გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1052-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11.03.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბე-----–ი“
წარმომადგენელი - ქრ------ე კვ------ე. თ----ა გ-------ე
მოპასუხე - მ-----ა ჯ---ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე მ-----ა ჯ---აზე, შპს მისო „ბე-----–ის“ სასარგებლოდ - 10 577.57 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.
1.2. მოპასუხე მ-----ა ჯ---აზე, შპს მისო „ბე-----–ის“ სასარგებლოდ - 2017 წლის 21 აპრილიდან ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 4975 აშშ დოლარის 2.5 %, ანუ 124.37 აშშ დოლარის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადასახდელად დაკისრება.
1.3. მოპასუხე მ-----ა ჯ---აზე, შპს მისო „ბე-----–ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 2017 წლის 21 აპრილიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 4975 აშშ დოლარის 0.07 % ანუ 3 აშშ დოლარი და 48 ცენტი საასმართლო გადაწყვეტილების სულ აღსრულებამდე გადასახდელად დაკისრება.
1.4. მოპასუხე მ-----ა ჯ---აზე, შპს მისო „ბე-----–ის“ სასარგებლოდ საამართლო ხარჯების და სასამართლოს გარეშე ხარჯების, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 1355.2 ლარის და მოსარჩელის მარწმუნებლის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის - 500 ლარის გადასახდელად დაკისრება.
1.5. ვალდებულების დაფარვის მიზნით სასამართლომ დაადგინოს იპოთეკით დატვირთული მ-----ა ჯ---ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.ქუ---------------------–-----------------, სართული მ------------, ფართით 53.24კვ.მ საკადასტრო კოდი №0------------------ იძულებითი რეალიზაცია აუქციონის წესით.
1.6. იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ქონების რეალიზაციის შემდგომ, ამოღებული თანხა თუ არ ეყოფა ვალდებულების შესრულებას, აღსრულება მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ მოძრავ ქონებაზე.
1.7. საამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
დავის არსი მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–----- დეკემბერს შპს მისო „ბე-----–სა“ და მ-----ა ჯ---ას შორის გაფორმდა №6---- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელის მარწმუნებელმა მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 5000 აშშ დოლარი. სსკ-ის 623 მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
2----–-–----------------ს მხარეებს შორის დაიდო სესხის №4-- ხელშეკრულება, რომლითაც მან ისესხა 5000 აშშ დოლარი 60 თვით, სსკ-ის 625-ე მუხლის 1 ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. სსკ 625 მუხლის მეორე ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. სესხის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრება ყოველთვიურად დარჩენილი ძირი თანხის 2.5%.
სსკ-ის 417 მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეოვნად შეუსრულებლობისთვის, სსკ-ის 418 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, სესხის ხელშეკრულების 2.11 ქუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ პირგასამტეხლო განისაზღვრა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%.
სსკ-ის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი ძეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
სესხის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და მ-----ა ჯ---ას მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2----–-–-----------------ს გაფორმდა №4---- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა მ-----ა ჯ---ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუ---------------------–----------------------------–------------, ფართით 53.24 კვ.მ საკადასტრო კოდით № 0------------------.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი ძირი თანხის 4975 აშშ დოლარის ნაწილში, სხვა ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ მოახდეს მის საკუთრებაში არსებული ქონების იძულებითი რეალიზაცია, რადგან ის თვითონ ცდილობს აღნიშნული ბინის რეალიზაციას და აღიარებული ძირი თანხის 4975.00 აშშ დოლარის სრულად დაფარვას.
მოპასუხე არ ეთანხმება იმ მოთხოვნას, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ქონების რეალიზაციით ამოღებული თანხა თუ არ ეყოფა ვალდებულების შესრულებას, აღსრულება მიექცეს სხვა მისი საკუთრებაში არსებული უძრავ მოძრავი ქონებიდან. ასევე არაკანონიერი და არაკეთილსინდისიერია მოთხოვნა მომავალში, გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხზე პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 2----–-–----- დეკემბერს შპს მისო „ბე-----–სა“ და მ-----ა ჯ---ას შორის გაფორმდა №6---- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელის მარწმუნებელმა მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 5000 აშშ დოლარი.
2----–-–----------------ს მხარეებს შორის დაიდო სესხის №4-- ხელშეკრულება, რომლითაც მან ისესხა 5000 აშშ დოლარი 60 თვით, სსკ-ის 625-ე მუხლის 1 ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. სსკ 625 მუხლის მეორე ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. სესხის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრება ყოველთვიურად დარჩენილი ძირი თანხის 2.5%. სესხის ხელშეკრულების 2.11 ქუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ პირგასამტეხლო განისაზღვრა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%.
მტკიცებულება: 2014 წლის 23 დეკემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება.(ტ.1. ს.ფ.)
3.1.2. დადგენილია, რომ მ-----ა ჯ---ას მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2----–-–----- დეკემბერს გაფორმდა №4---- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ-----ა ჯ---ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი გ-------------–-----------------------------–------------, ფართით 53.24 კვ.მ საკადასტრო კოდით № 0------------------.
მტკიცებულება: იპოთეკის ხელშეკრულება. (ტ.1. ს.ფ.)
3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავალიანება 2017 წლის 21 აპრილის მდგომარეობით შეადგენს - 10,577.57 აშშ დოლარს; ძირი-4975.00 აშშ დოლარი; 3,008.02 აშშ დოლარი სესხზე დარიცხული პროცენტი; 2,594.55 აშშ დოლარი პირგასამტეხლო;
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ძირი თანხიდან გადახდილი აქვს 25.00 აშშ დოლარი.
მტკიცებულება: სარჩელი; ამონაწერი დავალიანების შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია. ასევე არაკანონიერი და არაკეთილსინდისიერია მოთხოვნა მომავალში, გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხზე პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
მტკიცებულება: მოპასუხის შესაგებელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი.
3.2.2 სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემული დავის მატერიალურ სამართლებრივ საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია თანხის დაკისრება, რაც გამომდინარეობს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებიდან, სწორედ მსესხებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით აღიძრა სარჩელი.
მოცემული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა მოცულობით უნდა დაეკისროს მოთხოვნილი სარჩელის ფარგლებში ვალდებულების შესრულება მოპასუხეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს მისო „ბე-----–ის“ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე,400-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ 2----–-–----- დეკემბერს შპს მისო „ბე-----–სა“ და მ-----ა ჯ---ას შორის გაფორმდა №6---- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელის მარწმუნებელმა მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 5000 აშშ დოლარი.
2----–-–----------------ს მხარეებს შორის დაიდო სესხის №4-- ხელშეკრულება, რომლითაც მან ისესხა 5000 აშშ დოლარი 60 თვით, სსკ-ის 625-ე მუხლის 1 ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. სსკ 625 მუხლის მეორე ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. სესხის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრება ყოველთვიურად დარჩენილი ძირი თანხის 2.5%. სესხის ხელშეკრულების 2.11 ქუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ პირგასამტეხლო განისაზღვრა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული სესხის თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, მ-----ა ჯ---ამ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა 5000 აშშ დოლარი (გადახდილი აქვს 25.00 აშშ დოლარი), რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს მისო „ბე-----–ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი თანხის ძირი - 4975.00 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი ცნო ძირითადი თანხის 4975.00 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე ასევე წარმოადგენს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოთხოვნა სესხზე დარიცხული სარგებლის (პროცენტის) შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან დადგენილია, რომ 2----–-–----------------ს მხარეებს შორის დაიდო სესხის №4-- ხელშეკრულება, რომლითაც მან ისესხა 5000 აშშ დოლარი 60 თვით, სესხის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრება ყოველთვიურად დარჩენილი ძირი თანხის 2.5%.
დადგენილია, რომ სესხზე დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე გააჩნია დავალიანება. ანუ მოპასუხეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალიანება, სესხის ძირი და საპროცენტო სარგებელი სრულად უნდა ჰქონოდა დაფარული.
მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მან არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს მისო „ბე-----–ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი სარგებელი - 3,008.02 აშშ დოლარი.
6.3. მოცემულ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო და ასევე მოთხოვნა მომავალში, გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხზე პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში (პირგასამტეხლოს მოთხოვნა) სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ პრეზუმირებული მინიმალური ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ზეწოლის განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული არსებული საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც წინამდებარე შემთხვევაში შეადგენს 2,594.55 აშშ დოლარს, რაც ძირ თანხასთან ( 4975.00 აშშ დოლარი) მიმართებით, უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 600 აშშ დოლარით, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხისთვის 2,594.55 აშშ დოლარის დაკისრება პირგასამტეხლოს სახით ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ჯარიმის მოცულობა, არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხე მ-----ა ჯ---ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 600 აშშ დოლარის გადახდა.
6.4. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოთხოვნა მომავალში, გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხზე პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ (ზიანის ანაზღაურება) .
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე ვადაში, რაც შეადგენს 22 თვეს.
კერძოდ, დადგენილია, რომ 2----–-–----- დეკემბერს შპს მისო „ბე-----–სა“ და მ-----ა ჯ---ას შორის გაფორმდა №6---- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელის მარწმუნებელმა მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 5000 აშშ დოლარი.
2----–-–----------------ს მხარეებს შორის დაიდო სესხის №4-- ხელშეკრულება, რომლითაც მან ისესხა 5000 აშშ დოლარი 60 თვით, სსკ-ის 625-ე მუხლის 1 ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. სსკ 625 მუხლის მეორე ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. სესხის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრება ყოველთვიურად დარჩენილი ძირი თანხის 2.5%. სესხის ხელშეკრულების 2.11 ქუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ პირგასამტეხლო განისაზღვრა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%.
ხელშეკრულება დაიდო 2----–-–----- დეკემბერს. ხელშეკრულება დაირღვა, ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 1 ივნისს. სარჩელი სასამართლოში აღიძრა 2017 წლის 28 აპრილს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს ხელშეკრულების დარღვევიდან სარჩელის სასამართლოში აღძვრის ჩათვლით, სარგებელის დარიცხვა 22 თვეზე და იგი შეადგენს - 2736.14 აშშ დოლარს.
რაც შეეხება მომავალი დროისათვის პირგასამტეხლოს სახით 0.07% დაკისრების მოთხოვნას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ პრეზუმირებული მინიმალური ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სესხის ძირითადი მოთხოვნის ნაწილში უკვე განსაზღვრა პირგასამტეხლო 600 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე დაერიცხა სარგებელი 22 თვეზე 2736.14 აშშ დოლარი, და დამატებით, იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხეს უკვე დაეკისრა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ზიანის ანაზაღაურების სახით 2736.14 აშშ დოლარის გადახდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ დამატებით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს ამორალური გარიგება წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით ამორალური გარიგება განმარტებულია, როგორც გარიგება, რომლებიც ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. ზნეობის ნორმებში ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. ამ თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის, ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად იწვევს უსამართლობისა ან უწესობის განცდას. როგორც აღვნიშნეთ, მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულვებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია.
6.5. მოთხოვნა საფუძვლიანია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ მ-----ა ჯ---ას მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2----–-–----- დეკემბერს გაფორმდა №4---- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ-----ა ჯ---ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი გ-------------–-----------------------------–------------, ფართით 53.24 კვ.მ საკადასტრო კოდით № 0------------------.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
6... სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა მოთხოვნა აღსრულების მიქცევა მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იქნებოდა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ვალდებულების შესრულება წარმოადგენს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ამომწურავ საშუალებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მითითებულ მუხლში 2009 წლის 4 დეკემბერს განხორციელდა ცვლილება და დაემატა 11 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.სასამართლო პრაქტიკის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი განიმარტება იმგვარად, რომ დაუშვებელია იპოთეკის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულების მიქცევა მოვალეთა სხვა ქონებაზე. მითითებული დასკვნა ემყარებოდა შემდეგ სამართლებრივ არგუმენტაციას: უზრუნველყოფის სანივთო უფლების (იპოთეკის) დადგენისას მხარეები იმთავითვე ითვალისწინებენ საგნის ღირებულებას, ამიტომ, როგორც წესი, იპოთეკის საგნის ღირებულება რამდენჯერმე აღემატება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას. ამ შემთხვევაში წინდაწინ იქმნება იმის ვარაუდი, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. ამ პირობებში ნათელია, თუ სად გადის მოვალის პასუხისმგებლობის ზღვარი. იგი ხელს უწყობს მოვალის ინიციატივას, აქტიურად გამოიყენოს იპოთეკა, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. ამასთან, უცვლელი რჩება იმ მესაკუთრის სამართლებრივი სტატუსი, ვინც არ არის იპოთეკარის პირადი მოვალე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნორმებს შემოაქვს სახელშეკრულებო თავისუფლების ელემენტები სანივთო სამართალში, აძლევს რა მხარეებს შესაძლებლობას, წინასწარ შეთანხმდნენ სტანდარტულ წესზე, კერძოდ იმაზე, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნაკლებობისას მოთხოვნის უფლება არ გაუქმდება.
განსახილველ შემთხვევაში, 2007 წლის 28 ივნისს (2008 წლის 22 იანვარს შევიდა ცვლილებები) გარიგებით დადგენილია მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის ფასი და მხარეები არ არიან შეთანხმებულნი ისეთ პირობაზე, რომელიც კრედიტორს მიანიჭებს უფლებას, მოვალის სხვა ქონებიდან ან ფულადი სახსრებიდან მოახდინოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განმარტება, იმის შესახებ, რომ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, მომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან და ნორმის ამგვარმა განმარტებამ შემდეგ საკანონმდებლო ასახვა ჰპოვა ამავე მუხლის 11 ნაწილში. 2009 წლის 4 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებებამდე, აღნიშნული ნორმა სასამართლო პრაქტიკით სწორედ ამგვარად განიმარტებოდა.
ამდენად, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში არ ეთანხმება აღსრულების მიქცევას მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად.
შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის დიდი პალატის №ბს-1537-1494 (კ-08) გადაწყვეტილება
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების 8.10 პუნქტის, საკრედიტო ხელშეკრულების 7.9 პუნქტის და იპოთეკის ხელშეკრულების 7.1.13 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სარჩელის საფუძველი მატერიალურ სამართლებრივია (სარჩელის ფასია 18.868.37 აშშ დოლარი, 45,176.5 ლარი).
მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1355.2 ლარი. მოპასუხემ ცნო სარჩელი ძირი თანხის, 4975.00 აშშ დოლარის ნაწილში. ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი - 149.25 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), და ზედმეტად გადახდილი 6.8 ლარი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. ანგარიში 3--------. გადამხდელი შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბე-----–ი 245431108. თარიღი - 19.04.2017 წელი. საგადახდო დავალება N76.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო სესხის სარგებელის, პირგასამტეხლოს და ზიანის ნაწილში. ამ ნაწილში - 6,344.16 აშშ დოლარის 3% 190.32 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), მოპასუხეს გადასხადელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარჩელზე უარის ნაწილში 7,549.21 აშშ დოლარი გადახდილი სახ. ბაჟი სსსს კოდექსის 55.2 მუხლის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროს მის სასარგებლოდ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯი 500 ლარის ოდენობით; სარჩელზე დართულია იურიდიული მომსახურების საგადახდო დავალება 250 ლარზე. მოთხოვნა გამომდინარეობს სს კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან და საფუძვლიანია, რადგან სს კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი 4% ფარგლებშია და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის უნდა დეკისროს 250 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 2681-ე, 364-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს მისო „ბე-----–ი“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე მ-----ა ჯ---ას მოსარჩელე შპს მისო „ბე-----–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, სესხის ძირი თანხა - 4975.00 აშშ დოლარის, სარგებელის - 3.008.02 აშშ დოლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს - 600.00 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხე მ-----ა ჯ---ას მოსარჩელე შპს მისო „ბე-----–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირ თანხაზე 4975.00 აშშ დოლარზე 22 თვის ყოველთვიური სარგებელის 2.5%-ის გადახდა, რაც შეადგენს მთლიანობაში 2736.14 აშშ დოლარს.
მთლიანობაში მოპასუხე მ-----ა ჯ---ას მოსარჩელე შპს მისო „ბე-----–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 11,319.16 აშშ დოლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, განხორციელდეს მ-----ა ჯ---ას მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2----–-–----- დეკემბერის №4---- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დატვირთული მ-----ა ჯ---ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.ქუთაისი გ-------------–-----------------------------–------------, ფართით 53.24 კვ.მ საკადასტრო კოდით № 0------------------. აუქციონის წესით რეალიზაცია.
5. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 149.25 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), და ზედმეტად გადახდილი 6.8 ლარი, მოსარჩელეს დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. ანგარიში 3--------. გადამხდელი შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბე-----–ი 245431108. თარიღი - 19.04.2017 წელი. საგადახდო დავალება N76.
7. 6,344.16 აშშ დოლარის 3% 190.32 ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), მოპასუხეს გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს იურიდიული მომსახურების 250 ლარის გადახდა.
8. სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
9. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე