გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/112--19
330210019002-18539
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2-.03.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივა-- - ქეთევან ჭელიძე
მოსარჩელე - მუ----------–----–--ა
წარმომადგენელი - თე----------–--–---–ი
მოპასუხეები - 1. შპს ,,სა--"
წარმომადგენელი (დირექტორი) - სე--------------ა
2. ამ--------- ,,ამ---------"
წარმომადგენელი (თავმჯდომარე) - სე--------------ა
3. სსიპ აღ------–---------------–--------ო
წარმომადგენელი - თა------------–---–ი
დავის საგა-- - უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მუ----------–----–--ას გადაეცეს საკუთრების უფლება ამ--------- ,,ა-----------“ საკუთრებაში არსებულ, ქ. ზუ-------, ი. მე---------ს ქ. N2--ში მდებარე უძრავ ქონებებზე - სართული 3, ბინა N2-, 160,55 კვ.მ., ს/კ N---------------.025, ავტოსადგომი N2-, 18.20 კვ.მ., ს/კ N---------------.537 და ავტოსადგომი N2-, 18.20 კვ.მ. ს/კ N---------------.538;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2-/09/2007 წელს შპს ,,სა--სა'' და მუ----------–----–--ას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,სა--მ“ იკისრა საბინაო-სამშენებლო საქმიანობის განხორციელება და საცხოვრებელი სახლის აშენებისათვის სამუშაოების შესრულება 2009 წლის აგვისტომდე. მუ----------–----–--ამ, როგორც თანადამფინანსებელმა იკისრა მონაწილეობის მიღება სახლის მშენებლობის დაფინანსებაში, რის შემდეგაც შპს ,,სა--“ იღებდა, ი. მე---------ს ქ. N23-2--ში მდებარე 160,55 კვ.მ. ფართის ბინის და ავტოსადგემოების N2- და N2- გადაცემის ვალდებულებას. მუ----------–----–--ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა და მის მიერ ბინისა და ავტოსადგომების ღირებულება სულ 70220 აშშ დოლარის ოდენობით სრულად იქნა გადახდილი თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
მრავალბინია-- საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად დადებული იქნა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება 2010 წლის 22 მარტს და ამ--------- ,,ა-----------“ მიერ გა--საზღვრა მესამე პირისთვის წილის გადაცემის და არასაცხოვრებელი და საცხოვრებელი ფართების განაწილების წესი, რომლის მიხედვითაც შპს ,,სა--ს“, როგორც დამფუძნებელ პარტნიორს გადაეცა ფართი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამ--------- ,,ა-----------“ პარტნიორთა 2014 წლის 13 ნოემბრის N1 კრების ოქმით, მუ----------–----–--ას გადაეცა საკუთრებაში ბინა 2-, 160,55 კვ.მ. ოდენობით ს/კ N---------------.025, ხოლო 2016 წლის 2- იანვარს N1 კრების ოქმით იქიდან გამომდინარე, რომ მუ----------–----–--ას ფართი შესყიდული აქვს და ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა გადახდილი აქვს 2014 წლის 30 იანვრამდე, საცხოვრებელ ბინასთან ერთად უფლება დაუდასტურდა ავტოსადგომზე N2-, 18,20 კვ.მ. (ს/კ N---------------.537) და N2- ავტოსადგომზე, 18,20 კვ.მ. (ს/კ N---------------.538).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვლის განჩინებით შპს ,,სა--ს“ მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმისწარმოება და შპს ,,სა--ს“ მეურვედ დაინიშნა აღ------–---------------–--------ო, შესაბამისად ,,სა--ს“ აეკრძალა ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლოს თანხმობის გარეშე. აღ------–---------------–--------ოს მიერ ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეხება 2010 წლის 22 მარტის კრების ოქმით შპს ,,სა--სათვის“ გადაცემულ უფლებას ფართებზე. სადავო უძრავი ქონებები, ირიცხება ამ--------- ,,ა-----------“ საკუთრებად და საჯარო რეესტრის 2016 წლის 2- თებერვლის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება მუ----------–----–--ას განცხადების საფუძველზე შეწყდა, რადგან მუ----------–----–--ას მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი გასხვისების ხელშეკრულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს სადავო უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების გადაცემას, ვალდებულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. (იხ. სარჩელი, ს.ფ. 3-7, სხდომის ოქმი - 07.03.2019წ.)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შპს ,,სა--“-სა და ამ--------- ,,ამ---------“-ს წარმომადგენელმა შესაგებლით და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომამდე სარჩელი სრულად ცნო. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი - 07.03.2019წ.).
2.2. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შესაგებელი არ წარმოადგინა. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სსიპ აღ------–---------------–--------ო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2--ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მეურვე ახორციელებს კონტროლს საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე. ასევე, ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუქნტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტა--ს მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. მეურვეობის ეტაპზე კომპა--ის მართვაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს კომპა--ის დირექტორი. აღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ აღ------–---------------–--------ო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, იგი წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. (იხ. სხდომის ოქმი - 03/07/2019წ.)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 22 მარტის ერთობლივის საქმიანობის (ა-----------) ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნდა ამ--------- ,,ამ---------“ და მის დამფუძნებლებს წარმოადგენდნენ: შპს ,,ეგი“, შპს ,,სა--“, მ------------, ი---–---------–--, ლ-----–-–---, ნ----------–-----------–--, ე----------–-------, გ------------–-----.
ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლით გა--საზღვრა წევრთა შენატანები ამ---------ში. შპს ,,სა--“ ამ---------ში შევიდა ვალდებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება; მშენებლობისათვის ყველანაირი ნებართვის მიღება შესაბამისი უწყებიდან; მშენებლობის დაფინანსება ხარჯთაღრიცხვის მიხედვით იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობის ნებართვის აღებიდან 2011 წლის 31 ივლისამდე მოხდეს შპს ,,სა--“-ს მიერ სამშენებლო სამუშაოების სრულად დამთავრება (გალესვა, შემინვა, ლიფტის დაყენება, კომუნიკაციების წესრიგში მოყვანა და სხვ.); ინვესტიციების მოზიდვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად.
ხელშეკრულების მე-6 მუხლით ასევე გა--საზღვრა ა----------- წევრთა შორის წილის განსაზღვრის მექა--ზმი, კერძოდ, ასაშენებელ ბინაში ამ--------- ,,ა-----------“ წევრებს უნდა გადაეცეთ მათ მიერ განხორციელებული შენატანების სანაცვლოდ ფართები, მათ შორის შპს ,,სა--“-სათვის გადასაცემი ფართების ოდენობა გა--საზღვრა შემდეგნაირად: 1) საცხოვრებელი ფართი - 6152,5 კვ.მ.; 2) საზაფხულო ფართი (აივნები) – 710,37 კვ.მ., 3) მიწის ქვედა სართ. (ავტო სადგომების) ფართი - 1124 კვ.მ., 4) სავაჭრო ფართი - 1247,2- კვ.მ.; 5) საოფისე ფართი - 750,83 კვ.მ.;
ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად დამფუძნებელი წევრები შეთანხმდნენ, რომ თითოეულ დამფუძნებელს ამ---------ში თავისი წილი უფლება შეუძლია გადასცეს მესამე პირს. წილის გადაცემა გულისხმობს უფლების გადაცემას და არა წილის შესაბამისი მატერიალური ნივთის გასხვისებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადამფუძნებლო ხელშეკრულება (ს.ფ. 35-43)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2007 წლის 2- სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მუ----------–----–--ამ 70 220 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის გადახდის სანაცვლოდ შპს ,,სა--“-საგან შეიძინა ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N23-2--ში მდებარე უძრავ ქონებები - ფართი, სართული 3, ბინა N2-, 160,55 კვ.მ., და ავტოსადგომები N2- და N2-;
უძრავი ქონებების ღირებულება 70 220 აშშ დოლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილია სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება , ხელშეკრულების დანართები (ს.ფ. 21-2-)
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 2--2-)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. ამ--------- ,,ამ---------“-ს დამფუძნებელ წევრთა 2014 წლის 13 ნოემბრის N1 კრების ოქმით, დადგინდა ამ--------- ,,ამ---------“-ს წევრებზე განაწილებული ფართები ახალი წევრების დამატებასთან დაკავშირებით და უკვე არსებულ ფართების განაწილებას დაემატა ახალი მომავალი მესაკუთრეების სამომავლო საკუთრებაში გადასაცემი ფართები, დანართი N1 ცხრილის სახით, მათ შორის არის მუ----------–----–--ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 13 ნოემბრის N1 კრების ოქმი (ს.ფ. 45-52);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. ამ--------- ,,ამ---------“-ს დამფუძნებელ წევრთა 2016 წლის 2- იანვრის N2----------- კრების ოქმით ამ--------- ,,ამ---------ში“ შენატანების პროპოციულად, ა----------- წევრებს, 2010 წლის 22 მარტის კრების ოქმის და სანოტარო აქტის საფუძველზე, რომლებსაც გადახდილი ჰქონდათ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა 2014 წლის 30 იანვრამდე, მშენებლობაში განესაზღვრათ და დაუმტკიცდათ უფლება ქონებებზე. მათ შორის მუ----------–----–--ას N2- საცხოვრებელ ბინასთან ერთად უფლება დაუდასტურდა ავტოსადგომზე N2-, 18,20 კვ.მ. (ს/კ N---------------.537) და N2- ავტოსადგომზე, 18,20 კვ.მ. (ს/კ N---------------.538).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 2- იანვრის N2----------- კრების ოქმი (ს.ფ. 54-59);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. 2016 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს N8------------03, N8------------03 და N8------------03 სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა მუ----------–----–--ამ და ამახანაგობა ,,ა-----------“ კრების ოქმის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ------------–-, მე---------ს ქ. N2--შ მდებარე ქონებებზე ფართი, სართული 3, ბინა N2-, 160,55 კვ.მ., ს/კ N---------------.025, ავტოსადგომი N2-, 18.20 კვ.მ., ს/კ N---------------.537 და ავტოსადგომი N2-, 18.20 კვ.მ. ს/კ N---------------.538;;
აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებები.
ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილბები (ს.ფ. 66-77);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2014 წლის 3 თებერვალს გამოიტანა განჩინება, რომლითაც წარმოებაში მიიღო სს ”თ------------” განცხადება შპს ”სა--ს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე. ამავე განჩინებით, შპს ,,სა--“-ს მეურვედ დაინიშნა აღ------–---------------–--------ო, ხოლო შპს ,,სა--“-ს აეკრძალა ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლოს თანხმობის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 30-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.7. სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე - ა) ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N2- - სართული 3, ბინა N2-, 160,55 კვ.მ., ს/კ N---------------.025; ბ) ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N2- - ავტოსადგომი, N2-, ფართი 18,20 კვ.მ., ს/კ N---------------.537; გ) ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N2- - ავტოსადგომი, N2-, ფართი 18,20 კვ.მ., ს/კ N---------------.538 - რეგისტრირებულია ამ--------- ,,ამ---------“-ს საკუთრების უფლება. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია შპს ,,სა--“-ს სამომავლო საკუთრების უფლება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 64-75)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 323-ე, 361-ე, 62--ე მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები.”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, თუმცა რეგისტრირებული შეზღუდვა გამორიცხავს სარჩელის ცნობის საფუძვლით მისი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტა--ს შესაძლებლობას (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლი) ამიტომ, არსებითი განხილვის პირობებში უნდა შემოწმდეს მოთხოვნის საფუძვლიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზია--ს მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 62--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვა--ლ პირობებს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2007 წლის 2- სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მუ----------–----–--ამ 70 220 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის გადახდის სანაცვლოდ შპს ,,სა--“-საგან შეიძინა ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N23-2--ში მდებარე უძრავ ქონებები - ფართი, სართული 3, ბინა N2-, 160,55 კვ.მ., და ავტოსადგომები N2- და N2-;
უძრავი ქონებების ღირებულება 70 220 აშშ დოლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილია სრულად.
ამ--------- ,,ამ---------“-ს დამფუძნებელ წევრთა 2016 წლის 2- იანვრის N2----------- კრების ოქმით ამ--------- ,,ამ---------ში“ შენატანების პროპოციულად, ა----------- წევრებს, 2010 წლის 22 მარტის კრების ოქმის და სანოტარო აქტის საფუძველზე, რომლებსაც გადახდილი ჰქონდათ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა 2014 წლის 30 იანვრამდე, მშენებლობაში განესაზღვრათ და დაუმტკიცდათ უფლება ქონებებზე. მათ შორის მუ----------–----–--ას N2- საცხოვრებელ ბინასთან ერთად უფლება დაუდასტურდა ავტოსადგომზე N2-, 18,20 კვ.მ. (ს/კ N---------------.537) და N2- ავტოსადგომზე, 18,20 კვ.მ. (ს/კ N---------------.538).
სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და ხელშეკრულება წერილობითაა გაფორმებული. მუ----------–----–--ამ შეასრულა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და გადაიხადა შეთანხმებული საზღაური, ხოლო მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სავაჭრო ფართზე მესაკუთრედ ცნობა.
შპს ,,სა--“ აღიარებს და არ უარყოფს მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს და განმარტავს, რომ ვალდებულების შესუსრულებლობა განაპირობა მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამ და ქონების განკარგვის აკრძალვამ.
აგრეთვე მნიშვნელოვა--ა საქმეში წარმოდგენილი ამ--------- ,,ამ---------“-ს დამფუძნებელ წევრთა 2014 წლის 13 ნოემბრის N1 კრების ოქმი, რომლის თანახმად, დადგინდა ამ--------- ,,ამ---------“-ს წევრებზე განაწილებული ფართები ახალი წევრების დამატებასთან დაკავშირებით და უკვე არსებულ ფართების განაწილებას დაემატა ახალი მომავალი მესაკუთრეების სამომავლო საკუთრებაში გადასაცემი ფართები, დანართი N1 ცხრილის სახით.
აღნიშნული ა----------- კრების ოქმებით განსაზღვრული იქნა მუ----------–----–--ასათვის ქონების გადაცემის ვალდებულება, რასაც მხარეები არ უარყოფენ.
6.2. ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტა--ს მომენტიდან:
ა) მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;
ბ) ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით;
გ) ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიიმართება;
დ) იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა;
ე) საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
ვ) მიმდინარე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში სასესხო ვალდებულების აღება შესაძლებელია მხარეთა მიერ დამატებითი ნების გამოვლენის საფუძველზე, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით;
ზ) გრძელდება მოვალის საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდება და ამ საქონლის/მომსახურების მოვალისთვის მიმწოდებელ პირს ეკრძალება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძვლით იმ ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს მოვალის სასარგებლოდ მისი საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდების დაწყებას ან/და გაგრძელებას, თუ მოვალე ასრულებს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს. აღნიშნულ პირს ხელშეკრულების ან საქონლის/მომსახურების მიწოდების შეწყვეტა შეუძლია მნიშვნელოვა-- გარემოების არსებობისას, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოვალემ ამ პირის მიმართ არ შეასრულა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულება და მისი შეუსრულებლობიდან გასულია 14 სამუშაო დღეზე მეტი.
ამავე მუხლის მე-3 პუქნტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტა--ს მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2014 წლის 3 თებერვალს გამოიტანა განჩინება, რომლითაც წარმოებაში მიიღო სს ”თ------------” განცხადება შპს ”სა--ს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე.
ამავე განჩინებით, შპს ,,სა--“-ს მეურვედ დაინიშნა აღ------–---------------–--------ო, ხოლო შპს ,,სა--“-ს აეკრძალა ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლოს თანხმობის გარეშე.
ამ--------- ,,ამ---------“-ს დამფუძნებელ წევრთა 2014 წლის 13 ნოემბრის N1 კრების ოქმით დადგინდა ამ--------- ,,ამ---------“-ს წევრებზე განაწილებული ფართები ახალი წევრების დამატებასთან დაკავშირებით და უკვე არსებულ ფართების განაწილებას დაემატა ახალი მომავალი მესაკუთრეების სამომავლო საკუთრებაში გადასაცემი ფართები, დანართი N1 ცხრილის სახით, მათ შორის არის მუ----------–----–--ა.
ამავე ა----------- დამფუძნებელ წევრთა 2016 წლის 2- იანვრის N2----------- კრების ოქმით ამ--------- ,,ამ---------ში“ შენატანების პროპოციულად, ა----------- წევრებს, 2010 წლის 22 მარტის კრების ოქმის და სანოტარო აქტის საფუძველზე, რომლებსაც გადახდილი ჰქონდათ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა 2014 წლის 30 იანვრამდე, მშენებლობაში განესაზღვრათ და დაუმტკიცდათ უფლება ქონებებზე. მათ შორის მუ----------–----–--ას N2- საცხოვრებელ ბინასთან ერთად უფლება დაუდასტურდა ავტოსადგომზე N2-, 18,20 კვ.მ. (ს/კ N---------------.537) და N2- ავტოსადგომზე, 18,20 კვ.მ. (ს/კ N---------------.538).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მუ----------–----–--ამ და ამახანაგობა ,,ა-----------“ კრების ოქმის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ------------–-, მე---------ს ქ. N2--შ მდებარე უძრავ ქონებებზე: ა) ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N2- - სართული 3, ბინა N2-, 160,55 კვ.მ., ს/კ N---------------.025; ბ) ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N2- - ავტოსადგომი, N2-, ფართი 18,20 კვ.მ., ს/კ N---------------.537; გ) ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N2- - ავტოსადგომი, N2-, ფართი 18,20 კვ.მ., ს/კ N---------------.538;
აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მითითებული განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნასთან დაკავშირებით სათანადო გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნებოდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი გასხვისების (უფლების დათმობის) ხელშეკრულების წარმოდგენის შემდეგ.
დღეის მდგომარეობით სადავო უძრავ ქონებებზე, მდებარე მისამართზე - ა) ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N2- - სართული 3, ბინა N2-, 160,55 კვ.მ., ს/კ N---------------.025; ბ) ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N2- - ავტოსადგომი, N2-, ფართი 18,20 კვ.მ., ს/კ N---------------.537; გ) ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N2- - ავტოსადგომი, N2-, ფართი 18,20 კვ.მ., ს/კ N---------------.538 - რეგისტრირებულია ამ--------- ,,ამ---------“-ს საკუთრების უფლება;
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ ამ--------- ,,ამ---------“-მ, შპს ,,სა--“-ს მონაწილოებით მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრა მოსარჩელისათვის მითითებული სადავო უძრავი ქონებების საკუთრებაში გადაცემის საკითხი, თუმცა რადგან შპს ,,სა--“-ს მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რომლითაც შეეზღუდა ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვემ - სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არ გასცა ნებართვა 2010 წლის 22 მარტის ა----------- კრების ოქმით შპს ,,სა--სთვის“ გადაცემული უფლებების განკარგვაზე, აღნიშნულით ხელი ეშლება მოსარჩელეს იმ უფლების რეალიზაციაში, რომელიც დადგენილი და აღიარებული იქნა აღნიშნულ დავაში, კერძოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სავაჭრო ფართზე მესაკუთრედ ცნობა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.
ამავე კოდექსის 3.2. მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებით კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის შესაძლებლობა, მეურვის თანხმობის გარეშე. თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის სარჩელს აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა ჯამში 1849,56 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტა--ლი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1849,56 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 2-0-ე, 2-7-ე, 2-91-ე, 2-3-ე, 364-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მუ----------–----–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მუ----------–----–--ას გადაეცეს საკუთრების უფლებით შემდეგი უძრავი ქონებები, მდებარე:
ა) ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N2-. სართული 3, ბინა N2-, 160,55 კვ.მ., ს/კ N---------------.025;
ბ) ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N2- - ავტოსადგომი, N2-, ფართი 18,20 კვ.მ., ს/კ N---------------.537;
გ) ქ. ზუ-------, იონა მე---------ს ქ. N2- - ავტოსადგომი, N2-, ფართი 18,20 კვ.მ., ს/კ N---------------.538;
3. მუ----------–----–--ას დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი - 1685,76 ლარი. (გადახდის თარიღი- 08/12/2017 წელი; საგადახდო დავალება #0; გადამხდელი - მუ----------–----–--ა; გადამხდელის ბანკი - სს ,,თ-----------“; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
4. მუ----------–----–--ას დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი - 81,90 ლარი. (გადახდის თარიღი- 08/12/2017 წელი; საგადახდო დავალება #0; გადამხდელი - მუ----------–----–--ა; გადამხდელის ბანკი - სს ,,თ-----------“; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
5. მუ----------–----–--ას დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი - 81,90 ლარი. (გადახდის თარიღი- 08/12/2017 წელი; საგადახდო დავალება #0; გადამხდელი - მუ----------–----–--ა; გადამხდელის ბანკი - სს ,,თ-----------“; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივა--, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თამარ ბურჯანაძე