გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.03.2019
საქმის ნომერი
330310119002860024
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1244-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ილე ბ ა

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი - ლალი მიქელაძე

მოსარჩელე- შპ-----------------------------------------------–------–---–---------–--–-----–---–--

წარმომადგენელი-ნ-----–-------------

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი-გ----------–---–---–---–-

მესამე პირი-საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია(ასკ 16.2 მუხლი)

წარმომადგენელი-კ---------------–-–---–-------------------------

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 04 თებერვლის №6-- განკარგულება შპს ,----------------ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-15).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 08 ნოემბერს მხარეთა შორის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დაიდო N8----- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი არაუგვიანეს 2018 წლის 24 ნოემბრისა. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 14 960,8 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად- 2018 წლის 30 დეკემბერი. მიმწოდებლის 2018 წლის 25 ნოემბრის ელექტრონული შეტყობინების შესაბამისად, ტვირთის შემოწმების მიზეზით წარმოშობილი შეფერხების გამო, მისი დროულად ჩამოტანა ვერ ხერხდებოდა. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ მწარმოებელმაც არ განახორციელა დროული დამზადება შეკვეთილი პროდუქციის. შემსყიდველი ორგანიზაციის 2018 წლის 27 ნოემბრის N0---------- წერილის შესაბამისად, მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ვალდებულებები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა. მწარმოებელი კომპანია სატრანსპორტო კომპანიის ბრალეულობას აღნიშნავდა, რომ მადლიერების დღესთან დაკავშირებით სატრანსპორტო კომპანია შეფერხებით მუშაობდა და მან საქონელი ორ ნაწილად გამოგზავნა საქართველოში, თუმცა პროდუქციის ნაწილი დროზე ადრე იქნა მოწოდებული თბილისში. სატრანსპორტო კომპანიისა თუ მწარმოებელი კომპანიის ბრალეულობით მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით თანხის გადახდა 2 992,16 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალების შესაბამისად, მიმწოდებელმა გადაიხადა მისთვის ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც დასტურდება წარმოდგენილი საგადასახადო დოკუმენტაციით. შემსყიდველმა ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა კომპანიის შავ სიაში რეგისტრაცია, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნულ შემთხვევაში საქონლის მოუწოდებლობა არ იყო მიმწოდებლის ბრალეულობით განხორციელებული და სწორედ მწარმოებელი კომპანიის ბრალეული ქმედებით მოხდა ხელშეკრულების შეუსრულებლობა, ასევე აღსანიშნავია, რომ შესყიდვების სააგენტოს შეეძლო მოცემული დარღვევის გამო კომპანია დაერეგისტრირებინა გაფრთხილებულ პირთა რეესტრში და არა შავ სიაში, თუმცა მიუხედავად ამისა, სააგენტომ არ გაითვალისწინა ყველა ზემოაღნიშნული გარემოება და მოსარჩელე დარეგისტრირებულ იქნა შავ სიაში ერთი წლის ვადით, რამაც გამოიწვია ასევე კომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობამდე მიყვანა. ვინაიდან კომპანია დამოკიდებულია სწორედ სახელმწიფო შესყიდვებზე და მისი საქონლის იმპორტიც ხდება სახელმწიფო შესყიდვის დანიშნულებიდან გამომდინარე, შავ სიაში რეგისტრაციით კი ფაქტობრივად კომპანია ერთი წლის განმავლობაში არის შეჩერებული.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 04 თებერვლის №6-- განკარგულება.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არცერთი საფუძველი, რადგან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 04 თებერვლის №6-- განკარგულება შპს ,----------------ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირმა- საქართელოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 04 თებერვლის №6-- განკარგულება შპს ,----------------ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ გამოცემულია კანონმდებლობის ყველა მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N1- ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის" მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით. ერთის მხრივ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმოდგენილი თავმჯდომარის უფლებამოსილი პირის(ცესკოს თავმჯდომარის 2017 წლის 29დეკემბრის N0----- ბრძანება), თავმჯდომარის მოადგილის გ--------–-------ის სახით(შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,----------------ი"(წარმოდგენილი დირექტორის ი-----–--–-----–---–-- სახით(შემდგომში ,,მიმწოდებელი") ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 2018 წლის 8 ნოემბერს დადებული იქნა ხელშეკრულება N8----- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმადაც მიმწოდებელი უზრუნველყოფს საარჩევნო ურნაზე დასაკრავი ბრენდირებული, თვითწებვადი, ნომრიანი სტიკერების/ლუქების მიწოდებას წინასწარ შეთანხმებული და დანართით გათვალისწინებული მახასიათებლების შესაბამისად, შემდგომში ,,საქონელი", ხოლო შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიიღოს მოთხოვნილი საქონელი და გადაიხადოს მისი ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, მთლიანი სახელშეკრულებო თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების(მათ შორის დღგ) ჩათვლით შეადგენს 14960.80(თოთხმეტიათას ცხრაასსამოცი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს; ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მოცულობა, ერთეულის ფასი და მახასიათებლები მოცემულია დანართში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს,დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, საქონელი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარებას ახორციელებენ სათანადოდ უფლებამოსილი პირები, რომლებიც აფორმებენ შესაბამის აქტს ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 24ნოემბერისა, ამავე მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება ხორციელდება ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-1- კმ.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება 3.2. პუნქტის მიხედვით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის გაფორმებიდან 10(ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს მესამე პირს მოცემული ხელშეკრულებით არსებული თავის ვალდებულებები.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები კისრულობენ ვალდებულებას აუნაზღაურონ მეორე მხარეს მათ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ან არასრულად შესრულების შედეგად მიყენებული ზარალი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ამავე მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით ანგარიშსწორების ვადების დარღვევისათვის გადასახდელი თანხის 0.02 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის; ამავე მუხლის 10.3პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს პირგასამტეხლოს სახით 4.1 პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების ვადების დარღვევისათვის დაგვიანებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.02 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის; ამავე მუხლის 10.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ საქონლის მიწოდების ვადა 10დღით აღემატება 4.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადას, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება; ამავე მუხლის 10.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო მისაწოდებელი საქონლის ღრებულების 10 პროცენტის ოდენობით; ამავე მუხლის 10.6 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო თანხის 20.0 პროცენტის ოდენობით.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ: ა) თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს მთელი საქონელი ან მისი ნაწილი; ბ)თუ მიმწოდებლის არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება; ამავე მუხლის 11.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულების შესრულებისაგან; ამავე მუხლის 11.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე: ა)თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას; ბ)მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში; გ)საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-15 მუხლის 15.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელისმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 08 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №8----- ხელშეკრულება, დანართი (ს.ფ. 35-39)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი მიმწოდებლის-შ------------------------- 2018 წლის 25ნოემბრის ელექტრონული შეტყობინებით ირკვევა, რომ ტვირთის შემოწმების მიზეზით წარმოშობილი შეფერხების გამო მისი დროულად ჩამოტანა ვერ ხერხდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიმწოდებლის-შპს ,----------------ის’’ 2018 წლის 25 ნოემბრის ელექტრონული შეტყობინება(ს.ფ. 116-120)

 

3.1.3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გ---------–--------ს 2018 წლის 27 ნოემბრის №0--------- წერილით შპს ,,კ------------------------------- ი-----–--–-----–---–- ეცნობა, რომ ცესკოსა და შპს ,----------------ს" შორის 2018 წლის 8 ნოემბერს გაფორმდა N8----- ხელშეკრულება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ურნაზე დასაკრავი ბრენდირებული, თვითწებვადი, ნომრიანი ლუქების შესყიდვასთან დაკავშირებით. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 24 ნოემბრისა, რაც არ იქნა მათი მხრიდან დაცული.

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის აღნიშნული ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.6 პუნქტით გათვალისწინებულია მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა სახელშეკრულებო თანხის 20.0 პროცენტის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 2992.16(ორი ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარს. აღნიშნული პირგასამტეხლო გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში შეტყობინების გამოგზავნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

ამავე წერილით, შპს ,----------------ს’’ ეცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2018 წლის 8 ნოემბრის N8----- ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018წლის 27ნოემბრის წერილი №0--------- (ს.ფ. 21)

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო დავალება N0025, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ,----------------ის’’ მიერ ცესკოსა და შპს,----------------ს’’ შორის გაფორმებული 2018 წლის 8 ნოემბრის N8----- ხელშეკრულების 10.6პუნქტის შესაბამისად გადახდილი იქნა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 2992,16(ორი ათას ცხრაასოთხმოცდათორმეტი ლარი და თექვსმეტი) თეთრი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო დავალება N0025 (ს.ფ. 25)

 

3.1.5. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 01 დეკემბრის N---------- წერილობითი შეტყობინებით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს ,----------------ის"(სა-------------–---------------------- მიერ გამარტივებული შესყიდვის შედეგად დადებული 2018 წლის 8ნოემბრის N8----- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015წლის 29ოქტომბრის N-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად ეთხოვა შპს ,----------------ის" შავ სიაში დარეგისტრირება. ამავე წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ასევე ეცნობა, რომ შპს ,----------------ის" მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გადახდილია პირგასამტეხლო, რაც ეთხოვა ცესკოს 27 ნოემბრის N0--------- წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018წლის 01დეკემბრის N---------- წერილობით შეტყობინება(ს.ფ.23-24)

 

3.1.6. სსიპ სახელწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს ,----------------ს’’ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის-i----------- მეშვეობით, 2018წლის 04დეკემბრის N---- წერილობითი შეტყობინებით აცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018წლის 3 დეკემბერს წარდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 1 დეკემბრის N---------- წერილობითი შეტყობინება(რეგისტრაციის N-----3), რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ შპს ,----------------ის" მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2018 წლის 8ნოემბრის N8----- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესის და პირობების" მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს განმარტება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: ა)ეთანხმება თუ არა წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ)თუ არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს-კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც აფუძნებს მსჯელობებს.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 04 დეკემბრის N----- წერილობითი შეტყობინების პასუხად, შპს ,----------------მა’’ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 10 დეკემბერს წარადგინა განმარტება, სადაც აცნობა იმ გარემოებების შესახებ, რამაც ხელი შეუშალათ დროულად და სრულად შეესრულებინათ 2018 წლის 08 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურ საარჩვენო კომისიას და შპს ,----------------ს’’ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N8----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მათ გუნდს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც შპს ,----------------ის’’ ასევე, სხვა კომპანიის სახელით(შპს ,---------ო") არაერთხელ, წარმატებით აქვთ მიწოდებული ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ანალოგიური საქონელი: საარჩევნო ურნაზე დასაკრავი ბრენდირებული, თვითწებვადი, ნომრიანი სტიკერების-ლუქები c------------------. მათ შორის 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის. აღნიშნული საქონლის მიწოდება მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, 2018 წლის 04 ოქტომბერს. შემსყიდველისათვის ხელშეკრულების გაფორმებამდე წერილობით იქნა მიწოდებული ინფორმაცია წარმოების და მიწოდების ვადების შესახებ, თუმცა აღნიშნულ ვადაზე ადრე(2018 წლის 22 ნოემბერი) მოხდა საქონლის მიღება თბილისში. საბაჟო პროცედურების გავლის შემდგომ, აღმოჩნდა, რომ მიღებული იქნა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თვითწებვადი ლუქების ნაწილი-8--- ცალი(ხელშეკრულების დანართი N1-ის მესამე პოზიცია სრულად-თვითწებვადი ლუქი 25X6სმ.(არასტანდარტული), ნაცვლად 6----- ცალისა. ამის შესახებ 2018 წლის 22ნოემბერს, სატელეფონო შეტყობინების სახით ეცნობა შემსყიდველს, ხოლო მომდევნო დღეს სმს-ის საშუალებით დეტალური ინფორმაცია იქნა მიწოდებული. პარალელურ რეჟიმში წარმოებად მიმოწერა მათ მიმწოდებელთან ჩინეთში, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ დარჩენილი 5----თვითწებვადი ლუქი იმყოფებოდა გადამზიდი კომპანიის საწყობში ქ-–-----–-. როგორც შემდეგში გაირკვა, მადლიერების დღესთან დაკავშირებული გადატვირთული ტვირთბრუნვის გამო მოხდა ტვირთის გაყოფა 2ნაწილად, პირველ ეტაპზე გამოიგზავნა 2 ყუთი(8--- ცალი ლუქი), ხოლო დარჩენილი 4ყუთი(5----ლუქი) დარჩა ყურადღების მიღმა. ტვირთის გაყოფა მოხდა თვითნებურად სატრანსპორტო კომპანიის მიერ, რის შესახებაც არ ჩაუყენებია საქმის კურსში მათი მომწოდებელი და შესაბამისად, მათთვისაც ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მხოლოდ 2018 წლის 22 ნოემბერს. 23 ნოემბერს დარჩენილი ტვირთი სატრანსპორტო საწყობიდან გაიგზავნა შ------ აეროპორტის მიმართულებით და წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც გამოგზავნიდან 2 დღეში მოხდა ტვირთის ჩამოსვლა თბილისში, ჰქონდათ რეალური მოლოდინი, რომ დარჩენილი ლუქების მიღებას თბილისში და შემსყიდველისათვის მიწოდებას შეძლებდნენ 26მაქსიმუმ 27ნოემბერს. მიუხედავად ამისა, მხედველობაში ჰქონდათ რა აღნიშნული საქონლის და მისი მიწოდების ვადების მნიშვნელობა, მათ შეატყობინეს შემსყიდველს რისკების შესახებ და შესთავაზეს ალტერნატიულ გეგმაზე ეზრუნათ პარალელურ რეჟიმში. მათი ძალისხმევის მიუხედავად არასამუშაო დღეების გამო, ვერ მოხდა დროულად საექსპორტო პროცედურების გავლა და ტვირთი თბილისის მიმართულებით დაიძრა მხოლოდ ორშაბათ საღამოს(2018 წლის 26 ნოემბერს), რაც ძალიან მცირე შანსს ტოვებდა, რომ შეძლებდნენ საქონლის მიღებას და შემსყიდველისათვოს გადაცემას მიმდინარე წლის 28 ნოემბრამდე. ამის შესახებ იმავე დღეს აცნობეს შემსყიდველს. 2018 წლის 27ნოემბერს ცსკ-საგან მიიღეს წერილი, ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ხელშეკრულების თანხის 20%-ის(---------–----) ოდენობით. აღნიშნული თანხა მომდევნო სამუშაო დღესვე, 29 ნოემბერს იქნა გადახდილი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვეს გათვალისწინებული იქნეს აღნიშნული მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოქმნილი დაბრკოლებები და არ მოახდინონ მათი კომპანიის შავ სიაში რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 04 დეკემბრის №---- წერილობით შეტყობინება(ს.ფ.22)

- შპს ,----------------ის" 2----–-–----------------- წერილი(ს.ფ. 33-34)

 

3.1.7. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 04თებერვლის №6-- განკარგულების საფუძველზე დადგინდა, რომ შპს ,----------------ი“--------------- 2019 წლის 05 თებერვალს დარეგისტრირდეს შავ სიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 0-----------–----6-- განკარგულება შპს ,----------------ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’(ს.ფ. 18-20)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შპს ,----------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 04 თებერვლის N6-- განკარგულება შპს ,----------------ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N1- ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის" მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით. ერთის მხრივ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმოდგენილი თავმჯდომარის უფლებამოსილი პირის(ცესკოს თავმჯდომარის 2017 წლის 29დეკემბრის N0----- ბრძანება), თავმჯდომარის მოადგილის გ--------–-------ის სახით(შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,----------------ი"(წარმოდგენილი დირექტორის ი-----–--–-----–---–-- სახით(შემდგომში ,,მიმწოდებელი") ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 2018 წლის 8 ნოემბერს დადებული იქნა ხელშეკრულება N8----- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმადაც მიმწოდებელი უზრუნველყოფს საარჩევნო ურნაზე დასაკრავი ბრენდირებული, თვითწებვადი, ნომრიანი სტიკერების/ლუქების მიწოდებას წინასწარ შეთნხმებული და დანართით გათვალისწინებული მახასიათებლების შესაბამისად, შემდგომში ,,საქონელი", ხოლო შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიიღოს მოთხოვნილი საქონელი და გადაიხადოს მისი ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1პუნქტის თანახმად, მთლიანი სახელშეკრულებო თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების(მათ შორის დღგ) ჩათვლით შეადგენს 14960.80(თოთხმეტიათას ცხრაასსამოცი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს; ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მოცულობა, ერთეულის ფასი და მახასიათებლები მოცემულია დანართში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, საქონელი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარებას ახორციელებენ სათანადოდ უფლებამოსილი პირები, რომლებიც აფორმებენ შესაბამის აქტს ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით; დასახელებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 24ნოემბერისა, ამავე მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება ხორციელდება ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-1- კმ; დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება 3.2.პუნქტის მიხედვით შედგენილილი მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის გაფორმებიდან 10(ათი) სამუშაო დღის განმავლობაში; დასახელებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს მესამე პირს მოცემული ხელშეკრულებით არსებული თავის ვალდებულებები; დასახელებული ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები კისრულობენ ვალდებულებას აუნაზღაურონ მეორე მხარეს მათ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ან არასრულად შესრულების შედეგად მიყენებული ზარალი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ამავე მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით ანგარიშსწორების ვადების დარღვევისათვის გადასახდელი თანხის 0.02 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის; ამავე მუხლის 10.3პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს პირგასამტეხლოს სახით 4.1 პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების ვადების დარღვევისათვის დაგვიანებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.02პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის; ამავემუხლის 10.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ საქონლის მიწოდების ვადა 10 დღით აღემატება 4.1პუნქტით გათვალისწინებულ ვადას, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება; ამავე მუხლის 10.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო მისაწოდებელი საქონლის ღრებულების 10 პროცენტის ოდენობით; ამავე მუხლის 10.6 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს სახელშეკრულები თანხის 20.0 პროცენტის ოდენობით; დასახელებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1პუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ:ა) თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს მთელი საქონელი ან მისი ნაწილი; ბ)თუ მიმწოდებლის არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება; ამავე მუხლის 11.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულების შესრულებისაგან; ამავე მუხლის 11.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე: ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას; ბ)მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში; გ)საქართველოს კანონმდებლობთ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; დასახელებული ხელშეკრულების მე-15 მუხლის 15.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელისმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი(შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-- ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის(შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში(შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში(შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე(----------------------- და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას(დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს– CPV კოდს; დ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ)კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ)ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 01 დეკემბრის N---------- წერილობითი შეტყობინებით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს ,----------------ის"(სა-------------–---------------------- მიერ გამარტივებული შესყიდვის შედეგად დადებული 2018 წლის 8 ნოემბრის N8----- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29ოქტომბრის N-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად ეთხოვა შპს ,----------------ის" შავ სიაში დარეგისტრირება.

 

6.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ)თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა)არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015წლის 29 ოქტომბრის №-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შ------------------------- მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2018 წლის 8 ნოემბრის N8----- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015წლის 29ოქტომბრის №-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს,----------------ის’’ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019წლის 04 თებერვლის N6-- განკარგულება ,,შპს ,----------------ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს შემდეგს: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №-- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების წესი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გაასაჩივრებს მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავს სააგენტოს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების(განჩინების) სააგენტოსთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებისთანავე.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, მოსარჩელეს ერთის მხრივ, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და მეორეს მხრივ, შპს ,----------------ს’’ შორის 2018 წლის 8 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების №8----- ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების საკითხი, სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის სადავოდ არ ჰქონდა გამხდარი სასამართლოს წესით, კერძოდ- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში არ გაუსაჩივრებია მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოსათვის არ შეუზღუდავს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის ნორმის საფუძველზე არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,----------------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,----------------ის’’ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, შპს ,----------------ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,----------------ის“ სარჩელი მოპასუხე- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მესამე პირის- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი