განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
150100119002859682
დავის ტიპი
150 1
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №150100119002859682

1/11-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე – არარატ ესოიან

სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე

ბრალდებული ა--------- გ------ ძე კ--–----------ი (დაბადებული 198--–-–----------------ს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 0----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. ახალქალაქი, ნ--–-----------------);

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე პირველი ნაწილი;

ადვოკატი: კახაბერ ასპანიძე;

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. ა--------- კ--–----------ი 2018 წლის ნოემბრის თვიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, მის მშობლებს გ----- ღ--–----------ს და გ---- ღ--–----------ს განადგურების, საცხოვრებელი სახლისა და სხვა ქონების გადაწვის მუქარით აიძულებდა სხვადასხვა სახის ქმედებების განხორციელებას, მათ შორის მისთვის ავტომობილის შეძენას, ასევე ბანკიდან სესხის აღებასა და სესხის სახით აღებული თანხის მისთვის გადაცემას.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ფაქტების დადგენა:

2.1.1. ა--------- კ--–----------ი არის გ----- ღ--–----------ის და გ---- ღ--–----------ის შვილი.

მტკიცებულებები: ა--------- კ--–----------ის დაბადების მოწმობა, მხარეთა განმარტებები.

2.1.2. ა--------- კ--–----------ი 2018 წლის ნოემბრის თვიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, მის მშობლებს გ----- ღ--–----------ს და გ---- ღ--–----------ს განადგურების, საცხოვრებელი სახლისა და სხვა ქონების გადაწვის მუქარით აიძულებდა სხვადასხვა სახის ქმედებების განხორციელებას, მათ შორის მისთვის ავტომობილის შეძენას, ასევე ბანკიდან სესხის აღებასა და სესხის სახით აღებული თანხის მისთვის გადაცემას.

მტკიცებულებები: დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები.

2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა--------- კ--–----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-150-ე პირველი ნაწილით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: გ----- ღ--–----------ის, გ---- ღ--–----------ის, შ--–---- ნ----------ის, ლ------ კ--–----------ის, სურენ კ--–----------ის და ა--------- კ--–----------ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები, ა--------- კ--–----------ის დაბადების მოწმობა, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა--------- კ--–----------ის ბრალეულობას.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა--------- კ--–----------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა--------- კ--–----------ი 2018 წლის ნოემბრის თვიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, მის მშობლებს გ----- ღ--–----------ს და გ---- ღ--–----------ს განადგურების, საცხოვრებელი სახლისა და სხვა ქონების გადაწვის მუქარით აიძულებდა სხვადასხვა სახის ქმედებების განხორციელებას, მათ შორის მისთვის ავტომობილის შეძენას, ასევე ბანკიდან სესხის აღებასა და სესხის სახით აღებული თანხის მისთვის გადაცემას.

შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ა--------- კ--–----------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;

4.2. ბრალდებული დაზარალებულებთან შერიგებულია,4.3. დანაშაული ატარებს სისტემატურ ხასიათს.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ოდენობით ანუ 6 (ექვსი) თვის ვადით, ვინაიდან დაცვის მხარის განმარტებით, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, დანაშაული ჩაიდინა პირველად; გასათვალისწინებელია მისი მატერიალური მდგომარეობა.

5.4. მოცემულ შემთხვევაში მართალია ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, არსებობს 4.1. და 4.2.-ში აღნიშნული დადგენილი გარემოებები, თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 4.3 გარემოებას - დანაშაულის ხასიათს და ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, სახეზეა, რომ ბრალდებული მიდრეკილია ძალადობისაკენ, მან მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინა სისტემატურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთაზე ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამდენად, ბრალდებულს ძირითად სასჯელად უნდა შეეფარდოს - მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) თვის ვადით.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის 08 დეკემბრიდან - 2019 წლის 20 მარტის ჩათვლით იგი პატიმრობაში იყო, რაც საკმარისია რეპრესიის პრინციპის უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით შეიძლება ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით. ამასთან სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა.

სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277- 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა--------- კ--–----------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

2. ა--------- კ--–----------ის (პ/ნ 0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდეს;

3. ა--------- კ--–----------ს (პ/ნ 0----------) სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 08 დეკემბრიდან - 2019 წლის 20 მარტის ჩათვლით, მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

4. პირობით სასჯელზე მსჯავრდებულ ა--------- კ--–----------ის (პ/ნ 0----------) ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ შესაბამის პრობაციის ბიუროს;

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - დათვალიერების დროს ამოღებული დაზიანებული მონიტორი (პაკეტის ნომერი FCI 509793, ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მეპატრონეს ა--------- კ--–----------ს;

დათვალიერების დროს ამოღებული დაზიანებული სკამი (პაკეტის ნომერი FCI 509792, ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მეპატრონეებს - დაზარალებულებს გ----- და გ---- ღ--–----------ებს;

6. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე არარატ ესოიან