელმწიფო ბრალმდებლის კითხვაზე, რა გარემოებებით ადასტურებთ, რომ ლა---------------ს, ან----------------ეს და მი-----------–-–---–ს თქვენი ინტერესი ჰქონდათ, ბრალდებულმა უპასუხა, რომ ან----------------ე მი-----------–-–---–ისგან ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას, მ------ი ლა---------------ისგან, ხოლო ლ--- სა--------------ასგან. კუ-–----------ი მიიჩნიეს „დაბალ ღობედ“ და დააკავეს. ნარკოტიკების რეალური გამსაღებლები კი თავისუფლებაში არიან. ბრალდებულმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებში ნამდვილად დაფიქსირებულია მისი პიროვნება, თანხასაც ართმევს ან----------------ეს და მი-----------–-–---–ს, მაგრამ გადასცემს მის გვერდით მჯდომ პიროვნებას. ყოველივე ამას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი, გაუცნობიერებლად აკეთებდა. კუ-–----------ის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალების რეალური გამსაღებლებმა მოაწყვეს ისე, რომ მისი ავტომანქანა ვიდეოჩანაწერში გამოჩენილიყო. დაადასტურა, რომ სადავო პერიოდში ჰყავდა შავი ფერის ავტომანქანა „ჰო----------ი“, რომლითაც ტაქსისტობდა.

 

3.69. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ კუ-–----------ის განმარტებებს, რომ თითქოს მას ნარკოტიკული საშუალებები არ გაუსაღებია, რეალურ გამსაღებლებთან ერთად ავტომანქანაში შემთხვევით მოხვდა და თანხასაც გაუცნობიერებლად იღებს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან, არ დასტურდება არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებით. ვიდეოჩანაწერებში არ ფიქსირდება კუ-–----------ის არაადეკვატური ქცევა ან საუბარი, იგი მკაფიოდ და თანმიმდევრულად ესაუბრება ერთ შემთხვევაში ან----------------ეს, მეორე შემთხვევაში კი მი-----------–-–---–ს. ფაქტობრივად კუ-–----------მა (2017 წლის 9 ნოემბრის, 2018 წლის 31 იანვრის, 2018 წლის 2 თებერვლისა და 13 თებერვლის ეპიზოდებთან მიმართებით) ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში მონაწილეობის ფაქტი დაადასტურა, თუმცა თითქოსდა ამ პროცესში გაუთვითცნობიერებლად მონაწილეობით შეეცადა გაემართლებინა თავი, რაც სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია. ამდენად, ბრალდებულის ჩვენება არა თუ აქარწყლებს ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ ფაქტობრივად თანხვედრაში მოდის მათ შინაარსთან და სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ 2017 წლის 9 ნოემბრის, 2018 წლის 31 იანვრის, 2018 წლის 2 თებერვლისა და 13 თებერვლის ეპიზოდებში კუ-–----------მა ნარკოტიკული საშუალებები გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ გაასაღა ან----------------ეზე და მი-----------–-–---–ზე. რაც შეეხება დაკავების დღეს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, ბრალდებულმა ფაქტობროვად დაადასტურა აღნიშნული, თუმცა იმ განსხვავებით, რომ უკვე მოხმარებული ჰქონდა ოთხი წონაკი და მისგან ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღიათ.

 

3.70. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ვერსიას თითქოს ნარკოტიკული საშუალების ნამდვილი რეალიზატორებისა და მოწმეების (ან----------------ის, ლა---------------ისა და მი-----------–-–---–ის) მხრიდან პროვოკაციის მსხვერპლი გახდა, ვინაიდან რაიმე წონადი არგუმენტი დაცვის მხარის მიერ სასამართლოში გაჟღერებული არ ყოფილა.

 

3.71. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან, დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51). ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე Miliniene v. Lithuania ასევე განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ გავლენა იქონია მოვლენების მსვლელობაზე იმით, რომ კერძო პირს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა საუბრების ჩასაწერად და ხელს უწყობდა მომჩივანისთვის ფინანსური შეთავაზების გაკეთებას პოლიციის ქმედებები კვალიფიცირებული იქნა, როგორც დანაშაულებრივ საქმიანობასთან ,,მიერთება“ და არა როგორც ამ საქმიანობის ინიცირება, რადგან მოცემულ შემთხვევაში ინიციატივა კერძო პირისგან მოდიოდა. ამ უკანასკნელმა იჩივლა პოლიციასთან, რომ მომჩივანი ქრთამს მოითხოვდა მისი საქმის მისთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულებისთვის. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე არ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Miliniene v. Lithuania, პარ. 37-38, 41).

 

3.72. სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა, როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რომელსაც იგი ასეთი წაქეზების გარეშე არ ჩაიდენდა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 55).

 

3.73. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საგამოძიებო ორგანოს მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ სტანდარტებს. მოწმეთა ჩვენებებით, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით ცალსახად დგინდება, რომ კუ-–----------ი ჩართული იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში (მათ შორის ბრალდებულის ჩვენების თანახმადაც, ხშირად იძენდა ნარკოტიკულ საშუალებებს). ასევე დგინდება კუ-–----------ის აქტიურობა, რაც ნარკოტიკების გასაღების დაორგანიზებაში/უშუალოდ ამ დანაშაულის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობაში გამოიხატა. ვიდეო ჩანაწერებიდან არ იკვეთება, რომ კუ-–----------ი ყოყმანობს ჩაიდინოს თუ არა დანაშაული, პირიქით მას ბევრი საუბარიც არ სჭირდება და უყოყმანოდ იღებს თანხებს ნარკოტიკების გასაყიდად. ამ პროცესში ან----------------ისა და მი-----------–-–---–ის როლი არსებითად პასიურია და ისინი არაფრით ზემოქმედებენ კუ-–----------ზე. ამდენად, მტკიცებულებებიდან არ იკვეთება ისეთი გარემოებები, რაც შეუთავსებელი იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნულ სტანდარტებთან.

 

3.74. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართული პირების (ან----------------ისა და მი-----------–-–---–ის) ჩვენებები არ არის სანდო, ვინაიდან ისინი ცრუობენ და არ უთითებენ რეალურ ფაქტებზე; ფარული ვიდეო ჩანაწერებიდან არ დგინდება კუ-–----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტი და თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა; ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვაში მონაწილეთა სუბიექტურ ჩვენებებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.75. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

 

3.76. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე (ix. Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47.) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47.).

 

3.77. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც კუ-–----------ის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა.

აღსანიშნავია, რომ ან----------------ისა და მი-----------–-–---–ის ჩვენებები საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (მათ შორის ფარულ ვიდეოჩანაწერებთან). მცირე წინააღმდეგობები, რაც ჩვენებების შინაარსიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, არ არის არსებითი ხასიათის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ნარკოტიკული საშუალების გასაღებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები ასახულია ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში. ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება 2017 წლის 9 ნოემბრის, 2018 წლის 31 იანვრის, 2018 წლის 2 თებერვლისა და 13 თებერვლის ეპიზოდებში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. რაიმე წონადი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებდა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

3.78. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1-2.5. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში და შენახვაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყო----–ის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. ეს ხერხებია: გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში, გასესხება, ვალის გადახდა (პირს ემართა სხვისი ფული და კრედიტორს ფულის ნაცვლად ვალში მისცა ნარკოტიკული საშუალება).

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა კუ-–----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა (2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი, 2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, 2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი, 2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი, 2018 წლის 8 მაისის ეპიზოდი) და გასაღების (2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი, 2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, 2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი, 2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) ფაქტები.

 

აღსანიშნავია, რომ იმ პირობებში როდესაც, მი-----------–-–---–სა და ან----------------ეს ნარკოტიკების შეძენასთან დაკავშირებით უშუალო კომუნიკაცია აქვთ კუ-–----------თან, სწორედ კუ-–----------თან შესახვედრად მიდიან ვიდეო აპარატურით აჭურვილი ან----------------ე და მი-----------–-–---–ი, ხოლო ბრალდებული კუ-–----------ი თანმხლებ პირთან ერთად, საკუთარი მანქანით, პირადად ხვდება ან----------------ესა და მი-----------–-–---–ს ნარკოტიკული საშუალების გასაღების საკითხზე, ოთხ დამოუკიდებელ შემთხვევაში ესწრება ნარკოტიკული საშუალების გადაცემას და უშუალოდ იღებს მონაწილეობას დანაშაულის - ნარკოტიკების გასაღების პროცესში, კუ-–----------ის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს დანაშაულის ამსრულებლობას, მით უფრო იმ პირობებში, რომ სამ ეპიზოდში ნარკოტიკების გასაყიდ თანხას თვითონ იღებს ბრალდებული (ვიდეო ჩანაწერით არ დასტურდება, რომ კუ-–----------ი აღებულ თანხას გადასცემს მის თანმხლებ პირს).

 

4.3. სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს კუ-–----------ის ქმედების კვალიფიკაციაზე, იგი წარმოადგენდა დანაშაულის ამსრულებელს თუ მხოლოდ დამხმარეს, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალება ან----------------ესა და მი-----------–-–---–ს გადასცა კუ-–----------ის თანმხლებმა დაუდგენელმა პირმა. საქართველოს სსკ-ის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში, აგრეთვე ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით ასაკის, შეურაცხაობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამდენად, სისხლის სამართალში ამსრულებლად ითვლება ა) პირი, რომელმაც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული, ბ) პირი, რომელიც სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში და გ) პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით ასაკის, შეურაცხაობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალში განვითარებული ფუნქციონალური თეორიის თანახმად, პასუხისმგებლობა (როგორც თანაამსრულებელს) ასევე ეკისრება იმ პირსაც, რომელსაც თუმცა უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღია ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელებაში, მაგრამ ფუნქციონალურად დაკავშირებული იყო ქმედების შემადგენლობის განხორციელების უშუალო პროცესთან და უშუალოდ იყო ჩართული მის მიმდინარეობაში. თეორიაში განვითარებული ფორმალურ - ობიექტური თეორიით აღნიშნული პირი ითვლება დამხმარედ, თუმცა ეს ინტერპრეტაცია მოძველებულია და ამსრულებლის ცნების თანამედროვე გაგებით, დანაშაულის ჩადენაში უშუალოდ მონაწილეობს ასევე ის პირი, ვინც დანაშაულის ჩადენის უშუალო პროცესში ხელს უწყობს ამსრულებელს და უადვილებს ქმედების შემადგენლობის განხორციელებას. ასეთი პირი არ შეიძლება იყოს უბრალო დამხმარე, არამედ იგი თანაამსრულებელია (იხ.: ტურავა მ., სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, გამომც. მერიდიანი, თბილისი, 2013, 337) . სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ეს მიდგომა არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 22-ე მუხლის შინაარსს და ამ მუხლით განსაზღვრულ ამსრულებლის ცნებას, ასევე შესაბამისობაშია ამ საკითხზე სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. ამდენად, ვინაიდან კუ-–----------ი ფუნქციურად დაკავშირებული იყო ქმედების შემადგენლობის განხორციელების უშუალო პროცესთან (უშუალოდ იყო ჩართული მის მიმდინარეობაში) - მას ჰქონდა კონტაქტი ნარკოტიკული საშუალების გასაღების საკითხზე ან----------------ესთან და მი-----------–-–---–თან, დაუდგენელი პირი საკუთარი ავტომანქანით მიიყვანა ნარკოტიკების გასაღების საკითხთან დაკავშირებით ნარკოტიკების შემძენებთან, სამ შემთხვევაში უშუალოდ აიღო ნარკოტიკის შესაძენად განკუთვნილი ფულადი თანხა და ანალოგიური სცენარით წარიმართა მოქმედებები ოთხივე ეპიზოდში, კუ-–----------ი ამ გარემოებების გათვალისწინებით არ წარმოადგენს უბრალო დამხმარეს, მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, როგორც ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვისა და გასაღების ამსრულებელს.

 

4.5. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ შესაძლოა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება დანაშაულის ჩადენაში სხვა დაუდგენელი პირის მონაწილეობაც, რომლის დადგენის ვალდებულებაც ბრალდების მხარეს გააჩნია, თუმცა ეს არ გამორიცხავს კუ-–----------ის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. სასამართლო ასევე მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას კუ-–----------ს დაუმძიმოს ბრალდება და მსჯავრი დასდოს ჯგუფური დანაშაულის ჩადენაში, თუმცა კუ-–----------ის დანაშაულის ჩადენაში პერსონალური მონაწილეობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს ბრალად წარდგენილი დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების (2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი, 2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, 2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი, 2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) ამსრულებელს და მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული დანაშაულისთვის.

 

4.6. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ამავე დანართის (ნუსხის) 189-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ 0,2 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კუ-–----------მა ან----------------ეს გადასცა საერთო წონით 0.0351 გრამი, მი-----------–-–---–ს 0.103 გრამი, 0.0761 გრამი და 0.0638 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რაც თითოეულ შემთხვევაში არ აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ 0,2 გრამს, თუმცა ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შენიშვნის 1-ლი მუხლის ა.ა პუნქტის თანახმად, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.

 

4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კუ-–----------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ხუთი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.

 

4.8. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა კუ-–----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტები (2017 წლის 8 ნოემბრის ეპიზოდი, 2018 წლის 11 აპრილისა და 2018 წლის 12 აპრილის ეპიზოდები). აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით, საკონტროლო შესყიდვაში მონაწილე პირების - ან----------------ის (2017 წლის 8 ნოემბერი) და ლა---------------ის (2018 წლის 11 აპრილი და 2018 წლის 12 აპრილი) ჩვენებები ბუნდოვანია, არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით და სახეზე არ არის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი მტკიცებულებით (თითოეულ ეპიზოდში) - ან----------------ისა და ლა---------------ის ბუნდოვანი ჩვენებებით, სასამართლო უტყუარად, ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით დადასტურებულად ვერ მიიჩნევს კუ-–----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებას (2017 წლის 8 ნოემბრის, 2018 წლის 11 აპრილისა და 2018 წლის 12 აპრილის ეპიზოდები), რის გამოც იგი უნდა გამართლდეს აღნიშნულ ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებაში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც კუ-–----------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი - ექვსიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს კუ-–----------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით კუ-–----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება.

 

5.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს კუ-–----------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს და არის მაღალი საშიშროების მატარებელი, მით უფრო, ნარკოტიკული საშუალების სახეობის (ჰეროინი) გათვალისწინებით), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (კუ-–----------ი უთანხმდებოდა ნარკოტიკული საშუალების შემძენებს და ასევე წინასწარ შეთანხმებულ დროსა და ადგილზე ასაღებდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“). ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არის ნარკოტიკებზე დამოკიდებული), კუ-–----------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/შემოსავლის მიღება) და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, კუ-–----------ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი, 2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, 2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი, 2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი, 2018 წლის 8 მაისის ეპიზოდი) - თითოეული ეპიზოდისათვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი, 2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, 2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი, 2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) - თითოეული ეპიზოდისათვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და კუ-–----------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

5.9. ამდენად, კუ-–----------ს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წოლის 13 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ხუთი ეპიზოდი) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით კუ-–----------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

6.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

§ დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

§ საკონტროლო შესყიდვის შედეგად ან----------------ისგან, მი-----------–-–---–ისგან და ლა---------------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, კუ-–----------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა, კუ-–----------ის ნერწყვის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

§ სა--------------ასგან და ლა---------------ისგან პირადი და ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და სა--------------ას ნერწყვის ნიმუშის ბედი უნდა გადაწყდეს მათ მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-26--ე, 270-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კუ-–----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2017 წლის 8 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

2. კუ-–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი, 2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, 2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი, 2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი, 2018 წლის 8 მაისის ეპიზოდი) თითოეული ეპიზოდისათვის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი, 2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, 2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი, 2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) თითოეული ეპიზოდისათვის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ხუთი ეპიზოდი) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით კუ-–----------ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. კუ-–----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. კუ-–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 8 მაისიდან.

 

6. კუ-–----------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

§ საკონტროლო შესყიდვის შედეგად ან----------------ისგან, მი-----------–-–---–ისგან და ლა---------------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, კუ-–----------ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა, კუ-–----------ის ნერწყვის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

§ სა--------------ასგან და ლა---------------ისგან პირადი და ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და სა--------------ას ნერწყვის ნიმუშის ბედი უნდა გადაწყდეს მათ მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი