განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ვ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ---- ა-–----- ძე გ-----–--–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1------------რს, რეგისტრაციის ადგილი: თ---–---- ნ-----------ს #1.
ადვოკატი - თ----- გ------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.ბ---- გ-----–--–---–ი და მ------ ა-------ე თითქმის ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 4 აგვისტოს, მ------ ა-------ე, მისი მცირეწლოვანი შვილი ა--------- ა-------ე და ბ---- გ-----–--–---–ი იმყოფებოდნენ სახლში, მდებარე თ---–---- მ--------- გამზირი, კორპუსი 3---, ბინა 4-–-. დაახლოებით 23:30 საათზე, როდესაც ა---------ს ეძინა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ---- გ-----–--–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს მარჯვენა ხელი დაარტყა სახის არეში მ------ ა-------ეს. ძალადობის შედეგად მ------ ა-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2.2018 წლის 8 აგვისტოს, მ------ ა-------ე და მისი მცირეწლოვანი შვილი ა--------- ა-------ე იმყოფებოდნენ სახლში, მდებარე, თ---–---- მ--------- გამზირი, კორპუსი 3---, ბინა 4-–-. დაახლოებით 01:00 საათზე, ბ---- გ-----–--–---–ი სახლში მივიდა ნასვამ მდგომარებაში. ურთიერთშელაპარაკების დროს ნასვამ მდგომარებაში მყოფმა ბ---- გ-----–--–---–მა მ------ ა-------ეს ხელი დაარტყა სახის არეში ერთხელ, რის შედეგად მ------ ა-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3.2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 03:30 საათზე ბ---- გ-----–--–---–მა მ------ ა-------ეს ხელი დაარტყა ზურგის არეში, ასევე ხელი წაუჭირა ყელის არეში. ძალადობის შედეგად მ------ ა-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.4.2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ბ---- გ-----–--–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს ფიზიკურად იძალადა მ------ ა-------ეზე. მოქაჩა თმებში და ხელი დაარტყა სახის არეში, მ------ ა-------ემ სცადა გაქცევა, ბ---- გ-----–--–---–ი დაეწია კარებთან, ხელით სწვდა თმებში და ხელი დაარტყა ზურგის არეში. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მ------ ა-------ის მცირეწლოვანი შვილი ა--------- ა-------ე. ძალადობის შედეგად მ------ ა-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.5.2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ბ---- გ-----–--–---–მა კონფლიქტის დროს, სამზარეულოდან აიღო დანა, მოუქნია მ------ ა-------ეს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მ------ ა-------ემ მოასწრო გაწევა და აიცდინა ბ---- გ-----–--–---–ის მიერ მოქნეული დანა. მუქარა მ------ ა-------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა
2.1.დაზარალებულ მ------ ა-------ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, 2015 წელს გაიცნო ბ---- გ-----–--–---–ი და ჩამოუყალიბდათ მეგობრული ურთიერთობა. ბ---- გ-----–--–---–ი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა გერმანიაში, რის გამოც ურთიერთობდნენ ტელეფონისა და სოციალური ქსელის საშუალებით. 2018 წელს, მ------ ა-------ე ბ---- გ-----–--–---–ის დახმარებით სამკურნალოდ ჩავიდა გერმანიაში, სადაც უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და მიიღეს დაქორწინების გადაწყვეტილება. მ------ ა-------ე გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ხოლო ბ---- გ-----–--–---–ი გერმანიაში დააკავეს და საქართველოში დეპორტაციამდე იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. მათ შორის ურთიერთობა გაგრძელდა ხშირი სატელეფონო კომუნიკაციით. 2018 წლის 1 აგვისტოს ბ---- გ-----–--–---–ი ჩამოვიდა საქართველოში და რადგანაც გადაწყვეტილი ჰქონდათ დაქორწინება, მივიდა მ------ ა-------ესთან სახლში, ამ უკანასკნელის ნაქირავებ ბინაში, მდებარე თ---–---- მ--------- გამზირი, კორპუსი 3---, ბინა 4-–- და დაიწყეს ერთად, როგორც მეუღლეებმა თანაცხოვრება. ერთად ცხოვრობდნენ უწყვეტად 2018 წლის 1 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით, მათთან ერთად ცხოვრობდა მ------ ა-------ის მცირეწლოვანი შვილი ა--------- ა-------ეც. დაზარალებულის განმარტებით დასახელებულ პერიოდში ის და ბ. გ-----–--–---–ი ცხოვრობდნენ როგორც ოჯახი, ყოფითი საჭიროებისთვის იხარჯებოდა მ. ა-------ის ბიუჯეტი. დაზარალებულის განმარტებით, ბ---- გ-----–--–---–ი მუდმივად იყო მთვრალი, ალკოჰოლზე სისტემატური დამოკიდებულება იყო მათ შორის კონფლიქტების ძირითადი მიზეზი.
2.2. დაზარალებულ მ------ ა-------ის ჩვენებით, 2018 წლის 4 აგვისტოს ბ---- გ-----–--–---–ი იყო მთვრალი, აღნიშნულის გამო მ. ა-------ემ უსაყვედურა. საყვედურით გაბრაზებულმა ბ---- გ-----–--–---–მა მ------ ა-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში. დარტყმის შედეგად მ------ ა-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3.დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს, ბ---- გ-----–--–---–ი სახლში კვლავ მთვრალი დაბრუნდა, რის გამოც იკამათეს. კამათის დროს ბ---- გ-----–--–---–მა მ. ა-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახის არეში. ძალადობის შედეგად მ------ ა-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.4.დაზარალებულმა მ------ ა-------ემ ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, გამთენიისას, ბ---- გ-----–--–---–ი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, იკამათეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ---- გ-----–--–---–მა მ------ ა-------ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი ზურგის და მკლავის არეში. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.5.არასრულწლოვანი მოწმის ა--------- ა-------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბ---- გ-----–--–---–ი ცხოვრობდა მ------ ა-------ესთან სახლში, ა--------- ა-------ესთან ერთად, ხშირად იყო მთვრალი და ჩხუბობდა. მოწმემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც მძინარეს გაეღვიძა იმის გამო, რომ ბ---- გ-----–--–---–ი მ------ ა-------ეზე ფიზიკურად ძალადობდა, თმებში მოქაჩა და ხელი დაარტყა სახეში.
ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
2.6. დაზარალებულ მ------ ა-------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობების და ალკოჰოლზე სისტემატური დამოკიდებულების გამო არ სურდა ბ---- გ-----–--–---–თან თანაცხოვრება, რამდენჯერმე მოსთხოვა ბრალდებულს წასულიყო მისი სახლიდან, თუმცა ბ---- გ-----–--–---–ი არ მიდიოდა და დაზარალებულს უმტკიცებდა, რომ სურდა მასთან ერთ ოჯახად ცხოვრება. 2018 წლის 22 აგვისტოს, საღამოს, ბ---- გ-----–--–---–ი იყო მთვრალი და მცირეწლოვანი ბავშვის ა--------- ა-------ის თადასწრებით იგინებოდა. მ------ ა-------ემ მისცა შენიშვნა და მოუწოდა ბავშვის თანდასწრებით არ ესაუბრა უწმაწური სიტყვებით. ბ---- გ-----–--–---–ი გაბრაზდა, ა--------- ა-------ის თანდასწრებით ესროლა ჩანგალი, შემდეგ თმებში სწვდა მ------ ა-------ეს და ზურგში ხელი ჩაარტყა, ა---------მ დაიწყო ტირილი. მ------ ა-------ემ ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ბ---- გ-----–--–---–მა ჩაკეტა ფანჯრები და სახლის კარები, მეზობლებს რომ არ გაეგოთ ოჯახში ძალადობის შესახებ და მ------ ა-------ეს ვინმესთვის დახმარება რომ არ ეთხოვა.
2.7.მოწმე ა--------- ა-------ის ჩვენებით, ბ---- გ-----–--–---–ი იყო მთვრალი და მისი თანდასწრებით მ------ ა-------ეს მიმართავდა ცუდი სიტყვებით, ამის გამო მ------ ა-------ემ ბ---- გ-----–--–---–ს მისცა შენიშვნა. ბ---- გ-----–--–---–ი გაბრაზდა და მოწმის თანდასწრებით მ------ ა-------ეს დაარტყა ხელი ზურგში, ასევე ურტყამდა ფეხებში, ესროლა ჩანგალი. ა--------- ა-------ეს და მ------ ა-------ეს სურდათ ვინმესთვის შველა ეთხოვათ, მაგრამ ბ---- გ-----–--–---–მა ჩაკეტა ფანჯარა და სახლის კარები.
2.8. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მოწმე ვ----– ხ-----ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, ღამით, პოლიციაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი იყო მსხვერპლი მ------ ა-------ე. ინფორმაციის მიღებიდან დაახლოებით 5 წუთში ვ----– ხ-----ე, უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ა------- პ------–-–---–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ბინაში დახვდათ მ------ ა-------ე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ბ---- გ-----–--–---–ი. მ------ ა-------ემ პოლიციელებს განუმარტა, რომ მეუღლემ ბ---- გ-----–--–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის ჩვენებით მსხვერპლს ვიზუალურად, სახეზე ეტყობოდა სიწითლე, იყო ძალიან აღელვებული, ტიროდა. პოლიციელების თანდასწრებითაც, ბ---- გ-----–--–---–მა დაზარალებულს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2.9.მოწმე ა------- პ------–-–---–მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, ღამით, ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან დაახლოებით 5 წუთში ვ----– ხ-----ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ბინაში დახვდათ შეტყობინების ინიციატორი მ------ ა-------ე, მცირეწლოვანი ბავშვი და ბ---- გ-----–--–---–ი. ეს უკანასკნელი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. დაზარალებულმა მ------ ა-------ემ პოლიციელებს განუცხადა, რომ ბ---- გ-----–--–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციელების დანახვაზე ბ---- გ-----–--–---–ი გაღიზიანდა და შეაგინა მ------ ა-------ეს. მ------ ა-------ე იყო აფორიაქებული. დაზარალებულის მითითებით ა------- პ------–-–---–მა დააკავა ბ---- გ-----–--–---–ი.
2.10.ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ა------- პ------–-–---–მა 2018 წლის 23 აგვისტოს, 00:05 საათზე, შემთხვევის ადგილზე: თ---–--–-- მ--------- გამზირი, კორპუსი 3---, ბინა 4-–- დააკავა ბ---- გ-----–--–---–ი.
2.11. დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა - ვ-----–ი გ-----–--მ ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინებიდან მცირე დროში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხა დაზარალებული მ------ ა-------ე. ვ. გ-----–--ს ზეპირი ჩვენებით, გამოკითხვის დროს მ------ ა-------ეს სახის არეში, ვიზუალურად ეტყობოდა ფიზიკური დაზიანების კვალი.
2.12. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, 23.08.2018 წ.მოქალაქე მ------ ა-------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წინამხრის მიდამოში სისხლნაჟღენთის და მარცხენა წვივის მიდამოში ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით სისხლნაჟღენთის განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ნაჭდევი ხანდაზმულობით დაახლოებით 4-5 დღისაა. დასკვნის მიხედვით, პირადი შემოწმების მომენტში მ------ ა-------ე უჩიოდა ტკივილს თავის, ზურგის და მარჯვენა ზემო კიდურის მიდამოში. მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1X1 სმ. მარცხენა წვივის ზემო მესამედში გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა კანის დონიდან მაღლა მდებარე მოყავისფრო ფერის ფუფხით დაფარული უსწორო, მოოვალო ფორმის ნაჭდევი ზომით 0,5X4 სმ. პერიფერიაზე ფუფხის კიდეები წამოწეულია და აქვს მოთეთრო შეფერილობა.
2.13. საექსპერტო კვლევის პროცესში მ------ ა-------ემ ექსპერტს განუცხადა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, ღამით, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მუშტი დაარტყა სახის მიდამოში, კისრის მიდამოში მოუჭირა ხელი და ესროლა ჩანგალი.
2.14. ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მ------ ა-------ის სხეულზე მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში წინა ზედაპირზე არსებული მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე იყო ექსპერტიზამდე რამდენიმე საათის წინ მიღებული და არ ეწინააღმდეგებოდა 2018 წლის 22 აგვისტოს, ხოლო მარცხენა წვივის ზემო მესამედში გარეთა ზედაპირზე არსებული ნაჭდევი, თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე იყო დაახლოებით 4-5 დღის. ექსპერტის განმარტებით სისხლნაჟღენთიც და ნაჭდევიც მიყენებული იყო მკვრივი-ბლაგვი საგნით. ნატურალურ მკვრივ - ბლაგვ საგანს წარმოადგენს ადამიანის ხელი და ფეხი. ექსპერტის ჩვენებით, შესამოწმებელი პირი კვლევის პროცესში უჩიოდა სხეულის ტკივილს.
მუქარა
2.15.დაზარალებულ მ------ ა-------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, არასრულწლოვანი მოწმის ა--------- ა-------ის თანდასწრებით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ბ---- გ-----–--–---–მა მ------ ა-------ეს მოუქნია სამზარეულოდან აღებული დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ,,მითხრა მოგგკლავო, ამის შემდეგ თავადაც მიიდო მუცელზე დანა, თავი უნდა მოვიკლაო“. მ------ ა-------ემ სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურად აღიქვა, ვინაიდან ბ---- გ-----–--–---–ი იყო მთვრალი და მუქარის განხორციელებამდე ფიზიკურადაც იძალადა მასზე. ამ ყველაფერს შეესწრო არასრულწლოვანი ა--------- ა-------ე, ბავშვი იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, ტიროდა. მუქარის შემდეგ ბ---- გ-----–--–---–ი გავიდა სხვა ოთახში, აღნიშნულით ისარგებლა მ------ ა-------ემ და დარეკა პოლიციაში.
2.16.მოწმე ა--------- ა-------ის ჩვენებით, ბ---- გ-----–--–---–ი იყო ძალიან მთვრალი, მ------ ა-------ეს მოუქნია დანა და უთხრა მოგგკლავო, მერე თვითონაც მიიდო დანა მუცელზე. მოწმის ჩვენებით, მათ ძალიან შეეშინდათ მუქარის, მაგრამ ბრალდებულმა ფანჯარა და სახლის კარები ჩაუკეტათ, რის გამოც შველა ვერავის სთხოვეს. დანით მუქარის შემდეგ ბ---- გ-----–--–---–ი გავიდა საპირფარეშოში, ამ დროს მ------ ა-------ემ დარეკა პოლიციაში.
2.17. მოწმეებმა ვ----– ხ-----ემ და ა------- პ------–-–---–მა განმარტეს, რომ ფიზიკური ძალადობის და მუქარის გამო, მსხვერპლის მითითებით შემთხვევის ადგილზე დააკავეს ბ---- გ-----–--–---–ი.
2.18. დაკავების შემდეგ გამომძიებელმა ვ-----–ი გ-----–--მ პატრულ-ინსპექტორ პ----- ხ------ასთან ერთად სცადა ბ---- გ-----–--–---–ის შემოწმება ალკოტესტზე, ბ---- გ-----–--–---–მა დაადასტურა, რომ იყო ნასვამი, თუმცა შემოწმებაზე უარი განაცხადა.
2.19. საგამოძიებო ორგანოში დაზარალებულის გამოკითხვის დასრულებისთანავე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, თ---–--–-- მ--------- გამზირი, კორპუსი 3----ში მდებარე #- ბინა, საიდანაც ამოღებული იქნა მუქარის იარაღი დანა. ამოღებული ობიექტი #2----–- დასკვნის თანახმად არის დანა, დამზადებული ქარხნული წესით, როგორც მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2.20.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:
2.20.1.ბრალდებულმა ბ---- გ-----–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, 2018 წლის 1 აგვიტოს დეპორტაციით ჩამოვიდა გერმანიიდან საქართველოში. იმ მომენტისთვის მისი ოჯახი იმყოფებოდა ქალაქგარეთ, რის გამოც მივიდა მ------ ა-------ესთან სახლში, სადაც დარჩა 22 აგვისტოს ჩათვლით. გერმანიაში სადეპორტოში ყოფნის დროს ტელეფონით, მეგობრულად ეკონტაქტებოდა მ------ ა-------ეს, არასდროს შეჰპირებია ცოლად მოყვანას, უყურებდა როგორც მეგობარს და დას, 22 დღიანი თანაცხოვრების პერიოდში მასთან ჰქონდა სქესობრივი კონტაქტი. მ------ ა-------ე ეჭვიანობდა ბ---- გ-----–--–---–ზე. ეჭვიანობის თემაზე სიტყვიერად უკამათიათ, თუმცა ფიზიკურ ძალადობას ადგილი არასდროს არ ჰქონია. ბრალდებულმა ჩვენებაში უარყო 2018 წლის 4 აგვისტოს, 8 აგვისტოს, 22 აგვისტოს დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობა, ასევე გამორიცხა მისი მხრიდან მუქარის ჩადენა. ბრალდებულის ჩვენებით 2018 წლის 22 აგვისტოს გეგმავდა სხვა მისამართზე გადასვლას, ჩანთაში ალაგებდა პირად ნივთებს, სწორედ ამ დროს სახლში პოლიციელები შემოვიდნენ, მათი ვიზიტის გამო აღელდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს. პოლიციელებმა იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც პროტესტის ნიშნად მიიყენა თვითდაზიანება და კედელს განზრახ მიარტყა თავი.
2.20.2.ბრალდებულის პოზიცია მისი უდანაშაულობის შესახებ სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო ქვემოთ მიმოიხილავს ყველა იმ არსებით საკითხს, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებდა:
2.20.3. დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებული და არასრულწლოვანი ა--------- ა-------ე ცრუდ ამხელენ ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რა მიზანი და მოტივი შესაძლოა ამოძრავებდეთ მსხვერპლს და მოწმეს ბრალდებულის ცრუდ მხილების. სასამართლოს შეფასებით დაზარალებულის ჩვენების კატეგორიულობა და დამაჯერებლობა ხაზს უსვამდა მის გულწრფელობას, მსხვერპლი მაქსიმალურად მოწადინებული იყო ყველა კითხვისთვის გაეცა პასუხი, იგი ჰყვებოდა თუ რა მძიმე იყო მისთვის ბ---- გ-----–--–---–თან თანაცხოვრება, მიუხედავად ძალადობის სიტემატურობისა, პოლიციაში არ რეკავდა, რადგან არ სურდა მეორეჯერ შექმნილი ოჯახი დანგრეოდა, სახელმწიფოს დახმარება სთხოვა მხოლოდ მას შემდეგ, როცა მისი თანაცხოვრება ბ---- გ-----–--–---–თან ფიზიკური ძალადობების და მუქარის გამო უკიდურესად გაუარესდა და სამართალდამცავების ჩართულობა მისთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდა. დანაშაულის გამჟღავნების ერთ-ერთი საფუძველი მსხვერპლის ჩვენებით ასევე იყო ა--------- ა-------ის ემოციური მდგომარეობა, ბავშვი იყო უკიდურესად შეშინებული და მტკივნეულად განიცდიდა იმ ფაქტებს რისი შემსწრეც იყო. მოწმე ა--------- ა-------ე მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, ზეპირ ჩვენებაში იყო ზედმიწევნით თანმიმდევრული, ნათლად და დამაჯერებლად გადმოსცემდა ფაქტებს, იყო განცდებში იმის გამო, რომ ბ---- გ-----–--–---–ი დედას სცემდა. რომ არა არასრულწლოვნის მიერ საკუთარი თვალით აღქმული ძალადობის ფაქტები სასამართლოს შეფასებით შეუძლებელია ბავშვში მსგავსი ემოცია სხვა ფაქტორს გამოეწვია. ბავშვის განწყობა, პროტესტი და ძალადობის მიუღებლობა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი თვითმხილველია ფაქტების, რაც მის ჩვენებას უფრო მეტ გულწრფელობასა და სანდოობას მატებს. სასამართლო განმარტავს, რომ ჩვენების სანდოობის ტესტი იზომება არა მხოლოდ მისი შინაარსით, თანმიმდევრულობით და კატეგორიულობით, არამედ ჩვენების პროცესში მოწმის ვერბალურ და არავერბალურ დინამიკაზე დაკვირვებით. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებული მ------ ა-------ე და მოწმე ა--------- ა-------ე რეალურ ფაქტებს გადმოსცემდნენ და მათი ჩვენებები იყო თანხვედრაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი მოწმე სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სოციალური მუშაკის თანდასწრებით, რაც გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას იმის შესახებ, რომ მოწმე შესაძლოა იმყოფებოდეს მშობლის ამ შემთხვევაში მსხვერპლის გავლენის ქვეშ. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლი და თვითმხილველი მოწმე ზეპირ ჩვენებაში იყვნენ თანმიმდევრულები, მტკივნეულად იხსენებდნენ ძალადობის ფაქტებს, ძალადობის სიხშირიდან გამომდინარე ჰქონდათ მწვავე პროტესტი და მიუღებლობა მოძალადის მიმართ.
2.20.4. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, თითქოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს დაზარალებულის ჩვენებას. სასამართლოს შეფასებით ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანებები თანხვედრაშია ძალადობის მატერიალურ ფაქტთან, დადასტურებულია, რომ მსხვერპლს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. დაზიანებები მარცხენა წინამხრის მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით სისხლნაჟღენთის განვითარება არ ეწინააღმდეგება 2018 წლის 22 აგვისტოს. მსხვერპლს სხეულზე სხვა დაზიანებაც აღენიშნებოდა ნაჭდევის სახით. ფიზიკურ დაზიანებათა სიმრავლე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბ---- გ-----–--–---–ს არაერთხელ უძალადია მ------ ა-------ეზე. ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის დროს მ------ ა-------ეს კისრის არეში არ ეტყობოდა სისხლნაჟღენთი ან ნაჭდევი, ექსპერტის ჩვენებით არ გამორიცხავს ძალადობის ფაქტს. გ---–----- ტ------–---–მა განმარტა, რომ ყელში ხელის წაჭერით შესაძლოა დარჩეს ან არ დარჩეს ძალადობის კვალი, კვალის დარჩენა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებეზე და ინდივიდუალურ ნიშნებზე.
2.20.5. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანაზე ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩაუტარებლობა სასამართლოს შეფასებით არ გამორიცხავს მუქარის ჩადენას სწორედ აღნიშნული დანით. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამოღებული და--------ნე ა-------ის და ბ---- გ-----–--–---–ის მიერ გამოიყენებოდა ყოველდღიურად ყოფითი დანიშნულებისათვის, დანაზე სისტემატური კონტაქტი ჰქონდათ როგორც ერთ, ასევე მეორე პირს და ამ კონტაქტის დამატებითი დადასტურებისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. მსხვერპლის და მუქარის თვითმხილველი მოწმის ა----------- ა-------ის ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მუქარა ჩადენილია დანით, რომელიც დაზარალებულის სამზარეულოში ინახებოდა და გამოიყენებოდა ყოველდღიური ყოფითი მოხმარებისთვის.
2.20.6. ბრალდებული შეეცადა თავიდან აერიდებინა პასუხიმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის და მსხვერპლთან მისი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით წარმოაჩინა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა, რომ მ------ ა-------ე და ბ---- გ-----–--–---–ი 2018 წლის 1 აგვისტოდან - 22 აგვისტოს ჩათვლით ცხოვრობდნენ როგორც მეუღლეები. ამ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს როგორც დაზარალებულის ჩვენება, ასევე არასრულწლოვანი მოწმის ა--------- ა-------ის ჩვენება. მოწმემ განმარტა, რომ ბ---- გ-----–--–---–ი მასთან და მ------ ა-------ესთან ერთად იძინებდა ერთ საძინებელში და ერთ საწოლში. გარდა ამისა, თავად ბრალდებულმა, ისევე როგორც მსხვერპლმა, დაადასტურა, რომ თანაცხოვრების პერიოდში მას და მ------ ა-------ეს ჰქონდათ სქესობრივი კავშირები. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ შესაფასებელია არა ქორწინების საკითხი, არამედ ფაქტი, ცხოვრობდნენ თუ არა ერთად 2018 წლის 1 აგვისტოდან - 22 აგვისტოს ჩათვლით მ------ ა-------ე და ბ---- გ-----–--–---–ი, როგორც ერთი ოჯახი და ეწეოდნენ თუ არა საოჯახო მეურნეობას. გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის ბრალდებულის ჩვენებით უტყუარად დადასტურდა, რომ განსახილველ პერიოდში ბ---- გ-----–--–---–ი ცხოვრობდა დაზარალებულთან და ამ უკანასკნელის შვილთან ერთად როგორც ოჯახის წევრი. ბრალდებულის მიზანს დაზარალებულთან ოჯახური თანაცხოვრება რომ წარმოადგენდა დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე იგი საცხოვრებლად მივიდა მ------ ა-------ესთან და არა სხვა მეგობართან. რაც შეეხება საოჯახო მეურნეობას, დაზარალებულის ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულთან თანაცხოვრების პერიოდში ისინი ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას, კვებისთვის და სხვა ყოფითი საჭიროებისთვის იხარჯებოდა დაზარალებულის ბიუჯეტი, ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ გერმანიიდან ჩამოტანილი მისი დანაზოგიც იხარჯებოდა.
2.21.სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობაში მიმოხილვით სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბ---- გ-----–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი დასჯად ქმედებად განიხილავს სისტემატურ ცემას და სხვაგავარ ძალადობას რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.3.1. ქმედების ძალადობრივი ხასიათი და გამოწვეული შედეგი - ფიზიკური ტანჯვა დადასტურდა დაზარალებულ მ------ ა-------ის და მოწმე ა--------- ა-------ის ზეპირი ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. დაზარალებულის განმარტებით, ბ---- გ-----–--–---–ი მას იმდენად ძლიერად ურტყამდა, რომ მსხვერპლი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ფიზიკურ ძალადობას მოწმობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმადაც მსხვერპლს სხეულზე აღენიშნებოდა როგორც ნაჭდევები ასევე სისხლნაჟღენთები. ძალადობის სიხშირიდან და მოძალადის ფიზიკური სიძლიერიდან გამომდინარე სუბიექტური და ობიექტური აღქმით ძალადობამ თითოეულ ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე და ერთობლიობაში გამოიწვია ფიზიკური ტანჯვა.
3.3.2. სისტემატურობა: სისხლის სამართლის თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად ცემის და სხვაგვარი ძალადობის სისტემატურობის შესაფასებლად საჭიროა სახეზე იყოს ძალადობის მინიმუმ სამი ფაქტი დროის მცირე ინტერვალში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ძალადობის 3 ეპიზოდი დროის მოკლე პერიოდში (2018 წლის 4 აგვისტო, 8 აგვისტო, 22 აგვისტოს 03:30 საათი). სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა წარმოადგენს ერთიანი განზრახვით ჩადენილ რამდენიმე ქმედებას, შესაბამისად, არ არის სავალდებულო ცალკეულ ქმედებასთან მიმართებაში მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა, მთავარი და არსებითია მტკიცებულებების ერთობლიობით სისტემატურობის ჯაჭვის დადგენა.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე ბ---- გ-----–--–---–მა მ------ ა-------ეზე ფიზიკურად იძალადა ამ უკანასკნელის შვილის ა----------- ა-------ის თანდასწრებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა----------- ა-------ე არის არასრულწლოვანი (6 წლის), აღნიშნული კი ცალსახად ცნობილი იყო ბ---- გ-----–--–---–ისთვის, რადგან ერთად ცხოვრობდნენ.
3.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებული ჩვენებაში მიუთითებს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბ---- გ-----–--–---–ის მხრიდან, დანის მოქნევითა და დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რასაც წინ უძღოდა ფიზიკური ძალადობის ფაქტები მ------ ა-------ის მიმართ, დაზარალებულის მხრიდან რეალურად იქნა აღქმული და შიშობდა, რომ ბრალდებულს შესაძლოა მართლაც მოეკლა იგი, სწორედ ამ შიშის გამო დახმარებისთვის დარეკა პოლიციაში. სასამართლოს შეფასებით შემთხვევის დღეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბ---- გ-----–--–---–ის მხრიდან, დახურულ სივრცეში მსხვერპლის მისამართით გაცხადებული მუქარის შინაარსი - ,,მოგკლავ“ და ბრალდებულის არაადეკვატური ქცევა, მსხვერპლში რეალურად იქნა აღქმული. შიშის რეალურობის განცდის საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ როგორც მსხვერპლი და თვითმხილველი მოწმე ა--------- ა-------ე ჰყვებიან, მუქარის დროს ბ---- გ-----–--–---–მა სახლის ფანჯრები და კარები ჩაკეტა, იყო უკიდურესად არაადეკვატური, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი ყოველწუთიერად ელოდებოდა მოვლენების კიდევ უფრო გამძაფრებას, შიშის გამო ვერ შეძლო შვილთან ერთად სახლიდან გაქცევა, ერთადერთი რაც შეძლო დარეკა პოლიციაში და მხოლოდ პოლიციელების მოსვლის შემდგომ გაბედა სახლის კარის გაღება და მოძალადის მხილება დანაშაულში. სასამართლოს განმარტებით, ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ბ---- გ-----–--–---–ის მიერ დანის დემონსტრირების და მსხვერპლზე მოქნევის დროს გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა დაზარალებულის მხრიდან ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც იგი სტრესსა და შიშში ჩააგდო. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა და ხერხი (დანის მოქნევით და დემონსტრირებით გამოთქმული სიტყვები „მოგკლავ“), ბრალდებულის პიროვნება (წარსულში ნასამართლევია მუქარის და ძალადობის ჩადენისათვის), მუქარის განხორციელებამდე ფიზიკურად იძალადა მ------ ა-------ეზე, მუქარის გამოხატვის პროცესში იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რაც მეტად არაადეკვატურს ხდიდა პროცესების დროს. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს - ამ შემთხვევაში დადგინდა, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის მუქარა, რომ აღქმული იქნა რეალურად და მას წარმოეშვა მუქარის განხორციელების შიში, დასტურდება თავად დაზარალებულის და არასრულწლოვანი თვითმხილველ მოწმის, მათ შორის სამართალდამცავების ჩვენებებით, რომლებიც მყისიერად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და დაზარალებული ნახეს ძალიან შეშინებულ და აღელვებულ მდგომარეობაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მატერიალურ ფაქტს, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბ---- გ-----–--–---–ის მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა დაზარალებულის მიერ აღქმული იყო რეალურად.
3.6. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა, რომ მ------ ა-------ეს და ბ---- გ-----–--–---–ს 2018 წლის 1 აგვისტოდან - 22 აგვისტოს ჩათვლით ჰქონდათ თანაცხოვრება, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლებიან ნებისმიერი პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბ---- გ-----–--–---–თან თითქმის ერთთვიანი თანაცხოვრების პერიოდში იხარჯებოდა მისი ბიუჯეტი, ბ---- გ-----–--–---–მაც დაადასტურა, რომ მ------ ა-------ესთან თანაცხოვრების პერიოდში, მას ჰქონდა გერმანიიდან დანაზოგი ჩამოტანილი, რაც ასევე იხარჯებოდა.
3.7. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.8.სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ბ---- გ-----–--–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული ბრალეული ქმედებები, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბ---- გ------–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი, ასევე ქმედებების ჩადენა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რაც ზოგადად იყო სისტემატური ძალადობის და მუქარის მაპროვოცირებელი ფაქტორი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო მხედველობაში იღებს ძალადობის მასშტაბს, ეპიზოდთა სიმრავლეს (ჩადენილია 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და ქმედების ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მხედველობაში იქნა მიღებული არასრულწლოვანი მოწმის ა--------ა ა-------ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაც მკაფიოდ გამოვლინდა სასამართლო სხდომაზე, ძალადობის თვითმხილველი მოწმე იყო უკიდურესად შეშინებული მოძალადის ქმედებების გამო, იგი ემოციურად გადმოსცემდა ძალადობის ფაქტებს, საყურადღებოა, რომ ბრალდებულმა არ გაითვალისწინა მის ქმედებას რა უარყოფითი გავლენის მოხდენა შეეძლო არასრულწლოვანზე. აღნიშნულ ასაკში ბავშვის ფსიქიკა ადრეული ჩამოყალიბების სტადიაზეა და გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობით. პასუხისმგებლობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ძალადობის თითოეული ფაქტი ჩადენილი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რაც დამატებითი ფაქტორი იყო ძალადობის სიმძიმის და სიხშირის.
5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას ამძიმებს შემდეგი გარემოებები:
ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;
ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;
გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;
დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;
ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;
ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;
ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;
თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;
ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ბ---- გ-----–--–---–ის მიერ სისტემატური ძალადობა და მუქარა ჩადენილია პარტნიორის მიმართ, რომელთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა სიტემატური ხასიათი, დანაშაული ჩადენილი იყო მსხვერპლის ბავშვის - ა--------ა ა-------ის თანდასწრებით, მსხვერპლის მიმართ მუქარას წინ უსწრებდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა, მუქარა ჩადენილი იყო დანის დემონსტრირებით და ბრალდებულის მიერ ჩადენილმა ძალადობრივმა ქმედებებმა მძიმე ფიზიკური ტრავმა მიაყენა დაზარალებულს. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დასახელებული კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, სწორედ დანაშაულის ხერხის, სიმძიმის და სისტემატურობის მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ბ---- გ-----–--–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა - განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბ---- გ-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2.ბ---- გ-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3.ბ---- გ-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ---- გ-----–--–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
5.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აგვისტოს განჩინებით ბ---- გ-----–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 23 აგვისტოდან.
6.ნივთიერი მტკიცებულება
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა - განადგურდეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა