განაჩენი

სისხლის სამართლის 25.03.2019
საქმის ნომერი
330100118002678475
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1--------

#(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - მ-----– ს-------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

ა-–---------- ლ------ - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ-------------, შ----------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–----------------------, კ-------------, ბ-------.

 

ადვოკატი - მ------ ბ-–---ე

 

კვალიფიკაცია:

ა-–---------- ლ------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2014 წლის 14 მაისიდან - 2018 წლის 12 მაისამდე პერიოდში, შპს „მ------ის “ (ს/ნ 2--------) დირექტორმა ა-–---------- ლ------მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საზოგადოების კუთვნილი პროდუქცია და ფულადი თანხა ჯამში 125 722 ლარის ოდენობით, კერძოდ: 105 261 ლარის ღირებულების პროდუქცია და ასევე პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 20 461 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება,თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა,ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

2.1. ბრალდებულმა ა-–---------- ლ------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2014 წლის 14 მაისიდან - 2018 წლის 12 მაისამდე პერიოდში, შპს „მ------ის “ (ს/ნ 2--------) დირექტორმა ა-–---------- ლ------მ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგეობაში არსებული საზოგადოების კუთვნილი პროდუქცია და ფულადი თანხა ჯამში 125 722 ლარის ოდენობით, კერძოდ: 105 261 ლარის ღირებულების პროდუქცია და ასევე პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 20 461 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.

 

2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–---------- ლ------მ ჩადინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში აღნიშნულია, რომ კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

2.5. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ა-–---------- ლ------მ 2014 წლის 14 მაისიდან - 2018 წლის 12 მაისამდე პერიოდში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისა საზოგადოების კუთვნილი პროდუქცია და ფულადი თანხა ჯამში 125 722 ლარის ოდენობით.

 

2.6. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–---------- ლ------მ ჩაიდინა მითვისება დიდი ოდენობით.

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ა-–---------- ლ------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების: ს----–- ბ----ს, ბ------ კ-----–--ს, ზ---- კ-----–--ს, ა---- ა-------ს, ვ----– გ----------ის, ი-–-- ა-–------–---–ის, გ------- ხ-----–---–ის, ლ---- ც---–---ის, ლ---- შ-------ის, ვ----–-- კ--–---------ის, რ----- ა-–------–---–ის, მ----- კ-------ას გამოკითხვის ოქმები; ინვენტარიზაციის აქტი; შპს „მ------იდან“ ამოღებული დოკუმენტაცია; ბანკებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია; 1--------- წლის თემატური რევიზიის აქტი; დათვალიერების ოქმები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–---------- ლ------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგეობაში იმყოფებოდა, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა-–---------- ლ------ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ა-–---------- ლ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

5.2. ა-–---------- ლ------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ა-–---------- ლ------ წარსული ნასამართლობა მოხსნილი აქვს, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ა-–---------- ლ------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ა-–---------- ლ------ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას თავისუფლების აღკვეთა.

 

7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. სს ,,ს----------–-----------ან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია ,,01” ცალი დისკად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.2. შპს ,,მ------იდან“ ამოღებული დოკუმენტაცია, მოთავსებული ,,01“ ტომარაში, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საგამოძიებო ორგანოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–---------- ლ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ა-–---------- ლ------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

3. ა-–---------- ლ------ს 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

 

4. ა-–---------- ლ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2-------------ის საოქმო განჩინებით ა-–---------- ლ------ს (პირადი ნომერი N-----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა ი---- ზ--------ის (პირადი 0----------) საკუთრებაში არსებულ ქალაქი თბილისი, მასივი გ-–-----, მ------------------, კ-------------, ბ------- მდებარე უძრავი ქონების, ფართი 69,10 კვ.მ. საკადასტრო კოდით N------------------------ გირაოს ფულადი თანხის - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა.

 

5. ა-–---------- ლ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანიდან -2019 წლის 25 მარტიდან.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

6.1. სს ,,ს----------–-----------ან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია ,,01” ცალი დისკად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.2. შპს ,,მ------იდან“ ამოღებული დოკუმენტაცია, მოთავსებული ,,01“ ტომარაში, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/