გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გადაწყვეტილება
ს----------–--ს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - შპს „ს----------–--ს ფ-----ა“
წარმომადგენელი - მ---- ხ------–--ე
მოპასუხე - ვ-------რ მ------ვი
წარმომადგენელი - ხ----- კ--------ი
მესამე პირი - ნ-------- (ტ-----) თ--------ი
თარჯიმანი - ე-–--- თ------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ვ-------რ მ------ვისათვის შპს "ს----------–--ს ფ------ს“ სასარგებლოდ 3------- ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 5 თებერვალს ვ-------რ მ------ვმა შპს „ს----------–--ს ფ------ს“ თბილისის ტერმინალიდან გაიტანა კუთვნილი პროდუქცია. გადაზიდვა განხორციელდა მოპასუხის სასარგებლოდ, ხოლო გადამზიდავს წარმოადგენდა შპს „ზ--------------------“. შპს „ს----------–--ს ფ-------ა“ და შპს „ზ-------------------ს“ შორის 2--- წლის 12 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად, გადაზიდვა განხორციელდა თ--------იდან ს----------–--ს (თბილისი) მიმართულებით.
მოსარჩელესა და შპს „ზ-------------------ს“ შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ზ--------------------“ ადრესატებს თ--------იდან ს----------–--ში უგზავნის (გადაზიდავს) კონკრეტულ პროდუქციას. აღნიშნული პროდუქციის განბაჟება და გატანა ხდება შპს „ს----------–--ს ფ------ს“ ტერმინალში. გამგზავნი განსაზღვრავს ადრესატს, რომელმაც უნდა მიიღოს გზავნილი შპს „ს----------–--ს ფ------ს“ ტერმინალში. ხელშეკრულების შესაბამისად, ადრესატი (მიმღები) ვალდებულია, როგორც გადაზიდვის თანხა, ასევე სატერმინალო მომსახურების ღირებულება გადაუხადოს მოსარჩელეს. 2--- წლის 12 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ს----------–--ს ფ-------“ შპს „ზ--------------------სთვის“ თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება მას შემდეგ, რაც ტვირთის ტრანსპორტირებისა და დამატებით მომსახურების ხარჯებს შპს „ს----------–--ს ფ-------“ გადაუხდის ტვირთის მიმღები. ადრესატის მიერ მიღებული თანხიდან, ხელშეკრულების 2.5.1 პუნქტის შესაბამისად, მიღებული თანხის ნაწილს (85%-ს) შპს „ს----------–--ს ფ-----ა“ უხდის შპს „ზ-------------------ს“. 2--- წლის 12 იანვრის ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გაწერილია გადაზიდვის ტარიფები, რომლითაც იანგარიშება ტვირთის გადაზიდვის ღირებულება. ადრესატი (მიმღები) გამგზავნის მიერ ინფორმირებულია ტვირთის ჩამოსვლის დროის შესახებ.
მოპასუხის მიერ მოსარჩელე კომპანიის ტერმინალიდან მისი კუთვნილი ტვირთის გატანა დასტურდება 2--- წლის 5 თებერვალს შედგენილი საბაჟო დეკლარაციით, იმპორტის გადასახადისა და მომსახურების საფასურების გადახდის ბოლო ვადად მოპასუხეს განესაზღვრა 2--- წლის 6 თებერვალი, თუმცა მოპასუხეს მასზე ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშეშეადგენს 3------- ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ მოპასუხეს არ გაუტანია მოსარჩელის ტერმინალიდან პროდუქცია. მოსარჩელის განმარტებით, გადახდის ბოლო ვადად განისაზღვრა 2--- წლის 6 თებერვალი. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2018 წლის 6 თებერვალს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შემოსავლების სამსახურის დეკლარაციით დგინდება, რომ თ--------იდან იმპორტიორის ვ-------რ მ------ვის სასარგებლოდ გამოგზავნილი საქონელი (მ------ი/10 ერთ) 2--- წლის 05 თებერვალს ადრესატმა გაიტანა შპს „ს----------–--ს ფ------ს“ თბილისის ტერმინალიდან.
გადამზიდავს წარმოადგენდა შპს „ზ--------------------“.
შპს „ს----------–--ს ფ-------ა“ და შპს „ზ-------------------ს“ შორის 2--- წლის 12 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად, გადაზიდვა განხორციელდა თ--------იდან ს----------–--ს (თბილისი) მიმართულებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-6).
2--- წლის 5 თებერვლის საბაჟო დეკლარაცია (ს.ფ. 29).
შპს „ს----------–--ს ფ-------ა“ და შპს „ზ-------------------ს“ შორის გაფორმებული 2--- წლის 12 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-28).
3.1.2. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 3------- ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-6).
2--- წლის 5 თებერვლის საბაჟო დეკლარაცია (ს.ფ. 29).
შპს „ს----------–--ს ფ------ს“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 33).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ს----------–--ს ფ------ს“ მოთხოვნა მოპასუხის ვ-------რ მ------ვის მიმართ 3------- ლარის ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის წარმოშობის დრო, მომენტი საიდანაც უნდა აითვალოს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დინება.
განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ გადაზიდვა განხორციელდა 2--- წლის 5 თებერვალს, ხოლო თანხის (3------- ლარის) გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2--- წლის 6 თებერვალს.
შესაბამისად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა დაიწყო 2--- წლის 7 თებერვლიდან და ამოიწურა 2018 წლის 7 თებერვალს. კრედიტორმა შპს „ს----------–--ს ფ-----ამ“ სარჩელი აღძრა 2018 წლის პირველ ივნისს. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 130-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორმა მითითებული სადავო დავალიანების მოთხოვნაზე სარჩელი აღძრა, ხანდაზმულობის სამი წლის ვადის გასვლის შემდეგ, რის შესაბამისადაც, შპს „ს----------–--ს ფ------ს“ სასარჩელო მოთხოვნა (3------- ლარის შესახებ) ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–-- სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 668-ე, 763-ე, 128-ე, 129-ე, 144-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას, მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის არსებითი უფლებები და მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების გაფორმებისას.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება როგორც ნარდობის, გადაზიდვისა და მიბარების ხელშეკრულებებისათვის ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას, სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნორმების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის უპირატესი გათვალისწინებით.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „ს----------–--ს ფ-----ამ“ გაუწია ვ-------რ მ------ვს საქონლის გადაზიდვისა და მიწოდების მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 3------- ლარი.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
პირის უფლება სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ (ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მსჯელობა იხ. 3.2.3. პუნქტში).
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ს----------–--ს ფ-----ა“ მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი თანხის 3------- ლარის ოდენობით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ვერ განახორციელებს ამ მოთხოვნის უფლებას, რაც მას გააჩნია მოპასუხის ვ-------რ მ------ვის მიმართ.
7. საპროცესო ხარჯები
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში , ვიანიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 268-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს----------–--ს ფ------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე