განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–- გ---–--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ---- გ--- ძე ბ---–-–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, დაბადებული 1--- წლის 2----------, რეგისტრირებული: გ------ რაიონის სოფელ დ-––- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გ----ი, ც-----ს ქუჩა, კორპუსი #-, ბინა #1--–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად)
ბრალდებული - ი---- გ--- ძე ბ---–-–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-9---------, დაბადებული 1--- წლის 2---------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.გ----ი, ც-----ს ქუჩა, კორპუსი #-, ბინა #1--–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 11:40 საათზე, თბილისში, სავაჭრო ცენტრ ,,გლდანი მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ,,ს------------–--“ პარკინგზე, შელაპარაკების ნიადაგზე, ი---- ბ---–-–---–მა და გ---- ბ---–-–---–მა მესამე პირთან ერთად, გ------- ვ-------–---–ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენჯერმე ძლიერად დაარტყეს. თითოეული დარტყმის დროს გ------- ვ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა ი---- ბ---–-–---–ის და გ---- ბ---–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ გ------- ვ-------–---–ის და მოწმეების - ლ--–- რ-----ს, ქ------- ფ---------ის, თ----- ა-----–---–-------------–--–---–---------------------------------------–---–-------------------–------–---–---------–-------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებს, პირის ამოცნობის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი---- ბ---–-–---–ის და გ---- ბ---–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ცემად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულ გ------- ვ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ მსხვერპლმა ცემის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა. რაც შეეხება დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიზეზობრივ კავშირს, აღნიშნული დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის მიხედვითაც გ------- ვ-------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევის და სისხლჩაქცევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი მაკვალიფიცირებელ გარემოებად განიხილავს ცემას, ჩადენილს ჯგუფის მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. უდავო მტკიცებულებებით დადასტურდა ი---- ბ---–-–---–ის და გ---- ბ---–-–---–ის ერთობლივი მონაწილეობა ძალადობაში.
3.4. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.6. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულებმა ი---- ბ---–-–---–მა და გ---- ბ---–-–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი---- ბ---–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი, ქმედების ჩადენა საჯარო ადგილას.
4.2. გ---- ბ---–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი, ქმედების ჩადენა საჯარო ადგილას.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3.სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - ძალადობის ხერხი: ბრალდებულებმა დაზარალებულს ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს დარტყმები, ამასთან მსხვერპლზე იძალადეს საჯარო ადგილას, რაც წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას ზრდის.
5.4. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს შემამსუბუქებელ გარემოებებს: ი---- ბ---–-–---–ი და გ---- ბ---–-–---–ი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, მათ გამოძიების საწყის ეტაპზევე ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შეურიგდნენ დაზარალებულს, ამ უკანასკნელს 03.02.2019 წლის გამოკითხვის ოქმის თანახმად ბრალდებულებთან პრეტენზია არ გააჩნია. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ ბრალდებულებმა უდავოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე, რითაც დაზოგეს სახელმწიფო რესურსი.
5.5. ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ი---- ბ---–-–---–სა და გ---- ბ---–-–---–ს უნდა განესაზღვროთ სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის თვის ვადით, რაც შეეხება სასჯელის მოხდის წესს, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოთ პირობით 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, 4(ოთხი) ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---- ბ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. გაუქმდეს ი---- ბ---–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
3. გ---- ბ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. გაუქმდეს გ---- ბ---–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
5.მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულებს დაევალოთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
4(ოთხი) ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა