განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2019
საქმის ნომერი
140100118002709655
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002709655

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/461-18 25 მარტი, 2019 წელი

ქ.გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - მ-----– ბ-----–---–ის,ადვოკატ - ზ-------- თ----ის,ბრალდებულ - ა------- ო-----–---–--

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011220217003 საქმე ა------- ი-–------ ო-----–---–-- (დაბადებული 1--- წლის 17 სექტემბერს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ცხინვალი, კ----–-----------------ში, მცხოვრები: ქ.თბილისში, თ-------------–-------------------–----------------------------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ა------- ო-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის ნოემბრის თვიდან 2018 წლის მაისის თვის ჩათვლით, ა------- ო-----–---–ი სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას ყოფილ მეუღლეზე - ნ---- მ------–---–ზე. იგი როგორც პირადად, ასევე მობილური ტელეფონის და სოციალური ქსელის მეშვეობით სისტემატიურად აყენებდა ნ---- მ------–---–ს სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებდა დედის და ოჯახის წევრების მისამართით, ემუქრებოდა მოკვლით, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. ნ---- მ------–---–მა ა------- ო-----–---–-- აღნიშნული ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ა------- ო-----–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ა------- ო-----–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით და მოკლეტექსტური შეტყობინებებით, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, შემაკავებელი ორდერის ოქმით და ორდერით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ა------- ო-----–---–-- ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ა------- ო-----–---–-- მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს.

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს, კერძოდ: იმ ფაქტს, რომ ბრალდებული ა------- ო-----–---–ი ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას აღრიცხვაზე იმყოფებოდა პრობაციის ბიუროში და კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, რაც ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, ვინაიდან ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასჯელის მიზნის მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, შესაბამისად სასჯელის მინიმალურ ვადას, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლების გათვალისწინებით, წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა------- ო-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა------- ო-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

ა------- ო-----–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

მსჯავრდებულ ა------- ო-----–---–ს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 მარტიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე