განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100119002842537 №1/12
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04.03.2019 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ----------------
დაცვის მხარე
ბრალდებული: თ-------------
დაბადებული: 12.07.1--- წ.
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 2----------
ნასამართლეობა: მქონე
საცხოვრებელი ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფელი ო-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე -ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 16 იანვრის შემაკავებელი ორდერით თ-------------ს ერთი თვის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი, მისი მეუღლე ლ--–--------, ასევე მას აეკრძალა მსხვერპლთან ლ--–--------სთან ნებისმიერ სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2019 წლის 18 იანვარს თ-------------მ დაარღვია 2019 წლის 16 იანვარის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, მივიდა მარტვილის რაიონის სოფელ ო-------ში, შემაკავებელი ორდერით მსხვერპლად ცნობილ ლ--–--------ს საცხოვრებელ სახლში.
2. ბრალდებულმა თ-------------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
4. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სამართლებრივი შეფასება:
5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ-------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა თ-------------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს თ-------------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6. თ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს.
7. თ-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
10. ბრალდებულ თ-------------ს მიერ სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11. თ-------------ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.
12. სენაკის რაიონული სასამართლოს 02.10.2017 წლის განაჩენით თ------------- საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა 2017 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით და საბოოლოდ განაჩენთა ერთობლიობით თ-------------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ თ-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.
3. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე