გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№030210017002175954
№2/1148-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.02.2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: ს- „ლ-------- ბ----“ ,წარმომადგენელი: ა-- ძ---------,მოპასუხეები: თ----- ა---–---, ვ------ ა---–---, მ------ ქ-----------
ვ------ ა---–---ს წარმომადგენელი: თ----- ა---–---.
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს: თ----- ა---–---ს, ვ------ ა---–---ს და მ------ ქ----------- (თავდებს თავდებობის ზღვრული ოდენობის 19894,52 ლარის ფარგლებში) მოსარჩელე ს- „ლ-------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N0002/2014/06386 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბ----ს წინაშე არსებული დავალიანება 8746,93 (ძირი: 7777,13 ლარი, პროცენტი - 717,42 ლარი და ჯარიმა - 252,38 ლარი) ლარი.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2014 წლის 22 თებერვალს მოსარჩელე ს- „ლ-------- ბ-----“ და მოპასუხე თ----- ა---–---ს შორის გაფორმდა N0002/2014/06386 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 11000 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 03.02.2021 წლამდე, ხოლო სარგებელი 18,50%-ით, პირგასამტეხლო - 0,50%-ით. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გასცა კრედიტი 11000 ლარის ოდენობით. მოპასუხის მიერ 07.05.2017 წლიდან დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში, რის გამოც მოსარჩელემ 11.01.2017 წელს შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ N0002/2014/06386 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 11.01.2017 წლის მდგომარეობით, შეადგენს 8746,93 (ძირი: 7777,13 ლარი, პროცენტი 717,42 ლარი, ჯარიმა 252,38 ლარი) ლარს.
N0002/2014/06386 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 02.22.2014 წელს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2014/06386-2, რომლის მიხედვით, ვ------ ა---–---მ (შემდგომში მოპასუხე) სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბ----ს წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 19894,52 ლარით.
N0002/2014/06386 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 02.22.2014 წელს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2014/06386-1, რომლის მიხედვით მ------ ქ----------- (შემდგომში მოპასუხე) სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბ----ს წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 19894,52 ლარით.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, მხოლოდ ძირი თანხის 7777,13 ლარის ნაწილში, ხოლო და--რჩენ ნაწილში, სარჩელი არ ცნეს იმაზე მითითებით, რომ თ----- ა---–--- 38 თვის განმავლობაში იხდიდა სესხის ვალდებულებით გათვალისწინებულ თანხებს და თვლიან, რომ ამ ვალდებულებიდან მხოლოდ სესხის ძირი თანხაა დარჩენილი გადასახდელად.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 22 თებერვლს ს- „ლ-------- ბ-----“ და თ----- ა---–---ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის №0002/2014/06386 ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი 11000 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 03.02.2021 წლამდე, სარგებელი განისაზღვრა 18.50%-ით, პირგასამტეხლო 0,50%-ით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება 2014 წლის 22 თებერვლის საბანკო კრედიტის N0002/2014/06386 ხელშეკრულებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.2. საბანკო კრედიტის N0002/2014/06386-1 და N0002/2014/06386-2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ს- „ლ-------- ბ-----“ მ------ ქ-----------ა და ვ------ ა---–---ს შორის, 2014 წლის 22 თებერვალს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული პასუხიმგებლობა თ----- ა---–---ს მიერ ვალდებულების შესრულებაზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება 2014 წლის 22 თებერვლის N0002/2014/06386-1 და N0002/2014/06386-2 თავდებობის ხელშეკრულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.3. მოპასუხეებმა 2017 ივლისის 05 ივლისიდან დაარღვიეს ხელშეკრულება და არ გადაიხადეს ხელშეკრულებით დაკისრებული თანხა, რის გამოც საბანკო კრედიტის №0002/2014/06386 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხებათ დავალიანება 8746,93 ლარის ოდენობით, საიდა--ც ძირი თანხაა 7777,13 ლარი, პროცენტი - 717,42 ლარი, ჯარიმა 252,38 ლარი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოებით, დავალიანების შესახებ ცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2014 წლის 22 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ დარიცხული სარგებელი და ჯარიმა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს: თ----- ა---–---ს, ვ------ ა---–---ს და მ------ ქ----------- მოსარჩელე ს- ,,ლ-------- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად №0002/2014/06386 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8746,93 ლარის გადახდა (თავდებებს მ------ ქ----------- და ვ------ ა---–---ს თავდებობის ზღვრული ოდენობის 19894,52 ლარის ფარგლებში) საიდა--ც სესხის ძირი თანხაა 7777,13 ლარი, პროცენტი - 717,42 ლარი და ჯარიმა - 252,38 ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 361-ე, 867-ე, 868-ე მუხლის პირველი ნაწილი, 891-ე, 893-ე, 895-ე, 403-ე, 411-ე, 417-ე , 418-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თა--ხმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თა--ხმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ ს- „ლ-------- ბ-----“ და თ----- ა---–---ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თა--ხმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს- „ლ-------- ბ----'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 7777,13 ლარის დაბრუნება.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, კერძოდ: ძირი თანხის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო გა--კვეთი.
საქმეში არსებული მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო გა--კვეთი განისაზღვრა 18,50%-ით. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო გა--კვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა პროცენტის თანხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს პროცენტის სახით უნდა დაეკისროს - 717, 42 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თა--ხმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თა--ხმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თა--ზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 252,38 ლარის გადახდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თა--ხმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკა--სკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თა--ბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ ს- „ლ-------- ბ-----“ და თ----- ა---–---ს შორის დადებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ვ------ ა---–---მ და მ------ ქ----------- 2014 წლის 22 თებერვალს დადებული თავდებობის ხელშეკრულებების თა--ხმად, სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა თ----- ა---–---ს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თითოეულმა 19894,52 ლარის ფარგლებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თავდებებს: ვ------ ა---–---ს და მ------ ქ----------- ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა, თ----- ა---–---ს მიერ 2014 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელეს სარჩელთან დაკავშირებით გადახდილი აქვს ბაჟი 307 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მომზადების სტადიაზე გაიხმო სარჩელი თ----- ა---–---ს მიმართ 1446.38 ლარის დაკისრების ნაწილში (მეორე სასარჩელო მოთხოვნა) და ამ ნაწილში მას დაუბრუნდა ბაჟი 44.1 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ბაჟიდან, რომელიც შეადგენს 262.9 ლარს, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელე ს- ,,ლ-------- ბ----ს” სასარგებლოდ, უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 29,15 ლარი, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 233,75 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე და 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ს- „ლ-------- ბ----ს“ სარჩელი, თ----- ა---–---ს, ვ------ ა---–---ს და მ------ ქ----------- მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხეებს თ----- ა---–---ს, ვ------ ა---–---ს და მ------ ქ----------- ს- „ლ-------- ბ----ს“ სასარგებლოდ 0002/2014/06386 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 8746,93 ლარის გადახდა (თავდებებს მ------ ქ----------- და ვ------ ა---–---ს თავდებობის ზღვრული ოდენობის 19894,52 ლარის ფარგლებში), საიდა--ც სესხის ძირი თანხაა 7777,13 ლარი, პროცენტი - 717,42 ლარი და ჯარიმა - 252,38 ლარი.
3. მოპასუხეებს თ----- ა---–---ს, ვ------ ა---–---ს, მ------ ქ----------- ს- „ლ-------- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 29,15 ლარის გადახდა.
4. ს- „ლ-------- ბ----“ მის მიერ გადახდილი ბაჟიდან დაუბრუნდეს 233,75 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 10.11.2017, საგადახდო დავალება N5136148997).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე