განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ზ---- ქ-------
ადვოკატი: ა-----– ჩ-------–---–-
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ა------ ხ------
მამის სახელი: ვ--–-------
დაბადების თარიღი: 1---------–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: თბილისი, ბ--–-------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ნ--–-------------------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 1----------–- (საბოლოო ბრალი: 1----------–-)
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მესამე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ორი ეპიზოდი)
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
დაკავების დრო: 12.09.2018წ. 1842 საათი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ა------ ხ------ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი: ა------ ხ------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი).
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა------ ხ------ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, საიდანაც 06 თვე განესაზღვრა საპატიმრო სასჯელის სახით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით ჩაეთვალა პირობით 02 წლის გამოსაცდელი ვადით.
ა------ ხ------მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,00899 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, საიდანაც ნაწილი - 0,00138 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1 ცალად დაფასოებული თეთრი ფერის ქაღალდში შეხვეული თეთრი ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით 100 ლარად, უკანონოდ გაასაღა გ------- ქ------–---–ზე - 2018 წლის 5 სექტემბერს, თბილისში ბ------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ-----–-----------------------------------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ. ხოლო ნაწილი - 0,00612 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1 ცალად დაფასოებული თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილი 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა გ------- ქ------–---–ზე - 2018 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, რ---------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ-----–-----------------------------------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ.
2018 წლის 12 სექტემბერს შ-----–-----------------------------------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ თბილისში, ვ-----–---------------, ბ----------- ვ-----–-- მიმდებარე ტერიტორიაზე, ა------ ხ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა - 0,00149 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის შემცველი 1 ცალად დაფასოებული თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული, თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ქ------–---–მა განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ორჯერ მიიღო მონაწილეობა საკონტროლო შესყიდვაში. კერძოდ, 2018 წლის 4 სექტემბერს თბილისში, გაიცნო ა------ ხ------, რომელმაც ფულის სანაცვლოდ შესთავაზა - ამფეტამინი ან სუბოტექსი. მიღებული შეთავაზების შესახებ მოწმემ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. 2018 წლის 5 სექტემბერს, ა------ ხ------მ დაურეკა და უთხრა, რომ შეეძლო სუბოტექსი მიეყიდა, 1 აბი 200 ლარად, შესაბამისად ნახევარი აბი 100 ლარად. პირველი საკონტროლო შესყიდვისთვის ა-----– ნ-–--–-–---–ის მიერ გადაცემული 100 ლარი გადასცა ა------ ხ------ს და მისგან მიიღო ქაღალდში გახვეული ნივთიერება. მოწმემ განმარტა, რომ შეხვედრამდე ა------ ხ------სთან შეთანხმებული იყო შეხვედრის ადგილზე - ნ--–------ს ქუჩაზე, თუმცა დათქმულ ადგილზე მისვლისას დაურეკა ბრალდებულმა და უთხრა, რომ მისულიყო ბ-----ს ბ-------. შესაბამისად, მოწმე გ------- ჩ------ესთან და ა-----– ნ-–--–-–---–თან ერთად მივიდა ბ-----ს ბ-------. ავტომანქანა გააჩერეს პ-----ს ქუჩაზე, ა-----– ნ-–--–-–---–ი დარჩა ავტომანქანაში, თავად კი გ------- ჩ------ესთან ერთად შეხვდა ა------ ხ------ს. ამ უკანასკნელს გააცნო გ------- ჩ------ე, როგორც მეგობარი. ნარკოტიკული საშუალების შეძენის შემდეგ, მოწმე და გ------- ჩ------ე მივიდნენ ა-----– ნ-–--–-–---–თან, რომელმაც მისგან ამოიღო ა------ ხ------საგან შეძენილი პაკეტი. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 7 სექტემბერს, ა------ ხ------მ სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ კიდევ შეეძლო სუბოტექსი მიეყიდა. ამჯერად ა-----– ნ-–--–-–---–მა მისცა 200 ლარი, მოწმემ და გ------- ჩ------ემ დაიმაგრეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები და რ---------–-- გ---------ე ,,ხ----–-------–----“ შეხვდნენ ა------ ხ------ს. ა-----– ნ-–--–-–---–ი კვლავ ავტომანქანაში ელოდებოდა, ამჯერად რესტორან ,,მ---------–-------“. შეხვედრისას ა------ ხ------მ ხელი ჩამოართვა მას და იმავდროულად ჩაუდო ქაღალდში გახვეული ნივთიერება, თავად კი მისცა 200 ლარი. საუბრისას ბრალდებულმა თქვა, რომ ქონდა იარაღი. მის კითხვაზე, რა იარაღი იყო, ა------ ხ------მ უპასუხა: ,,არაფერი“. ტანსაცმელზე იარაღი არ ეტყობოდა. მოწმე გადავიდა ა-----– ნ-–--–-–---–თან და გადასცა შეძენილი პაკეტი, გ------- ჩ------ე კი გაყვა ა------ ხ------ს. მოწმემ განმარტა, რომ შეხვედრის ადგილს ყოველთვის ა------ ხ------ ირჩევდა, რაზეც თანხმდებოდნენ სატელეფონო საუბარისას. 2018 წლის 12 სექტემბერს, ა------ ხ------ კვლავ შეეხმიანა და ისევ შესთავაზა სუბოტექსის შეძენა, დათქვეს შეხვედრა, შეხვედრის ადგილას მივიდნენ თანამშრომლები და დააკავეს ა------ ხ------.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ჩ------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს დაიწყო გამოძიება ა------ ხ------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე. გ------- ქ------–---–ს დაუკავშირდა ა------ ხ------, რომელსაც მისთვის უნდა მიეყიდა ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი 1 აბი 200 ლარად, შესაბამისად, ნახევარი აბი 100 ლარად. შეხვედრის ადგილზე მივიდნენ საქმის გამომძიებელი ა-----– ნ-–--–-–---–ი, გ------- ქ------–---–ი და გ------- ჩ------ე, თუმცა ბრალდებულმა დაურეკა გ------- ქ------–---–ს და უთხრა, რომ შეხვდებოდა პ-------, ბ------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე მისვლისას ა-----– ნ-–--–-–---–ი დარჩა ავტომანქანაში, გ------- ქ------–---–ი და მოწმე კი შეხვდნენ ა------ ხ------ს, რომელსაც გ------- ქ------–---–მა მოწმე გააცნო, როგორც მეგობარი. შეთანხმებისამებრ გადასცეს ფული და მიიღეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც მივიდნენ ა-----– ნ-–--–-–---–თან, რომელმაც ამოიღო შეძენილი პაკეტი და ადგილზე დალუქა. 2018 წლის 7 სექტემბერს, ა-----– ხ------ კვლავ დაუკავშირდა გ------- ქ------–---–ს, შეთანხმდნენ რ---------–--- შეხვედრაზე. მოწმე და გ------- ქ------–---–ი აღიჭურვნენ ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით და რ---------–-- N---თან, ა-----– ნ-–--–-–---–ის მიერ გ------- ქ------–---–ისათვის გადაცემული 200 ლარით, შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება. შეხვედრისას ა------ ხ------მ გადაკოცნა გ------- ქ------–---–ი და იმავდროულად მისცა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შეძენის შემდეგ გამორთეს ჩამწერი მოწყობილობა, გ------- ქ------–---–ი წავიდა ავტომანქანისკენ, ხოლო მოწმე გაყვა ა------ ხ------ს, რომელიც მივიდა ნ--–------ს ქუჩაზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, რადგან ამ უკანასკნელმა საუბრისას განმარტა, რომ ქონდა იარაღი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----– ნ-–--–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს ა------ ხ------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე დაიწყო გამოძიება გ------- ქ------–---–ის პატაკის საფუძველზე. მოცემული საქმის ფარგლებში შსს-ს სპეციალური ფონდიდან გამოიტანა ფული და ნაწილი 2018 წლის 5 სექტემბერს გადასცა გ------- ქ------–---–ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელთან, გ------- ჩ------ესთან და შ--–-- წ--–------სთან ერთად დაახლოებით 1500 საათზე წავიდა ბრალდებულთან შესახვედრად, თუმცა ამ უკანასკნელმა შეხვედრის ადგილი შეცვალა. შესაბამისად, გაემართნენ პ-----ს ქუჩაზე მდებარე ბ------------სკენ. მოწმემ განმარტა, რომ ის შ--–-- წ--–------სთან ერთად დარჩა ავტომანქანაში, ხოლო გ------- ჩ------ე და გ------- ქ------–---–ი შეხვდნენ ა------ ხ------ს და შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება, რაც ადგილზევე იქნა ამოღებული და დალუქული მის მიერ. აღნიშნულის შემდეგ 2018 წლის 7 სექტემბერს მათ მიერ მოხდა მე-2 საკონტროლო შესყიდვა, კერძოდ ღამის საათებში გ------- ქ------–---–თან და გ------- ჩ------ესთან ერთად ავტომანქანით მივიდა რ---------–-- გ---------ე, თავად გაჩერდა რესტორან ,,მ---------–-------“, გ------- ქ------–---–ი და გ------- ჩ------ე კი გაჩერდნენ იქვე მდებარე სს ,,---------“ ბანკის ფი-–--ლთან, ცოტა ხანში გადავიდნენ გზის მეორე მხარეს, როგორც მოგვიანებით გაიგო, ა------ ხ------ს მოთხოვნით. საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა ,,ხ----–-------–----“, რის შემდეგაც ავტომანქანასთან დაბრუნებული გ------- ქ------–---–ისგან ამოიღო შეძენილი ნივთიერება, რაც შემდგომ ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. გ------- ქ------–---–ისგან გაიგო, რომ საუბრისას ა------ ხ------მ განმარტა, რომ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, გ------- ჩ------ე გაყვა გადამოწმების მიზნით, თუმცა ა------ ხ------ სახლში მივიდა. 2018 წლის 12 სექტემბერს, მოწმემ ბ------ მ-----–-–---–---ნ და ა---------– მ----–---–თან ერთად ს---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა ა------ ხ------, რომელსაც გადასცეს განჩინება და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჯიბიდან ამოუღეს ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით და დააკავეს. ჰოსტელში, სადაც ბრალდებული მისივე განმარტებით ათევდა ღამეს, ჩატარებული ჩხრეკისას ასევე ნანახი და ამოღებულ იქნა პისტოლეტი. მოწმემ განმარტა, რომ პირველი შესყიდვისას ვიდეო გადაღება არ მომხდარა, მხოლოდ მეორე შესყიდვის დროს მოხდა ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–-- წ--–------მ განმარტა, რომ 2018 წლის 5 სექტემბერს, გ------- ქ------–---–თან, გ------- ჩ------ესთან და ა-----– ნ-–--–-–---–თან ერთად მივიდა ბ-----ს ბაღში. ის და ა-----– ნ-–--–-–---–ი იმყოფებოდნენ ავტომობილში, როდესაც გ------- ქ------–---–მა საკონტროლო შესყიდვით ა------ ხ------საგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რაც შემდეგ მისი თანდასწრებით გადასცა გამომძიებელ ა-----– ნ-–--–-–---–ს. ამოღებასთან დაკავშირებით შედგა ოქმი, რომელსაც მოაწერეს ხელი. ასევე, მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. ბინის ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---------– მ----–---–მა განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის 2018 წლის 12 სექტემბერს ა------ ხ------ს პირად ჩხრეკასა და დაკავებაში მიიღო მონაწილეობა, ბ------ მ-----–-–---–---ნ ერთად. ჩხრეკისას, ბრალდებულს შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ბ------ მ-----–-–---–-- ამოუღო პოლიეთილენის პაკეტში გახვეული მოთეთრო ფერის ფხვნილი. ჩხრეკის შემდეგ დააკავეს ა------ ხ------, ა-----– ნ-–--–-–---–მა განუმარტა უფლებები. ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც მტკიცებულების განადგურება უცდია. ა------ ხ------მ განაცხადა, რომ თბილისში, კ--------- ქუჩაზე ნაქირავები ქონდა ოთახი, სადაც ინახავდა პისტოლეტს. მითითებულ მისამართზე, ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებულ იქნა პისტოლეტი, რომელიც დაილუქა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ქ---–-–---–მა განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის 4 სექტემბერს დაიწყო გამოძიება ა------ ხ------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე, გამოძიების ფარგლებში შედგა საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-–-- ს----–---–მა განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე მონაწილეობა მიიღო ა------ ხ------ს პიროვნების, საცხოვრებელი სახლის და დაბადების თარიღის დადგენაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--- ღ-----–---–მა განმარტა, 2018 წლის 12 სექტემბერს, ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა ა------ ხ------ს. მის მიერ გაცემული N7------ დასკვნის თანახმად ა------ ხ------ კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, თუმცა მის ბიოლოგიურ მასალა შარდში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებების ბუპრენორფინის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის, იგივე მარიხუანას, შემცველობა. შემოწმებულ პირს პრეტენზია არ გამოუთქვამს და შენიშვნა არ დაუფიქსირებია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- ო-----------ემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 6 სექტემბერს და 2018 წლის 13 სექტემბერს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
2018 წლის 6 სექტემბერს გ-------– ქ----–----ესთან ერთად გაცემული დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ,,გ------- ქ------–---–ისაგან ამოღებული“: თეთრი ფერის ქაღალდში შეხვეული თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 0,07 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 0,00138 გრამს.
2018 წლის 13 სექტემბერს პ------ წ--–---–--ესთან ერთად გაცემული დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ,,ა------ ხ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული“: თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 0,1395 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 0,00149 გრამს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა გ-------– ქ----–----ემ და პ------ წ--–---–--ემ თავის მხრივ დაადასტურეს აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა და შესაბამისი დასკვნების უტყუარობა. გარდა ამისა, დამატებით განმარტეს, რომ ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული, ექსპერტიზისთვის ნიმუშის აღება მოხდა სტანდარტების შესაბამისად, გამოიკვლიეს ობიექტი და გამოიანგარიშეს საერთო წონაში ნარკოტიკის შემცველობა პროპორციულად, გამოკვლეული წილის შესაბამისად.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- წ---–-----მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: გ------- ქ------–---–ისაგან ამოღებული: თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილი, წონით - 0,4012 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას - ბუპრენორფინს, წონით - 0,00612 გრამს.
მოწმემ განმარტა, რომ საკვლევი ობიექტი იყო დალუქული სახით, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ნივთიერების გამოკვლევა აპარატით მოხდა, ამიტომ ცდომილება არ არსებობს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე ასევე დაადასტურა კვლევაში მონაწილე ექსპერტმა გ-------– ქ----–----ემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- გ-------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 02 ოქტომბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.
მოწმემ განმარტა, რომ კონვერტის ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული, კონვერტში იყო 2 ცალი ლაზერული დისკი, რომელიც გადაეცა ჰაბიტოსკოპიურ განყოფილებას, შემდეგი კვლევის გასაგრძელებლად.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ--------ემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც:
გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებული პიროვნებების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ა------ი ვ--–-------ს ძე ხ------ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
მოწმემ განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ქონდა 2 ცალი დალუქული თეთრი კონვერტი, მასში მოთავსებული DVD დისკზე ასახული ფარული საგამოძიებო მოქმედების ვიდეო ჩანაწერებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----– ფ-----ემ განმარტა, რომ არის ექიმ-ნარკოლოგი. მუშაობს ბ----------------------–--–----------------–-- რომელშიც ჩართულია ა------ ხ------. ეს უკანასკნელი ღებულობს ბუპრენორფინის ჩამნაცვლებელ მედიკამენტს. ბრალდებული ბუპრენორფინის ჩანაცვლების პროგრამაში ჩაერთო აგვისტოდან, 3-4 ჯერ მიიღო, თუმცა პრეპარატი არასდროს გაუტანია საავადმყოფოდან, ყოველთვის იქვე იღებდა. ზოგადად პაციენტები ექთნის და დაცვის თანამშრომლის მეთვალყურეობთ იდებენ ენის ქვეშ პრეპარატს, შემდეგ აყოლებენ წყალს, რის შემდეგაც გადიან კაბინეტიდან.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა------ ხ------მ განმარტა, რომ გასაღების ნაწილში არის უდანაშაულო და პოლიციელების პროვოკაციის მსხვერპლი. კერძოდ, მას მობილური ტელეფონის ნომერზე - 5-------- უკავშირდებოდა პოლიციის თანამშრომელი გ------- ქ------–---–ი, ტელეფონის ნომრით 5--------. მას გ------- ქ------–---–ი და გ------- ჩ------ე გაეცნენ, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები. გ------- ქ------–---–ი ხშირად სთხოვდა, ინტერნეტით ერთად გამოეწერათ ნარკოტიკული საშუალება, რის გამოც არაერთხელ აუხსნა, როგორ უნდა გამოეწერა ნარკოტიკული საშუალება, მაგრამ გ------- ქ------–---–ს სურდა, რომ ა------ ხ------ს შეეძინა, რადგან თვითონ ვერ ახერხებდა - არ ქონდა სრული თანხა. დიდი ხვეწნის შემდეგ, ბრალდებული დათანხმდა გ------- ქ------–---–ს და შესთავაზა, რომ თავის ფულით შეიძენდა ნარკოტიკულ საშუალებას მისთვის, გადაცემისას კი გამოართმევდა ფულს. ჯამში საჭირო იყო 200 ლარი, საიდანაც 100 ლარს დებდა თავისი წილი ნარკოტიკული საშუალებისათვის, 100 ლარს კი გ------- ქ------–---–ისთვის, რომელსაც ეს უკანასკნელი მისცემდა შეხვედრისას. ასეც მოხდა, Viber-ში ნომერზე +7---------- მოითხოვა კონკრეტული რაოდენობის და სახეობის ნარკოტიკული საშუალება, მითითებულ ანგარიშის ნომერზე გადარიცხა ფული და მიიღო შეტყობინება, სადაც მითითებული იყო ნარკოტიკული საშუალების მდებარეობის ზუსტი კოორდინატები და სურათი. ხშირია შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთად ყიდულობს ნარკოტიკულ საშუალებას ამ ხერხით. შესაბამისად, ამ გზით შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც თავის ფულით ქონდა ნაყიდი გ------- ქ------–---–ისათვის, 2018 წლის 7 სექტემბერს გადასცა ამ უკანასკნელს, მისგან კი აიღო შესაბამისი თანხა. ანუ 2018 წლის 7 სექტემბერს, საღამოს საათებში, რ---------–--- შეხვდა გ------- ჩ------ეს და გ------- ქ------–---–ს და გადასცა თავისი ფულით შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რომლის სანაცვლოდაც გამოართვა მისი წილის ფული. აღნიშნული შეხვედრა წინასწარ ქონდათ დაგეგმილი ტელეფონით. 2018 წლის 5 სექტემბერს არ შეხვედრია გ------- ქ------–---–ს და არც ნარკოტიკული საშუალება გადაუცია მისთვის. მას არასდროს გაუყიდია ნარკოტიკული საშუალება, მხოლოდ მომხმარებელია. 2018 წლის 12 სექტემბერს დააკავეს, მას ურეკავდა გ------- ქ------–---–ი, რომელიც შეხვედრას სთხოვდა, მაგრამ მას არ ეცალა და უთხრა, რომ იყო ს---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული ნარკოტიკული საშუალება უნდოდა პირადი მოხმარებისათვის. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 4 სექტემბრიდან ქ------–---–მა 32-ჯერ დაურეკა და მიწერა შეტყობინებები. ნარკოტიკული საშუალების ერთად შეძენაზე შეთანხმდნენ სატელეფონო საუბრით. ნარკოტიკული საშუალება ,,Viber-ით“ შეიძინა და თავად გაყო შუაზე.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის:
- გამომძიებელ გ------- ქ------–---–ის 2018 წლის 4 სექტემბრის პატაკის თანახმად, 2018 წლის 4 სექტემბერს თბილისში გაიცნო ა------ ხ------, რომელმაც შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსის და ამფეტამინის შეძენა, ამასთან მისცა მობილური ტელეფონის ნომერი 5-----------, რათა სურვილის შემთხვევაში დაკავშირებოდა.
- გამომძიებელ გ------- ქ------–---–ის 2018 წლის 5 სექტემბრის პატაკის თანახმად, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ა------ ხ------ და უთხრა, რომ ქონდა ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი, ნახევარი აბის ფასი კი იყო 100 ლარი. მანვე, დაუთქვა შეხვედრა თბილისში, ნ--–------ს ქუჩის დასაწყისში, სადაც მიყიდიდა აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას.
- ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად ა-----– ნ-–--–-–---–მა დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ გ------- ქ------–---–ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა ფულადი თანხა - 2 ცალი 50 ლარიანი კუპიურით.
- 2018 წლის 5 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში პ-----ს ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ქ------–---–ისაგან ამოღებული იქნა 1 ცალი მოთეთრო ფერის ქაღალდის წონაკი, მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასით.
- საქართველოს შსს ს----------------------–---------- დეპარტამენტის 2018 წლის 6 სექტემბერს დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ,,გ------- ქ------–---–ისაგან ამოღებული“: თეთრი ფერის ქაღალდში შეხვეული თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 0,07 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 0,00138 გრამს.
- 2018 წლის 7 სექტემბრის ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, ა-----– ნ-–--–-–---–მა დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ გ------- ქ------–---–ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა ფულადი თანხა - 200 ლარის ოდენობით, 4 ცალი 50 ლარიანი კუპიურით.
- 2018 წლის 7 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში ძ----------------ს ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ქ------–---–ისაგან ამოღებული იქნა 1 ცალი მოთეთრო ფერის ქაღალდის წონაკი, მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერებით.
- 2018 წლის 10 სექტემბრის საქართველოს შსს ს----------------------–----------ი დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: გ------- ქ------–---–ისაგან ამოღებული: თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილი, წონით - 0,4012 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას -ბუპრენორფინს, წონით - 0,00612 გრამს.
- 2018 წლის 12 სექტემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა------ ხ------საგან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტის წონაკი, მასში მოთავსებული ქაღალდით და ფხვნილისებრი ნივთიერებით. ოქმის შენიშვნის თანახმად, ბრალდებული პირადად გაეცნო მისი პირადი ჩხრეკის ოქმს, თუმცა ხელის მოწერაზე განაცხადა უარი, მიზეზი კი არ დაუსახელებია, მასვე გადაეცა ოქმის ასლი.
- 2018 წლის 12 სექტემბერს თბილისში, კ--------- ქ. N-----ში მდებარე ,,ჟ-–----------–-ს“ ოთახი - ,,რ-----“ ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა ვერცხლისფერი პისტოლეტი, წარწერით ,,WALTHER”.
- 2018 წლის საქართველოს შსს ს----------------------–----------ი დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტი არის პლასტმასისაგან დამზადებული პისტოლეტის მაგვარი სანთებელა და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
- 2018 წლის 12 სექტემბრის ს----------------------–----------ი მთავარი სამმართველოს N7------ დასკვნის თანახმად, ა------ ხ------ კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა: ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა), ამფეტამინი, მეტამფეტამინი. ფსიქოტროპული ნივთიერება: არ დადგინდა.
- 2018 წლის 13 სექტემბრის საქართველოს შსს ს----------------------–----------ი დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ,,ა------ ხ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული“: თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 0,1395 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 0,00149 გრამს.
- 2018 წლის 02 ოქტომბრის შსს ს----------------------–----------ი დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოგრამებში არსებული აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.
- 2018 წლის 19 ნოემბრის საქართველოს შსს ს----------------------–----------ი დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებული პიროვნებების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ა------ი ვ--–-------ს ძე ხ------ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით, ა------ ხ------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის, თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით კი ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
2018 წლის 4 სექტემბრის და 2018 წლის 7 სექტემბრის ფულადი თანხის გადაცემის ოქმით, 2018 წლის 5 სექტემბრის და 2018 წლის 7 სექტემბრის ამოღების ოქმით, 2018 წლის 12 სექტემბრის პირადი ჩხრეკის ოქმითა და შესაბამისად ამოღებულ ნივთიერებებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე 2018 წლის 6 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალების და მასზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ანალიზით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ა------ ხ------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და მის გასაღებას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და გასაღებაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე, უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ასევე ნებისმიერ საშუალებით - მიყიდვა, ჩუქება და სხვა.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ბუპრენორფინი, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0,0012 გრამიდან 0,012 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. შესაბამისად, დგინდება, რომ ა------ ხ------ს მიერ საერთო ჯამში უკანონოდ შეძენილი და შენახული - 0,00899 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, ასევე აღნიშნული საერთო მასიდან 2018 წლის 5 სექტემბერს გასაღებული - 0,00138 გრამი, ასევე 2018 წლის 7 სექტემბერს გასაღებული - 0,00612 გრამი და 2018 წლის 12 სექტემბერს პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული 0,00149 გრამი, როგორც ერთობლიობში, ისე ინდივიდუალურად მიეკუთვნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----– ნ-–--–-–---–მა, გ------- ქ------–---–მა და გ------- ჩ------ემ დაადასტურეს, რომ მას შემდეგ, რაც ა------ ხ------მ გ------- ქ------–---–ს შესთავაზა ამფეტამინი ან სუბოტექსი, ფულის სანაცვლოდ, ამ უკანასკნელმა პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას და დაიწყო გამოძება, რომლის ფარგლებშიც 2-ჯერ 2018 წლის 5 და 7 სექტემბერს ჩატარდა 2 საკონტროლო შესყიდვა. ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, პირველ შემთხვევაში არ მოხდა ვიდეო ჩაწერა. ორივე შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები მივიდნენ ბრალდებულის მიერ არჩეულ ადგილას და მისგან შეიძინეს ნივთიერება, რაც მოგვიანებით ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ იყო 0,00138 და 0,00612 გრამი ბუპრენორფინის შემცველი თეთრი ფერის ფხვნილი. პირველ შემთხვევაში გადაუხადეს 100 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 200 ლარი.
2018 წლის 5 სექტემბერს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვა და მისი დასრულებისთანავე შეძენილი ნივთიერების ამოღების ფაქტი დაადასტურა, ასევე გამომძიებელმა შ--–-- წ--–------მ, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა გ------- ქ------–---–ისგან მის მიერ ა------ ხ------საგან შეძენილი ნივთიერების ამოღებას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 7 სექტემბერს, რ---------–-- გ--------ს N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრისას ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალაზე, რომლის თანახმადაც ბრალდებული გ------- ქ------–---–ს აწვდის პატარა თეთრ შეკვრას, ამასთან კითხვაზე პასუხობს: ,,კაია, რომ მომაქვს ბავშვი ხომ არ ვარ?“, ,,200 ლარისაა“, და მეტიც არის რა“. გარდა ამისა საუბრისას ბრალდებული კითხულობს - ,,ამფიზე დავრეკო?“, ,,ველოდები და მივალ დ---–---ზე და ანუ ,,კაროჩე“ რა 10 წუთის ,,ბაზარია’’. კადრში ჩანს, რომ მამაკაცს ხელში უჭირავს მომცრო ზომის შეკვრა, რომელსაც შლის ხელისგულზე და ათვალიერებს, რა დროსაც ჩანს თეთრი ფერის ქაღალდი, რომელზეც მოთავსებულია პატარა ზომის, სავარაუდოდ ბურთულების ფორმის ნივთიერება.
ამ მოცემულობას კატეგორიულად არ შეესაბამება ბრალდებულის განმარტება, მასსა და გ------- ქ------–---–ს შორის არსებული შეთანხმების შესახებ, ვითომდა ამ უკანასკნელმა სთხოვა ,,ერთად ეჩალიჩათ“, ანუ ერთობლივად ეყიდათ და გაეყოთ ნახევარ-ნახევარი. ბრალდებულმა განმარტა, რომ ჯამში საჭირო იყო 200 ლარი, საიდანაც 100 ლარს დებდა თავის წილი ნარკოტიკული საშუალებისათვის, 100 ლარს კი გ------- ქ------–---–ისთვის, რომელსაც ეს უკანასკნელი მისცემდა შეხვედრისას, და ეს მაშინ, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედებისას გადაღებულ ვიდეო ჩანაწერით და ფონოგრამით ნათლად დასტურდება, რომ საკონტროლო შესყიდვისას ბრალდებული ითხოვს და იღებს - 200 ლარს, რაც გამორიცხავს ბრალდებულის ვერსიას - ნარკოტიკული საშუალების ნაწილის გ------- ქ------–---–ისთვის, შემდგომი გადახდის პირობით შეძენის შესახებ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ მას არასდროს გაუყიდია ნარკოტიკული საშუალება, რომ 2018 წლის 5 სექტემბერს საერთოდ არ შეხვედრია გ------- ქ------–---–ს და გ------- ჩ------ეს, ხოლო 2018 წლის 7 სექტემბერს მართალია გადასცა ნარკოტიკული საშუალება, თუმცა აღნიშნული შეძენილი იყო საერთო თანხებით, საიდანაც მისი წილი ნარკოტიკული საშუალების საფასური გ------- ქ------–---–ს უნდა მიეცა შეხვედრისას, ანუ ბრალდებულის განმარტებით, მან უყიდა შემდგომი გადახდის პირობით, რაც არ წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას.
ასეთ პირობებში კიდევ უფრო გაურკვეველია დაცვის მხარის განმარტება დანაშაულის შესაძლო პროვოკაციაზე, რაც ასევე არ დასტურდება ზემოგანხილული 2018 წლის 7 სექტემბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით, კერძოდ: საუბრისას ბრალდებული კითხულობს - ,,ამფიზე დავრეკო?“, ,,ველოდები და მივალ დ---–---ზე და ანუ ,,კაროჩე“ რა 10 წუთის ,,ბაზარია“. ბრალდებულის აღნიშნული განმარტება აბსოლუტურად გამორიცხავს გ------- ქ------–---–ის და გ------- ჩ------ის მიერ პროვოკაციას, საპირისპიროდ ადასტურებს, ბრალდებულის დაინტერესებას და ამგვარი ურთიერთობის არაერთჯერადობას.
გარდა ამისა, ამ კუთხით მნიშვნელოვანია ბრალდებულის საუბრის ამონარიდი: ,,კაია, რომ მომაქვს ბავშვი ხომ არ ვარ?“, სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი ფრაზები არ არის დამახასიათებელი იმ ვერსიისათვის, რის წარმოჩენასაც ბრალდებული ცდილობს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულმა დახმარება გაუწია გ------- ქ------–---–ს და გ------- ჩ------ეს და შეხვედრისას გადახდის პირობით იყიდა მათთვის ნარკოტიკული საშუალება, დამაჯერებელ შეფასებას არ მისცემდა მის ხარისხს, აღნიშნული ფრაზები ადასტურებს, რომ ბრალდებული ახდენდა რეალიზაციას და შესაბამისად, იძლეოდა გარანტიას ხარისხზე - ,,კაია“.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ შემდგომი გადახდის პირობით შეუძინა ნარკოტიკული საშუალება გ------- ქ------–---–ს, ანუ ის მხოლოდ დაეხმარა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში და არ ასაღებდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერსია მოგონილია ბრალდებულის მიერ მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანისა და ბრალის ნაწილში, კერძოდ გასაღებაში გამართლებისათვის, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებიდან.
სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ნებისმიერ საშუალებით, მათ შორის ჩუქებითაც, შესაბამისად, დაცვის მხარის განმარტება, რომ მას ნარკოტიკული საშუალების გადაცემისას თითქოსდა რაიმე ფინანსური სარგებელი არ მიუღია, არ გამორიცხავს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტს.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში გაჟღერებულ რიგ არგუმენტებს, სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარე აპელირებს ისეთ მტკიცებულებებზე, რაც არ იქნა დაშვებული და შესაბამისად, გამოკვლეული სასამართლო სხდომაზე. ამასთან, საუბრობს ზოგადად ვერსიაზე - მოწმეთა ჩვენების სანდობასთან დაკავშირებით გარკვეულ ეჭვებზე და მათ მიერ შეძენილი ნივთიერების შესაძლო გამოცვლაზე. სასამართლო ვერ გაზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------- ქ------–---–მა შესაძლოა თავად გამოცვალა ა------ ხ------ს მიერ მიცემული ნივთიერება და ისე წარუდგინა გამომძიებელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის აღნიშნული დაშვება ძალიან არარეალისტურია ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის და შესაბამისი ფონოგრამის შინაარსის ფონზე, რადგან აღნიშნული მასალებით ცალსახად დგინდება, რომ ბრალდებული ნამდვილად აძლევს კონკრეტულ ნივთს. ამასთან, კადრში ჩანს, რომ მამაკაცს ხელში უჭირავს მომცრო ზომის შეკვრა, რომელსაც შლის ხელისგულზე და ათვალიერებს, რა დროსაც ჩანს თეთრი ფერის ქაღალდი, რომელზეც მოთავსებულია პატარა ზომის, სავარაუდოდ ბურთულების ფორმის ნივთიერება.
გარდა ამისა, ვერსიის დასამტკიცებლად არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი, გარდა ამისა ეჭვის დონეზეც ვერ დაასახელა, რა მიზანი შეიძლებოდა ქონოდათ კონკრეტულ გამომძიებლებს ბრალდებულის წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება. ამასთან, მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, მათი საქმის შედეგით დაინტერესების შესახებ.
რაც შეეხება, დაცვის მხარის მოსაზრებას, კონკრეტული მტკიცებულების და ამ მტკიცებულების საფუძველზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა სასამართლო განჩინების საფუძველზე კანონის სრული დაცვით, ხოლო ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მასში დატანილია ყველა არსებითი რეკვიზიტი და რაიმე არსებითი დარღვევის ფაქტი, რაც კონკრეტული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა, არ გამოვლენილა. ამასთან, აღნიშნულმა მტკიცებულებამ გადალახა დასაშვებობის სავალდებულო ფილტრი, ანუ იგი შეფასებული და შესაბამისად, არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე დაშვებული იქნა წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ.
რაც შეეხება 2018 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდს - ბრალდებულ ა------ ხ------ს პირადი ჩხრეკას და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერებას, რომლიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად - შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 0,00149 გრამს, ბრალდებულმა დაადასტურა მისი ქონა და განმარტა, რომ უნდოდა პირადი მოხმარებისათვის.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მისი განმარტებები არსებით წინააღმდეგობაშია საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნების და სხვა არაერთი მტკიცებულების შინაარსთან, იგი არ შეესაბამება ობიექტურ სინამდვილეს და მიმართულია ბრალდებულის მხრიდან მოსალოდნელი მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია, შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს რაიმე მყარი კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია და საუბრობს ზოგადად ვერსიებზე.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა------ ხ------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-8 წლამდე ვადით. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, (02 ეპიზოდი), ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-11 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ამასთან, სასამართლოსLOმიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, განსაკუთრებით გასაღების ნაწილში, მაღალი სოციალური საშიშროებისაა და ამ ტიპის დანაშაულთა შემდგომი პრევენცია მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. ჩადენილი დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლის და ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ ხ------ს მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა------ ხ------ (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ა------ ხ------ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა------ ხ------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 12 სექტემბრის, 1842 საათიდან.
ა------ ხ------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - გ------- ქ------–---–ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ა------ ხ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ა------ ხ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი 2 ცალ DVD დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა------ ხ------ს - როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 15(თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე