გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210017002061502
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.02.2019 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასა----თლო
მოსა----თლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალ--- ლე--–--ლი
მოსარჩელე - ლი--- კა------ვი
წარმომადგენელი - ა-–-------------–---–-
მოპასუხე - ავ--------– პა--–--–--ლი
წარმომადგენელი - ლ----------–---–-
მესამე პირი- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გუ-------ის რაიონულ განყოფილება
მესამე პირის წარმომადგენელი: თ----------------–---–-
დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2001 წლის 16 იანვარს დაბადებული მა--- პა--–--–--ლის (პ/ნ 45001035---) და 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლის (პ/ნ 45650000---) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ლი--- კა------ვის საცხოვრებელი ადგილი, გუ-------ის რაიონი სოფელი ვე-–--–---.
1.2. მოპასუხე ავ--------– პა--–--–--ლს დაეკისროს ალიმენტის გადახდა, თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით, ბავშვების სრულწლოვანებამდე .
მოსარჩელემ 2017 წლის 23 აგვისტოს სარჩელი აღძრა სასა----თლოში და მიუთითა, რომ ავ--------– პა--–--–--ლთან არარეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი- 2001 წლის 16 იანვარს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი და 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი . მეუღლეები 2009 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორების შემდეგ 2001 წლის 16 იანვარს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი აღსაზრდელად დარჩა მამასთან- ყვ----–ის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში, ხოლო 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი იზრდებოდა დედასთან- გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–---ში. ეს უკანასკნელი 2017 წლის ივლისში თავისი სურვილით წავიდა მამასთან და უკან აღარ დაბრუნებულა, რის გამოც მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა ორივე შვილის აღსაზრდელად მისთვის გადაცემა და მოპასუხისთვის ალიმენტის დაკისრება.
2019 წლის იანვარში 2001 წლის 16 იანვარს დაბადებული მა--- პა--–--–--ლის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272 მუხლის 1 ნაწილის 11 პუნქტის შესაბამისად, დავის საგნის არსებობის გამო, რადგან 2001 წლის 16 იანვარს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი დავის დასრულებამდე სრულწლოვანი გახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით და საქმის სასა----თლო განხილვის დროს სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მეუღლეების დაშორების შემდეგ 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი იზრდებოდა დედასთან- ლი--- კა------ვთან. 2017 წლის ზაფხულში დედასთან კონფლიქტის გამო მა--- თავისი სურვილით საცხოვრებლად ყვ----–ის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში, მამასთან გადავიდა, ხოლო 2018 წლის სექტემბრიდან კვლავ თავისი სურვილით გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–---ში დედასთან დაბრუნდა, და ამჟამად ცხოვრობს დედასთან და სწავლობს ვე-–--–--ის საჯა---- სკოლაში .
მოპასუხის განმარტებით , 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, რადგან დედა-შვილს შორის კონფლიქტური ურთიერთობაა, ბავშვი დედასთან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, 2017 წლის ზაფხულში იგი მამასთან სწორედ დედასთან კონფლიქტის გამო გადავიდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასა----თლო ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელ ადგილს განსაზღვრავს, მაშინ მოსარჩელე ითხოვს , რომ მას შვილის სარჩენად ალიმენტის გადახდა არ დაეკისროს, რადგან მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია, არის მესამე ჯგუფის ინვალიდი, არ მუშაობს, კმაყოფაზე ჰყავს მეორე ქორწინებიდან შეძენილი არასრულწლოვანი ვაჟი-დუ--- პა--–--–--ლი. მართალია 2001 წლის 16 იანვარს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი სრულწლოვანი გახდა, თუმცა იგი არის მე-12 კლასის მოსწავლე, ემზადება გამოცდების ჩასაბარებლად და სჭირდება მატერიალური მხარდაჭერა, აღნიშნულიდან გამომდინარე, მას 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული შვილის- მა--- პა--–--–--ლის სარჩენად ალიმენტის გადახდა არ უნდა დაეკისროს.
2.1. მესამე პირის - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სასა----თლო სხდომაზე მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან ამ ეტაპზე იკვეთება, რომ ლი--- კა------ვის ოჯახში არასრულწლოვანი მა--- პა--–--–--ლის აღზრდა-განვითარებისათვის არის კეთილსაიმედო და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო, თავად მა--- პა--–--–--ლს სურს, რომ იცხოვროს დედასთან, ხოლო მამასთან და უფროს დასთან ჰქონდეს ურთიერთობა, ამიტომ, ბავშვის სურვილის და მისი ინტერესების გათვალისწინებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მა--- პა--–--–--ლის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლი--- კა------ვს და ავ--------– პა--–--–--ლს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - 2001 წლის 16 იანვარს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი (პ/ნ 45001035---) და 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი (პ/ნ 45650000---)
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები
3.1.2. ლი--- კა------ვმა და ავ--------– პა--–--–--ლმა 2009 წლიდან შეწყვიტეს თანაცხოვრება. მეუღლეთა დაშორების შემდეგ, 2001 წლის 16 იანვარს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი იზრდებოდა მამასთან-ყვ----–ის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში, ხოლო 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი იზრდებოდა დედასთან-გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–---ში.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.3. 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი 2017 წლის სექტემბერში, დედასთან კონფლიქტის გამო, საცხოვრებლად მამასთან - ყვ----–ის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში გადავიდა, რის გამოც 2018 წლის 23 თებერვალს მა--- პა--–--–--ლს მე-10 კლასში შუჩერდა მოსწავლის სტატუსი.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოფელ ვე-–--–--ის საჯარო სკოლის და გუ-------ის რესურსცენტრის ინფორმაცია
3.1.4. სასა----თლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის სექტემბრიდან მა--- პა--–--–--ლი დაბრუნდა გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–---ში, და დღემდე ცხოვრობს დედასთან და ბებიასთან ერთად . მა--- პა--–--–--ლმა ექსტერნად გამოცდების ჩაბარების შემდეგ აღიდგინა მოსწავლის სტატუსი და ამჟამად სწავლობს სოფელ ვე-–--–--ის საჯარო სკოლის 11 კლასში.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტება
- სოციალური მუშაკის დასკვნა
- ლი--- კა------ვის განცხადება
- სოფელ ვე-–--–--ის საჯა---- სკოლის და გუ-------ის რესურსცენტრის ინფორმაცია
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასა----თლო დავის მიმდინარეობისას მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მეშვეობით შემოწმდა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო, მატერიალური და ა.შ. პირობები.
მოპასუხე ავ--------– პა--–--–--ლთან ვიზიტი განხორციელდა 2017 წლის 12 სექტემბერს, იმ პერიოდში 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი მამასთან ცხოვრობდა. დასკვნის მიხედვით, ავ--------– პა--–--–--ლმა ლი--- კა------ვთან დაშორების შემდეგ, 2010 წელს შექმნა მეორე ოჯახი და მეუღლესთან ვა---- ინ---ძესთან და შვილებთან- დუ--- პა--–--–--ლთან (დაბ. 30/06/2011), მა--- პა--–--–--ლთან (დაბ. 16.01.2001) და მა--- პა--–--–--ლთან (დაბ. 08.12.2002) ერთად ცხოვრობს ყვ----–ის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში. ოჯახი ცხოვრობს საკუთარ ორსართულიან სახლში, აქვთ ხუთი საცხოვრებელი ოთახი, სამზარეულო, აბაზანა. აქვთ ავეჯი და საჭირო ტექნიკა. ავ--------– პა--–--–--ლი არის ზომიერად გამოხატული მე-3 ჯგუფის ინვალიდი. ამჟამად არ მუშაობს. აქვს საკუთარი მეურნეობა, მეუღლესთან ერთად პირადი მოხმარებისათვის მოჰყავს ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტები. ოჯახის სხვა წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პა--–--–--ლების ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, მათი ოჯახის ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი არის 210 ლარი. ბავშვების აღზრდასა და მათი საჭიროებების (კვება, ტანსაცმლის შეძენა) დაკმაყოფილებაში ფინანსურად, ყოველთვიურად 100-150 ლა---თ და ასევე მატერიალურად ეხმარებიან ავ--------– პა--–--–--ლის მშობლები- თა---- და ირ---–- პა--–--–--ლები, რომლებიც ასევე სოფელ ახ--–-------–ში ცხოვრობენ.
პა--–--–--ლების ოჯახში ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის თბილი მოსიყვარულე და მზრუნველი გარემო არის შექმნილი. ავ--------– პა--–--–--ლი და ვა---- ინ---ძე მოძიებული ინფორმაციით სოფელში კარგი ავტორიტეტით სარგებლობენ, არიან მშრომელი და პატიოსანი ადამიანები, გამოხატავენ დიდ სიყვარულს გოგონებისადმი. გოგონებიც მათ მიმართ თბილად და სიყვარულით არიან განწყობილნი. ისინი უზრუნველყოფილნი არიან მზრუნველი გარემოთი, მათზე განხორციელებული არის ოცდაოთხსაათიანი ყურადღება, ჯეროვნად ზრუნავენ საკვებზე, პირად ჰიგიენაზე, ტანსაცმელზე, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებაზე.
2017 წლის 12 სექტემბერს, სოციალური მუშაკის ავ--------– პა--–--–--ლის ოჯახში ვიზიტის დროს, როგორც 2001 წლის 16 იანვარს დაბადებულმა მა--- პა--–--–--ლმა, ასევე 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებულმა მა--- პა--–--–--ლმა წერილობით დააფიქსირეს თავიანთი სურვილი, რომ სასამართლომ მათ საცხოვრებელ ადგილად განსაზღვროს მამის- ავ--------– პა--–--–--ლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო დედასთან სურთ ჰქონდეთ ურთიერთობა.
მოსარჩელე ლი--- კა------ვთან სოციალური მუშაკის პირველი ვიზიტი განხორციელდა 2017 წლის 19 სექტემბერს. იმ პერიოდში უმცროსი მა--- პა--–--–--ლი მამასთან ცხოვრობდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლი--- კა------ვი ცხოვრობს გუ-------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვე-–--–---ში მდებარე მა----- ჯა---------–--ლის კუთვნილ ორსართულიან კერძო სახლში. საცხოვრებელად იყენებს მეორე სართულზე მდებარე სამ ოთახს, რომელიც გაწყობილია შესაბამისი მწირი ავეჯით. ბიოლოგიური დედის ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია. საცხოვრებელ სახლში ბავშვისთვის გამოყოფილია ცალკე ოთახი. სახლი განთავსებულია უსაფრთხო, მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე, სახლში სისუფთავე და წესრიგია. დედის ინფორმაციით, მის ოჯახში ყოფნის დროს მისი შვილი უზრუნველყოფილი იყო ადეკვატური კვებით, გარეგნობაზე და ჰიგიენაზე ზრუნვით და ადეკვატური ჩასაცმელით. დედის საცხოვრებელ სახლში ბავშვისთვის გამოყოფილია ოთახი, სადაც ყველა პირობა არის შექმნილი, რომ მან კომფორტულად იგრძნოს თავი.
სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს ლი--- კა------ვმა გამოთქვა მზადყოფნა , თუ სასამართლო შვილის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრავს დედის საცხოვრებელ ადგილს, მის მიერ შვილის მიმართ განხორციელდება სათანადო ზედამხედველობა და ოცდაოთხსაათიანი მზრუნველობა. შვილს მარტო და უყურადღებოდ არასოდეს დატოვებს. მოსარჩელე მზადაა ყურადღება და მზრუნველობა არ მოაკლოს მა---ს. ბიოლოგიური დედა სიყვარულს გამოხატავს ბავშვის მიმართ და აცხადებს, რომ ყველანაირად ეცდება მა---მ მის ოჯახში დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.
დადგენილია, რომ 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი 2018 წლის სექტემბერში თავისი სურვილით დაბრუნდა გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–---ში და ცხოვრობს ბებიასთან და დედასთან ერთად, ამიტომ გუ-------ის რაიონულმა სასამართლომ 30.12.2018 წლის განჩინებით განმეორებით დაავალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გუ-------ის რაიონულ განყოფილებას, დავის საგანთან (ბავშვის საცხოვრებელი ადგილი) მიმართებაში დასკვნის წარმოდგენა, მათ შორის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით მა--- პა--–--–--ლის მოსაზრების წარმოდგენა .
2018 წლის 21 დეკემბერს სასამართლოში წარმოდგენილია დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მა--- პა--–--–--ლი ამჟამად ცხოვრობს გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–---ში ბებიასთან (დედის დედა) დედასთან და დედის ძმებთან ერთად, რომელთაგან ერთი სტუდენტია, ხოლო მეორე 17 წლის არის . დასკვნაში აღნიშნულია, რომ მა--- პა--–--–--ლმა ექსტერნად გამოცდების ჩაბარების შემდეგ აღიდგინა მოსწავლის სტატუსი და ამჟამად სწავლობს გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–--ის საჯარო სკოლის 11 კლასში. მა---ს სკოლაში კარგად სწავლობს. აქვს 7,8,9 ქულიანი შეფასებები. არ უჭირს არც ერთი საგნის სწავლა, არის კომუნიკაბელური ბავშვი, მეგობრობს კლასელებთან, მა--- დედის და ბებიის მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა ძირითადი საჭიროებებით, მას დედასთან ერთად სახლის მეორე სართულზე აქვს ცალკე ოთახი, საჭირო ავეჯით, აქვს თავისი კუთხე, სადაც განლაგებულია მისი სასწავლო და პირადი ნივთები, იგი უზრუნველყოფილია საკვებით, სეზონური ტანსაცმლით, სასწავლო ნივთებით.
ლი--- კა------ვის დედის განმარტებით, შვილთან რამდენიმე თვით დაშორება მოსარჩელისთვის მძიმე იყო, იგი დაფიქრდა საკუთარ დამოკიდებულებაზე ბავშვის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით, ამიტომ მათ შორის ჩამოყალიბებულია ჯანსაღი დედაშვილური ურთიერთობა. თავად მა--- პა--–--–--ლის თქმით, მას დედა თბილად და მზრუნველობით ექცევა.
სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს მა--- პა--–--–--ლმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ სურს იცხოვრობს ბებიის ოჯახში, ბებიასთან და დედასთან ერთად, რომლებიც ერთობლივად ზრუნავენ მასზე, ასევე დედის ძმებთან ერთად, რომლებიც თითქმის მისი თანატოლები არიან და მეგობრობენ მასთან. მა--- პა--–--–--ლი ოჯახში თავს უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობს, მას არ სურს მამის ოჯახში ცხოვრება, მისი თქმით, იგი ტელეფონით საუბრობს მამასთან, კითხულობს უფროსი დის ამბავს, სურს მათთან შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა, თუმცა მამასთან ცხოვრება არ სურს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მუშაკის დასკვნები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლი--- კა------ვის სარჩელი, ავ--------– პა--–--–--ლის მიმართ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს და 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ითხოვს არასრულწლოვანი , 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის 3.1 მუხლით ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 9.1 მუხლით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კონვენციის 19.1 მუხლი ადგენს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებას, ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
კონვენციის მე-8 მუხლი არ ადგენს, განქორწინების შემთხვევაში შვილმა დედასთან უნდა იცხოვროს თუ მამასთან. მშობლების განქორწინებისას, თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ეს უნდა განისაზღვროს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე. მშობელსა და შვილს შორის კონტაქტის შენარჩუნება ამ უკანასკნელის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ ყოფნის განმავლობაში ან მეორე მშობელთან ცხოვრების დროს ის საკითხია, რომელსაც ევროპული სასამართლო ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს ეკისრება ადეკვატური, სწრაფი და საკმარისი ღონისძიებების გატარების ვალდებულება ბავშვთან მშობლის ეფექტიანი კონტაქტის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198 მუხლის 1 ნაწილით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო 1199-ე მუხლი განსაზღვრავს მშობლების ვალდებულებას, მშობლის უფლებები არ უნდა განახორციელონ ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. 1200-ე მუხლის შესაბამისად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი ადგენს მშობლების განქორწინებისას ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. 1202 ე- მუხლის თანახმად კი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
ამდენად, კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს გააჩნია პრეროგატივა, გადაწყვიტოს განქორწინებულ მეუღლეთა შორის დავა არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რა დროსაც უთუოდ მოქმედებს ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპი, თუმცა სასამართლოსათვის უპირველესად გასათვალისწინებელი და გადამწყვეტია თავად ბავშვის უპირატესი ინტერესები.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს ევროსასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (სუსგ.ას-1449-1369-2017 20/04/2018).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.). „ამასთან ერთად, უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და მეორე შემთხვევაში, დედასთან დაშორებას. ამასთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა“... (სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013წ.).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლი--- კა------ვს და ავ--------– პა--–--–--ლს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი ქალიშვილი - 2001 წლის 16 იანვარს დაბადებული მა--- პა--–--–--ლის და 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი
მხარეებმა 2009 წლიდან შეწყვიტეს თანაცხოვრება. დაშორების შემდეგ, 2001 წლის 16 იანვარს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი იზრდებოდა მამასთან-ყვ----–ის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში, ხოლო 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი იზრდებოდა დედასთან- გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–---ში.
უმცროსი მა--- პა--–--–--ლი 2017 წლის სექტემბერში, დედასთან კონფლიქტის გამო, საცხოვრებლად მამასთან - ყვ----–ის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში გადავიდა, თუმცა 2018 წლის სექტემბრიდან მა--- ისევ დაბრუნდა გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–---ში, და დღემდე ცხოვრობს დედასთან, დედის ძმებთან და ბებიასთან ერთად . მა--- პა--–--–--ლმა ექსტერნად გამოცდების ჩაბარების შემდეგ აღიდგინა მოსწავლის სტატუსი და ამჟამად სწავლობს სოფელ ვე-–--–--ის საჯარო სკოლის 11 კლასში. მა---ს სკოლაში კარგად სწავლობს, კომუნიკაბელურია, მეგობრობს კლასელებთან. იგი დედის და ბებიის მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა ძირითადი საჭიროებებით, მა---ს განმარტებით , მას დედა თბილად ექცევა, ხოლო ბებიის განმარტებით, შვილთან რამდენიმე თვით დაშორება მოსარჩელისთვის მძიმე იყო, იგი დაფიქრდა ბავშვის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით, რის გამოც ამჟამად ჩამოუყალიბდათ ჯანსაღი დედაშვილური ურთიერთობა.
როგორც 2018 წლის 19 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს გუ-------ის რაიონულ განყოფილების დასკვნაში მითითებულია, მა--- პა--–--–--ლს სურს იცხოვრობს ბებიის ოჯახში, ბებიასთან და დედასთან ერთად, რომლებიც ერთობლივად ზრუნავენ მასზე, და ასევე დედის ძმებთან ერთად, რომლებიც თითქმის მისი თანატოლები არიან და მეგობრობენ მასთან. მა--- პა--–--–--ლი ოჯახში თავს უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობს, მას არ სურს მამის ოჯახში ცხოვრება, მისი თქმით, იგი ტელეფონით საუბრობს მამასთან, კითხულობს უფროსი დის ამბავს, სურს მათთან შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა, თუმცა მათთან ერთად ცხოვრება არ სურს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ლი--- კა------ვის ოჯახში არასრულწლოვანი მა--- პა--–--–--ლის აღზრდა-განვითარებისათვის არის კეთილსაიმედო და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო. თავად მა--- პა--–--–--ლს სურს, რომ იცხოვროს დედასთან და ბებიასთან ერთად, ხოლო მამასთან და დასთან სურს ჰქონდეს ურთიერთობა, ამიტომ, ბავშვის სურვილის და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მა--- პა--–--–--ლის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს.
სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტერესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს და მის სურვილს ასაკიდან გამომდინარე. არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდოს და იცხოვროს მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი მა--- პა--–--–--ლის ჭეშმარიტი ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნის და ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, არასრულწლოვანი მა--- პა--–--–--ლის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი .
6.2. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს შვილის სარჩენად დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198 მუხლის მე-2. ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით კი, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. ასევე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე ბავშვის საჭიროებები, მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი მა--- პა--–--–--ლი ცხოვრობს დედასთან.
მოსარჩელე მოპასუხისგან შვილის სარჩენად ალიმენტის სახით მოითხოვს ყოველთვიურად 100 ლარის გადახდას, ხოლო მოპასუხე ითხოვს, რომ ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობის გამო საერთოდ არ დაეკისროს ალიმენტის გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გუ-------ის და ყვ----–ის რაიონული განყოფილების დასკვნის შესაბამისად დგინდება, რომ ლი--- კა------ვის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან რეესტრშია რეგისტრირებული . მისი ოჯახი შედგება ორი წევრისგან - თვითონ და მა--- პა--–--–--ლი. ოჯახი იღებს შემწეობას 130 ლარის ოდენობით. ასევე ლი--- კა------ვს კერძო საქმიანობიდან ყოველთვიურად აქვს შემოსავალი 200 ლარი, ამდენად, ოჯახის ყოველთვიური შემოსავალია 350 ლარი. ლი--- კა------ვს საკუთარი სახლი არ გააჩნია, იგი შვილთან ერთად ამჟამად ცხოვრობს დედასთან. ლი--- კა------ვს მა--- პა--–--–--ლის გარდა სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს.
დადგენილია, რომ ავ--------– პა--–--–--ლის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან რეესტრშია რეგისტრირებული . მისი ოჯახის შედგება ოთხი წევრისგან - თვითონ, მეუღლე და შვილები- 16.01.2001 წელს დაბადებული მა--- პა--–--–--ლი და 30.06.2011 წელს დაბადებული დუ--- პა--–--–--ლი. ოჯახი იღებს შემწეობას 130 ლარის ოდენობით. ასევე ოჯახს ყოველთვიურად 100-150 ლარით ეხმარებიან ავ--------– პა--–--–--ლის მშობლები. ამდენად, ოჯახის ყოველთვიური შემოსავალია 310-360 ლარი. მოპასუხის ოჯახს აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი, საკუთარი მეურნეობა, სადაც პირადი მოხმარებისთვის მოყავს ბოსტნეული, მარცვეული პროდუქტები. ავ--------– პა--–--–--ლს კანონის შესაბამისად ევალება არასრულწლოვანი შვილების- დუ--- პა--–--–--ლის და უმცროსი მა--- პა--–--–--ლის რჩენა-აღზრდა, თუმცა სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ალიმენტის ოდენობის დადგენის დროს ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ უფროსი მა--- პა--–--–--ლი მე-12 კლასის მოსწავლეა, მას დამოუკიდებელი შემოსავალი ჯერ არ გააჩნია, ამიტომ მას სჭირდება მშობლის ფინანასური მხარდაჭერა, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელემ ვერ შესძლო იმის დადასტურება, რომ მოპასუხეს აქვს ყოველთვიურად ალიმენტის სახით 100 ლარის გადახდის ფინანსური შესაძლებლობა, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან და ალიმენტის ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება, ამიტომ სასამართლო თვლის, რომ მა--- პა--–--–--ლის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) და ე) პუნქტის თანახმად, 1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე; ე) მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ვ) პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;
მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლებული არიან, ამიტომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ლი--- კა------ვის სარჩელი, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, დაკმაყოფილდეს და არასრულწლოვანი შვილის- 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლის (პ/ნ 45650000---) საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის- ლი--- კა------ვის საცხოვრებელი ადგილი.
2. ლი--- კა------ვის სარჩელი, ავ--------– პა--–--–--ლის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. ავ--------– პა--–--–--ლს დაეკისროს ალიმენტის გადახდა 2002 წლის 08 დეკემბერს დაბადებული მა--- პა--–--–--ლის (პ/ნ 45650000---) რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, 2018 წლის 01 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე .
4. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, გათავისუფლებული არიან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გუ-------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი