გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4444-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - ბ--------------------ე
წარმომადგენელი - ლ---------------------ე
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - დ--------------ე
მესამე პირი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - მ-----------------
დავის საგანი -ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასცეს ბ--------------------ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ, ქ. თბილისის ვ--------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უ----------------------------ლის მიერ ამოღებულ N0------------ სააღსრულებო საქმეში არის თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით შესწორებული სააღსრულებო ფურცელი N----------- (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ.: 05.12.2018წ. და 27.12.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმები).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეეგიის 2006 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N-----------) დაკმაყოფილდა ბ--------------------ის სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებს - ჯ--------------------ს და ა-------–-------–ს მის სასარგებლოდ დაეკისრათ ფულადი თანხა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე, 2007 წლის 30 მაისს, გაიცა სააღსრულებო ფურცელი N-----------.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით, ბ--------------------ის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 08 ნოემბრის N----------- გადაწყვეტილებაზე 2007 წლის 30 მაისს გაცემულ N----------- სააღსრულებო ფურცელში შეტანილ იქნა შესწორება მოპასუხეების (მოვალეთა) მისამართებთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განჩინება (ს.ფ. 14).
4.1.2. საქმეში წარმოდგენილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 27 თებერვლის N----- წერილით დასტურდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ გაცემული N---------- განჩინება საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე, რომლის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უ----------------------------ელს ნება დაერთო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან ამოეღო ბ--------------------ის N0------------ სააღსრულებო წარმოების მთლიანი საქმე დედნებით. 2013 წლის 20 თებერვალს ქ. თბილისის ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უ----------------------------ელმა ჭ---–-----–-----მა განახორციელა საგამოძიებო მოქმედება და ამოიღო აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისწარმოების განყოფილების არქივიდან N0------------ სააღსრულებო საქმე (დედანი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 27 თებერვლის N----- წერილი (ს.ფ. 15).
4.1.3. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 14 მარტს, ბ--------------------ის წარმომადგენელმა ლ---------------------ემ N----- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც მოითხოვა ინფორმაციის გაცემა, კერძოდ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საარქივო მასალებში იძებნებოდა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წლის 30 მაისს გაცემული N----------- სააღსრულებო ფურცელი და 2007 წლის განჩინებით შესწორებული სააღსრულებო ფურცელი დედნების სახით, რომლის თანახმად ა-------–-------–ის და ჯ--------------------ს ბ--------------------ის სასარგებლოდ დაეკისრათ ფულადი ვალდებულების შესრულება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 16 მარტის N----- წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიღებული პასუხიდან კი გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული საქმის დედანი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 იანვრის განჩინებისა და იმავე წლის 20 თებერვლის ამოღების ოქმით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივიდან ამოღებული იქნა შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უ----------------------------ლის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 16 მარტის N----- წერილი (ს.ფ. 16).
4.1.4. დადგენილია, რომ ბ--------------------ის წარმომადგენელმა ლ---------------------ემ N------- განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ას, რომლითაც მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, ქ. თბილისის ვ--------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უ----------------------------ლის მიერ ამოღებულ N0------------ სააღსრულებო საქმეში იყო თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით შესწორებული სააღსრულებო ფურცელი N-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ლ---------------------ის N------- განცხადება (ს.ფ. 17-18).
4.1.5. საქმეზე დადგენილია, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ას, ბ--------------------ის წარმომადგენლის N------- განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია არ გაუცია.
სხდომაზე წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 25 დეკემბრის M---------------- წერილით კი დასტურდება, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მ--------------–--იდან ინფორმაცია არ გაცემულა, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინფორმაცია გაიცემოდა მხოლოდ საქმეში მხარედ წარმოდგენილ სუბიექტზე, ხოლო ბ--------------------ე საქმეში ამ ეტაპზე არ წარმოადგენდა მხარეს და სარგებლობდა მოწმის სტატუსით, შესაბამისად, სისხლის სამართლის N------------ საქმეში არსებული მასალების შესახებ ინფორმაცია მოსარჩელისთვის არ ყოფილა გადაცემული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 25 დეკემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 74).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბ--------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, ქმედების განხორციელების მოთხოვნით.
ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიღება, კერძოდ, ქ. თბილისის ვ--------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უ----------------------------ლის მიერ ამოღებულ N0------------ სააღსრულებო საქმეში არის თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით შესწორებული სააღსრულებო ფურცელი N-----------.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლი ადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეეგიის 2006 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N-----------) დაკმაყოფილდა ბ--------------------ის სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებს - ჯ--------------------ს და ა-------–-------–ს მის სასარგებლოდ დაეკისრათ ფულადი თანხა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე, 2007 წლის 30 მაისს, გაიცა სააღსრულებო ფურცელი N-----------. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით, ბ--------------------ის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 08 ნოემბრის N----------- გადაწყვეტილებაზე 2007 წლის 30 მაისს გაცემულ N----------- სააღსრულებო ფურცელში შეტანილ იქნა შესწორება მოპასუხეების (მოვალეთა) მისამართებთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ გაცემული N---------- განჩინება საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე, რომლის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უ----------------------------ელს ნება დაერთო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან ამოეღო ბ--------------------ის N0------------ სააღსრულებო წარმოების მთლიანი საქმე დედნებით. 2013 წლის 20 თებერვალს ქ. თბილისის ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უ----------------------------ელმა ჭ---–-----–-----მა განახორციელა საგამოძიებო მოქმედება და ამოიღო აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისწარმოების განყოფილების არქივიდან N0------------ სააღსრულებო საქმე (დედანი).
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 14 მარტს, ბ--------------------ის წარმომადგენელმა ლ---------------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც მოითხოვა ინფორმაციის გაცემა, კერძოდ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საარქივო მასალებში იძებნებოდა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წლის 30 მაისს გაცემული N----------- სააღსრულებო ფურცელი და 2007 წლის განჩინებით შესწორებული სააღსრულებო ფურცელი დედნების სახით, რომლის თანახმად ა-------–-------–ის და ჯ--------------------ს ბ--------------------ის სასარგებლოდ დაეკისრათ ფულადი ვალდებულების შესრულება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 16 მარტის N----- წერილით განცხადებელს განემარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიღებული პასუხიდან კი გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული საქმის დედანი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 იანვრის განჩინებისა და იმავე წლის 20 თებერვლის ამოღების ოქმით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივიდან ამოღებული იქნა შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უ----------------------------ლის მიერ.
დადგენილია ასევე, რომ ზემოაღნიშნულის შემდეგ, ბ--------------------ის წარმომადგენელმა ლ---------------------ემ N------- განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ას, რომლითაც მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, ქ. თბილისის ვ--------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უ----------------------------ლის მიერ ამოღებულ N0------------ სააღსრულებო საქმეში იყო თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით შესწორებული სააღსრულებო ფურცელი N-----------. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ას, ბ--------------------ის წარმომადგენლის N------- განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია არ გაუცია.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ინფორმაციის გაცემა, რომელიც წარმოადგენს ქმედებას და მისი განხორციელების ვალდებულებაც კანონმდებლობით აკისრია ადმინისტრაციულ ორგანოს. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ითხოვს ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, არის თუ არა ქ. თბილისის ვ--------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უ----------------------------ლის მიერ ამოღებულ N0------------ სააღსრულებო საქმეში, რომელშიც თავად წარმოადგენს კრედიტორს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით შესწორებული სააღსრულებო ფურცელი N-----------, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან, ზემოაღნიშნული საქმის დედნის შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უ----------------------------ლის მიერ საგამოძიებო მოქმედების შედეგად არქივიდან ამოღების გამო.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოხსენებული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს ბ--------------------ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს გასცეს ბ--------------------ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
8. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” და ,,უ” ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ--------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასცეს ბ--------------------ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ, ქ. თბილისის ვ--------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უ----------------------------ლის მიერ ამოღებულ N0------------ სააღსრულებო საქმეში არის თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით შესწორებული სააღსრულებო ფურცელი N-----------;
3. მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე