განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2019
საქმის ნომერი
330100119002791797
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-----

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ლ-–----------–--ის,ბრალდებულ ა-------------------ის,ადვოკატ მ------------–---–ის,თარჯიმან ი--------------

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა--------------------------------ის (პ/№0----------) - დაბადებულის 1--- წლის 3----------, რეგისტრირებულის თბილისში, მისამართის გარეშე ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თბილისი, ვ-------------------–-----------------------------–------------------------–---- მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ა-------------------ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 30 ოქტომბერს, შუადღის საათებში, დაახლოებით 15:00 საათზე ა-------------------მა უკანონოდ შეაღწია თბილისში, შ------------------------------ში მდებარე პ---–---------–---–ის საცხოვრებელ ბინაში და აღნიშნული ბინიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „HP”-ის ფირმის კომპიუტერის პროცესორს - ღირებულს 500 (ხუთასი) ლარად, „STERN”-ის ფირმის ელექტრო ხერხს - ღირებულს 130 (ასოცდაათი) ლარად და „ARISTONI”-ს ფირმის ბუნებრივი აირის წყლის გამათბობელს - ღირებულს 800 (რვაასი) ლარად. ა-------------------ის ქმედებით პ---–---------–---–ს მიადგა 1430 (ათას ოთხასოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ა-------------------ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. რაც გამოიხატა შემდეგში:

2108 წლის 31 ოქტომბერს, საღამოს საათებში თბილისში ვ---------–------------------------------------ში მდებარე ი-----------–---–ის საცხოვრებელი ბინაში უკანონოდ შეაღწია ა-------------------მა, რომელიც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თანხას 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, ერთ ცალ ერთდოლარიანს და ერთ ცალ ორდოლარიან. აღნიშნული ქმედების შედეგად ი-----------–---–ს მიადგა 805,63 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი

ა-------------------ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 31 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ხ----–--–---------------------- ბინა N101-ში მდებარე თ-----------–-–---–-ს საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია ა-------------------მა და რომელიც ფარულად დაეუფლა თანხას - 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ოქროს და ვერცხლის სამკაულებს. კერძოდ ოქროს ჯაჭვს, ოქროს ჯვარს, ვერცხლის გრეხილ ჯაჭვს, ვერცხლის ორ ცალ ბეჭედს, ოქროსფერ კულონსა და თვლებით გაწყობილ ოქროსფერ მრგვალ გულსაბნევს. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ თ-----------–-–---–ს მიადგა 970 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ა-------------------ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 11 ოქტომბერს, თბილისში, კ--–-------------------------------_ში მდებარე გ--------------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია ა-------------------მა და რომელიც ფარულად დაეუფლა - ერთ ცალ კომპიუტერის პროცერორს, ორ ცალ ოქროს ბეჭედს, ტელევიზიის „მაგთიკომის“ პულტს, ტელევიზიის კაბელებს, საფულეს და მასში მოტავსებულ თანხას. აღნიშნული ქმედების შედეგად გ--------------------–---–ს მიადგა 1795 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ა-------------------ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 12 სექტემბერს საღამოს საათებში კ--–--------------------------ში მდებარე ნ----------–---ის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია ა-------------------მა და რომელიც ფარულად დაეუფლა „SONY”-ის ფირმის 32W705/1 მოდელის ტელევიზორს თავისივე პულტით, „SONY”-ის ფირმის 32W705/1 მოდელის ტელევიზორს თავისივე პულტით, „SAMSUNG” -ის ფირმის UE55JS9000T მოდელის ტელევიზორს თავისივე პულტით, ასევე თეთრეულსა და გასაღებებეს, რომეზეც იყო ავტომნქანის, ავტოფარეხის გასაღები და ავტოფარეხის კარის პულტი. აღნიშნული ქმედების შედეგადდაზარალებულ ნ---------------ს მიადგა 6510 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი

 

ა-------------------ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 29 ოქტომბერს, შუადღის საათებში, დაახლოებით 15:00 საათზე ა-------------------მა უკანონოდ შეაღწია თბილისში, ზ---------------------------------------ა-ში მდებარე ს--–-----------ს საცხოვრებელ ბინაში და აღნიშნული ბინიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თანხას 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით. ა-------------------ის ქმედებით ს--–---- მ------- მიადგა 40 (ორმოცი) ლარის ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა-------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: თ-----------------–--, ლ------------–---–--, მ-----–-----–---–---------–--–----–-------- პ---–---------–---–ის, არ-------------------------–-----–--------------–---------------–-------------------------------------------------–---–--, ი-----------–---–ის, დ------–------ს, თ-----------–-–---–-ს, გ--------------------–---–---------------–-----------------------–------–-- და ა-------------------ის გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაქილოსკოპიური, სასაქონლო, ოდოროლოგიურიექსპერტიზის დასკვნები საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა ა-------------------ის მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, ბრალდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათსა და ასევე იმას, რომ მას ჩადენილი აქვს ქურდობის არაერთი ეპიზოდი. ასევე იმას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას და მან საქმის არსებითი განხილვისას უდაო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

ა-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

ა-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 31 ოქტომბრის ხომლელის ქუჩის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

ა-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

ა-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

ა-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ევსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ერთი ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა ეპიზოდებისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

ა-------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 ნოემბრიდან.

გაუქმდეს ა-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს (პ---–---------–---–ის ბინა) გადაღებული ფოტოები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები, ჩაწერილი ერთცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუში და ხელის კვლები 15 ცალ დ/ფირზე, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

შპს „ვიპ ბეთი“- საგან გამოთხოვილი კამერის ჩანაწერები, რომლების ჩაწერილია 06 ცალ დისკზე და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

ა-----------------აგან ამოღებული გაზის წყლის გამათბობელი, ს-------–-----–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული კომპიუტერის პროცესორი, SRETN- ის ფირმის ელექტრო ხერხი, სამი ცალი ტელევიზორი, ერთი ცალი ლეპტოპი, ორი ცალი პულტი, ორი ცალი მუყაოს კოლოფი მათში მოთავსებული ორი ცალი რკინის სამაგრი და ვერცხლისფერი ჭანჭიკები თავისივე პლასტმასებით, რომლებიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელებს.

ა-------------------ისაგან აღებული სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

ს--–-----------ს საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში და ხელის კვლების ნიმუშები, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

შპს „ე----------“-ის მაღაზია ბ----------------ან გამოთხოვილი ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ჩანაწერები ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 2 ცალ ქილად, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 2 ცალ ქილად, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 1 ცალ ქილად, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 1 ცალ ქილად, ა-------------------ის სუნის კვალის ნიმუში 1 ქილად, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ამოღებული ორი ცალი წინდა, ა-------------------ისაგან ამოღებული ერთი ცალი აშშ ერთ დოლარიანი კუპიურა. ერთი ცალი აშშ ორდოლარინი კუპიურა და ა-------------------ის ტანსაცმელი, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვალის ნიმუში, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვალის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

ა-------------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტელევიზორი, რესივერი, ორი ცალი პულტი და კომპიუტერის პროცესორი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

ა-------------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ელიფსური ფორმის სამკაული, მრგვალი ფორმის გულსაბნევი და ელიფსური ფორმის კულონი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

სს „ხალიკ ბანკიდან“ გამოთხოვილი ვიდეო კამერის ჩანაწერები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით. სისხლის სამართლის N------------, N------------, N------------, N------------ საქმეებზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოების ჩანაწერები 04 ცალ დისკზე და ა-------------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ამსახველი ფოტოსურათების ჩანაწერი ერთ დისკზე და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

ა-------------------ის, პ---–---------–---–ისა და თ---------–---–---–-ს ხელის კვლების ელექტრონული ნიმუშები შენახული იქნეს ხელის კვლების ელექტრონული ნიმუშების შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი