გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030210017002237079
№2/1353-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.02.2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: ს- „თ----- ბ----” ,წარმომადგენელი: მ------ ქ----–----,მოპასუხეები: ვ-–-------- ს------, დ----- ს------, ლ----- მ-------–---,დავის საგანი: თანხის დაკისრება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს ვ-–-------- ს------ს, დ----- ს------ს და ლ----- მ-------–---ს მოსარჩელე ს- „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2013 წლის 01 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 3592,35 ლარი.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2013 წლის 01 მარტს ს- „პ-------------ბ-----“ და მოპასუხე ვ-–-------- ს------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის მოცულობამ შეადგინა 8000 ლარი, წლიური 27%-ით. კრედიტი გაიცა 36 თვით, პირგასამტეხლო პირველი 10 დღის განმავლობაში შეადგენდა გადასახდელი თანხის 2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა ძირი თანხის 0,5 %-ს. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად თანდართული გრაფიკით. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს ერთის მხრივ ს- „პ------------- ბ-----“ და მეორეს მხრივ მოპასუხე დ----- ს------ს, ასევე ს- „პ------------- ბ-----“ და მოპასუხე ლ----- მ-------–---ს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა დ----- ს------მ და ლ----- მ-------–---მ, როგორც სოლიდარულმა მოვალეებმა აიღეს ვალდებულებები მოპასუხე ვ-–-------- ს------სთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარულად ისე, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა მოპასუხე ვ-–-------- ს------სთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაში.
მოპასუხის მიერ სესხის გადახდის პირობები პირველად დაირღვა 01.05.2014 წელს, რის შემდეგაც ირღვეოდა პერიოდულად. სწორედ ამ პერიოდში ერიცხებოდა მოპასუხეს ბ----ს მიმართ პირგასამტეხლო.
2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2013 წლის 01 მარტის ხელშეკრულებაზე შეადგენს 3592,35 ლარს, რომელიც ძირი თანხაა.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
მოპასუხეებმა ვ-–-------- ს------მ, დ----- ს------მ და ლ----- მ-------–---მ სარჩელი ცნეს მთლიანად.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2013 წლის 01 მარტს ს- „თ----- ბ-----“ და ვ-–-------- ს------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, კრედიტის მოცულობამ შეადგინა 8000 ლარი წლიური 27%-ით. კრედიტი გაიცა 36 თვით, პირგასამტეხლო პირველი 10 დღის განმავლობაში შეადგენდა გადასახდელი თანხის 2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა ძირი თანხის 0,5 %-ს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2013 წლის 01 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით N17.8622, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის პირველ რიცხვში ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხის მიერ ხელშეკრულება დაირღვა და 2014 წლის 01 მაისის შემდგომ არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, ერიცხება დავალიანება 3592,35 ლარის ოდენობით, რომელიც ძირი თანხაა.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოებით, დავალიანების შესახებ ცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ ყოფილა..
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად და მოპასუხეებს ვ-–-------- ს------ს, დ----- ს------ს და ლ----- მ-------–---ს მოსარჩელე ს- ,,თ----- ბ----ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3592,35 ლარის გადახდა, რომელიც ძირი თანხაა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ ს- „თ----- ბ-----“ და ვ-–-------- ს------ს შორის დადებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, დ----- ს------ს და ლ----- მ-------–---ს 2013 წლის 01 მარტს დადებული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა ვ-–-------- ს------ს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თითოეულმა 8000 ლარის ფარგლებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თავდებებს: დ----- ს------ს და ლ----- მ-------–---ს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა, ვ-–-------- ს------ს მიერ 2013 წლის 01 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ვინაიდან, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, ს- „თ----- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს ვ-–-------- ს------ს, დ----- ს------ს და ლ----- მ-------–---ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 3592,35 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი ვ-–-------- ს------ს მიმართ 1977.22 ლარის მოთხოვნის ნაწილში (მეორე სასარჩელო მოთხოვნა) და ამ ნაწილში დაუბრუნდა გადახდილი ბაჟი, რომელიც შეადგენს 59.31 ლარს, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ ბაჟს, რომელიც შეადგენს 107,78 ლარს, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნეს მთლიანად და სარჩელი დაკმაყოფილდა, ს-კ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამიტომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 107,78 ლარის ოდენობით
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე და 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ს- „თ----- ბ----ს“ სარჩელი, მოპასუხეების ვ-–-------- ს------ს, დ----- ს------ს და ლ----- მ-------–---ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხეებს ვ-–-------- ს------ს, დ----- ს------ს და ლ----- მ-------–---ს ს- „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3592,35 ლარის გადახდა.
3. მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. მოსარჩელე ს- „თ----- ბ-----ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 107,78 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 08.12.2017, საგადასახადო დავალება N13, რეფერენსი 1494755603).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე