განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002868373
საქმე N 1-145/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22.03.2019 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ბუ-–----–---–-----ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ენ------------ბა
მამის სახელი: გია
დაბადებული:1--06.1991 წელი
პირადი ნომერი: 6---------4
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: უ-----–--ი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, გო------------------
ადვოკატი - გვ--–------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №075060818002
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული ენ------------ბა, რომელსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლით აკრძალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2018 წლის 06 აგვისტოს ბათუმში, აღ--–-----–--------ზე მართავდა ავტომანქანა ,, რე-------------ს’’ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით N E--------.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 13 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის ძალაში შესული განაჩენით ენ------------ბა მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 06 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და მიქცეულია აღსასრულებლად;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს განაჩენით, რომლითაც გადაისინჯა თბილისის საქაოაქლქო სასსმართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი, დადგენილია, რომ ენ------------ბა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა"ქ/პუნქტით დანიშნული სასაჯელისაგან - 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი იყო პირობით 6 წლის გამოაცდელი ვადით, დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი და ამავე განაჩენით გათავისუფლდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
2.4. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ენ------------ბას 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით - ჩამორთმეული ჰქონდა რა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 2018 წლის 06 აგვისტოს, ქ. ბათუმში, აღ--–-----–--------ზე კვლავ მართავდა ავტომანქანა რე-------------ს’’ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით E--------.
2.5. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის; სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება განაჩენის შეუსრულებლობაში;
2.6. ენ------------ბასთვის ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენი გამოტანილია 2015 წლის 26 ოქტომბერს; განაჩენის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ენ------------ბას ჩამოერთვა 05 (ხუთი) წლით; ენ------------ბა ავტომანქანას მართავდა 2018 წლის 06 აგვისტოს, ამ დროისათვის მას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა;
2.7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს განაჩენი, მოწმეების: ლევან ჯინჭარაძის, გია კოჩალიძის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) დადასტურებულია, რომ ენ------------ბამ 2015 წლის 26 ოქტომბერს ავტომანქანის მართვით ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენი შეუსრულებლობა;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ენ------------ბამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით, - იყო რა მსჯავრდებული 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის თანახმად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით და ჩამორთმეული ჰქონდა რა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 05 (ხუთი) წლით, - 2018 წლის 06 აგვისტოს, ქ. ბათუმში, აღ--–-----–--------ზე ავტომანქანის ,,რე-------------ს’’ სახელმწიფო ნომრით N E-------- მართვით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ენ------------ბას მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველს და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების პირობებში.
სასჯელის დანიშვნისას და მისი სახის და მოცულობის განსაზღვრისას ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, რომ ბრალდებულის განმარტებით მას აქვს მძიმე მატერიალური მგომარეობა; ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილს;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ენ------------ბას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ენ------------ბა გასამართლებულია 2018 წლის 19 დეკემბერს საქართველო სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; საქმშე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია აღსრულების ბიუროდან, თუმცა ბრალდებულის განმარტებით მას ჯარიმის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი არ აქვს; ამასთან უცნობია საქმეზე არის თუ არა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება; ასევე ის გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის "ა"ქ/პუნქტით და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს პირობითი მსჯავრი ორი წლის ვადით; (ამ დროისათვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის) ;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას;
ზ/აღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით სასამართლო მიზანშეწონლად მიიჩნევს ისეთი სახის სასჯელის განსაზღვრას, რაც შეასრულებს თავის მიზანს და დანიშნულებას;
ენ------------ბას მიმართ უკვე მოქმედებს სასჯელები ჯარიმის და პირობითი მსჯავრის სახით; ამჟამად ენ------------ბას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მას დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ენ------------ბა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 240 (ორასორმოცი) საათის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე