გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002102311
№3-681/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - შპს „სუ---- ავტო კრ------ი“
წარმომადგენელი - თე---- ჭუ--------ე
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - არ---– ხა------
მესამე პირი - თენ---- ფა--------ე
დავის საგანი - სააღსრულებო ბიუროს წერილის ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სს „პრ---რ------ ბანკმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა, A1--------------- სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2--- წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2--- წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულებაზე.
1.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით, სასამართლოს 2--- წლის 14 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული თენ---- ფა--------ე.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ სამეწარმეო საქმიანობაა ავტოლომბარდი, რომელიც სესხებს გასცემს ავტომანქანის უზრუნველყოფით.
2015 წლის 16 მარტს თენ---- ფა--------ემ მიმართა შპს „სუ---- ავტო კრ------ს“ სესხის თაობაზე და უზრუნველყოფის მიზნით წარადგინა, მის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა O------------- სარეგისტრაციო ნომერი: NS-----, გამოშვების წელი - 1---, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი: №V------------------. თენ---- ფა--------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და სესხის უზრუნველყოფის სალომბარდო №5------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თენ---- ფა--------ემ შპს „სუ---- ავტო კრ------ისაგან“ 1 წლის ვადით აიღო სესხი, 995 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და გაცემული იქნა ყოველთვიურად 6%-ში. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 16 რიცხვში, კრ------ორზე გადაეხადა 59.7 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, ასევე, ყოველ მე-3 თვეში მართვის საკომისიო, 24 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში.
სესხის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებელმა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა საკუთრების უფლებით გაუფორმა შპს „სუ---- ავტო კრ------ს“. ამავე ხელშეკრულების 4.7 პუნქტის თანახმად კი, მოსარჩელემ მსესხებელს დროებით სარგებლობაში განკარგვის (მართვის) უფლებით გადასცა უზრუნველყოფის საგანი, ავტომანქანა, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხისა და მასთან დაკავშირებული სესხის სარგებლის ვადაში დაფარვის შემთხვევაში, კრ------ორი უკან გადაუფორმებდა მსესხებელს.
თენ---- ფა--------ე არ ასრულებდა სესხით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რის გამოც 2--- წლის 25 მაისის მდგომარეობით მას შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ მიმართ გააჩნდა დავალიანება, 2885.02 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. შესაბამისად, სალომბარდო ხელშეკრულების 3.1; 3.3 და 3.4 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის რიცხვიდან მეოთხე კალენდარულ დღეს ნებაყოფლობით წარედგინა დალომბარდებული ავტომანქანა კრ------ორთან, რაც თენ---- ფა--------ეს არ განუხორციელებია, რის გამოც შპს „სუ---- ავტო კრ------მა“ მიმართა რაიონულ სასამართლოს, თენ---- ფა--------ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე N2------6) შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, თენ---- ფა--------ეს შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1729.1 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 121 ლარის გადახდა. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სასამართლომ გადაწყვიტა, სესხის უზრუნველყოფის საგანის რეალიზაცია, ხოლო უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის განხორციელება, მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ქონებიდან.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და აღსრულების მიზნით იგი წარედგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
2--- წლის 29 აგვისტოს შპს „სუ---- ავტო კრ------მა“ მიიღო აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება, A1--------------- სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებაში (საქმე A--------) არსებულ სააღსრულებო ფურცელს (27.07.2--- წლის სამოქალაქო საქმეს N2----------.) უბრუნებს შპს „სუ---- ავტო კრ------ს“, შეუსრულებელი სახით, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრულია აღსრულების წესი, რაც, მოპასუხის შეხედულებით გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონების რეალიზაცია, ხოლო, ვინაიდან გირავნობის საგანი, ავტომანქანა არ ირიცხება მოვალის (თენ---- ფა--------ის) სახელზე, ვერ ხერხდება მისი რეალიზაცია.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2--- წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება A1--------------- სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ, არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
სააღსრულებო ფურცლით დადგენილია, დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მოხდეს სესხის უზრუნველყოფის საგნის, O------------- ავტომანქანის რეალიზაცია და სააღსრულებო ფურცელში არ არის აღნიშნული, რომ სესხის უზრუნველყოფის საგანი უნდა იყოს მოვალის სახელზე რეგისტრირებული. სასამართლომ დაადგინა სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია და აღნიშნული გადაწყვეტილება ამ წესით უნდა აღსრულდეს.
თუკი სააღსრულებო ბიურო ვერ ახდენს გადაწყვეტილების აღნიშნული პუნქტის აღსრულებას, ანუ, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციას, ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია ასევე, თანხის ამოღება მოპასუხის ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაციით, რომლის აღსრულებაზეც სააღსრულებო ბიურომ უსაფუძვლოდ განაცხადა უარი.
კონკრეტულ შემთხვევაში სააღსრულებო ბიურომ განმარტა, რომ ვერ ხერხდება ავტომანქანის რეალიზაცია, ვინაიდან გირავნობის საგანი არ ირიცხება მოვალის სახელზე და ამის გამო უკან დააბრუნა სააღსრულებო ფურცელ, რაც მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მოთხოვნებს.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარის, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:
2--- წლის 26 ივლისის სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება, კრ------ორის - შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ განცხადების საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 25 ივლისის №2------6 სააღსრულებო ფურცლის წარდგენის გზით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრ------ორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, თანხის ამოღების მიზნით უნდა განხორციელებულიყო უზრუნველყოფის საგნის - ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია. ამასთან, დადგენილია, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.
ვალდებულების უზრუნველყოფა მისი სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით გულისხმობს კონკრეტული მატერიალური სიკეთის ხარჯზე დადასტურებული ფულადი ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, კრ------ორი უფლებამოსილია დამდგარი მატერიალური დანაკლისი აინაზღაუროს კონკრეტული ქონების ხარჯზე.
აღმასრულებელმა ყურადღება მიაქცია იმ გარემობას, რომ მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს, როგორც სესხის გაცემის, ასევე, დღეის მდგომრებით, წარმოადგენს კრ------ორი (მოსარჩელე) და მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას მოსარჩელე მხარეც ადასტურებს.
შესაბამისად, სახეზეა ისეთი სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულობა, რაც გამორიცხავს კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი წესით აუქციონზე რეალიზაციას, ვინაიდან ის უკვე წარმოადგენს, კრ------ორის საკუთრებას. შესაბამისად, აღსრულება მოვალის სხვა დანარჩენ ქონებაზეც ვერ იქნებოდა მიქცეული, რის გამოც საარსრულებო ფურცელი 2--- წლის 22 აგვისტოს უკან დაუბრუნდა კრ------ორს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების გათვალისწინებით, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფორმალური და მატერიალური საფუძვლები.
3.ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 16 მარტს თენ---- ფა--------ემ მიმართა შპს „სუ---- ავტო კრ------ს“ სესხის თაობაზე და უზრუნველყოფის მიზნით წარადგინა, მის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა O------------- სარეგისტრაციო ნომერი: NS-----, გამოშვების წელი - 1---, ავტომანქანის ტიპი-უნივერსალი, ავტომანქანის ფერი-ლურჯი 5/8, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი: №V------------------.
თენ---- ფა--------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და სესხის უზრუნველყოფის სალომბარდო №5------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თენ---- ფა--------ემ შპს „სუ---- ავტო კრ------ისაგან“ ერთი წლის ვადით აიღო სესხი, 995 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და გაცემული იქნა ყოველთვიურად 6%-ში. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 16 რიცხვში, კრ------ორზე გადაეხადა 59.7 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, ასევე, ყოველ მე-3 თვეში მართვის საკომისიო, 24 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის უზრუნველყოფის №5------- სალომბარდო ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებელმა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა საკუთრების უფლებით გაუფორმა შპს „სუ---- ავტო კრ------ს“, ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.7 პუნქტის თანახმად კი, მოსარჩელემ მსესხებელს დროებით სარგებლობაში განკარგვის (მართვის) უფლებით გადასცა უზრუნველყოფის საგანი, ავტომანქანა, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხისა და მასთან დაკავშირებული სესხის სარგებლის ვადაში დაფარვის შემთხვევაში, კრ------ორი უკან გადაუფორმებდა მსესხებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის უზრუნველყოფის №5------- სალომბარდო ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. თენ---- ფა--------ე არ ასრულებდა სესხით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რის გამოც 2--- წლის 25 მაისის მდგომარეობით მას შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ მიმართ გააჩნდა დავალიანება, 2885.02 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. შესაბამისად, სალომბარდო ხელშეკრულების 3.1; 3.3 და 3.4 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის რიცხვიდან მეოთხე კალენდარულ დღეს ნებაყოფლობით წარედგინა დალომბარდებული ავტომანქანა კრ------ორთან, რაც თენ---- ფა--------ეს არ განუხორციელებია, რის გამოც შპს „სუ---- ავტო კრ------მა“ მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, თენ---- ფა--------ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე №2------6) შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, თენ---- ფა--------ეს შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1729.1 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 121 ლარის გადახდა. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სასამართლომ გადაწყვიტა, სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია, ასევე, გადაწყვიტა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის განხორციელება, მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ქონებიდან.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2------6).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება;
- 2--- წლის 25 ივლისს გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი;
- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 2--- წლის 26 ივლისის სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება, კრ------ორის - შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ განცხადების საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 25 ივლისის №2------6 სააღსრულებო ფურცლის წარდგენის გზით.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტის მიერ 2--- წლის 22 აგვისტოს წერილით შპს „სუ---- ავტო კრ------ს“ ეცნობა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო აღსრულების ქვემდებარე აქტი (27.07.2--- წლის სამოქალაქო №2----------. სააღსრულებო წარმოება A--------). კრ------ორ შპს „სუ---- ავტო კრ------ს“ შეუსრულებელი სახით უკან უბრუნდებოდა სააღსრულებო ფურცელი და წინასწარი საფასური, იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრულია აღსრულების წესი, რაც, მოპასუხის შეხედულებით გულისხმობს პირველ რიგში სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონების რეალიზაციას.
ამის შედეგად, სააღსრულებო წარმოება დასრულდა. აღნიშნული წერილი და სააღსრულებო ფურცელი კრ------ორ შპს „სუ---- ავტო კრ------ს“ ჩაბარდა, 2--- წლის 29 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2--- წლის 22 აგვისტოს წერილი;
- ცნობა საარსრულებო წარმოების დამთავრების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია კრ------ორისა და მოვალის უფლებამოსილებანი. 1-ლი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, კრ------ორსა და მოვალეს უფლება აქვთ:
ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;
ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
მოსარჩელე მხარემ ამ წესის გამოყენებით აღძრა სარჩელი სასამართლოში აჭარისა და გურიის საარსრულები ბიუროს მიმართ და მოითხოვა აღმასრულებლის მიერ დასრულებული სააღსრულებო საქმის წარმოების უკანონოდ შეფასება და მისი განახლება.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა;
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილია აღსრულების დაწყების საფუძვლები და წესი. კერძოდ, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
25-ე მუხლისმე-3 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება წარედგინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე №2------6) შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, თენ---- ფა--------ეს შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1729.1 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 121 ლარის გადახდა. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სასამართლომ გადაწყვიტა, სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია, ასევე, გადაწყვიტა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის განხორციელება, მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ქონებიდან.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2------6) და 2--- წლის 27 ივლისს იგი შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ მიერ აღსრულების მიზნით იგი წარედგინა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რის საფუძველზეც თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო საქმე.
სასამართლოს მიერ დადგენილია ისიც, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტმა 2--- წლის 22 აგვისტოს წერილით შპს „სუ---- ავტო კრ------ს“ აცნობა, რომ მას შეუსრულებელი სახით უკან უბრუნდებოდა სააღსრულებო ფურცელი და წინასწარი საფასური, იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრულია აღსრულების წესი, რაც, მოპასუხის შეხედულებით გულისხმობს პირველ რიგში სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონების რეალიზაციას. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში გირავნობის საგანი, ავტომანქანა არ ირიცხებოდა მოვალის (თენ---- ფა--------ე) სახელზე, ვერ ხერხდებოდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია. ამის შედეგად, სააღსრულებო წარმოება დასრულდა.
მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, აღმასრულებლის აღნიშნული ქმედების, სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნებისა და ამ გზით სააღსრულებო წარმოების დამთავრების უკანონოდ შეფასება სასამართლოს მიერ და მოპასუხე მხარისათვის აღსრულების განხორციელების დავალდებულება, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2--- წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, სესხის უზრუნველყოფის საგნის, ავტომანქანის რეალიზაციის გზით.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საფუძველები რეგლამენტირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით:
1. სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს:
ა) კრედიტორის განცხადებით;
ბ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ ქონება იქ არ იმყოფება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით;
გ) თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება;
დ) ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე;
ვ) თუ ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსებს წინასწარი საფასურის თანხას იმ ოდენობამდე, რომელიც დადგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასების შედეგად, ან არ შეიტანს წინასწარი საფასურის თანხას, თუკი სააღსრულებო წარმოება დაიწყო კრედიტორის მიერ წინასწარი საფასურის გადახდის გარეშე.
11. თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდება კრედიტორს, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.
12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმავე პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვამდე კრედიტორი უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების 1 წლით გაგრძელება, რისთვისაც იგი იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით. ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე კრედიტორი ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში უფლებამოსილია ყოველწლიურად მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების გაგრძელების თაობაზე.
2. სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო ამ კანონით დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ამავე საქმესთან დაკავშირებით ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნების საფუძველს წარმოადგენდა, სააღსრულებო ფურცელში მოცემული აღსრულების წესი, რომელიც აღმასრულებლის შეხედულებით არ იძლეოდა შესაძლებლობას, აღსრულება მიქცეულიყო გირავნობის საგანზე, რასაც მოითხოვდა კრ------ორი, შპს „სუ---- ავტო კრ------ი“. მოპასუხის შეხედულებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გირავნობის საგანი, ავტომანქანა ირიცხებოდა თავად კრედიტორის, შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ და არა, მოვალის (თენ---- ფა--------ე) სახელზე, რის გამოც მასზე შეუძლებელი იყო აღსულების მიქცევა, რადგანაც გირავნობის საგანი უკვე გადავიდა კრედიტორის საკუთრებაში და ის გირავნობის საგანს აღარ წარმოადგენს.
ამასთან, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელი თავისი შინაარსით არ იძლევა იმის შესაძლებლობას, აღსრულება მიქცეული იქნას მოვალის სხვა ქონებაზე, რაც შპს „სუ---- ავტო კრ------ს“ სურს, რადგანაც ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიყიდებოდა გირავნობის საგანი, ავტომანქანა და მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების დაფარვისთვის.
6.4. სასამართლო მიიჩნევს, დავის სამართლბრივი რეგულაციისათვის საჭიროა განიმარტოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით (საქმე №2------6) მოცემული აღსრულების წესი.
სასამართლოს 2--- წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2------6) დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და სესხის უზრუნველყოფის სალომბარდო ხელშეკრულება №5-------, რომლის თანახმადაც, თენ---- ფა--------ემ შპს „სუ----ავტოკრ------ისაგან“ ერთი წლის ვადით აიღო სესხი, 995 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლით და აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებელმა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა საკუთრების უფლებით გადაუფორმა შპს „სუ---- ავტო კრ------ს“ ისე, რომ მსესხებელს არ შეუძენია მასზე საკუთრება.
ხელშეკრულების 4.14. პუნქტის თანახმად, სესხის სახით აღებული თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ კი არ იქნება საკმარისი უზრუნვეყოფილი ქონება, კრედიტორი უფლებამოსილია, მოითხოვოს მსესხებლის სხვა ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ქონებიდან, სესხის, სესხის სარგებლის და ასევე, პირგასამტეხლოს ამოღება.
სასამართლო გადაწყვეტილებით ასევე, დადგენილია, რომ თენ---- ფა--------ეს ვალდებულება არ აქვს შესრულებული და არც უზრუნველყოფის საგანი წარადგინა კრედიტორთან, რომ კრედიტორს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოეხდინა, სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია. თუკი თენ---- ფა--------ე ნებაყოფლობით წარადგენდა კრედიტორთან სესხის უზრუნველყოფის საგანს, ავტომანქანას, მაშინ შპს „სუ---- ავტო კრ------ი“ თავად მოახდენდა სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციას და დაიკმაყოფილებდა მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოვალეს არ დაუკმაყოფილებია კრედიტორის, შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ მოთხოვნა.
2--- წლის 25 ივლისს სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (საქმე №2------6) მითითებულია შემდეგი: დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით რეალიზებული იქნას სესხის უზრუნველყოფის საგანი, ავტომანქანა O------------- სარეგისტრაციო ნომერი: NS-----, გამოშვების წელი - 1---, ავტომანქანის ტიპი-უნივერსალი, ავტომანქანის ფერი-ლურჯი 5/8, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი: №V------------------. უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობისას, დავალიანების დაფარვა განხორციელდეს მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი, ან მოძრავი ქონებიდან.
ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოპასუხე თენ---- ფა--------ისათვის დაკისრებული დავალიანების გადახდა უპირველესად უნდა მომხდარიყო, უზრუნველყოფილი მოთხოვნის სახით, გირაოს საგნის იძულებითი გაყიდვით, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით დავალიანების დაფარვის წესი დადგენილია ასევე, არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის სახითაც, მოვალის ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
დადგენილია და უდავო, რომ კონკრეტული მოცემულობების პირობებში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება გიროას საგნით ვერ მოხერხდა, როგორც მხარეები მიუთითებენ, გირაოს საგანი, ავტომანქანა, რომელიც მოვალესთან ინახებოდა, აღსრულების დროს აღარ არსებობდა. ამასთან, მოასუხე მიიჩნევს, რომ ის კრედიტორის საკუთრებაშია უკვე აღრიცხული და კრედიტორის საკუთრებაში არსებული ნივთის იძულების წესით გაყიდვას, კანონი არ ითვალისწინებს.
ასეთ შემთხვევაში, როდესაც გირაოს საგნით ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა, თვითონ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელდეს მოვალის (თენ---- ფა--------ის) კუთვნილი ნებისმიერი უძრავი, ან მოძრავი ქონებით და აღსრულების ამ წესის რეალიზებისათვის საჭირო არ არის დამატებით სხვა სააღსრულებო ფურცლის გამოწერა, ან კრედიტორის მიერ სხვა რაიმე მოქმედების განხორციელება.
ამ მხრივ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო დავის განმხილველი სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ სესხის უზრუნველყოფის საგანი, ავტომანქანა O------------- აღრიცხული იყო კრედიტორზე, შპს „სუ---- ავტო კრ------ზე“, თუმცა ამის მიუხედავად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლომ 2--- წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, მიიჩნია, რომ დავალიანების დაფარვა უზრუნველყოფის საგნის, ანუ კრედიტორის სახელზე აღრიცხული ავტომანქანის (გირაოს საგნის) რეალიზაციით უნდა მომხდარიყო და მიღებული თანხის არასაკმარისობისას, დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი, ან მოძრავი ქონებიდან.
სასამართლო გადაწყვეტილებით არ არის დათქმული, რომ სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოვალის სახელზე იქნება რეგისტრირებული.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
ამდენად, აღმასრულებელი ვალდებული იყო, თუ სახეზე იქნებოდა გირაოს საგანი, მისი კრედიტორის სახელზე აღრიცხვის მიუხედავად მოეხდინა ავტომანქანის იძულებითი რეალიზაცია, რადგანაც ეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადგენილი. შესაბამისად, მოპასუხე მხარის ის მოსაზრება, რომ კრედიტორის საკუთრებაშია უკვე აღრიცხული და კრედიტორის საკუთრებაში არსებული ნივთის იძულების წესით გაყიდვის უფლება აღმასრულებელს არ გააჩნდა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც აღარ არსებობს უზრუნველყოფის საგანი, აღმასრულებლისათვის მოთხოვნილი იქნა აღსრულების მიქცევა მოვალის სხვა დანარჩენ ქონებაზე, რაც მოპასუხის მხრიდან არ იქნა გაზიარებული.
სასამართლო განმარტავს, ის გარემოება, რომ ვერ მოხდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია, აღმასრულებლისათვის არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, აღსრულება დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულება მიაქციოს მოვალე თენ---- ფა--------ის სხვა ქონებაზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანიონთ განსაზღვრული წესის შესაბამისად, 2--- წლის 25 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე №2------6).
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილია, აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი. მე-5 პუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) გადახდევინება:
ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებას, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;
ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული პენსიიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლიდან;
ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან;
ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს;
გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კი აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა, გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, მოსარჩელისათვის 2--- წლის 22 აგვისტოს უკან დაებრუნებინა სააღსრულებო ფურცელი და შესაბამისად, ასეთი ქმედება წინააღმდეგობაში მოდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, რითაც შეილახა კრედიტორის, შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ კანონიერი უფლება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი:
1. კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ:
ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას;
ბ) მორიგდნენ;
გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე;
დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;
ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;
ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
ამდენად, კრედიტორის ერთ-ერთ უფლებას წარმოადგენს აღმასრულებლის ქმედების გასაჩივრების უფლება, სასამართლო წესით.
ამას გარდა, სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „სუ---- ავტო კრ------ის“, როგორც კრედიტორის საპროცესო უფლებასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოსარჩელე მხარის, შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ მიერ მისი საპროცესო უფლებამოსილება რეალიზებული იქნა განსახილველი სარჩელით, რომლითაც ის მოითხოვს, მოპასუხე მხარისათვის აღსრულების განხორციელების დავალდებულებას, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, 2--- წლის 25 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე №2------6), მოვალის კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამავე კოდექსის 331-ე მუხლით განსაზღვრულია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
6.7. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედების შედეგად, რომელიც ეწინააღმდეგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს ადგება მოსარჩელე შპს „სუ---- ავტო კრ------ის“ კანონიერ უფლებას და ინტერესს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაევალოს,კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, 2--- წლის 25 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე №2------6), მოვალის კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე,23-ე, 32-ე და 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „სუ---- ავტოკრ------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:
- გაუქმდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2--- წლის 22 აგვისტოს №A1--------------- წერილი, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ.
- სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 15 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, 2--- წლის 25 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე №2------6), მოვალის კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
2. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 100 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე