განაჩენი

სისხლის სამართლის 22.02.2019
საქმის ნომერი
330100117002218750
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი - ნინო მაისაია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - დ----- კ------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

ა------- (ა-------) მ-–-----ი - დაბადებული 1--- წლის 1---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–---, მ-----------------ნი, კ--------------,----------

 

ადვოკატი - მ--- ყ-------–---–ი

 

თარჯიმანი - მ------ კ--–----ე

 

კვალიფიკაცია:

ა------- (ა-------) მ-–-----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ა------- (ა-------) მ-–-----ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ხის ხელკეტის გამოყენებით აღნიშნულ მისამართზე გაჩერებულ ა-–---- დ----–--ის კუთვნილ ,,მიცუბიშის“ ფირმის ავტომობილს (სახ. ნომ.-------) დაუზიანა წინა საქარე მინა, უკანა საქარე მინა, წინა მარჯვენა კარის მინა, უკანა მარჯვენა კარის მინა, საბარგულის მარჯვენა მინა, უკანა მარცხენა კარის მინა და 4 ცალი საბურავი. აღნიშნული ქმედების შედეგად ა-–---- დ----–--ს მიადგა 820 (რვაას ოცი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ა-–---- დ----–--მა განმარტა, რომ ბრალდებული ა------- მ-–-----ი არის მისი დის - ნ-----–-- მ-–-----ის ყოფილი ქმარი. 2017 წლის 17 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ღამით, დაახლოებით 01 საათზე, დაურეკა მეზობელმა გ-------მ, რომელმაც აცნობა, რომ ამტვრევდნენ სადარბაზოს წინ გაჩერებულ მის მანქანას. ა-–---- დ----–--ი ჩავიდა ქვევით, სადარბაზოს მესამე სართულის ფანჯრიდან, რომლის შუშა იყო ჩამტვრეული, დაახლოებით 7 მეტრამდე მანძილიდან დაინახა, რომ ა------- მ-–-----ი ე.წ. ,,დუბინკით“ აზიანებდა მის მანქანას, ხელჯოხი გაუტყდა და ტარით განაგრძო მანქანის დაზიანება; ბრალდებულმა დაამტვრია ავტომანქანის წინა და უკანა საქარე მინები, მინები კარებზე, რის შემდეგაც გაიქცა. მომხდარის შესახებ დარეკეს 1---ში. ა-–---- დ----–--მა განმარტა, რომ ავტომანქანის თავზე იყო ლამპიონი, იყო კარგი განათება და მან უშუალოდ დაინახა, რომ ა------- მ-–-----ი ამტვრევდა მის მანქანას. დაზარალებული ა-–---- დ----–--ი მომხდარს უკავშირებს ა------- მ-–-----სა და მის შვილს - ვ----------ს შორის ბინის თაობაზე მიმდინარე სასამართლო დავას.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ვ---------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელმა გ------- ქ---–--–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს განყოფილებაში მიიღეს ა-–---- დ----–--ის განცხადება ავტომანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, მანქანას ოთხივე საბურავი დაჭრილი და დაშვებული ჰქონდა, დამსხვრეული იყო წინა საქარე და უკანა საქარე მინები, ასევე მარჯვენა მხარეს სამი მინა და მარცხენა მხარეს ერთი მინა, მანქანის გვერდით ეგდო ჯოხი - ,,ბიტა’’, რაც ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ, ავტომანქანა დაილუქა, გამოიკითხა ა-–---- დ----–--ი, მისი და, დის შვილი და ასევე მეზობელი, რომელმაც დაინახა ფაქტი და დაურეკა დაზარალებულს.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ------- ჯ----–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს ღამით იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის აივანზე, სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც გაიგონა შუშის ჩამტვრევის ხმა და დაინახა, რომ პიროვნება მოძრაობდა, დაახლოებით 5-7 წუთში მოიძია მანქანის მესაკუთრის ა-–---–ას ნომერი და შეატყობინა მომხდარის შესახებ, მას პიროვნება სახეზე არ დაუნახავს, იყო ღამის საათები, ლამპიონი ენთო და მანქანაც ისე იდგა, რომ პიროვნება არ ჩანდა.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ვ---------- მ-–-----მა განმარტა, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს, იმყოფებოდა სახლში, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე ბიძამისს ა-–---- დ----–--ს დაუკავშირდა მეზობელი და უთხრა, რომ ვიღაც აზიანებდა მის მანქანას. ავტომანქანა იდგა ეზოში, სადარბაზოსთან, კარგად განათებულ ადგილას; მესამე სართულზე სადარბაზოს ფანჯრიდან დაინახეს, რომ მამამისი - ა------- მ-–-----ი ურტყავდა მანქანას და დააზიანა საბურავები და მინა, სანამ ეზოში ჩავიდნენ ის გაიქცა, მანქანასთან იდო ხელჯოხი. ვ---------- მ-–-----ის განმარტებით, მას და მამამისს შორის სასამართლოში იხილება დავა ბინის თაობაზე. ა------- მ-–-----მა მანქანა დაუზიანა იმ მიზნით, რომ ოჯახისთვის მიეყენებინა ზიანი, მან ადრე ორჯერ დააზიანა მათი მანქანა. ავტომანქანის დაზიანების შესახებ აცნობა მეზობელმა, რომელიც ცხოვრობს გვერდით კორპუსში, პირველ სართულზე, მათი სახლის პერპენდიკულარულად.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ-----–-- მ-–-----მა განმარტა, რომ იმყოფებოდა ქორწინებაში ა------- მ-–-----თან, რომელთანაც განქორწინდა 1992 წელს. 2017 წელს 18 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში, ღამის 1 საათზე, მის ძმას დაურეკა მეზობელმა გ-------მ და აცნობა, რომ ვიღაც ამტვრევდა მის მანქანას, ჩამოსვლისას, მესამე სართულზე არსებული ფანჯრიდან, რომელსაც არ აქვს შუშა, დაინახეს, რომ ა------- მ-–-----ი ე.წ. ,,ბიტით’’ ამტვრევდა მათი მანქანის შუშას. ნ-----–-- მ-–-----მა დაიყვირა, სანამ ჩავიდნენ ა------- გაიქცა, ჯოხი ნახეს მანქანასთან. ნ-----–-- მ-–-----ის განმარტებით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ა------- მ-–-----ი ადრეც მიდიოდა და ემუქრებოდა.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე თ------ ს-------მა განმარტა, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა ,,მიცუბიშის’’ ფირმის მანქანა ჩამსხვრეული მინებითა და დაშვებული საბურავებით, შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს დეტალურად, ამოიღეს ნივთმტკიცებები, დალუქეს და დაადასტურეს სათანადო ხელმოწერებით.

 

2.7. შეტყობინების რეგისტრაციის #------- თანახმად, ინციდენტი მოხდა 1--------- 0-------- ვ-–----–----–------–-----------–-. სიძემ დაუზიანა ა/მანქანა. განმცხადებელი ტ----–--ი ა-–----.

 

2.8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერება ჩატარდა 1----------------------- საათზე. დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისი, ვ-–----–----–-------ის მიმდებარედ მდებარე ავტომობილი ,,მიცუბიში მონტერო სპორტი“, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით G------, აღნიშნული ავტომობილი არის ჯიპის ტიპის, ნაცრისფერი, გააჩნია 5 კარი, აქედან 4 გვერდითა წინა და უკანა კარი და 1 საბარგულის კარი. მანქანის წინა საქარე მინა არის ჩამსხვრეულ-გაბზარულ მდგომარეობაში, მთლიანად ჩამსხვრეულია მანქანის წინა მარჯვენა სამივე შუშა, კერძოდ, წინა მარჯვენა მგზავრის, უკანა მარჯვენა მგზავრის და საბარგულის მარჯვენა შუშა; ასევე, ჩამსხვრეულია მარცხენა უკანა მგზავრის შუშა და საბარგულის უკანა შუშა, შუშების ნამსხვრევები მიმობნეულია მანქანის ირგვლივ და მანქანის სალონში. მანქანას საჭე გააჩნია მარცხენა მხარეს, სალონში წინა და უკანა მხრეს განთავსებულია სხვადასხვა ნივთები, რაც ა-–---- დ----–--ის განმარტებით, ეკუთვნის მას. მანქანის ოთხივე საბურავი დაშვებული მდგომარეობაშია, მანქანის მარცხნივ დაახლოებით 10-15 სმ. მოშორებით ძირს დაგდებულია ხის ხელკეტისმაგვარი ნივთი არამთლიან მდგომარეობაში, აღნიშნული ხელკეტისმაგვარი საგნიდან დაახლოებით 1 მეტრით მოთავსებულია მისი მეორე ნახევარი ხის ხელკეტისმაგვარი საგანი. დათვალიერებაში მონაწილეობდა ა-–---- დ----–--ი.

2.8.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა გ------- ქ---–--–---–მა.

 

2.9. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის N------ თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის ,,MITSUBISHI MONTERO SPORT” სახ. N-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს 1050 (ერთიათასორმოცდაათი) ლარს. სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 230 ლარით.

2.9.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა შ----- მ--------ემ.

 

2.10. ბრალდებულმა ა------- (ა-------) მ-–-----მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 17 ოქტომბერს სამსახურიდან დაახლოებით 11 საათისთვის, დაბრუნდა სახლში. მანქანა დააყენა სადგომზე და ავიდა სახლში, სადაც დახვდა მეუღლე, იმ საღამოს ყავდათ სტუმრები 7 ადამიანი იყო, მ------, ვ------..., რომელთა გვარები არ ახსოვს, ივახშმეს, დაახლოებით 2-3 საათი დარჩნენ სტუმრები. მათი წასვლის შემდეგ დაიძინეს. ა------- (ა-------) მ-–-----მა უარყო ის ფაქტი, რომ მან დააზიანა ა-–---- დ----–--ის მანქანა და განმარტა - ა-–---- დ----–--ი არის მისი ყოფილი მეუღლის ძმა, მასთან არანაირი უთანხმოება არ ქონია, პირიქით, აქვს თბილი ურთიერთობა; რაც შეეხება დავას ბინის თაობაზე აღნიშნული აქვს შვილთან ვ---------- მ-–-----თან და მასში ა-–---- დ----–--ი არასდროს ჩარეულა. ა------- მ-–-----ის განმარტებით, ადრეც დაუკავშირდნენ, რომ დაზიანებული იყო მათი მანქანა და მაშინაც აიღეს დეენემი, გამოკითხეს და გაათავისუფლეს.

 

2.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულ ა------- მ-–----ის მეუღლემ ვ----–---- ხ---------მა განმარტა, რომ მისი მეუღლე ა------- მ-–-----ი უდანაშაულოა და არაფერი აქვს საერთო მომხდარ ფაქტთან. ვ----–---- ხ---------ის განმარტებით, 2017 წლის 17 ოქტომბერს დაახლოებით 9-10 საათზე გავიდა ა------- მ-–-----ი სახლიდან სამსახურში, დაახლოებით ღამის 10 საათსა და 30 წუთზე გამოუგზავნა მესიჯი, რომ ბრუნდებოდა სახლში, ამ დროს მათ ესტუმრნენ, ვ----–---- ხ---------ის ძმა და რძალი. დაახლოებით თორმეტი საათი იყო დაწყებული, რომ დაბრუნდა ა-------ც, ვ----–---- ხ---------ის განმარტებით, მან გადაიტანა მძიმე მინინგიტი, მოყვა კატასტროფაში, რის გამოც 5 თვე იმყოფებოდა ექიმების კონტროლის ქვეშ, დროდადრო აბსოლუტურად კარგავს მეხსიერებას, ავიწყდება და თუ შეახსენებენ შეიძლება გაახსენდეს რამე, შეიძლება არა.

 

2.12. სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მხარეთა განცხადებებით დადგენილ იქნა, რომ ა------- მ-–-----ი არის იგივე ა------- მ-–-----ი.

 

2.13. ბრალდებულის ადვოკატის პოზიციით, ბრალდებულ ა------- მ-–-----ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება. ბრალდების მოწმეები არიან დაინტერესებული პირები, მათ აქვთ სასამართლო დავა ბინასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არ არის ერთანეთთან თანხვედრაში, საქმეზე არ არის ჩატარებული ექსპერტიზები, რაც მიუთითებს, რომ გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად და მხოლოდ დაინტერესებულ მოწმეთა ჩვენები არ არის საკმარისი ა------- მ-–-----ის ბრალდების დასადასტურებლად. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ა------- მ-–-----ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

2.14. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ შეაფასა რა ა------- (ა-------) მ-–-----ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაზიარებისა და ა-------(ა-------) მ-–-----ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი. კერძოდ:

2.14.1. დაზარალებულ ა-–---- დ----–--ის, მოწმე გ------- ჯ----–-–---–ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ-–----–----–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის ხელკეტის გამოყენებით დაზიანებულ იქნა ა-–---- დ----–--ის კუთვნილი ,,მიცუბიშის“ ფირმის ავტომობილი (სახ. ნომ.-------).

2.14.2. მოწმეების ა-–---- დ----–--ის, ნ-----–-- მ-–-----ისა და ვ---------- მ-–-----ის ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი არიან თვითმხილველები იმ ფაქტის, რომ ა------- მ-–-----ი აზიანებდა ა-–---- დ----–--ის კუთვნილი ავტომანქანას. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ აღნიშნული მოწმეები არიან დაინტერესებული პირები და მათი ჩვენებები არ უნდა იქნას გაზიარებული. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო დავიდან გამომდინარე არსებობს გონივრული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ როგორც ა-–---- დ----–--ს, ნ-----–-- მ-–-----სა და ვ---------- მ-–-----ს მიეცა ა------- მ-–-----ის საწინააღმდეგო ჩვენება, ასევე ა------- მ-–-----ს განეხორციელებინა ამ პირების საზიანო ქმედება, მაგრამ ფაქტის თვითმხილველი მოწმეთა ჩვენებებს სასამართლო აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

2.14.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად ა------- მ-–-----ის ჩვენებაზე და მიაჩნია, რომ ა------- მ-–-----ი არ არის გულწრფელი და მისი ჩვენება მიმართულია მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისკენ. საქმეში არ არსებობს ერთი უტყუარი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ა------- მ-–-----ი 17 ოქტომბერს სამსახურიდან ნამდვილად დაბრუნდა სახლში დაახლოებით 11 საათისთვის და შემთხვევის დროს იმყოფებოდა სახლში; ამ ფაქტის დასადასტურებლად სასამართლო ვერ გაიზიარებს ა------- მ-–-----ის მეუღლის ვ----–---- ხ---------ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ აქვს მეხსიერების პრობლემა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; ამ ფაქტთან დაკავშირებით დაცვის მხარეს არ გამოუკითხავს ვ----–---- ხ---------ის ძმა და რძალი, რომლებიც, ა------- მ-–-----ის განმარტებით, იმ საღამოს მათთან სტუმრად იმყოფებოდნენ; ასევე არ არის სასამართლოზე წარმოდგენილი ის მესიჯები, რომლებზეც აპელირებს მოწმე ხ---------ი. ამდენად, ალიბი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა დანაშაულის ჩადენის დროს ა------- მ-–-----ის სახლში ყოფნის ფაქტს, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

2.14.4. ზ/აღნიშნულის გამო სასამართლოს არ გააჩნია საფუნძველი გაიზიაროს ა------- მ-–-----ის ჩვენება, რომლის საპირწონედ ბრალდების მხარის მოწმეები ცალსახად ადასტურებენ ა------- მ-–-----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას ჩადიოდა განათებულ ადგილზე, სადაც შეიძლებოდა დანახვა იმ პირის, ვინც აზიანებდა ა/მანქანას; შემთხვევის ადგილი, რომ განათებული იყო აღნიშნული ფაქტი თვითმხილველ მოწმეთა გარდა, დაადასტურა მოწმე გ------- ჯ----–-–---–მაც, რომელმაც პირველმა შეამჩნია დ----–--ის კუთვნილი ა/მანქანის დაზიანების ფაქტი, რის თაობაზეც შეატყობინა ა-–---- დ----–--ს. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული საქმე არ გამოირჩევა მტკიცებულებათა სიმრავლით და დანაშაულის ჩადენის ფაქტს სასამართლო ადგენს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, რომელთა სანდოობაში ეჭვს შეიტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, ვინაიდან ა-–---- დ----–--მა, ნ-----–-- მ-–-----მა და ვ---------- მ-–-----მა დანაშაულის ჩადენის პროცესში დაინახეს და ამოიცნეს ა------- მ-–-----ი, რის თაობაზეც ა-–---- დ----–--მა მაშინვე დარეკა საპატრულოში და შეატყობინა, რომ მისი სიძე აზიანებდა მის კუთვნილ ა/მანქანას.

2.14.5. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით N------ დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის ,,MITSUBISHI MONTERO SPORT” სახ. N-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს 1050 (ერთიათასორმოცდაათი) ლარს (აღდგენითი სამუშაოების ღირებულებაა 230 ლარი).

2.14.6. საკასაციო პალატამ საქმეში #45-აპ17 აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. სასამართლო აფასებს რა ბრალდებულ ა------- (ა-------) მ-–-----ის ჩვენებას, მიიჩნევს მას არადამაჯერებლად, ვინაიდან, ბრალდებულის ჩვენება წინააღმდეგობაშია როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეთა ჩვენებებთან.

2.14.7.სასამართლო განმარტავს, რომ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რომლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საკუთრების უფლება. იგი მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას, რაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა. სხვისი ნივთის დაზიანებით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ზიანი იყოს მნიშვნელოვანი.

2.14.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამავე კოდექსის 25-ე თავში (რომელშიც შედის ასევე 187-ე მუხლი) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ზიანი - 150 ლარს ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზიანებული ნივთის ღირებულებამ შეადგენა 820 ლარი (აღდგენითი სამუშაოების გარეშე). შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა------- (ა-------) მ-–-----ის ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2.15. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა------- (ა-------) მ-–-----მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა------- (ა-------) მ-–-----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა------- (ა-------) მ-–-----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ა------- (ა-------) მ-–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ა------- (ა-------) მ-–-----ს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში; ქმედების ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე პირი, დღეისათვის ა------- (ა-------) მ-–-----ი სასჯელს იხდის საზოგადობრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი განმარტებით დაავადებულია ლეიკემიით.

 

5.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ა------- (ა-------) მ-–-----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

5.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ა------- (ა-------) მ-–-----ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას თავისუფლების აღკვეთა.

 

5.4. ა------- მ-–-----ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3-----------ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 01(ერთი) წელი და 06(ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04(ოთხი) წელი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად ა------- მ-–-----ს განესაზღვრა 04(ოთხი) წელი.

 

5.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3-----------ის განაჩენის გათვალისწინებით, ვინაიდან, ა------- (ა-------) მ-–-----ს ბრალად წარდგენილი ეპიზოდი ჩადენილი აქვს 2017 წლის 17 ოქტომბერს, მას სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. ამასთანავე, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე მუხლის მე-2-3 ნაწილებით, რომლის თანახმად, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

6.1. ხელკეტის მაგვარი საგანი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

6.2. ა------- მ-–-----ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

6.3. კომპიუტერული დისკი, შემთხვევის ადგილის ფოტოებით, რომელიც ერთვის სს საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------- (ა-------) მ-–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2. ა------- (ა-------) მ-–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი ) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა------- (ა-------) მ-–-----ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3-----------ის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა და საბოლოოდ, ა------- (ა-------) მ-–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 01(ერთი) წელი და 06(ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04(ოთხი) წელი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად ა------- (ა-------) მ-–-----ს განესაზღვროს 04(ოთხი) წელი.

 

4. ა------- (ა-------) მ-–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანიდან - 2019 წლის 22 თებერვლიდან.

 

5.მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 3-----------ის განაჩენით დანიშნული და ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 26 იანვრიდან - 2019 წლის 21 თებერვლის ჩათვლით.

 

6. ა------- მ-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

7. ნივთმტკიცება:

7.1. ხელკეტის მაგვარი საგანი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

7.2. ა------- მ-–-----ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

7.3. კომპიუტერული დისკი, შემთხვევის ადგილის ფოტოებით, რომელიც ერთვის სს საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/