განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2019
საქმის ნომერი
330100118002674030
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#---------

#--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი თამარ გიორბელიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ნ-------- ჭ-----ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

ი-----–- პ----- - დაბადებული 1--- წლის 2--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. ზ---------, ს------–-------–-, წ----------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------.

 

ადვოკატები - გ------- ბ---------–--ე, გ---–- მ--------ე

 

კვალიფიკაცია:

 

ი-----–- პ-----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 01 სექტემბერს, დაახლოებით, 01:30 საათზე ქ. თბილისში ბ------------ ქუჩაზე მდებარე კლუბ ,,ი-------ს“ შესასავლელთან ი-----–- პ----- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა გ------- კ-----–--–---–ის კუთვნილ ოქროს ყელსაბამს და ოქროს ჯვარს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 1000 (ათასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება,მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

2.1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დისტანციურად დაკითხვისას დაზარალებულმა გ------- კ-----–--–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 1 სექტემბერს პირველის ნახევარზე შვილთან ლ---- კ-----–--–---–თან ერთად იმყოფებოდა შ-------ზე მდებარე ღამის კლუბში. მან შენიშნა, რომ კლუბში შემოვიდა 4-5 სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა. იგი ელოდებოდა შვილს, რომელიც ცეკვავდა, ხოლო თავად მიირთმევდა სასმელს, ამ დროს დაინახა ერთი პირი დაჟინებით უყურებდა, მივიდა მასთან და შეეკითხა ხომ არ იცნობდა, რაზეც მან გაურკვეველ ენაზე უპასუხა. გ------- კ-----–--–---–მა შეკითხვა გაუმეორა რუსულად, ინგლისურად, მან ქართულად უპასუხა წამოდი გარეთ ვილაპარაკოთო, კ-----–--–---–მა უპასუხა, რომ მასთან სალაპარაკო არ ქონდა, მაგრამ დათანხმდა. ამ დროს 4-5 ახალგაზრდა შემოეხვია გარშემო, ერთმა ახალგაზრდამ დაუწყო ყვირილი, შენ თუ ქართველი ხარ რუსულად რატომ ლაპარაკობო, ამ საუბრისას დარბაზში მყოფი პირი მივიდა, დაუდგა წინ, უყურებდა, წვდა ყელში და ჩამოგლიჯა ცეფი ჯვრით და მიიმალა. აღნიშნულ დღეს მას ეცვა შავი ფერის მაისური, ღია ყელით და ცეფი შესამჩნევი იყო. როგორც კი ცეპი ჩამოწყვიტეს დაცვის თანამშრომლებმა დაიწყეს მისი გარეთ გაყვანა, გ------- კ-----–--–---–ი დაცვის თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ ცეპი ჩამოწყვიტეს, დაცვის უფროსმა მას უთხრა გაყოლოდა გარეთ და იქ გაარკვევდა; გარეთ დაცვის ერთმა თანამშრომელმა მას დაუწყო ყვირილი და გაარტყა ხელი. როდესაც გარეთ გაიყვანეს გ------- კ-----–--–---–მა დარეკა პატრულში და შეატყობინა, რომ კლუბში ცეპი ჩამოწყვიტეს. შემდეგში ცეპი მას მიუტანა და ფეხებთან მიუგდო დაცვის თანამშრომელმა, ცეპზე არ იყო ჯვარი. მას ზუსტად ახსოვს ის პიროვნება, რომელმაც ცეფი ჩამოწყვიტა და რომელიც ამოიცნო პოლიციაში ფოტოსურათით ამოცნობისას. მისი ცეფი და ჯვარი იყო ოქროსი, დაახლოებით 40 გრამი, იყო ნაჩუქარი და ზუსტი ფასი არ იცის. ჯვარის ღირებულება დაახლოებით 1000 ლარი იქნებოდა.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ლ---- კ-----–--–---–მა განმარტა, რომ მამასთან გ------- კ-----–--–---–თან ერთად იმყოფებდა კლუბ ,,-------ში“, მამამისი იყო ოდნავ ნასვამი, მოესმა შელაპარაკება და დაინახა, რომ მამამისს ესაუბრებოდა ვიღაც პირი, გაურკვეველ ენაზე, გ------- კ-----–--–---–მა სამ ენაზე კითხა, რა ხდებოდა, იმ პირმა სცადა გ------- კ-----–--–---–ი გაეყვანა გარეთ. ამ დროს მივარდნენ დაცვის თანამშრომლები, მამამისი ორ-სამ ადამიანს ეჭირა, წინიდან თავისუფალი იყო, რა დროსაც მოვიდა პიროვნება, ძეწკვი ჩამოწყვიტა და ხალხს შეერია, მამამისი ყვიროდა, რომ ძეწკვი ჩამოწყვიტეს და ითხოვდა დაბრუნებას. გ------- კ-----–--–---–ი დაცვის თანამშრომლებმა გარეთ გაიყვანეს, სადაც ამბობდა, რომ რეკავდა პოლიციაში და ითხოვდა ძეწკვის დაბრუნებას, ამ დროს ჩამოვიდა მეორე პირი, რომელმაც მამამისი დაიჭირა, დაარტყა ხელი და უთხრა - რუსულად რატომ გვესაუბრებიო, შემდეგ ეს პირი წავიდა, ორ-სამ წუთში ჩამოვიდა და მამამისს წინ ფეხებთან დაუგდო ძეწკვი, ჯვარი არ მოუტანიათ. ინციდენტის დროს განათება იყო კლუბური, სახეები ჩანდა გამორჩეულად, ლ---- კ-----–--–---–მა გვერდიდან დაინახა ძეწკვის ჩამოწყვეტის პროცესი და სასამართლო სხდომაზე მიუთითა ბრალდებულ ი-----–- პ-----ზე, რომელმაც მამამისს ჩამოწყვიტა ძეწკვი. შემთხვევის დროს ი-----–- პ-----ს ეცვა შავი ბრეტელებიანი ზედა და ეხურა კეპი.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ი-----–- გ-------ემ განმარტა, რომ გამოძიება განცხადების საფუძველზე ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, განმცხადებელი აცხადებდა, რომ შ-------ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში ჩამოგლიჯეს ,,ცეფი“, ი-----–- გ-------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ბ--- მ-------ემ განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო პირველ სექტემბერს, გამოკითხა გ------- კ-----–--–---–ი, რის შემდეგაც მისგან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებულ იქნა ყელსაბამი, რომელიც გ------- კ-----–--–---–ის განმარტებით იყო ოქროსი, ლითონის ჯაჭვის ფორმის.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ------- ბ----–----მა განმარტა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს მოქალაქე გ------- კ-----–--–---–ის ძარცვა განახორციელა 1--- წელს დაბადებულმა ი-----–- პ-----მ.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ------- ე--------მ განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2018 წლის პირველ სექტემბერს გ------- კ-----–--–---–ის ცემის ფაქტის ჩამდენი პირი დ-----– ლ---–----ე, იმყოფებოდა კლუბ ,,-------ში“. ინფორმაცია პატაკით მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ------- მ------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე ჩაატარა ფოტო სურათით ამოცნობები გ------- კ-----–--–---–თან, რადგან დაუდგენელი იყო ამოსაცნობი პიროვნებების ადგილსამყოფელი. გ------- კ-----–--–---–მა ამოიცნო დ-----– ლ---–----ე და ი-----–- პ-----. აღნიშნული პირების ფოტოები მოიპოვა შ-------------------------------------------–--------–---------------------------- ბაზიდან, ხოლო პირადი ინფორმაცია ცნობილი იყო საქმიდან.

 

2.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე დ-------- წ------–-–---–მა განმარტა, რომ შეადგინა პატაკი მასზედ, რომ ი-----–- თ-------ს ძე პ-----, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს შ-------ის ქუჩაზე მდებარე ,,-------ში“ გ------- კ-----–--–---–ის ძარცვის ფაქტი ჩაიდინა, იმყოფებოდა გ--------–-ს მ------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

2.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე დ----- გ-------მა განმარტა, რომ მუშაობს კლუბში დაცვის თანამშრომლად. მეოთხე სართულის შესასვლელთან სტუმრებს შორის მოხდა შელაპარაკება, რაც გადასცა რადიოსადგურის მეშვეობით; სტუმარი საუბრობდა რუსულად, რის გამოც ვერ გაიგო რაზე კამათობდნენ, მის გვერდით იყო ი-----–- პ-----, რომელიც იმ დღეს არ მუშაობდა და გასართობად იყო მისული, კონფლიქტი ორ ადამიანს ჰქონდა, სტუმრები იწევდნენ ერთმანეთისკენ, ის და პ----- შუაში იდგნენ და აჩერებდნენ. ამოვიდა იმ დროისათვის დაცვის უფროსი დ-----– ლ---–----ე, რომელმაც ის ვინც ძალიან აგრესიული იყო მოკიდა ხელი და გაიყვანა. ხოლო ის და პ----- დარჩნენ ადგილზე და გააგრძელეს მუშაობა. მერე შეიტყო, რომ დაზარალებულს ოქროს ძეწკვი ჰქონდა დაკარგული, რაც შემდეგ დაუბრუნდა; განათება იყო ულტრაისფერი და ძნელად აღსაქმელი, ი-----–- პ-----ს ეცვა თეთრი მაისური, მან დაინახა, რომ კონფლიქტი იყო, ხელებით ,,წაუყელოვეს“ ერთმანეთს, ცეპი არ შეუმჩნევია, ფიზიკური შემხებლობა არ ჰქონიათ ი-----–- პ-----ს და დაზარალებულს.

 

2.10. მოწმე დ-----– ლ---–----ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობდა კლუბ ,,-------ში“ დაცვის უფროსად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა თანამშრომელ მ------–---–თან ერთად, რა დროსაც რადიოსადგურის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება განგაშის შესახებ, რეაგირების მიზნით ავიდნენ კლუბში მეოთხე სართულზე, სადაც სტუმრებს შორის იყო შელაპარაკება, ერთი პიროვნება იყო ძალიან აგრესიული, მეორე მხარეს იყო ოთხი თუ ხუთი ადამიანი, მაგრამ აგრესია მხოლოდ იმ ერთისგან მოდიოდა, შეეცადნენ გაშველებას, ამიტომ ყველაზე აგრესიული, რომელიც რუსულად ლაპარაკობდა და ძალიან უწმაწურ სიტყვებს იძახოდა მან და თანამშრომელმა გაიყვანეს, ი-----–- პ----- დარჩა მაღლა. მათაც მოუხდათ შეხლა-შემოხლა, სტუმარი ცუდ სიტყვებს იძახოდა ქართულადაც და რუსულადაც, რის გამოც ლ---–----ემ ხელი ჰკრა, როცა მოტრიალდა (დაზარალებულმა) ქართულად თქვა ძეწკვი, ლ---–----ე ავიდა კლუბში, სადაც სიბნელის გამო აანთო ფანარი, ამ დროს ვიღაც მანდილოსანი მოვიდა, არ იცის თანამშრომელი იყო თუ სტუმარი და ხელში მოაწოდა ძეწკვი, მას გაუხარდა, რომ პრობლემები არ შეექმნებოდა სამსახურეობრივად, არც დაინტერესებულა საიდან, როგორ, რანაირად მოხვდა ძეწკვი ქალბატონთან. იგი ჩავიდა და დაუბრუნა დაზარალებულს ცეპი. დ-----– ლ---–----ის განმარტებით, ი-----–- პ-----სა და მათ შორის არანაირი შეხლა-შემოხლა არ დაუნახავს. დაბლა, რომ ჩავიდნენ ი-----–- პ----- არ ჩაყოლიათ, დარჩა კლუბში, სადაც არის სიბნელე და ხალხის გარჩევა შეუძლებელია.

 

2.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე დ----- მ------–---–მა განმარტა, რომ იცნობს ბრალდებულ ი-----–- პ-----ს, ერთად მუშაობდნენ დაცვის თანამშრომლებად. 2018 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით ღამის ორი საათზე, განაწილებული იყო შემოსასვლელში, რადიო სადგურის მეშვეობით შეიტყო, რომ მეოთხე სართულზე იყო უთანხმოება და სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ დახმარება, ის და დაცვის უფროსი დ-----– ლ---–----ე რამოდენიმე წამში ავიდნენ მეოთხე სართულზე, სადაც ერთ-ერთი მომხმარებელი იყო აგრესიული და ყვიროდა. დაცვის თანამშრომელი - დ----- გ-------ი და მეორე ი-----–- პ-----, რომელიც იმ დღეს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა სტუმრის სტატუსით, ესაუბრებოდნენ და აწყნარებდნენ სტუმარს, თუმცა ეს ადამიანი არ წყნარდებოდა, ამიტომ ჩაიყვანეს მე-2 სართულზე, გზაში აგრესიას გამოხატავდა, დ-----–მა სცადა სიტუაციაში გარკვევა, თუმცა ის ელაპარაკებოდა რუსულად, რაზეც დ-----–მა უთხრა, რომ არ ესმოდა რუსული და ქართულად დალაპარაკებოდა, ამაზე უფრო აგრესიული გახდა და მიაყენა შეურაცხყოფა, დ-----–მა ვეღარ მოითმინა და ხელი გაარტყა, რის შემდეგაც დაწყნარდა, ქართულად დაიწყო საუბარი და უთხრა, რომ ძეწკვი აღარ ქონდა. დ-----–ი აბრუნდა კლუბში და რამოდენიმე წუთში დაუბრუნა ძეწკვი. როგორც შემდეგ გაირკვა ეს ადამიანი იყო ნასვამი და სხვა მომხმარებელთან მოუხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომლის მიზეზი მისთვის უცნობია. კლუბში იმ ადგილას სადაც ეს ინციდენტი მოხდა განათება არის ძალიან სუსტი.

 

2.12. ბრალდებულმა ი-----–- პ-----მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს 9 ნახევრისთვის შეყვარებულთან ერთად მივიდა შ-------ზე მდებარე ბარში, სადაც მუშაობს მისი შეყვარებული. იქ მიირთვა ჩაი, ყავა, ცოტა დალია კიდეც, რამდენიმე საათის შემდეგ უთხრა შეყვარებულს, რომ გადიოდა და წავიდა იმ კლუბში, სადაც თავად მუშაობდა დაცვის თანამშრომლად. კლუბში ნახა თანამშრომლები, ბარმენი, დიჯეი, დალია ცივი ჩაი, ერთობოდა, ხან ვისთან ცეკვავდა, ხან ვისთან. ამ დროს მისი ყურადღება მიიქცია მისი თანამშრომლის გ-------ის ჩქარმა ნაბიჯებმა, მიუახლოვდა, რომ გაერკვია რა ხდებოდა და ნახა, რომ პიროვნებები ფიზიკურ შეხებაში იყვნენ ერთმანეთთან. მიხვდა, რომ რაღაც არ იყო წესრიგში, მათთან მივიდა გ--------ი და უთხრა, გაუშვით ხელები და გაჩერდითო. ამ შემთხვევაში აგრესიულ მხარედ დარჩა მხოლოდ ბატონი კ-----–--–---–ი, მეორე მხარეს იყვნენ ალბათ ესე 3 ან 4-ზე მეტი პირი. ამის შემდეგ პ----- მიუახლოვდა ამ პიროვნებას, რომელიც იყო მთვრალი და ლაპარაკობდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს რუსულად და სთხოვა დაწყნარებულიყო, იგი რაღაცას ლუღლუღებდა და რამდენჯერმე იხმარა სიტყვა ცეპოჩკა, რაზეც პ-----ს ყურადღება არ მიუქცევია. პ----- მაგ დროს ვერ მიხვდა, რომ კ-----–--–---–ს ცეპი ჰქონია დაკარგული, თორემ შეიძლებოდა მოეძებნა და დღეს არ დააბრალებდნენ მას, რასაც აბრალებენ. ამის შემდეგ იგი მოუწოდებს კ-----–--–---–ს დაწყნარდეს და გაყვეს დაცვის თანამშრომელს გარეთ, რის გამოც კ-----–--–---–ის აგრესია გადმოვიდა პ-----სკენ. ამ დროს ამოვიდა დაცვის უფროსი დ-----– ლ---–----ე, რომელსაც თან ახლდა დაცვის თანამშრომელი დ-----ი. რადგან ხმაური იყო, დ-----–მა კ-----–--–---–ს ყვირილით მიმართა, რაზეც კ-----–--–---–მაც ყვირილით უპასუხა და მათ შორის მოხდა კონფლიქტი. ვინაიდან, პ----- იმ დღეს არ მუშაობდა დაცვაში, კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერთო დაცვის უფროსი და სხვა თანამშრომლები, პ-----მ აღარ დაარღვია სუბორდინაცია და შეტრიალდა კლუბში, ხოლო ეს პიროვნება გაიყვანეს გარეთ. ამის შემდეგ იგი დარჩა კლუბში და გააგრძელა გართობა 3 საათამდე, რის შემდეგადაც შეხვდა შეყვარებულს და წავიდნენ სახლში. პ-----ს განმარტებით, კლუბი არის ჩაბნელებული ადგილი, სადაც არის ულტრაიისფერი განათება და ლაზერული განათება, უკრავს დიჯეი ხმამაღლა, სადაც იკრიბება ხალხი, რომელიც იღებს ალკოჰოლს და არიან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ნორმალური ადამიანი ფხიზელი შეუძლებელია გაჩერდეს ამ ხმაურში, მტვერში და კვამლში. მანვე განცხადა, რომ 5 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში დაურეკა დედამისმა და უთხრა ქალაქ ზ--------ში მას ეძებდა პოლიცია. მან თავის ახლობელ თანამშრომელს შეეკითხა საჭირო იყო თუ არა მისი გამოცხადება პოლიციაში, რაზეც უპასუხა, რომ თუ რამე დასჭირდებოდათ თვითონ იპოვიდნენ. 9 სექტემბერს თავად მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დააკავეს.

 

2.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ---- მ----–---–მა განმარტა, რომ არის ბრალდებულ ი-----–- პ-----ს შეყვარებული, 31 აგვისტოს საღამოს 9 საათიდან - ღამის 3 საათამდე მუშაობდა შ-------ზე კარაოკე ბარში, ი-----–- პ----- ისვენებდა, ამიტომ წაყვა სამსახურში და უთხრა, რომ მუშაობის დასრულებამდე შეივლიდა თავის სამსახურში, სამ საათზე მიაკითხა და წამოვიდნენ სახლში. კონფლიქტის შესახებ არაფერი უთქვამს. ი-----–-ს დაკავების შესახებ თავად ი-----–-მ შეატყობინა. დაკავებამდე, რამდენიმე დღით ადრე ი-----–- პ-----ს დედამისი ესაუბრა ნ---- მ----–---–ის მობილური ტელეფონით და აცნობა, რომ ზ--------ში დილიდან მისული იყო პოლიცია და აინტერესებდათ თუ რას საქმიანობდა ი-----–- თბილისში.

 

2.14. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ზ----- მ-----მ განმარტა, რომ პირველ სექტემბერს იმყოფებოდა კლუბის წინ, ელოდებოდა მეგობარს, როდესაც დაინახა, რომ დაცვის თანამშრომელმა დ-----–მა გარეთ გაიყვანა სტუმარი, რომელიც იყო ნასვამი და რუსულად საუბრობდა, ვინაიდან არ იცის რუსული ვერ გაიგო საუბრის შინაარსი. მერე ქართულად თქვა, რომ ძეწკვი დაკარგა. დაცვის თანამშრომელი აბრუნდა, რამდენიმე წამში ჩამოვიდა და მისცა ძეწკვი. ამ ადამიანს ახლდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ამშვიდებდა, ხოლო ის იგინებოდა, იყო ძალიან აგრესიული ყველას, მათ შორის, დაცვის თანამშრომლების მიმართაც, პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ძეწკვი დაუბრუნეს, თუმცა ამას ასე არ დატოვებდა, რადგან ხელი გაარტყეს. ზ------ მ-----ს განმარტებით, მას გაუკვირდა დაზარალებულის განცხადება, რადგან არ დაუნახავს ხელით შეხების ფაქტი.

 

2.15. შეტყობინების რეგისტრაციის #-------- თანახმად,----------- 01:39 კ-----–--–---–ი გ-------სგან 1---ში შევიდა შეტყობინება ბარში ოქროს ცეპის მოწყვეტის ფაქტზე.

 

2.16. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა - გ------- კ-----–--–---–მა აღნიშნა, რომ პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 01 სექტემბერს ქ. თბილისში ბ----------ში არსებულ ღამის კლუბ ,,ე-------ში“ ყელიდან ჩამოგლიჯა მისი კუთვნილი ოქროს ცეფი, რომელსაც ეცვა შავი ბრეტელებიანი მაისური, ეფარა უკან შებრუნებული შავი ფერის კეპიანი ქუდი, იყო დაახლოებით 190 სმ. სიმაღლის, ძლიერი სპორტული აღნაგობის, მუქი ფერის თმით და წვერით, მუქი რკალისებრი წარბებით, სწორი ცხვირით, თვალებით, მას გარკვევით ახსოვს აღნიშნული პირის სახე. გ------- კ-----–--–---–მა ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - ი-----–- პ-----. ამომცნობმა პირმა ფოტოსურათზე გამოსახული ობიექტი ამოიცნო სახის მოყვანილობით, ნაკვთებით, თმით, რკალისებრი წარბებით, სწორი ცხვირით.

2.16.1. საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ------- მ------–---–მა.

 

2.17. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა - გ------- კ-----–--–---–მა ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება- დ-----– ლ---–----ე, რომელმაც 2018 წლის 01 სექტემბერს ქ. თბილისში ბ----------ში არსებულ ღამის კლუბ ,,ე-------ში“ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამომცნობმა პირმა ფოტოსურათზე გამოსახული ობიექტი ამოიცნო სახის მოყვანილობით, თავის ფორმით, ნაკვთებით მუქი ფერის თმით, მუქი ფერის წვერით, მუქი, რკალისებრი წარბებით, სწორი ცხვირით და მუქი, საშუალო თვალებით.

2.17.1. საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ------- მ------–---–მა.

 

2.18. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა - ლ---- კ-----–--–---–მა ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - დ-----– ლ---–----ე, რომელმაც 2018 წლის 01 სექტემბერს მამამისს გ------- კ-----–--–---–ის კლუბ ,,ე-------ში“ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამომცნობმა პირმა ფოტოსურათზე გამოსახული ობიექტი ამოიცნო სახის მოყვანილობით, თავის ფორმით, თმის ფერის წარბებისა და ცხვირის ფორმით, სახის ზოგადი იერსახით.

2.18.1. საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–- გ-------ემ.

 

2.19.ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა - ლ---- კ-----–--–---–მა ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - ი-----–- პ-----, რომელმაც 2018 წლის 01 სექტემბერს მამამისს - გ------- კ-----–--–---–ს კლუბ ,,ე-------ში“ ყელიდან ჩამოწყვიტა ოქროს ცეფი, ფოტოსურათზე გამოსახული ობიექტი ამოიცნო სახის მოყვანილობით, თავის ფორმით, თმის ფერით, წარბებისა და ცხვირის ფორმით, სახის ზოგადი იერსახით.

2.19.1. საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–- გ-------ემ.

 

2.20. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 01 სექტემბერს გ------- კ-----–--–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილ იქნა ყელსაბამი, გ------- კ-----–--–---–ისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ოქროსფერი დაახლოებით 62 სმ სიგრძის ყელსაბამი, რომელსაც გააჩნია ჯაჭვის ფორმა.

2.20.1. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ბ--- მ-------ემ.

 

2.21. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N-------- თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ჯაჭვის დაბოლოებაზე არსებულ ჩამკეტ მექანიზმს აღენიშნება დაზიანება ტეხის სახით (მინუს მასალა) აღნიშნული დაზიანება წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

2.21.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასმართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- შ----–----ემ.

 

2.22. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 0----------რის სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 9 სექტემბერს 01:05 საათზე ქ. თბილისი, გ--------–-ს მ-------ზე დაკავებულ იქნა ი-----–- პ----- სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამო.

 

2.23. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის #------------ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე დ-----– ლ---–----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.24. ბრალდებულ ი-----–- პ-----ს ადვოკატების პოზიციით, ი-----–- პ-----ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება და მოითხოვეს მისი უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, იმ საფუძვლით, რომ როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ი-----–- პ-----ს ბრალეულობა, სახეზე არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა და ისინი ობიექტურ პირს ნამდვილად ვერ დაარწმუნებენ ი-----–- პ-----ს მიერ დანაშაულის ჩადენაში. ადვოკატ გ------- ბ---------–--ის განმარტებით, თუ ი-----–- პ----- მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვის ნივთს, გაურკვეველია, რატომ დააბრუნა ყელსაბამი 1 წუთის შემდეგ, მაშინ, როდესაც დაბრუნების მიზეზი არ ყოფილა რაიმე ან ვისიმე მხრიდან ზემოქმედება; ასევე, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ბრალდებულს გასჩენოდა შიში, რადგან ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, რომ პირს, რომელმაც დაზარალებულს ხალხში ჩამოგლიჯა ყელსაბამი, გასჩენოდა შემდეგში რაიმეს შიში, მით უმეტეს, როცა არ არსებობდა შიშის საფუძველი. ადვოკატ გ---–- მ--------ის მოსაზრებით, არ შეიძლება ორი მოწმის სხვა მოწმეებთან და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფი ჩვენებები გახდეს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, როდესაც საქმეში არ არსებობს არცერთი ობიექტური მტკიცებულება.

 

2.25. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ მისცა რა შეფასება წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ უნდა იქნას გაზიარებული.

 

2.26. სასამართლო აღნიშნავს, რომ ძარცვის გზით ქონების დაუფლება გულისხმობს ნივთის აშკარა დაუფლებას, მესაკუთრის, მფლობელის თანდასწრებით, რომლის შედეგადაც მფლობელ პირს ერთმევა საკუთარი ნივთის მიმართ უფლებების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა. ძარცვა მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია, რომელიც დამთავრებულად ითვლება ქონების დაუფლების მომენტიდან, როდესაც დაზარალებულს ერთმევა შესაძლებლობა ისარგებლოს საკუთრებით. კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ი-----–- პ----- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა დაზარალებულ გ------- კ-----–--–---–ის კუთვნილ ძეწკვს და ჯვარს, რითაც დაზარალებულს წაართვა შესაძლებლობა ესარგებლა საკუთარი ნივთით. კერძოდ:

2.26.1. დაზარალებულ გ------- კ-----–--–---–ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კლუბში ყოფნისას გ------- კ-----–--–---–ს ოქროს ძეწკვი და ჯვარი ჩამოწყვიტა იქ მყოფმა ი-----–- პ-----მ. აღნიშნული ფაქტი გ------- კ-----–--–---–მა დაადასტურა როგორც გამოძიებისას მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას, ასევე, საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე დაკითხვისას. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს გ------- კ-----–--–---–ის ჩვენების სისწორეში, რადგან ინტერესი იმისი, რომ მას განზრახ მიეცა ი-----–- პ-----ს მიმართ ცრუ ჩვენება, საქმის მასალებით არ იკვეთება.

2.26.2. დაზარალებულ გ------- კ-----–--–---–ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მისი შვილის - მოწმე ლ---- კ-----–--–---–ის ჩვენებასთან, რომელიც არის თვითმხილველი მოწმე თუ როგორ ჩამოწყვიტა ი-----–- პ-----მ გ------- კ-----–--–---–ს ოქროს ძეწკვი და ჯვარი. ამასთანავე, ლ---- კ-----–--–---–მა სასამართლო სხდომაზე დამაჯერებლად მიუთითა ბრალდებულ ი-----–- პ-----ზე, რომელმაც გ------- კ-----–--–---–ს ჩამოწყვიტა ოქროს ძეწკვი. ის ფაქტი, რომ დაზარალებული და მოწმე არიან მამა-შვილი, არ წარმოადგენს მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველს, ხოლო ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მამა-შვილი არიან დაინტერესებული პირები, სასამართლოს არ გააჩნია.

2.26.3. ი-----–- პ-----ს ამოცნობა გ------- კ-----–--–---–ის მიერ ჩატარდა 2018 წლის 5 სექტემბერს. ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით, ვინაიდან ი-----–- პ-----ს ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ფოტოსურათების ამოცნობისას გ------- კ-----–--–---–მა ამოიცნო ი-----–- პ-----, რომელმაც 2018 წლის 01 სექტემბერს გ------- კ-----–--–---–ს კლუბში ყელიდან ჩამოწყვიტა ოქროს ცეფი; ლ---- კ-----–--–---–ის მიერ ი-----–- პ-----ს ამოცნობა ჩატარდა 10 სექტემბერს, იმ დროისთვის ი-----–- პ----- დაკავებული იყო, მაგრამ უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობაზე, რის გამოც ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით, რა დროსაც ლ---- კ-----–--–---–მა ამოიცნო ი-----–- პ-----, რომელმაც მამამისს კლუბში ყელიდან ჩამოწყვიტა ოქროს ცეფი; სასამართლოს მიერ დაიკითხნენ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩამტარებელი გამომძიებლები ი-----–- გ-------ე და გ------- მ------–---–ი. სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს საფუძველი სასამართლომ ეჭვი შეიტანოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებში დაფიქსირებული ფაქტების სისწორეში.

2.26.4. ამოღების ოქმით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ ლ---- შ----–----ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- კ-----–--–---–ისგან ამოღებულ ოქროს ჯაჭვის დაბოლოებაზე არსებულ ჩამკეტ მექანიზმზე აღენიშნება დაზიანება ტეხის სახით, რომელიც წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული მტკიცებულებები სარწმუნოდ ხდის გ------- კ-----–--–---–ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ძეწკვი ჩამოწყვიტეს ფიზიკური ზემოქმედების შედეგად.

2.26.5. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ------- კ-----–--–---–ს ძეწკვი კი არ ჩამოწყვიტეს, არამედ მოწყდა კლუბში მომხდარი კონფლიქტის დროს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მოწმე არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კ-----–--–---–სა და კლუბში მყოფ იმ პირს შორის, რომელთანაც შელაპარაკება მოუვიდა გ------- კ-----–--–---–ს, იმგვარ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რომ შესაძლოა იმ პირს გ------- კ-----–--–---–ისთვის ძეწკვი ჩამოეწყვიტა; ასევე, ლ---–----ე, გ-------ი და მ------–---–ი არ მიუთითებენ მათი მხრიდან იმგვარ ღონისძიებების გამოყენებას, რომ მათ შესაძლოა შემთხვევით ჩამოეწყვიტათ ძეწკვი გ------- კ-----–--–---–ისთვის.

2.26.6. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე დ-----– ლ---–----ის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, როცა დაზარალებულმა ქართულად უთხრა ძეწკვი, ლ---–----ე ავიდა კლუბში, სადაც ვიღაც მანდილოსანმა, არ იცის თანამშრომელი იყო თუ სტუმარი (გამოძიებისას აჩვენა, რომ ერთ-ერთმა მომსახურე პერსონალმა, ზუსტად არ ახსოვს ვინ), ხელში მიაწოდა ძეწკვი, რომელიც ლ---–----ემ მაშინვე დაუბრუნა დაზარალებულს, ისე რომ არ დაინტერესებულა, საიდან მოხვდა ძეწკვი ქალბატონთან. აღნიშნულ ჩვენებას სასამართლო ვერ გაიზიარებს ი-----–- პ-----ს უდანაშაულობის დასადასტურებლად, ვინაიდან არ არის დადგენილი ქალბატონის ვინაობა და ვერ იქნა გადამოწმებული ნამდვილად ქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი და საიდან მოხვდა მის ხელში ოქროს ძეწკვი.

2.26.7. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გამოძიება არასრულყოფილად არის ჩატარებული იმ კუთხით, ნამდვილად იყვნენ თუ არა ი-----–- პ-----, დ-----– ლ---–----ე, დ----- გ-------ი და დ----- მ------–---–ი კლუბის დაცვის თანამშრომლები. მცველის სტატუსი და უფლება-მოვალეობები რეგულირდება კანონით ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ’’, რომლითაც განსაზღვრულ უფლება-მოვალეობები, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ამ პირების მიერ არ იყო დაცული, პირიქით, უხეშად იქნა დარღვეული. გამოძიების ეს ხარვეზი არც დაცვის მხარის მიერ იქნა შევსებული, როდესაც დაცვის მხარის ინტერესებში უნდა ყოფილიყო წარმოედგინათ იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა დაცვის თანამშრომლების მიერ თავიანთი უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულების ფაქტს.

2.26.8. სასამართლო აძლევს რა შეფასებას ბრალდებულ ი-----–- პ-----ს ჩვენებას მიაჩნია, რომ იგი არ არის შესაბამისობაში საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან და მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელისაგან თავის არიდებას. კერძოდ:

ბრალდებულ პ-----ს, მოწმეების ლ---–----ის, გ-------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ იმ საღამოს პ----- სამსახურებრივ მოვალეობას კლუბში არ ასრულებდა და არ ევალებოდა წესრიგის დაცვის მიზნით გაეტარებინა ღონისძიებები, ამასთან, კონფლიქტი არ გადასულა ფიზიკურ დაპირისპირებაში, შესაბამისად, გაურკვეველია რა აუცილებლობა არსებობდა კონფლიქტში პ-----ს ჩარევის.

ბრალდებულ ი-----–- პ-----ს ჩვენებით დგინდება, რომ ძეწკვის ჩამოწყვეტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ის და გ-------ი, რა დროსაც კ-----–--–---–მა რამდენჯერმე იხმარა სიტყვა ,,ცეპოჩკა“, რითაც პ----- არ დაინტერესებულა. აღნიშნული მოწმობს, რომ ძეწკვის ჩამოწყვეტის ინციდენტი მოხდა პ-----ს და გ-------ის მიერ კონფლიქტში ჩარევისას, დ-----– ლ---–----ის და დ----- მ------–---–ის მოსვლამდე და ეს პირები ვერ იქნებიან ძეწკვის ფაქტზე დაცვის მხარის მოწმეები.

ძეწკვის ჩამოწყვეტის ფაქტზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს მოწმე დ----- გ-------ი, რომელსაც (მისივე განმარტებით) ყურადღება გადატანილი ჰქონდა კონფლიქტის განრიდებაზე, დაცვის თანამშრომლების გამოძახებაზე. ამდენად, გ-------იც არ არის მოწმე ძეწკვთან დაკავშირებული ინციდენტის.

2.26.9. პ-----ს ჩვენების სანდოობის მიზნით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თუ რამდენად შესაბამისობაშია პ-----ს ჩვენება ლ---–----ის, გ-------ის და მ------–---–ის ჩვენებებთან, რომლებიც არიან მისი თანამშრომლები და არ არიან მასთან დაპირისპირებული პირები. აღსანიშნავია, რომ პ-----ს ჩვენებები არ არის თანხვედრაში აღნიშული მოწმეების ჩვენებებთან.

პ-----ს ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის დ----- გ-------ის ჩვენებასთან კონფლიქტში მხარეთა ოდენობის და ფიზიკური დაპირისპირების მხრივ. პ-----ს განმარტებით, ერთ მხარეს იყო კ-----–--–---–ი, ხოლო მეორე მხარეს 3 ან 4-ზე მეტი პირი; გ-------ის ჩვენებით, კონფლიქტი 2 ადამიანს შორის იყო, დიდი ხანი არ გაგრძელებულა კონტაქტი მათ შორის. ამდენად, გ-------ის ჩვენებით ცხადი ხდება, რომ კონფლიქტი იყო ორ პირს შორის, ასევე კონფლიქტი არ მისულა ფიზიკურ დაპირისპირებამდე. გ-------ის აღნიშნული ჩვენება შესაბამისობაშია გ------- კ-----–--–---–ის ჩვენებასთან.

დაცვის თანამშრომლების ამოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებშიც ცდება პ-----ს, ლ---–----ის და გ-------ის ჩვენებები ერთმანეთს. პ-----ს ჩვენებით, ლ---–----ე და კ-----–--–---–ი კონფლიქტის ადგილას დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაშინ როდესაც გ-------მა აჩვენა, რომ ლ---–----ე როცა ამოვიდა, ვინც ძალიან აგრესიული იყო გაიყვანა, დარჩნენ ის და პ----- და მან გააგრძელა მუშაობა; ასევე ლ---–----ემ აჩვენა, რომ როცა მოვიდა ყველაზე აგრესიული გაიყვანა გარეთ, სადაც მოუვიდათ შეხლა-შემოხლა. რაც მოწმობს, რომ კონფლიქტი ლ---–----ესა და კ-----–--–---–ს შორის წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ლ---–----ემ გაიყვანა კ-----–--–---–ი და თუ რა სახის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი ლ---–----ესა და კ-----–--–---–ს შორის პ----- ვერ დაინახავდა.

დაცვის თანამშრომლების ჩვენებებთან პ-----ს ჩვენებების შეუსაბამობით სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი არასწორად წარმოაჩენს ფაქტებს, რის გამოც სასამართლო ბრალდებულ ი-----–- პ-----ს ჩვენებას არ მიიჩნევს სარწმუნოდ და ვერ გაიზიარებს მისი უდანაშაულობის დასადასტურებლად.

2.26.10. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დაზარალებული გ------- კ-----–--–---–ი კლუბში იყო ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ი-----–- პ-----ს ჩვენებაზე იმის თაობაზე, რომ კლუბში ,,ჩაი დავლიე, ყავა დავლიე, ცოტა მგონი დავლიე კიდევაც’’, ამასთანავე, პ-----მ აჩვენა, რომ კლუბი არის ადგილი, სადაც ხალხი იღებს ალკოჰოლს, რადგან ნორმალური ადამიანი ფხიზელი შეუძლებელია გაჩერდეს ამ ხმაურში, მტვერში და კვამლში. იმ საღამოს ი-----–- პ----- კლუბებში იმყოფებოდა საღამოს 9 საათიდან ღამის 3 საათამდე, სადაც ცეკვავდა, ერთობოდა. აღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- კლუბში ფხიზელ მდგომარეობაში არ იქნებოდა, მაგრამ თუ რა ხარისხის ნასვამი იყო პ----- ამ ფაქტს სასამართლო ვერ ადასტურებს, რადგან პ-----ს შემოწმება ალკოტქსტზე არ მომხდარა.

2.26.11. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ი-----–- პ-----ს ჩვენებაზე, რომ 5 სექტემბრამდე იგი არ მისულა შ-------ზე და არ დაინტერესებულა თუ როგორ წარიმართა მოვლენები 1 სექტემბრის ინციდენტთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტი საეჭვოდ ხდის ი-----–- პ-----ს ჩვენებას, რადგან სასამართლოსთვის არადამაჯერებელია ის, რომ 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრამდე ი-----–- პ----- არ მისულიყო შ-------ზე მდებარე მის სამუშაო ადგილზე, სადაც მისი და შეყვარებულის მუშაობის გამო ხშირად უხდებოდა მისვლა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 5 სექტემბრამდე პოლიციამ თბილისში ვერ დაადგინა ი-----–- პ-----ს ადგილსამყოფელი და ამ მიზნით ზ--------ში მივიდა პ-----ს მშობლების საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული გარემოებები მოწმობს, რომ 1 სექტემბრის ფაქტის შემდეგ ი-----–- პ----- თავს არიდებდა კლუბში გამოჩენას.

2.26.12. სასამართლო აძლევს რა შეფასებას წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ ბრალდებულ პ-----ს ჩვენება არის არადამაჯერებელი, არარაგუმენტირებული და შეუსაბამოა თავად დაცვის მხარის მტკიცებულებებთან, მაშინ როდესაც პ-----ს ჩვენების საპირწონედ ბრალდების მხარის მოწმეები - გ------- და ლ---- კ-----–--–---–ები დამაჯერებლად ამხელენ ი-----–- პ-----ს დანაშაულის ჩადენაში. სასამართლოს არ გააჩნია არანაირი საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულის და მისი შვილის ჩვენებაში. მართალია, გ------- კ-----–--–---–ი შემთხვევის დროს იყო ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ მისი ჩვენება სრულ თანხვედრაშია შვილის ლ---- კ-----–--–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც სასამართლო პროცესზე დამაჯერებლად აჩვენა თუ როგორ დაინახა ი-----–- პ-----ს მიერ გ------- კ-----–--–---–ის ძეწკვის ჩამოწყვეტის ფაქტი. ვარაუდი იმის თაობაზე, რომ გ------- და ლ---- კ-----–--–---–ები არიან დაინტერესებული პირები და ცრუ ჩვენებას იძლევიან ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, საქმეში არ არსებობს. შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნია არანაირი საფუძველი გ------- და ლ---- კ-----–--–---–ების ჩვენებები არ გაიზიაროს ი-----–- პ-----ს ბრალდების დასადასტურებლად.

2.26.13. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დანაშაული ი-----–- პ-----მ ჩაიდინა მას შემდეგ, რაც კ-----–--–---–მა მიიპყრო მისი ყურადღება თავისი ქმედებით, რა დროსაც კ-----–--–---–ს ეცვა იმგვარი მაისური, რომ ოქროს ძეწკვი იყო შესამჩნევი და პ-----ს წარმოეშვა უეცარი განზრახვა ესარგებლა შექმნილი დაძაბული სიტუაციით და ანგარების მოტივით მართლსაწინააღმდეგოდ, აშკარად დაუფლებოდა გ------- კ-----–--–---–ის კუთვნილ ძეწკვს, რომელზეც იყო ჯვარი, რაც მოიყვანა სისრულეში. ქმედების აშკარა ხასიათი შემჩნეულ იქნა როგორც დაზარალებულის, ასევე მისი შვილის მიერ, რომლებმაც ამოიცნეს ი-----–- პ----- და მიუთითეს, რომ სწორედ ი-----–- პ-----მ ჩამოწყვიტა ძეწკვი გ------- კ-----–--–---–ს.

2.26.14. სასამართლომ შეაფასა რა ი-----–- პ-----ს ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–- პ-----ს ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 01 სექტემბერს, დაახლოებით, 01:30 საათზე ქ. თბილისში ბ------------ ქუჩაზე მდებარე კლუბ ,,ი-------ს“ შესასავლელთან ი-----–- პ----- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა გ------- კ-----–--–---–ის კუთვნილ ოქროს ყელსაბამს და ოქროს ჯვარს.

 

2.27. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ი-----–- პ-----მ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.28. სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ს/ს N0----------- საქმეზე დადგენილების მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ოქროს ძეწკვის საბაზრო ღირებულება 2018 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენდა 1850 ლარს. ასევე, დაზარალებულ გ------- კ-----–--–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ძეწკვზე მიმაგრებული ოქროს ჯვარის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 1000 ლარს.

 

2.29. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

2.30. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-----–- პ-----მ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა იმპერატიული მოთხოვნაა - გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმადგენს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- პ-----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.

 

3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–- პ-----ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი-----–- პ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ი-----–- პ-----ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, ი-----–- პ----- წარსულში არ არის ნასამართლევი

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- პ-----ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ი-----–- პ-----მ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

6.1. გ------- კ-----–--–---–ისგან ამოღებული ერთი ცალი ოქროსფერი ყელსაბამი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.2. გ------- კ-----–--–---–ის დაკითხვის სხდომის ოქმის ლაზერული დისკი, რომელიც დაულუქავი სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ი-----–- პ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ი-----–- პ-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

3.ი-----–- პ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. ი-----–- პ-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 9 სექტემბრიდან.

 

5.ნივთმტკიცება:

 

5.1. გ------- კ-----–--–---–ისაგან ამოღებული ერთი ცალი ოქროსფერი ყელსაბამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

5.2. გ------- კ-----–--–---–ის დაკითხვის სხდომის ოქმის ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს დაულუქავი სახით, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/