გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2019
საქმის ნომერი
030210017002187105
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030210017002187105

N 2/1197-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2019 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

მოსარჩელე: ს- „ლ-------- ბ----“,წარმომადგენელი: ა-- ძ---------,მოპასუხე: მ--- მ-------–---–-,წარმომადგენელი: ს-----–-ნა შ--------,დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე მ--- მ-------–---–- მოსარჩელე ს- „ლ-------- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტით სარგებლობიდან გამომდინარე 2137,87 (ძირი) ლარის გადახდა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

მ--- მ-------–---–- 2011 წლის 03 ივნისიდან სარგებლობდა, სახელფასე ანგარიშზე გააქტიურებული ოვერდრაფტით (ანგ. N7--------------), რომელზეც ათვისებულმა და დაუბრუნებელმა თანხამ შეადგინა 2137,87 (ძირი) ლარი. ოვერდრაფტი წარმოადგენს ბ----ს თანხმობით ბ----ს ერთი ან რამდენიმე ანგარიშზე დაშვებულ ლიმიტს, რომლითაც სარგებლობის უფლება აქვს ლ-------- ბ----ს პლასტიკური ბარათის მქონე პირს. ს- „ლ-------- ბ----“ მომხმარებელს სთავაზობს ოვერდრაფტის გააქტიურებას ბანკომატის საშუალებითაც. ბანკომატი სთავაზობს მომხმარებელს სახელფასე ანგარიშზე ოვერდრაფტის გააქტიურების შესაძლებლობას, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს ოფერტს და თავის მხრივ მოვალე კონკლუდენტური მოქმედებით, რაც გამოიხატება სახელფასე ანგარიშზე ოვერდრაფტის გააქტიურებითა და თანხის გახარჯვით აცხადებს აქცეპტს და ეთანხმება კრედიტორის მიერ დადგენილ პირობებს. აქვე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კრედიტორის მხრიდან ხდება მხოლოდ გახარჯული თანხის ე. წ. ძირი თანხის მოთხოვნა, რომელიც დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ამონაწერი მსესხებლის პირადი ანგარიშიდან. თავის მხრივ საბანკო კრედიტისათვის ისე, როგორც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის არ არის აუცილებელი წერილობითი ფორმის დაცვა და სამოქალაქო კოდექსი იცნობს ზეპირი სახით ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას. მსესხებელი კრედიტორის მხრიდან გაფრთხილებულ იქნა აღნიშნული დავალიანების შესახებ, თუმცა მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, აქედან გამომდინარე დღეის მდგომარეობით მსესხებელი იმყოფება ვადაგადაცილებაში და ს- „ლ-------- ბ----ს“ მიმართ ერიცხება დავალიანება 2137,87 (ძირი) ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ მომზადების ეტაპზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2011 წლის 03 ივნისიდან მ--- მ-------–---–- სარგებლობდა სახელფასე ანგარიშზე გააქტიურებული ოვერდრაფტით (ანგ.N7--------------), რომელზეც აუთვისებელმა და დაუბრუნებელმა თანხამ შეადგინა 2137,87 (ძირი) ლარი.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

2011 წლის 01 ივნისის ამონაწერი მ--- მ-------–---–--- ს- „ლ-------- ბ----ს“ სახელფასე ანგარიშიდან G--------------------- ოვერდრაფტის გააქტიურების შესახებ, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

3.2. სახელფასე ოვერდრაფტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ძირი თანხის 2137,87 ლარის განულებამდე. მოპასუხის მიერ გააქტიურებული ოვერდრაფტი დაირღვა 2016 წლის 01 სექტემბრიდან. რის შემდეგ მოპასუხეს ერიცხება სასესხო დავალიანება, რომელმაც 2017 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა ჯამში 2137,87 ლარი.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოებით, დავალიანების შესახებ ცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

 

3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.2. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მ--- მ-------–---–- მოსარჩელე ს- ,,ლ-------- ბ----ს” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2137,87 (ძირი) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 361-ე, 867-ე, 868-ე მუხლის პირველი ნაწილი, 411-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თა--ხმად, მხარეებს შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თა--ხმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თა--ხმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხემ სარჩელი ცნო, კერძოდ: ძირი თანხის 2137,87 ლარის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლია--დ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

გამომდინარე ზემოაღნიშნული მუხლებიდან, ვინაიდან მოპასუხემ მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო მთლია--დ, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შესაბამისად მოსარჩელე ს- ,,ლ-------- ბ----” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ს- „ლ-------- ბ----ს“ სარჩელი მ--- მ-------–---–-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხე მ--- მ-------–---–- მოსარჩელე ს- ,,ლ-------- ბ----ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2137,87 ლარის გადახდა.

3. მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ს- „ლ-------- ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 22.11.2017, საგადასახადო დავალება N5136773213).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე