განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/150-19 (N041160119006)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22.03.2019 წელი ქ--------
ქ--------ს საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული მ--–----ი კ-------–--ე
მამის სახელი: ვ-–-
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომ----: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: მქონე (პირობითი მსჯავრი)
რეგისტრირებული: ქ. ქ--------, ფ-----ს ქ. N2
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
მ--–----ი კ-------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2013 წლიდან 2019 წლის 16 იანვრამდე დროის მონაკვეთში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ--–----ი კ-------–--ემ ქუთაისში, ფ-----ს ქუჩის მ-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოველდღიურად მამას - ვ-–- კ-------–--ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას - ლანძღავდა, აგინებდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ცდილობდა მის ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნული ქმედებების გამო ვ-–- კ-------–--ე განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 12 მარტს, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ--–----ი კ-------–--ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს მ--–----ი კ-------–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მ--–----ი კ-------–--ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ვ-–- კ-------–--ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეთა: ლ-–- ზ-------–---–ის, მ-----–- ხ-------ის და მ---- კ-------–--ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; დაკავების ოქმით; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით; ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით; ცნობები პრობაციის ბიუროდან; ნასამართლობის ცნობით; შემაკავებელი ორდერებით; შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა მ--–----ი კ-------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით(მუქარა). ამასთან, ბრალდებული გულწრფელად აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან(სიმთვრალის დროს ჩადენილი მუქარის შემცველი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, რაც დაზარალებულში არ იწვევდა მუქარის განხორციელების შიშის განცდას, თუმცა იწვევდა მის ტანჯვას), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
ამასთან, მ--–----ი კ-------–--ეს ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი. ვინაიდან პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უნდა გაუქმდეს მ--–----ი კ-------–--ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს მის მიმართ ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ--–----ი კ-------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის 61-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე(თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეესაბამება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი - 150/5=30 დღე), სასჯელთა შეჯამებისას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 07 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–----ი კ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს მ--–----ი კ-------–--ის მიმართ ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულდეს. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის 61-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მ--–----ი კ-------–--ეს მოსახდელად განესაზღვროს 07 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. მ--–----ი კ-------–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 05 თებერვლიდან.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე