განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2019
საქმის ნომერი
330100118002650217
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4----18

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოსხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - დ----- მ---------–---–ის,ბრალდებულ - ა---– ა-–-----------ის,ადვოკატის - კ------- ვ---–---ის,თარჯიმან - ვ-----–- მ----------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---– ა-–-----------ის, დაბადებულის 1--- წლის 2--------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ფ-------–-----–----------–----------ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით წარდგენილი ბრალის გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---– ა-–-----------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

ა---– ა-–-----------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 0,064 გრამი, რაც იმავე დღესვე ს------– ფ-------–აში ი------–----------–ის ქუჩაზე 100 ლარის სანაცვლოს ასევე უკანონოდ გაასაღა გ------- კ-----ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს, საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისი ს------–ი ფ-------–ა, რ------------------–--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- კ-----ისგან იქნა ამოღებული.

ა---– ა-–-----------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 0,206 გრამი, რაც იმავე დღესვე ს------– ფ-------–აში ი------–----------–ის ქუჩაზე 200 ლარის სანაცვლოს ასევე უკანონოდ გაასაღა გ------- კ-----ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს, საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისი ს------–ი ფ-------–ა, რ------------------–--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- კ-----ისგან იქნა ამოღებული.

ბრალდებულმა ა---– ა-–-----------მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ა---– ა-–-----------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა---– ა-–-----------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 0,064 გრამი და 0,206 გრამი, რაც იმავე დღესვე ს------– ფ-------–აში ი------–----------–ის ქუჩაზე 100 და 200 ლარის სანაცვლოს ასევე უკანონოდ გაასაღა გ------- კ-----ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს, საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისი ს------–ი ფ-------–ა, რ------------------–--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- კ-----ისგან იქნა ამოღებული.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - გ------- კ-----ის პატაკით, მოწმეების გ------- კ-----ის, ა-–---- კ--------ის, მ-----– ტ--------–--ის და ა---– ა-–-----------ის გამოკითხვის ოქმებით, თანხის წარმოდგენის, გადაცემის და დათვალიერების ოქმებით, ბრალდებული ა---– ა-–-----------ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმებით, საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, კრეფსებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ნიმუშის აღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც უდავოდ სცნო დაცვის მხარემ, დადასტურდა ა---– ა-–-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა სცნეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენხვა, გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურის ისე საზღაურის გარეშე, როგორიცაა გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში და ასე შემდეგ. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა პირზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა---– ა-–-----------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ა---– ა-–-----------მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ა---– ა-–-----------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---– ა-–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა---– ა-–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

2. ა---– ა-–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

3. ა---– ა-–-----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 აგვისტოდან;

4. ა---– ა-–-----------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5. 4 (ოთხი) ცალი დისკი, რომელიც გადაგზავნილია ს----------------------–---------- დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; კრებსითი ამონაბეჭდები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში და პოლიეთილენის ნაჭრები (შესაფუთი მასალა) ა---– ა-–-----------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ლევ--------------–--------–-----------------–----------------------------– ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი