განაჩენი

სისხლის სამართლის 25.03.2019
საქმის ნომერი
330100118002717370
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივა-- თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ-–----------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ--–---- ვ--–----ს ძე ჩ-------ი - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–---------------------------------------------------ში

 

ადვოკატი - ი--------------–---–ი

 

თარჯიმა-- - ხ---------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2--- წლის 4 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, წ---------------------------------------------------ში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ--–---- ჩ-------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას ს-----–--- ჯ-----–--ლს, კერძოდ, ვ--–---- ჩ-------მა დედამისს მოსთხოვა ალკოჰოლური სასმელის მოტანა, უარის მიღების შემდეგ კი მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა, რომ და--თ მოჭრიდა თავს და შემდეგ სახლშივე დაწვავდა. ს-----–--- ჯ-----–--ლმა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში.

 

1.2. ვ--–---- ჩ-------ი და მისი არასრულწლოვა-- დისშვილი ცხოვრობდნენ ერთად. 2--- წლის 4 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, წ----------------------ი კორპუსი №-------------ში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ--–---- ჩ-------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან მუდმივად მცხოვრებ არასრულწლოვან დისშვილს ა-- ჯ-----–--ლს, კერძოდ, ვ--–---- ჩ-------მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა, რომ და--თ ყელს გამოჭრიდა. ა-- ჯ-----–--ლმა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ ს-----–--- ჯ-----–--ლის ჩვენებით, ქ. თბილისში, წ----------------------ი კორპუსი №-------------ში ცხოვრობს შვილთან - ვ--–---- ჩ-------თან და შვილიშვილთან ა-- ჯ-----–--ლთან ერთად. ვ--–---- ჩ-------ი 2--- წლის ივნისის თვეში გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მას შემდეგ ცხოვრობენ ერთად (დაზარალებულის განმარტებით, ვ---------ს ცალკე ბინა ჰქონდა, რომელიც გააქირავა და თავად დედასთან და დისშვილთან ერთად ცხოვრობდა). გათავისუფლებიდან მალევე, სექტემბრის თვიდან ბრალდებულმა დაიწყო ალკოჰოლური სასმელის სისტემატური მიღება, რის შედეგადაც ხდებოდა აგრესიული და ოჯახის წევრებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

დაზარალებულის ჩვენებით, 2--- წლის 3 ოქტომბერს, ნასვამმა ვ--–---- ჩ-------მა ალკოჰოლური სასმელის შეძენა მოსთხოვა დედას. უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა დაუწყო ყვირილი, უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და ემუქრებოდა, რომ და--თ მოკლავდა და სახლს გადაწვავდა, ასევე აფრთხილებდა რომ პოლიციისადმი მიმართვის შემთხვევაში მუქარას სისრულეში მოიყვანდა. აგრესიული ვ---------მა დედისკენ გაიწია, რის გამოც ს.ჯ-----–--ლს ძალიან შეეშინდა. დაზარალებულის განმარტებით, მის გარდა ბრალდებული არასრულწლოვან დისშვილს, ა-- ჯ-----–--ლსაც ეჩხუბებოდა, მისგან მოითხოვდა სამსახურისთვის თავის დანებებას (მუშაობდა ბარში) და ემუქრებოდა, რის გამოც ა-- შეშინებული იყო და ყვიროდა.

 

დაზარალებულის განმარტებით, ზ/აღნიშნული ფაქტი განმეორდა 2--- წლის 4 ოქტომბერსაც, კერძოდ: ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ--–---- ჩ-------მა კვლავ განახორციელა მუქარა ოჯახის წევრების მიმართ, იგი იყო აგრესიული, აჯანჯღარებდა დედას და და--თ ხელში ემუქრებოდა, რომ მოკლავდა და სახლს გადაწვავდა, ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა არასრულწლოვან დისშვილსაც. დაზარალებულის ჩვენებით, ბრალდებული აცხადებდა, რომ მისთვის სულერთი იყო, „ფეხებზე ეკიდა“ მიმართავდნენ თუ არა ოჯახის წევრები პოლიციას, ვინაიდან ციხიდან გამოსვლის შემდეგ ორივეს მაინც დახოცავდა. დაზარალებულმა ს-----–--- ჯ-----–--ლმა დაადასტურა, რომ ბრალდებულის აგრესიულმა ქმედებებმა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის რეალურად განხორციელების შიშმა აიძულა მიემართა პოლიციისათვის, რისგანაც მანამდე თავს იკავებდა შვილისათვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით.

 

არასრულწლოვა-- დაზარალებულის ა-- ჯ-----–--ლის ჩვენებით, ქ. თბილისში, წ----------------------ი კორპუსი №-------------ში ცხოვრობს ბებიასთან - ს-----–--- ჯ-----–--ლთან და ბიძასთან - ვ--–---- ჩ-------თან ერთად. ვ--–---- ჩ-------ი 2--- წლის ივნისის თვეში გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მას შემდეგ ცხოვრობენ ერთად (დაზარალებულის განმარტებით, ვ---------ს ცალკე ბინა ჰქონდა, რომელიც გააქირავა და თავად დედასთან და დისშვილთან ერთად ცხოვრობდა). დაზარალებულის განმარტებით, ვ---------ი სისტემატურად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შედეგადაც ხდებოდა აგრესიული, იგინებოდა, ყვიროდა და ემუქრებოდა ოჯახის წევრებს.

 

დაზარალებულის ჩვენებით, 2--- წლის 3 ოქტომბერს, სამსახურიდან დაბრუნებულს ვ--–---- ჩ-------მა ჩხუბი დაუწყო, უყვიროდა და ემუქრებოდა, რომ თუ სამსახურს თავს არ დაანებებდა ყელს გამოჭრიდა. გასაშველებლად ბებია - ს-----–--- ჯ-----–--ლი ჩადგა შუაში, რის გამოც ბრალდებულმა მასაც დაუწყო ყვირილი და ემუქრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანს ძალიან შეეშინდა, პოლიციაში არ განუცხადებია, რადგან ვ----------ი მაინც შეეცოდა.

 

დაზარალებულის განმარტებით, 2--- წლის 4 ოქტომბერს, ოჯახში შექმნილი სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. საღამო ხანს გაღვიძებულმა ვ--–---- ჩ-------მა დედას მოსთხოვა ალკოჰოლური სასმელის შეძენა, უარის მიღების შემდეგ კი გახდა აგრესიული, დაიწყო უცენზურო სიტყვებით გინება და მუქარა დედისა და დისშვილის მიმართ, „ყელს გამოგჭრით, მოგკლავთ და დაგწვავთო.“ ა--- ბრალდებულს განუცხადა, რომ პოლიციას მიმართავდა, აღნიშნულის მიუხედავად კი, ვ---------ი კვლავ დაემუქრა ოჯახის წევრებს.

 

დაზარალებულმა ა-- ჯ-----–--ლმა დაადასტურა, რომ ბიძის მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურად აღიქვა და ძალიან შეეშინდა, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო ბრალდებულის ნასამართლობა სიდედრის დაჭრის ფაქტზე. არასრულწლოვანმა განმარტა, რომ ბრალდებულის აგრესიისა და მუქარის მოთმენა შეუძლებელი გახდა, რის გამოც მან და ბებიამ პოლიციას მიმართეს და გამოიკითხნენ, მეორე დღეს კი ვ--–---- ჩ-------ი დააკავეს. დაზარალებულის ჩვენებით, ვ---------ის მხრიდან მის მიმართ აგრესიის მიზეზი იყო სამსახური, ა-- მუშაობდა ღამის ბარში და მიღებული შემოსავლით მატერიალურად ეხმარებოდა ოჯახს, მათ შორის, ვ---------საც აძლევდა თანხას, რასაც ბრალდებული სასმელსა და ნარკოტიკულ საშუალებებში ხარჯავდა.

 

ბრალდებულ ვ--–---- ჩ-------ის ჩვენებით, 2--- წლის 28 ივნისს გათავისუფლდა ციხიდან და დედასთან დაიწყო ცხოვრება. ბრალდებულმა დედა - ს-----–--- ჯ-----–--ლი დაახასიათა უარყოფით პიროვნებად, რომელსაც ცივი, კონფლიქტური დამოკიდებულება ჰქონდა ოჯახის ყველა წევრთან, რის გამოც მასთან ცხოვრებას ყველა გაურბოდა, მას აინტერესებდა მხოლოდ ფული და რჩენას მოითხოვდა როგორც ვ--–----სგან, ისე არასრულწლოვა-- ა--სგან, ბრალდებულს ამადლიდა ყველაფერს. ვ---------ის განმარტებით, დედასთან მუდმივი კონფლიქტის გამო დაიწყო ალკოჰოლური სასმელის სისტემატური მიღება, ყოველდღიურად იღებდა 2-3 ბოთლს, ხანდახან არ ახსოვდა მომხდარი ფაქტები. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ არ მოსწონდა ა--ს სამსახური, მთელი ღამე გასული იყო სახლიდან და მუშაობდა თურქულ ბარში, რის გამოც არაერთხელ მისცა შენიშვნა, ა--ს კი ეს არ მოეწონა და გაბრაზდა. ბრალდებულის ვერსიით, დედას და დისშვილს უნდოდათ მისი თავიდან მოშორება და ამ მიზნით მიმართეს პოლიციას, ნაცნობმა პოლიციის თანამშრომელმა მანამდე გააფრთხილა კიდეც, რომ დედამისი რაღაც არასასიამოვნოს უმზადებდა. ვ---------მა ასევე განმარტა, რომ ს.ჯ-----–--ლს წლების წინ ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა.

 

გარდა ზ/აღნიშნული მტკიცებულებებისა, სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით, ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულებას (დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და ა.შ.), საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულების: ს.ჯ-----–--ლისა და ა.ჯ-----–--ლის ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2--- წლის 4 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, წ---------------------------------------------------ში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ--–---- ჩ-------ი სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა დედას ს-----–--- ჯ-----–--ლს და არასრუწლოვან დისშვილს ა-- ჯ-----–--ლს, რომელთაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში. დაზარალებულთა ჩვენებები 2--- წლის 3-4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების თაობაზე გულწრფელი, ურთიერშესაბამისი და თანმიმდევრულია, არცერთი მათგა--ს დაკითხვისას არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რაც მათი ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტა--ს საფუძველი გახდებოდა.

 

მუქარის რეალურობისა და საფუძვლიანობის შეფასებისას, გარდა დაზარალებულების პოზიციისა, რომ მათ მუქარა რეალურად აღიქვეს, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე მუქარის განმახორციელებელი პირის - ბრალდებულის პიროვნებას და მის წარსულს. დაზარალებულისა და თავად ბრალდებულის ჩვენებებით დასტურდება, რომ ვ---------ი სისტემატურად მოიხმარდა დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს, რაც უარყოფითად მოქმედებდა მასზე, ხდებოდა აგრესიული და ხანდახან არც კი ახსოვდა კონკრეტული ქმედებები. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ ვ---------მა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა ოჯახის წევრების მიმართ, კერძოდ:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით, ვ---------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 8 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ხსენებული განაჩენით დადგენილია, რომ ვ---------მა ყოფილი მეუღლის ძმას - შ--------–---–სა და მის მეუღლეს ე-----–--–---–ს და--ს გამოყენებით მიაყენა არაერთი დაზიანება, ხოლო ყოფილი სიდედრის - ლ------–-–---–ის მიმართ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 29 ივნისის განაჩენით, ვ---------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ხსენებული განაჩენით დადგენილია, რომ ვ---------მა ყავის მადუღარის და მუშტის არაერთჯერადი დარტყმით სახისა და გულმკერდის არეში ვ---------ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. ყოველივე ზ/აღნიშნული კი ნათლად მიუთითებს, რომ ასეთი წარსული „გამოცდილების“ და „შესაძლებლობების“ მქონე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირისაგან განხორციელებულმა სიცოცხლის მოსპობის მუქარამ ობიექტურად გამოიწვია შიში დაზარალებულებში (როგორც ასაკოვან ქალბატონში, ისე არასრულწლოვანში), რომ მუქარა რეალურად განხორციელდებოდა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-111 მუხლისა და მისი შენიშვნის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 133 2, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151 1, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გა--საზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-- ჯ-----–--ლი არის არასრულწლოვ--- (რაც ცხადია ცნობილია მისი ბიძის ვ---------ისათვის), დაზარალებულები: ს-----–--- ჯ-----–--ლი და ა-- ჯ-----–--ლი არიან ბრალდებულის დედა და დისშვილი, რომლებიც ცხოვრობენ ერთ სახლში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, შესაბამისად, ვ--–---- ჩ-------ის მიერ ს-----–--- და ა-- ჯ-----–--ლების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სწორია.

 

რაც შეეხება ბრალდებულის ვერსიას უდანაშაულობასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან წინააღმდეგობაშია სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, ამასთან ვერსია, რომ ოჯახის წევრებმა პოლიციას მიმართეს ბრალდებულის თავიდან მოშორების მიზნით და ამის თაობაზე მანამდე იყო გაფრთხილებული პოლიციის თანამშრომლის მიერ (რომლის ვინაობაც არ იცის), მოკლებულია დამაჯერებლობას, ვინაიდან ვ---------ს ჰქონდა სრული შესაძლებლობა თავად გაცლოდა ოჯახის წევრებს და გადასულიყო საცხოვრებლად საკუთარ სახლში, თუკი რეალურად არსებობდა დედისა და დისშვილის მხრიდან რაიმე სახის დაინტერესება და მათგან მომდინარეობდა რაიმე საფრთხე ვ---------ის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ამასთან, აღსა--შნავია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულების უარყოფით ხასიათსა თუ ქცევაზე აპლეირებისა და შექმნილი სიტუაციის შემსუბუქების მცდელობის მიუხედავად, ვ---------მა ვერ დამალა ის ფაქტი, რომ იყო ალკოჰოლური სასმელის სისტემატური მომხმარებელი და სხვადასხვა მიზეზით ჰქონდა კონფლიქტი დედასა და დისშვილთან.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლია--. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტა--ლია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტა--ს გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ--–---- ჩ-------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

1. სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

2. სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვ---ს მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ვ--–---- ჩ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

4.2. ვ--–---- ჩ-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ახალი განზრახი დანაშაულების ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის და--შვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზია--, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზა--ა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზა-- ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი გა---სჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ვ--–---- ჩ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის პირობებში, ვინაიდან ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნა, არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. ამასთან, სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექა--ზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტია-- განხორციელების მიზნით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ვ--–---- ჩ-------ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 29 ივნისის განაჩენი, კერძოდ:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 29 ივნისის განაჩენით, ვ--–---- ჩ-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. ხსენებული განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა ვ---------ს უსრულდება 2021 წლის 28 ივნისს.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--–---- ჩ-------ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ--–---- ჩ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ--–---- ჩ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ვ--–---- ჩ-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 29 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდა--შნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 29 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ--–---- ჩ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ვ--–---- ჩ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 5 ოქტომბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია