გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002685986
2-1155-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
6 მარტი, 2019 წელი, ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე ა-----–-------ძე
მოპასუხე ნ--------------ძე
წარმომადგენელი მ--------ი
ბავშვის ინტერესების
წარმომადგენელი ნ-------–-ძე
დავის საგანი არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა,ალიმენტის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2013 წლის 29 მაისს დაბადებული ს----------ძის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის - ა-----–-------ძის საცხოვრებელი ადგილი;
1.2. ნ--------------ძეს გადახდეს ალიმენტი 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დ------------ძის და 2013 წლის 29 მაისს დაბადებული ს----------ძის სარჩოდ თვეში თითოეული ბავშვისათვის 100 ლარის ოდენობით;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელე და მოპასუხე განქორწინებული არიან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ; დ------------ძე ცხოვრობს მამასთან ქ.თ--------–-ში. დედასთან, ნ--------------ძესთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-––ი ცხოვრობს ს----------ძე, რომელზეც ძალადობენ და მამის წინააღმდეგ განაწყობენ იმავე ოჯახში მცხოვრები ბავშვის ბებია და ბიცოლა. გარდა ამისა, ბავშვების ინტერესებშია, რომ ორივე ერთად იზრდებოდეს. ა-----–-------ძემ, საქმის აღძვრის საფუძვლად აღნიშნა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე საზღვარგარეთ დიდი ხნით წასვლას აპირებდა;
მოსარჩელემ მიუთითა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ორივე შვილი მასთან იცხოვრებს და დედა ვალდებულია გადაუხადოს მათ ალიმენტი. იმ შემთხვევაში თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში, არ მოითხოვს ალიმენტს არც ერთი შვილისსთვის (2019 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი: 15:04:10-15:04:40);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ის სათანადოდ ზრუნავს შვილებზე, მშობლების საალიმენტო ვალდებულებები თანაბრად არის განაწილებული არსებული მდგომარეობით - ერთი შვილი მასთან ცხოვრობს, ერთი - მოსარჩელესთან. არ ეთანხმება მოსარჩელის მითითებას ს----------ძის დედასთან ცხოვრების პირობებში ბავშვზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ;
ბავშვის ინტერესების წარმომადგენელი არ დაეთანხმა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ა-----–-------ძე და და ნ--------------ძე არიან 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დ------------ძის და 2013 წლის 29 მაისს დაბადებული ს----------ძის მშობლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ------------ძის დაბადების მოწმობა (ს.ფ.18);
- ს----------ძის დაბადების მოწმობა (ს.ფ.19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მხარეები განქორწინდნენ 2018 წლის 27 აგვისტოს. დ------------ძე ცხოვრობს მამასთან - ქ.თ--------–-ში, ს----------ძე - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-––ი - დედასთან, ნ--------------ძესთან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განქორწინების მოწმობა (ს.ფ.17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ს----------ძეზე ძალადობენ ბებია და ბიცოლა, ვისთან ერთადაც ცხოვრობს ერთ ოჯახში, უარყოფითად განაწყობენ მამის მიმართ. .
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს, მოუსმინა მხარეებს, ბავშვის წარმომადგენელს, ერთობლიობაში შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, მე-9 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტები, მე-18 მუხლის პირველი პუნქტი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი, 1198-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 1201-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის“: მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით;
მე-9 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შეს---მისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
ამ მუხლის პირველი პუნქტის შეს---მისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები;
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს;
მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შეს---მის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს;
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ მათი შეთანხმებისამებრ, თვეში ოთხი დღით, ს----------ძე იმყოფება მამასთან. ის არ არის შეზღუდული ბავშვთან ურთიერთობაში. დაცულია ს----------ძის უფლება გარემოსილი იყო მშობლის მზრუნველობით. მას აქვს რეგულარული და პირდაპირი კონტაქტები მოსარჩელესთან;
1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში;
1198-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად,მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა;
1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი;
შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს;
,,ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-12 მუხლის შეს---მისად, ბავშვის მოსმენა განსახილველ დავაზე მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით, ფსიქოლოგის მონაწილეობით, რომლის გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ დედასთან მიჯაჭვულობა ძალიან მაღალი აქვს ს---ს. ის ამბობს, რომ დედასთან კარგად ექცევიან და სურს დედასთან ცხოვრება;
ძმებს შორის არის პოზიტიური მიჯაჭვულობა. უმნიშვნელოვანესია დასვენების დღეებს ერთად ატარებდნენ როგორც დედის, ასევე მამის საცხოვრებელ სახლში მონაცვლეობით.
არსებული მდგომარეობით, მხარეთა შვილები ერთად ატარებენ თვეში 4 დღეს მამის საცხოვრებელ სახლში;
სოციალური მუშაკის დასკვნით, ს---ს მიმართ სიყვარულს გამოხატავენ ოჯახის სხვა წევრებიც. მოპასუხის დედა (ბავშვის ბებია, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბავშვზე ძალადობს) სკოლაში მუშაობს პედაგოგად. ს--- კარგად გრძნობს თავს დედასთან, უყვარს ოჯახის ყველა წევრი;
რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც გამორიცხავს ბავშვის დედასთან ცხოვრებას, არ არსებობს. მოპასუხე მხარეც განმარტავს, რომ წინააღმდეგი არ არის ბავშვმა დედასთან იცხოვროს, მხოლოდ იმ პირობებში, სადაც ბავშვის ბებია და ბიცოლა არ იქნებიან და მეორე შვილის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, რათა ადვილი იყოს ძმებს შორის ურთიერთობა (2019 წლის 28 თებერვლის მთავარი სხდომის ოქმი: 14:43:35-14:44:50);
ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, რომ ს----------ძეზე ძალადობენ ბებია და ბიცოლა, უარყოფითად განაწყობენ ბავშვს მამის მიმართ, არ დადგინდა;
გარდა ამისა, არსებული მდგომარეობით, მხარეთა შვილებს აქვთ რეგულარული ურთიერთობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2013 წელს დაბადებული ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მაშინ, როდესაც, ის, დღევანდელ საცხოვრებელ ადგილზე ყურადღებით, სიყვარულით გარემოსილია, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ადასტურებს, არ იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეს---მისი;
მოსარჩელის განმარტებით, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, არც ალიმენტის გადახდევინებას მოითხოვს არც ერთი შვილის სარჩოდ;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან - რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას;
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეს---მისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება შეიძლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი